ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"სიმართლის თქმის უფლებას არ გაძლევენ" - ლინეკერი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე

"სიმართლის თქმის უფლებას არ გაძლევენ" - ლინეკერი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე

<p>ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და ამჟამად, საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.</p><p>"ბარსელონას" ექსთავდამსხმელმა ტვიტერში გამოაქვეყნა პოსტი ფეხბურთიდან ისრაელის მოკვეთაზე, თუმცა მოგვიანებით ის წაშალა. გარი "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა გააკრტიკეს. ლინეკერი კი მიიჩნევს, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ.</p><p>"ყველა, ვისაც ამ თემაზე ვესაუბრები, ფიქრობს: "რა ჯანდაბა ხდება?!" მაგრამ როცა პირს აღებ ან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებ - ყველაფერი ტოქსიკური ხდება. რა აზრიც უნდა დააფიქსირო, შეტევა ყოველთვის აგრესიული და მძლავრია. როგორ შეიძლება, მშვიდობის სურვილი განსჯადი იყოს? ნამდვილად არ მესმის. არაა აუცილებელი ისლამოფობი იყო, რათა ჰამასის მოქმედებები დაგმო და ანტისემიტი იყო, რათა ისრაელის სახელმწიფოს ქმედებები გააკრიტიკო. რაც ახლა ხდება, ეს მიუღებელია, როცა დაღუპული ბავშვების რიცხვს შევხედავ, ცუდად ვხდები.</p><p>ებრაელი მეგობრები ისრაელის მხარდაჭერას მთხოვდნენ. მარტივი პასუხი მქონდა: "არავითარ შემთხვევაში!" და მათაც მოვუწოდე იმავეს გაკეთებისკენ. ვიცი, რომ პრობლემა არა ებრაელ ხალხში, არამედ ხელისუფლებაშია. ისიც მესმის, რომ მთავრობა 7 ოქტომბერს მომხდარ ამბებზე რეაგირებს, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, 1 აფეთქების პროპორციული 80 აფეთქება არაა," - თქვა ლინეკერმა.</p><p>ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ მიმდინარეობს. დაპირისპირება გამწვავდა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის სამხედრო ფრთა ისრაელის მიერ კონტრორილებურ ტერიტორიებზე შეიჭრა, რასაც დაახლოებით, 1200 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ამის საპასუხოდ ისრაელის სახელმწიფომ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო - ებრაული მხარის მოქმედებებს 25 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 62 000-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.</p><p><strong>მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით</strong></p><p><br></p>

  • მძაღო

    პალესტინა,ისტორიულად არასდროს ყოფილა არაბული ტერიტორი.ასევე პალესტინელი,როგორც ერი არ არსებობს.პალესტინაში ოდითგან ცხოვრობდნენ მხოლოდ გამუსლმანებული თუ მუსულმანი სხვადასხვა ერები!ეს კარგად იციან არაბებმა და ამიტომაც არ ანხორციელებენ შესაბამის სამხედრო მხარდაჭერას ჰამასისა და პალესტინელების მიმართ!

  • ვაახ-ს

    ბიბლიაში წერია ყველაფერი და წაიკითხე. ეს ნებისმიერმა ქართველმა იცოდა თავის დროზე, როცა ერი ჭეშმარიტად ქრისტიანი იყო, ახლა სხვა დროა, აგერ კაცი მეკითხება სად წაიკითხეო და არც რცხვენია ამ შეკითხვის. ამას მგონი დავითი მარტო აღმაშენებელი გაუგია და დავით მეფსალმუნეზე აზრზე არაა.

  • ვაახ-ს

    ბიბილიაში, ბიბლიაში შე უტვინო.

  • Status quo

    ისრაელი მართალია არაბებთან.შურისძიება საჭიროა,მაგრამ ცოტა ზედმეტი მოსდით?ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს პალესტინის საკითხი.ქრისტეს დროს სიტყვა პალესტინა არ არსებობდა.ეს დაირქვეს ებრაელების ტერიტორიაზე შემოჭრილმა არაბებმა.

  • ვაახ

    შენ რომელი წიგნში ამოიკითხე ეს მეც მინდა წავიკითხო და რასაც აქ წერ აქაური იქაურია მე მგონია რომ ეს ტყუილია და შენ სიცრუეში ხარ შეყვანილი

  • თემო

    ისრაელის სახელმწიფო და ხელისუფლება რომ ტერორს ახორციელებენ, უდნაშაულოებს ხოცავენ და გასაკრიტიკებელია, ისრაელის მიმართ ისეთივე მიდგომა რომ უნდ იყოს, როგორც რუსეთის ხელისუფლების მიმართ, ეგ სდაოც არ არის. ლინეკერს სრულიდ ვეთანხმები. თქვენი კომენტარი კი თემასთან არაფერ კავშირშია. იესო, ღვთისმშობელი და სახარების ავტორები რომ ებრაელები იყვნენ, ისიც გაიხსენეთ, ჯვარს სწორედ ებრაელებმა აცვეს. ისინი და ახლნდელები ერთმანეთთან იმ კავშიტშია, რომ მშინდელი და ახლანდელი ისრაელის ხელისუფალი დანაშაულს სჩადიოდნენ.

  • ბმბ

    აქ ვინც რაღაცეებს აკომენტარებთ, ის თუ იცით, რომ ქრისტე ისრაელში იშვა, რომ დედა ღვთისმშობელი მარიამი ებრაელი იყო, წმინდა პეტრე, პავლე, ლუკა, მათე, იოანე, მარკოზი და უამრავი წმინდანი ებრაელი იყო, ეს ყველაფერი შემთხვევითია? ბრიტანეთს რომ არ გადაეწყვიტა, ქვეყანა, სადაც ქრისტე იშვა სახელმწიფოდ არ უნდა არსებობდეს? ცოტა წიგნიც წაგეკითხათ, სანამ ებრაელების გინებას დაიწყებთ, არ გაწყენდათ. თქვენ რომ სუფთა ქართული სახელები გგონიათ, ყველა ებრაულია: იგივე ლუკა, მათე, პროკოფი, ამბაკო, გაბრიელი, გედევანი, დავითი, ელისაბედი, ეთერი, მარიამი, იოსები, იოკიმე და ა.შ. ებრაელებს რაც მაცხოვართან მიმართებაში შეეშალათ, ამაზე მათ უდიდესი საზღაური გადაიხადეს და დღემდე იხდიან, ხომ არ შეიძლება, რომ ისინი ამის გამო მუდმივად გინების და დევნის ობიექტები იყვნენ. ერთადერთი ერია, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს, ყველა სხვა ერი კერპთაყანისმცემელი იყო ქრისტემდე. ებრაელებმა რაც ბიბლიაში ეწერა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი მესიას მოავლენდა, ვერ დაიჯერეს და ახლაც მესიას ელიან. ესაა მათი დიდი ტრაგედია და ამის გამო არიან ისინი ასე მწარედ დასჯილები, სამშობლო არ ჰქონდათ 1948 წლამდე, რაც მე არ მიმაჩია სამართლიანად, ებრაელები იმსახურებენ საკუთარ ქვეყანას, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს რუსებს და რუსეთუმეებს. არაბების მხარეს როგორ ხართ ქართველები, ამ უჯიშოებმა საქართველოს რამდენი ზიანი მიაყენეს. მთელი აზია დაიპყრეს თავის დროზე და ახლა რომ ჰკითხო, თურმე ოდითგანვე მათი ყოფილა ეს მიწები. როგორც ძალით დაიპყრეს ეს მიწები თავის დროზე, ისევე ძალით დაიბრუნეს ებრაელებმა. იერუსალიმი როგორ უნდა იყოს არაბების?! ან გადახედეთ ისტორიას: რა მისცა მსოფლიოს ებრაელმა ერმა და რა მისცეს არაბებმა. ერთი არაბი მეცნიერი დამისახელეთ, ვინც კაცობრიობას რამე ღირებული შესძინა ან რაიმე გამოგონება, ასეთი არ არსებობს.

  • alexandre

    შენ ეი, ბიხტორ! აფხაზეთი რომ სახელმწიფო იყო,დედაქალაქი ქუთაისში იყო. სად ერეკლე და სად აფსუების ჩაინიკი.

  • უცნობი

    რას დამგვანებია სიბერეში, რა სიმპათიური ბიჭი იყავი გარი ახალგაზრდობაში. ეჰ, старость не в радость!

  • ჟორა გაბრიჭიძე

    ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ტყვიას, მხოლოდ რუსული ავტომატები ისვრიან, დანარჩენების კი კამფეტებს, ანუ იმას რაც ამერიკელებს უნდათ.

  • არსაკიძე

    და სხვათაშორის მაშინ გაერომ გადაწყვიტა რომ ისრაელის გვერდით პალესტინის სახელმწიფოც უნდა არსებულიყო, თუმცა ისრაელი დღემდე უგულებელყოფს გაეროს ამ გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად უშლის ხელს პალესტინის არსებობას, ჰამასიც კი ისრაელის დაარსებულია, რათა შემდგომ პალესტინის ეროვნული ხელისუფლებისთვის ხელისშემშლელ ოპოზიციურ მოძრაობასავით გამოეყენებინათ

  • ბიხტორა

    ლინეკერის აზრები და განცდები არ ვიცი,თუმცა ყველას ავიწყდება,რომ ისრაელი არის ხელოვნურად ჩამოყალიბებული ქვეყანა,დიდმა ქვეყნებმა შექმნეს და ეს სამართლიანია? ვიღაცამ ბრიტანეთში გადაწყვიტა,რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა არსებობდეს და გააკეთეს,თუმცა არავის უკითხავს პალესტინელების აზრი,რატომ? თუ პალესტინელები ადამიანები არ არიან? აგერ ღრუსეთმა გადაწყვიტა,რომ აფხაზეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი,რატომ ედავებით,აღიარეთ და გაგრძელეთ ცხოვრება. აფხაზეთის სამეფო არსებობდა და ცალკე გამოყოფის იმაზე მეტი მიზეზი აქვთ,ვიდრე ისრაელს ქონდა,ხოდა რას ვდაობთ მაშინ? თუმცა ეს ხო არ ნიშნავს რო ქართველი ამას შეეგუება,რადგან დიდმა ქვეყანამ თქვა,რა ასე არ არის? თუ არ შეეგუები და იბრძოლებ,რუსები ჩამოაგდებენ ბომბებს და მერე ვიღაცა იტყვის,ქართველებმა დაიწყეს და ისინი ღირსები იყვნენო,თუმცა დიდ სახელმწიფოს არ გადაეწყვიტა თემა ასე და არ იქნებოდა კონფლიქტი. ასე არის ისრაელშიც,დიდმა გადაწყვიტა და პალესტინელები არ ეთანხმებიან ამას,რა ასე არ უნდა იყოს? თან ბორელმა თქვა,რომ ჰამასი ისრაელის დაფნანსებით არის შექმნილიო და ისიც ტყუის? რაც შეეხება იმას,რომ რუსეთის და ისრაელის ერთ დონეზე განხილვა მიდის,ესეც სწორია და ამას ამერიკაც უნდა დაემატოს. ადამიანების კვლა არ მოსულა,ვინც ამას აკეთებს ყველა მკვლელია,მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა. 20 წელი ხოცა ამერიკამ ხალხი ერაყში და ავღანეთში ტერორისტების მოკვლის მოტივით,თუმცა არავინს საუბრობს ამაზე და რატომ არის რუსეთზე უკეთესი ეს ქვეყანა? რუსეთი აშავებს უკრაინაში,ამერიკა აშავებს ახლო აღმოსავლეთში,ხოდა თუ ადამიანი იტყვის იმას,რომ რუსეთი და ამერიკა არის ბოროტების იმპერიები,რატომ იქნება მტყუანი? დიდი სახელმწიფოები ქმნიან ხელოვნურად კონფლიქტებს და ამით მდიდრდებიან,პატარა ქვეყნები კი ერთ ადგილს ულოკავენ თავისი მოსახელობიანად.

  • საქარᲗველოს Შვილი

    სრულიად გეთანხმები

  • გია

    აზრი ორად დასავლეთშია გაყოფილი და არა ისრაელში.

  • Gia

    ჰამასიც და ისრაელის მთავობაც ერთნაირი ტერორისტები არიან ზუსტად. ორივე ბავშვებს ხოცავენ და ცდილობენ გაამართლონ რამენაირად თავისი ბოროტება

  • კორბენას

    გეთანხმები მეგობარო ნამდვილად მასეა მაგრამ ბევრს არ აქვს ნორმალურად აღქმის უნარი და ისრაელს უხსენებელ ქვეყანას ადარებენ.

  • სოსო

    ისრაელის შექმნის პირველივე დღიდან,გარშემო არსებული არაბული ქვეყნების მთავარი მიზანი,მისი განადგურება გახდა და არა ერთხელ დაიწყეს ომი.ებრაელებმა მწარე გამოცდილებით იციან,რომ მათ წინააღმდეგ,მხოლოდ ძალა სჭრის და რაც სჭრის,იმას უპირისპირებენ.ეს უკვე მერვე ომია,რამდენადაც მახსოვს და ყოველ ჯერზე,მას არაბები იწყებდნენ.ისრაელმა რამდენჯერაც რაღაცა დაუთმო,თუნდაც ჰუმანიტარული,თუნდაც პოლიტიკური მოსაზრებებით,იმდენჯერ,უარესი აგრესია მიიღო.ამიტომაა,რომ არჩევს,საკუთარი უსაფრთხოება,მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული და არაბებს,მის წინააღმდეგ რაიმეს გაკეთების საშუალება არ მისცეს.პალესტინა,მთლიანად ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელში და ესე იგი,მთელი ქვეყანა,ისრაელის ფიზიკურ განადგურებაზე ოცნებობს.არც თავს ზოგავენ და მით უფრო,არც ისრაელს.თუ მთლიანად განადგურდება ეს ძალა და აღარც მომავალში ექნება,ისრაელის წინაარმდეგ ტერაქტების ჩატარების საშუალება,მაშინ აღარც თვითონ პალესტინელები აღმოჩნდებიან,ძალადობის მსხვერპლნი.ებრაული საზოგადოება,გაცილებით უფრო დემოკრატიული და ტოლერანტულია,ვიდრე მის გარშემო არსებული არაბული გარემოცვა.გასაგებია,რომ არაბებს არ მოსწონთ,მაგრამ ისრაელი ამას არ დათმობს და ყველაფერს იღონებს,რომ გარე ძალებს,მის წინააღმდეგ მოქმედების,ყველანაირი საშუალება წაართვას.ისრაელის უსაფრთხოება,მათთვის უპირველესი მიზანია

  • Irakli

    ქართველს-ს თუ სიმართლეს ამბობ დადე ლინკი, ან აქამდე რატომ არ დადე, ან გამოვა რომ რუსულა ნარატივს ავრცელებ!

  • პასუხი

    კი დაწერა და ამ საიტზეც დევს რამდენიმე. შეგიძლია აქ მოძებნო ან მის პირად სოციალურ ექაუნთზე გადახვიდე და წაიკითხო. ერთი კიარა ბევრი პოსტი დაწერა უკრაინაზე და რუსეთზე ზუსტად იგივე შინაარსით. და რუსი სპორტსმენების მოკვეთის დიდი მომხრე იყო როცა განიხილებოდა.

  • თომა

    სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ყოველთვის ესე იყო, ძალა ყოველთვის ხნავდა აღმართს.

  • დავიდუსი

    ადამიანს არავის სიკვდილი არ უნდა უხაროდეს?მაგრამ არსებობს სიტუაცია, ხამაზმა იცოდა რაც მოყვებოდა იმ უაზრო ხოცვა ჟლეტას და ტყვეების აყვანას ხომ! ზუსტად ისე იქცევა ისრაელი! მითხარით რამდენი პალესტინელი გამოვიდა და დაგმო თამაშის ქმედება? მე პირადად არცეთი არ მომისმენია! მეორეც ამდენ ხანს რომ გაეთავისუფლებიათ ის ტყვეები,ხომ მეტი შანსი იყო ,რომ მშვიდობა აღდგენილიყო? რატო არ ათავისუფლებენ? ძალიან ბევრი კითხვებია,რომელზეც ჩვენ არ ვიცით პასუხი.

  • კორბენა

    განსხვავება იცით რაშია ? ისრაელის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი - ზოგი ამართლებს მათ სისასტიკეს, რადგანაც ეს არაბების მიერ მოწყობილი სასაკლაოს საპასუხო ქმედებაა. ზოგი კი პირიქით, თვლის რომ მათ ძალიან გადაამეტეს. ეს აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია, ასეც უნდა იყოს. ახლა კი ვნახოთ რა ხდება არაბულ სამყაროში და ზოგადად მუსლიმებში. პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ მანამდე ვიდრე ისრაელი საპასუხო ოპერაციას დაიწყებდა, უკვე უპირობოდ უჭერდნენ მხარს ჰამასს, ამართლებდნენ იმ ტერორისტულ სიგიჟეს რაც მათ მოაწყვეს იმ დღეს. სანთლით საძებარი აღმოჩნდა ისეთი მუსლიმი, რომელიც ამას დაგმობდა. ჰოდა რას ვერჩით ისრაელს ? რომ არა მათი პრინციპულობა და სიმკაცრე, არაბული სამყარო უბრალოდ გადათელავდა მათ. ლინეკერი რუსებს უძვრება, როცა ებრაელი სპორტსმენების დაბლოკვაზე საუბრობს. არადა ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა არ გამოვა. ვინც ამ დროს ორმაგ სტანდარტებზე ბლუყუნებს, ჩვეულებრივი ბეცია.

  • ქართველს

    ლინეკერს ყველაფერში ვეთანხმები. შენ კი ჯობია ნაკლებად დაიჯერო, რასაც აქაური ნაც ტელევიზიები ცრუ იმფორმაციებს ავრცელებენ. ისე იძახი თითქოს შენი თვალით გაქვს ნანახი და იქ შეესწარი ამდენი "ბავშვების ძალადობაზე" არა? იმისა არ იყოს "ბუჩაში მომხდარ დადგმულ სპექტაკლზე" მთელი ქუჩა ვითომ გვამებით, რო იყო მოფენილი და ის ვერ გათვალეს, რო მაგ დროს სხვა ჟურნალისტებიც იყვნენ და ერთმა დააფიქსირა კიდევაც და მერე მთელ მსოფლიოს მოედო კადრი, როცა ერთ-ერთი დაქირავებული "გვამი" დაიღალა წოლისგან, თავი წამოყო და სიგარეტი მოითხოვა. მე არ ვიძახი, რო არ არიან ორივე მხრიდან დაღუპულები, პირიქით უაზრო ომია და რასაკვირველია მსხვერპლიც უამრავია. უბრალოდ ტელევიზიებმა და მათმა ჟურნალისტებმა უნდა გადმოსცენ რაც არის და როგორც არის, ობიექტურად და არა ისე როგორც თვითონ აწყობთ. ლინეკერის თქმისა არ იყოს, სიმართლეს იტყვი და ეგრევე აქაური თუ იქაური ლიბერასტკა მომხრეები, ეგრევე იარლიყს გაკრავენ: "შენ რუსეთის მომხრე ხარ". ვინც მაგას მომაკერებთ, ფეხის გულებზეც მკიდიხართ.

  • Helados

    ორმაგი სტანდარტები ღუპავს მსოფლიოს და ზოგადად დღევანდელი საგანგაშოდ დამკვიდრებული უსამართლობა. ისრაელს ეპატიება სხვას არა იმას ეპატიება მას არა რატომ? მიზეზი მარტივია ხაარ გაბატონებული ძალის მხარეს შენთვის ძალის გადამეტება, ხოცვა ჟლეტა მოსულა. არ ხარ მათთან "ჩაგწიხლავენ" გაგრიყავენ ეგრევე ოდნავადაც კი რაიმეში მათ ინტერესებს არ დაემორჩილო და ქედი არ მოუხარო. აი ასეთი "დაძალებული" სამართლიანობა მეფობს დღეს მსოფლიოში.

  • ქუთაისელი

    მართალია ეს კაცი. ებრაელი ერი ჩვენი მეგობარია, მაგრამ 25000 კაცის ამოხოცვა ეს უკვე გენოციდია. ნაცისტები რომ ამბობდნენ: ყველა ებრაელი ცუდია და უნდა განადგურდეს, ასევე პროპაგანდოირებს ისრაელის ხელისუფლება: ყველა პალეტინელი ტერორისტია და უნდა განადგურდეს. ყველა ნამდვილად ვერ იქნება ტერორისტი! ირანის ბრალია რომ უჩხიკინებს პალესტინელ ტერორისტებს, და დიდი სახელმწიფოები რომ პატარა ერების წაქეზებით ერთმანეთს აომებენ, რომ თავისი ჩაწოლილი სამხედრო იარაღი გაასაღონ და სამხედრო მრეწველობა ახალი დატვირთებით ტრილიონებზე აამუშავონ. ღმერთო, მადლობა რომ არ წამოვეგეთ პროვიკაციებს და მშვიდობა გვაქვს.

  • ქართველი

    ერთი პოსტი მაინც დაეწერა ლინეკერს რო რუსეთი ტეროსისტული სახელმწიფოა და რასაც უკრაინაში 2 წელია აკეთებს ეწინააღმდეგება ყველანაირ საერთაშორისო სამართალს და მერე დავიჯერებდი მის გულწრფელობას. იგივე ეხება სხვებსაც მაგალითად უფს ის მებრძოლებს ხაბიბ ნურმაგომედოვს და ხამზატ ჩიმაევს. ხმა არამოუღიათ უკრაინაზე, სადაც ათასობით ბავშვი გააუპატიურეს აწამეს ქვეყანა თავზე დააამხეს ბაღები დაბომბეს და ისრაელი ჰამასის კონფლიქტი 15 წუთის დაწყებული არიყო აიკლეს ინსტაგრამი პალესტინელებს ჩაგრავენო.

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

"მესის ამაში ვერავინ შეედრება" - ლინეკერმა არგენტინელზე ისაუბრა

ლინეკერმა იკითხა - კიდევ საკამათოა, ვინაა უდიადესი? მორგანმა უპასუხა

ლინეკერმა ოსიმენს ინგლისურ კლუბში გადასვლა ურჩია

ლინეკერი და შირერი გეი-წყვილი ეგონათ - ალანი აღშფოთდა

"ვოცნებობ და იმედი მაქვს" - ლინეკერი "ბარსელონაში" მესის შესაძლო დაბრუნებაზე

ლინეკერი: კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისევე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა