ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი ვორონინის ქმედებამ მის სამშობლოში დიდი კრიტიკა გამოიწვია.

მან თავის მეგობარ ივან ორედცს, რომელიც ამჟამად გერმანული "ბოხუმის" ღირსებას იცავს, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება მიულოცა.

"შენ ეს შეძელი", - დაწერა ვორონინმა სოციალურ ქსელში და ორდეცის სიხარულის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

Sport.ua ამ ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ლივერპულის", "ლევერკუზენისა" და სხვა გუნდების ყოფილმა შემტევმა ეს წარმატება ქვეყნის მოღალატეს მიულოცა და 31 წლის უკანახაზელი სწორედ ასე მოიხსენია.

ორდეცი 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, მოსკოვის "დინამოს" ღირსებას იცავდა. მას ამის შემდეგ რუსულ გუნდის ფორმა ოფიციალურ მატჩში აღარ ჩაუცვამს, მაგრამ 5 თვის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, "დინამოს" სიაში კვლავ შეყვანილი გახლდათ.

უკრაინულ მედიაში 2022 წელს ფოტოც გავრცელდა, თუ როგორ მხიარულობს ორდეცი "დინამოს" კორპორატიულ ღონისძიებაზე მოსკოვში, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ იმართება, ამ დროს კი მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 30 მაისს საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის ქორწილი გაიმართა. უკრაინულ მედიას არც მაშინ გამორჩენია, რომ წიტაიშვილის ქორწილში ორდეციც იმყოფებოდა და ის ჩვენებურის მეგობარი გახლავთ.

ანტიფაშისტი
მარტო ქართველები ვართ უფრთო ანგელოზები, გარშემო სულ ნაცისტები არიან და ვერ ხვდებიან :)))
სოსო
არც ჩვენ ვართ სხვებზე ნაკლები შოვინისტები
Kvekeskiri
უკრაინელები რუსებზე ნაკლები ნაცისტები ნამდვილად არ არიან... ისე რომ გავიხსენოთ ვინმე ალადაშვილი რავი ფეხბურთელად ვერ აღვიქვამ მაგას რუსეთში თამაშობდა,ასევე იქ იყვნენ ცხადაძე,შელია,დემეტრაძე,ჯანაშია,კობიაშვილი,ნემსაძე,სირაძე,ამისულა,აშვეთია,რევიდვილი,გრიშიკაშვილი,მარცვალაძე,ჯამარაულიმწვრთნელად აქ ნამუშევარი ქეცბას,რომ აღარაფერი ვთქვათ ტაბიძე,გაგნიძე,საზანოვი და რათქმა უნდა კვარაცხელია,მოღალატეები არიან?!მაშინ არ გახსოვდათ ოკუპირებული ტერიტორიები ტაშს რო უკრავდით ამ ხალხს?!რუსეთი მტერი როა ეხლა გაიგეთ?!ამ ფაშისტი უკრაინელებს რას მიაკვდით?წადით და ჩაყევით სამარეში...
სსს
ზურა-ს ვოლინის ტრაგედიის დროს უკრაინელებმა ათიათასობით პოლონელი გაჟლიტეს არ დაინდეს არც ქალი და არც ბავშვი მაგრამ დღეს ძმები არიან.
გიო
ესაა ნაციზმი ურაპატრიტიზმი..ჩვენთანაც ბევრი გიჟია
ასეა!-ს
ოდესმე რომ ქვეყანის ინტერესს დააყენებთ უფრო მაღლა ვიდრე ნაც-ქოცურ ლავსთორის მერე ეშველება ამ ქვეყანას.
ასეა!
ჩვენ, ჩვენი "ქართველ ნაც მოღალატეებზე" ვიფიქროთ, თუ როგორ მოვიშოროთ ისტორიულ სანაგვეზე! ეგ უბედურები სხვას, რო მონას (ეხლა "იმიტომს" მაგივრად მონების დაძახებაა მოდაში) დაუძახებენ თავი არ გვაქვს მოსაკლავი? იმდენად ეჯავრებათ საქართველო და ქართველი ერი, რო ყველაფერზე მიდიან, რათა ასიამოვნონ უცხოელ პატრონებს რომლებიც ნამეტნავად "აღშფოთებულები და შეშფოთებულები" არიან ქართულ კანონზე! რატომ ნეტავ? ალბათ "იმიტომ"!
სსს
დიდი ამბავი ბათუმის რესტორნები გაჭედილია უკრაინელებით რომლებიც რუსებთან ერთად ქეიფობენ.
ზურა
ამ საუკუნეში არავითარი ძმობა არ ექნებათ, და ალბათ მერეც.
გიუშა
გავა დრო და უკრაინელები და რუსები ისევ ძმებად დარჩებიან, ჩვენ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს შუაში არ გავისრისოთ
სოსო
იაროსლავ რაკიცკი,კონფლიქტის პერიოდში,რუსეთში გადავიდა და მოღალატედაც დაასახელეს.მერე კვლავ დაბრუნდა და როგორ შეხვდნენ არ ვიცი,მაგრამ ორიოდე დღის წინ,საკუთარი ფულით იარაღი და საბრძოლო მანქანა იყიდა,უკრაინის არმიისათვის.დღეს ის პატრიოტი გმირია!
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
პაულო ფონსეკამ დავით ხოჭოლავა ათამაშა და "შახტარი" უკრაინის თასის ნახევარფინალში გავიდა
თბილისის "ლოკომოტივის" მეკარის ნებისმიერ ევროპულ გუნდში გაყიდვა შეიძლებოდა - ამბობს მოსკოვის დინამოელი
უკრაინელი ფეხბურთელი რუსეთიდან გერმანიაში გადაბარგდა
ათამაშებს დავით ხოჭოლავას პაულო ფონსეკა "მანჩესტერ სიტისთან"?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
წიტაიშვილი "ვილიარეალში" მიქაუტაძესთან ერთად შეუტევს?
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
"ენა უკანალში შეიყავი? - პენისისებრო პატრიოტებო" - უკრაინელ ტიმოშუკს ალიევმა მიმართა
ანდრეი ვორონინი: ფეხბურთი ევროპაა და არა ის, რასაც რუსეთსა და უკრაინაში თამაშობენ - 23 იანვრის დაიჯესტი
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
როგორი იქნება საქართველოს "ვარსკვლავური" ნაკრები "ზამთრის თასზე"
ვის ათამაშებს ენრიკე? ჩვენებურები მიყოლებით ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში
ანდრეი ვორონინი: თბილისური ატმოსფერო მომეწონა
დავით ხოჭოლავამ თურქულ შეკრებაზე ტრავმა მიიღო [VIDEO]