ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

<p>TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო მენეჯერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ. ნუკრიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რევიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში ირაკლი აზაროვის ვერმოხვედრა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.</p><p>"ორი აზრი არ არსებობს, რომ ირაკლი საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელია. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს, თავიანთი მონახაზი აქვთ, იგივე ეხება ვილი სანიოლსაც. ძალიან გული დამწყდა, როცა გავიგე, რომ ვერ მოხვდა 26-კაციან განაცხადში. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ ხდება... მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ისეთი ბიჭია, ყოველთვის დაამტკიცებს თავის კარიერის ბოლომდე, რომ ის საუკეთესოა საქართველოში და ამით არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა რევიშვილმა</p><p><a href="https://www.youtube.com/watch?v=CZtcqST_rro" target="_blank"><strong>სრული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე</p><p></strong></a></p><p><p><p><p><br></p>

  • როლანდი

    საქართველოში და მით უმეტეს სპორტში ყოველთვის არსებობდა და იარსებებს სიცილიურ მაფიაზე დიდი მაფია. ეს დამტკიცდა აგერ აზაროვის განაცხადში არ შეყვანით. აბა რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა ასეთ ნიჭიერ და ენერგიულ ფეხბურთელზე უარს. ამიტომაა რომ ვართ ასეც ცუდ სიტუაციაში მუდამ

  • ქართველი

  • ეუსებიო

    ნუკრი ჩემო საყვარელო და დატანჯულო კაცო, შენც ხომ ნაკრებში იყავი და მის შემდგომ რა შეიცვალა, ძმობას გაფიცებ? ისე ხომ იცი რომ სულ სხვა ნაკრებს შეარჩევდი 2/3.გაივლის evRo2024 და მაინც სხვა მწვრთნელს/ იმედია ქართველს/და სხვა შემადგელობას ვიხილავთ მერე მართლა პერსპექტივაზე გათვლილს,წინ საქართველო

  • ზურა

    ვაი შენს პატრონს არ გეტყობა რაც ხარ

  • გულო

    აზარ გული არ გაიტეხო ბრატუხა, ესენი ტურისტულში მიდიან.

  • გიორგი

    ნოდარ ახალკაცი არაფლით გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ მაგრამ საუკუნის მწვრთნელი გახდა.სანიოლი მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო მაგრამ ვერფერი მწვრთნელი გამოდგა ამიტომაც პაუზა აიღო ამდროს ვიღაცამ უპატრონა და მოხვდა ჩვენთან გამზადებილი შედეგის მიღწევის შემომქმედათ.ასეა ეს რაცარუნდა დილაიქები დააყაროთ ამ კომენტარს.

  • გიორგი

    რათქმაუნდა აზაროვი უნდა გამოეძახა, დაცვაში სუსტია სამივე წიტეიშვილიც და ლევანიც ეზ გასამართლებელი არარი, ადრე დვალსაც არ იძახებდა ამ კაც რაღაც ამოჩემება ჭირს ამიტომ ვერ გავაკეთებ კომენტარს

  • ამატაკი

    100 % ვეთანხმები რევიშვილს. მიაუხედავად ამისა არა მგონია ამ გადაწყვეტილებაში ფედერაციის ხელი ერიოს, ალბათ უფრო სანიოლის პირად დამიკიდებულებასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სანიოლის სამწვრთნელო საქმიანობა ზოგადად, როგორც ცნობილია სრული კრახით დაიწყო, რომლის შემდეგაც გარკვეული მიზეზებით ხანგრძლივი პაუზა აიღო. ჩვენმა ნაკრებმა მის მწვრთნელობას როგორც ასეთი გარკვეული სტატუსი შესძინა. ასე რომ მადლიერებაზე საუბრისას ურთიერთსარგებლიანობას (როგორც მინიმუმ) ჰქონდა ადგილი. იგივე შედეგი ერთა ლიგაში ბევრად სუსტი ნაკრებით ვაისმაც დადო. გადამწყვეტ თამაშში კვარას და მაყურებლის გარეშე დარჩენილმა ვეღარ გავიდა ფონს. ამჯერად გაჭედილი სტადიონით და ხუთმაგი ფასის შემადგენლობით პენალეტბამდე მივედით და გაგვიმართლა. რაც შეეხება აზაროვის საჭიროებას: ჩვენი ნაკრები, სანიოლის ხელში ძირითადად 3-5-2 სქემით აპირებს თამაშს. ამ ფეხბურთის იდეალად ავიღოთ ინტერი. ამ სქემაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ლატერალებს, ამ შემთხვევაში დი მარკო და ბასტონი. ისინი არ არიან მცველები კლასიკური გაგებით, მთელ ფლანგზე ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ და მწვრთნელი, როგორც წესი აუცილებლად ცვლის ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში ვინ გვყავს კლასიკური გაგებით ლატერალე? პირველად ამ ამპლუის ფეხბურთი ითამაშა კაკაბაძემ, თუმცა ის უფრო მარჯვენა განაპირა მცველია, ნაღდი ლატერალე მარჯვნივ მხოლოდ გოჩოლეიშვილია. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ნაკრების ყველა შთამბეჭდავ თამაშში (ბულგარეთი, მაკედონია) ამ ამპლუაში აზაროვი თამაშობდა. გარკვეულწილად ადაპტირდა წიტაიშვილი, თუმცა ის მრავალმხრივი ფეხბურთელია და კლუბებში ამ პოზიციაზე არ უთამაშია (თუ არ ვცდები) . რაც შეეხება შენგელიას, კი ბატონო რამდენიმე თამაში კარგად ითამაშა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის ნახევარმცველია უფრო და არც იმ ასაკშია, რომ ეს ამპლუა აწი აითვისოს, არც მას უთამაშია კლუბებში ლატერალე. აქედან გამომდინარე, როცა ღმერთს მადლობა გვყავს იმედისმომცემი ამ ამპლუის ფეხბურთელი გამოცდილებით და უწყვეტი თამაშით, აბსოლუტურად გაუგებარია მისი არ გამოყენება, თუ არა მწვრთნელის ამოჩემება. რაც შეეხება სიგუას, მიუხედავად იმისა, რომ მისით კანკავას ჩანაცვლება კიდევ ერთი გაუგებარი განმარტებაა ( სიგუა ფორვარდი უფროა, ვინემ ჩამშლელი ნახევარმცველი), სწორი გადაწყვეტილებაა. მეტიც, აუცილებელი იყო საზონოვის და არაბიძის გამოძახებაც. ესენი იმ ასაკის და ისეთი ფეხბურთელებია, რომ ასეთ ფორუმებზე შეუძლიათ " გასროლა", განსხვავებით ისეთი ფეხბურთელებიდან როგორიცაა მექვაბიშვილი, კაშია, კვირკველია. როცა ამბობ რომ აზაროვის ადგილას ორი ფეხბურთელია, იგივე ფეხბურთელები თავისუფლად შეიძლება განიხილებოდეს თავიანთ ადგილებზე ნახევარდაცვაში და არა გადაკვალიფიცირება ლატერალებში. პ.ს ამ თემაზე დისკუსია ამის შემდეგ ალბათ უადგილოა. რაც არი ეს არის. ყველა შემთხვევაში ამ ევროზე თამაში მოგცემს საშუალებას უფრო ფართოდ შევხედოთ ჩვენი ფეხბურთის პოტენციალს და უფრო ნათლად გამოიკვეთება ის კონტურები რაც საბოლოოდ უნდა გარდაისახოს კონკურენტუნარიან ქართული ფეხბურთის სახედ.

  • Burton

    ვინც აზაროვს აკრიტიკებთ, მესმის თქვენი, დაცვაში თამაშის დროს ნამდვილად აქვს პრობლემები, მაგრამ 26 კაცში რომ იმსახურებდა მოხვედრას, ეს ხომ უეჭველია? ნუ იქნებოდა ძირითადში, მაგრამ სკამზე ყოფნასაც არ იმსახურებდა ვითომ?

  • !!

    ეს რევიშვილი საბოლოოდ ფსკერი და ურცხვი გამხდარა..რაც მეკარე იყო და რაც მასზე იწერებოდა რუსულ პრესაში გოლების გაშვებაზე აი ახლა ასახულია პიროვნებაში

  • უნივერსალი

    სანიოლის მაქებარი და მადიდებელი არასოდეს ვყოფილვარ და აზაროვიც ძალიან მაგარ ფეხბურთელად მიმაჩნია, მაგრამ რევიშვილსა და ფეხბურთის სხვა "ექსპერტებს" ურჩევნიათ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისა და არაკომპეტენტური რჩევების მიცემის ნაცვლად, თავისი პროფესიული შეფასებები ჩემპიონატის შემდეგ აკეთონ. სანამ თამაშის წინ სანიოლს შენიშვნას მისცემ, ჯერ როგორც ფეხბურთელსა და მერე როგორც მწვრთნელს, მინიმუმ მასზე მეტი უნდა გქონდეს მიღწეული საფეხბურთო კარიერაში. სხვა შემთხვევაში, შენი უადგილო შენიშვნები მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს ნაკრების წინასაჩემპიონატო გარემოზე და ეს მომენტი ჯობია ყველამ კარგად გაიაზროს სანამ პირს გააღებენ და რაიმე უაზრობას "გადმოაბრეხვებენ". მოქმედ მწვრთნელზე უკეთესად არავინ იცის ნაკრებს ვინ, სად, როდის და როგორ სჭირდება და მთლად გუცაევი, ჩივაძე, გაბელია, ან მსგავსი დონისა და წონის ფიგურა თუ არ ხართ, ჯიბია თქვენი ფანტაზიები თქვენთვის დაიტოვოთ. ნაკრები რომ დაასრულებს ჩემპიონატზე გამოსვლას, მერე კი ბატონო, გამოხატეთ თქვენი აზრი როგორც ფეხბურთის სპეციალისტებმა, იქამდე კი შეეშვით თქვენი "პროფესორობით" არაკომფორტული გარემოს შექმნას ნაკრების ირგვლივ და განსაკუთრებით იმის მოთხოვნასა და დავალდებულებას, რომ ჯგუფიდან უნდა გავიდნენ - ნუ მოაქცევთ ბიჭებს წნეხის ქვეშ თუ ნამდვილად გინდათ, რომ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ! და ბოლოს - აზაროვის, არაბიძის და მათი დონის ფეხბურთელები ხანდახან თუ ვერ მოხვდებიან ნაკრების განაცხადში, ეგ ნიშნავს რომ ნაკრების დონე გაიზარდა, და გაიზარდა სწორედ კონკურენციის ხარჯზე, ანუ მსგავსი ნიუანსებიდან დადებითი დასკვნების გამოტანა უფრო უპრიანია, ვიდრე პესიმისტური აზროვნების თავსმოხვევით უარყოფითი ემოციური ფონის შექმნა... P.S. ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დრესასწაულს!

  • ჯეჯე

    ცხვირი გავს, შუბლი გავს, . . ე.ი. გავს. :) რა გეშველებათ ამ ძალიან ,,ღრმად მოაზროვნეებს". :)

  • დავით

    შოტლანდიასთან როდის წავაგეთ აქ?

  • ჯუღელასბიჭი

    აპიარეთ და იყავით თუ არ გრცხვენიათ, არაფერი ფეხბურთელი ეგ არაა

  • რეალისტ-ო

    სასაცილო კომენტარებს და "ავტოლაიქებს" არ ვართო, და შენ მაინც აგრძელებ ?! :))) სვანი ნავერიანების არაქართველობასთან დაკავშირებით შენიშვნაც არ მიიღე! იქნება და შენი "ბაჯაღლო" ქართული გვარი(ც) გაგვმხილო! --------- "კაკ რაზ" არ და ვერ ხარ შენ რეალისტი...

  • mamuka

    შენგელიას რომ ჩასვავ და აზაროვს ამოაგდებ რაღაც გარიგებას გავს

  • ლევანი

    ბევრი უცნაური კომენტარი წავიკითხე, ყველას თავისი აზრი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ სანიოლმა ხომ გასაგებად ახსნა მიზეზი, უნდა გაითავისოს, რომ პირველ რიგში მცველიაო, მე არაფერი მაქვს აზაროვის საწინააღმდეგო, პირიქით სწრაფია, ტექნიკურია, მაგრამ შოტლანდიასთან წაგება მისი ბრალია, არადა მოგებული იყო თამაში, რაღა რჩებოდა, ეტყობა ეგ ვერ აპატია სანიოლმა, მე ასე მგონია, დანარჩენს მომავალი გვეტყვის. დიდება საქართველოს!

  • ირაკლი აზაროვი - წართველია !

    ეს სისულელე რამ დაგაწერინა ?! სანეევიდან დღევანდელ გოლივინამდე თუ მატოიანიდან ესკეხან მადიევამდე .. -------------- რა მისატანია ირაკლისთან დაჯავშირებით, მაგრამ გადახედე სპორტის რამდენი სახების ნაკრებშია არაქართველი ...

  • რეალისტ-ს

    სვანებიც არაქართველთა კატეგორიას მიაკუთვნე ? ნავერიანებმა არ გაგიგონ !!! )))

  • mamuka

    ვითომ? და გოჩოლეიშვილი სად თამაშობს? მთვარეზე?! ისე, ჩემი აზრით აზაროვიც ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშს.

  • გიორგი

    აზაროვი არის ნაკრების მომავალი და ჭირდება შესაბამისი მიდგომა, საერთოდ ფედერაციის მხრიდან რა კეთდება იმისთვის რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს ქონდეთ განვითარებისთვის შესაბამისი ასპარეზი. და კიდევ ნურავინ მიიწერს ამ გამარჯვებას თავის თავზე ყველაზე დიდი წვლილი დინამოს აკადემიაზე მოდის და ახლო მომავალში ეს უფრო გამოჩნდება.

  • Lasha

    კარგი დრო დაუდგა საქართველოს ნაკრებს, აზაროვის დონის მოთამაშე ნაკრებში რომ ვერ ხვდება. ახსნითაც გასაგებად ახსნა სანიოლმა, რა იყო ამის მიზეზი. შეიძლება დაეთანხმო ან არა, მაგრამ ისტორიული გამარჯვების შემოქმედია, მომდევნო შედეგებზეც პასუხისმგებელი ისაა და აქვს უფლება, ასე გადაწყვიტოს. ნამდვილად არ მგონია, რომ პოლიტიკური მოტივით რომელიმე ფეხბურთელი ნაკრებიდან ჩაეხსნათ, მათ შორის ჯაბაც. მეც იმედგაცრუებული ვარ აზაროვის გამო, მაგრამ წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, იბრძოლონ, რომ ერთჯერადი არ იყოს ეს წარმატება...

  • რეალობა

    26 ფეხბურთელი არ ითამაშებს მნიშვნელოვან თამაშებში. პირველ ორ თამაშში მაქსიმუმ 15 ან 16 კაცი მიიღებს მონაწილეობას. 8 კაცი უბრალოდ გუნდთან იქნება და ვარჯიშის პროცესში დაეხმარება გუნდს. მათი ძირითადი ფუნქცია არის გუნდში დადებითი განწყობის შექმნა. ასეთი ტურნირის პირობებში მწვრთნელებს არ ექნებათ იმის დრო, რომ ვინმეს აღმზრდელობითი სამუშაო ჩაუტარონ. ვინც სანიოლის აზრით გუნდის ფსიქოლოგიურ ბალანსს არ დააზიანებს, ის ხალხი გამოიძახა.

  • რეალისტი

    არტიუშ გომციანი, ალექს გოლდშტეინი, გიორგი გუცაევი, ოთარ ერანოსიანი, მურად თაგიევი, არტიომ იორდანიანი, ესკერხან მადიევი, ოთარ ნავერიანი, (კრივი) რუსტამოვი (ხელბურთის ნაკრები) გოლოვინა (ბატუტი) ეხლა ისტორიიდან ძალიან მოკლედ: ვიქტორ სანეევი, ვოვა გუცაევი, ძმები ბოისები.... ყველა რო დავწერო არ გამოაქვწყნებს იმ სიგრძე კომენტარი გამოვა (დანარჩენი თქვენ შეავსეთ :) ) გარდა ამისა ქართული გვარების ნახევარზე მეტი “ია-ზე” “ავა” ზე “ურიზე” “ელი-ზე” მთავრდება! ხოდა მეგობარო შენ თუ პროვოკატორი არ ხარ მაშინ ქართული სპორტის გაგებაში არ ყოფილხარ!!!

  • gia jashi

    ვერ დაგეთანხმები და აი რატომ,ჯერ ერთი ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ 15 პროცენტია სხვა ეროვნებები,მეორეც, გაიხსენე დამოუკიდებელ საქართველოს ნაკრებში საკმაოდ უთამაშია არაქართული გვარების წარმომადგენლებს და მესამე რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ ეთნოსში ფეხბურთი განსაკუთრებით პოულარულია მაგიტომაც მოხვდა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე.ეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მეოთხე შედეგია. და ბოლოს გვარების გამოცვლა რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში სავალდებულოა, ჩვენთან არა.

  • რატ

    ჩემი გადმოსახედიდან სანიოლს მაქსიმალურად მრავალმხრივი (ბევრ პოზიციაზე მოთამაშე) ფეხბურთელები ყავს შერჩეული. რათა მეტი ლავირების და გადაწყობის შესაძლებლობა ქონდეს. ფლანგებს რაც შეეხება. მარჯვენა ფლანგზე: 1) კაკაბაძე - რომელიც მარჯვენა დაცვას ითამაშებს 2) გოჩოლეიშვილი - რომელსაც თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია 3) ლობჟანიძე - გვინახავს სრული ფლანგი რომ ჩაუბარებია, ასევე შეუძლია მარჯვენა ვინგერად და მეორე ფორვარდად თამაში მარცხენა - 1) შენგელია - რომელიც ძალიან კარგი იყო მარცხენა ფლანგზე, ასევე შეუძლია მარცხენა და მარჯვენა ვინგერად თამაში 2) წიტაიშვილი - კარგად შევიდა მარცხენა ფლანგზე, ასევე გვინახავს როცა მარჯვენა ფლანგზე აყენებდა, ასევე შეუძლია შეტევაში ორივე ფლანგის ვინგერად 3) (როგორც ზემოთ ავღნიშნე გოჩოლეიშვილს ორივე ფლანგზე გამოიყენებს საჭიროებისამებრ) შედეგად ორივე ფლანგზე ყავს 2 ძირითადი კადრი და + მესამე ვარიანტიც. აზაროვს გუნდში თუ განვიხილავთ, ალბათ მხოლოდ ამ ხალხთან უნდა ქონდეს კონკურენცია და რომელიმს მაგივრად ჩაჯდეს, რადგან სხვა ზონას და პოზიციას ვერ გაამაგრებს. როცა კომენტარი კეთდება ნახევარდაცვის ფეხბურთელებზე, რომ მაინც არ ათამაშებენ, ეგრე ყველაზე დიდი ალბათობით მესამე მეკარე არ დაჭირდება სანიოლს და მაშინ მის მაგივრად მოვითხოვოთ აზაროვის ჩასმა, რაც არალოგიკურია. საბოლოოდ კი ამ კაცმა თავისი ხედვით გაგვიყვანა ევროპაზე, რაც ჩვენი ოცნება იყო და ბოლო დღესაც ბევრს არ ჯეროდა, ხოდა ალბათ იმსახურებს, მივცეთ უფლება დაასახელოს თვითონ შემადგენლობა და ვენდოთ, ვისიამოვნოთ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქომაგობით.

  • aburjga

    სანიოლის გვარი არც შვილზე და არც ძეზე მთავრდება!

  • Geo

    ჩემი აზრით იმის გამო დასაჯეს რომ უკრაინაში თამაშობს და პოსტიც ქონდა ევროპის მხარდაჭერის, სხვა მიზეზს ვერ ვუძებნი, ეგეთი მაგარი ფლანგის მცველი დიდი ხანია არ გვყოლია და 26 კაცშიც არ მოახვედრეს

  • ლექსო

    ნუ წაიღეთ რა ტვინი,დელ პიერო და ბაჯო არ წაუყვანიათ და ეს აზაროვი ვინაა?რობერტო კარლოსია?თუ მესხი?

  • Giorgi

    თუ გვარი შვილზე ძეზე არ მთავრდება შანსი არ გაქვს საქართველოში არაფერში. ფაქტია . რაც არუნდა ცუდად და უხეშად ჟღერდეს . სამწუხაროა მაგრამ ეგრეა. ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 30% არა ქართველი ცხოვრობს. არც ერთ თანამდებობას არც ერთ სპორტულ წარმატებას ან ცნობადობს ვერავინ აღწევს. ან უბრალო დამთხვევაა ან არ ვიცი. ბევრ ნორმალურ ქართველს გააღიზიანებს ჩემი კომენტარი და ამისთვის ბოდიშს გიხდით. ეს ეხება იმ ნაციონალისტების მცირე ჯგუფს ვინც ამინდს ქმნის

  • დავითი...

    საერთოდ წარმოუდგენელია რა ლოგიკით შეიყვანეს ნაკრებში ტაბიძე,მამუჩაშვილი და მექვაბიშვილი?და ვერ მოხვდნენ საზონოვი,აზაროვი და არაბიძე?...აშკარად პირადულია და უპატრონიბის ბრალია...ფინანსები ხომ უნდა გაანაწილონ შინაურებს შორის... რომ თქვან ამ ბიჭებმა უარი საერთოდ ნაკრებში თამაშზე ხომ იქნება ხელმძღვანელობა ღირსი?....წარმატებები ქართულ ფეხბურთს და მთლიანად სპორტს...

  • გიუშა

    მთავარია მექვაბიშვილი მოხვდა)))სად ამიერკავკასიის საუკეთესო გუნდის ფეხბურთელი,მერე რა რომ ახლა ათ გუნდში მეექვსეა)))და სად ვიღაც შახტარის ფეხბურთელი)))

  • ლაშა

    ტაბიძის, მამუჩაშვილის, მექვაბიშვილის და სხვების ადგილია და უკრაინის ჩემპიონის ადგილი არაა?! თუგინდ გოჩოლეიშვილი კია ღირსი, ის რატომ არაა ღირსი? საზონოვი კი ბონჯიორნოსთან კონკუირებს, რომელიც იტალიის მაკრების წევრია და ტაბიძე მასზე უკეთესის ახლა? მითუმეტეს ჩაკვეტაძე ტრავმებისკენ მიდრეკილია, თუმცა არ ვამბობ რომ ნაკრებში არ უნდა იყოს, მაგრამ მის ადგილასაც კი გაქაჩავდა. ძალიან მომწონს არაბიძე და კოხრეიძე, მაგრამ სხვა, ზემოხსენებული ხალხის ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახება რაღაც გულწრფობისგან შორს ჩანს!

  • რეალობა

    რევიშვილი არის ჯუღელის პარტნიორი. ამიტომ რევიშვილის აზრი ჯუღელის ფეხბურთელის შესახებარ არის საინტერესო.

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

ოფიციალურად: ქართველების "შახტარს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

ქართველების "შახტარს" ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჩაიბარებს

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

აზაროვმა შეიძლება კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: აზაროვის მოპოვებული პენალტი - "შახტარმა" "ბრესტს" მოუგო [VIDEO]

აზაროვის "შახტარი" შესაძლოა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა მწვრთნელმა ჩაიბაროს

ახალი "ქართული" გუნდი იტალიაში - ყველაფერი კვერნაძესა და "ფროზინონეზე" - ინსინიეს თანაგუნდელობა და გუნდიდან წასული ლორია...

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან