<p>"ალაშკერტის" ფორვარდი ლევან კუტალია სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ ოქტომბრის მატჩებისთვის გამოძახებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით წერს. გამოცდილი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ფრანგი სპეციალისტი მას უსამართლოდ ექცევა.</p><p>"გამარჯობა, მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო სანაკრებო სიას, გულდაწყვეტილი ვარ ისევ. ამდენი წელია ველოდები, რომ ვიღაც, სადღაც დაინახავს, თუ რამდენ შრომასა და მონდომებას ვდებ, არ ვჩერდები, ვთამაშობ, გამაქვს გოლები სხვადასხვა ჩემპიონატში რომ აი, ერთ დღეს, ვიღაც შემომხედავს და დააფასებს ჩემს შრომას, მაგრამ უშედეგოდ. კვლავ უყურადღებობა, იგნორირება.</p><p>რისთვის გინდა ფეხბურთელს კარიერა? - იმისთვის, რომ ერთხელ მაინც შენი ქვეყნის მაისური ჩაიცვა. ეს სიამაყეა, როდესაც შენი ქვეყნისთვის უნდა გაისარჯო. მაგრამ ისევ იგნორი. დრო გარბის და მეც მაქვს ძალიან სამართლიანი კითხვა - რატომ არ შეიძლება გამომიძახონ თუნდაც ამხანაგურ მატჩში? ვფიქრობ, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ჩემ მიმართ, რასაც აკეთებენ. არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა. ხშირად მესმის სანიოლისგან, რომ ის ვიღაცებს აკვირდება, რომ თუ მოუმატებენ, არ გამორიცხავს მათ კანდიდატურას და მე? იცის ჩემი არსებობის შესახებ?</p><p>ვიცი, რომ მედიამ ბევრჯერ დაუსვა კითხვა ჩემ შესახებაც, მაგრამ ბოლოს უთქვამს, გამოუძახებელ ფეხბურთელებზე კომენტარს არ გავაკეთებო! რატომ? მაქვს კითხვა - რატომ არ დაიმსახურა ლევან კუტალიამ, თუნდაც ერთხელ, სიაში მოხვედრა????!! პ.ს. მინდა წარმატება ვუსურვო ბიჭებს ამ თამაშებში", - წერს კუტალია სოციალურ ქსელში.</p><p>შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კუტალიამ "ალაშკერტის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 14 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.<br></p>
ირაკლი
სულ ბენზემის დონის ფეხბურთელები კი თამაშობენ საქართველოს ნაკრებში:)
Sniper
კახა, ნახევარი ვერ გავიგე რა დაგიწერია, არადა საინტერესო ჩანს
Sniper
კახა, ნახევარი ვერ გავიგე რა დაგიწერია, არადა საინტერესო ჩანს
გიგი
ბატონო ლევან დროზე გამოგისწრიათ ისრაელიდან
გენა
გადაჭარბებული ამბიციები... სუფთა ქართული... ამას ვინ გონია თავი. ბენზემა?
Levani
კაი ახლა- კაშია-კვეკვე-კვირკვე-ქვილითაია-აბურჯანია მოგვაშორებინა ნეტავი და რაღა დროს კუტალიაა. ისე ისეთი ნაკრები გვყავს ერთი კუტალია თავდამსხმელი მართლა შეეფერება(9მცველი უნდა და წინ ერთი კუტალა)
კახა
ასაკი არაფერს მიშნავს( როჟე მილა 42 წლის თამაშობდა ნაკრებში ფაქტიურად 15 წუთით გამოჰყავდათ და სამუდამოდ შევიდა ისტორიაში) არიან ფეხბურთელები კლუბში მაგრები ნაკრებში იკარგებიან ბევრჯერ ყოფილა ნაკრებში გამოძახებით ფეხბურთელს მოტივაცია უფრო მაგრად უჩნდებათ ა უეთესები ხდებიან თუმც ჩვენთან რაზეა საუბაიიქ ხიზანას ან ფედერაციის გარემოცვა წყვეტს სანიოლა ვინ მიიყვანონ სუფთა ხალხი 30 წელია არ გამოჩნდა ქვეყანაში შემადგენლობას ვინ აყენებს საკითხავია. ბავშთა ფეხბურთში რომ თამაშებს ჩააწყობ რომელი ფეხბურთელი გაიზრდება?!! ან რატო არ შეიძლება ნაკრებმა ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელებს პლიუს გუნდში ვერ მოხვედრილი ლეგიონერები დანთებული ა ნაკრები დაარქვით თუ გინდა ეთამაშობ ერთმანეთ ტაივანზე 100 ჯერ უფრო მეტი გულშეატკივარი მივა!
Burton
მართლა სერიოზულად მიგაჩნიათ, რომ ფეხბურთელი, რომელმაც 34 წლის ასაკში სომხეთის ჩემპიონატზე მეტს ვერ მიაღწია, ის ნაკრების დონეზეა??? თავის მხრივ, არც ვოლკოვია გამოსაძახებელი, მაგრამ ვოლკოვს ასაკი მაინც აქვს შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ რა 34 წელი?! რა ალაშკერტი?! "ღადაობთ"? თუ მისი ახლობლები წერთ, გასაგებია, მაგრამ მიუკერძოებლად რომ ითქვას, სასომხეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში არაფერი ესაქმება! საქართველოს ჩემპიონატი ეროვნული მაინცაა და აქედან თუ ვინმე ნაკრებში ხვდება, ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომლებსაც მომავალი აქვთ. საქართველო ქართველი ფეხბურთელისთვის სამშობლოა და ნიჭიერი ფეხბურთელი რომ ადგილობრივ კლუბში თამაშობს, ეს ლოგიკურია. აი ფეხბურთელი რომელიც უკვე საზღვარგარეთ მიდის და ეს ქვეყანა სასომხეთია, ეს უკვე დიაგნოზია! პ.ს. პიროვნულად პატივისცემა ლევანს, ნაკრებში თამაშის სურვილის გამო!
Fani
სანიოლს დიდი არჩევანი არ აქ ზივზივაძე რომელიც მართლაც მან მიიყვანა ნაკრებში, და მიქაუტაძე გრანდი აიაქსიდან,რომლის საქმეები ისე მიდის რომ მალე დაგიძახებენ ალბათ
ზურაბ
მართალია კუტალია. თუ პრახადნოი დვორია კუტალიასთვის რატო არ არის პრახადნოი დვორი. 7_1 რომ აგებ.ალაშკერტელი კუტალია უფრო არ უნდა გამოიძახო ვიდრე ნაპოლელი კვარაცხელია! წაუგებელი სერია რომ ჰქონდა ნაკრებს, მაშინ ხომ არ უნდომია კუტალიას ნაკრებში თამაში და 7_1 რომ აგებ, კუტალია რატომ არ უნდა გამოიძახო!
ვაჟა
რუსულ გბალეშიკობ-ის ნაცვლად ქართული გგულშემატკივრობ არ ჯობია?
გუსანი
ჩემი აზრით დააგვიანდა ლევანს, არ გამოძახებისთვის ვერავინ დაადანაშაულებს მწვრთნელს, ჯერ ერთი- რაც არ უნდა მაგარ ფორმაში იყოს ასაკიდან გამომდინარე მწვრთნელი პერსპექტივაში გათვლას ვერ გააკეთებს, არის გამონაკლისიც როცა კონკრეტული თამაშში შედეგი გინდა, მაგრამ არ ვფიქრობ ლევანი ისეთ ფორმაში იყოს რომ გამოკვეთილად სჯობდეს სხვებს, თანაც რა ლიგიდან, მართალია გვიგებენ მაგრამ ჩვენ შესადარებელი დონე არ გვაქვს. სურვილში კი თანავუგრძნობ, ნაკრების ფორმა კარიერის დასასრულს გილამაზებს, ამაზე ადრე უნდა ეზრუნა,ეშრომა და ესწავლა....
გიზოგ
აზერების ჩემპიონატი და სომხეთის ჩემპიონატი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან.
სიმართლე
ობიექტურად სომხურ კლუბებს ჩვენზე უკეთესი შედეგები ქონდათ ევროკლუბების თამაშებში ამ წელს...ამიტომ ისინი თუ 0 ლიგაში არიან,ჩვენ მინუსებში ჩავსულვართ? ლევანს კი ძალიან დაუგვიანდა პრეტენზიის საჯაროდ გამოთქმა.წარმატებები მას კლუბში.
თგკ
ლევანი ჯერ კიდევ ტორპედოში, რომ თამაშობდა მაშინ უნდა გამოეძახებინათ ნაკრებში და ახლა მით უმეტეს. თუ თავის კლუბში სკამზე მჯდომი ვოლკოვი იმსახურებს მოწვევას ამ კაცმა რა დააშავა
გუსანი
ასეთი გოლები მეც მაქვს გატანილი, სკოლაში და სტუდენტობის პერიოდში, ეზოშიც.....
Master
ისე მართალია ეს კაცი,სადაც გაბალადან თუ ზირადან(სადაცაა ეს ვოლკოვი)იწვევს ნაკრებში,იქ ალაშკერტმა რა დააშავა???კუტალიამ კი მაშინ თქვა ნაკრებზე უარი როდესაც დინამოდან ირტიშში გადავიდა,მერე იქედან რამდენიმე წელი ისრაელის მეორე ლიგაში გაატარა და რაღა ნაკრები ლევან.ისე ის დინამო შენგელია და კუტალია რომ თამაშობდნენ საკმაოდ კარგი გუნდი იყო,მაგრამ რომანამ ისიც დაშალა ასი ათასად.კუტალია და შენგელია კი მას შემდეგ ჩაიკარგნენ,არადა კარგები იყვნენ.
გიგი კალაძე
ბატონო ჟორა, ეს ბავშვი დიდიხანია ფეხბურთს თამაშობს და შედეგი მართლა აქვს, ყველგან სადაც ითამაშა. მაგრამ თქვენ ჭიათურის მაღაროს იქეთ რამე არ გსმენიათ და ეტყობა რა დონესაც მიაღწიეთ. სანამ რამეს დააკომნტარებთ ჯერ გადახედეთ მონცემბს... ჭიათურის მაღაროლეის ანაზღაურებას და ამ ბიჭის შორის დიდი განხვავება, მაგრამ თქვენც დაბინდული გათვთ გონება ჩვენი ფედეაციასავით. :)
სანიოლი
ეს შავი კაცი ვინღაა?
გია პაპა
ჯერ არ გაწუხებენ, ევროპაზე რომ გავალთ მერე გამოგიძახებენ უეჭველად.
ჟორა გაბრიჭიძე
ბატონო კუტალია, ეს ალაშკერტი იცის ვინმემ ვისი გუნდია და რა ჩემპიონატს წარმოადგენს? ჯერ იმაზე იზრუნვე, რომ ევროპულმა გუნდმა შეგამჩნიოს და იქ გადახვიდე, მერე კი ნაკრების მწვრთნელიც შეგამჩნევს. მასე ჭიათურის მაღაროელის გუნდშიდაც არიან ბომბარდირები, მაგრამ ნაკრებში გაიტანენ?
bejo
ყველაფერი მესმის მაგრამ ახლა ლევან ამ ასაკში და მაგ ჩემპიონატიდან ზედმეტია რამის მოთხოვნა ... ვიზიარებ შენს სურვილს და გბალეშიკობ მაგრამ მხოლოდ 1 თამაში რომ დაგითმონ იმის გამო რომ უბრალოდ ნათამაშები გერქვას მაგით ნაკრები ზარალდება მასე დოღლიგაშიც გვყავს მოტივირებული ახალგაზრდები რამდენიც გინდა იმდენი , პრაქტიკულად თუ შეხედავ ისევ დოღლიგელი ახალგაზრდის გამოცდა სჯობს ...
დააT
სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და მსგავსი ქვეყნებიდან რომ გვყავს ნაკრებში ფეხბურელები, იმიტომაც გვაქვს 4 ქულა
მწვრთნელი
ვოლკოვი "გჯობია"აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან და იმიტომ არ გამოგიძახა სომხეთის ჩემპიონატიდან!
დონ დიეგო
სან მარინოში ბომბარდირ ბომბარდიროვიჩი თამაშობს,გამოვიძახოთ?! დაეტიე რა ნული ხარ საერთაშორიშო დონეზე და ნული ჩემპიონატის ბომბარდირი კიდევ, ისევ დოღლიგის ახალგაზრდები ვცადოთ ეგ სჯობია
antverpen
გიორგი, თუ შრომობ და წელებზე ფეხს იდგამ, თუ არ ვცდები, კლუბებში ამაში ხელფასს გაძლევენ. ნაკრები კი სულ სხვაა. აქ მხოლოდ თითო მატჩის ნათამაშები ფეხბურთელებით, საქართველო ალბათ გინესის წიგნში შესატანი ქვეყანაა. დავიჯერო, სომხეთი იმ დონის ჩემპიონატს ატარებს, მასში თუნდაც 20 გოლის გამტან ფეხბურთელს, ამხელა პრეტენზია უნდა გქონდეს? მაშინ ზაქარია ბეგლარიშვილს რა უნდა ეთქვა ესტონეთში ყველას და ყველაფერს რომ ამოუვსო კარები?
ანრი
ვიცი არ დაბეჭდავ მაგრამ მაინც. მაგრად ყავს ნაძირალა მამუკიეს ამოდებული ქართ.ფეხბურთი, მაგიტომაა რომ არც მასზე კრიტიკას აქვეყნებთ და ნაკრებსაც მხოლოდ ის აკომპლექტებს.ესეა არაბ და ლევანჩიკ და კიდე სხვა მაგარო ბიჭებო, რომლებიც ხელსაც არ გაუწვდით 'პრედლოჯენიეს".
დონ დიეგო
აზერების,სომხეთის,ყაზახეთის ჩემპიონატიდან რონალდოც რო იყოს არ უნდა გამოიძახო,კაი რა ლევან სად თამაშობ რა ამბიცია გაქ?!ალაშკერტში?!შენი ფეხბურთი არსად გაიშვას...34 წლის ხარ...კაი დღეს ფორმაში ხარ,ბუდუს სჯობიხარ?!მიქაუტაძეს რომელიც ჩვენი მომავალია?!ვოლკოვს?!რომელიც მაგარი მებრძოლია და თან თავითაც მაგრა თამაშობს,მასე ქვილითაიმაც რო იტიროს რა ეკუთვნის ადგილი ნაკრებში?!პოლიტიკურ ბარხლოვკას ეწევი,შენ არ ხარ ნაკრების ღირსი,არც მომავლის პერსპექტივა გაგაჩნია და საერთოდ რა გინდა რას მიღწიე?!ჩვეულებრივ ნულ ჩემპიონატში თამაშობ,მირჩევნია 20-21 წლის ბიჭი მოისინჯოს თუნდაც ჩვენი დოღლიგიდან ვიდრე ჩამოწერილი 34-წლის ფარჩაკი ჩემპიონატის ვაი ბომბარდირი....
Agustin
ასეთი გოლი რონალდოს შეშურდებოდა... https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02VD68wqhp57WtnN2Q23dEsw74MDtrnfC4SpRT3f9uCDY8f9zc2dXG46QHT9cbh1ePl&id=100001974492667&mibextid=Nif5oz
semi
აგერ ნახეთ თუ შემდეგ გამოძახებაზე თუ არ გამოიძახონ, ფეისბუქ პოსტებით მართავენ ქოცები ფეხბურთსაც და ქვეყანასაც
Lizel
ადამიანი როცა ესეთი ანთებული და მონდომებილია, არ მესმის რატომ არ შეიძლება რომ მოიწვიონ თავის სამშობლოში, ამხანაგურ მატჩზე, ან რაიმე სხვა თამაშზე, სადაც შეძლებს თავის წარმოჩენას და გუნდისთვის რაიმე სარგებლის მოტანას?.. მე გეტყვით,მიზეზს... ეს არის ადამიანის გულგრილობა! რომელიც ანადგურებს თითოეულ ჩვენგანს და შემდეგ სრულიად სამყარს... რაც უკვე თვალნათელია ამ სასტიკ და დაუნდობელ სამყაროში, რომელსაც ვქმნით ჩვენ, ჩვენივე გულგრილობით! ჩემი სოლიდარობა ლევან კუტალიას!❤
Agustin
როცა საქმე რბილად რომ ვთქვათ, მთლად კარგად ვერ მიგდის, იქნებ ჯობია ამხანაგურ შეხვედრებში, მაინც გამოსცადო ასეთი მოტივირებული ფეხბურთელი.... პ.ს. - სოლიდარობა ლევანს !!!⚽️
ბაია
ლევანი მართლა იმსახურებს ნაკრების ფორმით ასპარეზობას, ძალიან ტექნიკური და მონდომებული ბიჭია... მაგრამ სანამ ფედერაციაში ეს კვერცხები იქნებიან (ბოდიში ქინდერი უნდა მეთქვა) :) არაფერი გვეშველება...
gionat
ძალიან მაგარია კუტალიას სულისკვეთება და ნეტა ყველა ფეხბურთრლი ესე იყოს, მაგრამ კაცს საუკეთესო წლები აშკარად უკან აქვს და თამაშობს სუსტ სომხეთის ჩემპიონატაში, ამიტომ პირადად მე ვერ ხვედავ ამ შემთვევაში ვერანირ უსამართლობას.
ბადრი
ჩვენი ეზოს თამაშებში წელს 37 ბურთი მაქვს გატანილი, ასისტებს რა მოთვლის. რატომ არ მიძახებს სანიოლი ნაკრებში, პირდაპირ გასაკვირია.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
"ტაილანდთან" რომ გოლის გამტან შემტევს შანსს არ მისცემ, მანდ რაზეა საუბარი. ლევან ჩვენი მხარდაჭერა შენ!
დავითი
რაღა დროს შენი ნაკრებში გამოძახებაა ? დააგვიანე სულ რაღაც 10 წლით :-)
ფაქტები
მხოლოდ ფაქტებს შევხედოთ: - 34 წლის არის - თამაშობს სომხეთის ჩემპიონატში - ტრამსფერმარკეტზე მისი ღირებულება 150 ათასია გასინჯვა შეიძლება ამხნაგურში რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვერცერთ მწვრთნელს ვერ გაამტყუნებ არ გამოძახებაში.
სიმართლე
სანიოლი არა ,კობიაშვილს და მის დანიშნულ ეგრედწოდებულ თანაშემწეს ხიზანიშვილს ეგ საყვედური ეგ არჩევს შემადგენლობას ცნობისთვის ... :-)
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
კუტალიას სუპერგოლის რონალდოსაც კი შეშურდებოდა [VIDEO]
კუტალია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი
ლევან კუტალია ერევნის "ალაშკერტში" გადავიდა
ლევან კუტალია: ჩემი საოცარი გოლი ფეხბურთის ისტორიას დარჩება [VIDEO]