სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ "კორიერე სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

"გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო ამა თუ იმ ფეხბურთელის პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. "კვარა" ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე, 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, "ოქროს ბურთს" მოიგებს, დარწმუნებული ვარ".

ლელა
რა ზუსტი მაგალითი მოიყვანეთ ბატონო.გივი ნოდიას თამაშისას მოზარდი ვიყავი,მახსოვს მამაჩემთან მოსული მეგობრები როგორ განიხილავდნენ მის თამაშს.მამას მეტრეველი უყვარდა ძალიან. მოყვარულებში მის პოზიციაზე თამაშობდა.მეც ასე მომწამლეს ფეხბურთით. 13 წელი ელოდა ვაჟის დაბადებას და სლავა დაარქვა ჩემს ძმას. ამიტომაც ვარ ფეხბურთზე გადაყოლილი.ხვიჩას გამოჩენამ რადიკალურად შემცვალა.გამიჩნდა ჰობი და ცხოვრების ინტერესი,ისევ დავუბრუნდი სპორტულ ცხოვრებას"მარადონაზე" ერთხელ მაინც რომ მოვხვდე.მისი ყოველი ნაბიჯი ვიცი,ხან პოლემიკაშიც შევსულვარ ტიფოზების ჯგუფში.იქაც აღნიშნავენ მის არასათანადო როგორც ხელფასს,ასევე მის სათამადო ამპლუას, მეოთხე მწვრთნელი გამოიცვალა და ყველა თავის ხუშტურებს ახვევს თავს,იმიტომაც მალე იღლება,უკან დაცვაში მორბის წინ თავდასხმაში,მარიო რუის რამდენს ლანძღავდნენ ქართველები,არადა რაც მარიოს ტრამვის გამო გაუცდა ხვიჩა მის ფუნქციებსაც ითავსებდა,კიმის დროს კომფორტულად იყო, კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება,მაქსიმალურად წურავენ ჩვენს ბიჭს და ზუსტადაც უნდა წავიდეს ნაპოლიდან.ლაურენტისს იმ ხარბ და გაუმაძღარ ორივე თვალში დავაჭედებდი პინგპონგის ბურთებს.
სოსო
70-იანი წლების თბილისის დინამოში თამაშობდა თავდამსხმელი გივი ნოდია.ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა,მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა და 100-ანთა კლუბის წევრიც გახდა,მაგრამ კვარას ამბავმა მისი ისტორია გამახსენა.პირველ წლებში,გივი ნოდია ძალიან ფეთქებადი ტავდამსხმელი იყო,რომელიც მცველებს მუდმივი აჩქარებებით,ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და ბევრი გოლიც გაჰქონდა.ასე არ შეიძლება,ძუნძულიც უნდა ისწავლო,გივი.ჩასჩიჩინებდნენ მწვრთნელები თუ მეგობრები და მანაც ისწავლა ძუნძული.ისე ისწავლა,რომ მხოლოდ ძუნძულითღა გამოირჩეოდა. პირველ სეზონში,კვარაცხელია,კაშკაშა თავდამსხმელი იყო.მერე და მერე,ყველა ჩასჩიჩინებდა,დრიბლინგი კი არა,დაცვაში თამაში უნდა ისწავლო,მთელი ფლანგი დაფარო,კუნთები განივითარო,რომ ვერ დაგჩაგრონ.რამდენი მწვრთნელი გამოიცვალა და ყველა ცდილობდა,კაშკაშა ფლანგის თავდამსხმელისაგან,ნახევარმცველი გამოეყვანა.დღეს უკვე ვხედავთ,რომ კუნთური მასა განივითარა და დრიბლინგების კეთებასაც მოუკლო.უკანაც ჩამოდის,მაგრამ როცა წინ გარბის დრიბლინგებში ვეღარ არის ისეთი წარმატებული.ისე არ მოხდეს,რომ ვარსკვლავი თავდამსხმელისაგან,საშუალო დონის ნახევარმცველი გამოგვიძერწონ.დე ლაურენტისისაგან ზეწოლა,მწვრთნელებისაგან ზეწოლა,გულშემატკივრებისაგან ზეწოლა.ბიჭი ალყაშია და ახრჩობენ.მეშინია არ გატყდეს,რადგან ერთხელ თუ ბზარი გაჩნდა,მისი გამთელება ძნელია და ჩვენივე ხელით და ენით არ მოვსპოთ ამ ბიჭის ტალანტი.ქართველების სენია,სულ მუდამ გმირის გამოჩენას ვნატრობთ,მაგრამ სადმე თუ გამოჩნდა,დავეხვევით ყველანი და სანამ სულს არ ამოვხდით,არ მოვეშვებით.მერე კი კვლავ მოთქმა გოდებას ვიწყებთ და უკვე დამარხულ გმირს მივტირით.
П
ერთი რამ ზუსტად ვიცი, კვარა ნებისმიერ თამაშში ქმნის 1-2 100%_იან საგოლე მომენტს, ბევრი ფეხბურთელი იცით, ვისაც ანალოგიური რამ შეუძლია? თურქეთთანაც იგივე იყო.
სოსო
ხვდები მაინც რა სისულელეს ამბობ?სისულელე სისულელედ,მაგრამ ნაკრების ერთიანობასაც ანგრევ,მათი დაპირისპირების მცდელობით!
ლაშა
ხო სულ კვარაცხელიამ გაგვიყვანა,ყველაზე დრამატულ და დაძაბულ მომენტში(პენლების დარტყმის დროს) ტრამვა მოიმიზეზა და მოედნიდან გავიდა.ამიტომ კვარაცხელიას ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში.
დაბნეულა
კვარაცხელია არის ძალიან ბევრ რამეში დამნაშავე როგორც მოედანზე ისე მოედნის გარეთ:პოპულისტობა,ღორობა,ბევრი ლაპარაკი ,თავში ავარდნა, ყურადღების ცენტრში ყოფნა უაზრო ლაპარაკებით მართლა რომ ვგულშემატკივრობ იმიტომ ვაკრიტიკებ,ტიპი რობოტია ერთ ხაზზე მოძრაობს , 36 წუთზე იმდენი ვარიანტი ქონდა თუ კარში დარტყმას აპირებდა მაქსიმუმ 2 შეხება...ეგაა ამ საზოგადოების ლაყაფს რომ უსმენს შედეგიც სახეზეა, თავიდან კი კარგად დაიწყო!
ბექა
ვერ მოიგებს ოქროს ბურთს, თუ რეალის ან მანჩ სიტის მაგვარ ტოპ კლუბში არ ითამაშა. გარდა ამისა ევროპას უკვე ჰყავს ისეთი ტალანტები როგორიცაა გიულერი, იამალი...
ლევანი
მარტო კვარას დამსახურება არ არის.ყველა ბიჭის თავდადების და წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობის შედეგად გავედით ევროპაზე.ამიტომ ნუ აწერთ მხოლოდ ერთ ადამიანს ევროპაზე გასვლას.მთელმა გუნდმა თითეულმა ბიჭმა წარმოუდგენელი შრომა ჩადო ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად,მაგას ნუ აუფერულებთ თითქოს მხოლოდ კვარაცხელიათი გავედით ევროპაზე.
რეალისტი
სრულად გეთანხმები, მაგრამ ქალი რა შუაშია.
ბესო
სწორია ეს კაცი... სტადიონზეც ჩანდა რომ საკმაოდ ნელია კვარა (სამწუხაროდ სხვა ფეხბურთელებიც) პირველი გოლის გაშვებაში მისი ბრალიც არის, გვერდზე ედგა თურქი და დარტყმის დროს სათანადო ყურადღება არ მიაქცია. ერთფეროვანი დრიბლინგი, შორიდან დარტყმა არ გამოსდის... ვერცერთ გადამწყვეთ თამაშში ვერც გოლი გაიტანა და ვერც ლიდერობა გამოუვიდა. ძალიან მტკივნეულია მისი ესეთი რეგრესი. ალბათ ვერ გაუძლო ამხელა ყურადღებას, მოლოდინს და "კვარადონას" წოდებას. იმის მერე რაც მილანთან ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი ვერ გაიტანა და რამოდენიმე თამაში ჩაააგდო, მგონი დაკომპლექსდა და შეიბოჭა. თუ ვერ დაძლია ეს ფსიქოლოგიური პრობლემა და ზემოთ დაწერილი უნარები არ გააუმჯობესა, დარჩება ერთი სეზონის მოვლენად.
ბექა
კვარაცხელიას კი არა ნებისმიერის კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ღვარძლნარევი და ბოღმა რო ჩანს კომენტარებში ზიგიერთს ეს დაგახრჩობთ. ახალი სპორტია კვარას მისამართით ბოღმის ნთხევა? კვარას დიდი დამსახურებას რო ევროზე ვართ მაგრამ არ გესმით ან არ გინდათ გაიგოთ. ტეხავს მოკლედ რო ვთქვა...
ლაშა
გუნდი როცა უბურთოდ არის კვარაცხელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი არის 0.ანუ მთლიანად გათიშულია დგას და არც ცდილობს ართმევაზე თამაშს ან უკან ჩასვლას თუ ჩადის კიდე მისეიორნობს.არადა ვინგერის ფუნქცია სწორედ ეგაა თავის ფლანგზე წინ და უკან სირბილი როგორც უბურთოდ ისე ბურთან ერთად.
ჩემი აზრით
კვარას რომ ისე გაეგრძელებინა როგორც ნახევარი სეზონი იბრწყინა ახლა ტოპ კლუბში იქნებოდა,მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ სუსტი ნებისყოფის აღმოჩნდა,პირველ ადგილზე ქალი დააყენა და ახლა საშუალო დონეზე თამაშობს.არადა დიდი შრომით შეეძლო ოქროს ბურთის კანდიდატიც გამხდარიყო.ნაცი ქოცი რა შუაშია.
gzp
მართალს ამბობს ეგ კაცი. გასულ თამაშში მოგერიებული ბურთისთვის რომ ებრძოლა 1ელი გოლი არ გავიდოდა. იმედია მიუთითებს სანიოლი ეგეთ რამეებზე. და უნდა აუხსნან რომ მარადონა არ არის და დაეშვას მიწაზე.
Jora-giorgi
ისე მართლა ავადმყოფები ხართ ვინც ამ გაგანია ევროს დროს ნაკრების ფეხბურთელებს პოლიტიკური მიკერძოების ნიშნით ყოფთ და პოლარიზაციას ეხლა ცდილობთ ნაკრებშიც შეიტანოთ,არ გამოვა- თქვენ ვიღაც უსახელოებმა კი არა, ხომ ნახეთ ეს თბილისის ძლევამოსილმა დერსსკიი მერმაც ვერ შეძლო-ტყუილად ირჯებით,მაინც ამოვთხრით და გავალთ შემდეგ ეტაპზე. ისე აღიარეთ თქვენ სულწაწყმენდილნო-გაგიხრდათ ხომ ქოჩორამ რომ ვერ გაიტანა ააა....არა უშავს ხვალ გაიტანს, ზუსტადაც კვარას პასით...
ივანე
ჩემთვის, როგორც ქართველისთვის მთავარია ნაკრებმა მოიგოს და სულ მკიდია ვინ ვისი კუმირია და ვინ ვის აღმერთებს და ლოცულობს. .. დღეს დღეობით დიდ ჭაობში ვზივართ და გვინდა გამოვაჩინოთ გუნდი როგორს ყველაზე მაგარი ნაკრები…. ისევ და ისევ ყველამ ისწავლეთ არაბული ციფრების ცნობა. … ნაკრებმა გუნდა უნდა მოიგოს რომ რამე კარგი დაწერო მაგათზე.
დავითი
ბოღმაზე ვინ სკდება კი ჩანს შენი კომენტარიდან..ფეხბურთელების დაყოფა ნაცებად და ქოცეად მხოლოდ თქვენ მოგივათ აზრად.
თემო
თანამედროვე ფეხბურთში მთავარი სწორედ ეგ 3 კომპონენტია და რაც აქამდე ვერ გააკეთა რაღაც ეჭვი მეპარება აწი დახვეწოს.ვისაც გუშინდელი თამაში არ გინახავთ ესპანეთის უყურეთ და მიხვდებით,შემდეგ შეადარეთ როგორ ითამაშეს 19 და 16 წლის ვინგერებმა ნიკო ვილიამსმა და იამალიმ,შემდეგ შეადარეთ კვარაცხელიას თამაში თურქეთან.მთელი თამაში არ გაჩერებულან სადამდე ჩადიოდნენ ბურთის ამოსატანად,ბურთის ართმევაზე როგორ მუშაობდენ,რამდენი კილომეტრი ირბინეს,ეგაა თანამედროვე ფეხბურთი.
მირო-ს
კალცონაც ნაცია?
GELA_ს
ქოჩორას ვენაცვალე მაგრამ კვარაა არც ისე აქტუალური?? ნუ გვაცინებ გელა.
ბადრი
რა ვიცი, აგერ ორი წელია ვერაფრით გამოიჩინა თავი. სულ მიზეზებზეა.
ჟორა
ქოჩორა მაგარია მაგრამ ვინც აპიარებს ნახევარზე მეტი ნაცია და კვარას ოქროს ბურთი ბაუნტის რეკლამაა ძნელია გაიგო სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება:)))
დავით 67
მაინც ვის უნდა? იქნებ ესეც გვითხრა? აქციებს ნახევრ საქართველოზე მეტმა დაუჭირა და ეხლა რა ვქნათ?
ირაკლი ქუთაისელი
დათვურ სამსახურს ნუ უწევთ. მართალია კალცონა ,ყველაფერი სწორად აღნიშნა. რაც ყველაზე გულდასაწყვეტია კვარას არ ეტყობა რომ მუშაობდეს ამ ნაკლოვანებების დაძლევაზე. მისი უკეთესი თამაში რომ მინდა მიტომ ვწერ თორემ ბილინგემები და მბაპეები კი არიან ჩემი ბიძაშვილიბი
მირო
ქოჩორა უნდათ უფრო პოპულარული გახადონ კვარაზე,რადგან პადდერჟკა მისცა აქციებზე,კვარამ კი არა და აითვლწუნეს,მომენტს არ უშვებენ ხელიდან,რომ არ გააკრიტიკონ.კვარას პოპულარობას ვერაფრით გადაფარავთ ტ@@ზეც რომ გასკდეთ,მაგაზე ძლიერი ჯერ არავინაა საქართველოშში.იქით იქით კიდევ უფრო ძლიერი და პოპულარული იქნება,უფრო გასკდებით ბოღმით.
gela
ქოჩორაზე წერეთ მეტი, კვარა უკვე არც ისე აქტუალურია
ეეე
ეს სამი კომპონენტია ფეხბურთი მეტი რა.დდდდდ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
"ეს სირცხვილია" - რა თქვა კალცონამ "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ?
აირია მონასტერი: დე ლაურენტისი გუნდს გასახდელში ჩაუვარდა - დი ლორენცო ტიფოზებმა გალანძღეს
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
"ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა კალცონამ კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
კალცონამ განმარტა, რატომ შეცვალა კვარაცხელია
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
"ვარჯიშზე ფეხბურთელებს ეჩხუბა და ახალ მეთოდს მიმართა" - რას წერს იტალიური გამოცემა კალცონაზე?
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
"მელოტი არარაობა და გეი ხარ" - კალცონას ინგლისელმა ფეხბურთელმა შეურაცხყოფა მიაყენა