ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

<p>სპორტულმა ჟურნალისტმა და ტელეკომენტატორმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში "ბურთი და მოედანი" საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. სალუქვაძის თქმით, თუ მიქაუტაძეს "აიაქსში" მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამისთვის უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს.</p><p>ძალიან გამიხარდა მიქაუტაძე "აიაქსში" რომ გადავიდა, არავითარი შიში არ დამეუფლა, რადგან ვფიქრობ, რომ ერედივიზონი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე კარგი ადგილია.</p><p>იცით რა, არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, წლებია ამ ჩემპიონატის რეპორტაჟები მიმყავს, კაცმა დაგაყენა "ალმერესთან" 10 ნომერზე გათამაშებს, გასაგებია, რომ შეიძლება შენ გინდა პირდაპირ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშო, მაგრამ "ალმერესთან" 10 ნომერზე რომ დაგაყენებენ... მე რომ "აიაქსის" მაისური ჩამაცვან "ალმერესთან", მეც მომინდება, რომ ერთი-ორი კაცი მოვატყუო, რადგან "აიაქსის" მაისური მომცემს რაღაც სტიმულს.</p><p>მთელი პირველი ტაიმი ისე გაატარო მოედანზე, რომ არც ერთხელ კარში არ დაარტყა, არც ერთი მწვავე პასი არ გააკეთო, არავინ არ მოატყუო, სირბილით არ გადარიო ფანები... თამაში როცა გაჩერებულია, მაშინაც კი უნდა ირბინო, რადგან თქვან, რომ ვიღაც "ფორესტ გამპი" მოვიდაო.</p><p>არაფერი თუ არ გააკეთე 45 წუთში "ალმერესთან" "აიაქსის" მაისურით და შეგცვალა, მერე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ იცი მე იქ უნდა დამაყენო, რომ მთელმა "აიაქსმა" ჩემზე ითამაშოს... ამ პირობებით იბრაჰიმოვიჩი ხომ არ ხარ? სანამ ჯერ მიქაუტაძე ხარ, ვიმეორებ, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ჯერ არ არის შენი ხასიათი ჩასართავი", - განაცხადა სალუქვაძემ.</p><p><p><p><br></p>

  • გურულო

    ხვიჩაზეც ასე ბაზრობდნენ, ქილიკობდნენ კიდეც ბიჭზე! არც ახლა აკლებენ სხვათა შორის. არ გინდათ ედრენამატ ადროვოთ ბიჭებს თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ? ვინ ხართ ასეთი პროფესორები, ყველაფერი რომ თქვენ იცით ბლიად და სხვებმა არაფერი? წადით რა თქვენს საქმეს მიხედეთ, ბიჯოს!

  • ჟოფრეი

    მართალს იძახი ლევან როცა მართალი ხარ ყოველთვის გეთანხმები მაგრამ ადრე გვარდიოლას ჩაცმულობაზე რომ ქილიკობდი არ იყავი მართალი

  • ციციკორე

    დაასრულეთ სადღეგრძელოები? თუ აგრძელებთ სალუქვაძის კოლექტიურ ლანძღვა-გინებას? კრიტიკა არ ნიშნავს სიძულვილს, ან ლანძღვას. შეუშვით თავებში. მთლად რომ მტყუანი იყოს, ეს წამოძახებები რაში წერია?! მითუმეტეს, რაღაც არ ჩანს მტყუანი.

  • zura 222-ს

    ნეტა შე კიდევ არ აბრახუნებდე რაღაცეებს.მიდი რა კრიფე მანდარინი

  • Იასონას

    პროფესორს კი არა და მაზოხისტი ხარ,რამდენი დაგიწერია,არ დაგეზარა ან მეტი საქმე არა გქონდა?აი შენ კომენტარს ვინც წაიკითხავს კი ასი ოქრო ეკუთვნის

  • შვეტე იასონა

    მე დამიძახებენ მერე პრაფესორს,უამრავი აზრი გამოითქვა გიორგის ამბავზე და არავის გახსენებია,ლიგა ერთიდა ერედივიზიონში გადაიყვანეს ბიჭი,რომელიმეს ხომ არ გჯერათ,რომ ერედივიზიონი უფრო მაგარი ტურნირია,ვიდრე ლიგა 1? მერედა,მშობლიური ლიონი ინტერესდებოდა და აიაქსი რატომ? არის კიდევ ერთი ფაქტორი,მარადონამ ბარსაში ვერ ითამაშა ის ფეხბურთი,რაც მარადონას ეკადრებოდა,რომელი იყო ცუდი,ბარსა თუ მარადონა? აქ ლაციალი და იმობილე ახსენეს,ხოდა ეგ იმობილე რას აკეთებდა დორტმუნდში,გვითხარით აბა. მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია,თუმცა არასწორ გუნდში არის მოხვედრილი და ამას რა ვუყოთ? იანვარში უნდა დატოვოს აიაქსი და წავიდეს სხვა გუნდში,მაგ გუნდში ისიც არ იცოდნენ რო 9 ნომერს ყიდულობდნენ,რა ასე არ არის? რა გგონიათ,რახან გალანდიაა,შეცდომებს არ უშვებენ? კუმანმა კლუბის გამო ნაკრები მიატოვა და ისევ ნაკრებში მიიწვიეს,ეს რაზე მიუთითებს? ის ბრობი არის ბომბი,ნაკრებში რატომ არ იწვევენ,რატომ თამაშობს ვერჰოსტი 9 ნომერზე? როცა ეს აყუდებული არ არის გუნდში,გაკპო ყავთ თავდასხმაში და არა ბრობი,რატომ ბატონო ლევან? აიაქსს აქვს თვითონ რეგრესი და რა შუაშია მიქაუტაძე? იმ სანაქებო აიაქსიდან,ნერესი ბრაზილიელი იყო,ტადიჩი სერბი,ონანა კამერუნელი,ზიეჩი მაროკოელი და გავაგრძელო? დელიხტი უპამეკანოს ზამენაა ბავარიაში,მანამდე რუგანის ზამენა იყო იუვეში,დეიონგი ბებერი ბუსკეცის ბუცებს წმენდდა და ჯოხით მოსიარულე სერხიო ჯობდა,ვანდებეეკი მუდმივი ზამენა იყო და არის იუნაიტედში,სხვა ვინ ჯანდაბა ყავდათ? გადახედეთ ჰოლანდიის ნაკრებს,ფეინოორდის და პსვ აღზრდლებით არის სავსე,ესეც მიქაუტაძის ბრალია. რაც შეეხება 10 ნომრობას,მესი რო დავაყენოთ 6 ნომერზე,დავიჯერო ბუსკეცს აჯობებდა? გუცაევი რო 10 ნომერზე დამდგარიყო და ყიფიანი 9 ნომერზე,როგორ ფიქრობთ ლევან,გამოვიდოდა ამ საქმიდან რამე? ამიტომ ჯიგარო,წადი რა საკუთარ თავს მიხედე,საკუთარ პროფესიაში მოიძიე მეტი ცოდნა. ამ ტიპს ვუხსნიდი,ლივერპული ბავარია უფრო დიდი დაპირისპირება არის,ვიდრე აიაქსი ბარსელონა,თუმცა ვერაფერი გავაგებინე. ჯერ ინგლისურ გერმანული ჯახი,იმ პერიოდში 10 ჩემპიონთა ლიგა და მერე ორი საფეხბურთო წარსული და დღევანდელობა,კლოპის ინგლისური გეგენპრესინგი ბავარიული დისციპლინის და სულისმხუთავის წინააღმდეგ,თუმცა აიაქსი და ბარსა იყო მთავარი თამაში ამათ ტელევიზიაში. როგორც მოგეხსენებათ,მაშინ მარტო ესენი აჩვენებდნენ ლიგის თამაშებს,უნივერსალზე აიაქსი ბარსა გაუშვეს. ეს არის ამათი საფეხბურთო კულტურა და ცოდნა. თან იმ წელს,ლივერპული გახდა ლიგის გამარჯვებული. დაუჩემებია,ლეგენდარული დინამოს თამაში ნანახი მაქვსო,მიხელსის ჰოლანდიაო და საკის მილანიო,თუმცა ეგ არაფერს არ ცვლის,რადგან ბერძენიშვილსაც აქვს ბევრი წიგნი წაკითხული,თუმცა ვერაფერი გაიგო და მოღალატეა ჩვეულებრივი. ბევრი ვიცი,საქართველოში რო ნაკითხობით იწონებენ თავს,თუმცა არაფერი იციან და ეგრე არის ეს ჩვენი ლევანიც,არაფერი ამ კაცმა არ იცის. რაო ლევან,რუმენიგეს ვიპ ლოჟა რო გაგემაზა,მაგაზე ტირილს მორჩი უკვე? ესეთი ჟურნალისტები არიან სწორედ,ვინც ფედერაციას ამ უბედურებას უპრავებენ და ერთა ლიგის ფინალის მერე,სალუქვაძე იყო პირველი,ვინც სტუდიაში კობიაშვილზე დაასველა.ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს,რა ჩაიდინეთ ქეცბაიას წინააღმდეგ და მერე როგორ აპრავეთ ხალხის არ დაშვება მოედანზე. არა,კერძო საუბრებში აპროტესტეს,თუმცა როცა საშუალება მიეცათ პირადად ეთქვათ პასუხისმგებელ პირებისთვის,სიყვარულის ბუშტი გახეთქეს და სანტაბარბარა გაუშვეს სტუდიაში.

  • შულაია

    კი ბატონო სალუქვაძის ამ თუ ფეხბურთელის მიმართ შეფასებას შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ ლუზერი ,როგორ არის ერთი საინტერესოა, ისეთ სიტყვებს რატომ ხმარობ რაშიც მოდებაში არ ხარ--წარუმატებელი და ხელმოცარული რატომ არის სალუქვაძე,თუნდაც სანაია. რა? მათ არ შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი აზრი ფეხბურთზე. პიროვნება, რომლის სახელითა და გვარით არავინაა და წი-ის მეტი ფსევდონიმი ვერ მოიგონა საკუთარ თავს,რომ დაარქვას, ლუზერს უწოდებს ლევან სალუქვაძეს-კარგით რაა!! სირცხვილიც კაი საქონელიაოო...გინდათ არ გინდთ სალუქვაძე და სანაია გვარიანად ცნობადი სახეებია საქართველოში და მათი შეფასებები ბევრს აინტერესებს,მათ შორის ამ პატივსაცემ გამოცემას. ვინც კიდევ მათი სამოქალაქო პოზიციის გამო ცდილობს ფეხბურთის ყურება და ცალკეული ფეხბურთელების შეფასება აუგრძალოს პროპაგანტას აყოლილი მართლა ლუზერია-ხელმოცარული, წარუმატებელი და ჯიბეგამოფხეკილი......ისე მაინტერესებს ამ კატეგორიი ხალხს,როგორ მოეწონა მიქაუტაძის თამაში შოტლანდიისა და ესპანეთის წინააღმდეგ....არ თქვათ ეხლა- არ ათამაშესო, ცენტრფორვადათ არ დააყენესო და ა.შ.

  • გენადი

    მესივით დასეირნობდა სტადიონზე ესპანეთთან თამაშის დროს, მაგრამ, მესიც რომ არ არის ?

  • გიო

    კი ბატონო აიაქსის მწვრთნელიც მართალია...ტყუილად დადის ეზარება თამაში სამწუხაროდ ეგრეა

  • წი

    ლევან სალუქვაძე არის ჩვეულებრივი უზრდელი ლუზერი.

  • თემო

    რა სისულელეა,დღეს ფეხბურთში უნივერსალობა ფასობს.მახო ასათიანი 10 ნომრად თამაშობდა მაგრამ სიომინმა რომ დაავალა ცენტრალურ მცველად გადავიდა და შესანიშნავადაც ითამაშა.აბა ეხლა როგორ გინდა.

  • გია

    ტოტალიზატორებს მიხედე ტუ კაცი ხარ.

  • zura222

    შე ჭკუის კოლოფო აი შენ ხომ ჟურნალისტი ხარ (ყოველ შემთხვევაში იბრალებ)და გადაცემის რეჟისორობა ან ხმის ოპერატორობა რომ დაგავალონ კარგად შეასრულებ ? მიქაუტაძეს არასდროს არ უთამაშია 10 ნომრად და რა გაუნდა ექნა ??

  • Master

    რა ლაციო,სიზმარში ხართ?აქ ბრობია და იქ იმობილე.ეს ჰოლანდიაა ის იტალია,აქ ალმერე და იგლზია,იქ ტორინო და ბოლონია.მართლა გულწრფელად ფიქრობთ რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის ძირითადში არ მყოფ ფორვარდს ლაციო დაუძახებს? და მიქაუტაძეს შეუძლია იმობილე შეცვალოს ლაციოში?ახლა,თორემ ორი წლის შემდეგ ალბათ შესაძლებელია.ჯერ ჰოლანდიაში უნდა დაამტკიცოს რა შეუძლია,რომ იტალიაში დაინტერესდეს ვინმე.

  • ადამიანი

    ლევან სალუქვაძე უფრო მერაბ მეტრეველია,თუ პირიქით? ბჯოუუუუუუუ

  • III

    ლევან, 10 ნომრიან მიქაუტაძეს რამდენჯერ მისცეს თანაგუნდელებმა პასი, დაითვალე?

  • ვახო

    ფუ ამის...! რატო გვატენით ამი აზრებს...

  • უფალი, საქართველო და ოჯახი უპირველეს ყოვლისა

    კაცი რომელიც ოთხ ცოლს გამოიცვლის,შესაბამისად უამრავ ადამიანს ცხოვრებას უნგრევს, არათუ რაიმეს აზრის გამოთქმის უფლება ქონდეს,მარტო იმდენი საშუალება უნდა დაუტოვო,რომ შიმშილით არ მოკვდეს.

  • ქომაგი

    გადავა მალე მიქაუტაძე ლაციოში, ძველებურად ათამაშდება, სერია ა-ს ბომბარდირებში გაერევა და ესეც სხვანაირად აჭიკჭიკდება. უბრალოდ ალკოჰოლის ტოქსიკები გესლად რომ უგროვდება, სადმე ხომ უნდა დაანთხიოს?

  • ბბბ

    ამას ზაპოები აქვს? არ გამიკვირდა, სულ რა აწუწუნებს მეთქი. თურმე შარაფშია და ბაზრობს რა, რას ბაზრობს...

  • Las

    გლობალისტებმა არა სოროსმა და მასონებმა :)

  • ნიკო

    ოჰ, ეს გლობალისტები, სულ მაგათი ბრალია რა

  • lsd

    გარდა პროფესიონალიზმისა,ფეხბურთის ცოდნისა და ტექნიკისა არსებობს განწყობა. ერტიდა იგივე ფეხბურთელი სხვადასხვა გუნდში სხვადასხვა შედეგს დებს. განწყობა და ენერგეტიკა არის ერთერთი მტავარი შემადგენელი არამარტო ფეხბურთში.... მითუმეტეს საუბარია გუნდურ სახეობაზე..... ეეჰ რა იოლია ერტი ხელის მოსმით კრიტიკაც და ქებაც. არადა რააამდენი ფაქტორი განაპირობებს წარმატებას და წარუმატებლობას.

  • გლობალისტები

    გლობალისტებმა არა მასონებმა. ნუ მიაც მააცობ

  • AJAX

    ხალხო გაიგეთ რომ აიაქსი კინაღამ ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო მაგის მერე-გლობალისტებმა ხერხემალში გადატეხეს-გუნდი დაშალეს.რა მიქაუტაძეზეა ლაპარაკი,დღევანდელ აიაქსს ბაქოს ნეფთჩიც მოუგებს :)

  • Ბაბუაწვერა

    ლევან აქ სიმართლე არ უნდა თქვა-მასხარად აგიგდეს... პირიქით ლევან,პირიქით და ნახე როგორ მოეწონება ხალხს... სამაგაიეროთ თუ სადმე გადავაწყდით სომხეთს,აზერბაიჯანს,მოლდოვას გადაგვახევს ბურთს თავზე.ყაზახეთზე,მალტა,ალბანეთზე აღარაფერს ვიძახი. მერე გამოვა აქ ხალხი და სანიოლი ცუდი მწვრთნელიაო,დაუწყებენ გინებას. სანიოლი რო გაგებაში არ არი მწვრთნელობის მეც ვიცი,მაგრამ ფეხბურთელები გვყავს ტაჯიკეთის დონის!!!! არა გჯერათ?ნეტავ სადმე შევხვდეთ ტაჯიკეთს და მერე გაიგებთ

  • რატი

    სპორტული ექ-სპირტი. :))))))))))

  • შალო

    რა გგონიათ ეს „აიაქსი“?! - გლობალიზაციამ შთანთქა ისეთი გუნდები როგორიც იყო „ნოტინგემ ფოტესი“(2-ჯერ ზედიზედ ჩემპიონთა თასის მფლობელი),„გიოტებორგი“(2-ჯერ უეფას თასის მფლობელი ისე, რომ თამაში არ წაუგია) თქვენ წარმოიდგინეთ თბილისის „დინამოც“...ახლა 3-4 გუნდია ვინც რამეს იგებს საერთოდ ევროპაში, არც კი... კიდევ კარგი მაგდებურგში არ გადავიდა - თასების თასი აქვს მოგებული ადრე:((

  • Gia

    Moashoret es kaci saitidan. Franguli skolis agrzdils leqcias ukitxavs tavis chkuit.fifiam mogca shansi saqme gageketebia da ra gaakete?enis tlikini advilia.admin ar dabloko es komentari.

  • მირო

    თავიდანვე შეცდომა იყო აიაქსში გადსვლა.ის,რომ ეხლა აიაქსი არეულია,არაფერს არ ნიშნავს,ეს დროებითია და ის თავის ადგილს მალე დაუბრუნდება.წარმოგიდგენიათ,ძველებური აიაქსი რომ იყოს მიქაუტაძე სად იქნებოდა?განაცხადშიც გაუჭირდებოდა მოხვედრა.არაა ის აიაქსის დონე,უნდა გაეგრძელებინა თამაში საფრანგეთში,მიეღო უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება და მერე ეფიქრა,თუ იქ გამოუვიდოდა,გადასვლაზე.მეცი და აიაქსი ცოტა სხვადასხვა რამეა,ვარცხნილობაზე ზრუნვა კაია,მაგრამ დაუღალავი შრომა და მონდომება უფრო მეტ სარგებელს მოუტანს მგონია.

  • NAPOLI!

    დღეს მსოფლიო აგებულია "მგლის" კანონებზე, შენ უნდა გაიტანო შენი თავი იმ ურთულეს ლაბირინთებში და სირთულეებში რასაც ცხოვრება გთავაზობს! ერთი უნდა იცოდე რომ შენ ყოველთვის უნდა იყვე შენი თავის სიმაღლეზე რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ წამს მზად უნდა იყვე შენი მეს დასამტკიცებლად! ნერვიულობიდ და დეპრესიით საქმე არ კეთდება! მამარდა თავიდან სათადარიგოზე იჯდა და როგორც კი ვარიანტი ჩაუარდა ხელში თავისი სიტყვა თქვა!!!! ჩვენ ბიჭს წარმატებას ვუსურვებ რომელიც ხელის გულზე დევს, უბრალოდ მოქმედებაა საჭირო!!!!

  • ობიექტური უნდა იყოთ.

    ლევან სალუქვაძე, ნელ-ნელა ემსგავსება "დიიიიდ ეეეექსპერტს" ხუხაშვილს! თქმა რა ადვილია არა ლევან? როცა მწვრთნელი არ გაძლევს ძირითადში თამაშის უფლებას და სადღაც ბოლო წუთებზე შემოგყავს მოთამაშე, ისმის კითხვა: ამ დროს ფეხბურთელმა როგორ უნდა ითამაშოს? მას უკვე დაკარგული აქვს ხალისიც, სტიმულიც, თამაშის ჟინიც და საერთოდაც თამაშის სურვილიც. ასეა და ეს უნდა დაინახო ლევან! რა ცოტა მაგალითები ვიცით როცა მწვრთნელებს ნიჭიერი ფეხბურთელები გაუფუჭებიათ, თავიანთი ახირების და გამო? მაგ: უნიჭიერესი ფეხბურთელი კოუტინიო ფაქტიურად სკამზე დასვეს, იგივე ბეილი და აზარიც და რა ვიცი ვინ აღარ. უმეტეს შემთხვევაში მვრთნელების ბრალიცაა!

  • ჩელენჯერი

    ამან ისევ ზაპოი აიკიდა?

  • QT ს

    ლობჟანიძეს და დავითაშვილს რო განიხილავ მიქაუტაძის პოზიციაზე უკვე დროა სხვა სპორტზე გადაერთო. ანდა რამე საშენო იპოვო

  • ვასილი

    ხანდახან სწორს ამბობს ეს კაცი ხანდახან ძალიან სხვაგან იყურება! ეს ეხლა სოეციალურად დუხზე რო ააგდოს იმიტო თუ ილაპარაკა ასე მაშიკ კარგი ბატონო, მაგრამ თუ მართლა მასე ფიქრობს ძალიან ცდება, რა იცი შენ რა მდგიმარეაობა გუნდში? აიაქსია მთლიანად მორღვეული, დაყოფილია გუნდი შიგნიდან ალბათ, ჩვენც ვუყურებთ და ვხედავთ რო ძალიან ცოტა პასი მისდის, პლიუს თავისი პოზიციაზე არ არის, შიდა კონკურენციიის პრობლემა აქვთ ტიპებს, არ მიცე პასი ან ცუდი პასი მიცე რომ ვერ გაინძრეს და არ გამოჩნდეს, გაიქცე რა გიჟი ხომ არაა , აფსაიდში სად გაიქცეს უბურთოდ, თავდამახმელო კიდე დაცვაში რა უნდა? როცა გუნდს გოლის გატანა ჭირდება და თან ბოლო წუთებია! ამას ფარდა შენ თუ რომელიმე აიაქსის ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ხარ და თვლი რიმ ის ბრობოა თუ ვიღაცა დარბის და ფეხბურთს თამაშობს მაშინ რავიცი, აღარც ღირს კამათი, დაე გეგონოს მასე როგორც ფიქრობ:დ! / ცოტა ასაკის ბრალი მგონია ეს ღვარძლიანი წაკმენები ამ კაცისგან!

  • ადამიანი

    მიქაუტაძე ნამდვილად არ იმსახურებს ძირითადს სიმართლეს თვალი გავუსწოროთ როცა გვყავს ლობჟანიძე და დავითაშვილი ან 21 წლამდელებიდან გადმოვიყვანოთ.მიქაუტაძის გაკეთებული საქმე არ მინახავს რაც თამაშებს ვუყურებ ამ წელს წინა წლებში ვერ გეტყვით

  • ციციკორე

    ვეთანხმები ლევანს. ტყუილად აკრიტიკებთ. არავინ ვალდებული არაა, ვინმეს რამე დრო მისცეს. გეძლევა შანსი?! უნდა გამოიყენო! ფსიქოლოგიურად დათრგუნული ვარ, ეს პოზიცია არ მაწყობს და ამნაირები, თანამედროვე ფეხბურთში არავის აინტერესებს. უამრავი ტალანტი ჩაკარგულა, შანსი რომ ვერ გამოიყენა. დღეს საფეხბურთო კლუბისგან და მწვრთნელისგან ითხოვენ შედეგს. ვერავინ დაგიცდის, შენ როდის გაიხსნები. ამიტომ, ამა თუ იმ გუნდში გადასვლამდე ყველაფერი უნდა აწონ-დაწონო და ისე მიიღო გადაწყვეტილება. უამბიციო მეციდან, იმხელა ისტორიის და სახელის გუნდში გადასვლა, არაა იოლი. გასაგებია, რომ ფსიქოლოგიური ტვირთი აქვს. მაგრამ საკუთარ პრობლემებს, თავად უნდა მოუაროს.

  • სოსო

    მწვრთნელი,ხელმძღვანელობა და გულშემატკივარი რომ გეუბნება,ვინ ხარ,საიდან მოსულხარ,რა ადგილს თხოულობო და ეს უკვე სამი თვე გრძელდება,დაგრჩება კიდევ სურვილი,იქ დარჩენისა?არც ამ ჯერზე გამოიყენეს თავის პოზიციაზე და ესეც დამატებით გეუბნება,არც ახლა გვჭირდებიო...რა თქმა უნდა ფორმიდანაც ამოვარდა,თორემ მეცში ცუდად თამაშობდა?შოთის პირველივე ვარჯიშზე შეხედეს და მაშინვე დააყენეს,აქ კი,გიორგი,დაუპატიჟებელი სტუმრის სტატუსით აღმოჩნდა და ახლაც ასე ექცევიან.ძალიან დიდი სხვაობაა!

  • არტ

    გასაგებია, აიაქსის და ნიდერლანდების ფანი ხარ, მაგრამ ასეც არ შეიძლება. ადამიანს ათ ნომერზე არასდროს უთამაშია, დავიწყოთ ამით. მერე პასიო და მე შენ გეტყვი ისე იხსნებოდნენ რომ რა ვიცი ... რას აპრავებ, ხომ ცხადია რატომაც არ ათამაშებენ თავის პოზიციაზე, იციან რომ გაიტანს და გამოჩნდება, რომ ბრობს ჯობია, ბრობი კი თავისია,ნიდერლანდის ნაკრებში მოიაზრებენ. მიქაუტაძეს არაფერი ესაქმება მაგ უკლასო და უაზრო გუნდში. დროზე უნდა წავიდეს მაქედან!

  • არდილეს

    აი, ზუსტად.

  • ATP 16

    ალკოჰოლიკი რომ სხვის პროფესიონალიზმზე ისაუბრებს , თანაც მენტორული ტონით !! შენ ეტყობა დინამოში ფაფხურის პერიოდიდან დაიჯერე , რომ საფეხბურთო მენეჯმენტის მონსტრი ხარ ხოო ? მოდი რა ისევ ტოტალიზატორს მიხედე , იქნება რამე მოიგო და დაგვასვენო შენი შეგონებებით ყველა !

  • ჟორა

    ლევან, მე მინახავს თამაშები თქვენ წარმოიდგინეთ ნაკრების დონეზეც, რომ ერთ ფეხბურთელს კი არა მთელ გუნდს რომ არ დაურტყავს კარში. ამით ფეხბურთელის თამაში არ ფასდება.

  • ქომაგი

    მიქაუტაძე მაგარი თავდამსხმელია და ამას მალე დაანეხებს ყველას აიაქსშიდაც და საქართველოშიც უთამაშებლობამ დაღი დაასვა მაგრამ დამერწმუნეთ სულ სყვა ყაიდაზეა გაზრდილი ევროპაში და მაგის გატეხვა ასე იოლი არ არის. როგორც ეს ზოგზოგიერთებს გონიათ.ის ბოლომდე იბრძოლებს აიაქსის ძირითადში რო მოხვდეს ფორვარდათ თან არა ათიანზე მისი ადგილი ეს არ არის. წარმოიდიგინეთ ახლა შოთა არველაძე რო ათიანზე ეთამაშებინათ რა გამოუვიდოდა არაფერი.მიქაუტაძეც სუფთა სისხლის და ასევე ცივ სისხლიანი ფორვარდია როგორიც შოთა იყო.ის აიაქსიდან არსადაც არ წავა.

  • ჟორა გაბრიჭიძე

    მწვრთნელმა უნდა იცოდეს, რომ ყველა მესი არ არის პირველივე თამაშზე, რომ გოლები ყაროს. ფეხბურთელს 3-4 თამაში უნდა მიცე ადაპტაციისთვის, თუნდაც 20-25 წუთი ათამაშო, რომ სტადიონს, მაყურებელს და პარტნიორებს შეეჩვიოს. მისცა 45 წუთი და ისიც თავის ადგილზე არ დააყენა.

  • QT

    შე კაი დედმაისშვილო, 3 თვე რომ სკამს არ აგაცილებენ, ფსიქოლოგიურ წბეხში ყავხართ, არიქა სპორტულმა დირექტორმა შენზე მაყუთი აკეთა და კორუფციაში ხარ ჩაბმულო, მერე უცბად ძირითადში დაგაყენბენ რაარის გასაკვირი რომ ვერ ეთამაშა ? ეს კიდე გამოდის და მორალს უკითხავს. მიცენ კიდე თამაშები და ნახავ როგორ არ გაიხსნება და ამის ჯინაზე უნდა ქნას და დააყაროს თავზე პასები და გოლები, ლევან გაგვიცრუე იმედიბი, რაღაცით უკვე მეტრველს და სანაიას ემსგავსები.

  • გიორგი

    მე თქვენ უფრო ძლიერი ჟურნალისტი მეგონეთ ფეხბურთი მარტო ფეხი და ბურთი არაა ახალგაზრდა კაცს ფსიგოლოგიური მდგომარეობა დაუმძიმეს რაც ერთერთი ყველაზე მნიშვლენოვანი კომპონენტია ახალ გუნდში გადასული ფეხბურთელისთვის.

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

"ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ ამასაც როგორმე გადავიტანთ..." - ლევან სალუქვაძე ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს

ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება

"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე

იტალიური გრანდი მიქაუტაძით კვლავ ინტერესდება - რას წერს Tuttosport-ი?

კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება