27 სექტემბრის შემდეგ "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე გამარჯვება არ ჰქონდა და "ბრაგასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ეს ნავსი გატეხა. იქნებ ვალტერ მაცარიმ და მისმა ფეხბურთელებმა წლის ბოლომდე სიტუაციის გამოსწორება და ხასიათზე მოსვლა იტალიაშიც მოახერხონ, სადაც მომდევნო ორი მატჩი შინ აქვთ, "კალიარისა" და "ფროზინონესთან" (თასზე). ნეაპოლელთა თამაშში გარკვეული პოზიტიური სიახლეები შეინიშნებოდა, მით უმეტეს, მოწინააღმდეგე ძალიან სუსტების კატეგორიიდან არ ყოფილა.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა დომინანტურად დაიწყეს, მინდვრის შუაში კი ისე მოქმედებდნენ, "ბრაგას" კონტრშეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, თავად ტემპს აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური სქემა კვლავ არ შეცვლილა, მარცხენა ფლანგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებს, შეუდარებლად აქტიური იყო. ნათანი, საერთოდაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე გოლის ეპიზოდში კარგად გამოჩნდა, ქართველი გარემარბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ფრთაზე აქტიური პარტნიორი ჰყავდეს, რომელიც ზონებს მეტად გახსნის და 77-ე ნომერსაც იმპროვიზაციის საშუალებას მისცემს.

რაც შეეხება "კვარას" - მის შეჩერებას ხშირად კვლავ სიხისტის ზღვარზე ცდილობენ. ჩვენებურმა საკუთარი არსენალის გაზრდაზე კიდევ უფრო უნდა იმუშაოს, ამისთვის თანაგუნდელებიც მეტად დაეხმარონ. საგოლე ეპიზოდი კვლავ შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა... კარგია, რომ მწვრთნელი ხვიჩას მაქსიმალურად ეხმარება და მინდორზე ისევ 90 წუთი დაჰყო (ბოლო შვიდ თამაშში მეექვსედ), ამავდროულად კი, მაცარიმ საკუთარი გუნდის ასე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად უნდა გააანალიზოს და ფიზიკური ძალებიც იდეალურად გადაანაწილებინოს. როცა ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით ამუშავდება, კიდევ უფრო მეტი უნდა ვნახოთ!..

"ნაპოლის" იტალიური მიზანი წელს ოთხეულია, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი მაქსიმალურად შორს წასვლის იმედი ექნებათ. მერვედფინალების წილისყრა 18 დეკემბერსაა, შეხვედრები - თებერვალში. კვარაცხელიას გუნდის სავარაუდო მეტოქეებია: "ბაიერნი", "არსენალი", "რეალ სოსიედადი" (ყველაზე სასურველად გამოიყურება), "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", "დორტმუნდი", "ატლეტიკო". სხვა იტალიური კლუბებიდან "ინტერმა" და "ლაციომ" ასევე მეორე ადგილი დაიკავეს, "მილანი" კი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

ლევანი
ირონია არსად დაკარგო რა, რომელ ქართველ ფეხბურთელს ყავდა უკეთესი აგენტი და რამდენმა გაიკეთა უკეთესი კარიერა? კალაძე იყო მხოლოდ წარმატებული, ჩაკვე რომ დააღუპინეს ბელგიელებს არ დაგავიწყდეს და არ იყო ჩაკვე ნაკლები ტალანტი. ჯობია ობიექტურები ვიყოთ და ცალსახად რუსი ცუდია და ევროპელი კარგი არ ჭრის, რუბინის და ლოკოს სკოლა რომ არ გაევლო ჩვენ საყვარელ ბიჭს დინამოს და რუსთავის შემდეგ ექნებოდა იტალიის ჩემპიონატში ესეთი წარმატება? ძალიან მეეჭვება.
Vito
მარიო რუი სანატრელი გახდა რაა.. სოსიედადს კიი უეჭვლი მოუგებენ ოღონდ ზეგ..
პროფესორო
ერთი შენ გესმის ფეხბურთი კიდევ,ვილიარეალმა რომ გამოაგდო ბაიერნი არ გახსოვს?ნახავ როგორ გამოყრიან მაგ გუნდებს და სენსაციებს
ზვიადი
სასწაულებს რატო აკომენტარებთ თქვე კაი ხალხო, სოსიედადი არაა სასურველი და სიტია? რა გერმანულ კლუბებს უგებენ, ბაიერნი აჯობებს სოსიედადს? ბარსელონას და არსენალს მონატრებული აქვთ ლიგა
მეგრელი
სოსიედადიო ბიჭო, ალბათ წელს მაგათი თამაში ნანახი არ გაქვთ თორემ ესეთ სისულელეს არ დაწერდით, პირდაპირი მნიშვნელობით ბურთს არ ათხოვებენ ნაპოლის.
berg
სოსიედადი?:)))ხუმრობთ ალბათ ,სოსიედადს აქედან სამი გუნდი თუ მოუგებს დიდი გაჭირვებით.. ნაპოლის ორივე თამაშს მოუგებს .. დაიმახსოვრეთ მინიმუმ ნახევარ ფინალს ითამაშებს რეალ სოსიედადი..
მურთო
არადა ისე მარტივად გააგდეს ეს სოსიედადი ამ ფორმაში მყოფ ნაპოლს მეორე არ დასჭირდება! შეიძლება ორივე თამაში მოუგოს!!!

კომბლეა!კომბლებსა თლის,ჭერში აწყობს...უკვე ძალიან დიდი ხანია,კომბლეს ხელობა ეგ არის დ რა გასაკვირია,რომ თვითონაც კომბალს დაემსგავსა?-ხისთავიანია!ერთი თავკომბალა,კომბლეს ერთ ადგილსაც მოუხდებოდა,მერე კი,კომბალიც, აზრზე მოსაყვანად და ცუდი აზრების გამოსაბერტყად.
profesorebo
რატომაა სოსიედადი ყველაზე სასურველი??..შარშანაც მილანიო სუსტიაო გაუხარდათ კენჭისყრა გვახსოვს სილქნეტზე და ვერაფერი ვერ უყო ნაპოლიმ,საერთოდ გერმანული გუნდები კარგია ნაპოლისთვის მარადონას დროს უეფას თასი რომ მოიგეს გერმანელები დაამარცხეს
სიმენონი
არსენალს და ატლეტიკოს ბარსელონას შეხვედრა ჯობია ცალსახად
ზოლა
ვინც კომბლეს სახელით წერთ კომენტარებს ყველა საიტზე, ასეთი მზეები რატო ხართ? ან კომბლეს რას ერჩით რიმ შეაძულეთ ხალხს
თემო
გაზაფხულისთვის რა შეიცვლება??
სპორტის გულშემატკივარი
გეთანხმები და მჯერა რომ თებერვალში ნაპოლი გაცილებით უკეთესი იქნება. ისე, თებერვალში ვინ რა ფორმაში იქნება არავინ იცის, თორემ სასურველი მეტოქე შარშან კენჭისყრის დროს ზუსტად მილანი იყო, მაგრამ მერე ვინ როგორ ფორმაში იყო კი ვნახეთ. ასე რომ ეხლა აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს და დაველოდოთ თებერვალს
Gomako
დღევანდელი ნაპოლის ფორმიდან გამომდინარე არავისთან არ აქვს შანსი გაზაფხულისთვის კი (სიტი/ბაიერნი)-ს გარდა მოდით ლუბოი-დორტმუნდი,ატლეტიკო,სოსიედადი,არსენალი (ბარსა მაინც ბარსაა) მაგრამ თუ ასე გააგრძელეს არც ეგ მყავს გაუვლელი ბარიერი
კ ო მ ბ ლ ე
ვისაც არ უნდა შეხვდეს, მიდი ხვიჩააა! იკუნტრუშე შე მამმააძაღლო შენა ჯუღელს გაფიცებ ტოო..
ბმბ-ს
ნაპოლის აღარც კიმი უშველის და აღარც კიმ ჩენი!
კოლორადო
ყველაზე მაგრად ნაპოლს აწყობს რომ შეხვდეს წყატუბოს "სამგურალი" ან ხარაგაულის "ჩხერემელა'
ბმბ
კიმი დაიბრუნონ ამ ზამთარს და ყველაფერი დალაგდება.
კახა
სწორად მსჯელობ ძმაო,მაგას ვფიქრობ მეც.არასწორად იყენებენ კვარას,არადა მაგის მაღალი კლასი ნაპოლის ნებისმიერი მოთამაშის კლასს აღემატება და ნებისმიერ გრანდში ძირითადში ითამაშებს,ამიტომაც უნდა მოცილდეს ნაპოლს
სოსო
სიტუაციის სწორი აღწერაა,მაგრამ გამოსავალი,კარგი განაპირა მცველის ყიდვაა.ამის გარდა,კიმ მინ ჯეს კარგი შემცვლელის პოვნაცაა აუცილებელი.ამას დაუმატეთ,ხვიჩას შეურაცხმყოფელად მცირე ხელფასი და რა ეტყობა დე ლავრენტისს,რომ ამდენი ფულის გადამხდელია?დაიშლება,ეს შემადგენლობაც.დღესაც დიდი გამოსასყიდებით აჩერებს,ლიდერებს,მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.დაე ათამაშონ ხვიჩა,შედარებით უკან,დაცვაში თამაშს ისწავლის და ჩვენს ნაკრებს გამოადგება,მაგრამ ამ ცვლილებების გარეშე,მის ძველებურ ბრწყინვალებას,ნაპოლის შემადგენლობაში,ვეღარ ვნახავთ.ხვიჩა არ არის,მთელ ფლანგზე მორბენალი ვინგერი,70 მეტრიანი გარღვევებით.დარწმუნებული ვარ,ნაკრებშიც უფრო ცენტრისაკენ შემოწეულს ათამაშებენ მალე.
თომა
ჩემი აზრით, ყველაზე სასურველი მეტოქე დღევანდელ ფორმაში მყოფი ბარსელონა.
ამაშია საქმე
იქნებ მოიქოქონ ხვიჩა და ოსიმენი, სხვებიც გაზაფხულამდე,მთელი წელი ასე ხომ არ იქნებიან.მაშინ შანსი გაუჩნდება ბაპოლის რამდენიმე გუნდთან.მაგ.ბარსასთან,რეალ სოსიედადთან.ბურთი მრგვალიაო ნათქვამია.
მამუკა
ისეთი მეტოქეები ჰყავს მერვედფინალში ნაპოლის, რომ სავარაუდოდ გაუჭირდება მეოთხედფინალში გასვლა, ერთადერთი 50/50 იქნება შანსები სოსიედადთან
rable
კვარას დარტყმის სიზუსტესა და ცოტა სისხარტესა და სისწრაფეში აქვს მოსამატებელი, საფეხბურთო ინტელეკტის ნაკლებობას არ უჩივის, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება.. რაც შეეხება სავარაუდო მეტქეს მერვედფინალში, გუნდების ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით სოსიედადს არ ვისურვებდი. უფრო ბარსელონას ვარიანტი აჯობებდა.. თებერვლამდე შორია და ვნახოთ რა იქნება, იქამდე კვარა და ნაპოლიც "ამოიქოქება" შენიცი ხვიჩა, ყვრლაფერი გამოვა
თალეს
ეტყობა ცოლმა აწყინა. ეს ხუმრობით. დანარცენი კი მოსალოდნელი იყო - ჯერ კიდე გასული სეზონის მეორე ნახევრიდან. "ქართულის" საშუალებას ორი მცველები არ აძლევენ - კარგად შეისწავლეს. იმ პოზიციაზე კი სხვაგვარად ვერ გამოჩნდები. დროა ცენტრისკენ ჩაწიონ - მზადაა უჯვე ასეთი თამაშისთვის.
ქ. გ.
ეს მოკლე ვიდეო ნახეთ. მოიწყინა ხვიჩამ. ხვიჩა! ჩვენ ნუ გვისმენ. მშობლებს მოუსმინე. ყველაფერი კარგად იქნება. https://youtu.be/QF_DgFzEW_Q?si=77FuzB6Ve5_axOze
Charley
კვარას არასწორად იყენებს მაძარიც. არაა კვარა ეს სისწრაფეზე მომართული ცხენივით მორბენალი ვინგერი და ამას ვერ ხედავენ ეს ლუზერები. მისი საუკეთესო პოზიციაა ან სექენდზე მეორე ფორვარდათ ან ინსაიდერ ვინგერად რომელიც ბურთს უფრო ზემოთ დაელოდება ფლანგზე და იქედან შეიწევა საჯარიმოში გასამწვავებლად ეხლა კი არცერთს არ თამაშობს კვარა ამ ფორმაციაში და იშვიათი გამონაკლისების გარდა მხოლოდ ვერტიკალურად არბენინებენ აუტის ხაზზე ტროლეიბუსივით რაშიც ეფექტურობას კარგავს. ხვიჩა ეხმარება გუნდს გუნდი კი არანაირად ხვიჩას. ამაზე არაერთხელ დავწერე უკვე, რომ ხვიჩას ხარჯზე შექმნილი თავისუფლებით სარგებლობს საშუალო გაქანების პოლიტანო. შეუძლებელია გინდა ხვიჩას და გინდა ნებისმიერ ერთ ფეხბურთელს დაუყენო გალია სხვა დაცვითი ზონის ოდნავ შემსუბუქების გარეშე. ფეხბურთელების რაოდენობა არ გეყოფა უბრალოდ. ეგ რომ შეიძლებოდეს 0-0 ან 1-0 მორჩებოდა ყველა თამაში ელემენტარული, თვალით დააკვირდით პოლიტანო რამდენჯერ იღებს ბურთს სისწრაფეზე და სახით კარისკენ და ხვიჩა რამდენჯერ იღებს. ასევე, მარტივი ვიზუალით შეაფასეთ რამდენი მეტოქეა ხვიჩას ზონაში და რამდენი პოლიტანოს ზონაში. პოლიტანოს ზონაში არის სტანდარტული დაცვა: მარცხენა მცველს + საყრდენი ან უკან დახეული ვინგერი (ორივე ერთად იშვიათია). პოლიტანოს რომ ცოტა მეტი მრავალფეროვნება ქონდეს და ცენტრში შეწევა-დარტყმის გარდა რამე რომ ეხერხებოდეს, ყველა შეტევა სახიფათო იქნებოდა მარჯვენა ფლანგზე, მითუმეტეს დი ლორენცოს არსებობის პირობებში. ოსიმენი რომ ოსიმენია, ისიც კი მარჯვენა ფლანგს უფრო ეხმარება. დააყენე ელმასი მარცხნივ ხვიჩას ნაცვლად და პოლიტანოს ნებისმიერი ნორმ დაცვა ეროვნული ლიგის მოთამაშედ გადააქცევს. კვარას კი არცერთი თანაგუნდელი ეხმარება სივრცის გამოსათავისუფლებლად მიზეზი მარტივია კლასი არ აქვთ შესაბამისი. გადავიდეს ხვიჩა რომელიმე გრანდში ვარსკვლავებთან და იქ გაუბედოს ვინმემ სამ კაციანი ზღუდეების დაყენება კვარას და კაი ჩიტსაც დაიჭერენ ნაპოლიში კი გამოსდით იმიტომ რომ მარჯვენა ვინგერად და ცენტრალურ ნახევარდაცვაში ლუზერები არიან და ვერ ითვისებენ ხვიჩასაგან ნაჩუქარ სივრცეებს ეს კი ბუნებრივია იციიან მეტოქეებმაც და ყველა ძალებს კვარას გასანეიტრალებლად მიმართავენ.
არაკეთილსინდისიერი აგენტი
ჩემო ბოტებო! ქ.გ.-ს კომენტარს რომ დაინახავთ, ეგრევე დაადისლაიქეთ.
ქ. გ.
დაახლოებით 15-20 წელიწადში ერთხელ ჯადოსნური ზღაპრის ყურების საშუალებას გვაძლევენ ჩვენი ფეხბურთელები: 1964 დათუნაშვილის თაობა, 1981 ჩივაძის თაობა, 1996 ქინქლაძე, 2022-2023 კვარაცხელია. შემდეგი როდის იქნება?
ქ. გ.
ქინქლაძის მაგალითი კარგად გვახსოვს. ამიტომ ვნერვიულობთ. უკვე გვეშინია, რომ ხვიჩას განვითარებას შეიძლება ხელი შეუშალონ ან თვითონ დაკარგოს ინტერესი და მოტივაცია.
გიორგი
სცრუობ.
გიორგი
რომელ გუნდსა სწვრთნი?
ქ. გ.
ხვიჩას მიმართ აქ არავინაა უარყოფითად განწყობილი. ყველას გვესმის, რომ უკვე შევიდა ისტირიაში. უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელები ვერ აღწევენ იმ სიმაღლეს, რომელიც მათ ნიჭს შეეფერება.
მალხაზ ჯობავა
შე კაცო სანამ დაწყნარდებიან მანამდე თქვი ეგ სათქმელი თორემ, მაგათ დაწყნარებას წლები დაჭირდება.
ქ. გ.
გარემო დიდ როლს თამაშობს. უახლოეს წრეში რომ ბეყოლება არაკეთილსინდისიერი აგენტი, ცრუ მეგობარი და მეტიკტოკე ტუტუცა, შენც გაბლატავდები.
გიორგი
ხვიჩამ რომ ნათანს პასი მიცა მოძრაობაში, რაც ბოლოს გოლით დასრულდა, აი ასეთ პასს თითქმის ვერავინ უკეთებს. ხვიჩას პასს ძირითადად საკუთარი კარისკენ მობრუნებულს აძლევენ, ანუ ძალიან უგვიანებენ. ნაპოლის წესიერი მარცხენა მცველი არ ჰყავს. თავად ხვიჩას პასები ყოველთვის მოულოდნელი და მწვავეა, თუმც ხანდახან დარტყმა სუსტია და პარტნიორებამდე ვერ აღწევს. ამას უნდა გამოსწორება და ნაპოლი ბევრს მოიგებს, რადგან ხვიჩას წყალობით სივრცეები იხსნება.
ქ. გ.
მე რომ ვიყო ხვიჩას დამრიგებელი, ერთ თვეში გახდებოდა სუპერ ვარსკვლავი. ყველა რომ დაწყნარდება, მერე, ალბათ, ავხსნი დაწვრილებით, რა არის შესაცვლელი. ხვიჩა არ წაიკიათხავს, მაგრამ სხვა ახალბაზრდა ფეხბურთელებმა შეიძლება წაიკოთხონ და ისწავლონ მის შეცდომებზე.
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა