85 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება.

მენოტის ხელმძღვანელობით, არგენტინის ნაკრები 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მენოტი თავდამსხმელი იყო. თამაშობდა "როსარიო სენტრალში", "რასინგში", "ბოკა ხუნიორსში", "ნიუ-იორკ ჯენერალზში", "სანტოსსა" და "ჟუვენტუდში"; სათავეში ედგა "ოლდ ბოიზს", "ურაკანს", არგენტინის ნაკრებს, "პენიაროლს", "ბოკა ხუნიორსს", "ატლეტიკოს", "რივერ პლეიტს", მექსიკის ნაკრებს, "ინდეპენდენტეს", "სამპდორიას", "როსარიო სენტრალს", "პუებლას" და "ესტუდინტესს".

1982/83-ის სეზონში "ბარსელონამ" მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო.

1981 წელს მან განაცხადა, რომ თასების თასის მფლობელი ევროპის უძლიერესი გუნდი თბილისის "დინამო" გახდებოდა.

დავით 67-ს
ჰა, მაფასაც მესის ხომ არ აბრალებ?
მანფრედ კალცი
გული დამწყდა. ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა არგენტინა მის დროს.
დავით 67
გული დამწყდა, ნამდვილად ლეგენდარული კაცი იყო. სადღაც წავიკითხე ფინალზე 1978-ის. 2 საათში 60ღერი სიგარეტი მოუწევია.თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, მაშინ ბრაზილიის ნაკრები შეგნებულად ჩატოვეს ჯგუფში. არგენტინა პერუს 6-0 ვერ მოუგებდა. ეს მენოტის არ ეხება რა თქმა უნდა. აქ მაფიამ იმუშავა

ფეხბურთის უდიდესი ფილოსოფოსი. მისი ერთი ცნობილი ინტერვიუ უნდა ითარგმნოს , სადაც მესიზე გვარდიოლაზე, საერთოდ ფეხბურთზე და სხვა ბევრ თემაზე ლაპარაკობს. ესპანური ვინც იცით ორიგინალიდან უნდა ითარგმნოს
G.LA
მენოტი მაგარი მწვრთნელი იყო. არვენტინის ნაკრები მის ხელში ისეთი ძლიერი იყო ვერ მესსი ვერ მსრადონას დროინდელი ნაკრებები ვერ შეედრებოდა. მენოტიმ სანამ თქვა თასაების თასებს უძლიერესი გუნდი დინამო მოიგებსო მანამ თქვა 1979 წ დინამო მგონი ლივერპულის გამოგდებას ფიქრობსო, მაშინ ლივერპული ზედიზედ 2-ჯერ ფლობდა ჩემპიონთა თასს, ლიგა ჯერ არ იყო. სულ სიგარას ეწეოდა ცხონებული მენოტი, ქარიზმატული პიროვნება იყო.
temo-s
და, დიეგო არა?
ზურა
1986 წელს, როცა არგენტინა მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო მარადონა ჩემპიონატის (და პლანეტის) საუკეთესო ფეხბურთელი, მენოტის ჰკითხეს - არის თუ არა უკვე მარადონა პელეზე დიდი ფეხბურთელიო, მენოტიმ საოცრად ორიგინალური და სწორი პასუხი გასცა - პელეს დონის ფეხბურთელი რომ გახდეს, ჯერ პელესავით ათასი გოლი უნდა გაიტანოსო (პელემ, თუ არ ვცდები, სულ 1261 გოლი გაიტანა)..... წარმოუდგენლად სწორად ესმოდა ფეხბურთის არსი
temo
ლეგენდა სურატია
skaro
ვაფანატებდი ამ კაცზე, ძალიან მეწყინა
skaro
ჩემიც
გია
იმ ქვეყნად! ორი ლეგენდა შეხვდება ერთმანეთს, ლუის მენოტი და დიეგო მარადონა!!!!!!!! ნათელში მათი სულები!!!!!!!!
ეჰ
კურიოზია ნიკა რურუაზე მეტ ხანს რომ იცოცხლა. რურუამ თქვა ერთხელ ტელევიზიით ინტერვიუში საქართველოს ნაკრებს "ცხონებული მენოტიც" კი ვერ უშველისო, არადა მენოტი მაშინ ცოცხალი იყო. და მეორე დღეს აქ სპორტალზე გაჩნდა ეგრევე სტატია სათაურით "ლუის მენოტი ცოცხალია! " და რურუას მაგ განცხადებაზე იყო. მკვდარ კაცზე ცუდის ლაპარაკი არ შეილებაო მარა, ... ეს ისეთი კურიოზია ნაღდად უნდა ქონდეს იმ ქვეყნად გაგრძელება. იქ ზევით რო შევა ეხლა, დაუძახებს ამას ალბათ, რაო ბიჭო ხო არ მეძებდი რას ბაზრობდი ერთი ჩემზეო?
mexsiereba.
"მესი გახდება მე5-ე მეფე. ან მესი ან არავინ." 10 წლის წინ თქვა. ნათელში იყოს
ქუთაისი
კაცი-ლეგენდა... მენოტის მიჰყავდა დინამო-ფეინორდის პირდაპირი რეპორტაჟი რომელიღაც არხზე... სწორედ ამ რეპორტაჟის დროს თქვა მენოტიმ, რომ თასს აიღებდა ევროპის უძლიერესი გუნდი თბილისის დინამო... დინამო მაშინ ზუსტად მენოტისეულ ფეხბურთს თამაშობდა.
რეზო
1981 წელს მენოტიმ განაცხადა - არ არსებობს მსოფლიოში გუნდი, რომელიც ორ-თამაშიან დაპირისპირებაში თბილისის "დინამოს" დაამარცხებს.
სოსო
ძალიან ვწუხვარ.1978 წლის არგენტინის ნაკრები,საოცარ,ყველასგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა და მისი გვირგვინი,ფინალში,ჰოლანდიის ნაკრებთაB ჩატარებული დამატებითი დროის ნახევარი გახდა.მართლაც ფანტასტიკური,ზეშთაგონებული ნახევარი საათი.მენოტიმ,გუნდის კაპიტანი,ნაკრების სტაჟიანი მეკარე და უკვე არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი,დიეგო მარადონა არ წაიყვანა,მაგრამ მაინც დიდებული ფეხბურთი აჩვენა.იმ დროს,არგენტინაში სამხედრო გადატრიალების გამო,ძალიან მძიმე სიტუაცია იყო.ბევრი ხალხი დახოცეს და აწამეს,სტადიონებზე კი,პატიმრებს ამყოფებდნენ.სტადიონის მუშაკებმა,თავისი სიტყვით ვერ გამოთქმული დამოკიდებულება,იმით გამოხატეს,რომ კარის ძელები,შავად შეღებეს ფეხბურთელებმაც,რაც შეეძლოთ,არაფერი დაიშურეს,უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხის გასახარებლად.
suxumchanin
მადლობა, არ ვიცოდი მენოტის წინასწარმეტყველება, თუ შეგიძლიათ მეტი ინფოს მოწოდება
სიმენონი
რა საწყენია:( მენოტი ჩემი ბავშვობის ლეგენდა:(
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
"ნაპოლიმ" შეიძლება მსოფლიო ჩემპიონი დაიმატოს
ნეიმარი: მინდა "ბარსელონას" ისტორიაში შევიდე
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
ლუის სესარ მენოტი: ყოველთვის მანცვიფრებდა ლეო მესის თამაშის უბრალოება
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ერთი ინტერვიუს გამო: მენოტი ცოცხალია!
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]