<p>Sky Sport-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "რეალისა" და "ნაპოლის" (4:2) მატჩს გამოეხმაურა.</p><p>მარკეტის თქმით, შეხვედრის გარდამტეხი მომენტი 2:2-ზე ხვიჩას მიერ გაცუდებული მომენტი აღმოჩნდა.</p><p>"ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მხოლოდ მეკარის დადანაშაულება არასწორია. მხოლოდ მერეტია დამნაშავე? ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ასეთი დარტყმები მარტივი მოსაგერიებელი სულაც არ გახლავთ.</p><p>ჩემი აზრით, ბევრად დიდი შეცდომა ხვიჩა კვარაცხელიამ დაუშვა. ოსიმენს საშინელი გადაცემა გაუკეთა, მას ეპიზოდის თავად დასრულება და დარტყმა შეეძლო. ამიტომ მხოლოდ მეკარის დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია. ზოგადად, შემტევების შეცდომებზე ნაკლებად საუბრობენ, თითქოს ეს შეუმჩნეველი რჩება ხოლმე", - განაცხადა მარკეტიმ.</p><p>ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.</p><p><p><p><br></p>
ნათია
ხვიჩას რომ დაერტყა და ვერ გაეტანა მერე იმას დააბრალებდნენ, გვერდზე ოსიმენი იყო გახსნილი და იმას რატომ არ ჩააწოდაო, ასე რომ ასეთი ადამიანების გულს ვერასდროს მოიგებ.....და მწვრთნელი არ იყო დამნაშავე ბოლოს გაკეთებულ ცვლილებებზე???
.
შენი სახელი,სწორად შეგირჩევია,ციციკორე.როგორც ნატვრის ხის ციციკორეა,წესიერების სახელით,ბოროტების მსახური,ისე შენ ხარ აქ,ვითომ სიმართლის სახელით,ბოროტების მთესავი.
ლაშა
ეზოს ფეხბურთს რომ არ გაცილებულან იმათგან მოდის უსამართლო შეფასებები ფეხბურთელებზე. ხვიჩამ ჩაატარა კარგი თამაში. მიქციეთ ყურადღება იმას რომ 2 ნომრიდან 11 ჯომერზე 80 მეტრი დისტანცია ჩააბარა მწვრთნელმა და მისი სირბილის კილომეტრაჟი ყველაზე მეტი იყო. აბა ჩააბარეთ ბელინგემს ეს დისტანცია ნაპოლიში და ვნახოთ რას იზამს. თამ გაითვალისწინეთ ნაპოლის დონე რეალთან მიმართებაში. რეალის ყველა მოთამაშე დასვენებული იყო...
არდილეს
ვიღაც იტალიელ ჟურნალისტს სტატიის გაყიდვა უნდა და რაღაც მყვირალა სათაურს წერს..მერე ჩვენ ვასკდებით ერთმანეთს.ხან ითამაშებს კაცი მაგრად, ხან ძალიან მაგრად,ხანაც ჩააგდებს.. ხან ფულს უთვლით, ხან სად წავიდ წამოვიდა!!!! ეტყობა რომ ყველაფერს კითხულობს და მგონია რომ ვძაბავთ ...
სოსო
ატალანტასთან მატჩის შემდეგ,მწვრთნელი რომ გადაეხვია,მისი თვალები ნახე.ცარიელი აქვს.სიხარულის თავიც აღარ ჰქონდა.ძალიან ბევრი ურტყეს და ძალიან დაიღალა.რეალთან,პირველ ტაიმში აქტიური იყო,მაგრამ მეორე ტაიმში ჩაიკარგა.ჟესუსის გამო,შეტევაში თამამად ვერ იყო და დაცვასაც ბევრს ეხმარებოდა.ხვიჩას სისწრაფეზე როცა ვლაპარაკობთ,მას კარგი სასტარტო სისწრაფე აქვს,მაგრამ დიდ დისტანციაზე,ჩვეულებრივი.რეალის სწრაფ მცველებთან,კონტრშეტევაზე გაქცევისას,მას სისწრაფის უპირატესობა აღარ აქვს,ბრძოლაში კი,დიდი ენერგია იხარჯება.მით უფრო,რომ ორი და სამი კაცი ეთამაშებოდა.მეორე ტაიმისთვის,ის უკვე დაღლილი იყო და რაკი ოსიმენი გამოვიდა,სარისკო დრიბლინგებს, ისევ მისი პასებით მომარაგება არჩია.შესაძლოა ეს,მწვრთნელის დავალებაც იყო.ის კი ნაღდია,რომ იმ მომენტებში,საკუთარ თავში თავდაჯერებული რომ ყოფილიყო,კარში დაარტყამდა და ორიდან ერთს მაინც გაიტანდა.ორივე შემთხვევაში,ოსიმენი უკეთეს პოზიციაში იყო და პასი თუ გავიდოდა,გოლი გარდაუვალი იქნებოდა.დაღლილობამ,პასის სიზუსტეზეც იმოქმედა.მატჩის ბოლოსკენ,სხვებიც ხშირად აფუჭებენ,200% -იან მომენტებს.ეგეც არ იყოს,გუნდის ვარსკვლავს,ისევ სასაცილო ხელფასზე ათამაშებენ და ოდესმე მომატების დაპირებით გაჰყავთ დრო.წელიწად ნახევარია,გუნდს მიათრევს და დე ლავრენტისი ღირსია,კვარამ ცოტა ფეხებიც დაზოგოს.შარშან 79 მილიონის წმინდა მოგება ნახაო,ნაპოლიმ.ხვიჩას რა?ანდაზაა:"რამდენიც უნდა იძახო,ჰალვა,ჰალვა,პირში სიტკბოს ვერ იგრძნობ".რუბინშიც ჰქონდა პერიოდი,როცა თამაში აღარ სურდა და ახლაც არ გამოვრიცხავ,მოედანზე თავი აღარ მოიკლას.თაღლითებს,თავი არ უნდა გამოაყენებინო.ვისაც უხდიან,პასუხიც იმას მოსთხოვონ.ხვიჩა,ამაზე ხმამაღლა ვერ ილაპარაკებს.ვერც მისი ოჯახი,მაგრამ რასაც ვუყურებთ,ხომ აშკარაა,რომ დე ლავრენტისი,მის უნამუსოდ ექსპლოატაციას ცდილობს.აგერ,აღარც ზელინსკი იკლავს თავს და აღარც ოსიმჰენი,რადგან მათთანაც ზუსტად ასევე იქცევა.
ნაპოლეონ-ს
რა ხდება ერევანში აწრიალდით?
ნაპოლეონს
მილიონ პროცენტიანი სიმართლე დაწერე
ნაპოლეონი
ღმერთო უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა რა. . .და მაინც მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით ვიტყვი. . . გუშინ ერთი ვთქვი რომ ეს ბიჭი არაა ჯერ ლიდერი თქო. . ლიდერი რომ ყოფილიყო ოსიმენს იმ უაზრო პასს არ გაუკეთებდა და თითონ ხევდა თქო და ამის თქმა იყო და ლამის ჯვარს მაცვეს მეგრელებმა. . .ხვიჩა ჩემი ქვეყნის სავიზიტო ბარათია დღეა. . რამდენიც არ უნდა აწიოს ტალახაძემ ,მსოფლიოს ხვიჩას გოლი უფრო ამახსოვრდება,იმიტომ მისი უდიდებულესობა ფეხბურთია. . . თორემ ლაშა თავის საქმეში მარადონას პელეს გარინჩას ზიდანის მესი რონალდოს ჯამის კუბია. . .მაგრამ აი მეგრელების საშველი არაა რა. . . მომენტებში წაუაომხურებენ რა. . . უაზრო ყვითლებისთვის გავაკრიტიკეთ და ლამის ზუგდიდი წალენჯიხის მონაკვეთი გადაკეტეს. . . აბა არ ყოფილიყო მეგრელი ,მერე გენახათ მაგათი გინება. . . ეხლაც ყველაფერზე თვალი უნდა ვხუჭოთ თურმე. . . მაგარი მახატია მე ეხლა ხვიჩას მილიონები(ღმერთმა მისცეს),იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მე 100 ევროსაც არ მომცემს მაგრამ. . . ძალიან დიდი ბოდიში და ხვიჩა მილიონერი იმიტომაა რომ ბურთის კარგად ტარების ნახვაში ასეულ მილიონობით ადამიანი ფულს იხდის ერთი და კიდევ ეროვნული ჰიმნი. . . აი აქ უკვე მეც მეკუთვნის და არამარტო თავის თავს. . . შვილის სიკეთე ნამდვილ მშობელს არასდროს შურს და ხვიჩას შემთხვევაშიც ეგრეა და თუ აქ ტაბუ დაედო მაგ ბიჭის კრიტიკას,ჩათვალეთ ფრხბურთელს მოკლავთ უბრალოდ. . . ფაქტი ერთი ,რომ როცა ვამბობთ რომ ყველა გაშიფრა,იქვე ვთქვათ რომ კარიერა ისე დაამთავრა ზიდანმა რომ ვერ გაშიფრეს. . მესი,რონალდო ვერ გაშიფრეს და რომელი ერთი კიდე. . .ხოდა ბიძიკო თუ ორ წელიწადში გაგშიფრეს,ან რაღაც ახალი უნდა მოიგონ ან წახვიდე ან გაჩუმდე და გააჩუმო მართლა სექტანტი კვარმადიდებლები. . . და თუ კრიტიკა არ სიამოვნებს მაშინ დამთავრებულია მაგის სპორტი,მორჩა და გათავდა. . . ლიდერობა ვერ გაბედა და მაგის პასი ოსიმენზე პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ჰგავდა(ვაი თუ ვერაო)ვიმეორებ ლიდერი არაა და თუ ვერ გახდა 2-3 წელიწადში მაშინ შეუძლია დაკიდოას ლურსმანზე ბუცები. . .
ადამიან-ს
რაო სანაიამ? რამდენი ხართ ეს სანაის მიმდევრები?
სოსო
მადრიდის რეალს,ორივე თამაშში,რომ 2 გოლს გაუტან,მისი შეტევის ხაზისადმი,პრეტენზია არ უნდა გქონდეს.უბრალოდ,ვისი იმედიც აქვთ,ისევ მათგან მოითხოვენ,თორემ რაჰმანს და ჟესუსს რა უნდა მოსთხოვონ.
2
შენ კი კიკუს!
იმერელი
რო დაერტყა ეს და ვერ გაეტანა მერე რას უზამდნენ? ამჯობინა პასი და სულ 2 მცველის წინ უწევდა თამაში.და ის რო პირიქიტ მდგარუყო რელის მხრიდან რამდენ გოლს ან საგოლე პას გააკსთებდა ?
ადამიანი
სხვაზე ამბობ? თავად კამის სექტანტი
ადამიანი
ციციკორეს კამოს სჯობს კამოობაში
ციციკორე
ხვიჩა ბელინგემზე უკეთესია, ჟორჟი ჰალანდს ჯობს, ზურიკო მბაპეს.
ვოოტ
საკამათოდ არაფერს ვწერ... ბელინგემზე წინ მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ შარშანდელი სეზონის მიხედვით საუკეთესოებზე იყო საუბარი...ხვიჩა რომ ბევრ რამეს დაამტკიცებს, ამაშიც დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერ დასამტკიცებელი უფრო მეტი აქვს, ვინემ დამტკიცებული... და რაც მთავარია, არაა საჭირო შენნაირებად და ჩემნაირებად დაყოფა, აზრის გამოთქმა მაგის გარეშეც შეიძლება...
ვოოტს-ს
მე არავის ვეჯიბრები ვინმეს ქომაგობაში და შენც ნუ გვეჯიბრები! შენ გეეჭვება თუ არა, ჩემთვის პირადად არაფერს ნიშნავს. ცაში ხვიჩა ნამდვილად არ ამყავს, შენნაირებისგან განსხვავებით. ეხლა საქმეზე: ხვიჩა ნამდვილად ბელინგემზე უკეთესია (ოქროს ბურთების ნომინაციაშიც კი ჩამოიტოვა ეგ შენი გაპიარებული ბელინგემიც) უბრალოდ როგორც ავღნიშნე ხვიჩას ეხლა აქვს რთული პერიოდი და აქედან გამომდინარე ვერ აჩვენებს იმ თამაშებს, რომლითაც გვიყვარს, მაგრამ დადგება დრო და ხვიჩა დაამტკიცებს, რო ტყუილად არ შეიყვანეს საუკეთესოებების რიცხვში. რაც შეეხება ჩემს კომენტარს, ჩემი კომენტარით ხვიჩას ნამდვილად ზიანს არ ვაყენებ, პირიქით შენნაირების კომენტარებია ხვიჩსთვის დამაზიანებელი! ზურა.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
აწრიალდა სექტა...ჰა აბა შემოიხიეთ ყველაფერი. ისე მიწაზე დაშვება არ გაწყენდათ სექტას.
???
მაგარი პროფესორია ეს ეტყობა, რომელი 100% მომენტი ეგ იყო? ან გაიტანდა და ან ვერა, ისევე როგორც ეს პასი შესაზლოა გასულიყო ოდნავ ძლიერი რომ ყოფილიყო. კვარას 1.5 წელია იმას აჩვევენ რომ კარში არ დაარტყას და ახლა პირიქით ხომ? რომ ვერ გაეტანა მაშინ რა ამბავი ატყდებოდა წარმომიდგენია. ზოგადად კი ფეხბურთელის სიძლიერე ის არის, რომ ძლიერ გუნდში თვითონაც უკეთესად თამაშობს და გუნდიდან ამოვარდნილი არ არის. ამა კი უნდათ ეს საშუალოზე დაბალი დონის ნაპოლი, ინდივიდუალურობის ხარჯზე გავიდეს ფონს. არ გამოვა ეგ. 11 კაცი თამაშობს ფეხბურთს ერთროულად და გუნდი იგებს და არა ერთი ფეხბურთელი ცალკე. მერეტის ბრალი არ არის მხოლოდ, მაგრამ როცა რეალთან თამაშობ, ასეთი შეცდომა მეკარის საბოლოოდ დამღუპველია - მეკარემ თუ სუპერ თამაში არ ჩაატარა, ისე როგორც სხვა ყველამ, ასეთ გრანდთან ვერაფერს გახდები. ნაპოლი კი დაშლილი გუნდია წელს - კვარას გამოა რომ არამარტო ჩვენი, მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში რომ არის თორემ, პსვ, შახტარი და კოპენჰაგენი არანაკლები შედეგებით არიან ლიგაზე.
ვოოტ
ძალიან მეეჭვება, ჩემზე მეტად ქომაგობდე ხვიჩას, მაგრამ ბელინგემზე ათი თავით მაღლა როგორ დგას?!... რა უბედურებაა ეს ცაში ფასკუნჯების დევნა?!... დაეშვით მიწაზე და ისეთს უქომაგეთ, როგორიც არის, თუნდაც იმიტომ, რომ ეგეთი აბსურდული შედარებები, თუ არ ავნებს, ნამდვილად არაფერში წაადგება...
????
რაც უფრო მეტს გააკრიტიკებთ უსამართლოდ, მით უფრო მალე გადავა კვარა სხვა გუნდში და მერე რას იზამთ, იმასაც ვნახავ.
მამუ
კაი ჟორიკ.
ზურას.
ზურა, ნეტავ იცოდე როგორ მეზიზღებიან, უვიცი და უცოდინარი ადამიანები, თავითონ რო არაფერს წარმოადგენენ და სხვის საქმეში რო ყოფენ ცხვირებს. ასეთებს მე პირადად მოცლილებს ვეძახი და ჯობია მახათები აიღონ და გაერთონ...
ზურა
ძაან უმადური სფეროა სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი! ფეხბურთელს თუ გადასარევად წაუვიდა თამაში, "ვაი ფანებისგან" ქება-დიდების მეტი არაფერი არ ისმის, ვაიდა და თუ არა? ოოო, აი აქ უკვე საქმე ცუდადააა. ასეა ხვიჩას შემთხვევაშიც: ხვიჩას აღარ აქვს სისწრაფე, ბურთს ვერ აჩერებს, პასები ცუდი, ცოლის ბრალია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვაი ფანებო! აღარ დაიღალეთ ამ დაბულინგებით? როგორ გგონიათ ხვიჩა არ ეცნობა სოცქსელებს და არ კითხულობს კომენტარებს?ცოტა მოუხმეთ ჭკუას და ისე მაინც წერეთ კომენტარები? ამ ბელინგენს და როდრიგოს კი ნუ ადრით ხვიჩას, ხვიჩა ათი თავით მაღლა დგას ამ ფეხბურთელებეზე! უბრალოდ ეხლა ჩვენს ხვიჩას საფხბურთო ცხოვრებაში, მცირე ჩავარდნა აქვს და აქედან მოდის, მისი ესეთი თამაშის ხარისხიც, თანაც ამას ემატება გუნდში არასასურველი მდგომარეობაც, მწვრთნელების გამოცვლაც და ასე შემდეგ. ხვიჩა არის უნიჭიერესი ფეხბურთელი და მჯერა, რო ცოტა ხანში დაიბრუნებს თავის სათამაშო სტილს! თქვენ კი ვაი ქომაგებო, ჩასაფრებული პოზიციიდან კი არ უნდა აკრიტიკოთ ფეხბურთელი, არამედ ჯანსაღ კრიტიკას უნდა მოუხმოთ! ეს არის მეტი არაფერი. ძნელია? მე მგონი არა!
გოჩა
დავწერე კომენტარი და არ დაიდო. თავიდან დავწერ არ დამეზარება.თქვე მართლა უმადურებო(sky sport-ის იტალიელ ჟურნალისტს ეხება) ნაპოლი მოიგებს დი ლორენცოს დამსახურებაა და წააგებს ხვიჩას ბრალია ხო?მაშინ გაუშვით გუნდიდან რა გიშლით ხელს? თქვენ წკმუტუნს და ტირილს მერე მართლა ვნახავდი
ჟორა გაბრიჭიძე
"დაჟეჟილს გატეხილი ჯობიაო", ასეა ნათქვამი, ანუ იმ მომენტში ხვიჩამ თავის თავზე არ აიღო იერიში დამთავრება და ოსიმენს პასი საკუთარი თავიდან პასუხისმგებლობის მოხდის მიზნით გაუკეთა. მართლაც გაუგებარი გადაწყვეტილება იყო, მათ შორის ორი მცველი იყო და პარალელურად მირბოდნენ, მას კი გვერდით ერთი მცველი მისდევდა და რა თქმა უნდა, თვითონ უნდა დაერტყა.
ბადრი
ზედმატად გულკეთილია
გივი
100%, მაგრამ აქაური და იქაური ექ-სპირტები არ დაგეთანხმებიან. )))))))
ამატაკი
ყველანაირ დაუნახაობასაც აქვს საზღვარი! მართალია რომ კვარა ვერ შეძლებს ცუდად მოთამაშე გუნდთან ერთად თამაშების მარტო მოგებას სისტემატიურად. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ თანამედროვე ვარსკვლავზე, როგორებიცაა მაგალითად მბაპე, ჰოლანდი და თუგინდ იგივე ბელინგემი. დღეს კი უმღერიან ოდებს, მაგრამ რაღაც არ მახსენდება დორტმუნდთან ერთად ტიტულები და მწვერვალები დაეპყროს. ჰოლანდიც ხომ იქ იყო და რა მოიგო დორტმუნდმა, იქნებ შეგვახსენოთ. მიუხედავად ამისა, სულაც არ ვაკნინებ მათ შესაძლებლობებს. იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი ინტენსიური ფეხბურთის პირობებში აღარ ხდება ისე, რომ მარადონა და ბესტი მარტო იგებდნენ ტიტულებს. დღესდღეეობით ტიტულისათვის ორი რამ არის აუცილებელი: კარგად ორგანიზებული გუნდი და ზემოთ ნახსენები ფეხბურთელები, ან მათი ტოლ-სწორი. ჰოლანდის გარეშე სიტიმ ვერ მოიგო ლიგა და არც ბელინგემით მოუწყვეტია დორტმუნდს ვარსკვლავები, იგივე შეიძლება ითქვას მბაპეზე პსჟ-სა და ნაკრებთან მიმართებით. კვარამდე ნაპოლის ჰყავდა კარგი გუნდი, უკეთესი ხალხით, მაგრამ ტიტული მხოლოდ კვარასთან ერთად დადო. ახლა კი უძებნიან ჩემპიონობას ათას სხვა საფუძველს, მაგრამ იგივე საფუძვლები, უფრო სოლიდურიც, წინა 33 წელშიც გააჩნდათ. და ბოლოს, წარმოიდგინეთ კვარა ამ რეალში, დაცვაში ასე მოთამაშე ნაპოლის წინააღმდეგ და დამერწმუნეთ მადიდებელი ჰიმნების ადრესატი არ იქნებოდა მხოლოდ ბელინგემი, როგორც მინიმუმ. ამას სხვათა შორის თვითონ ფეხბურთელებიც შესანიშნავად გრძნობენ, რისი დასტურიცაა როდრიგოს მატჩისშემდგომი კომენტარი.
ასეა ეს
შეეგუეთ იმ აზრს რომ ეს ის კვარა აღარ არის რომელიც შარშან იყო.ეს უკვე შეყვარებული კვარაა.
ნიკა
„საშინელი გადაცემა“ როგორ იყო, როცა ფეხებს შორის გაუძვრინა მცველს? უკაცრავად, რომ ვეღარ ხედავდა დაზღვევაზე თავქუდმოგლეჯით გამოქცეულ ვალვერდეს. შემტევები ყველა შანსს ვერ გამოიყენებენ, ეგ უნდა იცოდეს „ექსპერტმა“. მაგ თამაშშივე რეალმა რამდენი 100%-იანი გაანიავა, არ უყურა? შემტევს უნდა მიეცეს 4-5 შანსი, რომ იქიდან 1-2 შედეგით დამთავრდეს. მაგრამ როცა დაცვა და მეკარე გახვრეტილია და ბურთის წინ არ მიდის, რა შემტევის შეცდომაზე მელაპარაკება?
რატი
მარკეტი კიარა პარკეტი ხარ, .........!!! ხოსელუ უვარგისი რომ არ ყოფილიყო, წესით შვიდი საგოლე შანსიდან ოთხს მაინც გამოიყენებდა და ამოგტენიდათ. ამიტომ დაცვაზე მიგვემართა ეს კრიტიკა, შე მართლა ტვინპარკეტო. ესეც არიყოს, მერეტს მესამე გოლი ფაქტიურად ხელებში გაუძვრა (არანაირი ზეძლიერი დარტყმა არ ყოფილა). ხვიჩას და იმ შანსს რაც შეეხება, სპალეტის დამსახურებაა. მთელი გუნდის ამოცანა ვიქტორს დაუკავშირა და კვარას ინდივიდი ჩაკლა (მოკლედ კარგთან ერთად ცუდიც აკეთა). თუ მაცარიმ შეძლო, რომ ხვიჩას ინდივიდუალური უნარები წინ წამოწიოს, ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს.
beqa
მართლა გამიკვირდა რატო არ დაარტყა სიტუაცია ვერ შეაფასა სწორედ უკეთესი უნდოდა გასაგებია მარა მაგ წერტილიდან კვარა როხარ უნდა დაარტყა
მამარდაშვილის პირველი სერიოზული გამოცდა - "ლივერპული" VS "მილანი"
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
"ჩელსიმ" "აიაქსის" მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა - ამსტერდამული კლუბი 60 მილიონს ითხოვს
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა" - "ლევადიას" მწვრთნელი "იბერიასთან" თამაშის შემდეგ
"მას ბევრი აქვს სასწავლი" - მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა
"ეს ჩემი მიზანია" - თოფურია MMA-დან კრივში გადაინაცვლებს?
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - ნეიმარი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
ოფიციალურად - რეშფორდი "ბარსელონას" ფეხბურთელია
18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ესტონეთში "ლევადიასთან" მოსაგები თამაში წააგო
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
"ნაპოლის" მალე ახალი მეკარე ეყოლება
"ასე იქცევა ის, ვისაც უნდა, რომ გაჟ*მონ" - რამიმ იამალს საქციელი დაუწუნა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"ნაპოლის" მალე ახალი მეკარე ეყოლება
ნოა ლანგი: არ ვარ წინააღმდეგი კვარაცხელიას მემკვიდრე გავხდე, მაგრამ...
მოუკრეფავში გადავიდნენ - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
"ნაპოლი" სეზონის პირველ მატჩში მესამე ლიგის გუნდთან დამარცხდა
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
როგორი იქნება ახალი პსჟ და რას შეცვლის ენრიკე?
იმპარატო მიხვდა, რომ მიჰქარა და კვარაცხელიას და ქართველებს ბოდიში მოუხადა