ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში H ჯგუფიდან ევრო 2024-ის საგზური სლოვენიამ მოიპოვა.

დანია უკვე გასული იყო ევროპირველობაზე და დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:2 დამარცხდა. სლოვენია 19 ქულით მეორე ადგილზე იყო, მესამეადგილოსან ყაზახეთს 1 ქულით უსწრებდა და ამ გუნდთან საკუთარ მოედანზე ფრეც აწყობდა, თუმცა 2:1 სძლია.

ჩვენთვის ამ შეხვედრას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე უნდა გარკვეულიყო და გაირკვა კიდეც - 21 მარტს ლუქსემბურგს ვუმასპინძლებთ, მოგების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს ფინალში 26 მარტს შევხვდებით.

ლიუბლიანა. „სტოზიცე“

სლოვენია - ყაზახეთი 2:1

გოლები: 1:0 შეშკო (41, პენ), 1:1 ორაზოვი (48), 2:1 ვერბიჩი (86)

ბელფასტი. „უინძორ პარკი“

ჩრდ. ირლანდია - დანია 2:0

გოლები: 1:0 პრაისი (60), 2:0 ჩარლზი (81)

odala
ბექა, ფედერაციამ რა უნდა ქნას თუ მოთამაშეს ტვინი არ ჰყოფნის? მესმის ისეთ მომენტში მიეღო ყვითელი, საგოლე მომენტი ჩაეშალა ჯარიმით და წამის მეასედში მისაღები გადაწყვეტილების მსხვერპლი გამხდარიყო. ტიპმა სრულიად უაზრობაში, იმიტომ რომ შენისთანა სიაფანდ გულშემატკივრებს მოეჩვენოთ თუ როგორი თავდადებულია და როგორ ნერვიულობს, სრულიად გამიზნულად მიიღო ყვითელი. ეს ფედერაციის ბრალია?? როგორც ჩვენ ფეხბურთელებს უჭირთ გონებრივად, ისე უჭირს ახალგაზრდა, ზომბირებული გულშემატკივრების უმეტესობას. დავრბივარ ხოლმე სტადიონზე, სადაც ბავშვებს ავარჯიშებენ და ერთ თეორიულ, აღმზრდელობით თუ საგანმანათლებლო მომენტს არ შევსწრებივარ ტრენერის მხრიდან. ეგ არის ჩვენი ფეხბურთი.
ჟორა
თუ სლოვენიას ვერ ვუგებთ ევროპაზე რა ჭირი გინდათ? გინდათ ქვეყანაზე მოგვეჭრას თავი? ის ნაკრებს ევროპაზე რა უნდა, რომლის წარმატება ერთ ფეხბურთელზე რომაა დამოკიდებული.
კ ო მ ბ ლ ე
ძალიანაც კარგი! ეხლა გამოჩნდება და ხალხიც დაინახავს, რომ ფეხბურთი ნახევარი საათი თამაში არ არის, ფეხბურთი სულ მცირე საათნახევარი და ცოტა მეტი დროის თამაშია. არ იქნება ხვიჩა და ვნახოთ დანარჩენი ყაიმაზები რა ხუშტურბრაინტები ვინ კოზლიკები არიან, აღდგომა და ხვალეოოო, უუუხ! ჯიგარი ხარ ნელსონ, ჯიგარი რომ ყვითელი აკიდე ხვიჩას! ეგ მინდოდა ზუსტად.. . ტყვლიპინიების თამაშის ყურების ღირსები ხართ ყველანი და ეეე...აგიხდათ სიმონ!
ხოოო??
გასაგებია, რომ ფეხბურთის ფედერაცია და განსაკუთრებით ნაკრების შტაბი დამნაშავეა იმაში, რომ არ იცოდა და არ გააფრთხილა ფეხბურთელები გაფრთხილების შესახებ. მაგრამ, ვინ აიძულებდა ხვიჩას გაფრთხილება მიეღო ძალით...კარგი ესპანეთთან არ ეთამაშა ან მიეღო გაფრთხილება, მაგრამ პლეიოფის ნახევარფინალში რომ მიეღო მერე რას ვიზამდით? ხომ გამოტოვებდა ფინალს? ხოდა მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელმა ძალით, არაფრის გამო და ზედმეტი საუბრებით (რაგბი არაა) არ უნდა მიიღოს ბარათი, მითუფრო კაპიტანი არაა და მსაჯი ასეთ დროს გააფრთხილებს. ვგიჟდები ხვიჩაზე, მაგრამ ბოლო დროს მოუხშირა მსაჯებთან კამათს, რაც არ მომწონს. იყო ლიდერი არ ნიშნავს ზედმეტ აქტიურობას მსაჯებთან მიმართებაში. თუ მისთვის მესი საოცნებო ფეხბურთელია, მიბაძოს მას. არავის უნახავს მესის ასეთი საქციელი. პ.ს ისე მამამისიც თუ ეტყვის ერთ ორ სიტყვას კარგი იქნება, ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს ბევრი რამ. წარმატებები ხვიჩას! ფანი
xishnika
ოდალაა ტუ ვინ ცჰემი დისჰლა ხარრ ხოიცი რა პიტალოც ხარ
Beqa
ვეთანხმები აბსოლიტურად კორკოტას. ის ქვევით რომ წერ ნაცები არ იკურნებიანო, მეცოდები შე საცოდავო. რა შუაშია აქ ოცნება, ნაცები, თუ სხვა ვინმე. მგონი დიდი სიბრძნე არ არის საჭირო, და უნდა იცოდეს ფეხბურთის ფედერაციააამ ყველაფერი და მისცეს რჩევები.საქართველოს წარმოადგენს ფედერაცია ანუ ჩვენ ხალხს, უნდა ერკვეოდეს ფეხბურთის გაიდლაინში, რომ პლეი ოფამდე ბოლო თამაშს ატარებს ჩვენი გუნდის ყველაზე ძლიერი მოთამაშე. და სულ ნუ ითამაშებდა, ან თუ ითამაშებდა იმ ყვითელს არ მიიღეებდა რომ, ლიუქსემბურგთან ვყოფილიყავიდ მზად. მაშინდელისა არ იყოს იმ ფინალში უეფამ დაგვრთო გულშემატკივრები რომ ვყოფილიყავით 20 თუ 25 პროცენტი ფინალში და ცოცხალი თავით არ დართო კალაძემ და კობიაშვილმა ვითომ კოვიდის გამო ხალხი ებრალებიდათ, როცა სხვა ფინალებში მაშინ ყველგან დაესწრო გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი. და მეშინია მაშინდელივით რამე არ იმამაძაღლოს საქართველოს ფეხბურთის ამყვავებელმა კობიაშვილმა.
alexsis
მეც ასე ვიცი, ყუფარაძესაც დაურეკია!!!
სხვა
გავალთ ევროზე, დარეკილი ყოფილა თურმე
გოჩა
მერე ვინ ამბობს რომ მოსაგებათ გავა სანიოლი სულ არ აინტერესებთ გასვლა ამაზე მეტყველებს ყველაფერი მაგრამ სანიოლის ვინ რას ეკითხება ეს მავნებლობაა მე კი მინდა ამ მოსაზრებაში ვცდებოდე , ნამდვილათ მინდა
odala
ამ ავადმყოფური კომენტარის ავადმყოფი ავტორის ავადმყოფი მომწონებლების რაოდენობა ნახე :(( ნაცობა არ იკურნება.
დინამიტი
ერთადერთ ლუქსემბურგელს გადავყრილვალ ცხოვრებაში - ყოფილ ხელბურთელს და თანაც გოგოს. ისეთ უაზრო კითხვებს მისმევდა საქართველოზე მაგალითად ცხენები თუ გყავთო? მთები თუ არის თქვენთანო.მემგონი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა როდესაც გაიგო რომ მამენტ ტელევიზორიც გვქონდა, რადიოც, ღამის კლუბიც და ინტერნეტიც:)) კარგა ხანი დამჭირდა დამერწმუნებინა იმაში რომ უძველესი ხალხი ვართ, უდიდესი ისტორიით ანბანი, კულტურა, ვეფხისტყაოსანი, ძეგლისდება, ქალი მეფე, ღვინის სამშობლო, ერისიონი, სუხიშვილები დაა ავოიეეეეე ი დალშე...მარა ამის მერე ვითომ აზრი ჰქონდა ჩემს გარჯას?:))))) ნეტა ცალი თვალით შემახედა ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის კაბინეტებში:)))) ნეტა, რა რეაქცია ჰქონდათ :))) მალადეც სფფ აბა ახლა ახალი გრანტი უეფადან თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.ხოდა, ისა და შენა ფეისბუქი რატომ ჩაჰკალით და არ დებთ არაფერს?!!! არ თქვათ რომ ახლა იმ კაცს ეძებთ ვისაც რეგლამენტით ამ ამბის კონტროლი ევალებოდა:)))) შოტლანდიის თამაშამდე დავწერე ნუ ეფარებით ხვიჩას წარმატებას რეალურად ისევ იმ ...... ვართ სადაც ვიყავითქო და თურმე სადა ბანაობ ალიურა:)) ჯერ სადა ყოფილხარ.მართალია, ერთი კაი ნკვდ-ს რეიდი არ აწყენდა თქვენს კანტორას, მაგრამ აწი უკვე აღარც მებრაზება-მეცინება:)) 90-იანებში იყო ასეთი გამოთქმა ნუ შესაბამისი ინტუიციით ვისაც ახსოვს მიხვდება - დაააასციიინეეეთ :))))
!SOS!
სანიოლი წააგებს ლუქსემბურგთან
გურიიდან
არ ვარგა მასე უკუღმართი ლაპარიკი! კვარაცხელიამ რატომ მიიღო გაფრთხილება, რა რჯიდა? მსაჯს რომ არ უნდა ეკამათო არ იცოდა ან იქ საკამათო რა იყო? ფეხბურთის მოედანზე არაა დაბადებული თვარა დაბადებიდან სულ ფეხბურთშია, სამამდე დათვლა არ იცის, კობიაშვილმა და კალაძემ უნდა დუუთვალოს?
კორკოტას
აი შენისთანებს რო პრეტენზია ექნება ფეხბურთში ვერკვევიო და საერთოდ ცხოვრებაში ვერკვევიო.შათ აფ რა...
ლევანი
ხალხი რომ ძალიან გაბრაზდა, ეს გასაგებია, მაგრამ ამ ამბავში თვითონ ხვიჩაა დამნაშავე, თვითონ.
მამუკა
სანდო წყარომ დაწერა მსაჯი ყოფილა თურმე კობიაშვილის სიმამრის ქვისლი და სიდედრი ჰყოლია ლუქსემბურგელი და სპეციალურად მისცა ყვითელი ბრათი ხვიჩას
კორკოტა
ბრავოო!კობიაშვილი კალაძის საძმომ უდიდესი საჩუქარი გაუკეთა ლუქსემბურგს,უდუდესი მადლობა შემოგითვალეს ლუქსემბურგიდან!!!! ძალიან კმაყოფილები არიან.
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
ევრო 2024-ის 24 მონაწილიდან 20 ცნობილია
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
დანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]
ევანსის მეუღლემ რუმინელ მსაჯს ციგნის ვაგინა უწოდა
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
შვეიცარიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
ყაზახეთმა მოიგო, ჯგუფის თანალიდერია და შეიძლება საქართველოს ნაკრებს არ შეხვდეს
სლოვენია - დანია. პირველი ფრე ევრო 2024-ზე [VIDEO]
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
ერთა ლიგა. II ტური: იტალიამ ნიდერლანდებს, პოლონეთმა კი ბოსნიას მოუგო - ჰოლანმა ისევ გაიტანა [VIDEO]
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
ევრო 2024-ის 13 მონაწილე ცნობილია - ყაზახეთი შანსს ინარჩუნებს
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელს მაიკლ ო'ნილს კონტრაქტი გაუგრძელეს
ევროპირველობის პლეი-ოფი: 3 პენალტების სერია, 1 დამატებითი დრო [VIDEO]
რონალდოს გამოუყენებელი პენალტი და დოუგუ კოშტას გმირობა - პორტუგალიამ სლოვენიას თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია [VIDEO]
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]