ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

სახოს "ტორპედოში" ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა - ცნობილია, რა პირობებით დაიყოლია ქუთაისურმა გუნდმა ცნობილი ფრანგი მცველი

სახოს "ტორპედოში" ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა - ცნობილია, რა პირობებით დაიყოლია ქუთაისურმა გუნდმა ცნობილი ფრანგი მცველი

<p>34 წლის ცნობილი ფრანგი მცველი მამადუ სახო კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" განაგრძობს. ინფორმაციას ინგლისური და ფრანგული გამოცემები ადასტურებენ.</p><p>ის რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ჩამოფრინდება და 1+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს. The Sun კონკრეტულ გასამრჯელოს არ აკონკრეტებს, მაგრამ იმ დეტალებზე წერს, რითაც ქართულმა გუნდმა ვეტერანი ფეხბურთელის დაყოლიება შეძლო.</p><p>"ტორპედომ", მაღალი ხელფასის გარდა, სახოს ბიზნესს შესაძლებლობები და ოჯახისთვის დამატებითი სარგებელი შესთავაზა", - წერს გამოცემა.</p><p>სახომ, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი, გასული სეზონი "მონპელიეში" გაატარა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა.</p><p>გულშემატკივარს მან განსაკუთრებით თავი პსჟ-ში, "ლივერპულსა" და "კრისტალ პალასში" თამაშით დაამახსოვრა.<br></p>

  • სოსო

    ტორპედო საბჭოთა კავშირის დროს,ავტოქარხნის გუნდებს ერქვათ ხოლმე და კრიმინალური არაფერია.ტორპედო ავტომობილზე ხელსაწყოების დაფას ჰქვია და აგრეთვე საზღვაო რაკეტას,წყალქვეშ რომ მიცურავს.რაც შეეხება საბჭოთა კავშირში მის შემოტანას,სიტროენის ფირმის პირველ მოდელს ერქვა,სახელად "ტორპედო",მისმი კაპოტის ფორმის გამო და ეტყობა,ეგ მოეწონათ.შესაძლოა ზილის ქარხანაში,პირველი ავტომობილები,სიტროენის კონსტრუქციითაც გამოუშვეს.არ ვიცი.ქუთაისის ტორპედოსაც ქუთაისის ავტოქარხანა პატრონობდა და სახელიც შესაბამისად დაარქვეს.რაც შეეხება ტორპედოს დაკომპლექტებას,ბალანსი აუცილებლად დასაცავია,ადგილობრივებსა და ლეგიონერებს შორის.მხოლოდ ლეგიონერებით,ვერც ტორპედო მიაღწევს ფინანსურ წარმატებებს და ამავე დროს,ვერც ადგილობრივ ფეხბურთელებს გამოზრდის საჭირო დონემდე.გუნდის მწვრთნელს,დღეს სჭირდება წარმატებები,გუნდის მფლობელმა კი,პერსპექტივაზეც უნდა იზრუნოს.ბალანსი,მისი დასამყარებელია.

  • დათა თუთაშხია

    ქართული, მეგობარო, ნაკრებია. უგულშემატკივრეთ ბატონო მას. ეს კლუბია და თავისი გულშემატკივრები მიხედავენ მის სახელსაც და ეროვნულ შემადგენლობასაც. ვერ ვხვდები, კლუბთან რომ შეხება არ გაქვთ, ეგეთი ხალხი რატომ იწყებთ მის სახელთან დაკავშირებით დისერტაციების დაცვას? მიხედეთ ბატონო იმ კლუბს, რომელსაც გულშემატკივრობთ.

  • H

    რაიან ჯეკი ეხლაც შოტლანდიის ნაკრების წევრია და არამგონია ტორპედოში ჩამოვიდეს.

  • ქუთაისელი

    დილას და ტორპედოს გაუმარჯოს, ორივე გუნდს თავისი გეგმა აქვს და ამ გეგმას მიყვებიან, ნუ დინამოზე არაფერს ვიტყვი, გუნდს მაგარი აკადემია მაინც აქვს. და დანარჩენი გუნდები? რა მიზანი გაქვთ? გეგმაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. და ისინი სად არიან ქართული ბაიერნი ვართო რო იძახდნენ და თურმე გორის დილად გადაქცევაზე რო ოცნებობდნენ? მეჰდი მარა და აკრო მენსა რო მოიყვანეს.

  • Tem

    ახალგაზრდა ბიჭებით ხო დავლეწეთ ჩემპიონთა ლიგის კარებები, ერთი კითხვა მაქვს, საქართველოს ნაკრები ლიგაზე სადამდე გავა შენი აზრით მეგობარო?

  • სიმართლე

    rabu (კაი ბოღმა იქნები)

  • რეზზ

    რა დრო დაგვიდგა სახის ვიწუნებთ

  • roma bejanidze

    მაშინ სად იყავი ორჯერ ჩემპიონები რომ გავხდით?

  • ტორპედოს სახელთან დაკვშირებით გეთანხმები, ნამდვილად იმსახურებს ქუთაისი ისეთ სახელს რომელიც თავის იდენტობას წარმოაჩენს და არ ვიყოთ უამრავ ტორპედოებს შორის ერთერთი ტორპედო, ტორპედო ყველამ ვიცით რასაც ნიშნავს და რომელი დაწესებულების გუნდი იყო საბჭოთა კავშირის დროს, არ უხდება ეს ქუთაისს...არც ევროპაში გვიცნობენ ახლა ისე რომ რო დაიწყონ ჩვენი ისტორიის მოძიება და თუ მოიძიებენ ბევრს ვერაფერს ნახავენ, ბევრად გუნდმა გააკეთა რებრენდინგი და წარმატებულადაც.... რაც შეეხება წარმატებული უცხოელების მოყვანას ეს პირველად თურქებმა დაიწყეს , მერე იაპონელებმა, მერე ჩინელებმა... (ბოდიშით თუ თანმიმდევრობა ამერია) ეს ქმნის კონკურენციას არამარტო გუნდში არამედ მთლიანად ჩემპიონატში და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს მაშინ მერომ 34 წლის ვარსკვლავი მოვიყვანე მან 29 წლის უნდა მოიყვანოს... სხვანაირად ვერ განვვირთარდებით, ამდენი წრეზე სიარული უკვე ყველას ყელში ამომივიდა, ასაკიანი ქართველი ფეხბურთელი არ არის ე ლიგაში ყველა გუნდში რო არ ქონდეს ნათამაშები, უკვე მარაზმში გადადის... ვიღაცამ უნდა გაარღვიოს ეს წრე და მიხარია რომ ამას ტორპედო და დილა აკეთებს

  • ნიკა

    ვახ, ტორპედოოოო!!!

  • თბილისელი

    გასკდით გულზე , ბათუმის ქომაგები… აჩიკოს დაუჯერეთ და ასლანას… ჩემპიონი გახდი და იმის მაგივრად ვინმე ესეთი მაინც მოიყვანო კუტალია და ვინები მოგყავთ… თქვენი ადგილი ისევ 2 ლიგაშია მეტის ღირსები არც ხართ…

  • კახა

    ძალიან მცდარი პოლიტიკაა, როცა 35-37 წლის ყოფილი ვარსკვლავები მოგყავს გუნდში, რომლებსაც მინიმუმ 1 წლიანი წყვეტა აქვთ კარიერაში და გუნდიდან უშვებ ან სათადარიგოსთვის წირავ შენს ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს, იმის ნაცვლად ქართველების ათამაშებას შეუწყო ხელი; აკი ვნახეთ ათამაშებული ლეგიონერები (ჟორჟინიო, ნინკოვიჩი). ეხლა მიდის მსჯელობა, როგორ ვავარჯიშოთ ნინკოვიჩი ინდივიდუალურად, რა დიეტა დავუნიშნოთ, რომ როგორმე ღიპი დაიგდოს და ცოტა ამოძრავდეს (ტექნიკა და საფეხბურთო ინტელექტი ბაზარი არაა კარგი აქვს), განა ღირს ამდენის გარისკვა და ხარჯის გაღება მაქსიმუმ 1-წლიანი შედეგის მისაღებად. ამას ისევ დილას პროექტი მირჩევნია, ახალგაზრდა პერსპექტიულები მაინც მოჰყავს, რომლებსაც ყიდის და კლუბს ინახავს. აქ კი რა, როგორ წარმოგიდგენით, მამადუ სახოს ან ნანის დასვამს ვინმე სკამზე, თუნდაც საერთოდ ვერაფერს აკეთებდეს? 90 წუთი თუ იდგება და 1-2 ფინტს, ან ტექნიკურ მოძრაობას გააკეთებს, გავიგიჟებთ თავს, აუ რა ვარსკვლავები მოგვიყვანიაო. ჩვენ ფეხბურთელებს ვაძლევთ კი ამდენ დროს თავის გამოსაჩენად, ან გამოცდილების მისაღებად, ან ასათამაშებლად?

  • სოსო

    ძალიან "დაწვრილებითი ინფორმაციაა"!

  • რაბუ

    მაიკონის გარდა ათი კაცი იყო გუნდში. ეგეთ გუნდში მარტო მესიც ვერ იზამს ვერაფერს. ტრე პენე იყო ეგ გუნდი და მიდი აბა შეადარე დღევანდელ ტორპედოს რამხელა განსხვავებაა

  • ნოდო

    აგვისტომდე ეროვნულში შესვენებაა მაგ დროს ტორპედო იქნება თუ არა ევრო ტურნირზე საკიტხავია სად მოასწრებს შეთამაშებას დეკემბერში სეზონი მთავრდება ანუ ნახევარი წლისთვის იყიდეს და ტიპმა 2 მწვრთნელთან ერტერტი კლოპი იყო მოასწრო ჩხუბი და თან ნოემბრის მერე არ უთამაშია 7-8 თვე უთამაშებელი თან 34 წლის რათ გინდა?

  • gio

    კარგი სიზმარი გინახავს.:)

  • ეეე

    რა მხსენდება იცით ბათუმმა, რომ რამდენიმე წლის წინერთი ფარერული თუ ლიხტენშტაიური გუნდი გაანადგურა, ბრაზილიელი დუგლას მაიკონი ყავდათ იმათ ინტერის ყოფილი ფეხბურთელი და მერე რა, გამაადგათ რამეში? ადრე სად თამაშობდა რა მნიშვნელობა აქ, ახლა რას წარმოადგენს ეგაა საქმე.

  • ?

    სამნიშნა ხელფასი ანუ 999? თუ 100?

  • რაბუ

    მუ პროფესორობთ ერთი. ქართველებითაა გუნდი სავსე არიქა ლეგიონერების გარეშე შედეგი არ იქნებაო. ლეგიონერებით გადაივსება გუნდი არიქა ქართველს არ ათამაშებენო. ჩამოყალიბდით ბოლობოლო რა გინდათ. კვალიფიციური ლეგიონერების გარეშე წარმატება ძნელად მისაღწევია.თუ ქართველი გინდა მანდამაინც დატოვე ტალანტები ეროვნულ ლიგაში და არ გაყიდო საზღვრებს გარეთ. მაგრამ ჩემპიონატის დონეა დაბალი და ვერ განვითარდება, ნაკრებიც საგრძნობლად შესუსტდება. ასე რომ მეტი კვალიფიციური ლეგიონერი ჩემპიონატში. ამ გზას ადგას ტორპედო და მივესალმები. მივესალმები ასევე დილას პოლიტიკას, ტორპედოსგან განსხვავებულს მაგრამ ერთი ვიცი ებრაელები უაზროდ კაპიკს არ დახარჯავენ.

  • ჰაჰა

    შენ პირს შაქარი!

  • ოთარი

    ჩემთვის ზოგადი დილემაა. ერთი მხრივ ნებისმიერი ქართული გუნდის წარმატება გამახარებს მეორეს მხრივ არის კი ტორპედო და დილა ქართული გუნდი (დილას სახელი მაინც აქვს ქართული) ნახევარ გუნდზე მეტი, რომ უცხოელი გეყოლება რაღაა მასში ქართული? მიღცევნია პირიქით იყოს. ისე როგორც ბოსმანის საქმემდე იყო მაქსიმუმ სამი უცხოელი. გუნდში თუ ადგილობრივი აღარ დარჩა ვინ გადაიღებს იმ გამოცდილი ხალხის პროფესიონალზმს, ტექნიკასა თუ სტრატეგიას?

  • ბიკენტია

    ექსკლუზივი აქვს ბიკენტიას ქაბაბის ექსპორტზე ევროპაში

  • დედა მამაა, თუ მამაა დედა?))))

    სახელი აქვს საკაიფო. სხვას მაგისგან არაფერს ველოდები. ჩამოწერილია, რომელიც ახალგაზრდა ბიჭების ადგილს დაიკავებს გუნდში.

  • კოლა პაპა

    ბიზნესი და კიდევ წილი მიეცით ანაკლიის პორტში. ეტოო და კარლოსი გამახსენდა ჩეჩნეთში. )))

  • M-33

    საკმაოდ ახლოდან ვიცნობ ტორპედოში დასაქმებულ სკაუტებს რომლებიც ამ წუთებშიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ, ყველა ქართული ფეხბურთის ქომაგს დაგაიმედებთ და გაგიზიარებთ ჩემს ხელთ არსებულ საკმაოდ სანდო ინფორმაციას სახოს ხელფასი სამ ნიშნაა, ეს არარის საბოლოო ტრანსფერი მთავარი 2 ტრანსფერი ჯერ კიდევ წინაა ტორპედოს დასკვნით ფაზაში აქვს მოლაპარაკება გამოცდილ პორტუგალიელ ვინგერ ნანისთან (რომელიც მანჩესტერიდან გვახსოვს) , აიაქსის ყოფილ ფორვარდ ელგაზისთან რომელიც შარშან გერმანიის ბუნდესლიგაში გამოდიოდა მაინცის ფორმით, და რეინჯერსის 32 წლის საყრდენ რაიან ჯეკთან რომელსაც თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი სწორედ ზემოდხსენებულ გლაზგოურ გრანდში აქვს გატარებული. და ამით ტრანსფერები არ დასრულდება საუბარი მიდის შარშან სერია-ას ათეულს მიღმა გუნდის ძირითადში ნათამაშებ ჩამშლელზე, და საქართველოს ნაკრების 2 გამოცდილ მოქმედ ფეხბურთელებთანაც რომლებიც დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემოუერთდებიან კლუბს, ტორპედოს მარტო სახელფასო წლიური ბიუჯეტი 6 მილიონი $ რომელიც ეტაპობრივად მოიმატებს. და წელს თუ არა 100 % გარწმუნებთ ქუთაისური გუნდი გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს და სწორედ ასეთი ხარისხიანი (შეიძლება ჩვენ დონეზე საკმაოდ ძვირიანიც) ლეგიონერების ხარჯზე შევა ევროტურბირის რომელიმე ჯგუფში მომდევნო სეზონში, და გაგვახარებენ სრულიად საქართველოს, ნუ წელსაც რომ არაფერს დააკლებენ და რა კალიბრის გუნდიც არ უნდა შეხვდნენ ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

"ტორპედოში" გადასვლის გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო" - სახოს პირველი კომენტარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]

ეროვნული ლიგა. II ტური. "იბერია 1999" - "ტორპედო" [LIVE]

"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს

საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]

ეროვნული ლიგა. IV ტური. "ტორპედო" - "დილა" [LIVE]

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო

ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]

"აი, ამიტომ გადავწყვიტე "ტორპედოში" გადმოსვლა" - მამადუ სახოს ინტერვიუ