"ნაპოლი" საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც იტალიის მოქმედი ჩემპიონები ქვეყნის სუპერთასის (Supercoppa Italiana) მოპოვებას ეცდებიან. გუნდი ახლა ცუდ ფორმაშია, თუმცა ამის შესაძლებლობა სხვა დროს როდის იქნება, არავინ იცის. შესაბამისად, მაქსიმალური მობილიზება და ხასიათის გამოსწორებაა საჭირო.

იტალიაში ტრენდს ბოლომდე აჰყვნენ, სუპერთასს 4 გუნდი გაათამაშებს, მატჩები კი საუდის არაბეთში, რიადის "ალ-ავალ პარკის" 25-ათასიან არენაზე ჩატარდება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ კლუბებთან ერთად იმსჯელა და დაადგინა, სუპერთასის მომდევნო ექვსი გათამაშებიდან 4 საუდის არაბეთში გაიმართება, ორის მასპინძელი კი გადასაწყვეტია. ტურნირზე გასული სეზონის ჩემპიონატისა და თასის 2-2 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. "ნაპოლი" ნახევარფინალში "ფიორენტინას" (18 იანვარს, ჩვენი დროით 23:00 საათზე) შეხვდება, მეორე დღეს კი "ინტერი" "ლაციოს" დაუპირისპირდება. ფინალი 22 იანვარსაა დაგეგმილი.

ტრიუმფის შემდეგ "ნაპოლიში" ბევრი რამ კარგად არ მიდის. იდეალური სეზონი არც "ფიორენტინას" აქვს და Supercoppa-ს მოგება მათთვის კარგი შანსი უნდა იყოს. ვიქტორ ოსიმენი კვლავ უნდა ჩაანაცვლონ, აფრიკის თასის გამო არ იქნება. ფლორენციელებს მთავარი საფრთხე ხვიჩა კვარაცხელიასგან ემუქრებათ. თავის მხრივ, მათ რიგებში გამორჩეული ნიკო გონსალესია, მაგრამ 6 გოლის გამტანი არგენტინელი დეკემბრის დასაწყისის შემდეგ ტრავმირებულია. ნეაპოლელებს მატიას ოლივერა უბრუნდებათ. "იები" იტალიის თასის (Coppa Italia) ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ნაპოლი" სამარცხვინოდ დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ვალტერ მაცარის გუნდმა "ფიორესთან" ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე (1:3) წააგო. "კვარასა" და მის თანაგუნდელებს რევანშზე ფიქრი მოუწევთ.

Supercoppa Italiana პირველად 1988 წელს ჩატარდა და ორ გუნდს შორის ირკვეოდა, თანაც, ახალი სეზონის დაწყებამდე. იტალიის სუპერთასის მატჩი საზღვარგარეთ 1993 წელს, ვაშინგტონში შედგა. ამ სტატუსის შეხვედრებს ჩინეთი, ლიბია, კატარი და საუდის არაბეთი აქამდეც მასპინძლობდნენ. ესაა შანსი, აღმოსავლეთში გულშემატკივრების რაოდენობა გაიზარდოს, საუდის არაბეთი კი, თავის მხრივ, ემზადება, 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს.

იტალიის სუპერთასი ყველაზე მეტჯერ "იუვენტუსმა" მოიგო - 9. ბოლოს ეს მათ 2020 წელს, თასის მფლობელ "ნაპოლისთან" შეძლეს. რაც შეეხება 1990 წლის Supercoppa-ს, მაშინ ნეაპოლურმა კლუბმა "ბებერი ქალბატონი" დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხა. "ნაპოლიმ" "იუვეს" 2013 წელს პენალტების სერიაში აჯობა, 2012-ში კი "შავ-თეთრებმა" (4:2) გაიმარჯვეს. გასულ სეზონში "ინტერმა" "მილანს" (3:0) მოუგო და თუკი ტიტულს შეინარჩუნებენ, ეს მათთვის მერვე სუპერთასი იქნება.

ტურნირის მთავარი ვარსკვლავები (ყველაზე ძვირადღირებულები) ხვიჩა კვარაცხელია და ლაუტარო მარტინესი არიან. ვნახოთ, შედგება თუ არა "ნაპოლისა" და "ინტერის" ფინალი. ტრავმის შემდეგ "ლაციოს" ჩირო იმობილე უბრუნდება, რომელიც ძველებურ ფორმაში არაა, თუმცა გუნდისთვის დიდი ძალაა. "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში 28 იანვარს, "ლაციოსთან" ითამაშებს, სადაც კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.

დავით 67
არის აქ რაღაც სიმართლე
ქ. გ.
ჯუღაევის ბოტების "აზრები" არ მაინტერესებს.
ქ.გ.-ს
მეტი საქმე არა გაქვს? გადი გარეთ ქადები ცვივა მაღლიდან
სოსო
გიორგის.შენ პირს შაქარი!
გიორგი
როგორც აგებს მასზე სუსტ მეტოქეებთან ისე მოიგებს მასზე ძლიერ მეტოქეებთან.
ბრაზი
სიტყვა "გულშემატკივარი"-ს მნიშვნელობა დაგვვიწყებია ან ვერ გაგვიაზრებია.გულბოროტნი გავმხდარვართ,სამწუხაროდ.
ქ. გ.
XIX საუკუნე - ქალები და ღვინო დაგღუპავენ! XX საუკუნე - გრძელი ენა და შურიანი მეზობლები დაგყუპავენ! XXI საუკუნე - არაკეთილსინდისიერი აგენტები და მეტიკტოკე ინსტაგრამელები დაგღუპავენ!
gela
ლაუტარო და დღევანდელი ხვიჩა სხვადასხვა განზომილიბები არიან. ის პროფესიონალია და ჩვენი ბიჭი ჯერ კიდევ ამ გზას ადგას (თუ მივიდა ბოლომდე)
მინდია
ნაადრევად ნუ ჩამოწერთ "ნაპოლის".ის გაისვრის,თანაც მძლავრად!
სოსო
რატომ ფიქრობენ,რომ ნაპოლი აქ უფრო მეტად ეცდება?მთლიანად დაშლილი გუნდი,რომელსაც ანგისა და ოსიმენიც გამოაკლდათ,როგორ მოიგებს სუპერთასს?არც პატრონი ჰყავთ,არც მწვრთნელი,ფედერაციაც მაგათ წინააღმდეგაა და ფეხბურთელებიც უკმაყოფილოები არიან.ფორმა საშინელი,განწყობა,კიდევ უარესი!წარმატებას ვუსურვებ,მაგრამ შანსი არ აქვთ.
მურთო
ფიორენტინა კარგ ფორმაშია, ბოლო 10 თამაშიდან ყველა ტურნირზე 1 აქვა მარტი წაგებული და 7 მოგებული. როცა ნაპოლის ბოლო 10 თამაში 6 წაგება აქვს.
მურთო
ფიორენტინა ძაან კარ ფორმაშია და ვფიქრობ ფავორიტიცაა ამ წყვილში. იმის ფონზე რომ ოსიმენი უკვე აფრიკის თაზე წავიდა და ფორვარდიც აღარაა გუნდში! ასეთ ფორმაში მყოფ ნაპოლის უპრობლემოდ გააგდეს ეს ფიორენტინა!
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
ფინალის დღე! ხვიჩა VS ლაუტარო - ვინ აღმართავს იტალიის სუპერთასს?
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა