ცნობილი ფრანგი ცენტრალური მცველი მამადუ სახო გუშინ ღამით საქართველოში ჩამოფრინდა, დღეს კი, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

"ლივერპულისა" და "პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქუთაისურ კლუბში თამაში გადაწყვიტა.

"კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ "ტორპედოს" დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა.

ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო.

კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა სახომ.

წყარო: FC Torpedo Kutaisi

ᲭიᲭიკია
ბიკენტიას ქაბაბი ვეერ?
იასონას უდარი
მამადუ,ავტოგრაფი გამიმზადე,მოვდივარ და დამხვდი:) უდაოდ,ჩვენი ჩემპიონატისთვის კარგი ამბავია,მამადუ სახო მაღალი კლასის ფეხბურთელია,მისი გამოცდილება ბევრს წაადგება. მე როგორც ლივერპულის ფანი,სახოს კარიერას ვადევნებდი თვალს და მართლა ეგრეა,ბოლომდე იხარჯებოდა,ხან გამოსდიოდა და ხან არა. ცოდვა გამხელილი ღირსო და უნდა ვთქვა,ლივერპულიდან ცუდი საფეხბურთო თვისებების გამო არ გაუშვიათ.კლოპმა გაუშვა იმის გამო რო შეკრებაზე არასერიოზულობა შეამჩნია და ეს არ მოეწნა.მსგავსი ინფორმაცია გამოვიდა გარეთ და სიმართლე მხოლოდ ამან და კლოპმა იციან.თუმცა ეს არაფერს არ ცვლის,როგორც ჩვენში ამბობენ "ერთხელ წითელი,ყოველთვის წითელი" და სახო ლივერპულელი იქნება ბოლომდე. რამდენს გახსოვთ მისი გოლი დორტმუნდის კარში,3-3 გახადა ანგარიში და მერე ლოვრენმა მეოთხეც ტენა. ბევრი რო არ გავაგრძელო,კარგი ამბავია ქართული ფეხბურთისთვის,მისი პოპულარიზაციისთვის და წარმატებისთვის. არ მგონია,დიდი სათამაშო დრო მიეცეს,რადგან არ იქნება ისეთ კონდიციებში,მარა სახელიანი კაცის გუნდში ყოფნა სასიამოვნოა. ბებერი ხარის რქაც ხნავსო ხო გაგიგიათ,ხოდა ესეც ეგრე თუ იყო მერე ნახეთ. აგერ გაგრაში,მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ონიანმა დაიჯერა და ვაწაძე ყავს გუნდში. რა გოლები შეყარა ამ ბიჭმა,მეორე ახალგაზრდობა გაიხსნა და თავის დონეს ამტკიცებს. წარმატებები ქართულ ფეხბურთს,ტორპედოდან დაწყებული ლაგოდეხის ჰერეთით დამთავრებული.
სიმართლე უნდა ითქვას
ჯერ ერთი რა იცი მე ვის ვგულშემატკივრობ ან როგორ? ან ჩხეტიანი საერთოდ რა შუაშია ამ შემთხვევაში? თბილისის, ბათუმის, გორის და ყველა ქართული კლუბის განვითარება გამიხარდება.
სიმართლე უნდა ითქვას
ეს არის ჯანსაღი აზროვნება. გაგიმარჯოს მეგობარო ღმერთმა. ყველა ქართულ კლუბს წარმატებას ვუსურვებ. რაც მეტი კლუბი განვითარდება ხომ საქართველოს და თითოეული ქართველის სახელია
Xizana
თბილისელი ვარ და მე მიხარია ტორპედოს განვითარება და რაც უფრო განვითარდება უფრო მეტად გამიხარდება, უბრალოდ ერთი რაღაც მაინტერესებს, ვინც დამცინავ კომენტარებს წერთ, ერთი თამაში მაინც გინახიათ ჩვენი ჩემპიონატის? სხვა ლიგებზე აღარ ვკითხულობ. ისეთი შტაბეჭდილება რჩება, რომ მარტო ერთი მიზნით შემოდიხართ აქ რომ ვინმეზე ცუდი თქვათ ან დაცინოთ.რამ გაგაბოროტათ და რამ დაგბოღმათ ესე ხალხი, იმის მაგივრად რომ წარმატება უსურვო დაცინით იმას ვინც თქვენზე ათასჯერ მეტი აქვს გაკეთებული და თქვენ უმეტესობა დილიდან ბოღმით დამძიმებულები იღვიძებთ და დილიდან იმას ფიქრობთ ვის რა დაუშავოთ. ესეთი ხალხი უკვე შეგაზიზღებს ამ საიტზე შემოსვლას იმის მაგივრად რომ კომენტარებში სპორტზე იყოს აზრთა გაცვლა გამოცვლა, ბოღმიანი კაცების საიტი გახდა აქაურობა
სიმართლე უნდა ითქვა-ს
ერთ ბოთლ ლუდზე და სემიჩქაზე სტადიონზე სიარული გულშემატკივრობა გონია,ისიც ჩხეტიანის ნაყიდი და მერე ტორპედოს ნაცვლად ჩხეტიანს რომ გაჰკივიხართ. ცხადია ყველას არ ეხება
DinamosFan
ალბათ მაგრად გაგვხედნავენ ეს ლეგიონერები ფიფია სად ხარ გამოფხიზლდი ნამდვილად არ მინდა ტორპედომ ყველა თამაშში საფუძვლიანად გადაგვიაროს.
Სიმართლე-ს
შენ ხო არ გართმევთ ფულსო?შენ ხო არ გავიწყდება ბიუჯეტიდან რო ფინანსდება ეგ შენი წორპედო?ხო არ დაგავიწყდა რამდენი გადავიხადეთ ბიუჯეტიდან ვიღაც ჭე კლასის ლეგიონერების დავალიანება?
სიმართლე უნდა ითქვას
Arche-s-ს არ ხარ შენ გულშემატკივარი ფეხბურთის. აბა მითხარი ბოლოს როდის იყავი სტადიონზე? ასეთი ბოღმა როგორ უნდა გქონდეს. საქართველოს ჩემპიონატში ბათუმს და ქუთაისს ყველაზე გამორჩეული გულშემატკივრობა აქვთ. ხშირად დადის სტადიონზე ხალხი და მათ დასცინი? სხვისი ლანძღვის ნაცვლად საკუთარის განვითარებაზე იზრუნეთ. სახელმწიფოებრივი და პატრიოტული აზროვნება არ გაწყენდათ. რეგიონებში ხალხი გულშემატკივრობს გუნდებს, დადის სტადიონზე და ცხოვრობს ფეხბურთით. დედაქალაქში ნაკრების თამაშის გარდა, სტადიონზე რამოდენიმე ათეული კაცი თუ მივა(რაც კატასტროფაა). და ეს ყველაფერი ათწლეულებია ასე გრძელდება. იცით რატომ? აი მაგ მიდგომით რასაც თქვენ ავითარებთ. სხვისი დასუსტებით კი არ უნდა გაიმარჯვო, არამედ შენც უნდა განვითარდე და ეგრე აჯობო. სხვა შემთხვევაში ჩემპიონატი ვერ განვითარდება, სულ რომ მბაპე და ვინისიუსი ჩამოიყვანო ერთ კლუბში.
სიმართლე უნდა ითქვას
რა გჭირთ ხალხო? რა გემართებათ? როგორ შეიძლება ამდენი შური და ბოღმა? რატომ არ უნდა გიხაროდეთ ცნობადი და დიდი გამოცდილების მქონე კარგი ფეხბურთელის ჩამოსვლა საქართველოში? რა მნიშვნელობა აქვს ვისი გულშემატკივარი ხარ. რაც მეტი კარგი ფეხბურთელი ჩამოვა ჩვენს ჩემპიონატში, ცნობადობაც ამაღლდება. უფრო დაინტერესდებიან ჩვენს ჩემპიონატში სათამაშოდ. სხვა გუნდებსაც გაუადვილდებათ კარგ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები. დღევანდელ ფეხბურთში 34 წელი არ არის ის ასაკი, რომ ფეხბურთელი ჩამოწერო. მითუმეტეს ამხელა გამოცდილების მქონე. ასე კარგად გვაქვს ჩემპიონატში საქმე, რომ სახო და პატო დასაწუნია? თითოეული კლუბი ხომ საქართველოს სახეა საბოლოო ჯამში? რატომ არ უნდა გიხაროდეთ თუ კარგი ფეხბურთელი დაემატება? ეს ხომ სხვა კლუბებსაც წაადგება და რაც მთავარია მთლიანად საქართველოს ჩემპიონატს განავითარებს. აქ ბევრი ისეთი ილანძღება და ღლიცინებს, რომელიც დარწმუნებული ვარ არც უყურებს ჩემპიონატს, არც სტადიონზე დადის და დიდად გულიც არ შესტკივა. ზოგმა ისიც არ იცის რომ ფრანგია სახო, არა თუ სად უთამაშია. ეს ადამიანი ფეხბურთელობის გარდა, აკადემიას უნდა დაეხმაროს და საერთაშორისო დონეზე ჩვენი წარმომადგენელიც არის. ტორპედოს კრიტიკის ნაცვლად, სჯობს სხვა გუნდებმაც იზრუნონ განვითარებაზე. გორის დილასაც აშკარად ეტყობა რომ განვითარებას ცდილობს და აქვს გეგმა. თუმცა მხოლოდ ერთი და ორი გუნდის განვითარება არაა საკმარისი. თუ გვსურს ჩემპიონატის დონე ამაღლდეს, სხვა გუნდებმაც უნდა მიბაძონ ამ ორ გუნდს. წარმატებები თითოეულ ქართულ კლუბს.
Asea
ისე რამდენი ხართ ჩხეტიანის დაქირავებული ვითომ გულშემატკივრები?
ტორპედო
აი ერთი გაურკვეველი სახოც
Arches
რა ჰეითერები ნეტა რომელიმე ქართული გუნდი სადმე რამეს მიაღწევდეს რა დროს ჰეითერობაა
Arche-s
რაც არ უნდა ქნათ ჩემპიონი არ გახდება ტორპედო..გვახსოვ სემიჩქის მჭამელი ჩხეტიანის დაქირავებული ბრბო რომ იხვეწებოდით გუნდი გვეშლება გვიშველეთ..ტორპედო თავის კუთვნილ მესამე ლიგაში აღმოჩნდება მალე თავის გულშემატკივრებიანად.
Arche
ამბობენ ტორპედოს ჰეითერებში გლახადაა საქმეო თან იმასაც ამატებენ ამ ბოლო 2 დღეში ქვეყანაში ვალიდოლზე და ნიტროგლიცელინზე მარაგები ამოიწურაო ნეტავ რატო? აშკარად აქაც ბევრს აქვს მიღებული ეს აბები, ჯერ სად ხართ თქვენ ნერვულ სისტემას დიდი გამოცდა ელის ამ კლუბის წარმატების შემყურე ისე დაიბოღმებით მარა იცოდეთ ამ მოძულეებს ტო მწვანე მინდორზე დაგმარხავთ თქვენი ვუნდებიამად აი ეს გაახარებს ორმაგად ტორპედოს ფანებს. 20 კაპიკიანი ჰარუნა და აკპუჯე რო გუნდს იმან ვაბშე ვის უნდა "წაკბინოს" დდ: თან პერსპექტივაც რო არ ჩანს ფიფიას ხელში სახო და საფრანგეთის ნაკრებში და ლივერპულის ექს მოთამაშეს კი არა თქვენი მაქსიმუმი აგერ სანტისია გვატემალადან და ეხლა შეიძლება იქვე გვერდიდან ჰონდურასიდან ან სადმე კაპო ვერდედან მოაგდოს "ტოპ სტარი" ტორპედო კი მართლა კიდევ მოიყვანს თან არაერთს ეტაპობრივად და საბოლოოდ დაგადუმებთ თქვე საცოდავო ბოღმიანებო ისე აგეწვათ რო არ იცით ეს ბოღმა როგორ განდმოანთხიოთ მაგრამ რეალობას ვერსად გაექცევით ტორპედოს ჰეითერებს განსაცდელი გელით.
ბათუმის დინამო-ს
რამდენი ხართ ეს ნაცები??
nika
მაგ დონის ლეგიონერ ფეხბურთელს ჯერ არ უთამაშია საქართველოს ჩემპიონატში და უნდა გიხაროდეთ წესით, ყველაფერი რომ საღლიცინო თემად აქციეთ.
ვაჟა
გელა ნუგზარაშვილის გუნდელი იყო ერთი სეზონი. ოჰ რა დუეტი ჰქონდათ...
ბათუმის დინამო
შურიანი ხალხის საყურადღებოდ მინდა დავწერო, ბოლო პერიოდია ვაკვირდები და ძალიან ბევრი შურიანი ბოჱმიანი ადამიანების კომენტარები მხვდება ამ ფორუმზე. რატო იმყრალებთ პირს იმის მაგივრად რო მივულოცოთ ტორბბედოს უმაგრესი სპონსორი რო ყავს, რატო ილანძღებით იმის გამო რო თბილისში 70 000 ტევადობის სტადიონი შენდება, რატო ღლიცინებთ ნაკრების ღია ვარჯიშზე სტადიონი რო გადაივსო, იქნებ იმიტო ხო არა რო არშემდგარი პიროვნებები ხართ და დედიკოს ბიჭები, თქვენ ხოარ ხართ შემთხვევით ის ხალხი ცოლები და დედები ემიგრაციაში რო გყავთ გაგზავნილი სამუშაოდ და გზავნილს ელოდებით სიგარეტი რო იყიდოთ? https://m.youtube.com/watch?v=IZPC0ont1dY&pp=ygUv4YOZ4YOQ4YOu4YOYIOGDmeGDkOGDleGDoeGDkOGDq-GDlCDhg6jhg6Phg6Dhg5g%3D აი ბოლოს ამას მოუსმინეთ მაინც ❤️
ასეა
სად მოძებნეს ეს ფეხზე ცხვარგამობმული?
Juve
ბოღმიანო drachuno
Ქუთაისელი
ქუთაისელებო გაიხსენეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ტორპედო ვითომ რო იყიდა ვიღაც იტალიელმა.ტრიბუნაზეც წამოჯდა(გეგონება რეალის მფლობელი მყავდა) თუ სწორად მახსოვს მეუღლითურთ.თუ სწორად მახსოვს მაშინაც დიდი გეგმები გქონდათ,ამბიციები მაშინაც არ გაკლდათ ცხელი პურის ფული როცა არა გგქონდათ. ერთი ვინმემ იცით მაშინ რაფოკუსი ჩატარდა?ვინ იყო ის იტალიელი,რა უნდოდა?რატო მოვიდა,რატო წავიდა?ვინმე მეტყვით რა მაფია გათამაშდა? არ გიფიქრიათ თქვენ რო იყოთ მამადუ სახო-ტორბედოში ჩამოხვიდოდი?იფიქრეთ ქუთაისელებო,იფიქრეთ
სიმართლე
შენ ვაფშე აზრზე ხარ ფეღბურთის რაგინდა ბიძია დაგვანებე თავი ჩვენ თვითონ გავარკვრვთ ტორპედოსთვის რა არის უკეთესი შენ ხოარ გართმევთ ფულს რაგინდა ბიზიია ძლივს ვიღაცა დაინტერესდა ფეღბურთით ნუ გასკდებით გულზე განახებთ ცოტახანში შედეგს აგერ ნახავთ ყველაა რაც მოხდება...ჯერ სად ხართ ზედიზედ უნდა გავხდეთ ჩემპიონები როგორც ბავარია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უნდა ვიყოთ ყოველ წელს მალე ახალ სტადიონსაც აგვიშენებენ გასკდით გულზე ბათუმი და თბილისიიი
ეგრეა
ამ ფეხბურთელთან ბევრი ახალგაზრდა გაიზრდება.და ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება გაკეთეს რო ჩამოიყვანეს!!!ნუ მოკვდები შურით.სწორი გადაწყვეტილება.

ასეთი კომენტარების ავტორების თავში ჩამახედა ნეტავ რა უდევთ. საინტერესოა.
წადით თქვენი...
ვაი ამათ პატრონს, ამის მოთრევისთვის! მამადუ არა კაკადუ არ გინდათ? ყარეთ ეხლა ამის შენახვისთვი კაი მაყუთები, და რატომაც იტყოდა უარს? ბარემღა მთელი აფრიკა შემოიყვანეთ და ავშენდებით!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
"ტორპედოში" გადასვლის გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო" - სახოს პირველი კომენტარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. II ტური. "იბერია 1999" - "ტორპედო" [LIVE]
სახოს "ტორპედოში" ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა - ცნობილია, რა პირობებით დაიყოლია ქუთაისურმა გუნდმა ცნობილი ფრანგი მცველი
"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "ტორპედო" - "დილა" [LIVE]
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]