ლეგენდარული სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ღირსების ორდენის კავალერი. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) გამოაცხადა ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად.

sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ქომაგი
სამშაბათს ძველ სპორტის სასახლეში იქნება დასვენებული და საქართველოს ექნება საშუალება უკანასკნელად მიაგოს პატივი ლეგენდას
ჟორა
ვუსამძიმრებ ოჯახს, სრულიად საქართველოს და ჭიდაობის სამყაროს ამ ლეგენდა კაცის მიღმიერ სამყაროში გადასვლას. უფალო, ნათელი დაუმკვიდრე იმ ქვეყნად და შეუნდე ყველა შეცოდება ნებითნი და უნებლიეთნი.
BOSS
ღმერთმა ნათელში ამყოფოს დიდი ქართველი ვაჟკაცის სული! იშვიათი ავტორიტეტით და სიყვარულით სარგებლობდა,როგორც სამშობლოში ისე მთლიანად მსოფლიო საჭიდაო სამყაროში!
Walter White
ღმერთმა ნათელში ამყოფოს. უდიდესი სპორტსმენი და კიდევ უფრო დიდი ადამიანი,კაცი. ნაძირალა რუსებმა 80 წლის ოლიმპიადაზე სპეციალურად არ წაიყვანეს ლევანი, რომ მესამედ ოლიმპიური ოქრო არ მოეგო და მათი "ლეგენდა" კარელინის რეკორდი არ გაემეორებინა.ასე დაჩაგრეს თედიაშვილი მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი იყო.ამ საიტზე კი უყვართ ენის ტლაცუნი რომ აპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო.
კოლხიდელი
ბუმბერაზი სპორტსმენი ფა ადამიანი,ერის საამაყო შვილი.ხსოვნა-არდავიწყება სამარადჟამო!
გიო
ძალინ დამწყდა გული, პირადად ვიცნობდი. მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უძლიერესი ადამიანი და ძალიან თავმდაბალი ადამიანი. სამწუხაროა, რომ ასეთი ბუმბერაზი ადამიანები მიდიამ ამ ქვეყნიდან. უფალმა ნათელში ამყოფოს.
გიორგი
ყველაზე დიდი და ყველაზე სრულყოფილი,დიდი ტედი,საუკეთესო ფალავანი საქართველოს ისტორიაში და უფრო საუკეთესო კაცი და პიროვნება,გაანათლოს ღმერთმა მისი სული,ცოდვაა საქართველო ლევანისნაირი კაცების გარეშე
მამუკა
ადამიანი-ლეგენდა, ღმერთმა აცხონოს.
დიმო
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!
mate
დიდი ქართველი ულაპარაკოდ!!!
მწვრთნელი
ნათელში იყოს თქვენი სული ბატონო ლევან! "მეოთხე ბრაიტონში" ბატონ კახი კავსაძესთან ერთად ნამდვილად და სრულად განასახიერეთ თქვენი ადამიანური როლი!
კიეზა
ჯერ რა ქართველი კაცი..სული და გულით..ჯარისკაცის მამა..სამშობლოს შვილი მისცა..ლეგემდარული ფალავანი..ცხონდეს თქვენი სული ბატონო ლევან
მასტერს
ბევრი თაობის სიმბოლო და ლეგენდა! ნათელში იყის შენი სული, ბატონო ლევან! მადლობა უამრავი სიხარულისთვის, რაც გულშემატკივრისთვის გიჩუქებია!
შალვა
მარადიულობაში გადავიდა ბ-ნი ლევანის უკვდავი სული, გული მეტკინა
გულშემატკივარი
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს. ძალიან დამწყდა გული, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ის იყო მაგალითი ძალიან ბევრი თაობის მოჭიდავეებისთვის. დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს ბატონი ლევანის მიმართ.
გოᲩა
უფალს ებარებოდე ბატონო ლევან,წავიდა კიდევ ერთი ლეგენდა.
ATP 16
ადამიანი, რომელიც ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან და შეუერთდა სასიქადულო ქართველების იმქვეყნიურ არმიას. მშვიდად განისვენე ჭეშმარიტო რაინდო, თქვენთვის ნამდვილად მსუბუქი იქნება ქართული მიწა. მის ნაკვალევზე ასეულობით ქართველი გაიზარდა და კიდევ მრავალი დაიზრდება. უკვდავი გოგია-ლევან თედიაშვილი!!!
ლაშა
ნათელში ამყოფოს უფალმა ბატონი ლევანის სული, როგორც ქართველი რაინდის და უამრავი ახალგაზრდა თაობის მაგალითის მიმცემის!
თომა
ლევანმა უბრალოდ ფერი იცვალა და სხვა სამყაროში გადავიდა, ამ სამყაროში კი სამუდამოდ უკვდავყო,ლევან თედიაშვილი!
llcl
ღმერთმა ნათელში გამყოფოთ ბუმბერაზო ადამიანო და მოჭიდავევ! თქვენ უკვე დაამარცხეთ სიკვდილი და უკვდავჰყავით თქვენი სახელი! მშვიდად განისვენეთ ჩემპიონო თქვენს გმირ შვილთან ერთად!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
გეგა გეგეშიძე: ეს ლევან თედიაშვილის, ჭიდაობის ფედერაციის შეურაცხყოფა იყო...
სპორტის სამინისტრო: საქართველოს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილია
არ გამოტოვოთ "ლელო week"-ის წლის პირველი ნომერი [+ პოსტერი]
"ლუკა კაცურად არ გადამდგარა", - მოჭიდავეთა პასუხი სოსო ჯაჭვლიანს
ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია