საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ახალგაზრდა "ჯვაროსნები" მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და უამრავი მომენტი შექმნეს, თუმცა ერთადერთი გოლი 54- წუთზე საბა მამაცაშვილის საჯარიმოს გარედან ულამაზესი გასროლით გაიტანეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა და 10 ქულით მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა ჩვენს მთავარ კონკურენტ შვედეთს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

შემდეგ შეხვედრას რამაზ სვნაძის გაწვრთნილები უკვე 2024 წელს გამართავენ და 26 მარტს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდებიან.

საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, აბუაშვილი(ეგოიანი 90), გაგნიძე, ლომინაძე(ოსისყმაშვილი 72), ოდიშარია(ოგბაიძე 90), ო. მამაგეიშვილი(გ.მამაგეიშვილი 62), კვერნაძე

სკოპიე. „პეტარ მილოშევსკი“

ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:1

გოლი: მამაცაშვილი (54)

გაძევება: მაისურაძე (90+11), ილიევსკი (90+11)

სოსო
არ გვყავს რონალდო,მესი და ჰოლანდი!რა ვქნათ,კარში არავინ დაარტყას?
R.M.
ნამდვილად დასაფასებელია ბოლომდე ბრძოლა და ჟინი, ყოჩაღ ! მაგრამ ბევრ კომპონენტზე აქვთ სამუშაო, ამდენი მომენტის გაფლანგვა არ შეიძლება! ფლანგიდან რომ შედიხარ და კუთხიდან ურტყავ... მცირე კომბინაციები უნდა ჰქონდეთ დამუშავებული, ოდნავ უკან პასი მაგ დროს ეგაა,,, მოკლედ სამუშაო ბევრია, უყურეთ თამაშს მთელმა ნაკრებმა და სამწვრთნელო შტაბმა და შეტევის კომბინაციები დაამუშავეთ არსებული გამოუყენებელი მომენტების მაგალითზე! წარმატებები!
kesha
ყუფარაძე ამდენ პროფესორობას პრესას გაეცანი ხოლმე ახლანდელს ჯობია, ორი ცენტრ ფორვარდი დაემტვრათ შეკრებაზე და შენ ხომარ დაგაყენებდნენ ან კიჭას ბრაზილიიდან?
სოსო
ყოჩაღ!იმ ვიღაცა იაშვილს და ბაბუა ობგაიძეს,იმხელა ბლატები თუ აქვთ,რომ ერთმა იტალიაში გაგზავნოს თავისი პროტეჟე,მეორემ კი,ჰოლანდიაში.რა ვიცი,თან იმას გაჰკივიან,საქართველოშია კორუფცია და დასავლეთში არაო,ეგენი კი წაიყვანეს და აქაურზე რამდენჯერმე მეტ ხელფასსაც უხდიან და ათამაშებენ კიდეც.ენას ჭალი არა აქვსო,მართალი უთქვამთ.
მამუკა
ფეხბურთის პრაფესორო ყუფარაძე, მაგ მწვრთნელს - სვანაძეს რამაზი ჰქვია, ზაური ბიძამისია!
სოსო
ერიჰაა!შენ ძმაო,პოულსენი ხელწამოსაკრავი კაცი გგონია?მის დონეზე,ითამაშოს ლუკამ და სანთელს ავანთებ,ეკლესიაში!
ლევანი
სათქმელი ბევრია რა თქმა უნდა, მაგრამ მე რაც ვნახე, ბიჭებმა, თითქმის ორივე ტაიმი, მაღლა აწეული, აქტიური პრესინგი ითამაშეს, არ ყოფილან ფიზიკურად სუსტები. ტემპიც არ იყო დაბალი. ყოჩაღ, მართლა გაკვირვებული ვარ, თუმცა მომენტების რეალიზაცია, ძალიან გვიჭირს. დიდება საქართველოს!
გიორგი
ყოცაღ, ბიჭებო. ბოლომდე იბრძოლეს. სვანაძე კარგად მუშაობს. გაგნიძე მომეწონა, კარგად მიჰყავდა თამაში. მაგ ბიჭის იმედი მაქვს.
grisha
შემომაქვს წინადადება ყუფარაძე დაინიშნოს ახალგაზრდულის მწვრთნელად, ეროვნულში დაწინაურების პერსპექტივით :)
ლადო-ს
კარგი დედის შვილია სვანაძე გაბედოს და არ გამოძახოს კვერნაძე.ნახავთ სახლი როგორ გააბუნძულებს იაშვილი
რონი
კლასი არ ყოფნის და ტვინიც არ აქვს რო ხედავს ბომბარდირად არაა დაბადებული რა წარამარა ურტყავს კარში და არავის არ იმჩნევს მასეთ ფეხბურთელს 21საუკუნეში მომავალი არ აქვს... ან ხარ ბომბარდირი ან ხარ კაი მეპასე ან კაი ჩამშლელი ან კაი მცველი ან კაი მეკარე... ეგ რომელია აქედან? არცერთი ხოდა იმ ფროზენონეა თუ რაღაც იქიდანაც გამოისვრიან
ყუფარაძე
ძალიან მძიმე თამაში იყო უცნაურ სტადიონზე,თუმცა მოგებას ვიმსახურებდით და მოვიგეთ კიდეც. ერთი რამე მომხვდა თვალში,კვერნაძის ცრუ 9 გამოყენება ვინ ურჩია სვანაძეს? ამ ბიჭს ყველაფერი აქვს,თუმცა კარში დარტყმა არ იცის. ვინგერები მიტომ არიან მაგ პოზიციაზე რო კარში ვერ ურტყავენ,ეგ რო იცოდნენ 9 ნომრები იქნებოდნენ კიჭასავით. რატომ აწვალებ ზაურა ამ ბიჭს მაგ პოზიციაზე? ცრუ ცხრიანი გვარდიოლას აყვანილია მაღალ დონეზე,თუმცა მას მესი ყავდა და ზაურას ვინ ყავს? მერე კლოპმა ფირმინო ათამაშა და გაუმართლა,რადგან თავის დროზე 6 ნომერზე თამაშობდა,მერე 10 ნომერი იყო და 9 ნომერზეც თამაშობდა... ნახეთ,მოედნის ცენტრალური ზონის ყველა ზონაში თამაშის გამოცდილება ქონდა,კვერნაძეს რა აქვს? ნაკრებში დელბოსკემ მოიგო მსოფლიო ცრუ ცხრიანით,როცა ვილა გაიტრავმა,თუმცა იმას ფაბრეგასი ყავდა და იგივე განვითარება განვლო,რაც ფირმინომ 9 ნომერის გამოკლებით. მერედა,ამ გაგნიძის იმედი გვაქვს? თანამედროვე ფეხბურთში 6 ნომერს უდიდესი მნიშვნელი აქვს,ის წარმართავს თამაშს,აკონტროლებს ტემპს და ა.შ. ბუსკეცზე ამბობდნენ "უყურებ თამაშს და ვერ ხედავ ბუსკეცს,უყურებ ბუსკეცს და ხედავ თამაშს" ასე იყო ფაბინიო ლივერპულში და კაზემირო რეალში,კიმიხი და ტიაგო ბავარიაში,ხოდა გაგნიძე პოულსენის დონეზეც არ არის. ზაურა მაგარი მწვრთნელი მეგონა,თუმცა დიდი ვერაფერი,არ მიკვრის სანიოლი რო მოიყვანეს და არ დანიშნეს ეგ კაცი.
ბობი ფიშერი
p.s რა თქმა უნდa ეროვნული ნაკრები მყავს მხედველობაში.
სოსო
მთელი მატჩი პრესინგით ვითამაშეთ და ბიჭებმა გაუძლეს.იბრძოლეს,იჩხუბეს,გაიმარჯვეს.კარგი გოლი გავიტანეთ,ბურთის ორმაგი გატარებით და მსგავსი გოლი,კვიპროსთან,19წლამდელებმაც გაიტანეს,რაც ძალიან კარგია!მეტოქეს თამაშში აშკარად ვაჯობეთ,მათ კი,სიმულაციებით და პროვოკაციებით სცადეს,ჩვენი არევა.თამაში ვერ აგვირიეს,მაგრამ კონფლიქტებში ჩათრევით,ჩვენც ძალიან ბევრი ბარათები აგვაკიდებინეს,წითელი ბარათის ჩათვლით.მსაჯი,მტყუან მართალს არ არჩევდა და ორივე მხარეს,დაუზოგავად აყვითლებდა.ვთვლი,რომ მან თამაშიოს სადავეები ვერ დაიჭირა.ალბათ ისიც გამოუცდელი მსაჯი გამოგზავნეს.მატჩის დამატებულ დროში,ორჯერ აშკარად მეტოქის სასარგებლოდ შეცდა და ამით კიდევ უფრო დაიძაბა,თამაში.შედეგი,მატჩის ბოლოს ატეხილი კონფლიქტი და წითელ ყვითელი ბარათები გახდა.ვთვლი,რომ ასეთი უპირატესობის ფონზე,ვალდებულები ვიყავით,მეორე გოლიც საკმაოდ ადრე გაგვეტანა,რაც თამაშს დააწყნარებდა.შვედებთანაც,უპირატესობის მიუხედავად,ვერ გავიმარჯვეთ და გამოდის,რომ ისევ გოლების გამტანი გვყავს,საძებნელი.ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და იმედია გაჩენილ შანსებს,გამოვიყენებთ.რა თქმა უნდა ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ და კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვუსურვებ,მომავალში.
ლადო
გაგინეძე ქარაქუცა, კვერნაძეს სასტავში კი არა გაფართოებულშიც არ დავუძახებდი! ის მამაცაშვილი მომეწონა, რატო არაა უკეთეს გუნდში! ხო არ გამომგრჩეს ბაბუა ოგბაიძის ჰოლანდიაში გასართობად მყოფი მოსწრებაც როა გუნდში თვალს უხარია!!!! რამდენი ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვი იჩაგრება რეალურად ამ ოგბაიძოვიჩების გამო!
ვანჩოპე
პირველ არხზე იყო
Givi
მოვიგეთ ისევ დალაგებულად ვითამაშეთ, მაგრამ რა ჯანდაბა ხდება შეტევაში? ამდენი მომენტები როგორ უნდა გაანიავო? კვერნაძე დახუჭული თვალებით ხომ არ ურტყავს ნეტა? მარტო მაგას 5 თამაშზე 7-8 100% ნი მომენტი ქონდა და ყველა მეკარეს გაარტყა...
abc
ებიჯო რა გახდა ეს გადრანი ,ახალგაზრდა რო ირანში წავა სათამაშოდ ესეიგი განვითარება არ უნდა. გელა ნუგზარაშვილზე ტყუილად კი არ წერენ .შენნაირებს აღადავებენ ეს გამოიძახე ის გამოიძახე . მგონი გამოძახება ნაკრებში ზოგს უბრალოდ sv-ში ჩასაწერად უნდა !
გფფ
კაი ხართ ბიჭებო მარა მომენტების რეალიზაციას მიხედეთ.
კობი 74
კარგი მეორე ტაიმი ვითამაშათ, მაგრამ მომენტების გამოყენებაში მოსამატებელი გვაქვს. მთავარია, რომ გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და ფიზიკურათაც არ ეტყობოდათ დაღლა. განსაკუთრებით ბევრი იშრომეს გაგნიძემ, კვერნაძემ და ორივე ცენტრალურმა მცველმა. მაკედონიელები ძალიან ბინძური ფეხბურთი ითამაშა და არბიტრის ბრალი იყო რაც ბოლოს მოხდა.
GIORGI
გადრანმა დაწერა მგონი თავის თავზე:) რა გადრანი კარგით რა მართლა. არავის ვერჩი მაგრამ კუტალია, ეხლა გადრანი მერე კიდევ ვინ იქნება ?
Irakli
ძალიან გაგვახარეთ ბიჭებო, წარმატებიბი და ასე გააგრძელეთ!
მახვილი მზერა
ამ ფოტოზე 14 ნომერს სხვა ლოგო რატომ ახატია გამაშებზე??? ესაა ერთი ნაკლი თორე ისე მგლები ვართ, აბა თქვენ იცით ბიჭებო
zviadi
ვინმე სადმე უყურებთ?
ბობი ფიშერი
ბებრების გამოძახებას, ლუკა გადრანი მშვენიერი მცველი გამოიძახეთ,რა გახდა,ხომ დაამტკიცა რომ მინიმუმ გაფართოებულ სიაში ყოფნას იმსახურებს?
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ევრო 2027 | 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის წილისყრა ნიონში
U21. მოლდოვამ საქართველოს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა
მატჩისწინა ვარჯიში სკოპიეში - ახალგაზრდული ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21 | ახალგაზრდული ნაკრები ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისთვის ემზადება
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
პირველი ვარჯიში სკოპიეში - ახალგაზრდული ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისთვის ემზადება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში - კენჭისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება