ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ სერბეთთან 63:76 დამარცხდა.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, მაგრამ ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო, 217-ე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ და ამ შედეგით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან ეროვნულ გუნდში 20 წელი იასპარეზა.

სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38 დასრულდა.

დიდი შესვენების მერე ჯიკიჩის გუნდმა ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა ისევ მოახერხა სერბეთმა გაქცევა, დასკვნითი პერიოდის წინ 8 ქულით გავიდა წინ და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 13 - ტომასონმა, 6-6 - ცინცაძემ და ბურჯანაძემ, 5-5 - შერმადინმა და ოჩხიკიძემ, 4 - ჯინჭარაძემ, 3 - ფხაკაძემ, ხოლო 2 - კაკუშაძემ. სტუმართა გუნდში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გუდურიჩი იყო, 15 ქულა კი მარინკოვიჩის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ორი მატჩი წააგო და შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს გასვლაზე ფინეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს დანიას სახლში 89:85 სძლია.

• შალო

რა ქნა უცხოელმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა ისეთი, რასაც ქართველი მწვრთნელი ვერ იზამდა?! ისე კი ზუროსი დანმარკს მაინც მოუგებდა! ნატურალიზებურებზე უარი უნდა ვთქვათ, როგორც ლიეტუვამ და სხვებმაც - ამით ხელს შეუვუწყობთ ქართული კადრის აღზრდას პრობლემურ პოზიციაზე.

• tngh

ტომასონი "ნახოდკაა"!!! საინტერესოა ვინ და სად იპოვნა!!!

• ნიკა

სამ ქულიანებს ნებისმიერ თამაშში რომ საშუალოზე დაბალ დონეზეც ვერ ისვრი, კალათბურთის ეროვნული ნაკრები არ უნდა გერქვას, სამოყვარულო შეიძლება. ასეთ დროს ფედერაციამ წესით მსროლელი ლეგიონერები უნდა დაიმატოს, მაგრამ ნურას უკაცრავად ეს ხომ გონივრული ქმედება იქნებოდა.

• გიორგი

წლიდან წლამდე პრობლემა ყოველთვის ხდება ბავშვური შეცდომების დაშვება. არ ვიცი ეს რის გამო ხდება, მაგრამ ფაქტია რომ ეს ხარვეზი რჩება გუნდში. და კიდევ, დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, უპრობლემოდ ათამაშებდნენ კომბინაციებს ჩვენს დაცვაში, ჩვენ კი ძლივს ვახერხებდით რამეს.

• 912

პოპოვიჩმა გოლდენ სტეიტთან რომ წააგო პლეიოფის თამაში თქვა ეს არაა კალათბურთი მაგრამ სტეფ კარი რომ ჩემპიონის ბეჭედს იკეთებდა ალბათ არც აინტერესებდა გრეგის სიტყვები

• ანზორ ჯაფარიძექართულ

ქართულ კალათბურთს და ფეხბურთს უწიგნური ,,პოლიტიკოსები" მართავენ და რა შედეგს ელოდებით?

• Ქართლოსი-ს

შენ შეიძლება ეს კომენტარი საღადაოდ დაწერე და ხუმრობ,მაგრამ აქ ხალხი მართლა სამკურნალოა.დვალიშვილზეა სტატია და კომენტარები კვარაზე იწერება.ატყობთ რო უკვე სერიოზული სექტა ჩამოაყალიბეს. რაც შეეხება კალათბურთს:აქ ხალხი ტომასონს იწუნებთ მაგრამ შენგელიას გარდა რომელია კალათბურთელი?ტომასონზე უკეთესი რომელია ნაკრებში?ერთხელ თუ დაუყენეს ტომასონს ბლოკი და ვერ ისროლა?კარი რო კარია იმას უყენებენ ბლოკს და ისე ისვრის და ეს ტომასონი ვინ გგონიათ,რა ქნას ამ ადამიანმა?მოწინააღმდეგემ როცა იცის რო 12 კალათბურთელიდან 10 კალათისკენ ცოცხალი თავით არ ისვრის დანარჩენი ორის ამოკეტვას რა უნდა?თუ კი გითამაშიათ კალათბურთი გეცოდინებათ რა ძნელია როცა მაჯაზე გაზის მოწინააღმდეგე და სხვა გზაც რო არა გაქ გარდა სროლისა რას ნიშნავს.ფეხბურთი ხო არ არი უკან მეკარეს დაუბრუნო და ახლიდან დაიწყო შეტევა? ბექაურს რაუნდა ნაკრებში,როგავას,ბურჯანაძეს და ა.შ. რო იძახით მაშინ უკეთესი ვინ არის და ვინ დაიჩაგრა ის თქვით.სიმართლე ის არის რო არა გვყავს პროფესიონალი კალათბურთელები. და რატო არა გვყავს ეს არი სათქმელი ის კი არა ჯიკიჩი და ტომასონი არ ვარგა.მე რო ჯიკიჩი ვიყო ცოცხალი თავით არ გავწვრთნიდი ასეთ ნაკრებს.ჯიკიჩიც მაგარი მწვრთნელია და ტომასონიც კარგი ბიჭია(სხვანაირად იქ კი არ ითამაშებდა სადაც თამაშობს), უბრალოდ ნაკრებში გვყავს ერთი პროფესიონალი კალათბურთელი და დანარჩენი 10 არის მოყვარული. და რატო არ გვყავს კალათბურთელები მიზეზი არის მხოლოდ ერთი-სანამ სპორტის ეს სახეობები-კალათბურთი,ფეხბურთი-არ გახდება ღარიბებისთვის ხელმისაწვდომი არაფერი არ გვეშველება! არ გჯერათ?ჩამოვა ლუქსემბურგი და მერე დაიჯერებთ.ღმერთმა ჰქნას ვცდებოდე.

• Maximus

სერბეთს რომ ვერ მოუგებდა ეს ნაკრები არ იყო გასაკვირი და საერთოდ დაიწყო ჩვენი კალათბურთის რეგრესი რაც როდის დამთავრდება ვინ იცის...რაც შეეხება შერმადინს მას ტენერიფეში პასებით ამარაგებენ ისეთი ოსტატები როგორიცაა მარსელინო უერტასი, შერმადინი არც იოკიჩია და არც ემბიდი(სამწუხაროდ). და ვინ არის აქ ამ პასის მიმცემი??? 2 ჯერ მვპ ლიგა ენდესაში ისე ვერ გახდები. ეს ამერიკელი კი სრული კატასტროფაა, სად ნახა სანიკიძემ ან ვინ ნახა საერთოდ? სანიკიძეს დავიჯერო არ უტყდება ასეთი კალათბურთის ნაკრები(ალბათ არა). ნუთუ ფულის გაჭრაა ყველაფერი? კაცი ასე თამაშობდა კალთბურთს და ეხლა რას დაემსგავსა მის ხელში ნაკრები.ჯიქიჩი კი ალბათ წონით აიყვანეს ნაკრებში, აბა სხვა მიღწევა მაგას არ აქვს გარდა იმისა რომ გოგა ბითაძეს ბუდოჩნოსტის მწვრთნელი იყო ცოტა ხანი.

• alexandre (alexandre fachuashvili)

გიორგის დიდი მადლობა. დაკარგვები, აცილებული სროლები... კი ბატონო. აპა ლებრონის სტატისტიკა ნახეთ ნებისმიერ მატჩში.მას კი არ ვადარებ, არა. უბრალოდ გიორგის თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, მთელი სულის და გულის ჩადებისთვის ამ 217 მატჩში - ამისთვის ჩემგან მადლობა და პატივისცემა! წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში. შენ ისეთი ჯიგარი ხარ, ყველგან გამოადგები საქართელოს.

ჩაგეთვალააა!!!

• ზურა

სანიკიძე ნოემბრამდე დიდი დროა შეარჩიეთ კარგი უცხოელი ვისაც სროლა შეუძლია შორიდან, გაიხსენეთ თბილისში ბულგარელებს რომ ყავდათ მარტომ ითამასა და მოგვიგო. მოიძიეთ თუ გადასახდელია გადაუხადეთ და მოიყვანეთ, ამით კალათბურთს გამოვიყვანთ კრიზისიდან და მილიონობით გულშემატკივარს გავახარებთ.

• bujanga

ხვიჩა ამგენზე კარგად ისვრის სამქულიანებს..ისე ამდენი დაკარგვა..ისევ ამდენი გაუგებარი მოძრაობა...სასროლი პოზიციის ვერ შერჩევა...ექსტრემბრასოკები..რა შეიცვალა ამათ თამაშში..მარტო ერთი კაცი ვერ მოგებს თამაშს...ამდენი ამდენი აკადემია..ამდენი საბავშვო გუნდებია..ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთი ორი ბავშვი როგორ ვერ გაზარდეს,,,

• რიგითი გულშემატკივარი

"3 ქულიანებში არ გვიმართლებს"-ო,მუდმივად გაიძახიან კომენტატორები, გიმართლებს რა, კალათბურთია თუ "ყომარი"? ვერ აგდებენ ,არ იციან, არ შეუძლიათ, ასეთი კომენტარების კეთებას ვერ ბედავენ, ეშინიათ ვინმე "უფროსი"არ გაანაწყენონ და სამსახური არ დაკარგონ.

• სლავა მინდელი

"ბ" ლიგაში დაგვაბრუნეთ ევროპელებო თუ შეიძლება..ჩვენი ადგილი იქააა

• საბურთალო

გამოაცხადეთ კონკურსი, ვინც სროლა იცის, ნაკრებში ეგრევე ვღებულობთთქო. სად პოულობთ ან აქ და ან იქ ვერმსროლელებს კასოი თვალებით

• ცინცაძეს

კიდე კაი მიხვდი და წახვედი… რამდენი დაკრგვა გაქ ნაკრებში იმდენი ქულა არ გექნება აღებუკი ერთიანად!!

• ბოისა

ეგულშემატკივრა თუ ეთამაშა?

• ჯონდო

მახსოვს (ახალგაზრდობაში) რა ჟინი, აღმაფრენა იყო: ჩვენი ბიჭების ელვისებური შეტევა ფარზე და წარმატების უზომო სიხარული. ახლა: ნახევრად სტატიკური მდგომარეობიდან სროლა და უცებ +3 ქულა; (კიდევ უფრო შორიდან +4 და ა.შ.) სადღაა კალათბურთი, დინამიკა, ელვისებური კომბინაციები? ვითომ ეს ჯობია? ცხადია, შორიდან სროლაც საქმეა, მაგრამ ასეთი გაფეტიშება? (3 იანები 2 იანებად რომ გადაკეთდეს, არ მივიღებთ დაახლოებით თანაბარ გუნდებს?! (გაგეცინებათ, ასე კი მეჩვენება).

• დდდ

კომენტარების მიხედვით ხალხი სერბეთთან წაგებით უფროა გაბრაზებული, ვიდრე დანიასთან წაგებით... სპორტის სახეობა ხომ არ გეშლებათ, ძმებო?!...

• ქართლოსი

როგორ მინდოდა ხვიჩა ჩამოსულიყო და ეგულშემატკივრნა . მაგრამ არაუშავს

• გიორგიპირველი

მსროლელად მოიყვანეს ტიპი, რომელიც არ ისვრის. თუ ისვრის, სამქულიანის ხაზიდან ერთი მეტრის შიგნით. ამას თანამედეოვე კალათბურთში აღარავინ აკეთებს.

• wtf

ბოდიშით მაგრამ აზრზე არ არიან კალათბურთის.

• გაასაჯაროვეთ კონტრაქტები, ფული ხალხისაა!

სანიკიძე, მაგ მსუქან კაცთან ერთად რამდენში აგდებ ქვეყანას? ეს კობიაშვილსაც ეხება!

• დიმა

ეს კომენტატორი ყველა თამაშში,რომ აცხადებს:,, სამქულიანების სროლა არ წაგვივიდა". ვერ ხვდება, რომ არ ვიცით სროლა.

• S.K.K.

კიდევ კარგი პატიოსანმა ფინეთმა მაინც დაგვიტოვა შანსი.

ნორმალური უცხოელი ვერ ნახეთ ამხელა დედამიწაზე ?????????????????

• suares

axals.moiyvanen shech ra gadangvlebs damshviddi

• Degraf

she uvico mazgacho mvp rom aris zustad eg imas nishnavs rom ak vamtamashebelia r gyavs vinc burts mastan miitans da chaacvdis. gonze ar xar

• მრჩეველი

ალბათ ერთადერთი ნაკრები ვართ, სადაც არავინ არ არის ვისაც სროლა შეუძლია, გინდა საშუალოდან გინდა სამქულიანიდან, სად იპოვეს ეს ტომასონი , არც გამთამაშებელია , არც მსროლელი, არც შესვლებს არ აკეთებს, მაკფადენი სანატრელი გაგვიხდება.

• ზაზა

ძალიან მაინტერესებს როდის შემდეგ გახდა ცინცაძე ლეგენდარული? ამ სიტყვამ ფასი დაკარგა.ცინცაძეც ლეგენდაა და ქორქია-საკანდელიძეც? ასევე მაინტერესებს რა კრიტერიუმით არის ნაკრებში ბურჯანაძე? ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ფაჩულიას დეიდაშვილია.ეს ფედერაცია გასაყრელია.გამოვა ეხლა დემაგოგი გურასპაული და დაიწყებს ზღაპრების მოყოლას თუ როგორ ვითარდება ჩვენი კალათბურთი.რომ მსოფლიოზე ვითამაშეთ.მსოფლიოზე იმიტომ ვითამაშეთ,რომ ოკუპანტი რუსები მოხსნეს გათამაშებიდან და მიუხედავად ამისა გაგვიმართლა ბოლო თამაში ისლანდიასთან.სახლში რო ჩავისვარეთ ევროპაზე ამაზე აღარაფერს ვამბობ. შენფელიააა ვინც რაღაცას ცდილობს და ოჩხიკიძე.დანარჩენი ბალასტი.ცინცაძეს შერმადინიც უნდა მიყვეს.არაფრისმაქნისია. პ.ს. მთელი თამაში ტელევიზორს ხმა ჩაუწიე და ისე ვუყურებდი კომენტატორების გამო.აზრზე არ არიან და უაზროდ ჭორაობენ.

• რატომ გვაწვალებ გიორგი?

ესპანეთის ჩემპიონატის ემვიპის მონაგარი: დანიასთან 4 ქულა, სერბეთთან 5 ქულა. ))))

• Kvekeskiri

ამათაც დაიწყეს რაგბივით ჩაყვინთვა, 2 წელიწადში ასეთ სუნს დაყენებენ რაგბისტებიც,ეხლა დანია იქნება გრანდი თფუ სირცხვილია,ტომასონი :):):)ამაზე ფარჩაკი ლეგიონერი არ გვყოლია,აემ შერმადინს კიდე დაახვევინეთ ნაკრებიდან,ამაზე დებილი კალათბურთელი არასდროს ყოლია ჩვენს ნაკრებს,გუნდის ტორმუზია ტიპი,ამის მვპ არსად გაიშვას,გააყოლეთ ბუს...გულისამრევი ნაკრები გვყავს...

• გიორგი

დაასამარეს სამუდამოდ კალათბურთი საქართველოში. საკითხავია, ვინ გავაცილეთ დღეს ?! და მერე გამოვლენ და მოყვებიან ლამაზ ზღაპრებს, თურმე მთლად ასე ცუდათაც არ ყოფილაო საქმეო. კატასტროფისკენ სრული სვლით! აი ასე უნდა ერქვას ამ სტატიას. ჯერ სადა ვართ!

• ადამიანი

არ გეწყინოს მაგრამ კალათბურთი არ გცოდნია ტომასონზე რომ მაგას იტყვი.ცინცაძეს და ბექაურს რა უნდოდათ ნაკრებში ან როგავა და ბევრ სხვას.

• 912

ნაკრები შვილივითაა რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს მაინც გეყვარება .... იმედია სამიანების სროლას ვისწავლით... წარმატებას გისურვებთ მომავალში... მადლობა ბუ...

• თევზი ყოველთვის თავიდან ყარს

რა ფედერაციაც არის, ნაკრები და მწვრთნელიც ისეთი გვყავს.

• Irakli

ნუთუ ტომასონზე უკეთესი ლეგიონერის მოძებნა არ შეიძლებოდა? ჩემის აზრით ის ყველაზე სუსტია იმ ლეგიონერებს შორის ვინც კი გვყოლია. ეს ფედრაციის ბრალია. მწვრთნელს ბევრი დრო არ ჰქონია ამიტომ ჯერ არ განვსჯი. ისე კი ისტორიაში უდიდესს კრიზისს უახლოვდება ქართული კალათბირთი.

• Gia

Sanikidze ras daamsgavse nakrebi.tomasoni da jikichi parlamentshi shegarchevies?olimpiada kiara evropaze neta movxdebit?shermadini aq kvdeba? Espanetshi mvipi a sul.

• როდის მოეღება ბოლო ჩვენს ტანჯვას?

სერბეთის მეორე შემადგენლობის დუბლებთან დავმარცხდით. რა უნდა ბურჯანაძეს ნაკრებში? შერმადინი დაბერდა, დროა ახალგაზრდებს მიეცეს შანსი. თოკოც 1-2 წელი გაქაჩავს და დამთავრდება ქართული კალათბურთი. კაი და მოვუგეთ დანიას და გავედით ევროპაზე, ამ ბიჭებით ვის უნდა მოვუგოთ - სროლა არავინ არ იცის......

• ელიასი

შესანიშნავია - მსოფლიოში ყველაზე მაღალი პარლამენტარი გვყავს ბიქტორას სახით და წელს უფალმა თუ შეგვიწყალა და შაქილ ო'ნილი არ აირჩიეს იუ-ეს-კონგრესში, მაშინ გლობალურ დომინაციას კიდევ დიდი ხნით შევინარჩუნებთ. სხვა სპორტსმენებიც ბრწყინავენ პოლიტიკურ სფეროებში, ძირითადად ნახევრად-ალტ-ინფოს შემადგენლობაში. მოკლედ, ჯინჭარაძემ კიდევ 20-30 წელი თუ გაძლო სასტავში, 0-ზე წაგებით დავამყარებთ მორიგ რეკორდს რომელიმე სან-მარინოსთან დაპირისპირებაში. ასე რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა და კიდევ უფრო უკეთესად!!! მადლობა ბ-ნ ბ-ს. ურა ტავარიშჩი!!!!!

• გიუშა

ტომასონიი :) :)

• TT

კიდევ კარგი შენგელია გვყავს, თორემ ვინ იცის რა ბანძი ნაკრები ვიქნებოდით!!! მოაშორეთ ეს მწვრთნელი რა ჯანდაბაა ერთი ნორმალური კომბინაცია ვერ დახაზა!!! ტუღუშმა თუ ამაზე მაგრად არ იმუშაოს მთავარ მწვრთნელად მე ვიყო მუსა დემბელე

• კორკმაზი

ნბეივოუთ #ზაზაფაჩულია

• TT

შეტევის დროს გამთამაშებელს ბურთი რომ გაქვს სულ ზურგით რატომ უდგები, შე კაი კაცო პასს ზურგით ფარისკენ უფრო გააკეთებ თუ რო მოტრიალდა?!!! მარა არა შენ ზურგით უნდა იდგე გაწეული დრო ბოლო წამამდე და მერე ან დაკარგო ბურთი ან არაზუსტი გადაცემა გააკეთო!!!

• L.J .

Shermadinic rom gayves isic kargi iqneboda,ra burtebi ver chaagdo tipma!!!???

• TT

რა ჯანდაბაა ამდენი შეცდომა! მადლობა ბუ!!! კარგი ქენი რომ წახვედი ნაკრებიდან.... ( ეხლა არ გამლანძღოთ ამ სიტყვების გამო!!!) 24 წამია დრო მიიღო პასი ცინცაძემ, სანამ 2-3 წამი არ რჩება იქამდე არც პას აკეთებს არც ისვრის და კარგავს! 90 პროცენტი მაგის ნაკრებში თამაშის დროს სულ მასე იყო! ეხლა არ თქვათ არაო! ესაო ისაო დაგავიწყდა სანიკიძეზე პასებიოოო?!!! კარგით რაა!!! ეს მწვრთნელი კიდევ სად იპოვეთ....

• ttt

ეს თამაზიე არ დამანახოთ შემდეგ თამაშებში.

• L.J .

Bichebs brdzolistvis madloba!!!

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს

მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

საქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან

ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო

ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია