გორის დილა პორტუგალიელმა სპეციალისტმა რუი მოტამ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მოტა სომხურ "ნოას" გაწვრთნის.

კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოტამ "დილას" დატოვება თავად გადაწყვიტა.

ძვირფასო გულშემატკივრებო, გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რუი მოტამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა . კლუბი ცდილობდა დაერწმუნებინა მთავარი მწვრთნელი დარჩენაში, მაგრამ, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი გახდა, ვინაიდან მან გამოიყენა კონტრაქტით გათვალისწინებული მუხლი, რომელიც კლუბის დატოვების უფლებას უტოვებდა, აღნიშნული პუნქტის შეტანა მან ხელშეკრულებაში თავდაპირველადვე მოითხოვა.

მასთან ერთად გუნდს მწვრთნელის ასისტენტი ემანუელ რიბეირო დატოვებს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კლუბით და ჩვენი ქალაქით და ვფიქრობთ, რომ იყო გორის "დილას" ნაწილი, არის პრივილეგია და არა ვალდებულება. ჩვენ მადლობას ვუხდით რუის და ემანუელს "დილაში" გატარებული დროის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მათ მომავალ საქმიანობაში.

ამ პერიოდისთვის ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბის მომავალი მწვრთნელის რამდენიმე უცხოელი პრეტენდენტიდან საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ, რათა კლუბის ამბიციური მიზნები, რომელიც ამ სეზონში დავისახეთ ბოლომდე მივიყვანოთ. კლუბის სკაუტინგის დეპარტამენტი მფლობელებთან ერთად ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს გუნდის პოზიციური გაძლიერებისთვის 2 -4 მოთამაშით შესავსებად. ზემოთ აღნიშნულ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას კლუბი ოპერატიულად მოგაწვდით", - წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გორის "დილა" 39 ქულით ეროვნულ ლიგას ლიდერობს.

Arche
რას ვწერ ტყუილს ? ყველამ იცის ზედა საპრიზო ადგილებში მყოფი გუნდებიდან დილაში ყოველთვის დაბალი ხელფასებია წლებია და ფაქტიც სახეზეა აგერ სომხეთის უსახელო გუნდმა პირდაპირ შუა სეზონიდან დაგაფქცქვნათ მწვრთნელი ნეტავ რატო? აა ოთხჯერ მეტი შესთავაზეს თურმე ნოაც არ მყავდეს ყარაბაღი ან ფერენცვაროში უბრალოდ ტიპი იმდენად დაბალ ხელფასზე მუშაობდა პუნქტში შეიტანა წინასწარ იქნებ ოდნავ მაღალ შემოთავაზების შემთხვევაში გამიშვივით გუნდიდანო. ან შარშან აგერ ფინანსებიდან გაფცქვნილმა ბათუმმა არ დაგახიათ დემჩენკო?, ან ეხლა დრამეს ან გაგნიძეს რამდენი აქვთ 5 000 $-ს ვერ აძლევთ თქვენ წამყვან მოთამაშეებს სხვებს ხო მართლაც სემიჩკის ფულად არბენინებთ 2 000 $ ზუსტად სამარცხვინო ხელფასია ფეხბურთელისთვის და ამ ებრაელების ხელში ვერასოდეს გახდება ეს გუნდი ჩემპიონი იმიტო რო ყოველ წელს დაჟე ნახევარ სეზონში მიაყიდის ესე წარმატებულ მწვრთნელს თუ ფეხბურთელებს სწორედ იმიტომ რო ძალიან დაბალი ხელფასები გაქვთ გუნდში და 7/8 000 $ რომ შეთავაზონ ნებისმიერი დილას ფეხბურთელს იმ წუთასვე დათანხმდება ამ ოფერს სხვა გუნდებიდან.
ჯონ სნოუ
კიდევ კარგი წავიდა თორემ მომავალ სეზონიდან ბათუმში გადავიდოდა უეჭველი
barca
ეხლა გგონია რო ამ კომენტარით დილას გააკრიტიკე? თუ როგორც შენ იძახი გორში 4000 ლარად იგივე 1200 დოლარად პორტუგალიიდან მწვრთნელი ჩამოიყვანეს რომელმაც ზაფხულის შესვენებაზე გუნდი პირველ ადგილზე გაიყვანა დილას მენეჯმენტი ყოფილა ძალიან მაგარი. ან თუ ნაყინის ფულად მოყავთ ფეხბურთელები და მაინც სულ ლიდერებში არიან მაშინაც მაგრები ყოფილან, შენ ადგილზე მეგობარო ჯერ ლოგიკას განვავითარებდი და მერე დავწერდი კომენტარებს.
გორელი
რატო წერ იმას რაც არ იცი? რუი მოტას საკმაოდ დიდუ ხელფასი ქონდა თან ევროში. ტყუილს რო ამბობ იმაზეც მეტყველებს რო როგორ გგონია პორტუგალიიდან 4000 ლარზე ჩამოვიდოდა? ცოტა ისეთი ხელფასი მაინც მოგეფიქრებინა რეალობასთან რო ახლოს ყოფილიყო და შენივე კომენტარში არ გაშიფრულიყავი რო იტყუები.
ave
აქ დაწერა კომენტარი ვინმე დინამოს ფანს. ამ სახელით, ლათინური ასოებით არის სახელი. თითქოს რუი მოტას ხელფასი 4000 ლარი იყო. ეს არის ტყუილი და თვითონ ამ ადამიანის მოგონილი. რუი მოტას ხელფასი იყო იმაზე 4 ჯერ მეტი ვიდრე ამ ადამიანმა დაწერა.
Karche ra
არა ბიჯოს 1000 დოლარზე დარჩებოდა ფაქტია დილას უვარგა მენეჯმენტი ფეღბურთი იციან პროსტა ფული არ ყოფნით ფინანსები ბევრს ნიშნავს..
ვენეციის კომისია
აქ საქველმოქმედო საზოგადოება კი არ არის, ვინც იმსახურებს კი მუშაობს, რას ჰქვია ქართველი და უცხოელი, ვინც გამოადგება გუნდს ის იმუშავებს...

დემჩენკოსი არ იყოს, ეს როგორ იკადრე ბატონო მოტა, შენ ხომ გორის დილაზე იყავი შეყვარებული ჰა? მიდით ახლა და დაესიეთ ამ კაცს, თუ როგორ წავიდა დილადან უკეთესი ხელფასის სანაცვლოდ.იგივე გააკეთა დემჩენკომ და ლამის გადაუარეს კაცს. ასეა ბიძია, სადაც მეტს გადაგიხდიან იქ წახვალ.
კობა
დააფასეთ ქართველი სპეციალისტები!!!... ნიჭიერ და პროფესიონალ სპეციალისტს დაფასება სჭირდება ჯერ ქართველს და შემდეგ უცხოელს!!!...
DinamosFan
როგორც ვატყობ წელს კიდე არ ჩანს და აი გაისიდან ტორპედო რო მიაყრის ჩემპიონობებს მაგათი გამრჩელებილი არავინ იქნება ჩვენ წყალწაღებულ ლიგაში მინიმუმ ხუთი წელი, პირველ ორ წრეში გადაწყვეტენ ჩემპიონობის ბედს და ალალიც იქნება მისი პრეზიდენტი მონდომებული თან შეძლებული ბიზნესმენი მთელი ენერგიითაა ჩართული ეს კაცი რომელიც ერთადერთი გამონაკლისია ჩვენს ჩემპიონატში ვინც ამდენ ფინანსებს ხარჯავს რომ გუნდი ახალ ეტაპზე აიყვანოს ყველა ასპექტში როგორც აქ ასევე ევროტურნირებზე და დაუფასდება კიდეც ეს გარჯა აბა ფიფია მისი შემჩერებელი ? შ:პ:ს სალობიედ რო აქცია დინამო, თუ ეს გორი რომლის მწვრთნელსაც როგორც კულუარულად ამბობენ 4 000 ლარი ქონია ხელფასი სამარცხვინოდ, და რომ იტყვიან მართლაც მაროჟნის საფასურად მოყავთ ფეხბურთელები, თუ არცილ ბერიძეა ტორპედოს გამჩერებელი რომელსაც ყველა წამყვანი ფეხბურთელი გაექცა და ტიპმა მათ შემცვლელად 40 წლის კუტალია მოიყვანა საერთოდ და რაზეა საუბარი საერთოდ.
გიორგი
სომხები დააჯდნენ ყურზე :)
ბაბა
10 ათასი ევრო და პრემიები მოგებულ თამაშებზე, რამდენად დაბალი ხელფასია ქართულ რეალობაში თავად განსაჯეთ. სომხებმა როგორც ვიცი 4 ჯერ მეტი შესთავაზეს. 40 ათას ევროს ვერცერთი ქართული გუნდი ვერ გადაუხდის მწვრთნელს ხელფასს. იგივე სანიოლს 20 ათასი ევრო ქონია როგორც დაიწერა.
სოსო
ძალიან საწყენია!გორიდან უკვე მეორე საქართველოსთვის მაინც კარგი მწვრთნელი გარბის,უკეთესი ხელფასის დევნაში.ქართველმა აგენტებმა,მხოლოდ პრედლაჟენიების წაყენება და გულზე მჯიღის ბრაგუნი რომ იციან,ახლა მაინც ისწავლო ჭკუა და ქართველი ფეხბურთელების თუ მწვრთნელებისათვის კონტრაქტში ანალოგიური პუნქტების შეტანაზე იზრუნონ.აგენტობა ფეხბურთელის ინტერესების დაცვაა და არა მხოლოდ წილში ჩაჯდომა.დემჩენკოც და მოტაც,კარგად მუშაობდნენ და მათ გვერდით მომუშავე ქართველი ფეხბურთელებიც და სპეციალისტებიც იმედია რაღაცას სწავლობენ მათგან.კარგი იქნება,გორელების მესამე უცხოელი მწვრთნელიც თუ წარმატებული გამოდგება.მესამე და გადამწყვეტიო,ნათქვამია.ის დიდხანს გაჩერდება გუნდში.დღეს ფაქტობრივად საქართველოს ყველა გუნდი,არეულ დარეული და დაშლილია,ქუთაისელების გარდა.ასეთ პირობებში კი,ვერც ის გაძლებს დიდხანს და კონკურენცია თუ არ ექნათ,თვითონაც უკან უკან წავლენ.ამდენი ფულის ხარჯვაც ტყუილად გამოუვათ და მეშინია,რომ ისინიც დაიშლებიან.
დოგი
დამიჯერე ისევ კარგი გუნდი ეყოლება, არ ეშლებათ გორში კაი მწვრთნელის მოყვანა, რაც შეეხება ტორპედოს უკნკურენტობას, არ არის საჭირო ესეთი ლაპარაკი. ბათუმის ფანებიც იძახდნენ ორი წლის წინ ქართული ბაიერნი ვართო მარა კი ხედავ სადაც არიან. ისე ტორპედოს ფანებიც იძახდით თებერვალში ივნისში უკვე ჩემპიონები ვიქნებითო მარა სად ხართ ეხლა? ასე რომ წინასწარ არ გინდათ უკონკურენტობაზე ლაპარაკი.
გიონატ
სავარაუდოდ ამ კაცს ძალიან დაბალი ხელფასი ქონდა და სომხებმაც შესთავაზე 2-3 ჯერ მეტი და დაითანხმეს. სამწუხაროდ ჩვენი საკლუფო ფეხბირთის დღევანდელობა ეს არის, საწყენია, რომ საკმაოდ კარგი სპეციალისტი წავიდა უმაღლესი ლიგიდან.
ტოტტი
ტორპედოს გულშემატკივარი ვარ მაგრამ გორის დილას ეგ ამბავი არ გამიხარდა მირჩევნი გორს ისეთივე კაარგი გუნდი ყავდეს მეორე წრეშიც როგორი კარგი გუნდიც პირველ წრეში ყავდა. ჩემი აზრით ტორპედო უკენკურენტოდ რჩება სამწუხაროდ
xxx
შენ ალბათ მაგრა გცემეს გორში მაგ აზროვნების გამო და მაგიტომ ხარ გაბოროტებული გორზე და გორელებზე.დ.დ.
ჯონი
ახია! ასათას რო იწუნებთ, ყველა ასაკობრივის საუკეთესო შუამცველი.
M-33
სამარცხვინოა ეს ყველაფერი სემიჩკის ფულით კარგ გუნდს ვერანაირად ვერ დააყენებ ერთი ტორპედოს პრეზიდენტი ხარჯავს დიდ ფულს და ისენი კიც მიაღწევენ გაცილებით ღირებულს რომელი გუნდიც ხარჯავს და ეგებ მათ მაინც გვასახელონ ევროტურნირებზე თორემ წელს დანარჩენ სამ გუნდს ნახმარი პლაშივით გვითრევენ ისეთი ცუდი ხმები ისმის, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს დანარჩენ გუნდებში თუ დამატებით ინვესტორები არ მოიძიეს მინიმუმ დინამოებში მაინც ტორპედო გადაიქცევა თავკომბალა გუნდათ რომელიც ცალი ფეხით გახდება ქვეყნის ჩემპიონი რაც პირველ რიგში მასაც არ წაადგება ასეთი უკონკურენციო პირველობა.
ნიკა
რაღას უდებთ კონტრაკტში მაგ მუხლს ერთი მაგალითი არ გეყოთ??? თვითონ მოითხოვს აბა რას იზამს არ არის დილა საჩემპიონო გუნდი რა, არ არის მზად ჯერ ამისთვის
მწარე
გორის დილას პატრონი ვინ არის? ადრე ამბობდნენ, ებრაელი ბიზნესმენებიო. დავიჯერო სომხებს ებრაელებზე მეტი ფული აქვთ?
გოგა
კარგი რა გორში ცხოვრებას და გორელების გაძლებას ატანა არ უნდა
გიო
წაიყვანეთ დემჩენკო უკან
ნიკა
მარტივია:ვისაც არ უნდა,მწვრთნელი იქნება თუ მოთამაშე,მადლობა და კარგად იყავი.თუ კლუბი არ ასრულებდა ყველა მიცემილ პირობას ძალიან ცუდი.თუ არადა მოტა კიარა სულ რომ გვარდიოლა იყოს უნდა წავიდეს.
a a
ცუდი იცით რა არის? ყველა სომხურ გუნდს რო ჩვენზე მეტი ფული აქვს, ოთხჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა სომხურმა ნოამ და იქ წავიდა. ადრე ბათუმის პრეზიდენტი იძახდა 13 ათას დოლარიან ხელფასს ვთავაზობდით ფეხბურთელს მარა სომხეთში წავიდა იქ უფრო მეტი შესთავაზესო, ეს არის რეალობა.
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
ინიგო მარტინესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ალ ნასრს" შეუერთდა
ოფიციალურად - შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
"ჩელსიმ" მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა
რა რეაქცია ჰქონდა "გალათასარაის" პრეზიდენტს, როცა საფონოვის დამატება შესთავაზეს?
კონფლიქტი ამოწურულია - ტერ შტეგენი დათმობაზე წავიდა და კაპიტნის სამკლაური დაუბრუნეს
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
შევალიე უკვე პარიზშია - სად მიდის დონარუმა?
ქოჩორაშვილი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - "სპორტინგმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
L'Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ - "სენტ-ეტიენმა" მათ კარი გამოუკეტა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
საქმე სერიოზულადაა - "რეალი" პსჟ-ს შემტევის გამოსყიდვას გეგმავს
პსჟ-ს ტრანსფერი 67 მილიონი დაუჯდება და ახალწვეულს უდინეში წარადგენს
ჩაკვეტაძე "უოტფორდს" პირველ ტურში ვერ დაეხმარება
მამაცაშვილმა შვედეთში გუნდი შეიცვალა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბს შევუერთდი" - "დილას" ყოფილი მწვრთნელის კომენტარი სომხურ "ნოაში" დანიშვნის შემდეგ