ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!

"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!

ჩელენჯ თასის მეორე ტურში „შავი ლომმა“, რომლის რიგებში ხუთი დებიუტანტი იყო, უელსში „სქარლეთსი“ 23:7 დაამარცხა და ტურნირზე პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლები დებიუტში ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. „შავი ლომი“ შეცდომებს უშვებდა, რამდენიმეჯერ დაჯარიმდა და მსაჯმა მამამთავრიშვილი გაასანბინა. შემდეგ მატკავამ საჯარიმო ვერ გამოიყენა. ჩვენმა გუნდმა ბურთი დერეფნიდან ექვსჯერ დაკარგა, ერთადერთი მეტოქეს, რომელიც უნაკლო სულაც არ იყო, შერკინებაში სჯაბნიდა და მატკავამ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა. უპირატესობას და ბურთს უმეტესწილად უელსელები ფლობდნენ, მაგრამ მაისაშვილის შეგირდები კარგი დაცვით პასუხობდნენ. 34-ე წუთზე ქართველების პირველივე სახიფათო იერიში პერანიძის ლელოთი და მატკავას ზუსტი გარდასახვით, პირველი ტაიმი კი 7:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი მატკავას ზუსტი საჯარიმოთი დაიწყო. ისევ მოგვეძალა „სქარლეთსი“, ისევ წავაგეთ დერეფანი, ისევ მაგრად დავუხვდით დაცვაში, იქით შევუტიეთ, აგორებული მოლიდან მამრიკიშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო მატკავამ ზუსტად გარდასახა. „შავმა ლომმა“ თანდათან დერეფანში თამაში გამოასწორა, შერკინებაში ბრწყინავდა, ინიციატივასაც ფლობდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ მატკავამ საჯარიმოდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართული ფრენჩაიზი 5 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ჩელენჯ თასზე 13 იანვარს საფრანგეთში „კასტრთან“ გამართავს.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი

მესამე ჯგუფი. მეორე რაუნდი

ჰლანეჰლი. Parc Y Scarlets

სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო) 7:23

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.

• უშო

მაისაშვილი ბევრად ჯობია კოკერილს, ნუ ვიქნებით დაუნახავები..

• გიორგი

ყოჩაღ ბიჭებო! მაისაშვილმა 6 წაგებულ დერეფანზე უნდა იფიქროს.

• გიორგი 50

ყოჩაღ ლევან, აფერუმ ლომებს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მაშინაც და ახლაც, უელსელებთან გადამწყვეტი როლი შერკინებამ ითამაშა... გთხოვთ, დავუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება და სპეციალური მომზადება მორკინალებს მომავალში...

• საღოლ ბიჭები, საღოლ მაისაშვილი

გენაცვალეთ ერთობაში, მხოლოდ წიინ...................

• Zviads

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიზარდოთ, მუშაობა, მუშაობა და ბევრი მუშაობა, სხვანაირად შედეგი არ მოვა... ყველამ უნდა გადადოს თავი, დაივიწყონ "გულაობები" სანამ მოქმედი სპორცმენები არიან..

• სოსო

გიორგის.ლევან მაისაშვილი,არ არის მსოფლიოს ტოპ დონის მწვრთნელი,მაგრამ ის,ქართულ რაგბში ძირის ძირობამდე ჩახედული და მასზე გადამკვდარი ადამიანია.არც ერთი უცხოელი მწვრთნელი არ გაიღებს იმხელა მსხვერპლს,ქართული რაგბისათვის,რამდენსაც ის,ან რომელიმე სხვა ქართველი მწვრთნელი.ვერც მის ხელფასზე მოიყვანს ვინმე,თუნდაც მისი ნახევარი დონის,უცხოელ მწვრთნელს.დღეისათვის,ჩვენი ნაკრები მზად არ არის,მსოფლიოს თასზე,თუნდაც ოთხეულში მოსახვედრად და ამიტომ,ელიტარული მწვრთნელისათვის,მაისაშვილისაზე სავარაუდოდ,სულ ცოტა 5-ჯერ მეტი ხელფასის გადახდას,აჯობებს ეს ფული,ისევ რაგბის განვითარებაზე დაიხარჯოს.მსოფლიოს თასზე ერთი-ორი ადგილით უფრო მაღლა გასვლას და მერე კვლავ უკან დახევას,სჯობია,რაგბის საერთო დონე ავწიოთ მაღლა და ფული ამაზე დავხარჯოთ,რადგან ეს გაცილებით უფრო ხანგრძლივ ვადიანი და სტაბილური აღმასვლის გარანტია გახდება.საერთოდაც,რაგბში,მსოფლიოს არც ერთი ნაკრები,ჩემპიონი არ გამხდარა,უცხოელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.ლევან მაისაშვილმა პირველი ნაბიჯებიდან,პირადად გამოზარდა,მამუკა გორგოძე და თუნდაც მხოლოდ ამას,სუსტი მწვრთნელი ვერ გააკეთებდა.მას კი,სხვაც ბევრი აქვს დამსახურება,ქართული რაგბის წინაშე.თემურ ქეცბაიასი არ იყოს,შინაურ მღვდელს,შენდობა არა აქვს და გვიანღა ვიგებთ მის ფასს.თუნდაც ამ თამაშში ასაეთ გუნდთან ასეთ გამარჯვებას,ფაქტობრივად ექსპერიმენტული შემადგენლობით,მხოლოდ მოთამაშეების დამსახურებად თვლით?მის ხელში ნაკრებმა ისეთი გამარჯვებები მოიპოვა,როგორზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით და მხოლოდ მსოფლიოს თასზე წარუმატებლობამ,ყველაფერზე ხაზი არ უნდა გადაგვასმევინოს.უმადურობა,ყველაზე დიდი ცოდვაა.

• დავითი

პერანიძეს ლელო არ დაუდევს..მოდებაძე იყო..ეს ისე ყოველი შემთხვევისათვის..

• გიორგი

გაიხარეთ ლომები! მსაჯიანად გადავჯეგეთ :)

• tngh

გილოცავთ ყველას... და გმადლოვთ!!!

სარაგბო ტერმინია ორივე. შესატყვისი არ აქვს და არც არის საჭირო, რომ ჰქონდეს. როგორც ჰოკეი ვერ იქნება ვერასოდეს ყვინჯი და ვიოლინო ყელფანდური ეგრე ვერ იქნება ვერც სინბინი რაიმე სხვა სიტყვა და ვერც ფრენჩაიზი. ნეოლოგიზმებს უნდა შევეჩვიოთ, ეს არ არის უკვე არსებული ქართული სიტყვების დამახინჯება და არაფერს ვნებს ქართულ ენას. სინბინი არის ყვითლის შედეგად 10 წუთით გაძევება. ფრენჩაიზი ან იგივე ფრანშიზა რაგბიში ეწოდება რომელიმე რეგიონის ან რამდენიმე რეგიონის გაერთიანებულ კლუბს, რომელიც მარაგდება იმ რეგიონებში არსებული კლუბების მორაგბეებით. ზოგჯერ ფრენჩაიზი როგორც ჩვენ შემთხვევაში მთლიანი შიდა ჩემპიონატით მარაგდება, ასეა ევროპის სუპერთასის სხვა კლუბებშიც, ფიჯის დრუაშიც და არგენტინულ პუმაში.

• გიორგი

კარგად დაიწყე, მაგრამ მაისაშვილზე ცდები. სუსტი მწვრთნელია.

• რეზო

მამრიქიშვილი) რაგბის ეროსი მანჯგალაძეა)) ვენაცვალე!

• rable

რა დამსახურებისთვის -საკვანძო მოთამაშეები ნაკრებში და სხვა ევროპულ კლუბებში გამოცდილებამიღებულები არიან და კლასის ხარჯზე აკეთებენ თამაშებს და რაც შავი ლომი არსებობს დერეფნის გათამაშება ვერ დაახვეწინა -ესაც ნაკრები ხოარაა -კლუბია და ერთათ არიან სულ და აუარება დროაქვთ ერთად სავარჯიშო...

• ალიკა

ვულოცავ ბიჭებს და მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას, სიმართლე რო გითხრათ არ ველოდი ასეთ შეხვედრას მეგონა დომინანტები იქნებოდნენ უელსელები მაგრამ კიდევ ერთხელ ჩემი და მთელი საქართველოს მადლობა ბიჭებს ამ თავგანწირული თამაშისთვის, მართლაც რასაც ქვია მოპარული ჟესტივით ათრიეს მთელი უელსური შერკინება, ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო კომენტატორი ნიაზი გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ, მაგარი ხალხი ხართ, გუშინდელი მთელი საქართველოს წარმატება თქვენ დააგვირგვინეთ ბიჭებო

• huntington

მაისაშვილი არ უნდა წავიდეს შავი ლომიდან.

• ზოლა

შენნაირმა ხალხმა უნდა წეროს კომენტარები ძმაო...

• ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!

გილოცავთ ყველას! მადლობა ლომებს! ავტორო, "გაასინბინა" და "ფრენჩაიზი" რა არის? ნუთუ ქართული შესატყვისი არ აქვს?

• სოსო

წინა თამაშის შემდეგ,კი დავწერე,რომ იმედი მქონდა,უკვე ამ გათამაშებაში მოვიპოვებდით,პირველ გამარჯვებას,მაგრასმ ოცნებაშიც ვერ ვიფიქრებდი,უკვე მომდევნო თამაშში თუ ასე დამაჯერებლად გავუსწორდებოდით,უელსელ მეტოქეს.არ ვიცი,შესაძლოა არც ისინი თამაშობდნენ,უძლიერესი შემადგენლობით,შესაძლოა არც დაგვაფასეს,მაგრამ ჩვენი გუნდიც ძალიან შორს იყო,უძლიერესი შემადგენლობისაგან.გამოდის,რომ ახალ მოსულის ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახეთ და გამოცდილ მეტოქეებს,ქვემოდან ზევით აღარ შევცქერით.მატჩის დასაწყისში,ეს შებორკილობა აშკარად იგრძნობოდა და ამას მსაჯიც აქტიურად უწყობდა ხელს,მაგრამ პირველ რიგში,ჩვენი კაპიტნის ბრწყინვალე მოქმედებებით,გუნდმა დაიბრუნა ფსიქოლოგიური წონასწორობა და რაც შემდეგ ვნახეთ,ამას ვერც წარმოვიდგენდი.ვიდეოებში გადაღებული მიწისძვრის კადრებში მინახია,მიწის ნაბზარის ორი მხარე ერთმანეთს რომ ეჯახება,შუაში მოქცეული კლდის ნაწილი,როგორ ამოიპრესება,მაღლა,ყინულების სვლისასაც მინახია,მსგავსი სურათი,მაგრამ სარაგბო შერკინებაში,ასეთი რამე,პირველად ვნახე.ჩვენმა მორკინალებმა,მეტოქის შერკინება,თითქოს რქებზე შეიგდეს და ჰაერში აათამაშეს.კარგ მინდორზე,არც ფიზიკურად გაგვჭირვებია და რომ არა სრულიად დაულაგებელი დერეფანი,მეტოქეს,გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებდით.დერეფანი,ისედაც ჩვენი სუსტი წერტილია,მაგრამ ძირითადი ჰუკერების ტრავმებმა,კიდევ უფრო გაგვირთულა,სიტუაცია.ახლა ბიჭებს,რაღაცა დრო მაინც აქვთ,რომ რამდენიმე კომბინაცია დაალაგონ და მომდევნო თამაშებში,ასე სუსტად აღარ გამოჩნდნენ.ლევან მაისაშვილმა,ჯერ სანაკრებო,ახლა კი საკლუბო დონეზე უელსელების ძლევით დაამტკიცა,რომ კარგი მწვრთნელია და იმ ერთი სანაკრებო წარუმატებლობის მიუხედავად,მასზე ხაზის გადასმა,ძალიან დიდი შეცდომა იქნება.მან ხუთი თითივით იცის,ქართული რაგბის ყველა კუთხე კუნჭული და სამომავლოდაც უნდა გვქონდეს,მისი იმედი.აიჩემეს,უცხოელი მწვრთნელი გვჭირდებაო!კი ბატონო,მაგრამ ამ შემთხვევაში,ისეთი უნდა მოიყვანონ,ვისზეც,გაცილებით უფრო დიდი ხელფასის გადახდა,კიდევ უფრო დიდ ხარისხობრივ ნახტომსაც მოგვცემს,ნაკრებისათვის,შავი ლომისათვის და მთლიანად ქართული რაგბისათვის.დღეს კი,ამ გამარჯვებას გილოცავთ ყველას,ვინც ქართული რაგბის გულშემატკივარია,მთელ სარაგბო კორპუსს და რა თქმა უნდა თვითონ შავ ლომს.ეს ერთი და სხვა ათასი,ბიჭებო!

• rable

გილოცავთ გამარჯვება და მადლობა ყველას.. ცოტა ფათაფუთა მსაჯი იყო და ერთი-ორჯერ უაზროდ ჩასტვინა ჯარიმებზე. ერთი ჩვენი კლასიანი ხისტი ბოჭვა ჯარიმად ჩაგვითვალა(არასამართლიანად). ყოჩაღ მატკავას, ორი ჯარიმის ვერგადატანა აუტზე ეპატიება(მანძილს გამოეკიდა). ნიაზ მამრიკიშვილი შეუჩერებლად ყვირის კომენტატორობისას და ხელისუფების საიმედო არხზეც ვუყურებდი სანახევროდ ოჯახობა რომ არ გამეღვიძებინა)) ხოდა ერთ-ერთი წამყვანი დერეფანზე კალიდორს ამბობდა)))) ხოდა ეს კალიდორები აქილევსის ქუსლად ვიქციეთ და ამის გამო ბიჭებს შრომა წყალში ეყრებოდათ რამის, რვა თუ ცხრა დერეფნის წაგება რა უბედურებაა, მეორე და მესამე დონის სამოყვარულო გუნდები არ აფუჭებენ ამდენს.. წარმატება ყველა ქართულ გუნდს

• Bs

თქვენ გენაცვალეთ გულში ლომებო!

• ეჰ

კარგი რა. ორივეთი უნდა ვამაყობდეთ მოგებაშიც, წაგებაშიც და თუნდაც განადგურებაშიც. ეგ არის ქვეყნის სიყვარული. ჩვენი სირცხვილი ის მენტალიტეტია რომელიც ამ ორ სპორტს ყოფს და შუღლს აჩენს ქართველ გულშემატკივარში, შეიძლება რომელიმე სპორტისკებ გაცილებით უფრო დიდი სიმპატია გქონდეს, მაგრამ როცა შენი ქვეყანა გამოდის ასპარეზზე ეგ მეათასე ხარისხიანი უნდა იყოს.

• რეზო

ვერც ვერავის, გვერდითი მსაჯის გარდა. ნაღდი მოგება წაგვართვეს, როგორც ფიჯისთაბ! საღოლ ბიჭებს! სასწაულია! იატორია დაიწერა! ასე რომ თუ ლევანს ვცვლით, მგონია კოკერილი არ არის საკმარისი

• Qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

გაიხარეეთ ლომებოოო. რაგბი ჩვენი თამაშია ფეხბურთი ჩვენი სირცხვილია

• 123

აუტი გამოსასწორებელია, ამ თამაშის შემდეგ გლოსტერთან წაგება უფრო დასანანია ვერ გამიგია ის ლელო რატომ გააუქმეს. ყოჩაღ ბიჭებო!

პირველად ვნახე პროფესიონალურ დონეზე შერკინებაში ბურჯი ასე დაჩაგრულიყო. ჰაერში რო აგწევენ კარეირეა უნდა დაასრულო :D ყოჩაღ ჩვენ პირველ ხაზს

• Geo

არა გასულ წელს არის . რა რიცხვში წერ კომენტარს მაგას მაინც დაუკვირდი.

• ანდრო

გილოცაავთ!!! მართლა ლომები არიან და ნაღდი - მებრძოლი სულის მქონე ქართველები!!!

• დიდება

გიოოცავთ. 13 დეკემბერსაა მომდევნო შეხვედრა?

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში

სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

ჩელენჯ თასი | ხუთი დებიუტანტი და ექვსი ცვლილება სასტარტოში

"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში

ჩელენჯ თასი | ქოქრილის ყოფილ გუნდთან ედინბურგში

ჩელენჯ თასი | სამი ცვლილება "სქარლეთსისთვის"

ლუკა მატკავა: "სქარლეთსი" მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება

"შავი ლომი" სტუმრად "სქარლეთსთან" დამარცხდა [VIDEO]

ჩელენჯ თასი | მეორე მეტოქე - "სქარლეთსი"

ჩელენჯ თასი | "შავი ლომი" უელსში დანაკლისით ჩავიდა

რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები

"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა