სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, 21-ე ტური დღეს გორში დრამატული მატჩით გაიხსნა. "ივერიონმა" თბილისის გაუ-ს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 78:76 დაამარცხა. მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლებს გამარჯვება პლეი ოფში გასასვლელად, ანუ 8 გუნდს შორის მოსახვედრად სჭირდებოდათ, ხოლო გაუ-ს ოთხეულში ადგილის დაბევება უნდოდა. მიზეზი მარტივია: თუკი პლეი ოფის პირველ წრეში რეგიონის გუნდი შეხვდებოდა, მოედნის უპირატესობა ექნებოდა.

ამიტომაც იყო, ორივე გუნდმა ძალიან მონდომებით, ბოლომდე რომ იბრძოლა. გაუ-მ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ლიდერობას ბოლო პერიოდის შუამდე ფლობდა. ერთი ეპიზოდში დავით როგავას გაწვრთნილი თბილისელების ლიდერობამ 12 ქულასაც მიაღწია, თუმცა გორელები არ თმობდნენ – მეტოქეს კუდში მისდევდნენ და როცა შანსი მიეცათ, გამოიყენეს კიდეც.

გარდამტეხი აღმოჩნდა ბოლო პერიოდში ის ეპიზოდი, როცა მასპინძლებმა რამდენიმე კონტრშეტევა წარმატებით დააგვირგვინეს, დაცვაში კი მეტოქეს მაგრად დაუდგნენ და ლიდერობა მოიპოვეს. გარდამტეხ ეპიზოდში თავი რიკარდო ლინჩმა და კვენტინ ჰარდრიქტმა გამოიჩინეს, რომლებმაც საკვანძო ბურთები ჩააგდეს.

გაუ-ს ჰქოდა შანსი, მაგრამ ჯერ იყო და თევის სმიტმა საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე ორივე საჯარიმო ააცილა და ანგარიში ვერ გაათანაბრა, შემდეგ კი პრესინგით მოპოვებული ბურთი იმავ სმიტმა ზედ ფარის წინიდან ააცილა და თამაშიც დასრულდა. გორის გუნდს რიკარდო ლინჩმა 30 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით ულიდერა, ჰარდრიქტის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა. გეგი ბაქრაძე 8 ქულითა და 15 მოხსნით გამოირჩა. გაუ-ში 29 ქულითა და 8 მოხსნით ენდრიუ ლუისი იყო საუკეთესო, 16 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი თევის სმიტმა დააგროვა.

სუპერლიგის 21-ე ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა ხვალ და ზეგ – გურჯაანში, ბათუმში, თბილისსა და ტყიბულში ჩატარდება. ეს გახლავთ მეორე შემთხვევა, როცა სუპერლიგის ტურის ხუთივე მატჩი სხვადასხვა ქალაქებში იმართება.

GBF.GE

ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა