რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი “კასადემონტ სარაგოსაში” უიღბლო გამოდგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2 დღის წინ გააფორმა, დღეს კი უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში “ხირონას” წინააღმდეგ მოედანზე გასვლიდან 4 წუთში ფეხი იტკინა და თამაშში აღარ დაბრუნებულა.

სარაგოსელებმა მატჩი საბოლოოდ 81:74 მოიგეს, რაშიც სოლიდური წილი ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში მოთამაშე თად მაკფადენმა შეიტანა. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის ანგარიშზე 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თადმა 2-დან ერთი ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. თადი შეხვედრის MVP გახდა და მას ნამატჩევს ტრადიციული კომენტარი სთხოვეს:

”გამარჯვება კარგია და დღეს მოგებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩემი საზრუნავი და საფიქრალი ახლა მხოლოდ ერთია. ჩემს ბიჭზე ვფიქრობ, იმედია, რომ რატი კარგად იქნება. მალე უნდა გამოჯანმრთელდე და თამაშს უმოკლეს დროში დაუბრუნდე”, – განაცხადა მაკფადენმა.

რაც შეეხება იმ მცირე პერიოდს, რაც ანდრონიკაშვილი მოედანზე იმყოფებოდა, 22 წლის ქართველმა მხოლოდ 1 მოხსნის მითვლა მოასწრო. რატი სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე პერიოდიდან გამოჩნდა, თუმცა დაშავდა და მისი ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. "სარაგოსას" 17 მატჩიდან 8 მოგება აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ანდრონიკაშვილ-მაკფადენის გუნდი ბადალონაში "ხუვენტუდს" შეხვდება.

GBF.GE

ეეე
ისევ თადეუშის იმედზე ვართ.
Gio
არა შეჯდა მწყერი ხესა.....
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | "ტენერიფე" მე-3 ადგილისთვის მატჩში დამარცხდა
სეზონის MVP-ის ტიტულის მოგების მორიგი შანსი | შერმადინი ესპანეთის ლიგის 20 საუკეთესოს შორის მოხვდა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
[VIDEO] კვარაცხელიამ პსჟ "ლანსთან" დააწინაურა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
ორი რეკორდი დამყარდება - ადვოკაატი დაბრუნდა და მუნდიალზე ისტორია გადაიწერება
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
სამართალდამცავები სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს იღებენ - პსჟ ჩემპიონობას თანალაქელებთან მატჩის შემდეგ ვერ იზეიმებს?
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი "იუვენტუსში" - დეტალები გახმაურდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
ჰანსი ფლიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ხვიჩა ზედიზედ მეორე ჩემპიონობისთვის! - "ახლა ან აღარასოდეს"
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას "მონბუს ობრადოიროში" გააგრძელებს
ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
შერმადინი საუკეთესო იყო, მაკფადენი – გამარჯვებული
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
მაკფადენის 20 ქულა და გასვლითი გამარჯვება "ფუენლაბრადასთან"
"მურსიას" თებერვლის შეხვედრების განრიგი
მაკფადენის 21 ქულა და ანდრონიკაშვილის 45 წამი "გრან კანარიასთან" მოგებულ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში
ანდრონიკაშვილის საუკეთესო მატჩი ლიგა ენდესაში
ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 წუთში და "ობრადოიროს" მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში