საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში ჩატარდა მწვრთნელთა ტექნიკური კურსები.

სემინარის ფარგლებში, კურსების მონაწილეები საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, მარიამ გიორგობიანთან და მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სადაც სტუმრებს უმასპინძლა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს, ისაუბრა აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე, საქართველოში ფიგურული ციგურაობის წარმატებების შესახებ და წარმატებები უსურვა თითოეულ მონაწილეს სამომავლო საქმიანობაში.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი ოლიმპიური მუზეუმი.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია თავისი საქმიანობის ფარგლებში მწვრთნელ-მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აქტიურად ახორციელებს მათ მხარდამჭერ ტრენერ-პროგრამებსა და საკვალიფიკაციო სემინარებს, რომელთა ძირითადი მიზანი რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება და იმ ტექნიკური წესების და რეგულაციების გაცნობა-გაზიარებაა, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო საციგურაო კავშირის მოთხოვნებთან.

ამ მიზნით, მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში ჩატარდა მოქმედ მწვრთნელ-მასწავლებლებისთვის მწვრთნელთა ტექნიკური კურსები, რომლებსაც უძღვებოდა საერთაშორისო კატეგორიის მოწვეული სპეციალისტი, 35-წლიანი გამოცდილებით, ქალბატონი შანეტ ფოლე.

აღნიშნული კურსები ითვალისწინებდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე, ,,Ice Arena Acadey”-ის ყინულის მოედანზე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

მწვრთნელთა ტექნიკური კურსების დასრულების შემდეგ 24 მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადასცა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს
[VIDEOS] შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია