ფეხბურთილეგიონერები
"კვარაცხელია ჩვენთან არ დააფასეს" - რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
17:01/26-10-2023
+-

რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესოა.

"კვარაცხელია - ალბათ, "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია. მაშინ როგორ მონახეს და შემდეგ როგორ ვერ შეინარჩუნეს. ახლა ის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. გაუგებარია, როგორ შეეძლოთ ასეთი კალიბრის მოთამაშესთან განშორება. სამწუხაროდ, ხვიჩა ღირსეულად უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დააფასეს", - ციტირებს იგნატიევს Legalbet-ი.

"ლოკომოტივმა" კვარაცხელია "რუსთავიდან" იჯარით 6 თვით კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლებით 2018 წელს აიყვანა. სეზონის დასრულების შემდეგ "რკინიგზელებმა" მასთან ხელშეკრულება არ გააფორმეს და სამი წლით "რუბინში" გადავიდა; მერე ბათუმის "დინამოს" მიაშურა, რომლისგანაც "ნაპოლიმ" 10 მილიონ ევროდ შეიძინა.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
12
gel-100
(1)
/
Dislike(0)
ra rusebis daufasebloba gikvirt xalxo mashin roca chven ver davafaset tavis droze verc kvara verc mamarda verc davitashvili da kidev bevri nichieri fexburteli,,
5:38:50 AM 1/20/2024
გამოხმაურება(0)
ამაშია საქმე
(1)
/
Dislike(5)
ეტყობა დაგავიწყდათ რომ არა უკრაინის ომი ხვიჩა დღესაც რუსეშში იქნებოდა.ასევე გაუმართლა რომ მაგარი კაცის სინიორ სპალეტის ხელში მოხვდა რომელმაც ხვიჩას ტალანტი კარგად გამოაჩინა.
7:40:00 AM 10/27/2023
გამოხმაურება(1)
გიორგი
Dislike(1)
/
Dislike(0)
მართალი ხართ მაგრამ მთავარი გამართლება იმაშია რომ საჩემპიონო გუნდში მოხვდა დანარჩენი უკვე მისი დამსახურებაა.
2:37:34 PM 10/27/2023
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2