"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "კასტრთან" სტუმრად გამართული შეხვედრის შემდეგ დამწყებ 15-ში 4 ცვლილებაა.

სარაგბო ახალი წელი, რომელიც 20 იანვარს "მიხეილ მესხზე" შედგება, 13 საათიდან დაიწყება და საზეიმო განწყობა პიკს 17 საათზე მიაღწევს. სწორედ ამ დროს იწყება "შავი ლომისა" და ფრანგული გრანდის, "კლერმონის" თამაში. საგულისხმოა, რომ დასკვნითი ტურის წინ, ჩელენჯ თასის დებიუტანტი "შავი ლომი" ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ტრავმიდან ორი დაბრუნდა

ერთი კვირის წინ კასტრში გამართული მატჩის შემდეგ შერკინების ხაზში ოთხი ცვლილებაა. ტრავმა მოიშუშეს და ძირითად შემადგენლობაში ბრუნდებიან მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი.

ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება, რომელიც ჩელენჯ თასის მატჩს ძირითადში პირველად იწყებს. მესამე ხაზში დამწყებთა შორის არიან სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი.

ერთი ცვლილებაა პირველ ხაზში. კვაჭმა თენგიზ ზამთარაძემ ტრავმის შემდეგ პირველი შეხვედრა კასტრში ჩაატარა და თამაშში მარქაფიდან ჩაერთო, ამჯერად კი ძირითადშია. დამწყებთა შორის არიან ბურჯები – დათო აბდუშელიშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი.

წინა თამაშის შემდეგ უცვლელია უკანა ხაზი. გიორგი მარგალიტაძე ლუკა მატკავას შეუწყვილდება; ცენტრში მერაბ შარიქაძეს და გიორგი კვესელაძეს ვიხილავთ; ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე იდგებიან, ფულბეკი კი მირიან მოდებაძე იქნება.

მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ, მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა და მესამეხაზელმა გიორგი კერვალიშვილმა. ბურჯებად მარქაფაში არიან ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე, ხოლო ხაზში ალექსანდრე ჯიღაური, თორნიკე კახოიძე და ლუკა ცირეკიძე შევლენ.

კაპიტნის ვარჯიში

დღეს დილით "შავმა ლომმა" "მიხეილ მესხზე" კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ "კლერმონთან" მატჩის მოლოდინებზე ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: "თუნდაც რამდენიმე თვის წინ ვერავინ იფიქრებდა ჩელენჯ თასზე თუ ვითამაშებდით, იქ მიღების შემდეგ კი ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს შანსებს. ეს ლოგიკურიც იყო, მაგრამ ყველას და პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცეთ, რომ კარგი თამაშების ჩატარება და გამარჯვებები შეგვიძლია. ის, რომ დღეს გულშემატკივარი "კლერმონთან" გამარჯვებას ითხოვს და ჩვენც იგივეს ვითხოვთ საკუთარი თავისგან, უკვე დიდი გამარჯვებაა. მწვრთნელისა და მორაგბისთვის არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, საკუთარ კედლებში, ასეთ ატმოსფეროში ითამაშოს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ.

ყველა ქვეყნის გუნდს თამაშის საკუთარი სფეციფიკა აქვს. ფრანგები შეტევაში გაცილებით სახიფათონი და მრავალფეროვანი არიან და ფაქტობრივად არაფრისგან შეუძლიათ ქულის აღება. "კასტრთან" რამდენიმე საკვანძო მოთამაშე დაგვაკლდა. მათგან ორი – მიხეილ ბაბუნაშვილი და ლუკა ივანიშვილი დაგვიბრუნდა, თენგიზ პერანიძე კი ამჯერადაც დაგვაკლდება. მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მოედანზე საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტები ვიყოთ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ".

მერაბ შარიქაძე: მნიშვნელოვანი და პრინციპული თამაში გველის. "კლერმონს" ქართულ რაგბისთან მჭიდრო კავშირი აქვს, მის რიგებში არაერთ ლეგენდარულ ქართველ მორაგბეს უთამაშია და ეს ფრანგების დამოკიდებულებაშიც ჩანს. ისინი თბილისში ფაქტობრივად უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ვიცით, რომ ურთულესი იქნება გამარჯვება, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ლევან მაისაშვილთან, როგორც მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობის გახანგრძლივების შანსი გვექნება, თუ ფლეი ოფში გავალთ, მაგრამ რეალობასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. "კლერმონი" მაგარი გუნდია, ჩვენ მოტივირებულები ვართ და ველოდებით გულშემატკივარს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, წინ ძალიან მაგარი, სანახაობრივი თამაში გველოდება".

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი

მესამე ჯგუფი. მეოთხე რაუნდი

თბილისი. მიხეილ მესხი. 20 იანვარი. 17:00

შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

Rugby.ge

ბს
ფეხბურთზე ლამის ჭ ლიგის ყველა ჭორს წერთ და ასეთი მნიშვნელოვანი თამაში იყო და არაფერი არ გიწერიათ. მერე რა რომ წავაგეთ
ბს
არ დადოთ აბა ინფორმაცია თამაშზე,
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცმა" ისევ მოიგო [VIDEO]
ჩელენჯ თასი | ქოქრილის ყოფილ გუნდთან ედინბურგში
"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]
"კლერმონი" – მრავალგზის ფინალისტი თბილისში
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
"იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ" - მიქაუტაძის კომენტარი "კლერმონთან" მატჩის შემდეგ
"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა