ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

1. თავიდან კვარაზე ვიტყვი.

ჩემი აზრით, უსამართლოდ აკრიტიკებთ. რა თქმა უნდა, მას თურქეთთან საუკეთესო თამაში არ ჰქონია, ბევრი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მან მონდომება დააკლო. ის გუშინ ყველგან იყო და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული თამაში არ წაუვიდა, მაინც შექმნა პირადად ორი საგოლე შანსი: ერთი - როცა მიქაუტაძე საჯარიმოში შემობრუნებით ურტყამდა და ორმა მცველმა დაუბლოკა და მეორე, როდესაც ჟორჟმა და ქოჩორამ ერთმანეთს ხელი შეუშალეს. ორივე მომენტი იყო რეალური საგოლე შანსი და რომ გასულიყო, კვარა ამ თამაშს ორი ასისტით დაამთავრებდა. ეს გოლები რომ არ გავიდა, ამაში მისი წვლილი არაა. მოდი, ვიკითხოთ, ვინ შექმნა მასზე მეტი რეალური საგოლე შანსი გუშინდელ თამაშში ქოჩორას გარდა? არც არავინ.

სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ შეცვალა ის სანიოლმა. კვარას, როცა თამაში არ მისდის, მაშინაც კი შეუძლია თამაში მოგაგებინოს.

2. შემდეგს ჩაკვეზე ვიტყვი.

გუშინ კარგი თამაში კი ჰქონდა, მაგრამ არა - საუკეთესო. ეს იყო 50 პროცენტი იმისა, რაც მას შეუძლია და ამაში ბრალი მხოლოდ სანიოლს მიუძღვის. არაა ჩაკვეს ადგილი მარჯვნივ. თავადაც აქვს ნათქვამი და ისედაც კარგად ჩანს, რომ ის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს, როდესაც თამაშობს ცენტრში ოდნავ მარცხნიდან. ამ დროს მას ისე შეუძლია ბურთის ამოტანა და დიაგონალზე ნახევარი მოედნის გავლა, რომ კაცი ვერ აჩერებს. ერთი პერიოდი სანიოლიც თითქოს მიხვდა ამას და "ერთა ლიგის" თამაშებში, მერე ლუქსემბურგთან და საბერძნეთთანაც ჩაკვეს სწორედ მარცხნივ აყენებდა, მაგრამ ახლა ისევ მარჯვნივ გადმოწია და მივიღეთ ნახევარი ჩაკვე. "ჰამბურგის" მწვრთნელი იყო კიდევ ასეთი ხისთავიანი, სულ მარჯვნივ აყენებდა ჩაკვეს და გვახსოვს, ის ისტორია როგორც დამთავრდა.

3. ზოგადად თამაშს რაც შეეხება, თამაშის მერე მიმოხილვაში გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა და სრულად ვეთანხმები: კარგად გამოჩნდა, რომ მიწოლა და შეტევა გვეხერხება და როცა ამას ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს ვუქმნით, ამიტომ სრულიად გაუგებარია, საკუთარი ნებით რატომ ვთმობთ ინიციატივას თამაშის 80 პროცენტის გნმავლობაში.

4. ქოჩორაზე რა უნდა ვთქვა? . გუშინ ჩვენ ის სულ სხვა კუთხიდან დავინახეთ - არა მხოლოდ როგორც კარგი ჩამშლელი და მებრძოლი, არამედ ასვე, როგორც კარგი შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელი. ეს კი ისეთი კომბინაციაა, რაც ჰაერივით სჭირდებოდა ნაკრებს და რაც მას საშუალებას მისცემს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

5. რაც შეეხება პერსპექტივას, ამ თამაშმა აჩვენა, რომ ის ძალიან კარგი გვაქვს და წინ მივდივართ. უცხოელი გულშემტკივრებიც კი აღნიშნავენ, რომ თურქეთი-საქართველო ჯერ-ჯერობით ამ ევროზე ყველაზე კარგი თამაში იყო. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო შედეგია, რაც შეიძლებოდა მოგების გარდა მიგვეღო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შემთხვევითი გუნდი არ ვართ და შედეგის მიუხედავად, ამ ევროს მაყურებელს თავს დავამახსოვრებთ. ჯგუფიდან გასვლა, რა თქმა უნდა, კარგია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ დებიუტანტისთვის ძალიან დიდი შედეგი იქნება, თუ ამ ევროს შემდეგ ნეიტრალურ გულშემატკივარს თავს დავამახსოვრებთ, როგორც სიმპათიური გუნდი და მთელ ევროპაში გულშმატკივრებს გავიჩენთ, როგორც თბილისის "დინამოს" ჰყავდა გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები მთელ საბჭოთა კავშირში. ახლა ევროპელთა გულების დაპყრობის დროა", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მამუკა
რატომ ლაპარაკობ უ ტ რ ა კ ო ყ ა რ ა ჩ ო ხ ე ლ ი ვ ი თ ?
ჩემი აზრით
კვარაცხელიასგან საქართველო სასწაულებს ელოდება და თქვენ ბატონო მერაბ მას რიგითი ფეხბურთელივით აფასებთ.მთელი 80 წუთი ძალიაბ დაბალ დონეზე ითამაშა.მის მაგივრად რომ სხვას თუნდაც ზივზივაძეს ეთამაშა მაგაზე სუსტი ვერ იქნებოდა.
Pepelu
ასე ამხელა ... და ასე ამდენი ... სად შეიკრიბეთ? ყველა ერთი ... ხართ ნაკეთები :)))))))))))
რაინდია
კაცო რა გაუხურეთ ან ბიჭს.აირჩია უკვე თავის ცხოვრება.ღმერთმა შეარგოს და მილიონებიანი კონტრაქტი აქვს,ხელი აქ,ტანი აქ,ფეხი აქ სახე აქ.ხოდა მორჩაა. ქართველი დევიდაა ბექჰემი. მოწოდებით მოდელია და ძალაა?რატო ლანძღავთ?თავისით მიაღწია.თქვენ გთხოვათ რმე?ხოდა შეეშვით.მიდი ხვიჩია იტანტალე...
ზაკო
მაგ თამაშში კახი ცხადაძე იყო მწვრთნელი და არა ქეცბა, უბრალოდ ჩაგისწორე სხვა არაფერი
ვახსიმონტო
არაა ვგონებ მარტო ფიზიკაში საქმე, აქ უფრო მწვრთნელის ფუნქციები იკვეთება , შეიძლებოდა ალბათ უფრო გონივრული სვლების გაკეთება ვიდრე მამარდას კარიდან გასვლა, მერე კიდევ უნდა შეისწავლო მეტოქის შესაძლებლობები უკეთესად , აი როცა მოთამაშეს "დამხეცებული" აქვს ერთი არიდან კარებში დარტყმა და იქ თავისუფლად აგორავებინებ ბურთს სადაც 100 თვალი უნდა გამოისხა რატომ ხდება ასე ?
გიორგი
არავინ იძახის რომ მონდომებული არ იყო.მაგრამ პასს მიცემას ან აგვიანებდა ან არ იძლეოდა და ვერც მოწინაამღდეგეს ატყუებდა, სწორად უნდა შევძლოდ გაანალიზება თუ შედეგი გვინდა. მწვრთნელს ის 75წთზე მანც უნდა შეცვალა, ჩაკვე უნდა დაეტოვა და გადმოეწია მარცხნივ, მარჯვნივ კი ლობჟანიძე და ცენტრი დავითაშვილით და ზივზიბაძე შემოეყვანა
სოსო
მერაბ მეტრეველი,ჟურნალისტია და არა სპორტული ჟურნალისტი.როცა ის რაიმე პოსტს დადებდა და აქ სტატიის სახით დებდნენ,ყოველთვის ვაპროტესტებდი,რადგან დილეტანტისაგან სტატიის გამოქვეყნება,სრულიად მიუღებელია.ამ ჯერზე,მერაბ მეტრეველის სტატია,თავიდანვე სტატიადაა დაწერილი და ხარისხითაც მომწონს.ასე დაწერილს,არასოდეს გავაპროტესტებ. სტატიის დებულებებიდან მხოლოდ ერთს დავაკომენტარებ.საქართველოს ნაკრებს შეუძლია და ეხერხება დაწოლა,მაგრამ საამისოდ არ ჰკმარა ფიზიკური მომზადება და ამიტომ პოზიციურ დაცვას მივმართავთ.მუდმივად აქტიურები რომ ვიყოთ შეტევაში,სულ ცოტა 6-7 ისეთი ფეხბურთელი უნდა გვყავდეს,რომლებსაც სულ ცოტა იმდენი სირბილი შეუძლიათ,რამდენსაც გიორგი ქოჩორაშვილი დარბის.სხვა შემთხვევაში,ის დაგვემართება,რაც საქართველოს ნაკრებს,პოლონეთის ნაკრებთან დაემართა,თემურ ქეცბაიას მწვრთნელობით უკანასკნელ მატჩში.მაშინ თემურსაც ტავი გადააჭამეს,რატომ შეტევით ფეხბურთს არ ათამაშებო,ნაკრებს და როცა გადაწყვიტა,ეს არისო,ჩემი ხელმძღვანელობით,ბოლო თამაში,ნაკრები შეტევაში გაუშვა.პირველ ტაიმში შევჭამეთ,პოლონეთი,.ჩვენ ნახევარზე ბურთი არ გადმოვატანინეთ,სულ ცოტა 9 ჯერ დავარტყით კარისაკენ,მაგრამ ვერც ერთი კარში.დაიწყო მეორე ტაიმი და რამდენიმე წუთში,ჩვენს ნაკრებს უკვე არაქათი აღარ ჰქონდა.ლევანდოვსკიმ ეთთრკიკი გაგვიკეთა,მეოთხეც მიაყოლეს და 0-4 წავაგეთ.თემურ ქეცბაიამ ი გვაჩვენა,რაც სხვა თამაშებშიც გველოდა,თუ წინ გავიქცეოდით,მაშინ ხომ მაქსიმუმ 60 წუთი შეგვეძლო გატოკება,მერე კი,კაცი ვეღარ დარბოდა.ორიოდე კვირის შემდეგ,პოლონეთთან უკვე პოლონეთში ვითამაშეთ,კახი ცხადაძის ელმძღვანელობით.ვითამაშეთ ლაღი,ტექნიკურ ფეხბურთი,მაგრამ მაინც 0-4 წავაგეთ.ერთი საათის შემდეგ,სირბილი აღარავის შეეძლო.წინ გაქცევით,ახლაც იგივე შეიძლება დაგვემართოს,თუ ძალები არ გამოვიზოგეთ.
იპონი
კი ხვიჩა ცოტა ინერტული იყო და ვიცით მეტი შეუძლია თუმცა ორი საგოლე პასი გააკეთა და ვერ გავიტანეთ. ნუ გავიმეტებთ ძაან ცოტა ხასიათის ფეხბურთელია და კიდე გაგვახარებს ყველას. თუ კითხულობს ჩვენ კომენტარებს და გულისტკივილს მინდა ურჩიო ცოტა კრიჭა გახსენი ძმაო გაიღიმე გაილაღე და ეს გუნდსაც გადაეცემა ქართვები ვართ ჩვენ სიკვდილზეც სიმღერით მივდიოდით და ვიმარჯვებდით. ყველაფერი გამოგვივა !!
დავითი
არ ვეთანხმები იმ აზრს,რომ ხვიჩას მონდომება არ დაუკლია,ამის თვალსაჩინო მაგალითი თურქეთის პირველი გოლის ეპიზოდია,როდესაც საჯარიმოდან გადმოვარდნილ ბურთს თურქმა ფეხბურთელმა ფანტასტიკურად დაარტყა და გაგვიტანა.დარტმის მომენტში მასთან ახლოს იმყოფებოდა კვარაცხელია,რომელიც მშვიდად,აუჩქარებლად უყურებდა ყველაფერს.მონდომებული ფეხბურთელი ხელს მაინც შეუშლიდა დარტყმის დროს,შეაშინებდა მაინც და ასეთი სასწაული დარტყმა აღარ გამოუვიდოდა.
გიო
სანიოლი მშიშარაა როგორც ვაისი. შეცვლებსაც ვერ აკეთებს დროულად. პრესინგის თამაშიც ვერ ასწავლა ბიჭებს ან უბრალოდ არ შეუძლიათ. აბა მარტო ხვიჩა და ჟორჟი რანაირად წაართმევენ 5-6 კაცს ბურთს? ძალებსაც უაზროდ ხარჯავენ. რატომ არის რომ სანამ 1-2 გოლს არ გაგვიტანენ, მანამდე არ ვფიქრობთ შეტევაზე? სულ ასე იყო ადრეც. ეს ცენტრის დათმობა რით ვერ მოვიშალეთ, თანაც თამაშის პირველივე წუთებიდანვე? თუკი თამაშის ბოლოს ახერხებ შტურმის მოწყობას(თანაც დაღლილები), რატომ არ შეგიძლია გააკეთო ეს თამაშის დასაწყისში? ჩეხებთან მართლა ომის გადატანა მოგვიწევს, იმედია ხვიჩასაც წაუვა თამაში და მოვუგებთ. პორტუგალია უფრო იოლად დასაძლევი მგონია. აბა თუ 40 წლის რონალდოს და 87 წლის პეპეს ვერ აჯობე 20 წლის ბიჭმა, დაანებე თამაშს თავი და ეგ არი.
გუსანი
აზრებს და შეფასებებს რა გამოლევს? დამეთანხმებით, რომ ქოჩორა აღმოჩენაა ნაკრებისთვის ?, თავიდან მიკვირდა რითი მოთაფლა სანიოლი? შავი სამუშაო ხომ კარგად არც ჩანს, თურმე შეუცვლელია, და არა მარტო ჩამშლელად, ასეთი არც გვყოლია, ჯაბასავით მუშაა და თან პლიუს სათამაშო ინტელექტითაც გამორჩეული, ყველ შემთხვევაში ჩვენ დონეზე, ჩვენი ბელინგემია, ყველგან იყო, მამუჩაშვილიც მომეწონა და ბევრი იბრძოლა ჩაკვემაც, ხვიჩას რაც შეეხება -ჩვენთვის ყოველთვის ლიდერი იქნება, მაგრამ ამ დონით შეიძლება ნაპოლშიც სათადარიგო სკამზე აღმოჩნდეს, არაფერი რომ ვთქვად პსჟ-ზე, თამასა თავად აწია და ვეღარ ინარჩუნებს, მინიმუმ ვერ ავითარებს, ადვილად გასაშიფრი და წასაკითხი გახდა, მისი შეცვლა კი უძალიანესად რთული გადაწყვეტილებაა მწვრთნელისთვის, ამ გადმოსახედიდან კი მეც ვფიქრობ შესაცვლელი იყო, ბუდუ და ზურიკო ცოტა ადრე უნდა შემოეყვანა, ლუკას შემოყვანის შინაარსი კი მხოლოდ ვილიმ იცის, სამწუხაროდ ლოჩოშვილი საფეხბურთო ინტელექტით ვერ გაიზარდა, დიდი ხანია ვაკვირდები, მგონია მისთვის ფეხბურთი რუტინაა ....ისეთი ფეხბურთელები გვყავს ვერავისზე დააამტკიცებ რომ მეორეზე უკეთესი იქნება, თუ გინდ გველესიანი კვირკველიაზე ? , 2 მეტრიან ჩეხებთან ვილის ვის ათამაშებს? მათან შედარებით ლილიპუტებად გამოვჩნდებით, ნახეთ ჩაწოდებები რამდენი ექნებად, ტიპები საჯარიმოში დადგებიან და ვიღაცას მაინც მოხვდებაო თავში და გაგვიტანენ, ვინდ დაუდგება წინ? ალბათ სანიოლი იძულებული იქნება სიმაღლით იხელმძღვანოლოს, წიატიშვილს აღარ ათამაშებს,... შეცდომების რაოდენობის შემცირეება უნდა ვისწავლოთ, სწავლობს სანიოლიც, თუ გინდ მამარდას შემთხვევა ავიღოთ, 3 ჩაწოდებაზე მეკარე საჯარიმოში არ რჩება, მითუმეტეს როცა არც ფეხით და არც თავით თამაში არ იცის, მაქსიმუმ გადმოვარდნილ ბურთზე ეთამაშა, ალთუნაშვილი კი ,,ფეტვივით"' დაიბნა...და ბოლოს- მაინც მადლობა ბიჭებს, ისტორიულად როდის იყო რომ კლასით მაღალ გუნდთან შეტევებში დაგვემთავრებინოს თამაში? თამასა აშკარად აწიეს ბიჭებმა,
Shotiko
Mivesalmebi batin merabis komentars.ratqmaunda chvenma bijebma yvelaferi gaaketes mindorze rac sheedzli bolo wutebzee unda gagvetanaa magram ar gagvimaryla magram araushavs shesanishnavi machi gvachuwes mayureblebd da mteli gulit ugulshematkivrot chvens bijebs gfaravdet gmerti da gisurvebt bevr wamatebebs.da jgufidan gasvlas.rac sheexeba xvichas man marylac ar utamashia cudat da is ro ara albat ufro cudi shedegi gveqneboda da is shesanishnavi fexburtelia kargi pasebi gaaketa ubralid ar gagvimartla warmatebebi minda visurvo chvens nakrebs.da mxardajera mteli eris swored axla sjirdebat bijebs.rom ufro motivirebulebi da sabrdzili ganwyobaze iyvnen.me mjera tqveni saqartvelo.
Pepelu
კიდე კაი მერაბმაც შეაფასა. რომ არ შეეფასებინა რა გვეშველებოდა?! მერაბ დიდი მადლობა. სპორტალ, თქვენც მადლობა რომ მოგვეცით შესაძლებლობა ასეთ სიღრმისეულ ანალიზს გავცნობოდით! მადლობა!!
მერაბი
სად მიწერია,რომ ჩაკვე ფლანგზე იდგა? :)
ვანდა ჯიქია
საგოლე შანსებში ჩვენ კარში გოლიც ჩაუთვალა? ასეთი დაცვითი სისხარტე ხვიჩას თამაშის სტილია უკვე და არა შემთხვევა.
ვეტერანი გულშემატკივარი
აი კიდევ ერთხელ ვნახე თამაში და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებს უდიდესი პოტენციალი აქვთ,კი იყო ტაიმების დაწყებისას იყო ზედმეტად ფრთხილი თამაში,ნერვიული გაუბედაობა,მხოლოდ მაშინ გაბრაზდნენ და გაიხსნენ გოლი რაც გაგვიტანეს და უიღბლობა რომ არა, აუცილებლად გავიმარჯვებდით,მაგრამ ყველაფერი წინაა,ნახავთ რა ცეცხლს დაანთებენ!მთავარი ეხლა ის არის რომ ყველა ბოლომდე დაიხარჯოს!(გამგები გამიგებს). ბიჭებო ყველაზე მაგრები ხართ!აგერ ნახეთ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენც ჩა...მდე ვიკიჟინებთ-საქართველო!საქართველო!
ვახოს
კი, ჯერჯერობით ჩვენდა სამწუხაროდ ეგრეთ. მაგალითისთვის მოგიყვან 6 თამაშს, რეალთან 2 თამაში,ბარსასთან 2 თამაში, საბრძნეთთან და გუშინ, სადაც ტიპი გაანულეს. ბარსასთან კუნდემ ბურთი არ მიაღებინა, რეალთან რუდიგერმა, კი კაი ბიჭია და ვენაცვალე, მაგრამ გუშინ რაც გიულერმა გააკეთა, ეგ უნდა გაეკეთებინა კვარას
დავითი
ხვიჩას ადარებთ მარადონას, მესის, რონალდოს და ითხოვთ მათსავით დიად ფეხბურთს ყველა თამაშში, რაც არასწორია! არ ქონდა კარგი მატჩი, დრიბლინგები საერთოდ არ წაუვიდა, მაგრამ 2 საგოლე მომენტი მაინც შეუქმნა თანაგუნდელებს. ცოტა იღბალი რომ დაგვწეოდა ფრეს ვიმსახურებდით. დავეშვათ მიწაზე! მიდით ხვიჩა,ქოჩორ,ჩაკვე,კიტე... ჩვენ გვჯერა ბიჭების...
Burton
თუ მერაბმა იცის რა სქემით ითამაშა ნაკრებმა (დაცვისას 5-3-2, შეტევაში 3-5-2), ეცოდინებოდა, რომ ჩაკვეტაძეს "მარჯვნივ" არ უთამაშია. ამ სქემაში მარჯვენა და მარცხენა "ნახევარმცველები" ფლანგის მცველები არიან!(ამ შემთხვევაში წიტაიშვილი და კაკაბაძე), ისინი ითვისებენ ფლანგებს, ხოლო ნახევარდაცვაში სამივე ნახევარმცველი არის ცენტრალური!! ამ სქემაში ფიზიკურად არ არსებობს ფლანგის ნახევარმცველი. შეიძლება ისინი მომენტებში ოდნავ მარცხნივ ან მარჯვნივ გადავიდნენ, მაგრამ პოზიციურად სამივე ნახევარმცველს ცენტრის კონტროლი ევალებათ ძირითადად (და ნაკლებად ფლანგების).
Რაგბის ფანი
ვინც ბრმა არ არის, ყველა ხედავს, რომ კვარამ სულ არაფერიც რომ არ გააკეთოს, მოწინააღმდეგის დაცვა პანიკაში ჰყავს და ამით ჩვენი შემტევები სარგებლობენ.
ბესო
არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ ზოგიერთმა თვალები გაახილოთ და ხვიჩას ცვლილება (რეგრესი) აღიაროთ! თურქეთთან 11 დრიბლინგის მცდელობიდან მარტო 3 გამოუვიდა. მოტყუებაში ერთფეროვანი გახდა და მაგიტომ. რავი, არ ვამბობ რომ სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ ეს ის ხვიჩა აღარ არის. (ამ ეტაპზე) ამ თამაშში უეჭველი შესაცვლელი იყო. ეს არ არის კრიტიკა, ეს გულის ტკივილია...
ლაშა
დალოცვილებო, შეტევა, შეტევა!… ბურთის კონტროლი და შეტევა, ამისათვის აუცილებელია ლეგიონერების მატება ესპანეთის ლა ლიგაში!
Alex
აქ ზოგიერთი ჭკუის კოლოფები ხვიჩას შეცვლაზე რომ იძახიან, და რომ შეეცვალა და წაეგო ხო ამოუტრიალებდით სანიოლს ცოცხალს და მკვდარს, თამაშს აგებდა და კვარას შეცვლა როგორ შეიძლებოდაო, ან შემოსულებიდან რომელმა ითამაშა უკეთესად, ფაქტია რომ გვინდა იმ დონეზე ვერ ითამაშა, ვერც მან და ვერც გუნდმა, მამუჩაშვილს არ ვგულისხმობ, ის მთელ გუნდზე ერთი თავით მაღლა იყო ამ თამაშში. ჩვენი ნაკრები ჯერჯერობით იმ დონისაა(სამწუხაროდ) რომ კვარაცხელიას ფაქტორი სულაც რომ არ წაუვიდეს თამაში მაინც ყველაზე მეტად მოქმედებს მოწინააღმდეგეზე და ორი კაცი ყოველთვის რჩება მასთან სხვებისგან განსხვავებით და მისი შემცვლელი კი ჯერჯერობით არ გვყავს, სამწუხაროდ!
გიო
ტიპი არის ტელებლოგერი დაავიწყდა ფეხბურთის თამაში რაც იცოდა უკვე კითხულობენ, რობოტივით ერთ ტრაექტორიაზე მოძრაობს რომ ოღონდ დასარტყმელი პოზიცია ნახოს....ვინმე ურჩიოს რამე ასწავლოს
ვახო
ეჰ მეგობარო სამწუხაროდ მგონი გამოჩნდა რომ არ არის დიდი ფეხბურთელი.. რავი ვნახოთ
მერკუციო
მულდურის გოლზე,დვალმა რომ გამოიტანა თავით ბურთი საჯარიმოდან,ის ზონა ხვიჩას უნდა გადაეკეტა და ეგ სპორტპოპის ანალიტოკსმა,გიორგი უგულავამაც აღნიშნა.მისი და საქართველოს გულშემატკივარი რომ მქვია, მაგიტომ ვაკრიტიკებ,თორემ ვუკმიოთ გუნდრუკი ან არ ვთქვათ არაფერი,კი ბატონო
მეგრელი
ესეიგი კარგად ითამაშა და მე და ჩემმა ხუთმა მეგობარმა ვერ შევამჩნიეთ? კარგი აღარ გავაკრიტიკებთ მეტს, თუ აკრძალულია. პ.ს. სიტყვა "ცდა არ დაუკლია" "მოინდომა" არის გრამაფონში, თუ გაქვს პრეტენზია იყო დიდი ფეხბურთელი, სწორედ ესეთ თამაშებში უნდა ითამაშო მაგრად და გადაწყვიტო მატჩის ბედი, თორემ მეც რო ვითამაშო ცდას არც მე დავაკლებ
mmm
აკრიტიკეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ ვიღაცეები, ფეხბურთის ყურება ეხლა რომ დაიწყეს და იძახიან კვარას ნაკრებში არასოდეს ვარგოდაო (აბა ერთა ლიგის C ჯგუფი ვინ მოგვაგებინა), ზოგი იდიოტი საერთოდ დედას რომ აგინებს კი არიან გინების ღირსი.
მერაბს
სეხნი,მიხედე შენს საქმეს და დაანებე თავი ხვიჩას ადვოკატობას,რაშიც ნაღდად არ ხარ კომპეტენტური.აბა გაიხსენე,მეორე ტაიმში,1:1-ზე,წიტაიშვილი რომ კონტრ შეტევაზე გაიქცა,სად იყო იქვე მდგომი ხვიჩა?მარტო მოქაუტაძე გაარბოდა, კვარაცხელია კიდევ მისეირნობდა თურქების საჯარიმოსკენ და მთელმა მსოფლიომ დაინახა ეგ ეპიზოდი.არც პრესინგზე მოუკლავს თავი 1:2 რომ გახდა,ვერც მეურვე მოატყუა და არც თვალებში ენთო ძველებური ცეცხლი.ასე,რომ მიხედე კობახას,ოხანას,ალუდას,მათიკას,ხვიჩიას, გირჩებსა და ლეღვის ფოთლებს,ხვიჩას მამუკიე ჯუღელი ჰყავს და ის დაიცავს
ქომაგი
თურქებთან ძალიან არ მომეწონა წიტაიშვილის საქციელი,მარიო რუის მსგავსად ბევრჯერ პასი არ გაუკეთა კვარას, მიუხედავად იმისა,რომ სიტუაცია ითხოვდა და მერე კვარამაც იგივეთი უპასუხა. სავარაუდოდ ერთ ფლანგზე თამაში კვარაცხელიას ურჩევნია შენგელიასთან და წიტაიშვილს ეს არ სიამოვნებს
ზაზა
შენ ალბათ ენვერიკო ხოჯა ხარ. სხვა, მაგ სახელით, პოლიტიკაში რომ ასე ერკვეოდეს, არ მახსენდება!
არტ
არ ჭირდება ხვიჩას გამოქომაგება იქ სადაც შეცდომას უშვებს. თვითონ თამაშის მიმართ იყო მისი განწყობა არასწორი, ძალიან უნდოდა თავის გამოჩენა და ამან ცუდი სამსახური გაუწია - აგვიანებდა გადაწყვეტილების მიღებას, პასებს უგვიანებდა ან საერთოდ არ აძლევდა კარგ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს. ათრევდა ბურთს. რომ ნახა, რომ დრიბლინგი არ გამოსდის, რაღაც სხვა კი არ მოიფიქრა, ჯიუტად ცდილობდა ერთსადაიგივეს. მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოასწორა ეს, მაგრამ საკმარისი არ იყო. ჯობია ვუთხრათ ის რაც დავინახეტ და არ მოგეწონა, ვიდრე გავჩუმდეთ და ამით დატვური სამსახური გავუწიოთ.
ვახო
კარგით რა მართლა, გუშინდელ თამაშზე როგორ უნდა თქვა კვარამ ნორმალურად ითამაშაო????? არც ენერგია სისწრაფე მონდომება მიექანება ქვევიტ და საერთოდ შესაცვლელი იყო, აფუჭებდა თამაშს და საერთოდ მიხედოს თავს..
zvio
არ გეჩვენებათ რომ ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა ეს ბოლო პერიოდი ნაკრებში თავს უფრთხილდება?
რეალობა
არ დავასახელე პირველ კომენტარში "მოძმე ერის" კრიტიკოსების ეთნიკური წარმოშობა. მაგრამ მიხვდა ერთი ასეთი კრიტიკოსი, რას ვგულისხმობდი, და საკუთარი ისტორიული სამშობლო ახსენა.
ამო
სანიოლმა წააგო, რადგან მეორე ნომრად თამაში აირჩია.
odala
ჩვენი ქვეყნის ჭირი არის ასეთი ყველაფერშჩიკი ტიპების არსებობა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეს გარკვეულწილად მასების ბრალიც არის.
მირო+
მართალია ეს კაცი,მერაბს უყვარს ფეხბურთი და სწორი შეფასებაც შეუძლია..იყო მომენტი როცა გავიფიქრე შესაცვლელია თქო მაგრამ მხოლოდ ცხელ გულზე!! ემოციებით სავსე იყო გუშინდელი ჩვენი ჯახი და არამარტო ბიჭების ქომაგების ენერგიაც ბევრი დაიხარჯა.აღვიდგინოთ ეხლა ყველამ ერთად ყურები არ ჩამოვყაროთ ისევ ბოლო ხმაზე ვიმღეროთ ჰიმნი და ჩეხების შკოდას მოვაკაწრინოთ)) წარმატებები ქართველებო
q
პირველად ვათანხმები ყველაფერში ამ კაცს.
ენვერიკო
მერაბ შენი აზრი პოლიტიკაზე გავიგეთ,ჟურნალისტიკაზე გავიგეთ და დასაკვეხნი დიდათ არაფერი გაქვს,ამიტომ ფეხბურთზე შენი აზრი ნაკლებად საინტერესოა.
მირო
სრულად ვეთანხმები ამ ანალიზს.100%.
შეცვლი ვაი, არ შეცვლი უი!
ჩემი არაპროფესიონალური ხედვით შეუცვლელი არავინაა, არის მომენტები როცა ფეხბურთელს რაც არ უნდა მაღალი კლასისი იყოს არ მისდის თამაში და უნდა შეცვალო. თუმცა წარმომიდგენია რა ამბებს ატეხავდნენ ფანები და "ექსპერტები" ხვიჩა რომ შეეცვალა. დღეს ვიტყოდით ხვიჩა რომ არ შეეცვალა მინიმუმ ფრეს ვითამაშებდითო. გავლენების ტყვეობიდან უნდა გამოვიდეს მწვრთნელი, უნდა იმოქმედოს რეალობის გათვალისწინებით და არა ჩვენ რას ვიტყვით.
თედო
გონში არა ხარ
Semi
ქართველების უმრავლესობას ყველაფერში დაბალი დონის აზროვნება და ცოდნა აქვთ, ფეხბურთშიც ეგრე არიან, არ მიაქციოთ ყურადღება.
მართალი
ჩაკვე ფლანგზე ამას უბრალო ფეხბურთის მცოდნეც კი იტყვის რომ სისულელეა
მართალი
როცა 11 ვე ისე ითამაშებს როგორც ქოჩორა ჩაკვე ბუდუ მაშინ ყველას თუ არა ბევრს მოვუგებთ
რეალობა-ს
გუშინდელ თამაშზე ხვიჩა ისეთი ეფექტური არ იყო როგორც ჩვევია,მარტო ამას აღნიშნავენ გულშემატკივრები.მხოლოდ შენ ისტორიულ სამშობლოში უხარიათ საქართველოს უიღბლო წაგება ერევან არარატში

სანიოლის უდიდესი ბრალი ბევრი რამ რომ არის ცადია.. აზაროვის არ წაყვანა საზონოვის არ წაყვანა კანკავას არ წაყვანა კაცმა თავი არასასარგებლოდ იგრძნო გამოიძახეს მარტის თამაშებზე და 5წუთი ათამაშეს ასეთი ავტორიტეტის ფებურთელისთვის შეურაწყოფაა..არაბიძის არ წაყვანა კაცს შეუძლია გულერის მსგავსი გოლების გატანა..არ დარბისო ვიჩამ ბევრი ირბინა? გულერმა რამდენჯერ წაართვა ბურთი? რამდენჯერ ვერ გაცდა ერთი ერთზე საშუალო დონის მცველს? როცა თამაში არ მიგდის დაცვას მაინც მიხედე და ჩამოდი გადაკეტე ზონები.. სისწრაფეში რომ სჯობდნენ კაკაბაძეს და გოჩოლეიშვილს შანს არ აძლევ უსწრაფეს მცველს.. ასევე ლობჟანიძე რომ არ გამოგყავს და მის სისწრაფეს არ იყენებ.. ჩაკვე მარცნივ თამაშობს და მარჯვნივ ათამაშებ ქოჩორა მემარჯვენეა და მარცხნივ ათამაშებ.. რა არის მონტელას საჩუქარს უკეთებდა ამ ტაქტიკით??? კვარა გამოფხიზლდი ლიდერი ხარ და ეს მოედანზე უნდა ამტკიცო ყოველ თამაში
Martali
ვინც რონალდუ გუშინ გააკრიტიკა პორტუგალიელი აღარაა)))
რეალობა
ვინ აკრიტიკებს ხვიჩას და რატომ? ფეხბურთი არ ესმით და ქართველები არ არიან.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სანიოლს თამამი ექსპერიმენტებისკენ მოუწოდებს
"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი
ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..
"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება