ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი

"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი

ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს გამოეხმაურა.

"ახლა მთავარი კითხვაა:

შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არაა, რადგან გუშინდელმა თამაშმა ტკბილ-მწარე შეგრძნება დაგვიტოვა. რომ არა VAR-ის ჩარევა, ვინ იცის, თამაში როგორ გაგრძელდებოდა? თუმცა ისიც სათქმელია, რომ საერთო ჯამში, ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და უფრო მეტი მომენტიც გვქონდა (ორჯერ გავარტყით ძელს), ოღონდ ფეხბურთი ის თამაშია, სადაც ყოველთვის არ იგებს ის, ვინც უკეთ თამაშობს და გუშინ შეიძლება ეს ამბავი მომხდარიყო, რომ არა მსაჯი.

ორჯერ შემოგვიტია სახიფათოდ ლუქსემბურგმა და ორივეჯერ ბეწვზე გადავრჩით; ერთხელ მამარდამ გვიხსნა, მეორეჯერ - VAR-მა, არადა, ჩვენი დაცვის ტრიოს გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა. ეს შეფასებებშიც აისახა (კაშია- 7.2, კვირკველია - 7.2, დვალი - 7.7). ზოგადად, დაცვა შეცდომას რომ არ უშვებდეს, ფეხბურთში გოლი არ გავიდოდა, ამიტომ საერთოდ უშეცდომო თამაშს ვერავის მოსთხოვ. დაცვაში შეცდომა ყველა გუნდისთვის გარდაუვალი ამბავია (ამას წინათ კიდევ ერთხელ ვუყურე "დინამო"- "კარლ ცეისის" 1981 წლის ფინალის მომენტებს და ჩვენს კარში რომ გოლი გადის, მაგ დროს ჩივაძე და ხიზანიშვილი ისეთ ბავშვურ შეცდომებს უშვებენ, დღეს რომ ეს ქნან ჩვენმა მცველებმა, მათი ნაკრებიდან მოკვეთას მოვითხოვდით).

შესაბამისად, გაშვებულ გოლში მარტო დაცვას აღარ ადანაშაულებენ ,ხოლმე: მთელი გუნდი აგებს პასუხს, რადგან თანამედროვე ფეხბურთში მთელი გუნდი უტევს, მთელი გუნდი იცავს თავს. გუშინდელ გოლში ნახევარდაცვას არანაკლები ბრალი აქვს, რადგან მათ ტაქტიკური ჯარიმა არ აიღეს, როცა კონტრშეტევაზე წამოვიდა მეტოქე და ზოგადად, თამაშის იმ მონაკვეთში ბურთი დაუთმეს ლუქსემბურგს, რამაც გამოიწვია ქაოსი ჩვენს კართან. ზოგადად, თუ გინდა, შენს კართან ხიფათი არ შეიქმნას, მეტოქე კარამდე არ უნდა მოუშვა და ეს სწორედ შემტევებმა და ნახევარმცველებმა უნდა უზრუნველყონ. ანუ ბურთი და თამაში შენ უნდა აკონტროლო (რა თქმა უნდა, არსებობს მეორე ნომრად თამაშის ტაქტიკაც, მაგრამ ჩვენ ეს არასდროს გამოგვივიდა).

გუშინდელ თამაშში სწორედ ეს იყო კარგი, რომ საქართველომ სცადა შემტევი ფეხბურთის თამაში და ეს დიდწილად გამოუვიდა. სანიოლი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ესაა ჩვენი გუნდისთვის უფრო ორგანული. ამისთვის საჭირო რესურსიც გვაქვს, ჩვენ თავად რომ არ ვხუჭავდეთ თვალს და ვაიგნორებდეთ კარგ ფეხბურთელებს. სანიოლს მუდმივად შევახსენებთ, როგორ აიგნორებდა ჩკავეტაძეს დიდი ხანი (ზოგი გულშემატკივარიც მხარს უბამდა, მაგან დაცვის დახმარება არ იცისო), ახლა კი ის გუნდის ლიდერია. იგივე სიჯიუტეს იჩენს ის ახლა არაბიძესთან დაკავშირებით, არადა, გუშინდელ თამაშში გამოჩნდა, რომ გვაკლია მასეთი ფეხბურთელი. ავხსნი, რატომ:

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ დიდი სხვაობა იყო შეტევის მარცხენა ფლანგსა და მარჯვენა ფლანგს შორის. ჩვენი შეტევების 90 პროცენტი მარცხნიდან ვითარდებოდა, რადგან მარცხნივ ჩაკვეტაძე და შენგელია დაქროდნენ. (შენგელიამ საბოლოდ დაამტკიცა, რომ ამ პოზიცაზე დღეს ნაკრებში უკონკურენტოა. შეფასებაც ზივზივაძის შემდეგ ყველაზე მაღალი მიიღო გუნდში - 8.1. მერე რა, რომ ზოგიერთივით ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს და საბერძნეთის საშუალო გუნდშია! ცხოვრება ზოგჯერ უსამართლოა).

აი, მარჯვენა ფლანგზე იგივე ვერ ხდებოდა, რადგან იქ არ გვყავდა ჩაკვესნაირი ტექნიკური ფეხბურთელი. სანიოლმა სიურპრიზი შემოგვთავაზა და ქოჩორაშვილი საყრდენის პოზიციაზე კი არ დააყენა, არამედ - რვიანის, ხოლო საყრდენად კიტეიშვილი მოქმედებდა. კიტე ყველგან კარგია. ქოჩორაშვილიც კარგი ბიჭია, მაგრამ ჩაკვესნაირი ტექნიკა არ აქვს და კაკაბაძეს ისე ვერ რთავდა შეტევებში, როგორც ჩაკვე შენგელიას.

ახლა წარმოიდგინეთ, მის ადგილზე არაბიძე რომ მდგარიყო. ანუ მარცხნიდან შეტევებს ჩაკვე გაამწვავებდა, ხოლო მარჯვნიდან - არაბიძე და ასეთი დისბალანსი ფლანგებს შორის არ იქნებოდა. პლუს, საბერძნეთთან ბურთის დაჭერა გვჭირდება და არაბიძე აქ ჩაკვესთან ერთად დიდ წვლილს შეიტანდა, მაგრამ აწი ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს? ალბათ მაინც არ გამოიძახებს.

ამიტომ იმაზე ვთქვათ, ამ რესურსით რისი შეცვლა შეგვიძლია.

ზოგი ფიქრობს, რომ საბერძნეთთან შემტევები კი არ უნდა დავამატოთ, არამედ ჩამშლელები. მე ამას არ ვეთანხმები დავწერე ზემოთ, რატომაც. ზოგადად, კლასიკური ექვსიანების დრო, ჩემი აზრით, წავიდა. მაგალითად, "ინტერში" ამ პოზიციაზე ჩალჰანოღლუ თამაშობს და ვინ იტყვის, რომ ის ჩამშლელია? ახლა რეჯისტების დროა და კიტესგან კარგი რეჯისტა გამოვა.

ერთადერთი, კანკავაზე მეფიქრება: რისთვის დააბრუნა სანიოლმა წასული კაცი, თუ მის დაყენებას არ აპირებდა? საბერძნეთთან თუ მაინც კლასიკური ექვსიანით თამაშს გადავწყვეტთ და კანკავას დააყენებს, მაშინ კიტე შეიძლება რვიანის პოზიციაზე წასწიოს და მარჯვენა ფლანგი შეტევაში სუსტი აღარ იქნება, მაგრამ მე კიტეს დავტოვებდი ცენტრში და მარჯვნივ, არაბიძის არყოფნაში, წიტაიშვილს დავაყენებდი.

წიტაიშვილი შეტევაშიც კარგია და დაცვაშიც. კარგ ფორმაშიცაა. პლუს, ცაციაა და მარჯვნიდან ცენტრისკენ კარგად შედის და საჯარიმოს გარედან კარგად ურტყამს. კაკაბაძესაც უკეთ ჩართავდა შეტევებში, ვიდრე ამას ქოჩორაშვილი აკეთებდა და მარჯვენა ფლანგი შეტევაში პასიური აღარ იქნებოდა.

მთავარი კი ისაა, რომ საბერძნეთთან ხვიჩა დაგვიბრუნდება და ჩვენი გუნდი შეტევაში უფრო სახიფათო გახდება. თუმცა ხვიჩას დაბრუნება დამატებითი თავსატეხიცაა მწვრთნელისთვის: ან ბუდუ უნდა დასვას სკამზე, ან ჟორჟი. თქვენ ვის დასვამდოთ მის ადგილზე?", - წერს მერაბი.

• dachi

გამოიღე შე ბოღმიანო...

• gaga

საქართველოს დამარცხება გარდაუვალია. ვისაც სუსტი გული გაქვთ გირჩევთ საერთოდ არ უყუროთ ამ თამაშს!

• ავთანდილი

უნდა მოვიგოთ, კი ბატონო ბერძნებს ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ლივერპულში, ვესტ-ჰემში და სხვა ცნობილ გუნდებში თამაშობენ, რაგრამ მათ არ ჰყავთ ამ კლუბების წამყვანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კვარა, მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ბუდუ, დავითაშვილი. სწორედ ამ ფეხბურთელებმა უნდა აიღონ თამაში თავის თავზე. თან წინა თამაშში ჩვენი დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო. თუმც კი სხვაა ლუქსემბურგი და სულ სხვაა საბერძნეთი. მოკლედ 3-2 საქართველოს სასარგებლოდ. ასეთია ჩემი პროგნოზი.

• თემო

ჩემი აზრით,სანიოლმა უნდა გამოიძახოს ახალგაზრდები 17 და 19 წლამდელებიდან,ბიჭებს სისწრაფეც აქვთ და გამძლეობაც.ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული სწრაფ შეტევებზე.კანკავა,კვირკველია,კვეკვესკირი დააჯინონ სათადარიგოზე!!!

• ნოდარი

,, ოოო რეჯისტი: მაგარი იყო რეჯისტი კი არა ფლავი. ილაპარაკე და წერე ქართულად და ყველაფერი კარგად იქნება.

• ბათუმი

დაცვის მეშინია, კვერკველია ვერ გაქაჩავს!! კაშიაც ისეთი ვეღარაა-. საზონოვი მინ სათადარიგოზე უნდა იჯდეს... კვარას ინდივიდუალიზმის იმედი მაქვს... გადავრჩით ლუქსემბურგთან! საბერძნეთი ათჯერ ძლიერია!

• გუსანი

ზოგიერთ კომენტარებს ეხება...!ჩემი აზრით უნდა ვისწავლოთ სხვისი აზრის მოსმენა, კრიტიკაც შეურაცხყოფის გარეშე... ცოტა მეეჭვება კიტეს შესაძლებლობებში, თუმცა ალტერნატივასაც ვერ ვხედავ, ზივზივაძემ აშკარად მოუმატა და ამიტომაც არის ნაკრების ძირითადში, ბოლომდე არ მესმის რატომ არ მიეცა შანსი იგივე არაბიძეს და გველესიანს ამხანაგურებში მაინც? ახსნა რაც იყო იმაშიც ვხედავ ლოგიკას, თუმცა მაღალი ინტენსოვობით თამაში ბევრ ქართველს არ შეუძლია, მასე ჩვენი კუმირიც არ არის მზად იგივე პრემიერლიგაში თამაშისთვის, იქაურ ტემპს ვერ გაუძლებს ჯერჯერობით.... ნაკრებში ყველაზე პრობლემური კი დაცვა რჩება, კარლცაისთან იმ მომენტის შეფასებაში კი მერაბი ასპროცენტიანია, თუმცა მაშინდელი დონის დაცვა რომ გვყავდეს, განსაკუთრებით საშა, დაგვხატავდა...

• ტარიელი

საქართველო-ს არ გეჩვენება , რომ ძალიან Xმამაღალი განაცხადი გამოგივიდა საქართველო რომ დაირქვი , ვაშაძე ხო არ ხარ ,,სრატეგია აღმაშენებელი" რომ მიიწეპა ?! ცოტა თავმდაბლობა არ გვაწყენს ჩემის აზრით .

• gpi

გერო-ს კერძოდ?

• გერო

უკაცრავად, მაგრამ მსჯელობაზე ეტყობა, რომ მეტრეველი ფეხბურთის ცოდნასთან შორსაა; გარდა ამისა, ხშირად ვუყურებ "რეზიუმეს" და ხანდახან მსჯელობს საკითხზე, რომლის არსშიც გარკვეული არაა

• Jaba

გუშინ წავიკითხე, თურმე ადამიანი რომელიც ისეთ თემებზე გამოთქვამს მუდმუვად აზრს, რომლის საიმშიც კი არაა, მეცნიერულ ენაზე მას "ულტრაკრეპიდარიანიელი" ქვია, რაც ალბათ ჩვენ ენაზე ითარგმნება როგორც მერაბ მეტრეველი.

• ქალაქელი

ვინ გვყვავს კიდევ სერია აში თუ ბეში,ბერძნებსაც კი არავინ ჰყავთ,ჰა ჰა ერთი-... ისიც სკამზე მჯდომი ღრმად და მასაც კი ათამაშებენ....

• გურიიდან

ევროპაში გაწევრიანება გინდა იასონა? რაშია საქმე, გულმა რეიზა გაგიწია? აქანე ვინმემ უდარი ხომ არ გაგიკეთა?!

• ადამიანი

ერთი გია ხუხაშვილია ყველაფრის ექსპერტი და მეორე მერაბ მეტრეველი საყოლიფრო ვაქვთ დამთავრებული

• ადამიანი

აი ხალხია ეგეთი,შენ სულ სხვა ხარ,მაღლა მდგომი.

• საქართველო

მე არ ვამბობ რომ ძლიერი და დაუმარცხებელი გუნდია საბერძნეთი,მითუმეტეს როდესაც ხვიჩა გყავს გუნდში,ისეთი კლასის ფეხბურთელი რომელსაც შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი,მაგრამ ესეთი შეუფასებლობა და დაუფასებლობა მოწინააღმდეგის რაც თქვენ დაწერეთ,არ ვიცი. სათადარიგოთა სკამზე უზით ალკმაარის და ერედივიზიონის ბომბარდირი,მემგონი ამით ყველაფერია ნათქვამი.თუ ეს არაა საკმარისი,მაშინ გეტყვი რომ 4 ფეხბურთელი თამაშობს ინგლისის ჩემპიონატში. მაგრამ მე მჯერა რომ საბერძნეთი კი არა თურქეთიც რომ იყოს აუცილებლად დავამარცხებთ და გავალთ ევროპაზე.

• Pepelu

იასონა სუქანაო ასე კარგი ნუ ხარავო ჰეეეეე ბეჩა ყირამალააააა ბეჩა ყირამალაააა :))))))))))))

• მწარე

არც საზონოვი და არც ლოჩოშვილი. ამ ეტაპზე საზონოვს კიდევ დრო ჭირდება, ხოლო ლოჩოშვილი ბინზური ფეხბურთელია, ან პენალს აიკიდება ან წითელს.

• იასონას უდარი

აი,ის ხალხი მაგიჟებს,სულ დამცველის როლში რო გვევლინება და ძალიან პატრიოტობას აწვება,როცა ყველაზე ჩმორი ხალხია. ვაისის დროს,ვიძახდით რო ზიზვივაძე გამოსაძახებელია და არ იძახებდა,დონე არ აქვსო და ხომ გამოჩნდა რო აქვს? კიდევ უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება,თუმცა მეზარება და ყველას კარგად გახსოვთ,როცა ერი ითხოვდა და მწვრთნელები არ უსმენდნენ,მერე გამოდიოდა რო ის ფეხბურთელი,ვისაც ხალხი ითხოვდა იყო საკვანძო და გადამწყევტი. როცა ადამიანი იმსახურებს გამოძახებას,უნდა გამოიძახო და მისცე შანსი. იმ დროს კი არა,როცა უკვე გადამწყვეტი თამაშებია,მაშინ უნდა დაუძახო როცა ამის საშუალება არის. არაბიძეზე ისეთი სიტუაციაა არის რო ეს ბიჭი იჩაგრება და ამიტომ არის ასეთი ამბავი.თუ ვამბობთ,რომ ნაკრები ყველასია,მაშინ ყველას უნდა ქონდეს თამაშის საშუალება და ის არავინ უნდა დაჩაგროს. მარტო არველაძეების ან შენგელიების არის ნაკრები? ვატო არველაძე ყავდათ გამოძახებული ბევრჯერ,თუმცა ისეთი ცუდი ფეხბურთელია რო ვეღარ კადრულობენ. სირცხვილია,ხალხი ევროპაში გაწევრიანება გვინდა და ნაკრებში ჩაწყობაზე არის საუბარი ისევ. ნიჭს უნდა მისცე გზა ფართო და არა გვარიშვილობა,თუმცა ჩმორი და გაყიდული ქართველები სულ იცავენ თავის ბატონებს. ვიღაც გამოხტება ისევ და დაიწყებს ათასი რაღაცის თქმას,თითქოს ბოღმიანი ვარ ა.შ. რა არის ბოღმა და ტყუილი,ჩმორები არ გვყავს ქართველებს თუ ქვეყანას არ ყდიან ყოველდღიურად? რომელია ტყუილი?

• 555

აბანოში ანუ საბერძნეთთან გამოჩნდება სად ვართ.

• david gurgenidze

პორტუგალია, საქართველო თურქეთი, ჩეხეთი!

• "ხვედელიძე უკან დაიწი ბიჭო, დაცვას მიხედე, დაცვას, ბურთებს სხვებიც გგაიტანენ"

ფეოლა მასწ, ცოტა დინჯად მოგვიყევი ედ დიდი საფეხბურთო ცაოდნა და ხანდახან გაგვიმეორე ხოლმე, თორემ ვერა ავიგია რა თქვენი საფეხბურთო განსწავლულობა. ისა, არქვია და ბავშობაში აუტის ხაზზე თუ მიგიწოდებიათ გადავარდნილი ბურთები? ეგეც საქმეა....

• Pepelu

წადი რა ბოკერიას და მიჰას მიხედე:)))))))))))))))

• 555-s

ჰოდა რომ გინახავს დიდი ფეხბურთი და ვერაფერი გისწავლია ეგ არის პრობლემა. მსაჯის დახმარებით რა მოვიგეთ? რაზე აპელირებ? ყველაფერი ბიჭებმა დაიმსახურეს და გვეკუთვნოდა და არავის არაფერი დაუთმია ჩვენთვის იოლად. რაც შეეხება ლუქსემბურგის შემადგენლობას ვინმე ახლობელი გეყოლება ვისაც ინტერნეტი აქვს და დაგუგლე და ნახავ ვინ სად თამაშობს.

• QT

ქოჩორას ადგილზე არაბიძეო... კარგით რა, ეს კაცია ამ გვერდის მფლობელი ან ადმინისტრატორი, რატომ აქვეყნებთ მის ამხელა მოსაზრებას, რომელი ნოდარ ახალკაცი ესაა.

• დათო

ქოჩორაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ჩემი აზრით შენგელიაზე ნაკლები შეფასება არ უნდა მიეღო. კანკავა კიდევ საერთოდ არ უნდა დაებრუნებინათ როგორც გამოჩნდა. შე დალოცვილო, გიძახიან იმიტომ, რომ საჭირო ხარო შენი გამოცდილებისა და ლიდერული თვისებების გამოო და როგორ იქცევი? როგორც გამოუცდელი ლაწირაკი, თან უკვე როცა საქმე დასრულებულია. საშიშია მაგ ადამიანის ძირითადში დაყენება...

• რონი

ამ ფინალში გამოჩნდება ხვიჩას რა შეუძლია.. მესიმ ითავა და ნაკრებს მსოფლიო მოუტანა. კი იყვნენ სხვებიც ვინც მიეხმარნენ მაგრამ თავი და თავი იყო მესი ყველას გადაუარა.... ასე უნდა იყოს ხვიჩაც ერთი ციმიკასი ყავთ მეტნაკლებად ცნობილი და ისიც სხვა ფლანგზეა. ხვიჩამ უნდა დაგლიჯოს ჩაკვეც აუწყობს ფეხს აუცილებლად და ბუდუ იზავს რამეს ან ჟორჟიკა.. კაი იქნებოდა არაბიძეც ყოფილიყო მეორე ტაიმში გამოადგებოდა ნაკრებს... ასე იყო ბუდუს შემთხვევაშიც სანამ აქციები და ამბები არ მოაწყო გულშემატკივარმა არ გაიგო იმათმა ყურებმა.. თურმე კაი ყოფილა ხო? მასე იქნება არაბიძის შემთხვევაშიც!!!!

• შაკო

გუშინ მიქაუტაძე იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რომ მოვიგეთ, რას ამბობ? შენ ფეხბურთს აღარ უყურო ჯობია. უკან იყო შედარებით და ფლანგიდან უტევდა უფრო ბუდუსგან განსხვავებით და გააწამა მცველები, სულ დაძაბულობაში ყავდა. წითელიც მაგან აკიდა ლუქსემბურგის დაცვის ლიდერს და თამაში გარდატეხა ფაქტიურად.

• suxumchanin

მაოცებ, რომელ თამაშს უყურე მიქას მოტანილი წითელი და მას მოყოლილი გამარჯვებაც რომ ვერ ნახე? ფეხზე 2 მცველი რომ აჯდა და ყოველი მისი ბურთთან შეხება წიოკი რომ იყო ლუქსემბურგის ეგეც ვერ ნახე?

• dima

აშკარად სუსტია სანიოლი, საბერძნეთთან გაგვიჭირდება.

• ვილი

საერთოდ არაფერში არ ვეთანხმები, არაბიძის ქოჩორაშვილის ადგილზე დაყენება საიდან მოაფიქრდა საერთოთ გაუგებარია. ქოჩორაშვილმა რამდენი ართმევა გააკეთა ხო უნდა დაინახო. მეორე კიდე კანკავას და საზონოვს რაც შეეხება, კაცი ვარჯიშებზე უყურებს და ვინც ფორმაშია აყენებს და აზაროვზეც იგივეს ვფიქრობდით ყველა და ფაქტია გაამართლა შენგელიამ და აცადეთ ამ კაცს რა!

• სოსო

მიქაუტაძე ნამდვილად არ არის ბურთის ღორი.ამ თამაშში,ძალიან ბევრი და სასარგებლოდ იმუშავა.კაკაბაძის ეპიზოდი კი სათამაშო იყო,თან გვერდიდან მოარტყა მოძრავ ფეხბურთელს და ყვითელს კი,მაგრამ წითელ ბარათს არ იმსახურებდა.მაჩის ბოლოს,კაშიაზე უხეშობა,სრულიად წინასწარ განზრახული და არასათამაშო უხეშობა იყო.ასე რომ მსაჯს თავისუფლად შეეძლო,ისიც გაეძევებინა. საკვირველი ის არის,რომ ჩვენს გუნდში ვეტერანებს უფრო ეტყობათ დაძაბულობა.ალბათ იმიტომ,რომ წინა ფინალის წაგება,მათ დანაშაულის შეგრძნებად აწვებათ და მზად არიან მინდორზე დადონ თავები.კვეკვესკირმა და კანკავამ,მეტოქესთან პირველივე კონტაქტში მიიღეს გაფრთხილებები,კაშიამაც პროვოკაციულ უხეშობაზე თავი ვერ შეიკავა და მანაც ყვითელი მიიღო.ჩერნოგორიასთამ მაშინდელ მარცხს,ბევრი სწორედ მათ აბრალებდა და აგრესია ახლაც იგრძნობა.მგონი ეს ძაბავთ უფრო მეტად და დაძაბული ადამიანი,გახევებულივით ხდება.შეზღუდულ მოძრაობას კი,წესების დარღვევები მოჰყვება.ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ,რომ ამ დაძაბულობისაგან განთავისუფლდნენ.სამწუხაროდ ძალიან ბევრი,სწორედ ამის საპირისპიროდ მოქმედებს და ფაქტობრივად ნაკრებს ვნებს.ახლა ბოღმის ნთხევის დრო არ არის.ახლა,ნაკრების გვერდით დგომის დროა. ბერძნებს კარგი გუნდი ჰყავთ,ნახევარფინალში კარგად ითამაშეს და დიდი ანგარიშითაც ადვილად გაიმარჯვეს,თუმცა თამაში თამაშს არ ჰგავს და ჩვენ სულ სხვანაირად შეიძლება წავიყვანოთ თამაში.ფინალია,ერთი თამაში და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ჩვენ ნაკრებს უნდა დავეხმაროთ,სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები,დარწმუნებული ვარ,მთლიანად დაიხარჯებიან და თავს არავინ დაიზოგავს.რა გამოვა,რამდენზე გვეყოფა,ამას კი,მატჩის დასრულების შემდეგ ვნახავთ.

• Burton

ქოჩორაშვილის მაგივრად წიტაიშვილიო, მარჯვენა ფლანგზეო და გუნდი რა ტაქტიკით თამაშობდა ვერ მიხვდა? 3 ცენტრალური ნახევარმცველი იყო, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი და ოდნავ წინ ჩაკვეტაძე. ამ ტაქტიკაში ფლანგზე მხოლოდ თითო კაცია ნომინალურად: შენგელია და კაკაბაძე. წიტაიშვილი მარჯვნივო რომ წერს, ეგ უცოდინარობაა. ქოჩორაშვილი "მარჯვნივ" არ მდგარა. ცენტრალურ ნახევარმცველად იდგა, რომელიც შეიძლება უფრო მარჯვენა ნახევარსფეროს ფარავდა, მაგრამ წიტაიშვილის პოზიცია საერთოდ სხვაა. წიტაიშვილი მარჯვენა გარემარბია (ან მარცხენა, როცა ლატერალად თამაშობს) და არა ცენტრალური ნახევარმცველი (რომელიც შედარებით მარჯვნივ თამაშობს, სხვა ცენტრალური ნახევარმცველისგან განსხვავებით).

• მირო

ბუდუ უნდა დააყენოს კვარასთან ერთად აუცილებლდ,ჟორჟი ვერ ქაჩავს აშკარად.სანიოლს ის ურჩევნია ფრანგი რომაა იმიტომ,მაგრამ ბუდუს ბურთი ბურთზე გააქვს,ტარანივითა,ჟორჟის კი შეჭამენ ბერძენი მცველები. საერთოდ,მგონია რომ ცოტა ზედმეტი წარმოდგენა გვაქვს მიქაუტაძეზე.გუშინ,მაგალითად,რა მოეწონა სანიოლის მის თამაშში არ ვიცი. ისე,შანსებზე თუ ვიტყვით,მგონია რომ მაინცდამაინც დიდი შანსი არ გვაქვს,გუშინ ყაზახებს ისე გადაუარეს,საერთოდ არ შეამჩნიეს მოედანზე.ვერ ვიტყვი,რომ ჩვენ ყაზახებზე ერთი თავით მაღლა ვდგევართ.

• ხვიჩა

შე მართლა საპოჟნიკო ლუქსემბურგი და გიბრალტარი ვერ გაგირჩევია

• ქალაქელი

დაცვაში არ ათამაშო საბა საზონოვი,ფეხბურთის არ ცოდნაა,საქართველოს ნაკრებში დღეს ერთ ერთი უძლიერესია,ბერძნები არ გვაპატიებენ,არც კაშიას არც კვირკველიას და არც დვალის მცირე შეცდომებს,სინელეს ასაკის გამო და სუსტი პოზიციის შეცდომებს,დაცვაში დგომისას,საზონოვიც და ლოჩოშვილიც,დღეს უფრო მოთხოვნებადი არიან,ძლიერ გუნდებთან თამაშისას,დღეს დღეობით

• გუგა

"ორჯერ გავარტყით ძელს", ოთხჯერ ---ვისაც ჩვენი ნაკრების გამარჯვება არ უნდა და არ უხარია

• 555

???-ს!შენგან განსხვავებით ნამდვილად დიდი ქართველი ფეხბურთელების თამაში მაქვს ნანახი.მესხი-მეტრეველიდან დაწყებული.ასე,რომ ნამდვილად მეცოდები რადგან ნამდვილი დიდი ფეხბურთი ქართველების შესრულებით არ გინახავს.

• ხვიჩა-ს

რა ვუყოთ და ბურჭულაძის პარტიის პარტბილეთი ჩამოვართვათ. როცა ეგ ბურჭულაძის პარტიის სახე გახდა, ყველასთვის ცნობილი ოყო, რომ ბურჭულაძე სააკაშვილის სატელიტი იყო. მაინც შევიდა, იქნებ, კარიერა გავიკეთოო. კი გაიკეთა . . .

• ბ. დილანიშვილი

პაატა ბურჭულაძის პარტია რომ არ დაშლილიყო, დაიმარჯვებდა და მეტრეველი სპორტის მინისტრი გახდებოდა აუცილებლად. ყოველ შემთხვევაში რამის მინისტრი ხომ გახდებოდა.

• las

ობიექტურად საბერძენეთი ალბათ ჩვენზე კარგი გუნდია მაგრამ არ ვართ უშანსოდ. სახში ვთამაშობთ. ყველაფერი ჩვენსკენ არის. ხვიჩას ფაქტორი. პატარა გამართლება და ვფიქრობ გვაქვს შანსი და არცთუ ისე მცირე. 11 -მ იანებში ივარჯიშონ ჩვნებმა . არ არის გამორიცხული

• buba

მერაბ მეტრეველი ნაკრების მთავარ მწვრთნელად.

• inviz9

მიქაუტაძე ბურთის ღორია და აფუჭებს მომენტებში თამაშს, ორი აზრი არ არის სათადარიგოთა სკამზე ჟორჟი უნდა დარჩეს. ბუდუს ვერც შეედრება გოლის ალღოთი და ართმევაზე თამაშის უნარით კაკაბაძემ საშინლად ითამაშა და არა იმიტომ, რომ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, არამედ იმიტომ, რომ უამრავი შეცდომა დაუშვა, ბევრჯერ დაკარგა ბურთი და საერთოდ რომ არა მსაჯის მიერ მისი უხეშობის "გატარება", კაკაბაძე გასაგდები იყო უხეშობისათვის და ლუქსემბურგი კი არა ჩვენ დავრჩებოდით კაცნაკლულნი მოკლედ არაბიძეს თუ არ გამოიძახებს ზურიკო მაინც უნდა დააყენოს მარჯვნივ. ისე ზოგადად გუშინდელმა თამაშმა აჩვენა რომ დაცვის ფლანგებზე გვიჭირს-ამიტომ უნდა ვეცადოთ ისეთი ნახევარმცველები გვყავდეს ვისაც საჭირო შემთხვევაში წარმატებულათ შეტევა შეუძლიათ. ბრაზილიელების ნათქვამის არ იყოს-რამდენიც არ უნდა გაგვიტანოთ ჩვენ ერთით მეტ გოლს გაგიტანთო. ეს უნდა იყოს ჩვენი მიდგომაც შეძლებისდაგვარად ბერძნებთან, რადგან გოლის გაშვებისაგან დაზღვეულნი არ ვართ და გატანა მაინც უნდა შევძლოთ მაქსიმალურად. გოჩოზე დაწერა ვიღაცამ ჯანზეა და სწრაფად დარბისო-ეგ კი მართალია, მაგრაამ უაზროდ დარბის და მაგის მოტყუება ძალიან ეიოლებათ მეტოქეებს, დამცველად არ ვარგა ზოგადად ბერძნებიც იმპროვიზაციის გუნდია და ნაკლებად გავს ისეთ გუნდებს, რომლებსაც წინასწარ დამუშავებული სქემები აქვთ, რომლებმაც იციან შეტევის დროს ვინ სად გარბის და აშ, მაგალითად როგორიც ნორვეგიაა. ჩვენც ასეთ ფეხბურთს ვთამაშობთ რომელიც ცალკეული მოთამაშის ტექნიკაზე და უნარებზეა დაფუძნებული ვიდრე ავტომატიზმამდე დაყვანილ წინასწარ დამუშავებულ ქმედებებზე და სვლებზე. ვერ ვიტყვი ცალსახად, რომ ეს ცუდია თუმცა ასეთი თამაშისას ადვილი გამოსაცნობია ფეხბურთელის შემდგომი მოქმედება. ასეა თუ ისეა ბერძნებს იგივე იარაღით უნდა დავუპირისპირდეთ და მოედანზე რაც შეიძლება მეტი კრეატიული მოთამაშე უნდა გვყავდეს, რადგან ინდივიდუალირი ოსტატობაა ჩვენი კოზირი ძალზედ სამწუხაროა რომ არაბიძეს და აზაროვს არ გამოუძახა ჯიუტად-იმეადია არ ინანებს ჯაბას დრო სამწუხაროდ უკვე გავიდა. კიტემ მაინცდამაინც ვერ ივარგა, ჩაკვე და შენგელია იყვნენ კარგები. ჩემდა გასაკვირად დაცვის ცენტრმაც კარგად ითამაშა იმ 2 ჩავარდნის გარდა-ისე უფრო ინტენსიურად რომ შემოეტიათ ვინ იცის დაცვასაც შეიძლება მეტი შეცდომა დაეშვა ამიტომ ძალზედ ფრთხილად უნდა ვიყოთ ბერძნებთან ბუდუმ დაგლიჯაა, ქოჩორას არა უშავდა, მაგრამ მოედნის ხედვა არა აქვს-ახლო ბრძოლაში კი ნორმალურად გამოიყურებოდა რაც მთავარია და რამაც პირველ ტაიმში განსაკუთრებით უპირატესობა მოგვიტანა ეს იყო უსაზღვრო შემართება და ბურთის კოლექტიური ართმევა რაც კარგად გამოგვდიოდა-ასე გააგრძელეთ ბიჭბო ბურთისთვის ბრძოლა, მთავარია ძალა გეყოთ ამ საკმაოდ დამღლელი ქმედებებისათვის მაინც მგონია, რომ საბერძნეთი ბევრად ძლიერი არ არის ვიდრე ლუქსემბურგი და უფრო იმედიანად ვარ ვიდრე გუშინ თამაშამდე ვიყავი მსაჯს მადლობა :)

• ამირანი

ასეთი ქაოსური თამაშით ბერძნებს ვერ მოვუგებთ

• ოთო

ბიჭო,ბიჭო,ბიჭო რამდენი "ყველაფერჩიკი„ ყავს ამ ქვეყსნას.

ვინ იყო საპოჟნიკი და პარიკმახერი? ნახე რა გუნდებში თამაშობენ. ეგ სიტყვები ფარერებთან ჭრიდა კლავიატურის ლომო! გეტყობა მაგრად ერკვევი ფეხბურთში...

• ვახო

კარგია ))

• gia

რატომ არ მიგყავთ რეპორტაჟი თქვენ და ათას სისულელეს აძახებინებთ გიგა გვენცაძეს?

შენ სას ბალახობ, შენ?

• vazha

ჩემი მეზობელიც საინტერესო აზრებით მოძრაობს

• ხვიჩა

გაგნებაში არ ხარ და კიდე სხვას დასცინი?

• 555

სად დაფრინავთ გულშემატკივრებო?ვის მოვუგეთ მსაჯის დახმარებით?გეტყვით,ოფიციანტებს,პარიკმახერებს და "საპოჟნიკებს".ამ თამაშით გ ვინდა ევროპაზე გასვლა?

• ხვიჩა

რა მექანიზმით ავუკრძალოთ სპორტულ თემებზე წერა, კონსტიტუციის დონეზე თუ ნორმატიული აქტებით? და მერე აკრძალვას თუ დაარღვევენ და მაინც დაწერენ რა ვუყოთ, რით დავსაჯოთ?

• ხვიჩა

ეუფ შენ განაცვალე რომ გაგვაგებინე ძელი სხვაა და ხარიხა სხვა

• გიო

ხვიჩა , არაბიძე და აზაროვი.

• ისე მაინც

"ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და უფრო მეტი მომენტიც გვქონდა (ორჯერ გავარტყით ძელს)" - ცნობისთვის, ბურთი ერთხელ ძელს მოხვდა, მეორედ ხარიხას. #წერექართულად

• მამუკა

4-3-1-2 სისტემით უნდა ათამაშოს გუნდი, ზივზივაძე და მიქაუტაძე ორივე უნდა დატოვოს და მათ უკან ხვიჩა და მისცეს ხვიჩას მოძრაობის თავისუფალი არეალი, ხვიჩას უკან ჩაკვე, ქოჩორა და კიტე, ოთხი მცველი- შუაში ალბათ დატოვებს ისევ კაშია-კვირკველიას, ფლანგებზე კაკაბაძე-შენგელია.

• ზაზა

არსებობს სპორტული ჟურნალისტიკა და ჟურნალისტები. მათ გარდა ამ თემებზე წერა სხვებს უნდა აეკრძალოთ. მერაბ მეტრეველი ფეხბურთში ძალზე რიგითი მოქალაქის დონეზე ერკვევა, რომელსაც არც ეროვნული ჩემპიონატის, არც ქართველი ლეგიონერების მატჩები არ უნახავს და რაღაც ინფორმაციებით სტატიას აკოწიწებს. "ამას ის რომ ექნა და იმას ეს", ეგეთი აბსურდით ეროვნული ნაკრების გადამწყვეტ მატჩებზე არ მსჯელობენ. მსაჯის შეცდომა იყო, რომ ლუქსემბურგელი დროულად არ გააძევა. მათი გოლი რა თქმა უნდა, არ უნდა ჩათვლილიყო. ეგ ეპიზოდი საკამათოც არ არის.

• მიხო

რატომღაც გული მიგრძნობს 11მეტრიანებამდე მივა საქმე, ნეტა ვცდებოდე და ჩვენებმა მოიგონ უმაგისოდ

• გიორგი

ზუსტადაც მეორე ნომრად ოღონდ ერთი განსხვავებით მაღალი პრესინგი იქვე საჯარიმოდან ხოდა საფიქრალი ეგაა გავქაჩავთ ამ ყველაფერს?

• vj

ყველაფერზე რომ ორიგინალური აზრი აქვთ?! რაიმე მაინც გესმოდეს ან ფეხბურთის ან პოლიტიკის?!

• დდდ

ბ-ნო მერაბ, საიდან მოიტანეთ, რომ მეორე ნომრად თამაში არ გამოგვდის?!... ერთა ლიგის ამ გათამაშებაში, რაც თამაშები მოვიგეთ, მაკედონიასთან და ბულგარეთთან, სწორედ მეორე ნომრით. პირველ ნომრად სახლში ვეთამაშეთ ბულგარეთს და მომენტიც კი ვერ შევქმენით - 0:0. საბერძნეთთან პირველ ნომრად თამაში, გარანტირებული წაგებაა, რადგან ობიექტურად ჩვენზე ძლიერი, დისციპლინირებული და რაც მთავარია, ტაქტიკურად გამართული გუნდია... გუსტავო პოიეტმა აშკარად დაატყო ხელი მაგ გუნდს, ნახეთ მათი თამაშები საფრანგეთთან და ჰოლანდიასთან, ტოლი არაფერში დაუდეს და ბოლომდე ინარჩუნებდნენ ჯგუფიდან პირდაპირ გასვლის შანსს, მერე თემურ ქეცბაიას ჰკითხეთ - როგორ მოახერხა უსუსტესი კვიპროსით მაგ საბერძნეთის დამარცხება და მიხვდებით, რომელ ნომრად თამაშით გვექნება გასვლის შანსი... ისე, სანიოლი ესპანეთთანაც პირველ ნომრად აპირებდა თამაშს და კიდევაც "გამოიცნო" - აკი, გოლიც გავიტანეთ...

• მავანისგან

ძალიან კარგი რომ შენ არ ხარ ნაკრების სათავეში...

• Footbol

ხვიჩას მეწყვილედ დავითაშვილი და ჩაკვეტაძე (ზივზივაძე ჯობია

• Lm

კაშიამ და დვალმა თუ მაგრა ითამაშა აღარ ყოფილა საშუელი. და ქოჩორამ სუსტადო ... ტიპი იმენა საკაიფოდ იდგა ცენტრში და დიდწილად ეგ და კიტე იჭერდნენ ბურთს და ძალიან ბებრს მოძრაობდნენ. არაბიძე მოძრაობაში კიდე ძაან სუსტია. ფაქტიურად არ დარბის ტიპი

• პატრიოტი

ნუ პრაფესორობ "პოლიტიკოსო", რა ნომრები აგიტყდა, რა ექვსიანი და რა რვიანი, იქნებ ათიანიც გეხსენებინა, ღოღობერიძეს გავიხსენებდი, მაგრამ მისი თამაშის ბოლო წლებშის აღარ იყო ათიანობა, მაგრამ ზოგიერთ რამეში შეიძლება დაგეთანხმო, იქნებ არაბიძე აჯობებდა ქოჩორაშვილს, მაგრამ არაბიძე არც გამოეკიდებოდა შემტევს, რომელმაც ადვილად ჩაუქროლა კაკაბაძეს, მერე ქოჩორაშვილს. ცხადია ისინი სუსტები იყვნენ მომენტებში, მაგრამ ფაქტია, მათზე უკეთესები ამჟამად არ გვყავს, ექსპერიმენტების დრო კი ახლა არ არის, ფეხბურთს მეტი ყურადღება სჭირდება და არა პოზიორობა ლოჟიდან ... მოედნები, სკოლები, საქართველოს ჩემპიონატი ...

• www

სულ მაგას ვიძახი, ჩვენ უნდა ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი.. არ გამოგვდის ჯერჯერობით ძალისმიერი, რთული ტაქტიკურ სქემებზე აწყობილი თამაში..

• შახრუდინი

აუ ექსპერტებო……მთელი თამაში ბურთი გვეჭირა რამდენჯერ ძელს გავარტყით ბიძია ეს ლუქსემბურგი ანდორა კი არარი.შეგიტევს ხანდახან და სახიფათოდაც აბა რა გინდოდათ თქვენ?მთელი თამაში უშანსოდ ყოფილიყვნენ?დიდი ბოდიშით ბატონო

• dato

რა ექვსიანი და რა რვიანი მათემარიკის მაგალთის ანალიზია თუ ფეხბურთის ) როპდის იყო პოზიციები ესეთი დანომრილი მითუმეტეს დღვანდელ ფეხბურთში )

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს

"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება