ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა - სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ

მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა - სფფ პრეზიდენტის განკარგულების შესახებ

გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი თავდაპირველი სია, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბი, ადმინისტრაციული პერსონალი და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი იყო შეყვანილი, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში გავმართავთ და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.

ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ, მათ, ვინც ეს წარმატება ჩვენთან ერთად გაიზიარა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.

GFF.GE

• Walter White

ქოცობა დიაგნოზია ( აპა ჰე,დამბლოკეთ)

• სოსო

რომან,2008 წლის აგვისტოში,კობიაშვილმა,გერმანიის ჩემპიონატში,იმ მაისურის ჩაცმაზე განაცხადა უარი,რომელზეც მისი კლუბის სპონსორის,გაზპრომის ლოგო იყო დატანილი.ზუსტად იმავე,ომის დღეებში,იმ ტელევიზიების მმართველმა,რომელსაც შენ უყურებ და უჯერებ,თავის დედას,კაპიკებად მიჰყიდა,"გეპეის" კორპუსი,მისივე სტადიონი და მის ქვეშ,მიწისქვეშ განთავსებული ლაბორატორია,ხოლო რუსებს,საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლება მისცა,ფულს სუნი არა აქვსო.ღალატისათვის დასჯას რომ ჰპირდები,ეგეც ტყუილია,იმიტომ რომ,ისევ იმ მფლობელმა მისმა პარტიამ,კანონიდან ღალატის ცნება და მასზე სასჯელი ამოიღო.გარეჯის უდაბნოს კომპლექსის მიყიდვაზე,უკვე შეთანხმებული იყო და წინასარ მოიშორა ის მუხლი,რომლის ძალითაც პასუხი უნდა ეგო,ქვეყნის წინაშე.უკვე სამი წელია,ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოსაგან დაფინანსება აღარ მიუღია,თანაც რამდენი სტადიონი ააშენა და მინდორი დააგო,იმ დიდმა ბატონმა კი,მხოლოდ თბილისში 11 სტადიონი დაანგრია და ტერიტორია მშენებლობებისათვის გაყიდა,ბათუმი სულ მთლადსტადიონის გარეშედატოვა და რამდენი კიდევ სხვაგან,მის ხელში,საქართველოს ნაკრები,154 ადგილზე დაქვეითდა,რეიტინგში.კობიაშვილის ხელში,ჩვენი ნაკრები,75 ადგილზე ამოვიდა და ევროპის ჩემპიონატზეც გააღწია,24 საუკეთესოს შორის.შენ და შენნაირები ბედავთ ამას და იაშვილს მაფიოზები უწოდოთ და თქვენ ფიურერს,ქვეყნის მხსნელი?იმასაც შეგახსენებ,რომ სააკაშვილის მთავარი ფინანსისტი,კახა ბენდუქიძე,პუტინის მრჩეველი იყო და სწორედ მისი ბრძანებით წამოვიდა საქართველოში,სააკაშვილის დასახმარებლად,შედეგად კი,საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი,რუსეთის მფლობელობაში გადავიდა და რკინიგზაც მათ რიცხვს შეუერთდებოდა,ამერიკელებს რომ არ მოესწროთ და შეეჩერებინათ,სააკაშვილი.ამ ფედერაციამ შესძლო და საქართველოს ნაკრები,ევროპის ჩემიონატამდე მიიყვანა და ამას თუ დაქცევას და მაფიას უწოდებთ,მაშინ იმ სტადიონების დანგრევას,სპორტის აკადემიის გაყიდვას რაღას დაარქმევთ? ქათამმა წყალი დალია და ცას შეხედაო.ქათამმა როგორ უნდა გაჯობოთ,ხანდახან თქვენც შეხედეთ ხოლმე ცას!

• ნინო

ეს ნაციონალები როგორი ოპტიმისტები ხართ თან მარტო გამარჯვება კი არ გინდათ, უფლება რომ მოგცენ, ყველას კედელთან მიაყენებდით და დახვრეტდით. სწორედ იმიტომ ვერ მოხვალთ, რომ გამყიდველები და სადისტები ხართ.

• გულშემატკივარი

ფეხბურთს თამაშობენ ფეხბურთელები.მათ მიაღწიეს და გავიდნენ ევროზე.ხოლო ის ჩინოვნიკები,კაბინეტებში რომ ზიან და იმას ვერ არკვევენ ვის რამდენი ყვითელი აქვს რომ მწვრთნელი გააფრთხილონ,იმათ რა უნდათ სიაში.ბოლო ბოლო მაგ ჩინოვნიკების სამსახურია ქართული ფეხბურთის საქმიანობაში მოღვაწეობა და გვარიან ხელფასი პრემიებისა იღებენ.ეს იგივეა ორდენზე წარვადგინოთ მთავრობა,პარლამენტი იმაზე რომ ევროკავშირის სტატუსი მოგვცეს.დაფიქრდით რაა.ზუსტად მხოლოდ ნაკრებია დასაჯილდოვებელი და არანაირი ჩინოვნიკები და მათი მძღოლები.

• რომანი

მოიცადე კობი ოქტომბრამდე ტუ მანამდე არ დაგიჭირე არაუსავს ოქტომბრის მერე დაგიჭერე 84 ივეს ერთად როგორც ქვეყნის გამყიდველებს და მორალატეეებს. 84 ივეს დედებს

• რომანი

ჯაბა მოვიცდით ნოემბრამდე და მოვიშორებთ მორალატეებს ქვეყნის გამყიდველებს სადაც არის შენი საყვარელი კობი. ის და მისნაირი კიდევ 83 იუდა ისტორიაში შევლენ როგორც ყორღანაშვილი ორჯონიკიძე და კიდევ რა მოტვლის ამ სია

• ზაზა ხარ თუ მზია

რომელი გამოტოვა გუნდიდან ფედერაციის დამლაგებლებიც დააჯილდოვოს?თუ მთავრობა და პრემიერი, ისე კი გაუხარდა ძალიანაც, შენ ისა თქვი ამ ორი თამაშის გარდა რამდენი ფეხბურთელი გამოტოვეს ვინც მართლა იმსახურებდა ამ ჯილდოს.

• მაო-ს

პასი არ მისცა ერთია. პენალს ითხოვდა და ბუდუს გოლი რომ დაინახა, განაწყენებული ძირს დაეცა. ეგ ორი. ბუდუს გაუარა და არ მიულოცა. ეგ სამი ესენი თუ არ გინახავს, ღმერთს რატომ აწუხებ? აქ ყველამ გავუსვით ხაზი ზურიკოს ეგეთ საქციელს. არ უნდა გამეორდეს ევრო2024 ესეთი დაყოფა ერთმანეთში. ეს განცხადება კობიაშვილის დიდი შეცდომაა!

• JABA

მოიცადე კობი ოქტომბრამდე და ერთიანდ მოვიშორებთ მადამ პრეზიდენტსაც და მთელ სანაცეთს. თითოეული ნაკრების წევრის და მთელი ფედერაციის დამსახურება არის ის სადაც ეხლა ვართ და ვინმეს თუ ამ მირწევის არ დანახვა უნდა და დაკარგვა, კარგად იყოს, ხალხმა ყველაფერი ვიცით.

• მაო

რა ბოდვაა,ღმერთო ჩემო?! საკუთარ ბოლო წინადადებას დაუკვირდი და ნახავ რომ დაყოფისა და დაპირისპირების კლასიკური ნიმუშია.სამარცხვინოა ასეთი სიძულვილი,სახეს რომ გაკარგვინებს კაცს.

• Bs

ძირითადად გეთანხმები, პატარა შესწორებით: ეს ორდენი არ ეძლევა გმირებს, გმირებისათვის სახელმწიფოს სხვა ორდენები არსებობს. მაგრამ მაინც ორდენია და ნაცებდან დაწყებული ასე უპრაგონოდ დარიგება არ მოსულა, თუმცა ძალიან ბევრს ისეთ ადამიანს ვიცნობ ვისაც მართლა გმირის ორდენი და წოდება ეკუთვნის და თუნდაც ვახტანგ გორგასლის სხვადასხვა ხარისხის ორდენი, მაგრამ არავის არაფერი მიუცია და არც მისცემენ. დანარჩენად გეთანხმებით, მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების დაწერის და ინტრიგების ჩახლართვისათვის ჩანს ეს ყველაფერი გაკეთებული, თანაც ორივე მხრიდან!

• ზაკო-ს

უსახელებია მაგრამ ეხლა სამშობლო გაყიდა და მოღალატეთა სიის სათავეში გადაინაცვლა

• გლობალური ომის პარტია

როგორ ცდილობთ,თქვენთვის სასურველი პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოთ!

• გია_544

84 დეპუტატის სიაში ხარ და მაინც ეშმაკი მოსვენებას არ გაძლევს! ვერ ამოეფარები ნაკრებს. დააცადე ბიჭებს თამაში. პაპა ბიძინას 30 ვერცხლი არ გაძლევს უფლებას პოლიტიკურ ინტრიგებში გაახვიო ევრო2024-ზე ჩვენი ბიჭების ისტორიული გამოსვლა! არა და ზურიკომ ბოლო მატჩში ბუდუს 2 საგოლე პასი არ გაუკეთა....

• zaza

შენ ბიძიე კოტე ხარ თუ ქეთო ?! რა და ვისგანაა სირცხვილი ვერ ხვდები ? პრეზიდენტი რომ გუნდიდან ხალხს ამორჩევით უპირებს დაჯილდოებას , ან გამოტოვებს ვიღაცას თუნდაც დემენციის გამო , ისაა სირცხვილი . აზროვნების უნარი თუ არ გაქვს , არაა აუცილებელი ყველაფერზე აკომენტარო .

• იასონას უდარი

თუ ყველა ჩართულ პირს და იმ ადამიანს,ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ წარმატებაში,მივცემთ ამ ორდენებს,მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა მიეცეს,ვისაც ერთი თეთრი აქვს გადახდილი და ერთ თამაშზე მაინც არის ნამყოფი.სხვანაირად,გაუგებარია,ფეხბურთის ფედერაციის განცხადება და ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივა. გულშემატკივარი არის ამ გუნდის ნაწილი,მათ გარეშე რასაც მიაღწიეს კი ვნახეთ მაკედონიასთან,ხომ ასეა? ფეხბურთელებიც იყვნენ,შტაბიც და ფედერაციაც,ხოდა რატომ ვერ გავიდნენ? მათ დაემატა ქომაგები და წარმატება მოვიდა. ყველას ვერ მისცემ,ეს გასაგები ამბავია,მაგრამ მაშინ სულ სხვანაირი კრიტერიუმები უნდა მიესადაგოს. გადაეცეს მთლიანად ფედერაციას,ეროვნულ ნაკრებს და "ქომაგებს" სიმბოლურად,რათა დაფასებული იყოს მათი წვლილი. ასეც მოხდებოდა ეს რო არ იყოს პოპულიზმის ზენიტი,ვის რაში ადარდებს ფეხბურთი,პოლიტიკური დღის წესრიგი და პირადი ინტერესები აქვთ. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას,ხალხი უჭერს მხარს ნაკრებს და ესენი ცდილობენ ხალხი მიმხრონ. მისცენ მარტო ფეხბურთელებს,თორე ასე რა გამოვა? თუ ყველა წვლილის შემტანი უნდა იყოს,ვოვა გუცაევმა რა დააშავა ან რომან ფიფიამ? ამ უკანასკნელმა აკადემია გააკეთა და გუნდის ბირთვის იქ გაიზარდა,ნაპოლისაც გაუგზავნონ და ყაზანის რუბინსაც,რამეთუ ჩვენს ბიჭს დაეხმარენ და წინსვლა განიცადა. ასე დაწვრილმანება ამას გამოიწვევს,ხოდა მიეცით მხოლოდ ფეხბურთელებს,ფედერაციას ზოგადად და "ქომაგებს" ზოგადად. სხვა საქმეა,მე რო ფეხბურთელი ვიყო,სალიტას მოცემული რაიმე ორდენი არაფერს არ შემმატებდა. თან ამ ორდენებს ისე არიგებენ,პრესტიჟი დაუკარგეს უკვე,როგორც გმირის აღქმას. ფეხბურთელები გმირები არ არიან,ისინი თავის საქმეს აკეთებენ და მორჩა. გმირი არის ანწუხელიძე და ზაზა დამენია,მათ სიცოცხლე გაწირეს ქვეყნისთვის. ორდენი და გმირის სტატუსი უნდა ეძლეოდეს მხოლოდ იმათ,ვინც თავისი თავი გაწირეს ამ ქვეყნისთვის და არა ყოველ მეორეს. მე რო ჩემს საქმეს ვაკეთებ კარგად,ორდენი უნდა მომცენ? რათ მინდა და არც მეკუთვნის. ფეხბურთელების ორდენი იქნება,თუ ფეხბურთში დაფინანსება გაიზრდება,ახალი სტადიონები აშენდება და მეტი ყურადღება იქნება. ცხელ ძაღლში რო არის,როცა პოლიციელებს აჯილდოვებენ ორდენით,რას ამბობს თაბაგარი"ორდენი დაგვკიდეს და დაგვიკიდესო". მსგავსი იქნება ახლაც,საქმით დაუფასეთ შრომა და ორდენი გმირებისთვის შეინახეთ. ძველი დინამოს გუნდს ისეთი ორდენი აქვთ რო ვერაფერი შეუცვლით,ხალხის უპირობო სიყვარული და პატივისცემა. რაც შეეხება იმას რო ვინმე რამეს ყოფს,მაგას აკეთებენ ნაც-ქოცები და ადრინდელი მოქ.კავშირი,დაყავი და იბატონეს აწვებიან.ხალხს იმდენი ტვინიც არ აქვს რო გაემიჯნონ ამ პროცესს,არის რაღაცეები რაც საკამათო არ არის,ასეთი არის ნაკრები და ფეხბურთი.ამიტომ იყო ცუდი ფეხბურთელების განცხადება და მხარის არჩევა ცუდი,ხოლო კვარას განცხადება სწორი "არა ყველაფერს,რაც გვაპირისპირებსო" და ამაზე კარგად ვერ იტყოდა. დიდი ზეწოლა მიდიოდა და მიდის ფეხბურთელებზე,გმირებს მოთმენის და გაძლების უნარი აქვთ,ხოდა რანაირად არიან გმირები.არჩევნებზე მიდი და ვისაც გინდა იმას მიეცი ხმა,ხოლო დანარჩენი დაიტოვე შენთვის,არ უნდა გახდე პროპაგანდის მონაწილე,მით უფრო პოლიტიკაში. სხვა საკითხია,არჩევნები რისთვის ტარდება,სად გინახიათ რო ღარიბს გადაეწყვიტოს მდიდრის ბედი? მეტი საქმე არ აქვთ მდიდრებს,ბიჯეტის წურბელებს რო ღარიბებს გადააწყვეტინონ რამე.ეს არის იმიტაცია,რომლის ყველას სჯერა და მსოფლიო გამოაშტერეს დემოკრატიის ძახილით. სად არის დემოკრატია ან რა არის? ხალხის მართველობა ვერ და არ იქნება არსად,ეს შეუძლებელია.ხალხზე მორგებული და არა მდიდრებზე,იყო სოციალიზმი და სსრკ,ხო დავანგრიეთ და გამოვედით. კაპიტალიზმში ხალხი არაფერს ნიშნავს,იქ ინდივიდი და დარვინის თეორია მეფობს,ხოდა ძლიერები ამა ქვეყნისანი არის მდიდრები და სათავისოდ გადაწყვეტენ. ყველაზე მდიდარი კი არის ბიძო,8 მილიარდი რო გქონდეს,ცალცალი კალოშით მოსიარულეს გადაწყვეტინებ შენს ბედს? ამაშია საქმე

• Chakve

აცადეთ თამაში. თქვებ ის ერთიც გეყოფათ

• ადამიანი

საკუთარი აზრი საერთოდ რამეზე გაგაჩნია? რატომ არის რუსული-იმიტომ,სულ ეს ხარ?

• kote

სირცხვილია ფედერაციისგან და რუსული მთავრობისგან ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ესეთი ქცევა.გრცხვენოდეთ

• berg

მთლიანად ფებურთის ფედერაცია და ფეხბურთელები.. საიდანაც პრეზიდენტმა ამოიღო ისეთი ხალხი ვიზეც ზეგავლენას ვერ ახდენენ...რა არი აქ გაუგებარი..

• berg

საქართველოს მტრები!

• სიმენონი

რა ხდება? სირცხვილია რა... რა დავწერო არ ვიცი. რატომ ახდენთ ყველაფრის პოლიტიზირებას?

• 544

ინტრიგების დრო არ არის, კობი !

• ქორ-პარიკმახერი

მგონი მარგველაშვილი მივიდა ფინიშამდე ყველაზე კარგ ფორმაში, თანაც მასაც არ წყალობად მამა მარჩენალი მარა მაინც მივიდა.

• გოᲩა

დაანებეთ თავი გიმირობებს,ბიჭებმა გააკეთეს თავიაი საქმე,ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარული არის,პენლების შესრულების დროს ხალხი მთელი სტადიონი უმღეროდა ფეხბურთელს შენთანა ვარ ნურაფრის ნუ გწშინია,თუ ვინმეს ეკუთნის ჯილდო არის ქართველი ხალხი,ამ უსაქმურ თავის თავზე შეყვარებულ პოლიტიკოსებს,რომ ვიტანთ,ძალაუფლებაზე შეყვარებულ გაზულუქებულ არამზადებს,რომ ვიტანთ,ადამიანები ყოველ დღე სჩადიან გმირობას,რომ რამენაირად თავი გაიტანონ,ფუი თქვენს კაცობას არ შეგვარგეს არც სიხარული და არაფერი,ყველა ერთმანეთზე საზიზღრები ხართ ოპოზიციაა და ბანკირები მორალზე გველაპარაკებიან,მთავრობა არის და საერთოდ გასული არიან მომსახურწბის ზონიდან,მიდით ჯიჯგნეთ ეს ქვეყანა არ გაძღა თქვენი სტომაქი,ახლა ჯილდოებზე ატყდა ერთი ამბავი რა აიანცეთ ყველაფერი,მესი არც ესპანწთის გმირია და არც არგენტინის და რა,გაუმარჯოს ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს,წარმატებები ევროპაზე,მიდით ბიჭებო,ამათ არ მიაქციოთ ყურადღება,ითამაშეთ თქვენი ხალხისათვის,რომლებიც ღირსი არის გამარჯვების და სიხარულის.

• თამაზ

სია არავის არ გინახავთ და ისე ჭრით და ისე კერავთ.ჯობდა ეთქვათ(ვინც წუწუნებს) ვინ წარადგინეს და ვისზე თქვა უარი პრეზიდენტის აპარატმა.

• ნაპოლეონი

ინდივიდები დაჯილდოება არის სრული ბოდვა. . .ზოგადად ეროვნული ნაკრები და მორჩა. . .ისე ესაც სრულად ზედმეტი მგონია. . . ისე კიდე საცა ამდენ მოღალეტეს აქვს ეგ ორდენი ამ ქვეყანაში ,იქ ამათაც ქონდეთ ფასი მაინც არ აქვს. . . მეგის ქარდავას მოკითხვა ორდენოსნებო

• სოსო

არც ფეხბურთელებს,არც მწვრთნელებს,არც ნაკრების მომსახურე პერსონალს თუ ფედერაციას,არავის,ვინც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლისათვის ყველაფერს აკეთებდა,ეს ყველაფერი სახელმწიფოს ჯილდოებისათვის არ გაუკეთებია.იმას აკეთებდნენ,რაც ძალიან უყვარდათ და ფიქრობდნენ,რომ ეს ქვეყანას სჭირდებოდა.ასე რომ ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან, მათგან ზოგიერთის გამოტოვება,მხოლოდ თვითონ პრეზიდენტის ხასიათის არც თუ სასიამოვნო და მოსაწონ მხარეს ააშკარავებს.სხვას ესროლა ლაფი და თვითონ დაისხა თავს ლაფი.სამწუხაროა,რომ საქართველოს ვერც ერთმა პრეზიდენტმა თავისი საპრეზიდენტო ვადა,ბოლომდე ღირსეულად ვერ მიიყვანა.

• ზაკო

კობიაშვილს რომ ევროპაში საქართველო უსახელებია და მისი ღირსება დაუვავს, შენ ნეტა მისი მეასედი გაგეკეთებინოს ქვეყნისა და სამშობლოს დასაცავად, ისე სხვათაშორის ერთადერთი ქართველია, რომელსაც ჩ.ლ. ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.

• Mourinio

ნინა წკრიალაშვილს და ლექსენს და კიდე ეგეთ ბევრ არაფრის გამკეთებელ ტიპებს მიანიჭეს და დიდი ამბავი ამათაც თუ მისცეს... მე უჩა აბაშიძეს და მის ცოლსაც ჩავამატებდი ამ სიაში...

• ბრაზი

ღირსეული პასუხი უღირსობას!

• ალექსანდრე

აი, ირაკლიმ (ხუჭუჭამ) განაცხადა: ქოცების მხარდამჭერების IQ გაცილებით აღემატება განსხვავებული აზრის მქონე ხალხისასო. ისეთი პირი უჩანს, რომ განაცხადებენ: ნამდვილი გულშემატკივრები ქოცები არიან, სხვა ყველას წაგება უნდათო. დაიმახსოვრეთ, ტიპები ამაზე წამსვლელებიც არიან.

• Nts

არავინ, გააუფასურეს ყველაფერი

• Bs

მაგ სიის შედგენა თავიდანვე პროვოკაციად იყო ჩემი აზრით ჩაფიქრებული. წინასწარ ცნობილი იყო რომ ქოცების დანიშნული სალომე არ მოაწერდა ხელს რომელიმე საფეხბურთო ტურნირზე გასვლის გამო ორდენების გადაცემას და ამით ფიქრობდნენ რომ გააბანძებდნენ ,პარიჟანკას". თვითონ კი სია არაკორექტულად შეადგინეს, რადგან თუ ყველა შეგყავს სიაში ფედერაციის თანამშრომლების ჩათვლით, მაშინ ვინც კი ითამაშა ერთა ლიგის განვლილ გათამაშებაში ყველა უნდა ჩაწერო.(ნაცების დროს დორბლიანმა რომ კლიპის გადაღებაში მონაწილეებს ყველას ჩამოკიდა ორდენები ის გამახსენდა). სალომემ კიდევ მთლად უარის თქმა ვერ გაბედა და სია დაუმოკლა ტიპებს. მე პირადად მხოლოდ ტურნირზე მოხვედრის გამო ორდენების ჩამოკიდება ზედმეტი გრუზინული პოხონდრიობა და მეტიჩრობა-კუდაბზიკობა მგონია. ღმერთს ვთხოვ რომ ნაკრებმა ისეთი შედეგი აჩვენოს ამ ჩემპიონატზე რომ სექტემბერში დამსახურებულად ჩავთვალოთ ყველამ ორდენების მინიჭება.

• ხელმომწერს.

გიჟო ნაცო, აღარ დაიღალეთ "რუსულ კანონზე" ბლუყუნით? კობიაშვილმაც უნდა მიიღოს და ყველამ ვისაც ეკუთვნით! სალომეს რო აგინებდით უკანასკნელი სიტყვებით გნაცები დაგავიწყდათ? ეხლა გაგიტბათ?

• bejo

რა ხდება ვერაფერი ვერ გავიგე ანუ ფეხბირთელების გარდა მასაჟისტები ბურთის მიმწოდებელი ბავშვები და სტადიონის დაცვაც უნდა დაჯილდოვდეს ?

• გიგა

სალომე ბებოს! გადაწყვეტილება რო ზოგს კი და ზოგს არა, ეს არის შეურაცყოფა იმ პერსონალის მიმართ, რომელთა უდიდესი წვლილიც არის ჩადებული ჩვენი ნაკრების წარმატებაში! ან სუყველა, ან არავინ!

• იიიფ

კაცებად წოდებულნი! ყველაფრის მკადრებელნი! ესენი ამოიღო, მაფიოზები? ჰოო, სალო? შემოგევლეე

• იიიფ

კაცებად წოდებულნი! ყველაფრის მკადრებელნი! ესენი ამოიღო, მაფიოზები? ჰოო, სალო? შემოგევლეე

• გოგა

აზაროვს არ ქონდა წვლილი? თქვენ რა სინდისით დატოვეთ.

• რუსულ კანონზე ხელმომწერი

ნუ რუსულ კანონზე ხელმომწერმა კობიაშვილმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აიღოს ეს ქვეყნის ჯილდო და სხვებმა კი ბატონო!

• ზაზა

ასეთი პრიმიტიული ნაგლობა გინახავთ???

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

საქართველოს პრეზიდენტისთვის შენგელიას ცსკა-ში გადასვლა მიუღებელია

სალომე ზურაბიშვილი: ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

ფეხბურთის ფედერაციამ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას უპასუხა

წერილი: როცა სიტყვას ფასი არ აქვს - მთავრობამ ისევ გადაგვაგდო