პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ახალ, ისტორიულ სეზონს იწყებს.

წელს ჩვენი გუნდი ზედიზედ ორ ევროპის საკლუბო ტურნირს ითამაშებს. 10 დღეში იწყება რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე გათამაშება, რომლის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ "შავი ლომი" გახდა და წელს ტიტულის დაცვას ეცდება, რის შემდეგაც, პირველად ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთვება.

განახლებული შემადგენლობით

"შავი ლომის" განაცხადში ამ მომენტისთვის 33 მორაგბეა, რომელთაგან 19 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

გუნდში 9 დებიუტანტია: ბაჩუკი ჭუმბაძე, ბექა მამრიკიშვილი, ირაკლი ქვათაძე, დემურ ეფრემიძე, ილია სპანდერაშვილი, გიორგი კვესელაძე, ლუკა ცირეკიძე, შალვა აფციაური და გიორგი ჯობავა.

ბექა მამრიკიშვილს სუპერთასზე აქამდეც უთამაშია, ოღონდ "ბათუმის" შემადგენლობაში. ქართულ ფრენჩაიზში დაბრუნდა ორი ლეგიონერი – ილია სპანდერაშვილი, რომელიც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანი იყო და გამოცდილი გიორგი კვესელაძე, რომელიც ბოლოს ინგლისის პრემიერშიფის "გლოსთერში" თამაშობდა.

სუპერთასი ახალი ფორმატით

სუპერთასში წელსაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა განახლებული ფორმატით ჩატარდება. რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან.

ა ჯგუფში "შავ ლომთან" ერთად შარშანდელი ფინალისტი, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’, პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’ გაერთიანდნენ; ბ ჯგუფში რუმინული ‘ვულვზი’, ბელგიური ‘დევილსი’, ნიდერლანდური ‘დელტა’ და ჩეხური ‘ბოჰემია’ ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც ა ჯგუფის სამი მოწინავე გუნდი და ბ ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავლენ, ა ჯგუფის მეოთხეადგილოსანი და ბ ჯგუფის სამი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.

"შავი ლომი" 4 ნოემბერს „ავჭალაზე“, ჩვენი დროით 16 საათზე ესპანურ "იბერიანსს" მასპინძლობს, 11 ნოემბერს "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში ეწვევა, 18-ში კი ისრაელის "თელ-ავივ ჰითს" სტუმრად ეთამაშება. ნახევარფინალები და ფინალები შესაბამისად 2-3 და 16-17 დეკემბერსაა ჩანიშნული, თუმცა იმის გამო, რომ 15-17 დეკემბერს "შავ ლომს" ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრა ელის, სუპერთასზე მისი დასკვნითი მატჩის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

ერთი საფეხურით მაღლა

წელსვე დეკემბერში, "შავი ლომი" ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩაერთვება და თბილისს ევროპისა და მსოფლიოს უძლიერესი სარაგბო კლუბები ეწვევა.

ტურნირის სადებიუტო თამაშს ჩვენი გუნდი 9 დეკემბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გამართავს და ინგლისის პრემიერშიფის კლუბს, "გლოსთერს" დაუპირისპირდება.

მომდევნო ორი თამაში სტურად გვიწევს – 16 დეკემბერს უელსში "სკარლეტსთან" და 13 იანვარს საფრანგეთში "კასტრთან’" ჯგუფურ ეტაპს 20 იანვარს თბილისში, "კლერმონთან" რკენით ვასრულებთ. შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

"შავი ლომი" 2023/24 წლების სეზონზე

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ბექა მამრიკიშვილი, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა პატარაია; ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, გიორგი კერვალიშვილი, დემურ ეფრემიძე; მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი, ილია სპანდერაშვილი;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ლუკა ცირეკიძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, მირიან მოდებაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი ჯობავა.

rugby.ge

123
ძალიან რეალური შქნსი იყო ჯგუფიდან გასვლის, ჯგუფში არსებულ ყველა მეტოქესთან შეიძლებოდა მოგება კარგი მწვრთნელის პირობებში. არამგონია 8 გუნში მოხვედრის შემდეგ B დივიზიონში გავეშვით. არგუმენტი მაინც გვექნებოდა. არსებულ ვითარებაში სათქმელიც არაფერია პორტუგალიასაც კი ვერ მოვუგეთ.
რაგბი
ახლა გამოჩნდება რამდენად გვიყვარს რაგბი, გავავსებთ სტადიონს?! თუ კლავიატურით შემოვიფარგლებით?!
გულშემატკივარი-ს რაგბის ყოფილი ქომაგისგან
მსოფლიო თასზე განცდილი ფიასკოს შემდეგ აღარ მუშაობს ძმაო ეგ პატრიოტული მოწოდებები! ბოლო გადაწყვეტილებამ (რაც ახლახან მიიღეს მსოფლიო რაგბში) ხომ საბოლოოდ დაადასტურა რომ ქართულ რაგბს საბოლოოდ კარები დაუკეტეს. ჰოდა, ვისაც აწი ჩვენი რაგბის ნათელი მომავლის გჯერათ, იარეთ ისევ სტადიონებზე და იყვირეთ "რაგბი ჩვენი თამაშია!" მე პირადად, როგორც რეალისტი ქომაგი, მთლიანად გადავერთვები კალათბურთსა და ფეხბურთზე
გულშემატკივარი
სულ რო ფინალში გავსულიყავით ზედა დივიზიონში მაინც არ დაგვიშვებდნენ.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
ფედერაციის შეცვლა თუ გინდა ჯერ მთავრობა უნდა შეცვალო
გულშემატკივარი
ვიაროთ სტადიონზე
123
მსოფლიო თასზე ამ “შესანიშნავი” გამოსვლის შემდეგ რომ B დივიზიონში უნდა გვათქმაშონ მაგაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? მაისაშვილი? ტყემალაძე? ესე თუ გაგრძელდა რაგბი დაუბრუნდება 90 იანებია დონეს და ბიჭების ჩამოყვანაც გაგვიჭირდება ნაკრებში.
გიორგი
ფედერაციის ხელმძღვანელის არჩევნები როდისაა?
ადამიანი
ტურების ამბავს სხვას რად ეკითხები? შენ გეცოდინება
ჩელენჯერი
და თეთრი ტურების რა ისმის ვის ეთამაშებიან?
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა