რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მწვრთნელის რანგში, "ბორჯღალოსნების" ორი ისტორიული გამარჯვების შემოქმედი ლევან მაისაშვილი, რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორი გახდა.

48 წლის მაისაშვილი, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ ქართულ რაგბისთან ერთად გაიზარდა. ოვალური ბურთისადმი მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, სწავლისა და მუშაობის პარალელურად, მშობლიურ კლუბ "ლელოში" ბავშვთა და მოზარდთა წვრთნას უანგაროდ მიჰყო ხელი (1994-2001).

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატმა პარალელურად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მწვრთნელთა ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც "ლელოს" კაცთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა და 18 წლის განმავლობაში (2001-2019) გუნდს 6-ჯერ მოაგებინა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, სამჯერ კი ქვეყნის თასს დაეუფლა. 2004-2016 წლებში ის 7-ჯერ აღიარეს საუკეთესო ქართველ მწვრთნელად.

კაცთა გუნდში დაწინაურების შემდეგ მაისაშვილს არ შეუწყვეტია პროფესიული განათლება. სხვადასხვა დროს მან სტაჟირებები გაიარა ახალ ზელანდიაში (ოკლენდი, ველინგტონი), საფრანგეთში (ტოპ 14-ის კლუბები – მონპელიე, ტულონი, აჟენი), სამხრეთ აფრიკასა (კვაზულუ ნატალის რაგბის კავშირი) და ინგლისში (სარასენსი).

საერთაშორისო ასპარეზზე ის პირველად 1999 წელს, 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში გამოჩნდა; 2003-2006 და 2007-2009 წლებში 19-წლამდელთა, ხოლო 2006-2007 წლებში 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2008-2014 წლებში მაისაშვილი საქართველოს "ა", ხოლო 2014-2015 წლებში მზარდი ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ამავდროულად, 2008 წელს მან ნიკო ჭავჭავაძესთან ერთად ორ თამაშში უთავკაცა ეროვნულ ნაკრებს.

2016-2019 წლებში ლევანი "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ასისტენტი იყო, რის შემდეგაც მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ამ პოზიციაზე 2023 წლის ბოლომდე დარჩა.

ასისტენტის რანგში მან 3-ჯერ (2016, 2018, 2019), ხოლო მთავარი მწვრთნელის რანგში ოთხივეჯერ (2020, 2021, 2022, 2023) მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

მაისაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველომ ჯამში 42 თამაში (11 ტიერ1-თან) ჩაატარა და 26-ში გაიმარჯვა, 3 ფრედ დაასრულა, 13 კი დათმო. 2022 წელს "ბორჯღალოსნებმა" სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს ორი ისტორიული გამარჯვება – იტალიასთან ბათუმში (28:19) და უელსთან კარდიფში (13:12).

2021 წელს მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩისას მას კორონავირუსი შეეყარა და უცხო ქვეყანაში დაახლოებით 2 თვე გაატარა საავადმყოფოში, აქედან ერთი თვე - კომაში, თუმცა ერთი შეხედვით გარდაუვალი სიკვდილი დაამარცხა და სამშობლოში დაბრუნებიდან სამ კვირაში სამუშაო პროცესს დაუბრუნდა.

"ბორჯღალოსნების" პარალელურად, 2021 წლის შემოდგომიდან ლევან მაისაშვილმა პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ჩაიბარა და მას ზედიზედ სამჯერ მოაგებინა რაგბი ევროპის სუპერთასი.

2022 წელს გუნდმა ითამაშა სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატ ქარის თასში (კონკურსგარეშე) და ნახევარფინალში გავიდა, 2023 წლის გაზაფხულზე კი - სამხრეთ ამერიკის სუპერლიგაში (კონკურსგარეშე).

შემოდგომიდან "შავი ლომი" ევროპის პროფესიულ საკლუბო ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩაერთო და პირველ შეხვედრაში 150-წლიანი ინგლისური კლუბის – "გლოსტერის" დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდა (10:15); მეორე თამაშში უელსში "სქარლეთსი" დაამარცხა (23:7), რაც ტურნირის დებიუტანტისთვის ფანტასტიკური შედეგი იყო; ფრანგულ "კასტრსა" (6:28) და "კლერმონს" (3:36) კი დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

2024 წლიდან ლევან მაისაშვილი რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორად დაინიშნა, რაც მსოფლიო რაგბის რეკომენდაციაც იყო და ის წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას კვლავ ქართულ რაგბის მოახმარს.

„ლევან მაისაშვილი ქართული რაგბისა და საქართველოს მომავლის დიდი იმედია. მან შექმნა და დაწერა ის ისტორია, რომელიც გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე და თუ ყველანი ერთად დავდგებით, დიდი გამარჯვებებიც აუცილებლად მოვა. ლევანს ამ პოზიციით უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რისთვისაც პირადად მე მას მადლობას ვუხდი. ის არასდროს გაჩერებულა და უკვე დღეიდან შეუდგა ახალ სამუშაოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – ჩვენი ერთობა და გუნდურობა დიდ შედეგებს მოიტანს. მადლობა ლევანს განვლილი წლებისთვის და დიდი იმედით შევყურებთ მომავალს“ – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

Rugby.ge

შენი კეთილის მსურველი
ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა უდავოდ.
ვაჟა სხვიტარიძე
ქართული რაგბის ნოდარ ახალკაცი!?
ზურა
ეხლა გაიგეთ ეს თანამდებობა, ტო? აბა ბაჩო ხურციძე ვინ იყო აქამდე? უმნიშვნელოვანესი თანამდებოაა რაგბის მენეჯმენტის ვეტიკალში და მზრევას და ორღობის ჭორაობას დაგუგლეთ მაინც, მადლიზა ბიბლიოთეკაში სიარული აღარაა საჭირო. ან ა მაისაშვილს ასე რატო უნდა გადაეკიდო ქართველი კაცი, არ მესმის? მადლობის თქმას რაღა უნდა? მე არ ვარ მისი ადეპტი ნამდვილად და ჰეიგის პერიოდის მეორე ნახევრიდან ვოცნებობდი მსოფლიო დონის მწვრთნელი ჩამოგვეყვანა, მაგარმ ფაქტია რომ ლევანმა გააამართლა. ერთადერთი რასაც ვუწუნებ და ვთხოვდი გამოასწოროს, სიჯიუტეა. ძირითადადა საკადრო საკიხებში. არ შეიძლება გადაკიდება და მოძულება მოთამაშეების. მაგალიტად კარკაძის არწაყვანა მსოფლიოზე და მის მაგივრად ნახევარი შავი ლომის უბრალოდ დანაშაული იყო. ცუდია, რომ ეს არ აღიარა და მსოფლიოს მერე ინტერვიუში მაინც ამტკიცბედა შეცდომა არ მოგსვლიაო. სხვათაშორის სერგო გაბუნიასაც ბოდიში აქ მოსახდელი მაგ სამარცხვინო და სარკასტული კომენტარისთვის, რომ მერე რა კარკაძე რომ არ წაიყვანესო, მონპელიეში რა უნდა სწავლონო? შავ ლომში კ გამართული სისტემააო. იმედია დათრგუნავს ლევანი ამ სიამაყეს და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გვიყვარხარ და მადლობელები ვართ შენი, ლევან
მწარე
აბა, უმუშევარი უნდა იყოს? მერე იტყოდით, ასეთი გამოცდილი კაცი უმუშევარი რატომ არისო.
თემო
ნაცნობობა რას ნიშნავს ხედავთ? ნებისმიერ თანამდებობას შექმნიან თქვენთვის
შეუძლია ვინმე აგვიხსნას?
"მაღალი მიღწევების დირექტორი" - ეს რას ნიშნავს? რა სატუსია და რა ფუნქციას დაეკისრა?
fani
წარმატებები ბ-ნ ლევანს, გულიან კაცს და ჭეშმარიტად პატრიოტ ქართველს!
სოსო
სადაც არ უნდა წავიდეს,ლევანს ყველგან დიდ წარმატებებს ვუსურვებ,ვიცი,ასეც იქნება,მაგრამ მაინც არ მგონია,ამ თანამდებობაზე დიდხანს შერჩეს.ლევანი,20 წლის ასაკიდან,უკვე 28 წელია,აქტიურ და რაც მთავარია,წარმატებულ სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევა და არა მგონია,მის გარეშე დიდხანს გასძლოს.ასეთი კლასის მწვრთნელს,მსურველიც ბევრი გამოუჩნდება და შესაძლოა უცხოეთშიც მოუწიოს მუშაობა,თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ,ვფიქრობ,მას კვლავ საქართველოში ვიხილავთ
Zviads
კარგია რომ ეგრე მოხდა, ლევანი დასაკარგი კაცი არ იყო (მე როგორც ვიცი ეს თანამდებობა ნაკრებების მწვრთნელთა კურატორობას მოიცავს, თუ ვცდები შემისწორეთ)
ადამიანი
ქომაგთა პატივისცემა და სიყვარული გულიან ქართველს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს