საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ ნანა მჭედლიძის შესანიშნავი ფილმის, „პირველი მერცხალის“ ფინალური სცენა გამახსენდა, როდესაც ქართველი ფეხბურთელები „აბა ულას“ მღერიან. ეს რაღაც განსაკუთრებულია, გაუტეხავი სულის გამოხატულებაა, ბრძოლის უნარის, დამარცხების მერე ფეხზე წამოდგომის და მიზნის მიღწევის. გავიმარჯვეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და რაოდენ სიმბოლურია, რომ გადამწყვეტი პენალტი აფხაზეთიდან დევნილმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, რომელიც თანანაკრებელებთან ერთად ნამატჩევს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებთან მივიდა და სკანდირებდა: „აფხაზეთი საქართველოა!“, „სამაჩაბლო საქართველოა!“. საქართველოა და მერე როგორი საქართველოა...

უსაშველოდ გაიწელა შეხვედრის დაწყება, დრო თითქოს მიიზლაზნებოდა; შიშის გრძნობაც არსებობდა, რომ ჩვენი ბიჭები ზეწოლას ვერ გაუძლებდნენ. გაუძლეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. მეტოქეს არაფერი დაუთმეს და გამოჩნდა მწვრთნელის, ვილი სანიოლის სტრატეგიის, ტაქტიკის და შერჩეული შემადგენლობის მართებულობა. თერთმეტმეტრიანების სერია ლატარიაა, შეიძლება არ გაგიმართლოს, მაგრამ ასეც რომ არ მომხდარიყო, განა ფეხბურთელებზე აუგი დაგვცდებოდა. ისინი ხომ ბოლომდე დაიხარჯნენ, სული, გული ჩადეს თამაშში, გააკეთეს, რაც შეეძლოთ და რაც არ შეეძლოთ. ყველა ქების ღირსია, ვინმეს გამოყოფა არ შეიძლება. დაცვაც კარგად გაისარჯა, მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ მისცეს მეტოქეს კარში დარტყმის საშუალება, თუმცა წარმოუდგენელია ასეთ მოწინააღმდეგეს 120 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ მიეცეს შანსი. ცოტა გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ ძლიერებს უმართლებთ და ფეხბურთის ღმერთიც ჩვენ მხარეს აღმოჩნდა.

არ მინდა, ვინმე გამოვყო, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნოდ ლაშა დვალმა და გიორგი ქოჩორაშვილმა გამაკვირვეს. საბა კვირკველიას სასტარტოში არდაყენებას სულ ტყუილად უკიჟინებდნენ სანიოლს. როგორც კი დავინახე პირველ ვარჯიშზე, როგორ ფორმაში იმყოფებოდა, მასში ეჭვი არ შემპარვია. აქვს ხოლმე სეზონის დასაწყისში გარკვეული პრობლემა, თუმცა მწყობრში ჩადგომისთანავე ისევ ძველი საბა ხდება. გიორგი მამარდაშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ხოლო ასაკის, სიმაღლის და უნარების გათვალისწინებით, საუკეთესოც შეუძლია გახდეს. გიორგი ჩაკვეტაძეზე ბევრს ჩაქნეული ჰქონდა ხელი, რადგან მძიმე ოპერაციების შემდეგ მისი დაბრუნება თითქოს წარმოუდგენლად მოჩანდა. დაბრუნდა, ფიზიკურად კიდევ უფრო მომძლავრდა და მისგან შემდგომ პროგრესირებას ველით.

ცალკე საუბრის თემაა ხვიჩა კვარაცხელია. ზოგიერთი რატომღაც თვლის, რომ კარგი მატჩი არ ჰქონდა, რასაც აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები, ვინაიდან მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა მეურვეები, სამ მცველს ყვითელი ბარათი მიაღებინა, კონსტანტინოს ციმიკასი კი მსაჯს, შიმონ მარჩინიაკს აუცილებლად უნდა გაეძევებინა. ბერძენმა კვარაცხელიას მწყობრიდან გამოსაყვანად პირველ ტაიმში გამიზნულად და არა უნებურად ჩაარტყა იდაყვი სახეში. თქვა ელადელების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა, რომ უკვე საწყის წუთებში მისი სამი მცველი გაფრთხილებული და „გაწითლების“ საშიშროების წინაშე აღმოჩნდა და ამანაც შეუზღუდათ მოქმედების საშუალება. ხვიჩას მუდამ ორი ან სამი ფეხბურთელი წნეხის ქვეშ ჰყავდა და ისინი შეტევებში სრულფასოვნად ჩართვას ვერ ახერხებდნენ.

ალბათ, ყველა ჩვენგანმა ძალიან ინერვიულა, კინაღამ გამისკდა გული (ერთი პირობა შემეშინდა, ჯანმრთელობის პრობლემა არ შემქმნოდა), მაგრამ ეს გამარჯვება ამად ღირდა. მადლობა ფეხბურთელებს და განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს. ჩვენი გოგო-ბიჭები, როგორც ყოველთვის, განუმეორებლები იყვნენ. იცით, მგონია, საკუთარ თავს სათანადოდ ვერ ვაფასებთ ხოლმე. ერთ ამბავს გავიხსენებ - საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე უეფას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ტურნირი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, ჩვენთან გაიმართა. ხალისიანი, გარეგნულადაც ლამაზი მაყურებლები მგზნებარე ქომაგობით სტადიონზე რაღაც საოცარ ატმოსფეროს ქმნიან და მახსენდება ლამის დავიწყებული გამონათქვამი, რომელიც, შესაძლოა, ზოგს გადაჭარბებულად მიაჩნია - "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ". ვართ, ბატონებო და ქალბატონებო, ოღონდ ხანდახან და ამ „ხანდახან“-ის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმ ძალიან, ძალიან მცირერიცხოვან ვაიგულშემატკივრებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წარმატება არ უხარიათ და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ ყოველთვის საუკეთესონი ვიყოთ, ისეთები, როგორებიც ბოლო ორი თამაშისას ვიყავით.

ამ გამარჯვებას ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ახალი მუხტის შეძენა ძალუძს. უნდა გითხრათ, არც ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებით მთლად უშანსოდ და ბრძოლას გერმანიაშიც ყველას გავუმართავთ. "აბა ულა", საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მიემგზავრება - ვისაც გჯერათ, გაგვატარეთ.

მიმომხილველი

ლუკა
კარგი სტატიაა!თუმცა ჩემ აზრს გამოვთქვამ,ვფიქრობ კვარაცხელია გასულ წელთან შედარებით შესამჩნევად გაზრდილი არაა და არც ამ მატჩი იყო ისეთი როგორსაც ვისურვებდით.კიი მეტოქეზე ზეწოლას ახდენდა,მაგრამ რას ვხეირობდით?ბურთს მუდმივად კარგავდა,გადამრია სისულელეებით,როცა ფლანგზე ხარ ოთხ მეტოქესთან,დაარტყი ძლიერად პარტნიორისკენ,ან გაძვრება ან მეტოქიდან აუტში გადავა,თავდაღუნული თამაშობდა ან ეგოისტურად ან სულელურად.ის ძალიან ნიჭიერია და თუ კარგ ხელში არ მოხვდა,გაფუჭდება.ვფიქრობ სანიოლიმ სწორი სტრატეგია აირჩია,მაგრამ ამ სტრატეგიას უფრო მიქაუტაძე მოუხდებოდა და დავითაშვილი სასტარტოში და შემდეგ შეცვლაზე ზივზივაძე და ჩაკვე.ესეც არ იყოს მათი შეცვლა ძალზე დააგვიანა.სწორედ ნახევარმცველების კარგი თამაშით იყო ჩაკეტილი კარისკენ მიმავალი გზები და როცა ჩაკვე და კიტე დაიღალნენ მაშინ შეიქმნა სახიფათო მომენტები ჩვენ კართან. ვულოცავ ბიჭებს და საქართველო,ეს გამარჯვება გუნდის,ხელმძღვანელების და ხალხის უნიკალური ერთობის ხარჯზე მოხდა!წინ საქართველო!წარმატებები!
suxumchanin
ის ოსი და აფხაზი(სამწუხაროდ ტრაგიკულად დაღუპული) დღესაც საქართველოში არიან და აგრძელებენ ქვეყნის მხარდაჭერას( ვიტალის შვილები)
საქართველო
კი ბატონო, 81-ში ისტორია აფხაზმა და ოსმა შექმნეს და არა აფსუამ და კავკასიონის ქედს მიღმიდან გადმოსულმა ალანიელმა ოვსმა. ისინი სულით, გულით და მენტალობით საქართველოს შვილები იყვნენ, იმიტომაც იყვნენ იქ სადაც იყვნენ და თამაშობდნენ იქ, სადაც თამაშობდნენ.
მალხაზ ჯობავა
გუნდის ექიმმა, შენგელიას რაღაც პატარა ძვილის ტრამვა აქვსო, გამოჯანმრთელების დრო არ უთქვია. იმედია ივნისისთვის ფორმაში იქნება.
ლევანი
ლევან შენგელიას, კოჭ-წვივის მცირე მოტეხილობა აქვს, სერიოზული არაა, რამოდენიმე კვირაში მწყობრში იქნებაო. ჩემი უღრმესი პატივისცემა და სიყვარული მას, უმაგრეს ქართველს, ამ გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს! დიდება საქართველოს!
რიგითი
კიდევ და კიდევ გილოცავ საქართველო.. ახლა როცა ემოცია ოდნავ დაცხრა მაინტერესებს სად არის დაკარგული ფედერაციის პრეზიდენტი კობიაშვილი??
Gio
ნუ ივიწყებთ: 81-ში ოსმა და აფხაზმა შექმნეს ისტორია. ეს ძალიან მისანიშნებელი და საყურადღებო ფაქტია

პატრიოტული გულის ძახილი არ მაძლევს საშუალებას რომ არ ვთქვა: კომუნისტების მიერ აშენებულ სტადიონზე გამარჯვებას არ ვაღიარებ. ვითხოვ ბათუმის სტადიონზე გადათამაშებას. დამოუკიდებელმა საქართველომ სწორედ დამოუკიდებლობის პერიოდში აშენებულ სტადიონზე უნდა მოიპოვოს გამარჯვება. P.S საერთოდაც, მეტროსაც თუ გავაჩერებთ ურიგო არ იქნება. იმუშაოს მხოლოდ ორმა სადგურმა, რომლებიც დამოუკიდებლობის დროს ავაშენეთ, ვაჟა-ფშაველა - სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ვახო...
ნამდვილად, ყველა ჭეშმარიტ ქართველს ვულოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას! წინ, კიდევ ბევრი, დიდი გამარჯვებები გველის!
ჯანაშია ვაგნერი.
ეს ყველაფერი კარგი!!კიდევ უკეთესი იქნებოდა,თუ ლევან შენგელიას ჯანმრთელობას მოიკითხავდით.უდიდესი დამსახურება მიუძღვის ამ ბიჭს ნაკრების წარმატებაში.ნუთუ არავინ არ იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.კაცს ისედაც გაუხარდებოდა მოკითხვა.
თემური
შენგელიას ტრამვაზე თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია გთხოვთ დაწეროთ!
სოსო
საერთო აზრის გამომხატველ სტატიასაც კონკრეტული პიროვნება წერს.სამწუხაროა,ვინაობის გამჟღავნება რომ არ გსურთ.მიიღეთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა და უფრო ხშირად წერეთ.თქვენ ჟურნალისტებს მუდამ ამას ვთხოვ,ხშირად უაზრო და იაფფასიანი უცხოური სტატიების გადმობეჭდვას,თქვენი საკუთარი ნააზრევი მოგვაწოდოთ,გირჩევნიათ მეთქი.რას კარგავენ?ჰო და თქვენც დაამტკიცეთ,რომ კარგად წერა და ანალიზი შეგიძლიათ.დაე უცხოელებმა გადაბეჭდონ, სპორტალის სტატიები.როცა ფიქრობ,ვითარდები კიდეც.თუ რედაქტორი ხართ,თქვენც დაინტერესებული იქნებით,თანამშრომელთა განვითარებით.ვფიქრობ ცუდი აზრი არ არის.დასპეციალდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაზე,წერონ,ხელი გაიწაფონ,ჩაუღრმავდნენ ამ სახეობებს,წერონ საჭირბოროტო საკითხებზე,საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა.საიტიც განვითარდება და მკითხველიც უფრო კმაყოფილი დავრჩებით.წარმატებებს გისურვებთ!
სოსო-ს
როცა სტატიას ავტორი არ უწერია, ე.ი. ავტორი ან გამოცემის რედაქტორია, ან მთლიანად რედაქციის სახელითაა გამოქვეყნებული.
X
კვეკვესკირზე ხმა არ გავიგო ყოველთვის კარგი ბიჭი იყო პიროვნულად და აგერ შეასრულა განსაკუთრებული ბიჭია.
ზურა
ვილი სანიოლმა თავის საერთო კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
აკაკი
რუსეთი ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ამით ის მტკიცდება რომ უკრაინა მაგარ პონტებშია, რუსეთი კი იძირება. ხო კარგი ვხუმრობ. საქართველო მართლა მაგარი ქვეყანაა, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ და ამ ტერმინის მოწინააღმდეგენი უმეტეს წილად მხოლოდ ქართული იდენტობის მოზიზღე ტიპები და ტიპშები იყვნენ.
Levani
100% აბა რაა
რაბუ
მიხედეთ დინამო თბილისს არანაკლები ზეიმი იქნება ქალაქში და ქვეყანაში რაც გუშინ ვნახეთ. გახარებული და გაერთიანებული ქართველები. ფეხბურთი სპორტზე მეტია. იზრუნეთ ამ კლუბზე რომ იშვიათი მოვლენა არ იყოს საფეხბურთო ზეიმი ქვეყანაში და აქ ჩამოდიოდნენ ევროპული კლუბები და მათთან გამარჯვებას ვზეიმობდეთ
გიორგი
გაიხარე, მიმომხილველო. ზუსტი შეფასებები და ნორმალური ადამიანის სურვილები გაქვს. მართალი გითხრა, მეგონა ერთ ბურთს მაინც გაგვიტანდნენ, და სულ მცირე 2 ბურთის გატანისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად, და სათამაშო სქემაც შესაბამისად უნდა აგვეწყო, მაგრამ სანიოლი მართალი აღმოჩნდა, რასაც გულწრფელად ვულოცავ!
სოსო
ავტორს.ავტორ,გამოდი რას იმალები?!ამ ბოლო დღეებში,ორი ისეთი შესანიშნავი სტატია გამოაქვეყნე, აღტაცებული დავრჩი.დააწერე შენი სახელი რომ ვიცოდეთ,ვინ არის კიდევ ერთი კარგი სპორტული ჟურნალისტი და პიროვნება.
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
ნეაპოლში განგაშია - "კვარამ" შეიძლება "ატალანტასთან" ვერ ითამაშოს