საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩს 9 აპრილს გამართავს. ირის ანტმანის გუნდი კვიპროსში, ახნასის სტადიონზე, ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

8 აპრილს ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ნინო პასიკაშვილმა ისაუბრეს.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ვემზადებით ბელარუსთან მატჩისთვის, რომელიც ამ ჯგუფის საუკეთესო გუნდია. გვსურს, კარგი თამაში ვაჩვენოთ. თუ ჩვენს შესაძლებლობებს წარმოვაჩენთ, დადებითი შედეგის მიღწევას შევძლებთ. ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე. ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ეს ფეხბურთელებზეა დამოკიდებული და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ, როგორც ბოლო შეხვედრაში.

ლიეტუვასთან რთული თამაშის შემდეგ მოთამაშეები ცოტა დაღლილები არიან, თუმცა თავს კარგად გრძნობენ. სათადარიგოთა სკამზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მსგავს ვითარებაში ეხმარებიან გუნდს. ასე რომ, მზად ვართ თამაშისთვის“.

ნინო პასიკაშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „ვფიქრობ, რომ ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ რთული თამაში გველის. ლიეტუვასთან დიდი ენერგია დავხარჯეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინები გვაქვს. გვსურს, მაქსიმუმი გავაკეთოთ. დადებითი შედეგი იქნება თუნდაც ქულის მოპოვება, თუმცა ჩამოსულები ვართ მოსაგებად და ჩვენთვის მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ აქვს“.

ბელარუსი-საქართველოს ქალთა ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Livestream.com-ის სფფ-ის არხზე შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი)

nakrebi.ge

Pepelu
გოგოებს წარმატებებს ვუსურვებ!! ფაქტია ბოლო დროს ძალიან მოუმატეს!! თუმცა ქალების ფეხბურთს ვერ ვუყურებ!!!! ბელარუსიას საფრანგეთი, ბელგია და აშშ ეთამაშება და ჯერ იმათმა აკრძალოან და მერე ჩვენც აღარ ვეთამაშები!!
სოსო
უეფას არ უნდა გაეშვა,ბელარუსი.
ასეა ეს
თუ ღირსება გვაქვს, არ უნდა ვეთამაშოთ!
დიმა
ლიეტუვა ბოიკოტს უცხადებს, ჩვენ კი ვეთამაშებით. დაავიწყდათ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი, რაც საქართველოს შეურაცყოფა იყო.
რუსეთს რაააა?
ბოიკოტი ბელარუსს!!!
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა [VIDEO]
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საბერძნეთთან მარცხით დაიწყო
საქართველო - ბელარუსი | საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩი თბილისში
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან მატჩისთვის ემზადება
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან დასანანი მარცხი განიცადა, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]
ირის ანტმანი: ჩვენი მიზანია, ქულები მომდევნო თამაშებში მოვიპოვოთ
"ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით" - რა ითქვა ბელარუსთან მატჩის შემდეგ