საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი რამაზ გოგობერიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

"დიდი ტრაგედია დააყდა თავს რუსთავულ და ზოგადად ქართულ საკალათბურთო სამყაროს. 51 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი, რუსთავული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რამაზ გოგობერიშვილი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს რამაზის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, რუსთავისა და მთლიანად ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას

რამაზ გოგობერიშვილის კარიერის მნიშვნელოვანი ეპიზოდები:

– 16 წლისა ჩაირიცხა თბილისის"დინამოს” დუბლებში, ხოლო 17 წლისამ"დინამოს” ძირითად გუნდში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

– დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში სამ კლუბში უთამაშია: რუსთავის"აზოტში” (მოგვიანებით"ენერჯი–ინვესტი”), ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდ"სტუ-ჯეოსელსა“ და თბილისის"დინამოში”.

– 90–იანი წლების შუაწელში თამაშობდა საბერძნეთის"პაოკსა” და"მენტში”, ასევე გამოდიოდა პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ"ავეიროში”

სანაკრებო კარიერა: 1998–2002 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. უთამაშია საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებში

მიღწევები: საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ორგზის თასისა და ორგზის სუპერთასის მფლობელი. დუდუ დადიანისა და ქორქია–საკანდელიძის მემორიალის სამგზის გამარჯვებული", - წერს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.

სპორტალ.გე უთანაგრძნობს რამაზ გოგობერიშვილის ოჯახსა და ახლობლებს.

Lado
ვიზიარებ
Rustavi
მაგარი ადამიანი იყო რუსთავში კალათბურთის სული გული და ჯიგარი იყო
ირაკლი
მადლობა რამაზ! - უამრავი ბედნიერი წამი და წუთი აჩუქე შენ რუსთავს… მშვიდად განისვენე. სამწუხაროა :( ნათელი გქონდეს
თომა
ნათელი და სანთელი რამაზის სულს, აზოტის "ჯორდანი" იყო ეს კაცი.
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
სუპერლიგა 2017/18: ახალგაზრდა "რუსთავი" ოთხი ლეგიონერით
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
"ჩემი გზა" - ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
სუპერლიგა 2016/17. ფინალი: წინ "დინამოა", ბრძოლა ქუთაისში გაგრძელდება