ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, წვიმიან ამინდში, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს ხელიდან გამოსტაცა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გააფრთხილა. 38-ე წუთზე პირისპირ გასულ კაკაბაძეს მეკარე მორისმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ზივზივაძემ ჩვენი გუნდი დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი სრულად დომინირებდა, მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში ჯაბნიდა და ზეწოლა მეორე ტაიმში გააგრძელა. სტუმრებს პირველი შანსი მიეცათ და მეკარე მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. მერე მიქაუტაძის წაქცევისთვის მსაჯმა საჯარიმო არ დანიშნა და სწრაფი კონტრიერიშისას როდრიგესმა გოლი გაგვიტანა, თუმცა არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, საჯარიმო დანიშნა, ბოლო იმედის ჯარიმის გამო ვიზავის მცველი შანო გააძევა, ხოლო საჯარიმოდან ბურთი შენგელიამ ხარიხას გაარტყა. 63-ე წუთზე კი ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. მერე შეცვლაზე შესული კვეკვესკირის, დავითაშვილის და წიტაიშვილის დარტყმული ბურთები ასცდა მიზანს და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ლუქსემბურგი 2:0

გოლები: 1:0 ზივზივაძე (40), 2:0 ზივზივაძე (63)

გაძევება: შანო (56, ლუქსემბურგი)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 72), ქოჩორაშვილი (კანკავა 87), ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 77), კიტეიშვილი, ზივზივაძე (ქვილითაია 86), მიქაუტაძე (დავითაშვილი 77)

• ენა

მადლობა ბიჭებს მოგებისთვის და ხალხის გახარებისთვის.ბუდუს კი მინდა ვთხოვო, კიდევ მრავალი გოლი გაიტანოს და აღნიშვნა უფრო კორექტული გახადოს.

• ენა

მადლობა ბიჭებს მოგებისთვის და ხალხის გახარებისთვის.ბუდუს კი მინდა ვთხოვო, კიდევ მრავალი გოლი გაიტანოს და აღნიშვნა უფრო კორექტული გახადოს.

• ტოტო

დღეს ვუსმენ მთელი დღეა ბერძნულ არხებზე რეებს ლაპარაკობენ ჩვენზე, ძალიან არასერიოზულად გვიყურებენ და 100% მოგებას ფიქრობენ და ამიტომ უნდა დავსაჯოთ აუცილებლად!! კვარაზეც აგდებულად ლაპარაკობენ არაფერი ეგ არ არისო და იბრიქებიან,ციმიკასით და მავროპანოსით წაიღეს ტვინი, აქ თუ ვერ გავიმარჯვეთ რა გვესაქმება ევროპაზეო, ამიტომ უნდა მოვუგოთ და ჩავაგდებიოთ ენა!!!!!! ერთი არის რო როგორ უყვართ თავიანთი ფეხბურთელები და მწვრთნელი, მაგრად აფასებენ ისინი და ჩვენც ვიდგეთ ერთად და დავაფასოთ ერთმანეთი!!!!!! უნდა მოვიგოთ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• ახწ

საზონოვი და ლოჩოშვილი არიან სწრაფი მცველები? ეგენი გასულ საუკუნეშიც ვერ ჩაითვლებოდნენ სწრაფად, ხუმრობ ალბათ?

• სოსო

გუჯა,რაგბმა რა დაგიშავა?ბუს დიდი თავი აქვს და იმან იტიროსო?აგერ,შესანიშნავი ინდური სერიალები გადის,თურქულებიც უამრავია,კოლუმბია ვენესუელაც აქტუალურია,მგონი.მიეცი კაცს მიმართულება.ეგეც დაისვენებს და ჩვენც.თანაც რამდენიმე წლით.

• ვახო

რა შუაშია შეურაწყოფა? სირაქლემის პოზა ლიტერატურული გამონათქვამია და ჩემი მოგონილი არაა.. გაუგებარს რას ვიძახი პოზიცია რომ კარგად არის საქმე დამღუპველია.. არ არის..შესაცვლელია რაღაც პირადად ვერ ხვდები? 5-0 გუშინ უყურე? კი ხვიჩა დიდი ძალაა დაგვეხმარება მარა ტუ რამე არ შეიცვალა არ ვიცი რა მაგ დონის სპეციალისტი არ ვარ მარა ამ მიდგომით ბერძნებტან ვერ გავქაჩავთ.. ჩაკვეტაძის ახლობლებს ბოდიში მარა 1 ქუსლიტ პასის გარდა ეს იყო კარგი თამაში? პირიქით ბუდუს მადლობა თავისი მაქსიმუმი დადო ბიჭმა და შედეგიც.. არ ვუთხრათ კაკაბაძეს რომ პრინციპში გადაგდები იყო? ტუ ვუთხრათ კარგია ასე გააგრძელე. მოკლედ არავის წყენა არ მინდა მარა მოვრჩეთ ამ ქართულ თვისებას უკიდურესობებში ვარდნას და თავს ნუ მოვიტყუებთ

• mamuka09ze

ვახოს-----კარგად წაიკითხე ჩემი კომენტარი, ვინმეს შეურაცხყოფა სადმე წერია? მერე შენი კომენტარი წაიკითხე კარგად და დასკვნა გამოიტანე, რისი ღირსი ხარ.

• ვახო

კომენტარები გადავიკითხე და ვიხალისე ამდენი სირაქლემა თუ არსებობდა არ მეგონა. კარგად ვითამაშეთ არა ბიჭებო და გოგოებო?? ჩაკვეტაძესაც მაგრად უთამაშია?? ბრმები თუ არ ხართ რეალობას რატო გაურბიხართ.. ნახეთ ბერძნების თამაში??? ისე ამ სადღეგრძელოების მოყვარულებს და საცოდავად პატრიოტებს თავი უნდა დავანებოთ. გუნდი უნდა მაქსიმალურად მობილიზდეს.. სპეციალისტებმა იმუშავონ .. თორე 26 რიცხვი ძალიან მტკივნეულად დამთავრდება ჩვენთვის..

• ჰაჰაჰა

ფეხბურთი ნამეტანი რთული თამაშია შენთვის. ბადმინტონს უყურე.

• გია

გეთანხმები . ბერძნებთან ასეთი დაცვით შევრცხვებით

• გია

მიქაუტაძე არ იყო ცუდი ბოლო ბოლო წითელი ბარათი აკიდა მცველს და მაგან ბევრი რამე გადაწყვიტა

• dato

ყვითლები დათვალეეეეეეეეეეთ!!!! კანკავაც

• ევროპაზე სრული სვლით

ვულოცავ ჩვენს ბიჭებს და ქვეყანას გამარჯვებას. ძალიან იოლად და უპრობლემოდ მოვიგეთ. არ ჩათვლილ გოლზე ჩაჭერა და გაგვიმართლას ძახილი, უბრალოდ იმაზე მიუთითებს რომ წესები არ ვიცით. მსაჯს ყოჩაღ კი არა მაგ მომენტში დააგვიანა, საერთოდ არ უნდა დაჭირვებოდა ვარი და ისე უნდა დაენიშნა ჯარიმა, შესაბამისად ეგ მომენტიც არ იქნებოდა და ჩასაფრებული გულშემატკივარიც აი გაგვიმართლაო ვეღარ იტყოდა. რეალურად გუნდმა 2-0 წაიყვანა, საქმე მოამთავრა და აღარ იყო საჭირო ისეთი ინტენსივობით თამაში, რადგან ლუქსემბურგი იყო მეტოქე და არა და სხვა და მანდ ძალების დაზოგვა მოსულა. ცალკე საკითხია ზოგიერთი ფეხბურთელი არადისციპლინარული თამაში და უაზრო ჯარიმები, ამაზე ცალკე სასაუბროა მათთან, რადგან შეიძლება ძვირად დაჯდეს სხვა დროს და ზოგადად ნაკრებს დისციპლინის პრობლემა აქვს და ხშირად ვიღებთ არასაჭირო ბარათებს. მთავარი თამაში არის წინ, ეს ის საბერძნეთი არაა რაც ადრე იყო, ამიტომ მოედნის ფაქტორით და მუხტით უნდა დავძლიოთ ეს ბარიერი და პირველად ისტორიაში გავიდეთ ევროპაზე. წარმატებები ბიჭებს.

• ქ. გ.

საბერძნეთს დიდი ანგარიშით მოვუგებთ.

• ნიკა

გილოცავთ ფინალში გასვლას. რაც შეეხება თამაშს წინ არაგვიშავდა, დაცვაში ორჯერ შემოგვიტიეს და ცენტრალურ ზონაში როგორ გაისეირნეს ვნახეთ, ისიც ვნახეთ საბერძნეთი როგორ კომბინაციურ და ამასთან ერთად კონტრშეტევებზე აწყობილ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ სწრაფი მცველები გვჭირდება ჰაერივით, ჩემი აზრით კვირკველიას ნაცვლად საზონოვმა და დვალის ნაცვლად ლოჩოშვილმა, ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილის ნაცვლად კანკავამ უნდა დაიწყოს. კვარაც გვეყოლება დაცვიდან კონტრშეტევებზე უნდა ვითამაშოთ, ვიბრძოლოთ და გულშემატკივართან ერთად შედეგიც იქნება.

• ვანდა ჯიქია

ლიუქსემბურგს მსაჯებით და უტვინო, ბრმა ბურთაობით 'მოვუგეთ', ძალიან შევრცხვებით ბერძნებთან.

• Zviads

ჰიმნი ამღერეთ ვინმეს, ან ტექსტიანი ფონოგრამა გაუშვით, ან ეკრანზე დაწერეთ ტექსტი, ექო ტრიალებს სტადიონზე და ირევა სიმღერის დროს...თან ცოტა ამაღლებული ვერსია გაუშვით, რა გჭირთ..

• ნიკა

ერთი ყვიროდა, ჩემს უკან იჯდა, ჩანკვე ჩანკვეო..))))

• mamuka09ze

ბიჭებო და გოგონებო! ქართველებო! სანუკვარი ოცნების ასრულებამდე დარჩა ერთი ნაბიჯი! ამ მდგომარეობაში ჩვენს ერთიანობას(რაც გუშინაც გამოჩნდა) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თავი შეიკავეთ უარყოფითი, არასწორი და დამთრგუნველი კომენტარებისგან! საოცარი ბრძოლა გადაიტანეს ბიჭებმა და აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვეს! მეორე ნახევარფინალს ვუყურე და ყაზახეთი საოცრად სუსტი იყო, ამიტომ საბერძნეთს ამ ანგარიშით ნუ შეაფასებთ. წინ, საქართველო!!!

• ქ. გ.

ასეთი დამსახურებული გამარჯვების შემდეგ უარყოფით კომენტარებს ვინც წერს, ის ქართველი არ არის.

• ნათია

ჩემი მზარეულებით მოვდივარო და რა ქნეს მზარეულებმა, ვერ გაიტანეს? აჯობებედა ფეხბურთელები წამოეყვანა, მართლა ყასბებით რომ ჩამოვიდნენ და უკნიდან ურტყეს ბიჭებს ფეხებში.

• Pepelu

მსაჯმა რანაირად გადაგვარჩინა? ჯარიმა არ იყო? წითელი არ ეკუთვნოდა? თუ რა მოხდა ისეთი? მსაჯის აშკარა შცდომა იყო რაც თვითონვე გამოასწორა. უეფას საიტზე დევს მსაჯის შეფასებები და ნახეთ რატომაც მიიღო ასეთი დაბალი შეფასება ეგეთი აშკარა ჯარიმა რომ ვერ დაინახა მიქაუტაძეზე. თავიდანვე ჯარიმა რომ დაედო არაფერი არ იქნებოდა ატყდა ეხლა ჭიქაში ქარიშხალი:)))))))))) ვერ დაინახა ვარმა დაუძახა და სამართლიანობამ იზეიმა!! მსაჯმა გადაგვარჩინა და მსგავსი სიგიჟეები მხოლოდ კლავიატურის და კანალიზაციის ვირთხების გონებაში იხარშება

• Kordava-s

რამდენი ხართ ეს ფედერაციის ტროლები

• სოსო

უკვე 50 წელზე მეტია,რაც ითქვა:ყველა იბრძვიხ გამარჯვებისათვის და მხოლოდ ბრაზილიელები ფიქრობენ,ხარისხზე.ლუქსემბურგი,ც ჯგუფის ნახევარფინალისტი,ჩვენი რანგის ნაკრებების უკან ჩამოტოვებით გახდა.ნურც ია=მას დავივიწყებთ,რომ აქამდე,მათთან ნათამაშებ 4 თამაშში,2 მოგება და 1 წაგება გვქონდა.მათ ყოველთვის მაღლიდან დავყურებდით,მაგრამ გამოდის,რომ არც ადრე გვქონია,მათთან განსაკუთრებული უპირატესობა.ჩვენი ნაკრები არც ადრე გამოირჩეოდა თამაშის დიდი სილამაზით,მაგრამ ჩვენი ნაკრებია და მსოფლიოს ყველა ნაკრებს მირჩევნია.მომწონს ბევრი ნაკრების თამაში,მაგრამ მხოლოდ საქართველოს ნაკრები მიყვარს.ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონსო,ნაქვამია.ლამაზია?-არ არის ლამაზი,მაგრამ მისი შვილია!ისედაც,პლეი ოფებში,ჯერ გამარჯვებაა მთავარი და უკვე მერე,სანახაობა.80-იანი წლების დინამოც,პრაგმატულად თამაშობდა ევროტურნირებზე და ამითი აღწევდა წარმატებებს,თორემ მანამდე,ძალიან მძიმე დამარცხებებიც ჰქონდა,სანამ გამოცდილებას დააგროვებდნენ.ყველაფერს თავისი დრო აქვს.აგერ რაგბიში,ჩვენი ნაკრები,ყოველთვის მორკინალების ხარჯზე აღწევდა,წარმატებებს,როცა რაგბი ევროპაზე სისტემატური გამარჯვებები დავიწყეთ,უკვე სანახაობრივი რაგბის სურვილიც გაგვიჩნდა და მილტონ ჰეიგი,ქართული რაგბის ზელანდიურ სტილთან დაახლოების დავალებით დანიშნეს.მანაც იმუშავა და ასაკობრივ ნაკრებებში,სწორედ ზელანდიურთან მიახლოებული რაგბის თამაშის დანეგვა დაიწყეს,ბიჭებიც გამოჩნდნენ,რომლებმაც ნაკრებში ადგილი,უკვე ლევან მაისაშვილის ხელში დაიმკვიდრეს და ნაკრებმაც უკვე შეცვლილი თამაშით გამარჯვებების მოპოვება დაიწყო.უკვე ამბიციაც გაგვიჩნდა,რომ შეცვლილი სტლით,ყველა ნაკრებთან შეგვეძლო თანაბრად თამაში.რეალურად ასეც იყო,მაგრამ მსოფლიოს თასზხე,აღმოჩნდა რომ ძალები სწორად ვერ გავთვალეთ და წარუმატებლად ვითამაშეთ.ეს გამოცდილებაც მისაღები იყო.დარწმუნებული ვარ,მომავალ მსოფლიოზე,უფრო უკეთეს ნაკრებად წარდგება და სანახაობრივ რაგბისაც შემოგვთავაზებს.ასევეა ეს ნაკრებიც.ჯერ ძალას იკრებს,თანდათან ავსებს ხვრელებს და უკვე ბ ჯგუფშიც გადავიდა.თუ ბერნებთანაც გავიმარჯვეთ,ეს საქმეს დააჩქარებს,უფრო ვირწმუნებთ,საკუთარ ძალებს,მაგრამ თუ ვერა,მაშინ უფრო შორი გზის გავლით დაგჭირდება მიზნისაკენ სვლა.წუხელ ჩაკვე ხომ დიდებულად თამაშობდა?უკვე სამი კაცი გვყავს,ვისზე დაყრდნობაც თამამად შეიძლება.კიდევ რამდენიმე პოზიციაზე,საკმაოდ კარგი ბიჭები გვყავს და რამდენიმე პოზიციაზეც,პერსპექტიული ბიჭები მოდიან,რომლებიც გამოცდილების დაგროვებასთან ერთად,იმ ხვრელებს თანდათან ამოავსებენ.ყველაფერს დრო უნდა,მუშაობა და მოთმინება.აი როცა ნაკრები სრულად დაკომპლექტდება და ყველა რგოლში საიმედოდ ითამაშებს,მერე უკვე ლამაზად თამაშის პრეტენზიაც შეიძლება გამოვთქვათ.ისე,ფრაგმენტები,წუხანდელ თამაშშიც გვქონდა და კვარაც ხომ დაგვიბრუნდება.

• სოსო

ზივზივაძემ,მეორე გოლი შენგელიას პასით გაიტანა,64 წუთზე,დავითაშვილი კი,77 წუთზე შემოუშვა,სანიოლმა.

• ერ

რა 50/50ზე?! ასპროცენტიანი ჯარიმა იყო! მსაჯს მაშინვე უნდა დაედო ჯარიმა და ვარის მითითება არ უნდა დაჭირებოდა.

• Გიორგი გერმანიიდან

გეთანხმები და კვარას იმედზევართ საბერძნეთან... კვარას სასწაულის... სანიოლი აზრზე არაა... მწრვთნელობა ადვილი საქმე რომ იყოს გვარდიოლას და კლოპს სანთლით არ დასდევნენ იქნება გრანდები... დემჩენკო ჯობია მაგას 10-ჯერ თან ფულის დაიზოგება ფედერაციაში....

• გიორგი

საბერძნეთან ასეთი თამაშით კვარას სასწაულის იმედად თუ ვიქნებით.

• გიორგი

მართლაც რომ მსაჯმა გადაგვარჩინა თორებ აჭრილები იყვნენ მაგარი... კაშია რომ დაბერდა და ვეღარ ასწრებს მოძრაობას რთული მისახვედრია სანიოლისათვის... საბერძნეთან კვარას სასწაულის იმედი მაქვს მხოლოდ...

• მირო

ბუდუ ყველა თამაშში შეცვლაზე შემოჰყავდა სანიოლს 10-15 წუთით.აიჩემა მიქაუტაძე.ერთზელ მისცა შანსი და ბიჭმა ეგრევე შედეგი დადო.შემდეგ თამაშში კვარა და ბუდუ უნდა დააყენოს თავდასხმაში და არა მიქაუტაძე.მიქაუტაძე დღეს ამოვარდნილი იყო გუნდური თამაშიდან და სანიოლმა კიდევ მომეწონაო.საფრანგეთში რომ დაიბადა და ფრანგულად რომ ლაპრაკობს იმიტომ აყენებს სასტავში???ბუდუ ტარანივითა,თან მაგარ ფორმაშია,ბურთი ბურთზე გააქ,რასაც ნაღდად ვერ ვიტყვით მიქაუტაძეზე,რომელმაც ბოლო პერიოდში მხოლოდ ორი ბურთი გაიტანა და ორივე პენალტით.

• რაბუ

ლუქსემბურგი ბოლო წლებია არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები. აქ ზოგიერთი რომ იწუნებთ თამაშის ხარისხს, ანგარიშს და ა.შ. შევირგოთ და ახლა ბერძნები გავაგოროთ რამენაირად

• Gio

ლაკონურად და ძალიან ზუსტად არის დაწერილი. ვეთანხმები 100%-თ!

• Irakli

კაი ბიჭია ბუდუ,სტაბილური და მშრომელი. დავითაშვილის მაგარი მშრომელი ბიჭია, მაგარი საგოლე პასი გაუკეთა ბუდუს. მთლიანობაში ბიჭებმა იშრომეს მაყურებელთან ერთად და გავიმარჯვეთ. თუმცა ლუქსემბურგის ის გოლი რომ ჩათვლილიყო, ან მსაჯს წითელი რომ არ ეჩვენებინა, ალბათ გაგვიჭირდებოდა - არეულები დარბოდნენ დაცვაში ჩვენები, გოლის მომენტში 5 კაცი ვიყავით საკუთარ საჯარიმოში და მაინც გაგვიტანეს

• ფეხბურთი

ჩაკვეტაძე იყო დღეს საუკეთესო. როგორც ართმევაზე ისე შეტევების ორგანიზებაში, აშკარად დაეტყო ბრიტანული ფეხბურთის კლასი და უკვე სხვა სიმაღლეზეა. ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას და ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას.

• Walter White

რა ვიცი აბა,ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეგრძნება დამრჩა. პირველი რომ მოგება გამიხარდა.მეორე ,კაცნაკლულ ლუქსემბურგთან თამაშის ხარისხი.... ქომაგობა კარგია და საჭიროც, მაგრამ ფეხბურთის ყურება არ გაინტერესებთ? ამ მხრივ კი ბევრი ნაკლი ჩანს ამ გუნდში.

• Zviads

ასეთი თამაშით საბერძნეთთან გაგვიჭირდება! კვარას...მამარდას და ღმერთის იმედად...

• 100%

ზოგი ისეთ სისულელეს ყვირის სტადიონზე, რომ გული გწყდება, ისეთები ვერ შემოვიდნენ, თამაშზე. მადლობა ყველას. ფინალშიც მოგებას გისურვებთ.

• Korsava

ლევან კობიაშვილს, და ალექსანდრე იაშვილს არ უნდა მოგება და თქვენ გინდათ ხო თქვე კლავიატურის და კანცელარიის ვირთხებო!!! ნაკრების ბიჭებს მადლობა კი არა ხელში აყვანილი და ხელის გულზეუნდა ვატაროთ!! მადლობა ფედერაციას ეკუთვნის თამაშის კარგი ორგანიზებისთვის და მაგარი ატმოსფეროს შექმნისთვის!!!!

• იკა

იეჰოვამ რა დაგვიბარა, ფეხბურთს უგულშემატკივრეთ თუ მე მემსახურეთო?

• ც

მომილოცავს! ბუდუს იმედი მქონდა თავიდანვე დღეს

• მალხაზ ჯობავა

ყაზახები მოსვეს ბერძნებმა თავის ადგილას.

• C

მართლა შეუძლებელია, ის მამარდაშვილის ფანი მლიქვნელია მაგარი და ყველას აქებს, იმდენ სისულელეს ამბობს საშინელებაა ამის სმენა

• ვახო-ს

რა გიკვირს თედოს მსგავსი ტროლები შემოსეული ყავს ფედერაციას

• L.J .

Bichebma damsaxurebulad gaimarjves,gilocavt!!!!komentatorebi dzalian dabali donisa arian!!ra gaxda erti kargi komentatoris naxva??!!!

• გიორგი

გილოცავთ, ვისაც გაგიხარდათ! გოლის გამტანები გვყავს, საგოლე პასების გამკეთებლებიც. ფსიქოლოგიური მდგრადობის და უკან შედარებით უფრო გამართული თამაშის პირობით ყველასთვის კერკეტი კაკალი ვიქნებით. შანსები გასვლაზე ნამდვილად არის.

• მალხაზ ჯობავა

ბიჭებო! ბრძოლა მოგებულია, ახლა ომია მოსაგები. აბა თქვენ იცით. დაცვას მიხედე ვილლი, დაცვას!

• david

ნახირი არა?! შეგირცხვეს კაცობა თუ კაცი გქვია! ბუდუ გენაცვალე

• Pepelu

ახლა ბერძნების ჯერია!!!!! და ბოლოს კლავიატურის ვირთხების ჯერიც დადგება!!!:))))))))))))))) დიდება საქართველოს!!!!!!!! მადლობა ბიჭებო!!!!!!!!!!!! თქვენს გვერდით ვართ!!!!!!!!!!!

• pepe

ტოპურიას უმადლოდეტ

• Devkalion

ბარადაჩების გუნდი მსაჯმა გადაარჩინა, ყოჩაღ ბუდუ და ჩაკვე,დაცვა არც ისე კარგი და ცენტრიც ჰა 3+,იმედია კვარა ბერძნებს ისევ გაუტანს.

• ვახო

ფედერაცია არ გამოგრჩა არა ჯიგარო?? იმასაც მადლობა ხო?? გასაგებია შენზე ყველაფერი

• იასონას

შვეტე იასონ!

• ნოდო

ვკითხულობ კომენტარებს და ამდენი მცოდნეები საიდან?! გაიხარეთ დღევანდელი დღით და ხვალინდელს დაველოდოთ. დღეს ბიჭებს გულით თამაშიშთვის მადლობა იცოდნენ რო ეს გაგვაერთიანებდა ერს. დაველოდოთ მომდევნოს და ისწვ გავერთიანდეთ ნუ ვჭამთ ერთმანეთს

• თედო

რამდენი ყოფილხართ ჩასაფრებულები, ფუჰ. თქვენი უჯიგრო მართლა. ნაკრები იყო შესანიშნავი, ტაქტიკურადაც და,მენტალურადაც. მადლობა ბიჭებს, ვილი სანიოლს და ფედერაციას. წინ კიდევ ერთი გამარჯვებაა.

• სოსო

გილოცავთ გამარჯვებას ,მეგობრებო!მთელი თამაში გული მეწურებოდა,დაცვამ არაფერი ჭამოს მეთქი.ჭამეს კიდეც,მაგრამ გაშვებული გოლი შეგვრჩა და იმის იქით,საგრძნობი უპირატესობაც გვქონდა.უბრალოდ,გულშემატკივარს ყოველთვის რაღაცა საფრთხე გველანდება.ახლა მთავარი მატჩი დარჩა და იმედი ვიქონიოთ,ყველაფერი საჩვენოდ დასრულდება.

• nedved

იყო ჯარიმა ნამდვილად მაგრამ ბევრი მსაჯი არ დადებდა, გაგვიმართლა რო მსაჯმა 50/50ზე ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვიტა

• roma bejanidze

გილოცავთ ყველას. ბიჭებმა თავი დადეს. მადლობა ამ შემართებისთვის. წარმოგიდგენიათ ამათ დამატებული კვარა? ღმერთი ჩვენსკენ. დიდება საქართველოს.

• იასონას უდარი

მოგება ყოველთვის კარგია,მართალია მსაჯის დახმარებით,მარა კარგია.კაკაბაძე გასაგდები იყო და ის ბოლო იმედის ჯარიმა არ იყო. არადა მაგარი შემოგვიტიეს და მსაჯმა თამაში დაამთავრა. ასეა,თოფურიას დარტყმის მეც შემეშინდებოდა

ბიჭების მონდომებას ყოჩაღ, მსაჯს მადლობა, სანიოლს ... ლუქსემბურგი იყო ეს და არა პირველი ოცეულის გუნდი, ასე რომ გვენერვიულა.

• Y

კაშია ტოვებს შემდეგ თამაშს? 3 ყვითელის გამო?

• Guja

არაა ავცილებელი თქვენისტანება ფეხბურთს უყუროთ რაგბს მიაწექით რუმინეთს მოუგოთ თასიც დაგგრჩება

• ვახო

კომენტატორების ბღავილი გაუქმებულ გოლზე და წითელზე იყო ამაზრზენი.. მოკლედ მადლობა ვარს და მსაჯს გვიშველა მგონი თორე რა იქნებოდა რავი.. მოკლედ კატასტროფაა და არა საფეხბურტო არამედ მენტალური თვალსაზრისით.. ხალხო რასაც უყურეთ მოგეწონათ???

• ნაპოლეონი

მაგაზე გუშინ ვრცელი კომენტარი დავწერე გუშინ. . . დოღია ნუ. .

• ნოე

ცოტა ლოგიკა ხომ უნდა დააყოლო ნათქვამს,ყველაფერი შეიძლება დააბრალო მიქაუტაძეს მარა უჯიგრო თამაში მეტისმეტია, ფაქტიურად იმ წაგებულ ბურთზე არ ეთამაშა ბოლომდე რა შედეგიც დაფიქსირდებოდა ბოლოს ტაბლოზე წარმოდგენაც არ მინდა

• ქობულეთიდან

ეს მატჩი მოსაგები იყო და მოვიგეთ კიდეც. არც ერთი წამით არ დამიშვია სხვა შედეგი. გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეხლა მთავარია გუნდმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, კვარაც დაგვემატება, მაყურებელიც დიდ როლს შეასრულებს და ერთად ავიხდენთ იმ დიდ ოცნებას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში შევნატრით. წინ საქართველო!!!

• G.LA

ძალიან მოწადინებული იყო მთლიანი გუნდი. ყოჩაღ ბიჭებო. ბუდუ გოლა შემოგევლე შენ. ჩაკვეც მშვენივრად თამაშობდა და მიქაუტაძეც ხომ მაგარი იყო. მადლობა ბიჭებო და დიდი იმედით ვარ ფინაში გამარჯვების მჯერა. წარმატება და გამარჯვება საქართვრლოს. ❤️

• ilar10N Youtube

ხვიჩას გარეშე ნახირია.

• იბერია

გილოცავთ მეგობრებო გილოცავთ ეს ერფი და სხვა მრავალი არა... კიდევ ერთი:)))) ეგ კაი მაგრამ ერთი რომ არ დავწერო არ შემიძლია.. საზმაუს მატჩამდე მოწვეული ყავს ჭიაბრიშვილი ექსპერტად ხოდა, კითხვა - ეს კარგი მაგრამ ლუქსემბურგზე რას იტყვით? ჭიაბრიშვილი - ლუქსემბურგის ნაკრებს არ ვიცნობ, იმედია კონტრშეტევებზე არ გვეთამაშებიან.:))( საგიჟეთია:))))

• ლევანი

აჰააა, ხომ შეგძლებიათ, ბებრებიან ახალგაზრდებიანად. გილოცავთ, ნახევარი საქმე გაკეთებულია. დაიმახსოვრეთ ბიჭებო, ყველა თამაში ასე ჯიგრით უნდა ითამაშოთ, ამხანაგურიც კი, აბა მერე ნახე თუ არ მოვა წარმატება. დიდება, დიდება, დიდება საქართველოს!!!

• aron

მსაჯის რა იციტ ესეტი მსაჯი კარგია მერე გვეყოლება ეგეტი

• ყაჩაღ ოლეგას

მეც გილოცავ!

• ვახ...

ფუი ეშმაკს.. ერთი თამაშია დარჩენილი და ერთ თამაშს ვთამაშობთ ხოლმე იქნებ გავისროლოთ...

• ჟორა

ამას თუ ფეხბურთი ქვია რაც ჩვენებმა ითამაშეს ფეხბურთი რაღაა? შეტევებს ვერ აწყობენ ეს ქოჩორაშვილს ბურთი ებლანდება ფეხებში იმედია გამოასწორებენ

• დდდ

არიქა, არ გაუშვათ ეგ ვარის სასტავი, ფინალიც ხომ თბილისშია...

აი ნაკრებში ორი გამორჩეულად სასაცილო და უსახური პერსონა წიტაიშვილი და დავითაშვილი..

• ალექს

გილოცავთ და ღმერთმა ინებოს ფინალიც მოლოცვით დავასრულოთ! წარმატებები ბიჭებს! ბუდუუუ შე უძალიანმაგრესოო!

• KOSTAKURTA

თქვენი არ ვიცი მაგრამ საშინლად ნერვების მომშლელი იყო მიქაუტაძის, უჯიგრო, უპასუხისმგებლო, ეგოისტური თამაში ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში!

• სიმართლე

ევროპაში ესეთი თამაშით არაფერი გვესაქმება

• ყოჩაღი ოლეგი

მოიგეს ლამბერებმა. ყოჩაღ, გილოცავთ!

• სიმართლე უნდა ითქვას

გილოცავთ სრულიად საქართველოს. წარმატებები ფინალურ მატჩში.

• ვახო...

უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს ფინალურ თამაშშიც!

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?

შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი

ქომაგების დიდი რიგი - რა ხდება თბილისის ქუჩებში ამ დროისთვის [VIDEO]

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]

ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით