თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს სუპერთასის მფლობელია. ლეგენდარული ქართველი მოთამაშისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის ტიტული თსუ-მა მეორედ მოიგო. პირველად უნივერსიტეტელებმა ეს შორეულ 2006 წელს მოახერხეს, როცა საქართველოს სუპერთასი პირველად გათამაშდა. მაშინ სტუდენტური გუნდი "თსუ-ნიკორას" სახელით გამოდიოდა და სუპერსათას მატჩში მოქმედი ჩემპიონი “თბილავიამშენი” დაამარცხა.

თსუ-ის გამარჯვება ახლა უფრო შთამბეჭდავი და განსაკუთრებით, დამაჯერებელი იყო. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა მეტოქე ბათუმი 37 ქულის სხვაობით – 107:70 დაამარცხა. "ბათუმი" სუპერთასის მოქმედი მფლობელი იყო, თუმცა დღევანდელ მატჩში ამის გამო არ მონაწილეობდა. გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონიც და თასის მფლობელიც თსუ გახდა და სუპერთასისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება "ბათუმს", როგორც თასის გათამაშების ფინალისტს, ისე ერგო.

სამწუხაროდ, "ბათუმმა" თსუ-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მატჩი, რომლის საყურებლად "თბილისი არენაზე" ბლომად სტუდენტობა მოვიდა, დაძაბული არ აღმოჩნდა. შეუჩერებელი გახლდათ კახა ჯინჭარაძე, რომელიც თსუ-ელებმა მას შემდეგ დაიმატეს, რაც FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლეს. ჯინჭარაძემ საბოლოოდ 49 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან 13 ცდიდან 11 სამქულიანი ჩააგდო, რაც ბოლო წლების რეკორდია.

პირველი პერიოდი თსუ-მა 28:11 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის 55:24 იგებდა და როცა ამ ლიდერობას კიდევ 10 ქულა წაამატა, ბოლო პერიოდის წინ სხვაობამ 41 ქულას მიაღწია. ბოლო პერიოდში თსუ-მ მოედანზე სათადარიგოებს უხმო. თამაშის ბედი მის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, რა თქმა უნდა, კახა ჯინჭარაძე დასახელდა, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიალზე სპეციალური პრიზით სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა. თსუ-ს კაპიტანს, ნოდარ გოგოძეს საქართველოს სუპერთასი ოთარ ქორქიას ძმისშვილმა, ვეტერანმა კალათბურთელმა და მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.

GBF.GE

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
სუპერთასი | "ბათუმმა" "ვულვზს" სძლია და პლეი-ოფისკენ გაიწია
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში