საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერი 12:0-ზე ბურთების ბალანსით დაასრულა. მეტოქეებიდან გამომდინარე, ვერც იმას ვიტყვით, რომ სექტემბრის ჩავარდნა დავივიწყეთ და ვერც იმას, მარტში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ზედმეტად ოპტიმისტურად ვხვდებითო. კვიპროსთან (4:0) გამარჯვების შემდეგ უფრო მეტი მსჯელობა და შეცდომებზე მითითებაც შეგვიძლია. ის, რომ ვილი სანიოლი "ჯვაროსნებში" მუშაობას გააგრძელებს, უკვე ეჭვს აღარ იწვევს...

ტაქტიკა

ფრანგი მთავარი მწვრთნელის სტილსა და შესაძლებლობებს ჩვენ თვალწინ ვარკვევთ. სანიოლმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ოპტიმალური ტაქტიკის ძიებას, რასაც წარმატებული პერიოდი მოჰყვა. ახლა ისევ ცვლილებების დრო დადგა. ვილი მწარე გამოცდილებით დარწმუნდა, რომ 3-მცველიან სქემაზე უარი არ უნდა თქვას, სიახლეები კი სხვა მხრივ იყო შესატანი. კარგია, რომ გიორგი ჩაკვეტაძისთვის ოპტიმალური პოზიციის მოძებნა მოხერხდა. 3-4-1-2 ტაქტიკა, ფაქტობრივად, მის შესაძლებლობებზეა გათვლილი. ამ დროს "ჩაკვეს" მეტი თავისუფლება აქვს, ფორვარდებთანაც ახლოსაა და საყრდენ ზონასთანაც. გიორგიმ რამდენიმე ეპიზოდში შეტევაში თავისი ძველი თამაში გაგვახსენა, ისე კი, მეტოქის პრესინგის პირობებში, საყრდენ ზონაშიც ჩადიოდა, ართმევებსაც არ ერიდებოდა. ჩაკვეტაძემ კარგი ფეხბურთის თამაში იცის, ამაში ყველანი ისედაც დარწმუნებული ვართ. მთავარია, ამას გაგრძელებაც ასეთი მოჰყვეს.

ვსაუბრობთ ტაქტიკური სქემის უპირატესობებზე, მაგრამ მას თავისი უარყოფითიც აქვს. ხვიჩა კვარაცხელია ფორვარდის პოზიციაზეც სახიფათოა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ის გუნდი არაა, რომელიც მრავალფეროვანი შეტევებით გამოირჩევა და ბურთს მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან დიდხანს ატრიალებს. აქედან გამომდინარე, "კვარას" მხრიდან სიღრმეში ნაკლებად თამაშს და დრიბლინგს ვხედავდით. ასე ბურთის მიღება ხშირად ზურგით უწევს და უფრო მეტი ფეხბურთელის ალყაშია, ვიდრე ფლანგზე. როცა ამა თუ იმ ტაქტიკის უპირატესობასა და ნაკლზე ვსაუბრობთ, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია.

პირველი ტაიმი

საქართველოს ნაკრების თამაში საწყის 45 წუთში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ჩვენი გუნდი თავად პრესინგს არ ცდილობდა, მოწინააღმდეგე კი ამას მშვენივრად ახერხებდა. როცა საკუთარი საჯარიმიდან ბურთის ამოტანას ვლამობდით, ამას ვერაფრით ვაკეთებდით. გუნდმა თითქოს არ იცოდა, ბურთთან ერთად როგორ უნდა მოქცეულიყო და ყველაფერს გიორგი ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმით თუ აბალანსებდა. გარდა ამისა, სახიფათო ზონაში საკმაოდ ხშირად ვჯარიმდებოდით. მწვრთნელის ხელი თუ მისი ნაკლებობა სწორედ აქ ჩანს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მეტი დაგვჭირდება!..

კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რა ფასი აქვს მცველს, რომელიც შეტევას კარგი პასით იწყებს. დღევანდელი ფორმაციის ნაკრებში ასეთები საზონოვი და გელაშვილი არიან და მათთვის კიდევ უფრო მეტი დროის მიცემის იმედი გვაქვს. ისედაც, ძლიერი მოწინააღმდეგის პირობებში, ჩვენი უკანა ხაზი გამოწვევებს სათანადოდ ვერ უმკლავდება. შევაქეთ ვლადიმერ მამუჩაშვილის დაცვაში თამაში ნორვეგიაში, მაგრამ მაშინვე აღვნიშნეთ, რომ ისეთ გუნდთან, სადაც უპირატესობას უნდა დავეუფლოთ, სხვა ტიპის ფლანგელი გვჭირდება.

პირველ ტაიმში მინდვრის ცენტრში ორგანიზება, სწრაფი გადაწყვეტილებები და შემოქმედებითობა გვაკლდა. სანიოლმა ეს ზონა განაახლა და ამიტომ ეს ამბავი გასაკვირიც კი იყო; მეორე ნახევრიდან კი, როცა გავიტანეთ, კიტეიშვილსა და ქოჩორაშვილს მშვენიერი თამაში ჰქონდათ. არაერთხელ აღვნიშნეთ, ოთოს ბურთის ფლობა კარგად ეხერხება. ფაქტი იყო, რაც უფრო ადრე გავიტანდით, შეხვედრის გაკონტროლებას უფრო ადრე შევძლებდით, საწყისი ტაიმი კი კვიპროსელების იყო, გიორგი მამარდაშვილმა არაერთხელ გვიხსნა და ტოპ-მატჩი ჩაატარა.

კვარაცხელია და ჩაკვეტაძე

საქართველოს ნაკრებში არაერთი საინტერესო ფეხბურთელია, რომლებიც კარიერული პროგრესის გზაზე არიან, შეტევაში კი გუნდს ჰყავს უკვე შემდგარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია და ძალიან დიდი რესურსის მქონე გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობები უკვე დამტკიცებული აქვს. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით აქამდე ასე თუ არ იყო, ახლა სანიოლი ცდილობს, ისინი ერთად ათამაშოს. მთავარია, მათი დადებითი მხარეების ბოლომდე გამოყენება მოხდეს.

ხვიჩას და გიორგის შეუძლიათ, ერთმანეთი მეტად შეავსონ. რაც მთავარია, ორივე ცდილობს, გუნდურ ინტერესებს მაქსიმალურად მოერგონ. ჩაკვეტაძის დაფარული, დახვეწილი საგოლე პასი და კვარაცხელიას ცივსისხლიანი დაგვირგვინება ამ მატჩის მშვენება გამოდგა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ "კვარას" მიმართ დიდი მოლოდინია, მაგრამ როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში შეტევაში გუნდური თამაშია უმთავრესი, მხოლოდ ინდივიდუალურობით ბევრს ვერაფერს შეძლებ. "ნაპოლის" გარემარბმა გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და აქტიური მონაწილეობა კიტეიშვილის გოლშიც მიიღო. მოედნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, სანიოლს ხვიჩასთან კომუნიკაცია ჰქონდა, "შვიდიანმა" კი ისურვა, მინდორზე მაქსიმალურად დიდხანს დარჩენილიყო და "ასისტიც" ჩაიწერა.

ნოემბერი და მარტი

საქართველოს ნაკრებს შესარჩევის ბოლოს ორი უმოტივაციო თამაში აქვს, რომლებიც არც მეტოქეებს უწყვეტს რამეს, ჯგუფიდან გასულები უკვე ცნობილია. ახლა მთავარია, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მაქსიმალურად გამოვკვეთოთ ის, თუ რას ვაპირებთ მარტში, "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ პლეი-ოფში. მანამდე სანაკრებო ფანჯარა აღარ იქნება. თავდაჯერება საჭიროა, მაგრამ სუსტ ნაკრებებთან ასეთმა გამარჯვებებმა მხოლოდ უკეთესი უნდა გაგვხადოს და არა ჩავთვალოთ, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია. კრიტიკული მსჯელობა და აზროვნება აუცილებელია!..

გურამ
სანიოლის ხელში არამგონია რამეს მივაღწიოთ ამიტომ დროზე უნდა გაუშვან და ცხადაძე დააბრუნონ ნაკრებში რატო გაუშვეს ნაკრებიდან ვერგავიგე ნაკრები უკვე დაყენებული ყავდა და კარგადაც თამაშობდნენ.
ზურა
სანიოლის ხელში შანსი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა მაღალი დონისაა. თუ გვინდა, რომ რამეს მივაღწიოთ, აუცილებლად გვჭირდება კახა ცხადაძისნაირი მებრძოლი, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მწვრთნელი. უბრალოდ ნახეთ რა უქნა გერმანიას გასვლაზე გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელებით, ვიდრე ახლა გვყავს. მითუმეტეს, რომ ახალი დანიშნული იყო მწვრთნელად.(ვერ ვხვდები რატომ გაუშვეს და ვაისი რატომ დანიშნეს).
რა მაფიაა?
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცუდად მიეწყო ნაკრების თამაშები... მოტივირებულ ძლიერ ნაკრებებთან კრახის მერე, ეზოს გუნდებს ეზოს უტაქტიკო ფეხბურთით დიდი ანგარიშით მოვუგეთ, ემოციებში ჩავვარდით და ამის მერე პლეიოფამდე უმოტივაციო ძლიერ გუნდებს ვხვდებით. თუ რამე წარმატებას მივაღწიეთ ისევ თავის მოტყუებასავით იქნება (მოტივირებული საშუალო გუნდი უფრო სახიფათო შეიძლება იყოს ვიდრე უმოტივაციო გრანდი). თუ იქაც ჩავფახდით და კიდე უარესი... ის ვიღაც ფსიქოლოგი რო აუყვანეს ნაკრებს, ეხლა ექნება სერიოზული სამუშაო. რა გამოვა არ ვიცი. ბუნებრივად "ხოდზე" უნდა იყვნენ ბიჭები და რამე არ უნდა მოიგონოს სანიოლმა თორე ძალიან გაგვიჭიედება პლეიოფებში...
რა მაფიაა?
ლყქსემბურგი რამოდენიმე წლის წინ ჯუჯა სახელმწიფოებში შედიოდა და ფარერებზე ბევრად ძლიერი მეტოქე არ იყო, მაგრამ ამან შეცდომაში არ შეგვიყვანოს... ამასთან მხოლოდ ფინალში გასვლა არაფერს წყვეტს და თუ ცოტა მიწაზე არ დავეშვით საბერძნეთთან ვერაფერს გავხდებით
las
ისე არ წვიმს როქოგრც ქუხს. თუ ოპტიმალურ ფორმაში შეხვდენ ჩვენი მოთამაშეები შანსი ნამდვილად გვექნება
ლექხო
ფეხბურთელები გვყავს, იმისათვის საკმარისი რომ საშვალო დონის ევროპული ნაკრები გაკეთდეს და ევროპაზე გავიდეთ. ამისათვის საჭიროა ნორმალური კვალიფიკაციის სამწვრთნელო შტაბი. სანიოლის და ხიზანას ხელში ეს თითქმის გამორიცხულია. საბერძნეთის თამაშს უყურე და იმის თქმა შემიძლია რომ ძალიან კარგი გუნდია მაგრამ სწორი ტაქტიკით მისი დამარცხება შეუძლებელი არ იქნება. სანიოლი და ხიზანაც სასწრაფოთ უნდა ჩამოაშორონ ნაკრებს,
Giorgi
კი ეგრეა ვერ გავალთ
დავით 67
კომენტარი არ გავაკეთე, სანამ საბერძნეთის ნაკრების თამაში არ ვნახე ეხლა ჰოლანიასთან. საქართველოს ნაკრებს 1% კი არა აქვს. ის ნათქვამი რომ ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მხოლოდ ამის იმედი შეიძლება იყოს. ყველა ასპექტში სჯაბნის საბერძნეთი. დაცვა ძალიან მაგარი კონტრშეტევები ძალიან სწრაფი, ჟილკა და ა.შ. ვისაც არ გინდათ ამის დანახვა კი ბატონო ვიძახოთ, რომ ჩვენ მოვიგებთ, მეც შემოგიერთდებით.
ქუთაისი
შეიცვალა ჩვენი მოწინააღმდეგე ფლეიოფში. ყაზახეთს აღარ ვეთამაშებით. ვეთამაშებით ლუქსემბურგს თბილისში.
გია
კვარა ვეღარ ქაჩავს რაღაც
ჯელა
ფეხბურთელები გვეყოფა ევროზე გასასვლელად.აი მწვრთნელის რა ვთქვა... ბიჭოოო,დილეტანტი ვარ,უცოდინარი ამ საქმეში,მაგრამ ის კი ვიცი 2 და 3 და 4 წელი საკმარისია ძირითადი ბირთვის შესაკვრელად.რა როტაცია კარგად ხართ?ნევროზი ავიკიდე უკვე მე პირადად.ორად ორი თამაშია ევროპის ფინალურ ეტაპამდე.რა ვერ ჩამოყალიბდით თქვე დალოცვილებო
გრიᲨო
თო ჩაკვე ისეთი იყო როგორც პირველ გათამაშებაზე, მაშინ კვვარასთან ერთად ორი ბეკენბაუერი, ორი მესი გვეყოლება და გავალთ..
Abc
ეხ ჩემო კარგო 2 ლიგას კი არა ვიშის არ უყურებს არავინ, ჰა-ჰა დინამო,დანარჩენი კი იცი ვინ და რამდენად.
ვ.სანაია
არ მგონია რაიმე დიდი შანსი გვქონდეს.თუ ხვიჩას ასეთ დაბალ დონეზე ითამაშებს როგორც ბოლო თვეებია თამაშობს მაშინ მხოლოდ თეორიული შანსები გვრჩება.
Ზაზა
მოტივაცია?... აბა ქულები რეიტინგში, აბა ესპანელებთან სირცხვილი, აბა შოტლანდიელებ ის დამამცირებელი კომენტარები მატჩამდე და მატჩის მერე.... საერთოდ და ყოველთვის, დავიწყეთ ეგ სიტყვა, პროფესიონალისთვის ყველა თამაში მოტივაციაა. ცუდი ანალიტიკური სტატიაა. გთხოვთ შეეშვათ მწრთვნელს და აცადოთ...ჟურნალისტებო, ნუ პროფესორობთ, ამ სიტუაციაში სანიოლიზე კარგ მწვრთნელს ვერ ვიპოვით... ბოლო თამაშში ყველამ გაიბრწყინა, ყოჩაღ ბიჭები! ერთი მაგარი ოპტიმისტი ფსიქოლოგი გუნდში და ყველას დააჩოქებენ ბიჭები....
კარგია ჩაკვეს დაბრუნება
ხვიჩას დაყენება ცენტრალურ ზონაში ფორვარდად არის ენით აღუწერელი იდიოტიზმი. გასაგებია რომ გოლის გატანისთვის სჭირდება შემსრულებელი, მარა ორი გვყავს აგერ ბუდუ და მიქაუტაძე და ხვიჩას პოტენციალიბიკარგება ტყუილად. ჩაკვეს თამაში იყო შესანიშნავი, ბევრი მოუმატა და მეტა ასე გააგრძელოს. ეს ძალიამ სასიხარულოა. და ბოლოს ქოჩორაშვილი დაიხვეწება კიდევ, კარგი იყო. რატომღაც მგონია, რომ საქართველოს ჩემპიონატშიც იქნება კარგი ჩამშლელი, საძებნია უკეთ, შესაძლოა სულაც მეორე ლიგაშიც კი! რადგან ჩვენთან ზუსტად ამ პოზიციაზე ფეხბურთელის შემჩნევა, მარტო დიდ პროფესიონალებს, ან ინტუიციის მქონე ადამიანებს შეუძლიათ
ლადო
რას ქვია უმოტივაციო? ესპანეთმა არნახული სირცხვილი გვაჭამა. მე პირადად ველი რომ გასვლაზე თავს მოიკლავენ და მოიგებენ. სხვანაირად ეს ლაქა არასდროს მოიწმინდება.

ოთარ კიტეიშვილი!!ყველაზე სტაბილური და ინტელექტუალური ქართველი ფეხბურთელი!!
გიორგი
ოღრო ჩოღრო ქართულს რომ თავი დვანებო, სად წაიკითხე სტატიაში იმის შესახებ თუ რა 'სჯერა' ავტორს, მით უფრო 'ევროპაზე გასვლაზე' სანიოლთან ერთად? რაც არ უწერია ავტორს იმას აბრალებ და მერე ამუნათებ რეებს წერო?))) დაგეხმარები წაკითხულიდან აზრის გამოტანაში. სტატიაში ფრთხილი კრიტიკული ანალიზია ტენდენციების რომლებიც ამ ორმა თამაშმა აჩვენა, და შეთავაზებულია მათი გაუმჯობესების გზებიც მომავალი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, იქიდან გამომდინარე რომ ავტორის აზრით, არა ჩანს იმის ნიშნები რომ სანიოლის წასვლა იგეგმება ნაკრებიდან. ანალიტიკური სტატია არც ვინმეს ლანძღვა-გინებაა, არც ვის რისი 'სჯერა' იმის სხვებისთვის თავს მოხვევის საშუალება.
არტ
კვიპროსი არის ნაკრები, რომელიც გაშვებულ გოლამდე თამაშობს, მერე გუნდის ჩამოშლა ხდება. შეიძლება ოთხი გოლიც გაუშვან და მეტიც.ეს ძალიან სისტი შემადგენლობის მქონე გუნდია და ტაილანდს დიდად არ აღემატება. გუშინდელი თამაშის მთავარი პლუსი იყო ჩაკვეტაძის სწორ ადგილას - პლეიმეიკერად დაყენება. და ისიც, რომ მგონი ის ფორმას იბრუნებს. რაც შეეხება დანარჩენს- ხვიჩა ცენტრში საეჭვოა. მარცხენა ფლანგი დაიკარგა. გატანილი გოლი და საგოლე გადაცემა კვიპროის დონის ნაკრებთან არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადგილზე თამაში მისთვის და გუნდისათვს ჯობია მის ფლანგზე თამაშს. გატანილ გოლამდე ისევ ისე ჭირდა ბურთის ამოტანა, როგორც ყოელთვის და ეს არ არის ფეხბურთელების ბრალი- ამოტანისათვის უნდა იყოს დამუშავებული კომბინაციები რაც როგორც არ ჩანდა, ისევე არ ჩანს. საერთოდ გუნდი დამოკიდებულია რამდენიმე ფეხბურთელის ინდივიდუალურ ოსტატობაზე, გუნდური თამაში ისევ არ არის. ვერც თვითონ ვთაშობთ ნორმალურ პრესინგს და ვერც მოწინააღმდეგის პრესინგის წინააღდეგ აქვს დამუშავებული გუნდს რამე ხეირიანი. მოკლედ გუნდური თამაში დაბალ დონეზე გვაქვს ისევ, გატანილ გოლამდე ეს კარგად ჩანდა. გოლის მერე ჩამოშლილ კვიპროსელებთან კი ყველაფერი უკვე ძალიან ადვილი იყო.
Simartle
ბიჭებს გაუხარდათ მოგება და აიკლეს ყველა სოციალური ქსელი ამის გამომზეურებით. ტაილანდის მასაჯისტების გუნდს მოუგეს და შემდგომ კვიპროსოის ჭ კლასის გუნდს. ესპანეთის შემდგომა გამოექვეყნებინათ ნავაჟკაცები... აბა რომელიმე მაღალი ანდ საშუალო გუნდს მოუგონ და მერე ვნახოთ რა მოხდება... ეჰ... ფეხბურთი ითამაშეთ და თავმდაბლობა გამოიჩინეთ ამის მაგივრად სჯობს და შემდგომი თამაშებისათვის მოემზადეთ რომ ისევე სირცხვილი არ სჭამოთ
ფეოლა
სუფთა ლიტერატურული ენით საუბრობთ
ფეოლა
რა ხუმარა ხარ. მოკლედ, დავწყდით სიცილით.
საბა
ლოჩოშვილს,საზანოვს, გელაშვილს და კალანდაძეს თუ სათამაშო დრო ექნებათ კლუბებში,მაშინ დაცვის პრობლემა მოგვარებული გვექნება!!
las
მაინც მჯერავ სანიოლა დაალაგებს ბოლოს გუნდს. საბერძნეთთანაც მომეწონა, რაომედნიმე მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რომელსაც ადრე თადარიგში განიხილავდა. არ გვყავს ხელწამოსაკრავი ნაკრები. ნაპოლი, აიაქსი, ვალნსია. კიდევ რამდენიმე მოთაშე კარგ გუნდებში. ლუქსებმურგის და თუნდაც საბერძნეტის დამარცხების პოტენციალი გვაქვს. და თუ მაგასაც ვერ ვახერხებთ რა გვინდა ევროზე
ნიკოლოზი
ზოგიერთზე გეთანხმები, ზოგიერთზე არა, აი მამუჩაშვილი მაგალითად მაღალი დონის პროფესიონალია, შეიძლება დრიბლინგსა და ნატაობაში მოიკოჭლებს მაგრამ მთელ გუნდში და მგონი საქართველოშიც ყველაზე სწრაფი რივოკი აქვს, უძლიერესი დარტყმა და იმდენს მოძრაობს მოედანზე სამი კაცის სამუშაოს ასრულებს ფაქტიურად, მოედანს კარგად ხედავს და უზუსტეს პასებს აკეთებს, ბურთის დანაკარგი მინიმალური აქვს, ზოგადად ყველა ფეხბურთელი კომპლექსურად ჯამში უნდა შეფასდეს პლიუსებით და მინუსებით, თუ ფეხბურთელი მთელი თამაში სამს- ოთხს ატყუებს და მერე ბურთს კარგავს შედეგი აქვს ნოლი! აი კალათბურთში როგორც ითვლიან სპორტსმენის მარგი წმედების კოეფიციენტს მსგავსი მიდგომით ფეხბურთელების შეფასებისას ბევრი " ვარსკვლავი" აუტსაიდერებში აღმოჩნდებოდა. ფეხბურთი ცირკი არაა , ბოლოს თამაში ფასდება შედეგით!!!
ზურაბ
რა ტაქტიკა! ოთხი გოლის გამტანი კაცი, მიქაუტაძე, სკამზე იჯდა და როცა შეუშვა, დაცვაში უფრო ირჯებოდა ვიდრე თავდასხმაში.კვიპროსთან ,ესპანეთთან კი არა. კაშია ყავარჯნებითაც ითამაშებს?
beqa-ს
გადაშალე მეგობარო ლექსიკონი. ,,ავლა-დიდება" აშკარად ,,ქება-დიდება" გგონია. :))
პირველი პასი-ს
საზონოვი სულ ცდილობს, გრძელი პასი გააკეთოს
Პირველი პასი
ავტორს ვეთანხმები , რომ სამ მცველიან სქემაში ცენტრალურ მცველებს კარგი პირველი პასი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ საზონოვის კარგი პასი სად ნახეთ ეგ არ ვიცი, მის სუსტ თვისებებში სწორედ ფეხით თამაშია.ამ მხრივ, კვერკველია კატასტროფაა და კაშია შეხვედრა არ არის ერთი შეცდომა არ დაუშვას პასის მიცემის დროს. ეს შეზღუდული კომპონენტი ძალიან ზღუდავს ჩვენს ნაკრებს შეტევების ნორმალურად დაწყებაში
leqso
მონღოლეთი,ტაილანდი, კვიპროსი ბდღვნათ არ ეყოთ ჩვენს ლომებს[უკბილო]....გამოუშვით გაზას სეკტორის ფეხბურთელთა ნაკრებიი ანაც მთლიანი პალესტინის-რა პრობლემაა....
beqa
თქვენ ჟურნალისტებს თუ მართლა გჯერათ სანიოლის და მისი მწვრთნელობის დაღუპულადაა საქმე გულწრფელად გჯერათ რო ევროპაზე გავალთ ამ მწვრთნელის ხელშიიი? ლუქსემბურგს მოვუგებთ და ოთხ დღეში საბერძნეეთს?? მართლა გჯერათ? საბერძნეთი კვიპროსი არაა სადაც კვიპროსმა პირველი ტაიმი დაგწნეხა ბერძნები მთელი თამაში რას იზამენ! პრობლემები არსად გამქრალა რაც იყო...ახლა კი შეიძლება ესპანეთმა ფრე ითამაშოს და შოტლანდიამ წააგოს მოტივაციის გამო. არ დაიხარჯნონ ჩვენთან და მთლიანად საკლუბოზე გადაერთოს ორივეგუნდის ფეხბუღთელები. მერე დაიწყებდ ავლა დიდებას მარტში ჩამოვა ლუქსემბურგი და ფაფუ ავლა დიდება გაქრება
გუსანი
კარგი, მოზომილი ანალიზია, მაგრამ ეს ყველაფერი სუსტი კვიპროსის ფონზე, პირველი ტაიმი მეტ მკაცრ ანალიზს იმსახურებს, გოლი რომ ვერ გაგვეტანა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაგვიჭირდებოდა, კარგია დიდი ანგარიშით მოგება , კიდევ უფრო კარგია ჩაკვეტაძის პროგრესი, იქნებ კიდევ ვინმე შეეხიდოს და ნახევარდაცვა საშუალო ევროპულ დონეზე ავიდეს....
რონი
ძველი გვარდია კაშია კვირკველია კვეკვესკირი საერთოდ უნდა დაივიწყონ და შანსი ახალგაზრდებს მისცენ შეცდომებს ესენიც უშვევენ და დიდი ამბავი ისინიც თუ დაუშვებენ გამოცდილებას მაინც შეიძენენ. ხვიჩას და ჩაკვეს შეთამაშება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩაკვეს იმის ნახევარს აჩვენებს რაც შეუძლია კიდევ უნდა მოუმატოს ასევე ხვიჩაც ძველი ხვიჩა უნდა გაგვახსენოს მცველებს რომ აწიოკებდა... ისევ უნდა გაგრძელდეს სელექცია ფლანგის მცველებზე საყრდენზე.. სიგუა ძაიან კარგი ბიჭია მაგრამ ცოტა მოუხეშავი მოძრაობები აქვს ნელი მეჩვენა წინა თამაშზე..საჯარიმოში კარგია..გოჩოს დავიწყება არ შეიძლება ასევე გველესიანის ნახვაც შეიძლება საქმეში რას წარმოადგენს.. მამაუჩაშვილი გინდ ყოფილა გინდ არა. იმედია შეიკვრება გუნდი და ითამაშებენ იმ ფეხბურთს რასაც გულშემატკივარი მათგან მოელის
ქ. გ.
2024 წლის ივნისში გაცილებით უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლება.
ქ. გ.
კარგი ვიდეო ქინქლაძის შესახებ https://youtu.be/-cAWTxvr1RA?si=nIwZmKNKDCYLWc2v
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
გოგლიჩიძის მოულოდნელი ვარიანტი - ინტერესი საუდის არაბეთიდან და სერია A-ს ორი კლუბი
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
მამარდაშვილის "ლივერპულის" სუპერ ტრანსფერი - სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
მამარდაშვილის "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერდება - კერკეზი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია