"თელავი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გუნდის მწვრთნელად ოლეგ ვასილენკო დანიშნეს:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ჩვენს გუნდს 50 წლის რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის.

ოლეგ ვასილენკო: "გამარჯობა (ქართულად). მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ქართულს აქეთ მალე მასწავლით. გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. "თელავის" შესახებ მართლაც ბევრი ვიცი და მჯერა, ერთობლივი, მუხლჩაუხრელი მუშაობით ბევრ მივაღწევთ და უფრო მეტად განვვითარდებით. ბიჭებო, დავიხარჯოთ მაქსიმალურად, ვიმუშაოთ საერთო საქმისთვის, წარმატებისთვის. ზოგადად, ბევრმა შეიძლება საქართველოში ვერ გამიგოს და მერწმუნეთ, კრიტიკისთვისაც მზად ვარ, თუმცა მე საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ჩემი დიდი ხნის ნატვრაც ავიხდინე. ვიმეორებ, მე აქ ჩამოვედი წარმატების მისაღწევად და გულით მინდა, საფეხბურთო კლუბი "თელავი" ევროპაზე გავიყვანო და ევროთასებზე ვითამაშოთ".

ოლეგ ვასილენკო დაიბადა 1973 წლის 6 ოქტომბერს სტავროპოლში (რუსეთი) - ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ყოფილ თანაშემწეს მართლაც, რომ მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, ბოლოს ვლადიკავკაზის "ალანიას" თავკაცი გახლდათ, იქამდე კი სხვადასხვა დროს კურსკის "ავანგარდის", სარანსკის "მორდოვიას" და ვორონეჟის "ფაკელის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ოლეგ ვასილენკომ მწვრთნელობა 1996 წელს, მშობლიურ "სტავროპოლში" დაიწყო, მერე ცსკას აკადემიის ახალგაზრდული სექტორი ებარა, იქიდან კი მიეწყო "ჟემჩუჟინა", "სატურნი", ბელარუსის მინსკის" დინამო", "კრასნოდარი", "ანჟი", "ურალი", "სოჭი", ლატვიის "რფს რიგა", ლიეტუვას "ტრაკაი", კალინინგრადის "ბალტიკა" და ამ კლუბებში უმეტესწილად მთავარ მწვრთნელად იდგა, გუუს ჰიდინკის თანაშემწედ კი მახაჩყალის "ანჟიში" 2012/2013 წლების სეზონში მუშაობდა და თვით ლეგენდარულ ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ავარჯიშებდა".

ვაჟა
რუსეთზე მეტს არ იმსახურებთ
ვაჟა
ცეცაძე=0
გ
რუსეთი რასაც აკეთებს და როგორც იქცევა ეგ პოლიტიკაა? აღარ გაგატანიბებთ თქვენსას!!!!
გოგლა
ფუ თქვე დებილები სად პოლიტიკა და სად სპორტი. ჩამახედა თქვენს თავებში რა გიდევთ შიგგგ... უბადრუკების ბრბო ხართ. ამიტომ არ ეშველება საქართველოს არასდროს, ასეთი მოაზროვნე ხალხი რომ ცხოვრობს. ფუუუუ თქვენი..........
ტიგრანა პაპა
კახელებს მუხლებზე ფიცი აქვთ მიცემული რომანოვებისთვინა.
ppappa
ყოველ მეორე კახელს სომეხი ბაბოი ყავს და რუსები მაგათი ხაზეინება.
პატრიოტი
თელაველებო, ქართველი მწვრთნელი ვერ იპოვეთ? სომეხი, ახლა რუსი, რომელია ცეცაძეზე უკეთესი, ცეცაძის გუნდები ჩემპიონები ხდებოდდნენ, ახალგაზრდულები კი ტოლსწორად ეთამაშებოდნენ ინგლისსა და საფრანგეთს
პატრიოტი
თელაველებო, ქართველი მწვრთნელი ვერ იპოვეთ? სომეხი, ახლა რუსი, რომელია ცეცაძეზე უკეთესი, ცეცაძის გუნდები ჩემპიონები ხდებოდდნენ, ახალგაზრდულები კი ტოლსწორად ეთამაშებოდნენ ინგლისსა და საფრანგეთს
dd
10 წელია რუსეთის მე-5 კოლონა გყავს ხელისუფლებაში. შენ თუ ქვეყნის ბედი გაღელვებს, ამაზე უნდა ლაპარაკობდე და არა ნაცებზე, რომლებიც აღარ არიან და არც იქნებიან. ნაცებს რა დანაშაულიც აქვთ ჩადენილი, შენი საყვარელი ქოცობა მათთან გარიგებაში რომ არ იყოს შესული, ახლა ეგ პარტია აკრძალული იქნებოდა, ხოლო მისი წევრები ციხეში იჯდებოდნენ სამშობლოს ღალატისთვის. თუმცა საპირისპიროს კი ვხედავთ. ორივე ეგ პარტია ქვეყნის მტერია, ხოლო თუ ქართველ კაცს რუსები არ უყვარს, ნაცი არაა. შემირცხვენია ის ქართველი, ვინც რუსს მტრად არ აღიარებს.

აი კომენტარებში შემოსევიან ნაცები რომლებიც კაბაჩაცმულები გარბოდნენ ომის დროს 2008-ში..თანაც შეღებილი იყვნენ ეს უბადრუკები,
ქ. გ.
უკრაინული გვარი არ ნიშნავს, რომ უკრაინელია. თუ რუსეთში ცხოვრობს და პუტინი უყვარს, მის გვარს რა მნიშვნელობა აქვს? უკრაინაში მცხოვრები უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილიც პრორუსულია. ვინც პრორუსულია, ის ჩვენი მეგობარი არ არის.
giorgi
გამახარეს ძველით ახალ წელს ტყუილი თქვა ყველაფერი რა ევრო თასებზე გასვლა ეგ ილაპარაკე შEნთან ტიუმინში საიდანც ხაარ
გენა
საიდან მოათრიეს რუსი? თფუ
ბებიკომ
სტავროპოლში ბევრი უკრაინელი ცხოვროობს.
ქ. გ.
თელავის გულშემატკივრებო! ბოიკოტი გამოუცხადეთ მფლობელსა და მის მწვრთნელს. თამაშებზე ნუ ივლით.
giorgi
ეჰჰ მაინც არ გამოვაა არააა ისე არჩევნებზე პუტინს მისცა ხმაა?!
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
"თელავმა" მთავარი მწვრთნელი გადააყენა
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
კახური დერბი "თელავმა" მოიგო
ეროვნული ლიგა. V ტური. "დილა" - "თელავი" [LIVE]
"თელავის" მწვრთნელად არმენ ადამიანი დანიშნეს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
"თელავმა" 23 წლის რუსი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]