დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, იტალიის ნაკრები ამხანაგური მატჩის ფარგლებში ბოლონიაში Renato Dall'Ara-ზე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთს დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰაქან ჩალღანოღლუმაც ისაუბრა, რომელმაც საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა.

"იმედი მაქვს, დღეს იტალიასთან ისტორიაში პირველ გამარჯვებას ვიზეიმებთ. "სკუადრა აძურასთან" ბოლო შეხვედრა სამშობლოში, ქონიაში ჩავატარეთ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით.

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დღეს ჩემს თანაგუნდელებს ვნახავ. იტალია ყოველთვის კარგი მეტოქეა, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. შეკრების დაწყებიდან ძალიან ბევრს ვმუშაობთ მწვრთნელთან ერთად, რა თქმა უნდა, არის მძიმე ვარჯიშები, მონტელა ძალიან გვეხმარება. იტალიის წინააღმდეგ კარგი გამოცდა გველის და იმედი მაქვს, მას თავს კარგად გავართმევთ.

მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერი გავიღო. მგონია, რომ როგორც სახლში, ისე ვითამაშებთ და დიდი გულშემატკივრობა გვექნება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირველი შეხვედრა საქართველოსთან უმნიშვნელოვანესი გვექნება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რადგან თუ გამარჯვებით დავიწყებთ, ვფიქრობ, წინ კიდევ დიდი გზა გვექნება.

როგორც არაერთხელ მითქვამს, თავს ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად ვგრძნობ. კარგად ვიცი, რომ ბევრი ჩემპიონია, თუმცა, ვუმჯობესდები და ვიზრდები", - თქვა ჩალჰანოღლუმ.

zura222
აუუ ეს ყოყლოჩინა ყიყინა მაგალითად ლობოტკას დონის რომ ყოფილიყო ასიანი თავის თავს მესიზე წინაც დააყენებდაა DD
დიტო
ნათქვამი აქვს დე ბრუინის და სხვების დონეზე ვარო და ძაან თავში აქვს ავარდნილი და იმედია ჩვენი ბიჭები დაანარცხებენ მიწაზე 18-ში, რაც ინტერში გადავიდა სულ აურია განცხადებებში
გიო
სად არის შენი თავდაბლობა ჰაქან? ისე მადლობას გიხდით რო ჩვენი ბიჭი დაასახელე საიკეთესო ფეხბურთელად. (2023)
დავით 67
ეს ფეხბურთთან რა კავშირშია? თემურ ლენგიც არაა ჩვენი მეგობარი, მაგრამ მის სახელს დღესაც არქმევენ საქართველოში
L.J .
Xvichas warmateba,magram pegburts pexebshoris burtis gatarebit apaseb megobaro???
დავითი
ამას თავი მგონი ოცი წლის გონია, რაღა დროს ამის გაზრდაა…((
თემო
სელჩუკები არ იცვლებიან. თურქები არიან არ არიან ჩვენი მეგობრები დაიმახსოვრეთ
ქომაგი
ხვიჩას მოერიდე ფეხებშორის არ გაგიტაროს თორე დარჩები ევროპის საუკეთესო ნახევარმცველი პირდაღებული
მარი
თქვენი კალათბურთელებიც ასე იჭიმებოდნენ ევროპის ჩემპიონატზე და ხო მიგიჩინეს ჩვენებმა ადგილი?!
თემური
ხოდა კი გაგიბაბანებს ჩაკვე და კვარა საუკეთესოდ
rigiti
ძალიან კარგი, რაც მეტად თავდაჯერებული იქნებით მით უკეთესი...(ბულგარეთი მაკედონია და საბერძნეთი გამახსენდა)
გ.შ.
არა ეტყობა რომ მორიდებული და თავმდაბალი ბიჭია
ასეა!
ფუ როგორ მეჯავრებიან ესეთი ფეხბურთელები პიროვნულად, რომლებიც საკუთარ თავს საუკეთესოს უწოდებს? საუკეთესო ვიც არის ლეო მესი, მაგას არსოდეს უთქვია, რო ყველაზე საუკეთესო ვარო და ამოტომაც მიყვარს და ვაფასებ!
ეეე
ხოო, ეგრე თქვა პოლონელმა კალათბურთელმა გორტატმა ევროპის საუკეთესო, ცენტრი ვარო და ქე დაახურა შერმადინმა ყველაფერი თავზე(ზაზას ტრამვა ქონდა თორემ უარესს უზამდა) ამასაც იგივე ელის ჩვენი ბიჭებისგან.დდდ
რეალობა
თურქული ენათა ჯგუფი წარმოიშვა აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. თურქულ ენათა ჯგუფი ალთაურ ენებს მიეკუთვნება. ამ ჯგუფში მონღოლური და ტუნღუსური ენებიც შედიან. ალთაიდან თურქულენოვანი ტომები მრავალჯერადი გადაადგილების შედეგად თურქმენეთისა და ირანის გავლით აღმოჩდნენ ევროპაში. https://en.wikipedia.org/wiki/Turkic_languages
ალექსანდრე
მაგ თავდაჯერებულობისთვი უნდა მოვიგოთ ეგ პირველი შეხვედრა წარმატებები ჩვენს ნაკრებს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
გაჩერდი თორე მოვიდა ახლა ატლეტიკო.
ალხანა
მანამდე გვერდები არ გეტკინოს ჩალხან, თქვენ რო საქართველოს მოუგოთ.
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "ჩეზენასთან" ფრეს დასჯერდა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ჰაქან ჩალჰანოღლუ: გატუზო უფრო ფსიქოლოგია, ვიდრე მწვრთნელი
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
რა შეცვალა ჯენარო გატუზომ "მილანში"? - "მამაცი გულის" მამაცი გუნდი
უეფამ მიმდინარე კვირის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა
"მილანის" ახალი ფორმის პრეზენტაციაზე მაისურზე ჰაქან ჩალჰანოღლუს გვარი არასწორად ეწერა
ჰაქან ჩალჰანოღლუ: შეხვედრის მთავარი "გმირი" მსაჯი იყო