ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]

მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში გასვლაზე მონტენეგრო 3:1 დაამარცხა.

მწვრთნელმა სანიოლმა ოპტიმალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ჯერ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარე მიატოვიჩმა მოიგერია, ცოტა ხანში კი კიტეიშვილმა „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შემდეგ ჩაკვეტაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე კვარაცხელია გაიყვანა, მაგრამ მას მცველმა დრეშკოვიჩმა დაასწრო და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული, თამაში გათანაბრდა, მეტოქის შეტევები მოვიგერიეთ და სწრაფი კონტრიერიშისას მიქაუტაძე, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მცველმა წააქცია. მერე ხვიჩამ მიქაუტაძე შესანიშნავი პასით მიატოვიჩთან ერთი-ერთზე გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა. მასპინძლებმა პირველად კარში მხოლოდ 38-ე წუთზე დაარტყეს, მაგრამ მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიტეიშვილი დაშავდა და კვეკვესკირმა შეცვალა. ოთარმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და იმედია, სერიოზული ტრავმა არ მიუღია. მერე „კვარა“ მეურვეს გაექცა და მახვილი კუთხიდან გატანა მეკარემ არ დაანება. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, გადაცემა უკეთეს პოზიციაში მყოფი მიქაუტაძისთვის გაეკეთებინა. ამას მონტენეგროელთა შეტევა მოჰყვა და ოსმაიჩს ახლო მანძილიდან მამარდაშვილმა არ გაატანინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა იოვეტიჩმა მალე ანგარიში შეამცირა. შემდეგ ალთუნაშვილის კარგი პასით მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი მიატოვიჩმა მოიგერია. 83-ე წუთზე დავითაშვილი მცველს დაუსხლტა, რომელმაც საჯარიმოში წააქცია, თუმცა ზივზივაძემ გაიტანა და პენალტის დანიშვნა საჭირო არ გახდა. მორიგი იერიშისას ზურიკოს მეკარემ არ გაატანინა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ევრო 2024-ზე ამაღლებული განწყობით გაემგზავრება.

სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას უკვე ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს - 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან.

პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“

მონტენეგრო - საქართველო 1:3

გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33), 1:2 იოვეტიჩი (68), 1:3 ზივზივაძე (83)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 80), შენგელია (წიტაიშვილი 66), ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 66) , კიტეიშვილი (კვეკვესკირი 50), კვარაცხელია (დავითაშვილი 80), მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

• სოსო

საიდანაც კაკაბაძემ დაარტყა,პოლონეთში მისი ორი გოლი მაქვს ნანახი.უფრო შორსაც იყო და ზარბაზანივით დააქუხა.

• G.LA

ანგარიშს გააჩნია DDD თუ 4-2 მოვიგებთ დაცვას მიწასთან გაასწორებებ. DDD 4-0 იტყვიან არასწორი ტაქტიკა იყოო და რა ამბავია მაგდენი მომენტების ვერ გამოყენებაო. DDD

• სოსო

კარგი ანალიზია!კანკავა თავისი უდიდესი გამოცდილებით,ძალიან გამოგვადგებოდა,მაგრამ იმდენი უძახეს წადიო,თავმოყვარე კაცია და წავიდა.სიგუა და თუნდაც აზაროვი,ძალიან კარგი ბიჭები არიან,მაგრამ ჯერ მხოლოდ ბიჭები.კანკავა კი, ჩამოყალიბებული კაცია და რაც არის,სტაბილურად იმ დონეზეა.სკამზეც და მოედანზეც ის აუცილებლად გამოადგებოდა ჩვენს ნაკრებს.აგერ,შეცვალეს კიტე და საჯარიმოს ხაზიდან ყველა ბურთი კარისაკენ წავიდა.კანკავა სხვებს სჯობია ჩამშლელის პოზიციაზე,ქოჩორაშვილთან ერთად.დღეს ქოჩორა კიტეს დუეტს,ღირსეულად ვერავინ ცვლის და ტრავმა იყოს,ან დისკვალიფიკაცია,ან გადაღლა,კანკავას შეეძლო,მათი მეტ ნაკლებად შეცვლა.ალთუნაშვილი,მექვაბიშვილი,სიგუა,ჯერ იმდენად მომწიფებულები არ არიან,რომ ეს პოზიციები დაფარონ.

• გია_544

ბუდუს მეორე გოლიც არ გაატანინა ზურიკომ. აქ ამ ვიდეოში ნახეთ: ბუდუმ მშვენიერი პასი გაუკეთა და ცარიელი კარებისკენ მირბინა. დავითაშვილმა არ დაუბრუნა და მეკარემ დაუბლოკა. ესეთი მიდგომა ნაკრების და თანაგუნდელების მიმართ ეხლავე უნდა ამოიძირკვოს ან ზურიკო ჩაიხსნას !!!

• დავით 67

ჯეჯე-ს! არაფერი დიპლომატიური არ მაქვს დამთავრებული. ეკონომისტი ვარ. უბრალოდ არ მიყვარს ტრაბახი, არც წარსულით ცხოვრება, არც სხვისი დაცინვა და არც რუსული პოლიტიკა.

• სოსო

ჩერნოგორია,რა თქმა უნდა ჩვენნაირ ფორმაში ვერ იქნება,მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ასე საგრძნობი უპირატესობით თამაში.როგორც იქნა,შეტევაში დამუშავებული კომბინაციები და სქემები გამოჩნდა და შედეგიც სახეზეა.ამდენი ზუსტი დარტყმა როდის გვქონდა სერიოზულ მეტოქესთან,აღარ მახსოვს.გველესიანს კლასი ეტყობა,თუმცა შეცდომებიც ჰქონდა და აშკარაა,რომ მცველებთან შეთამაშება აკლია.ეს მისი სანაკრებო დებიუტი იყო და ეს არც არის საკვირველი,თუმცა შეტევაში საგოლე პასი მიითვალა და მის თავდაჯერებულობას ესეც დაეხმარება.მეორე ამხანაგური მატჩი რომ არ გაუქმებულიყო,გველესიანი იმასაც ითამაშებდა და რა თქმა უნდა უკეთესად შეეწყობოდა გუნდს.კვირკველიას დიდი ხანი გაუცდა და ჯერ არ ვიცით,პირველ თამაშზე რამდენად იქნება მზად.ასე რომ მაგ პოზიციაზე შესაძლოა პრობლემები გვქონდეს.პირველ ტაიმში საყრდენი ზონა ძალიან კარგად მოქმედებდა და კარში დარტყმა,მეტოქეს არ დავანებეთ.მეორე ტაიმში,კიტეიშვილის გასვლის შემდეგ,კარის წინა ზონები გაგვეხსნა და ძალიან ბევრჯერ დავარტყმევინეთ.ამან დაცვის ცენტრში გაამწვავა არეულობა და ისე გამოვიდა რომ თამაშის კონტროლი დავკარგეთ.მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი,ჩემი აზრით ჩაკვე იყო,რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა და ერთადერთი,კარზე უშუალო მუქარების შექმნაა,თვითონ რომ არ აკეთებს და მხოლოდ პასებით კმაყოფილდება.დარწმუნებული ვარ,ამ ჩემპიონატის მიმდინარეობისას კარშიც დაარტყამს და თუ გაიტანა,მერე ყველა ნახავს,რა შეუძლია ჩაკვეს.მისი ადგილი,პრემიერლიგაშია.კიტე რომ შეუცვლელია,მისმა შეცვლამაც დაგვანახა,ფლანგებზე შენგელია და კაკაბაძე,ნორმალურად გამოიყურებოდნენ,პირველ ტაიმში მაინც.შემტევები კი მართლაც კარგები იყვნენ.ადრე თუ თამაშის გასაძლიერებლად,მიქაუტაძე გამოიყვანა,ბუდუ კი ძირითადში იყო,წუხელ ადგილები გაცვალეს და ორივემ კარგი გოლები გაიტანეს.ესე იგი,ორივე ვარიანტში,მათი იმედი უნდა გვქონდეს.ზურიკოც აქტიურად შემოვიდა უკანიდან დიდებული პასის შემდეგ,თვითონაც მშვენიერი გარღვევით შეტევა საბოლოოდ გოლამდე მიიყვანეს.კვარა თავისას აკეთებდა და საგოლე პასიც მიითვალა.აშკარა იყო,რომ რაც შეეძლო ბოლომდე არ აწვებოდა.მეორე ტაიმში,როცა პასი არ გააკეთა და თვითონ დაარტყა,ანგარიშის გამო მისცა თავს უფლება.თვითონაც ძალიან უნდოდა გატანა და დაარტყა,მაგრამ ერთი წუთის შემდეგ,უკვე დასარტყმელი არ დაარტყა და პასი გააკეთა,წინა მომენტის დანაშაულის შეგრძნების გამო.ოფიციალურ თამაშში თავს უფლებას არავინ მისცემს,ასეთი რამე გააკეთოს.რა ვიცი.რაც ვნახე,დღეს საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გუნდია,ვიდრე საბერძნეთთან იყო,თუმცა მეტოქეებიც უფრო ძლიერები გვყავს და წინასწარ გულზე მუშტის ბრაგუნი,არ გამოვა,მაგრამ არც არავისი უნდა გვეშინოდეს.ჩვენ უკვე შეტევითი პოტენციალი გვაქვს და დაცვაშიც სტაბილურად თუ დავდექით,რაღაცა კი უნდა გამოგვივიდეს.ჩერნოგორიელებს მადლობა ტაბლოზე გამოტანილი გზის დალოცვის და იმის გამოც,საკუთარ მოედანზე დამარცხების მიუხედავად,უხეშობა რომ არ იკადრეს.სულ კი მეშინოდა.ვუსურვებ,მომდევნო ჩემპიონატზე,ისინი გახდნენ,ჩემპიონატის დებიუტანტები.ჩვენ ბიჭებსაც წარმატებულ თამაშს ვუსურვებ გერმანიაში და ძმებო გულშემატკივრებო,ვინც გერმანიაში უყურებთ ამ თამაშებს.სხვა გზა არაა,ჩვენს ნაცვლადაც თქვენ უნდა დაიხეთქოთ ყელები და არ აგრძნობინოთ ბიჭებს,რომ გერმანია სავსეა თურქებით და მეტი გულშემატკივარი ეყოლებათ სტადიონზე.აქ კი ვჭამთ,ერთმანეთს,მაგრამ იმ საჰაერო ორმოში ჩავარდნილი თვითმფრინავის მგზავრების და ეკიპაჟისა არ იყოს,სადაც აუცილებელია,იქ უნდა გავერთიანდეთ და როგორც ის თვითმფრინავი ამოათრიეს,ისე მივაწვეთ და გავატანინოთ ლელო,ჩვენ ბიჭებსაც.საქათველოს ნაკრები და მისი გულშემატკივარი!ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვიბრძოლებთ.ღმერთი გვეწეოდეს.

• ბს

გუშინდელი თამაშის მერე დავითაშვილი აღარ მევასება! ჯერ ერთი: იღორა და საგოლე პასი არ გააკეთა, მეორე: არც გოლის დროს აპირებდა პასს და არც მიულოცა, და მესამე: 9 ნომერი მაისურა მიისაკუთრა დაუსახურებლად! მამამისმა სჯობია ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კურკურს თავის ბიჭს ჩაუკურკუროს რომ მაგისი ძველბიჭობა და ეგოიზმი არევს სიტუაციას ნაკრებში და საბოლოოდ ისევ მაგასვე ავნებს. ეძმაკაცემა კვარს და მამარდას და სხვებს ზემოდან უყურებს , ბიჭები ითმენენ ისევ კვარას მამარდას და საქმის ხათრით, მარა მგონია რომ კაშია, კვეკვესკირი და სანოილი უნდა დაელაპარაკონ და მიაყენებინონ ერთი ადგილი. ქეცბას რომ აიგნორირებდნენ ხოლმე მისი თაობის თბილისელი ვარსკვლავ ბიჭუნები იმას მაგონებს ეს სიტუაცია და სანიოლმა უნდა მიხედოს ამ სიტუაციას. ასე არ ივარგებს! სათქმელი ახლა უნდა ითქვას რომ ჩაგიგუბებიათ მდორე წყალი პირში და ხმას არავინ იღებთ!

• ვოოტ

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სანიოლის 3-5-2-მა მშვენივრად იმუშავა შედარებით სუსტ მონტენეგროსთან და იგივე ტაქტიკით უფრო ძლიერებთანაც გვექნება შანსი ( პორტუგალიასთან კი), ოღონდ მხოლოდ ნახევარი საათით, მაქსიმუმ ერთი ტაიმი... სწორედ ამ დროის განმავლობაში ინარჩუნებს მობილურობის ჩვენი 5 კაციანი ( ხვიჩათი 6-იც) ნახევარდაცვა და ახერხებს შედარებით სუსტი დაცვისა და ძლიერი შეტევის ხაზის დაკავშირება-დაბალანსებას... უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კიტე და ჩაკვე, ვისზეც დიდწილად არის დამოკიდებული ნახევარდაცვის მობილურობა, საუკეთესო თვისებებს ნახევარი საათის განმავლობაში ავლენენ (მეტს არც კლუბებში თამაშობენ), ქოჩორაშვილი სულაც არ მოიაზრება ძირითადის მოთამაშედ ლევანტეში, შენგელია ტრამვამდეც ვერ ქაჩავდა სრულ ტაიმს, გოჩოლეიშვილი, ვისაც ფიზმომზადება ნამდვილად არ აკლია, კაცმა არ იცის, რა ფორმაშია - აღარც კლუბში ენდობიან და აღარც ნაკრებში და ამ მხრივ ყველაზე საიმედოდ კი აქამდე ყველაზე არასაიმედო კაკაბაძე მოსჩანს... კი ბატონო, მექვაბიშვილმა და ალთუნაშვილმა მოსალოდნელზე უკეთ ითამაშეს, წიტაიშვილს სტაბილურად არა უშავს, კვეკვე - უკომენტაროდ, მაგრამ კიტეს და ჩაკვეს შეცვლისგან შორს არიან და ფაქტიურად ჩამშლელისა და გამთამაშებლის გარეშე ვრჩებით... შედარებისთვის, შემცვლელი არც ჩალჰანოღლუს ჰყავს, მაგრამ ეგ კაცი დაღლილი არავის უნახავს, ისევე როგორც ბერნარდო სილვა და ბრუნო ფერნანდესი ( ჩეხებზე ვერაფერს გეტყვით) - ტიპები 90 წუთის განმავლობაში უამრავ შავ სამუშაოს ასრულებენ და არც ტრავმებისადმი არიან მიდრეკილი... ვინც ჩვენი ნაკრების ამ სუსტ მხარეს სწორად გააანალიზებს, სწორედ ნახევარდაცვის დაღლა-გამოფიტვაზე გააკეთებს აქცენტს ( უარეს შემთხვევაში ტრამვის მიყენებაზე) და ბოლო 30 წუთში უპრობლემოდ მოგვახვევს თავზე თავის სათამაშო სტილს, რადგან მაგ დროს გვეწყება ყველაზე ცუდი - კვარა იძულებულია, ბურთის მოსაპოვებლად საკუთარ საჯარიმომდე სდიოს მეტოქეს, ვეღარც თამაშის ტემპს აკონტროლებს და ვეღარც ისეთი პროდუქტიულია, - შესაბამისად მიქაუტაძე ( ზივზივაძე) აბსოლუტურად უსაქმოდ რჩება, ქანგგაწყვეტილი ნახევარდაცვა მხოლოდ დაცვის დახმარებაზეღა ფიქრობს, სწრაფი კონტრშეტევის საშუალებაც რომ იყოს, მაინც ბურთის გაგორება ურჩევნიათ ( ასეთები გუშინაც ვნახეთ და ამას გამართლება არც ამხანაგურში აქვს - სწრაფი კონტრშეტევა შენზე მეტად მეტოქეს აცლის სიქას... მეტოქეს შენი კონტრშეტევის აღარ ეშინია, მაღალი პრესინგით თამამად გახრჩობს და მთლიანად გიკონტროლებს თამაშის სადავეებს... თუ ეს გუშინ ნაკლებად გამოჩნდა, ყველამ ვიცით, რომ ევროზე მაგის იმედად ვერ ვიქნებით, მაგრამ რაც გამოჩნდა, სწორი დასკვნების გასაკეთებლად, სრულიად საკმარისია - მშვენივრად დაწყებულ თამაშში საბოლოოდ ჩვენ 21- ჯერ დავჯარიმდით, ისინი 12 -ჯერ, რაც ნიშნავს, რომ მათი შეჩერება ან ბურთის ართმევა უჯარიმოდ აღარ შეგვეძლო და შეცვლაზე შემოსულმა, მაგრამ მაინც 34 წლის იოვეტიჩმა იმდენჯერ დაგვირტყა კარში და კარისკენ, რამდენსაც ოლიმპიაკოსში ლამის სეზონის განმავლობაში ურტყამს... მოკლედ, ყველასთან ბოდიში ამდენი კრიტიკისთვის, კარგსაც ვხედავ და ცუდსაც, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ 8 დღის განმავლობაში 3 მატჩის ჩატარება გვიწევს უმაღლეს დონეზე ( პირველად ისტორიაში) და წარმატებული გამოსვლის იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გვქონდეს, თუ ზემოთქმულს გაითვალისწინებს და ძალების სწორად გადანაწილებას შეძლებს სანიოლი და სამწვრთნელო შტაბი, ადვილი არ იქნება და წარმატებები მას და ბიჭებს.

• ბს

არც ის 9 ნომერი ეკუთვნოდა. ნამეტანი ძველბიჭობს და თავში აქვს მგონი ავარდნილი.

• სოსო

ამხანაგური მატჩი იყო,ანგარიში საშუალებას გვაძლევდა(2-0).გოლის გატანა თვითონაც ძალიან სურდა და კვარამაც თავს უფლება მისცა,პასი არ გაეკეთებინა.სამაგიეროდ,მეორე ჯერზე,უკვე დასარტყმელი არ დაარტყა და პასი გააკეთა,რადგან დანაშაულს გრძნობდა.ოფიციალურ თამაშში არავინ დაარღვევს დისციპლინას,დარწმუნებული ვარ!ზურიკო მართა კარზე იყო დაღირებული,მაგრამ ბუდუც განზე გასვლის ნაცვლად,მცველებს და მას დაუახლოვდა.მასზე პასის გაკეთება,უკვე ძნელი იყო,თუმცა მცველებმა აღარაფერი დააცადეს და წააქციეს.შედეგად,ბუდუმ გაიტანა გოლი.აქაც იგივე მგონია.ოფიციალურ მატჩში,როგორც სწორად ჩათვლიან,ისე ითამაშებენ.მთავარი აქ მაინც ისაა,რომ ჩვენი თავდამსხმელები,ადრე თუ მცველების ზურგს უკან იმალებოდნენ,ემანდ პასი ჩემამდე არ მოვიდესო და ყველა მხოლოდ ხვიჩას შეჰყურებდა,დღეს ერთმანეთს ეცილებიან,არა მე მინდა დარტყმა და პასი,არა მეო!ყოველ მათგანს,უკვე საკუთარი თავის იმედი აქვს,რომ დაარტყამს და გაიტანს.ახლა მხოლოდ ჩაკვეა ისეთი,გოლის გატანაში რწმენა რომ აკლია და მიუხედავად კარგი ფორმისა,კარში არ ურტყამს.არადა ჩემი აზრით,ჩაკვე მოედანზე საუკეთესო იყო.ეგეც მალე იქნება და სასურველია,ამ ჩემპიონატზევე მოხდეს.

• ბმბ

ყველაფერი კარგადაა, გარდა მარჯვენა ფლანგისა, კაკაბაძე რატომაა ხელშეუხებელი და რატომ არ ჯობია მას გოჩოლეიშვილი, ვერ ვხვდები?! ერთი ზუსტი ჩაწოდება გამახსენეთ ვინმემ კაკაბაძისგან, რომელიც გოლით ან კარში დარტყმით დამთავრდა. ეგეთი სწორხაზოვანი ქართველი ფეხბურთელი ძალიან იშვიათად მინახავს. აბსოლუტურად ყველა მისი ჩაწოდება უმისამართო და უზუსტოა ან უკან პასს აკეთებს. შე კაი კაცო, მთელს მინდორს გადაირბენ, ბურთს მიიღებ და უკან მოდიხარ, მაშინ წინ რისთვის წახვედი?!

• Isidore

ნამდვილი ქართული და ვაჟკაცური ვარცხნილობა აქვს ხვიჩას წვერის ჩათვლით. ყველაზე ძლიერი და კაცური გამოხედვა ეგ არის. მაგას თუ ვერ ხედავთ და განსხვავებას თუ ვერ ხედავთ რაღაც ვაჰაბიტურ და მოჯახიდურ წვერებთან შედარებით, ნამდვილად დაავადებული და კომპლექსიანები ხართ მაშინ. მღვდლებიც გაპარსულები და კათოლიკურად გაკრეჭილები გინდათ. პირის პარსვა პირველად ლოტის ტომში დაიწყეს ვინც ჰომოსექსუალიზმში იყვნენ შემჩნეულები. გერმანელი გაპარსული უნდა იყოს მაგრამ თავისი ადგილი იცოდეს და თავი ქართველზე დიდი არ უნდა ეგონოს. გასაგებია თუ არა

• გია_544

crystalsport გადავხედე რამდენჯერმე ბუდუს გოლის ვიდეოს. ზურიკო არც პასის გაკეთებას აპირებდა ბუდუზე, არც ბუდუს გოლი გაუხარდა, არც ბუდუს მიულოცა. პასისთვის ავტორს გადაეხვია და ბუდუ არც შეიმჩნია.... თქვენც გადახედეთ ამ ვიდეოს და თქვენით გამოიტანეთ დასკვნა!

• გიზოგ

ნამდვილად კარგად ითამაშა, თუმცა ევროპულ სისწრაფეებთან ცოტა აგვიანებდა, შეჩვევაა საჭირო.

• Pepelu

კლავიატურის ვირთხები და ლომები :))))))))

• Sindikati

არ იყო საჭირო ბევრი გოლების გატანა ამ ამხანაგურში, დაწყნარდით. 5-1 რო მოგვეგო უფრო სერიოზულად მოგვიდგებოდნენ მერე ევროზე. თავის გაგიჟება არ იყო საჭირო მოკლედ

• ჯეჯე

უეჭველი დიპლომატიური აკადემია გაქვთ დამთავრებული. :) თან ერთს ამბობთ, თან საპირისპიროს. იმ იგავისა არ იყოს - ,,უფრო, მამალიო". ანუ, შეიძლება, დედალიც კი იყოსო. :)

• პროფესტო

გველესიანმა ითამაშა ძალიან კარგად! მაღალი დონე იგრძნობა! ერთი თავით მაღლაა სხვებთან შედარებით, ორი თავით მაღლაა სიმაღლეში:). რამდენიმე შეცდომა დაუშვა, როგორც კვარამ და ზურიკომ. ეგ არაფერი, ცუდი ის არის რომ 33 წლის კაცს აქამდე არ მისცეს სათამაშო დრო... წარმატებები ნაკრებს!

• eq4q

გველესიანი იყო საუკეთესო, რა დონეს ვერ აკმაყოფილებს? :) კაშიასაც სჯობს, კვერკველიასაც და დვალსაც! ვუყურეთ და ვნახეთ ხალხმა.

• მე

ძალიან ცუდად შესახედი იყო კვარაცხელიას ვარცხნილობა თუ რაც ქვია, ამ დონის ფეხბურთელია, ქვეყნის სახე და ასე ჯუმანჯივით არ უნდა გამოიყურებოდეს

• გიუშა

საინტერესოა ბრაზილიას რომ მოვუგოთ მარაკანაზე ყველა იქნება კმაყოფილი თუ რამე,, საინტერესო,,აზრს შემოგვთავაზებენ?)))

• berg

კარგია რო მეტი თამაში არ გვაქვს 18 მდე საკმაო დროა დასვენებისთვის.. ბევრმა თქვა ერთი თამაში ცოტა არიო.. პირიქით, ბიჭებს თავის გუნდებში მთავარი როლი ქონდათ და მაინც გადაღლილები არიან.. ექსპერიმენტების დრო არ არი.. კარგად დაისვენებენ და მშივრები გავლენ მოედანზე.. უნდა გავიდეთ ჯგუფიდან!

• ემიგრანტი

ცენტრალური მცველები გვინდა სასწრაფოდ! გველესიანი ვერ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს სამწუხაროდ და კაშიაც ნელნელა უნდა შეიცვალოს, იმდენად დიდ რესურსს ხარჯავს თითოეული გარბენისას რომ გუნდის ორგანიზების რესურსიც აღარ რჩება რაც ადრე მისი პლუსი იყო.

• აუუ... ოეეე... და აქაც პოლიტიკა !

საქართველოში პიდემიაა ! ეს რა ჭირი ჭირს 1(ავტორი) +31(ლაიქი) = 32 ადამიანს ! ეს ამ ეტაპზე და ვინც "გამოავლინა" და კიდევ რამდენია ?! არა და იოლიცაა და ხომ აჯობებდა : ზიზღის გარეშე, უბრალოდ გაიხარეთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით...

• დავით 67

აქ ბევრი ამ მოგებამ ეიფორიაში ჩააგდო. ეგ თამაში არაფერს ნიშნავდა. აგერ საფრანგეთმა გუშინ კანადას გოლიც ვერ გაუტანა, ინგლისმა საერთოდ წააგო ისლანდიასთან, ასევე გოლიც ვერ გაიტანა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას ჩემპიონატზეც ეგრე ითამაშებენ. მიუხედავად იმისა რომ დღეს საშუალო დონის ნაკრები გვყავს, ძალიან გაჭირდება ჯგუფიდან გასვლა, თუმცა ფეხბურთი ისეთი სპორტია რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს

• ლმბერობას

მართალი ხარ ძმაო! ძალიან ბევრს არ მოგვწონს წვერ მოშვებული ფეხბურთელები, განსაკუთრებით ჟორჟ მიქაუტაძეს აქვს უშნო წვერები, როცა ასეთ უმაღლეს ტუნირზე მიდიხარ უნდა იყო ყველანაირად მოწესრიგებული, გარეგნულ იერს დიდი მნიშვნელობა აქვს! შეხედეთ გერმანელ ფეხბურთელებს გაპიწკინებულები გადიან მინდორზე. იმედია გაითვალისწინებენ ჩვენი ფეხბურთელები და დაგვიჯერებენ!

• ტაბუ

მოძველდა ეგ გამოხდომები. რამე სხვა მოიფიქრე.

• გიორგი 50

გილოცავთ... და წარმატებები ევროპაზე. ვფიქრობ, თურქებთან მინიმუმ ქულა, ჯგუფში ბოლომდე იმედიანად ვიქნებით... სამწუხაროდ, კაშია ისევ ,,სუსტი რგოლია'' და მაღალი ბურთები ჩვენი გუნდისთვის ,,ბორჩალო ''... იმედია, მამარდა გამოსვლებზე უფრო გაბედული იქნება...

• მირიანი

ზუსტად!

• გოგა

გასაგებია ყველას უნდა გოლის გატანა ევროპის დაწყებამდე, მაგრამ რაც კვარა და ზურიკომ გაკეთეს ეს არა სწორი საქციელი, როცა გაქ შანსი უნდა გაკეთო პასი, იმედია ასე არ იზამენ ევროპაზე, 5 ბურთი მაინც უნდა გაგვეტანა, კარგია, რო ორივე ფორვარდმა გაიტანა გოლი

• ზოჰანი

ეს ახალი ერაა ბეიბი

• ქუთაისელი

შეტევითი პოტენციალი გვაქვს სერიოზული. დაცვა კომპაქტურად თუ ითამაშებს, ევროპაზე ვიღაც-ვიღაცეებს გავამწარებთ. :)

• aburjga

ძალიან კარგი ფეხბურთელი ყოფილა გიორგი გველესიანი! ის რამდენიმე შეცდომა რომ მოუვიდა ეს არაფერია, ჯერ ერთი შეცდომა ყველას მოსდის, ამას გარდა პირველად დააყენეს შემადგენლობაში, შეთამაშება აკლდა! კაშია თავის თავს ვერ გადაახტება, ამჟამად სუსტია! ალბათ კვირკველიას და გველესიანს ვნახავთ სასტარტოში თურქეთთან! კვარაცხელიაკარგია, მაგრამ ადრე მე გაცილებით მაგარი მეგონა! იმედი მაქვს 3 ოფიციალურ თამაშში საკუთარ თავს დაემსგავსება!

• ავჭალიდან

ჟორჟ იმენა აგუერო ხარ❤️

• საბა

სიძუნწემ დამატებით 2 გოლი არ გაგვატანინა მაგრამ ჯანდაბას, ამხანაგური იყო..

• ლამბერობა

დავწერე და კიდევ დავწერ....მეგობრებო არ შეიძლება ესე მოუწესრიგებელი და წვერსაპარსი ევროპის ჩემპიონატზე წარდგენა, არაა ლამაზი!...უთხრას იქნებ ვიღაცამ!

• გენა

თურქეთთან არწაგებაც საქმეა

• სანი

იმედია ის ღორობა რაც ქონდათ ევროზე აღარ ექნებათ, ისეთი კუთხუდან დაურტყა ასი პროცენტით არ გავიდოდა, მიქაუტაძე,ზივზივაძე

• gzp

ვინმე სხვას რომ ექნა გადადგამდენ იმ პასების არ მიცემების გამო. ეხება ორივეს კვარაცხელიას და დავითაშვილს. ზოგადად პასის არმიცემა იყო თავდამსხმელების პრობლემა. იმედია სანოლი სწორად აუხსნის რივეს.

• Me

კარგად ითამაშეს ბიჭებმა, ცუდის თქმა უნამუსობა იქნება. ერთს კი ვიტყვი როცა პროფესიონალი გქვია გასაკეთებელ პასს უნდა აკეთებდე, არ აქვს მნიშვნელობა იგებ თუ აგებ, ამხანაგურია თუ ოფიციალური.

• თემო

ასეთი კატასტროფა კომენტატორები რატო გვყავს? რუსებმა როგორ უნდა გვაჯობონ?

• დაცვა არ გვყავს

კვეკვესკირი და კაშია აღარ ათამაშოვო, როგოგრ დავწერო ფრანგულად? ხვიჩას და ზურაბს იმედია ოფიციალურ თამაშებში ასეთი ყაზაიშვილური შეცდომა აღარ მოუვათ. ადვილად კი მოიგეს:) კიტეიშვილს ჯანმთელობას ვუსურვებ.

• Medal of honor

:))))))))))))))) ხო იასონას უდარი ვაბშე დაიკარქა

გილოცავთ მოგებას და თან ლამაზ სტილში მოგებას... იმედია ოფიციალურ თამაში ღორობას აღარ ექნება ადგილი მთავაი გამარჯვება უნდა იყოს და არა ის გოლს ვინ გაიტანს... რა დააშავა ასეთი რომ გოჩოლეიშვილს არ ათამაშებს?? წიტაიშვილი სჯობია შენგელიას ამ ეტაპზე და წიტე უნდა ჩასვას სასტავში...კაკაბას ძაან აქვს დონე დაცემული და გოჩოს მეტი ნდობა სჭირდება..... კვეკვეს შემოსვლა და ცენტრის დაკარგვა და არევა ერთია ხოლმე... რას თამაშობს თვითონაც არ იცის სადაც არაა სამატაო სულ იქ მატაობს და სულ კარგავს ხო შეიძლება რომ შეცდომაზე მიხვდე და იგივე შეცდომები აღარ დაუშვა... ნუ ბაძავ ზიდანს არ გამოგდის არაააააა და გაიგე ვახ

• fani

ბიჭოს, ეს რა თამაში ჩაატარეს ჩვენმა ბიჭებმა! გულახდილი რომ ვიყო, ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას არ ველოდი, თუნდაც ამ შემადგენლობის ანუ ძირითადი გუნდის ფონზეც. თანაც, ერთია მოგება და მეორეა ასე კარგად გათამაშებული კომბინაციები, თითქოს ბიჭები თვალდახუჭული უგებდნენ ერთმანეთს. აშკარად ჩანს, როგორ არიან ნაკრების წევრები გაზრდილი ინდივიდუალურად და თავად ნაკრები კი გუნდურად! გასაგებია, რომ ევროზე გაცილებით ძლიერ და მაღალი დონის მეტოქეებთან მოგვიწევს ბრძოლა. თუმცა, ასე მოთამაშე ჩვენი ნაკრები ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს (მე მაინც ვფრთხილობ რადგან დებიუტანტები ვართ და ევროზე გაცილებით დიდი წნეხი იქნება). ერთი რამ 100%-იანია: ჩვენი შემტევები ერთიმეორეზე მაგარ ფორმაში არიან ყველანი და ნაღდად შეგვიძლია ფავორიტი მეტოქეების გამწარება და ქულების დაგროვება. დანარჩენი უკვე ევროზე გამოჩნდება. მე იმედიანად მივდივარ ევროზე! თქვენ?

• რა ჰქვია ამას ?!

რა კომენტარია ?!

• ემიგრანტი

ცუდი ის არის რომ 2-3 ფეხბურთელი ფორ.აში არ არის და მაინც წაიყვანა

• არა და

არაა ახლა პოლიტიკურად ანგაჟირებული გამოხტომების დრო ! აშკარაა "რომელი მხარე " იწყებს "გამწვავებას" და მერე მიდიი... არა და მოწონებებიც რომ აქვს ... არ ვარგა ასე ! არ შეიძლება და არც ე.წ. მხარისათვისაა მომგებიანი - უმრავლესობას (უფრო!) აღიზიანებს !

• ზაკო

ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას!პირველ რიგში ნაკრებს, მეტი მუხტი და ენერგია შეემატებათ, ისე ის ხალხი მაინტერესებს შემადგენლობა რომ გამოცხადდა და ჩვენი ნაკრების ზოგ-ზოგიერთი წევრი დააბულინგეს და ტურისტებად შერაცხეს, მაგ. გველესიანი, მექვაბა, ალთუნაშვილი. დღეს ამ ბიჭებმა სხვაზე მეტი თუ არა რავისზე ნაკლები არ ითამაშეს და მე-3 გოლისას მექვაბამ ზურიკოს დაუხატა პასი, ხოლო მანამდე სანდრომ ჟორჟს ურეალურესი მომენტი შეუქმნა და ერთ-ერთზე დატოვა მეკარესთან, თუმცა ჟორჟს კიპერმა აჯობა. ძალიან მაინტერესებდა საბა ლობჟანიძეც, თუმცა სამწუხაროდ ვერ მიიღო სათამაშო დრო. მოკლედ კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიჭებს და წარმატებას ვუსურვებ ევრო 2024.

• Levani

მშვიდად და აუღელვებლად-იმიტომ რომ ნაკრებს ეტყობა ხარისხი,სტანდარტულებზე ნამუშევარი და არა ნა ურაზე ჩაწოდება,ხო ნახეთ ჩაკვე აწვდის წინა ძელისკენ სადაც მაღალი 2 მცველი გადის და ცდილობს თავით დააგდოს მეკარის გასწვრივ,სადაც ასევე სხარტი მიქაუტაძე და კიტე ხვლიკებივით ელოდებიან შანსს. მერე ბურთის გორებისას არ არის უაზრო განდაგანა გორება- ყველა მასზე არის გაგრძელება. ისე გამოდის შემდეგი კაცი რო ბურთის მიმღებს ეგრევე გაგრძელება აქვს. ეს დადებითი. უარყოფითი-გველესიანი კაი ბიჭია,მაგრამ ჯერ ეტყობა ნაკრებთან მიუჩვევლობა და ნერვიულობა. სუსტი მხარეა სკამი. კოტეს ტრავმის უკვე გვეშინია და ევროზე 3თამაში უეჭველი ვიღაცეები დაგვაკლდება. კვეკვე არ არის სათამაშებელი. ერთი ხო დაინახეთ-იმ ხალხმა ვინც მუშაობს ჩვენზე მეტი იცის და გავჩერდეთ,დაველოდოთ. არ უნდა პროფესორობა,ეს იყოს,ის იყოს. ვაისის დროს მეც გული მისკდებოდა. 6მცველი და 3 საყრდენს რო ვკითხულობდი სასტარტოში,მაგრამ ახლა საქართველო საკმაოდ სიმპათიური გუნდია. დანარჩენს ევროპაზე ვნახავთ

• გია

კარგი თაობაა. ევროზე სხვა სისწრაფეები იქნება, მაგრამ იმედია იმ სისწრაფეებზეც შეძლებენ თამაშს.

• zura222

ძალიან კარგი შეტევა და ნახევარდაცვა გვყავს ზურიკო მეცოდება სკამისთვის მაგრა ჩაერთო იქნება მარჯვენა შემტევად გამოუნახონ ადგილი ? მაგრა მომეწონა მექვაბიშვილი-ალთუნაშვილის ჩართვაც და მთავარი -- დაცვააააა ! არ ვიცი ასეთი დაცვით რა უნდა ვქნათ კვირკველია-ლოჩოშვილი ეტყობა არ არიან ფორმაში და მგონი აჯობებდა ქვილითაია-სუგუას ნაცვლად (ტურისტებად მიდიან მგონი გერმანიაში)საზონოვი-აზაროვი წაეყვანათ

• გიო

გილოცავთ ყველას, კარგია , მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, იმედია კიტე კარგად არის, რომ არა გველესიანის შეცდომები საერთოდ მომენტები არ ექნებოდათ ჩვენ კართან ეს ჩემი სუბიექტური აზრია, კვარას ყველგან და ყოველთვის ვიცავ მაგრამ დღეს იღორა რაც დაუშვებელია ევროზე, იმედია გაითვალისწინებენ კვარაც და ზუკაც .

• G.LA

ნაკრები ჩვენს თვალწინ იზრდება. ჩვენ ნაკრები საშუალო ევროპულზე მაღალი დონისაა და არა მარტო იმიტომ რომ ევროპაზე ვართ. რაც აზრად მომივიდა თამაშის ყურებისას ის სათაური წავიკითხე და მივხვდი არაფერი მომჩვენებია. მშვიდი და თავდაჯერებული იყო ნაკრები და კიდევ 2-3 გოლი უნდა გაგვეტანა. ეს სიმშვიდე და თავდაჯერებულობა ძალიან მახარებს, რადგან ზუსტად ეს არის ნაკრების დონის ზრდა. ჩვენმა ნაკრებმა კლასით მოიგო. ჩვენ ვნახეთ რომ ბიჭებმა ბრძოლა და ომიც იციან. საბერძნეთან გვანახეს. ახლა კი თავდაჯერებულებიც გახდნენ და დარწმუბებული ვარ ევროპაზე არავის შიში ან რიდი არ გცექნება. მგონი ბიჭები მაგარ სურპრიზს გვიმზადებენ. მათ მგონი ძალიან მოეწონათ გადარეულ გაგიჟებული საქართველოს ხილვა. მჯერა ჩვენი ნაკრები ჯბუფიდან გასასვლელად იომებს. წარმატება ჩვენ ლომევს.

• გიო

წიტაიშვილს დავაყენებდი ძირითადში, რადგან შენგელიაზე ბევრად სწრაფი და მობილურია, სხარტადაც აზროვნებს და უკეთესადაც იხსნება. შენგელია უფრო კარგი იქნება უკვე დაღლილ მეტოქეზე, მაგალითად როგორც ბუდუ იყო კარგი ჟორჟის შემდეგ. ზურიკოც დიდებულად ჩაერთო, ოღონდ ამ ღორობას ყველამ უნდა დაანებოს თავი. რა კაკაბაძის საქმეა შორიდან დარტყმა, როცა იქვე უდგას ჩაკვე. მიუგორე რა და შენ კიდევ დაეხმარე, ის მოიფიქრებს უკეთეს ვარიანტს. გველესიანი კარგი იყო, მაგრამ ეტყობოდა რომ ღელავდა. კაშია და დვალი შენელებული კადრებია, ძალიან ბევრის გაკეთების საშუალებას აძლევენ მოწინააღმდეგეს, მეორე სართულსაც ხშირად აგებენ. სასიამოვნოდ გამაოცეს ალთუნაშვილმა და მექვაბიშვილმა. კვეკვესკირი მხოლოდ მსაჯებთან საკამათოდ შემოდის, არ მაქვს მაგის იმედი და არც არასდროს მქონია. მოგება კარგია, მაგრამ მეტოქე იყო უსუსტესი. კიტე დიდი ძალაა, როგორც კი გავიდა, მეტოქე ეგრევე დაეუფლა უპირატესობას. მამარდა მხეცია, ჩაკვე, ხვიჩა, ქოჩორა, ჟორჟი - საიმედონი. მშვენიერი იყო პრესინგიც. სწრაფი მცველები გვჭირდება და პორტუგალიასაც მოვუგებთ! წარმატებები ბიჭებს! თურქეთი ნაღდად ჩვენი ბულკია, თანაც ქიშმიშიანი. ასიანი გადავუვლით!

მიუხედავად იმისა რო გეთანხმები სპორტულ საიტზე შევეშვათ პოლიტიკას ეს ადგილი მაინც დავტოვოთ სუფად.

• ბოკინიო

პასის არ გაცემა როცა ორბურთიანი სხვაობით იგებ თან ამხანაგურს შეიძლება. დაცვას რაც შეეხება კვირკველია გვაკლდა და ის შემართებაც ვერ იქნებოდა რაც ევროზე იქნება. 33 წლის კაცს დებიუტი ქონდა საგოლე გააკეთა და ურიგოთ არ უთამაშია. კაშიაც სერიოზულ თამაშში ესეთ პასებს არ გარისკავს. ცოტა უნდა შემოეტია გიბრალტარი კი არ არის მონტენეგროა რომელსაც ორიდან აქამდე ვერცერთი ვერ მოვუგეთ.ესე რო გამატჯვებულებს არ ასამართლებენ.

• ლევანი

ალბათ საზონოვი გამოგვადგებოდა , წარმატებები ბიჭებს

• ბოკინიო

ამხანაგური იყო ორივეჯერ ორი ბურთით იგებნენ როცა პასი არ გასცეს. ესე რო დასაშვებია ოქნებ რა ეწერათ მაისურზე იქნებ გზავნილი ქონდათ რაღაცა და უნდოდათ ესე მილოცვა ან თქმა. ესე რო ამხანაგურში თან ორბურთიან უპირატესობაზე მე ამას ვამართლებ!

• ბოკინიო

მშვენიერია! უკვე მოგებულ თამაშებზე ვწუწუნებთ ესე უნდა გვექნა ის უნდა გვექნაო:)) მადლობა ამისთვის ბიჭებს და სანიოლს. ზურიკო არ ინერვიულო 4 წუთი როა დარჩენილი და 2 ბურთით იგებ ცოტა ღორობაც შეიძლება! ოღონდ არა ევროპაზე:)) მადლობა რო გვახარებთ!

• ქორ-პარიკმახერი

,,იღორა" კვარამ , მერე ,,იღორა" დავითაშვილმა, ,,დირკა" გვყავს დაცვა! . მოკლედ მოგება მაინც კარგია, მარა სანერვიულო და საფიქრალი გვაქვს. იმედია კიტეიშვილი კარგად იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის! რამდენი უნდა დაარტყმევინრნ მონტენეგროს ერთადერთ ვარსკვლავს?! ოხ , მოკლედ დაცვაზე მაგრად ვნერვიულობ# ღმერთმა ხელი მოუმართოთ ბიჭებს!

• სიმენონი

მონტენეგრო სუსტია რათქმაუნდა, თუმცა სან-მარინო არაა ნამდვილად, ბელგიამაც ორი ბურთით მოუგო, თან 10 კაცით იყო ჩერნაგორია თითქმის მთელი თამაში.

• გენერალა

ისე ჩემპიონატის წინ იმედია 3-4 კაცი მაინც გაიპარსავს წვერს თორემ ნამეტანი თალიბანია! რატომ არ ეუბნებიან? ეგაა ელემენტარული დისციპლინა ვის უხდება წვერი??

• ფანი

ეგ ერთი და სხვა მრავალი! კარგი თამაში იყო!

• სიმენონი

სათაურის შესაბამისი დაცვაში დამაჯერებლობა ნაღდად არ იყო.

• Pepelu

ის ხალხი სად არის სანიოლს, იაშვილს და კობიაშვილს, ფეხბურთს რომ ასწავლიდა - იასონას უდარი, მიშა სააკაშვილის უკანონო შვილები და ნაშები, ნანა ჟორჟოლიანის მაკიაჟი, ბებიის ნიფხავი და ბაბუის ჩიბუხი და სხვა ამნაირი ნიკნეიმის ხალხი :))))))))))))

• ლევანი

საქართველომ მოიგო! მთავარი ეს არის, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ასეთი სუსტია მონტენეგრო, თუ ჩვენ ვართ ძლიერები მეთქი, შეტევა კარგია, დაცვა პრობლემური გვყვავს, საგოლე მომენტებს კი მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს ყველა, ხვიჩა ყველაზე მეტად. გილოცავთ! დიდება საქართველოს!

• ლევანი

საქართველომ მოიგო! მთავარი ეს არის, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ასეთი სუსტია მონტენეგრო, თუ ჩვენ ვართ ძლიერები მეთქი, შეტევა კარგია, დაცვა პრობლემური გვყვავს, საგოლე მომენტებს კი მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს ყველა, ხვიჩა ყველაზე მეტად. გილოცავთ! დიდება საქართველოს!

• ნიკა

კარგი კომბინაციური თამაში ქონდა ნაკრებს, შეინიშნებოდა პრობლემები დაცვაში და თავმდამსხმელების მხრიდან აუცილებელი საგოლე პასების ნაცვლად თამაშის საკუთარ თავზე აღება, ამეებზე უნდა ვიმუშაოთ. მთავარი პრობლემა დაცვაა და იმედია დაალაგებს მეტნაკლებად სანიოლი.

• ზაზა

კარგით რა კიდე ბოღმას ასხავთ აბალახეს ბურთი დაუმალეს ვაგებთ არ მოგწონთ ვიგებთ ეგაც არ მოგწონთ რა გემართებათ გაიხარეთ რა მოვიგეთ წყნარათ ულოცავ ბიჭებს წარმატებები გერმანიაში

• გია

ყოჩაღ ბიჭებს!!!! აშკარად ეტყობათ, რო ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები, რაც გვახარებს! რაც მთავარია გამოსწორდა პასების დროულად გადაცემა, ადრე წელავდნენ და ბოლოს ბურთს მეკარეს უგზავნიდნენ, რაც საბოლოოდ უინტერესოს ხდიდა თამაშსს. შეჯამების სახით: შემართება, ერთმანეთთან შეთამაშება, ერთი ორი ეპიზოდის გარდა ბურთს უმიზნოდ მეკარეს არ აწვიდნენ, პირიქით წინ მეტოქია კარისკენ სწრაფად გარბოდნენ ხარისხიანად და ტექნიკურად და აჰა ამ ყველაფერმა შედეგიც მოიტანა! იმედია გერმანიაში ბიჭებო! უფრო და უფრო მონდომენულად ითამაშენთ და გაგვახარებთ!

• გიო9

gilotsavt kargebi xart kiteze vilotsot mtelma erma :) neta adre gamoecvala bichi daprinavs iset pormashia. kite shens gverdit vart nurapris nu geshiniaa:)

• Givi

გილოცავთ კარგი იყო, მეორე ტაიმში დაცვაში არეულები ვიყავით იმედია დალაგდებიან ევროპამდე, ისე პასის არ მიცემამ უკეთეს პოზიციაში მყოფზე მინიმუმ 2 გოლი დაგვაკარგინა, მომენტების მაქსიმალურად გამოყენება მართებს ჩვენს ნაკრებს.

• O.K.

პასების ხარისხი და დარტყმებია გამოსასწორებელი.. წარმატებები..

• რაბუ

პასი გააკეთეთ ბიჭო მინიმუმ 6:1 უნდა ყოფილიყო ვიღაცეებს რომ არ ეღორათ

• kvaxo

ისევ "აბალახეს" ჩვენები. ბურთის დაუფლებაზე ყველა ბრძოლას ვაგებთ. გეგონება, ჩვენებს ფეხებზე დოლაბები ჰკიდიათო.

• დომენტი

სულ მინიმუმ კიდევ სამი უნდა გაგვეტანა სულ მინიმუმ

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

მონტენეგროელების დასაფასებელი საქციელი საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა [PHOTO]

ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს

რობერტ პროსინეჩკი: საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი კონტრშეტევები აქვს

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ოთარ კიტეიშვილი: უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გვქონდეს

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

სანიოლმა მონტენეგროსთან მატჩში სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

2:0. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ამარცხებს [VIDEO]