ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

კვარაცხელია, რომელიც მძიმე მატჩშიც შესამჩნევია და რატომ არაა მისი ქება სახიფათო - დგება ახალი გამოწვევების დრო?!

კვარაცხელია, რომელიც მძიმე მატჩშიც შესამჩნევია და რატომ არაა მისი ქება სახიფათო - დგება ახალი გამოწვევების დრო?!

<p>საჩემპიონო სეზონის შემდეგ "ნაპოლის" არასტაბილური წელი ჰქონდა. მწვრთნელების ხშირი ცვლის მიუხედავად, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა... როგორ ფორმაში იყო ხვიჩა კვარაცხელია? ამის გასახსენებლად კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც გერმანულ "უნიონთან" ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირების შემდეგ (26 ოქტომბერი, 2023 წელი) გამოქვეყნდა...</p><p>სულ კი ვცდილობთ, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერამ ერთგვარი სადღეგრძელოს ფორმა არ მიიღოს და კრიტიკული ელემენტები გამოვყოთ, თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს შეუძლებელიც კი ხდება. უფრო სწორად, ხდებოდა, გასული სეზონის მსგავსი ეპითეტების მიძღვნა ახლა ნაკლებად ყოფილა, "უნიონთან" შეხვედრამ კი "ნამდვილი" ხვიჩა კიდევ ერთხელ დაგვანახა...</p><p>რა გვაჩვენა გასულმა სეზონმა? - ხვიჩა თამამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებულს ქმნიდა, ნაკლები პრაგმატულობითა და მეტი იმპროვიზაციით, გარდა ამისა, რთულ სიტუაციებსა და გაძლიერებული დაცვის პირობებში, თითქმის ყოველთვის ახერხებდა იდეალური გამოსავლის პოვნას. სამშაბათ საღამოს, გერმანელების წინააღმდეგ, ზუსტად ასეთი კვარაცხელია ვნახეთ, მძიმე და ჩაკეტილ მატჩში აშკარად შესამჩნევი, სხვაზე შემოქმედითი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია, მონდომებული. "კვარას" მიერ შესრულებული საგოლე პასი მართლაც იმ კატეგორიიდან იყო, რომელიც გოლის მთავარი განმსაზღვრელია და არა ფინალური დარტყმა, რომელიც ასევე მაღალი კლასის იყო.</p><p><img src="pictures/artimages/original/3c8c4ddb5ae9c9c432df54c7cf783c0e.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title="ხვიჩა შარშანდელ დონეს დაუბრუნდა - გამორჩეული თანამედროვე ფეხბურთში - როდის დადგება "რეალის" გამოწვევის დრო..." /></p><p>ხანდახან გვეშინია, სუბიექტურები არ ვიყოთ, მაგრამ ნახულობ საერთაშორისო შეფასებას, იმას, რომ ხვიჩა შეხევდრის საუკეთესო მოთამაშედ თავად უეფამ დაასახელა და ხვდები, რომ ეს მძაფრი შეგრძნებები რეალური და რაციონალურია. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ისევ თავის რელსებზეა, ის ღირსეულად უმკლავდება გაზრდილ ზეწოლასა და აწეულ თამასას, რაც უკვე ვარსკვლავურია. რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, "კვარა" ზრდას არ განაგრძობს და ქება ცუდ სამსახურს გაუწევს, ასე არ მოვიქცეოდით. ახლა საკითხავი ისაა, როდემდე გაიზრდება ნეაპოლში და როდის დადგება ახალი გამოწვევების დრო!..</p><p>წმინდა ტაქტიკური თვალსაზრისით, ხვიჩამ ის შეასრულა, რა დავალებაც მწვრთნელისგან ექნებოდა - იმუშავა დაცვაშიც, სისწრაფის ხარჯზე გააფრთხილებინა მცველები, მათ შორის მაშინ, როცა საკუთარ კართან საკმაოდ ახლოდან შეტევას იწყებდა. მოწინააღმდეგის მჭიდრო დაცვის პირობებში, მისი მისია ზღუდეების გაწელვა და აქედან ბურთის ზუსტი პასებით გამოტანა იყო. ვნახეთ ის დრიბლინგიც, რის გამოც ასე უყვართ. ახლა საინტერესოა, ოსიმენის გარეშე განსხვავებულ სტილში ათამაშებულ გუნდს და თავად ხვიჩას ნიგერიელის დაბრუნების შემდეგ რა ელით - ყველაფერი უკეთესად უნდა გაგრძელდეს და არა პირიქით!..</p><p><p><p><br></p>

  • ვატო

    ცუდ მოცეკვავეს რა უშლიდა?)

  • გიორგი

    მეც ეგრე მგონია, აუცილებელია კონტეს ხელში ერთი სეზონი, ძალიან ბევრს ისწავლის

  • გიო

    უნდა სწრაფი და გუნდური თამაში ისწავლოს 1 საათი არ შეიძლება შეტევაში ფიქრი.. ბევრი იშრომოს და რაც შეიძლება ცოტა ინტერვიუ გასცეს ამ ჩვენ უსაქმურ ქვეყანაში

  • bd

    რატომღაც მგონია კონტე სხვა კუთხით დაგვანეხებს ხვიჩას. ცოტათი გაუჭირდება დასაწყიში მაგრამ მერე ამოქოქავს! ასე მგონია

  • რეალობა

    კონტემ გაყიდა ყველა, ვინც ხვიჩას ხელს უშლიდა. არ არის გამორიცხული, რომ ამ სეზონში ხვიჩა ახალ დონეზე ავა და საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს.

  • ზვიო

    ბექაჯან ხვიჩასთან 2-3 ფეხბურთელიო ამბობ მესის და რონალდოს ეს 2-3 ფეხბურთელი არ ეკარება?თუ სპეციალურად არ მიდიან,თუ პრეტენზია გაქვს ვარსკვლავობაზე 2-3 ყოველთვის არა მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უნდა მოატყუოს,თან ჩვენ კი არა სხვამ უნდა აქოს და წეროს ამაზე.

  • "ვასია ეს"-ს

    ფეხბურთის გაგებაში არა ხარ.

  • მამუკა

    თავის დროზე მიშა მესხზე ამბობდნენ ერთ ადგილზე დგას ო! ასე ჩანდა მაგრამ ერთი ორი მცველი ,,ფ ე ხ მ ო უ ც ვ ლ ე ლ ი ყ ა რ ა უ ლ ო ბ დ ა ,, თუ კი პასს გადასცემდნენ ( როგორც ხვიჩა ს!!)მთელი დაცვა კატლეტის ჩეკი ვ ი თ ყავდა ჩ ა მ ო ხ ე უ ლ ი..

  • ასეა ეს

    ოსიმენის მაგინებლებო,ან ფეხბურთის გაგებაში არა ხართ ან მისი დაკნინებით ხვიჩას მასზე წინ დაყენება გინდათ რაც არასწორია.ფეხბურთი საუბედუროდ ბიზნესი გახდა და ყველას თავისი ფასი აქვს.ოსიმენში ზაფხულში 120 მილიონს იხდიდენ,ხოლო ხვიჩაში 30 მილიონს.მაგდენი ართმეტიკა მაინც გეცოდინებათ სხვაობა რომ დაინახოთ.ხვიჩამ მარტის შემდეგ სუსტ გუნდებთან ორი თამაში ითამაშა მაღალ დონეზე და უკვე დაიწყეთ უაზრო ქართული ტრაბახი.

  • ბექა

    ზოგი კომენტარი აცდენილია რეალობას. წერენ ამოვარდა ფორმიდან, რეგრესი აქვს და ა.შ. ბიჭი დაფრინავს, ამ სეზონში ან ასისტით ან გოლით ამთავრებს თამაშებს, ანგარიშგასაწევი გამოცემები უმაღლეს ქულებს უწერენ და ბოლოს შეგიძლია უყურო მის თამაშებს და გამოიტანო დასკვნა. ის რომ მისი თამაში შეისწავლეს ესეც სისულელეა, ამ პრინციპით რო შეიძლებოდეს ფეხბურთელის შესწავლა მესი, რონალდო და ა.შ. დიდი ხნის შესწავლილი ეყოლებოდათ. კვარა ბურთს როგორც კი იღებს, 2-3 კაცი მინიმუმ მიდის კვარასთან, სხვას უთავისუფლდება სივრცეები და ეგაა კვარას(და მსგავსი ინდივდების) ეფექტი.ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ობიექტურობაც კაი ხილია:))

  • Gel-100

    Me movlenebis ganvitarebis chemeul versias getyvi da naxav 2-3 weliwadshi tu egre ar moxdes..araa sachiro kvara vinisiuss da mbapes ertad agebuls jobdes,dges iqneba tu xval reali daigleba vinis skandalebit da rasistuli sheurawyofebit laligis titqmis yvela stadionze..reali aris brendi da ra tqma unda yelshi amouva ert dgesac vinisiusis gamoxtomebi da tu magas daumatebt psj-dan mbapes wasvlas psj aucileblad eyoleba mosayvani misi shemcvleli da iyidis vinisiuss da reali kide vinis adgilze iyidis kvaras da mag skandalebisgan da rasistuli gamoxtomebisgan daisvenebs reals kide shetevashi eyoleba kvara mbape da rodrigo

  • ბუჯანგა

    ფაქტია რომ ნაპოლიმ თავისი ჩვეული ფეხბურთი დაკარგა...გუნდი ვერ გააძლიერეს მოსულმა ფეხბურთელებმა...არც კაიუსტე არც ლინდსტრემი არ არიან ის ფეხბურთელები რომლხებმაც რაიმე საინტერესო შესძინონ გუნდს...ტექნიკური მომზადება ძალაინ დაბალი..მინდვრის ხედვა და კრეატივი საერთოდ ვერ შევამჩნიე...ნათანს მონდომება და ფიზიკა არ აკლია მაგრამ ჯერ კიდევ ვერაა გარკვეული ევროპულ ფეხბურტში...ბევრ შეცდომებს უშვებს დაცვის ხაზი...ლობოტკა საერთოდ დაიკარგა დაცვაში...შეტევაში ძალაინ გვიან ერთვება...ცენტრში ანგისა კი ასურლებს ბევრ სამუშაოს მაგრამ ხშირად აგვიანებს პასზე და შეტევის განვითარების მომენტში...ხვიჩას მომარაგება პასებით და დროული გახსნა შეტევის ხაზში დაიკარგა...ამიტომ ხვიჩა ხშირად პაუზებს აკეთებს ბურთის იღების დროს...არა და სამი ოტხი კაცის მეურვების დროსაც შეუძლია ზუსტი პასი გასცეს როგორც საშუალო ასევე გრძელ დისტანციაზე...ნაპოლის თამაში გასულ წელთან შედარებით ნაკლებადსანახობრივი გახდა..პარტნიორები ერტმენთს ვერ ხედავენ ხშირად..ამდენი ბურთის დაკარგვა უკვე გუნდზეც ნერვოზულად მომქედებს და მთელი საბრძოლო მექანიზმი იშლება...რა უნდა მოთხოვო ასეთ არეულ სათამაშო ტაქტიკაში ხვიჩას...ბიჭი მისი ინდივიდუალიზმის ხარჯზე ეძებს თამაშის გაგრძელებას .მარგამ ხშირ შემთხვევებში ვერ უგებენ თანაგუნდელები...ხშირად ხვიჩასაც ვერ ვიგებ როგცა გახსნილი ჰყავს პარტნიორი და დროულად არ აწვდის პასს...ბერლინთან ორ კაცში რომ გაძვრა..ორი კაცი გადაეღობა და მაინც ურტყამ..სად გინდა ეს ბურთი გააძვრინო..ცენტრში კიდევ პოლიტანო თავისულა ზონაში იდგა...და პასი უნდა გეცა მასზე...მსგავსი მომენტი რამოდენიმეჯერ შევამჩნიე..სიჩქარეში როცა იჭრები საჯარიმოში და ზსუტად შეფასო სატამაშო სიტუაცია ძნელია მაგრამ თუ გინდა დიდი ფეხბურთელი გახდე...ზუსტად ასეთ წარმოდუგენელ სიტუაციებში უნდა გასცე პასები,,,როგორც ეს რასპადორის გაუკეთა..წამის მეასედში შეაფასა სიტუაცია და მოულოდნელობის ეფექტით ისრაგებელს ორივემ..ეს იმ დროს როცა მეკარესაც და ორ მცველსაც კარის კუთხე გადაკეტილი ჰქონდათ..აქ შენიშვნები გამოითქვა რომ სუსტ გუნდებთან ჩანს მხოლოდო...ძლიერი გუნდები სივრცეებს არ გიტოვებს..მუდამ აზღვევს,,კეტავს..გასაქანს არ მოგცემს...მაგრამ ეს მეთვალყურეობაც დიდი ფიზიკას ითხოვს მეტოქე მცველებისგან..ასეთი მცველები შეტევაში ნაკლებად ეფექტურები არიან..ოსიმენიც ზუსტად ასევეა..მეურვებბის ქვეშ...ამიტომ შემტევ ი ნახევდაცვის ხაზი უნდა იყოს ძლიერი რომ ამ უპირატესოებით ისარგებლოს..დააკვრიდით დიდი გუნდებს..რეალს..ბარსელონას..სიტის..ბავარიას..უძლიერესი ნახევარდაცვის ხაზი აქვთ უმაღლესი შემრულებლებით და შეადარეთ ნაპოლი იმათ...ამ ზონაში ათი თავით ჩამორჩებიან გრანდებს...ლავრენტას ყველაფერი უნდა ეღონა რომ ჯერ ერტი კიმი არ გაეშვა და მეორეც მაღალი დონის საყრდენი შეეძინა...ამდენი ფული გადაიხადა და რა მივიღეთ..სამი ჩამოუყალიბებელი ფეხბურთელი..ძალაინ გაუჭირდება წელს ნაპოლის..მარტო ხვიჩა ვერ ათრევს გუნდს...გვერდით თუ ძლიერი გამთამაშებლები არ ეყოლება..ამის გამო ნუ ვიტყვით რომ ხვიჩას სათამაშო კლასი დაეცა..ფეხბურთელი თუ მუდამ სათამაშო იზოლაციაში მოექცა..მას გაუჭირდება განვითარება..რაც მის ფსიქოლოგიაზეც იმოქმედებს და დათრგუნავს..სათამაშო ტაქტიკაში კიდევ გარსია ახალს საერთოდ ვერაფრს სთავაზობს..შემსრულებელბის დეფიცტია..რაც მილანთან თამაშში აუცილებლად იჩენს...არა და ეს თამაში ერტ ერტი გადამწყვეტი დარჩეს ნაპოლისთVის სკუდეტოში ბრძოლაში

  • ბესო

    მეც ასე ვფიქრობ...რეალი კარგი იქნებოდა, მაგრამ ვინისიუსი ჰყავთ, ასაკითაც და თამაშითაც მორგებულია რეალს და არა მგონია ხვიჩაზე ექსპერიმენტები ჩაატარონ. ნაპოლიდან რომ უნდა წავიდეს, ორი აზრი არ არსებობს - საჯარიმოს დამრტყმელი არ ჰყავს გუნდს, 1-2 ფეხბურთელს თუ შეუძლია ხვიჩასთან ელემენტარული "კედლის" გათამაშება, ყველა თამაშში 4-5 საგოლე პასს აკეთებს და იმაზება შესაძლებლობები, პლუს ინტრიგები.

  • ირაკლი

    არადა სიტის დახატავდა, ერთადერთი მარცხნიდან კვარა აკლია სიტის და იდეალური გუნდი იქნებოდა,მონსტრს და საგოლე პასების მანქანას შექმნიდა გვარდი ხვიჩასგან

  • NAPOLI!

    შენი დაუფიქრებელი პოსტით ტიფოზების დიდი " მოკოთხვა" დაიმსახურე!!!!

  • ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

    მამამისი აზერბაიჯანის მოქალაქეა ხო?

  • კოლა

    აი, შენ კი შემოგევლე მიხვრა-მოხვრაში. :))

  • პატრიოტი

    ხვიჩა წელს უფრო თავდაჯერებულია, ფიზიკურადაც უკეთ გამოიყურება, დაცვასაც უფრო კარგად ეხმარება, მის წინააღმდეგ ყოველთვის 2-3 ფეხბურთელი აღიმართება ხოლმე, დავუკვირდი და ვინისიუსს სევილიასთან მარტო ბებერი მცველი ეჯაჯგურებოდა აზაროვიც მარტო ებრძოდა იამალს, მაშინ, როცა ართმევაზე სუსტია აზაროვი, ამ დროს დაზღვევაა საჭირო, სამაგიეროდ, აზაროვი ტექნიკურია, ბურთის ამოტანა შეუძლია და პასის მიცემა, ხვიჩა კი არავიზე ნაკლები არ არის, ვინისიუსი ისეთ ბურთებს აფუჭებს ხოლმე, ხშირად მიფიქრია, ამას ხომ ხვიჩა გაიტანდა მეთქი, ხვიჩას მხოლოდ მესხს თუ შევადარებ, ის მსოფლიოში საუკეთესო იყო 25 წლის ასაკში, ასე იქნება ხვიჩაც, ღვთისავარ შენ ეს არ იცი, არ გინახავს მესხი 1965წელს, შენ რომელ წელს დაიბადე?

  • ქ. გ.

    ძალიან კარგია, რომ ოთხი თვე დავისვენებთ ოსიმენისგან და მისი თაყვანისმცემელთა კომენტარებისგან. ოსიმენი არის პრიმადონას პრეტენზიების მქონე საშუალო ნიჭის ფეხბურთელი და უარყოფითი ენერგიის მატარებელი ტიპი.

  • "ვიღაცამექისე"-ს

    ოსიმენი მარტო ხვიჩას კი არ უშლის ხელს. იმიტომ ათამაშდა პოლიტანო, ოსიმენი რომ არ არის. სხვებიც გაცილებით უფრო კარგად ათამაშდებიან ოსიმენის გარეშე.

  • leqso

    გამოდის რეალობის შეგრძნება კვარას მიერ ჩავარდნილმა ლამის წელიწადმაც ვერ გასწავლათ, როგორ ვერ ხვდებით რომ არ უხდება ამ ბიჭს გადამეტებული ქება-დიდება,ჩაციკვლა და შედარებით დაბალი დონის გუნდებთან ერთი ან ორი გოლის თუ ასისტის გამო მისგან რაღაც განსაკუთრებულის მითის შექმნა. არა და სანამ ნაპოლი ვერ თამაშობდა და ფორმაში შევიდოდა კვარაც არაფრით იყო გამორჩეული და ცვლიდნენ ან შესაცვლელი იყო. ეხლა კი როდესაც გუნდი ფორმაში შევიდა და იოლ მეტოქეებთან თამაშებიც მიეწყო მისი თამაშიც რაღაცას დაემსგავსა-კი გედევირიეთ ეს რა პასი გააკეთაო,მაგრამ არაფერს ვამბიბთ გოლის ავტორის უმაღლეს საშემსრულებლო ოსტატობაზე. მიჯნით 9 თამაშ წაგებული ბერლინი,რომელიც მე-16 ადგილზეა და მე-17 ადგილზე მყოფი ვერონა ვერაფერი საზომია-მილანთან თამაშს, ან რეალთან განმეორებით მატჩს რომ დაველოდოთ არაა?? კიდევ...რა გგონიათ რეალთან, ლაციოსთან,ფიორენტინასთან და ნაკრებში ესპანეთთან ჩაგდებული თამაშების შემდეგ, ბერლინთან ასისტი და ვერონასთან დუბლი საკმარისია რეალმა რომ აიყვანოს?....

  • ჭიჭე!

    თუ დასჭირდათ, მარჯვნივ კი არა, ყირაზე დააყენებენ.

  • პირიქით

    პირიქით ფორმაში აღარაა მალე ყაზანის რუბინი სანატრელი გაუხდება

  • გოგია

    ოსიმენი რომ ხვიჩას კონკურენტად მოიაზრებოდა შარშან სეზონის MVP-ზე, ცოტა მაგან გაგვაცივა მის მიმართ ქართველები. :)) თორემ, თავის პოზიციაზე, მაგარია ოსიმენი, რად უნდა მაგას ახსნა. რამდენი გოლი მხოლოდ საკუთარი ბრძოლით და ძალისხმევით გაუტანია.

  • ლადო

    კვარას ფორმის პიკი ჯერაც არ დამდგარა. ვერონასთან მეორე გოლი როგორი სიმარტივით გაიტანა გახსოვთ, ეგ არის ზუსტად ფეხბურთის გენია, ურთულესი რაღაც ძაან მარტივად გააკეთო, ეგეთი რამ ძალიან ცოტას თუ შეუძლია, ასე რომ სანამ ხვიჩა მინიმუმ 5 საუკეთესოში არ იქნება, მანამდე მის პიკზე ნუ ისაუბრებთ.

  • რა მაფიაა?

    რასიზმი თუ ამოუვა ყელში და გაქცევა მაშინ... მარა ჯერ ადრეა ეგ ამბები

  • კისისხეველი

    მეც წავიკითხე, ვიღაცეებმა დაწერეს ნაპოლი ოსიმენის გარეშე უფრო მომწონსო, ეს ვერონასთან და ამ გამარჯვების შემდეგ იყო. ნაპოლი რომ ფორმაში არ იყო (არ არის) ფაქტია, მაგრამ ბოლო თამაშებში რამოდენიმე ფეხბურთელი კარგ ფორმაში შევიდა მაგალიათად პოლიტანო და განსაკუთრებით კვარა, რახმანი დაბრუნდა და შემდეგ თამაშში უკეთესი იქნება. წარმოიდგინეთ ოსიმენი რომ დაემატოს კარგ ფორმაში მყოფი, რა ძალა იქნება. უბრალოდ დაემთხვა ოსიმენის არ ყოფნა ამ გამარჯვებებს. ოსიმენი ძალიან მაგარი ფეხბურთელია.

  • beqa

    კვარას რეალში მოხვედრა მინიმუმ 4-5 წელი არ გამოვა ერთადერთი ვარიანტია მარჯვნივ თუ დააყენეს

  • ერი

    ჩვენ ბევრი კარგი რამე გვინდა ოქრო კაცო მაგრამ მთავარია ხვიჩა გვყავდეს ჯანზე და მოწადინებული ყველაფერი გამოუვა და ყველაზე მაგარი ოცნებებიც ახდება ღვთის მადლით

  • მამუკა

    პერესმა თუ მომავალ წელს მბაპე მიიყვანა, კვარა რეალში რომ მოხვდეს ვინისიუსს და მბაპეს ორივეს უნდა სჯობდეს, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია რეალი

  • ლლლლლლლლ

    რეაალთან 2 ასისტი და 1 გოლი გვინდა, ან იყოს პირიქით.

  • საჩინო

    რას დაიჟინეთ ეს რეალი, სხვა გუნდები აღარ არსებობენ?არ მიყვარს უზურპატორი გუნდები[რეალი,პსჟ,ბაიერნი,სიტი,ჩელსი...]რომლებიც სხვების ძარცვის[ხშირად უშუალო კონკურენტების],სხვების დასუსტების მეშვეობით აღწევენ მაღალ შედეგებს.თუ ხვიჩა რეალში გადავა ,მე, პირადად ძალიან გამიჭირდება იგივე ენთუზიაზმით ვუყურო მის თამაშებს ,როგორც დღეს ვუყურებ.

  • Charley

    კვარა საერთოდ რთულად იწყებს სეზონის სტარტს მაგრამ განსხვავებას მაშინაც იძლევა, აი ეხლა თამამად შეიძლება ითქვას ის თავის წინა სეზონის "გამანადგურებელ" ფორმას უახლოვდება ეს კი კარგს არაფერს მოასწავებს მეტოქეთა დაცვისთვის. და აგერ უიქენდზე მილანი იწვევს საკუთარ თავზე ხვიჩას სიძლიერეს. უბრალოდ დასარტყამი უფრო ხშირად უნდა დაარტყას რადგან გოლების მარაგიც გაზარდოს სერია აში. მის გუნდში ალტრუისტობას მხოლოდ ხვიჩასაგან ითხოვენ თვითონ კი ამითვე როგორც წესი არ პასუხობენ, ესე კი არ ივარგებს. ნაპოლი ხვიჩას გარეშე იგივეა რაც კოჭლი სპრინტერი დააყენო გასარბენად ჯანმრთელ ათლეტებთან ერთად შორ დისტანციაზე.

  • ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

    გურს ქგგალე ხვიჩუ! ობიექტურად უკეთესი სეზონი ექნება წელს!

  • goderdzi

    რეალში როდის გადაგყავთ ხვიჩა? ვინისიუსი მინიმუმ 5-7 წელი არ წავა ალბათ არსად.. რომელ პოზიციაზე უნდა ითამაშოს?

  • las

    წელს უფრო ძლიერია. მოემატა გამოცდილება. დახვეწა და კიდევ უფრო დახვეწს კარში დარტყმებს. Kუთხურებს აწვდის არაჩვეულერბივად. ჯარიმებსაც თუ მიანდობენ კარგი იქნება. რაც მთავარია უფრო თავდაჯერებულია და უკვე მზადაა გახდეს ნაპოლის ლიდერი. და მთავარი ავტორიტეტი გუნდში. იმედია შემდეგ წელს რეალში ვიხილავთ :)

  • შარშანდელზე მაგრად ითამაშა

    შარშანდელზე მაგრად ითამაშა. ბევრად თავდაჯერებულია, ზედმეტ მოძრაოვებს აღარ აკეთებს, ფიზიკურად უფრო მძლავრად არის, აშკარად მსუბუქად მოძრაობდა და ბოლომდე არ დაღლილა. მე წელს უფრო მომწონს კვარა 2-3 კარგი თამაშით რაც აჩვენა. ემჩნევა გაზრდა. მთავარია ეხლა სტაბილურობაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი და ასეც იქნება. მოიტოვა უკან აშკარად ის ცუდი პერიოდი

  • roma bejanidze

    კარგით რა ხალხო. ოსიმენისგან რა გინდათ? ტიპი არ იყო თამაშზე და კვარასთვის 4 კაცი იცლიდა ერთად. როცა ოსიმენია მინდორზე 2 კაცს კვარა აყავს 2 ოსიმენი. დარწმუნებული ვარ გუშინ რომ ოსიმენი ყოფილიყო კვსრა გოლდაც გაიტანდა იმ ეპიზოდში 2 ფეხბურთელს შორის რომ გაძვრა მერე 2 მა დააზღვია იმიტომ რომ რასპადორი არ იყო დასაცავი. მეორე შემთხვევაში უკვე რასპადორი კარგად გაიხსნა და 2 მცველის ჩამოტოვების მერე 2 დაზღვევაზე გადადიოდა და რასპადორი სწორად იყო გახსნილი. ზუსტად ეგ ჭირდება კვარას ჭკვიანი ფეხბურთელები და ოსიმენის მსგავსი მუდამ ლიმონკის პოზიციაში მყოფი. წინა თამაშზე რომ ყოფილიყო ოსიმენი კვარა ალბათ პირველ ჰეთრიკს ან სულ მინიმუმ 3 საგოლე პასი ექნებოდა. უბრალოდ კვარას ფორმაში შესვლა დაემთხვა ოსიმენის არყოფნას. რაც შეეხება რუის ძალიან მაგარი პიროვნებაა მაგრამ არა იმ დონის მცველი კვარას რომ გაუხსნას სივრცეები. ვინმე გაიყოლოს და კვარას 1 ფეხბურთელით ნაკლები ცავდე.

  • WTF

    დააკვირდით კედელის გათამაშებისას კვარა როგორ მოძრაობს, მაგრამ რად გინდა ორი შეხების შემდეგ ვეღარ უგრძელებენ, კვარას სწრაფ აზროვნებას ვერ ეწევიან.

  • ანაგელი

    ხვიჩა ყველას რომ ძალიან გვიყვარს ამის განმარტებას არ დავიწყებ, ლომის წილი დადო გუშინდელ მოგებაში, გუნდის წამყვანი და ლიდერია, მაგრამ მოდი პატივი ვცეთ მთელ გუნდს. გუნდმა ითამაშა მთელი შემართებით, დადეს მოედანზე სუყველამ თავი, შარშანდელ ნაპოლის წააგავდნენ. ძალიან მიყვარს ხვიჩა და არც ერთ ნაპოლის თამაშს არ ვაცდენ, მაგრამ ნუ ვიტყვით რომ თამაში მარტო ხვიჩამ მოიგო. წუხანდელი თამაში ხვიჩამ მოიგო მთელ გუნდთან ერთად.

  • ანაგელი

    ხვიჩა ყველას რომ ძალიან გვიყვარს ამის განმარტებას არ დავიწყებ, ლომის წილი დადო გუშინდელ მოგებაში, გუნდის წამყვანი და ლიდერია, მაგრამ მოდი პატივი ვცეთ მთელ გუნდს. გუნდმა ითამაშა მთელი შემართებით, დადეს მოედანზე სუყველამ თავი, შარშანდელ ნაპოლის წააგავდნენ. ძალიან მიყვარს ხვიჩა და არც ერთ ნაპოლის თამაშს არ ვაცდენ, მაგრამ ნუ ვიტყვით რომ თამაში მარტო ხვიჩამ მოიგო. წუხანდელი თამაში ხვიჩამ მოიგო მთელ გუნდთან ერთად.

  • ქ. გ.

    არ გვინდა რეალი. რეალში ისეთი შავი ტიპების ბრიგადა ჩამოყალიბდა, სულ რასიზმი რომ ელანდებათ. აქ მძლივს მოვიშორეთ ოსიმენი, და ხვიჩა ათამაშდა კარგად. რეალში არ დაუთმობს არავინ ლიდერის როლს ხვიჩას.

  • ირაკლი ქუთაისელი

    რა კბილი ჩაასვეთ მარიო რუის? მაგაზე ჭკვიანი ნცველი იშვიათია და კვარასაც ხელს არაფერში უშლის. პირიქით კი ხშირად ყოფილა. ოსიმენის მნიშვნელობასაც ვერ უარყოფთ . ის გახსნილი ლიმონკასავითაა მეტოქის დაცვისთვის და ასეთი ფეხბურთელი თანაგუნდელებს მხოლოდ ხელს უწყობს

  • ლაშა

    ოსიმენის არ არსებობით კვარა მეტად გახსნილი და თავდაჯერებულია, ვფიქრობ ლიდერი კვარა უნდა იყოს გუნდის და როგორც ჩამოაშორეს შარშან მარიო რუი ისე აღარ ჭირდება ოსიმენიც!!

  • Irakli

    ორი თამაშია კვარა საკუთარი მხრებით ათამაშებს ნაპოლის. კვარას და ოსიმენის გარდა გუნდში ვარსკვლავი არ არის. კიბატონო კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ყველა. ასეთი გუნდი (რუდი გარსიას ხელში) + კვარა საკმარისია საშუალო გუნდების დასამარცხებლად, მაგრამ კარგ გუნდებთან როგორც ვხედავთ ეს საკმარისი არ არის - ლაციო, ფიორენტინა, რეალი. ყველასთან დამარცხდა თან საკუთარ მოედანზე. ლაურენტისის ხელში ნაპოლიში ვარსკვლავებს არც უნდა ველოდოთ, ის კი არა ოსიმენიც როგორც სჩანს მალე აიბარგება. ამიტომ კვრას უკვე მომავალ წელსვე სჭირდება თავისი კალიბრის ახალი გუნდი, რომელიც მუდმივად უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვის!

დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში

მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს

ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე

"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა

"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს

U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება

უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა

20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან

ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა

მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია

[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული

"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა

ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს

კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო

დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება

"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა

გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა

დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ

საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?

კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში

დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს

"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო

ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება

დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება

"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით

"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო

დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება

დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ

[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა