"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა "ჩემპიონატისთვის" მიცემულ კომენტარში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა.

წარსულში ცნობილ რუს ფეხბურთელსა და ახლა უკვე მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ჩვენი გუნდი პორტუგალიას დაამარცხებს და მერვედფინალში გავა.

"თუ საქართველოს ნაკრების წინა თამაშებს გადავხედავთ და გავიხსენებთ იმას, თუ რა შანსი ჰქონდათ მათ ჩეხეთთან მატჩის ბოლო წამებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიასთან უშანსოდ არ არიან.

ქართველებს ვუქომაგებ, მათ გამო ვინერვიულებ და იმედი მაქვს, პორტუგალიის დამარცხებით მერვედფინალის საგზურს მოიპოვებენ.

რაც შეეხება კვარაცხელიასა და რონალდოს დაპირისპირებას, აქ მთავარი მწვრთნელების დავალებებია. მთავარია, გუნდმა მოიგოს და რომელი რომელს აჯობებს, არც ისე მნიშვნელოვანია", - თქვა კანჩელსკისმა.

ზუსტად! რუსი ფეხბურთელი იყო და მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა, ნაკრებშიც გამორჩეული იყო და რაც თქვა, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად იყო ყველაფერი. ჯიგარია და მადლობა მხარდაჭერისთვის!
გიგიგ
უკრაინელია წარმოშობოთ იქ დაბადებული გაზდილი თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. გამოთქვა სურვილი და გულშემატკივრობს საქართველოს. ამაში ცუდიცარაფერია.
კორბენა
ეს იგივეა, ეხლა ჯიქიაზე რომ თქვას ვინმემ ეს რუსი არაა, ქართველიაო )) კანჩელსკისი არის რუსი. მიუხედავად ყველაფრისა არ მიჭირს ვაღიარო რომ მშვენიერი ფეხბურთელი იყო. 90-იანების დასაწყისში რუსებს რამდენიმე კარგი მოთამაშე ჰყავდათ.

ტიპი რუსეთიას მოქალაქეა, რუსეთის ნაკრებში თამაშობდა და რუსულად საუბრობს, ანუ ლატვიური მხოლოდ გვარი აქვს.
კოკი
რუსეთის მოქალაქეა, რუსეთის ნაკრებში თამაშობდა და რუსულად საუბრობს. უკრაინელობა თუ უნდოდა, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებდა, უკრაინის ნაკრებში ითამაშებდა და უკრაინულად ისაუბრებდა. სხვაობას ვერ ხედავ?
ვატო
კარგი ფეხბურთელი იყო. "იუნაიტედში" და "ევერტონში" წარმატებულად თამაშობდა. რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის ნაკრებში თამაშობდა. მერე, დასაძრახი რა არის? ლატვიური მხოლოდ გვარი აქვს, ენაც არ იცის. საერთოდ, მისი წარმოშობა რა განსახილველია. ცნობილი, წარმატებული ფეხბურთელია და თუ საქართველოს ნაკრებს მხარს დაუჭერს, რატომ უნდა გეწყინოთ.
ლაშა
კომენტარებში რას დაობენ, გასაკვირია. კანჩელსკისი რუსეთის მოქალაეა, რუსეთის ნაკრებში თამაშობდა და მისი მშობლიური ენა რუსულია. ეგ ისეთივე ლატვიელი თუ ლიტველია, როგორც დავით სერგეენკო რუსი.
გაიგეთ მანიაკებო?
არააა რუსი არა, უკრაინაში დაბადებულია და გზრდილი, ოეეეეეეეეეეეეეეეეეეე დონეცკის შახტიორიდან და კიევის დინამოდან დაიწყო კარიერა
გუგა
Aburjiga ჯერ ერთი ლიეტუველი არაა, ლატვიელია.
sektantebo-ს
სარკეში ჩაიხედე
aburjgas
კი აბა რა, ლიტველიც რუსია, ლატვიელიც , ფრანგიც და ზიმბაბველიც... ხომ თქვა თქვენმა - რუსთმოყვარულების მამამ და კერპმა პუტინმა - რასია ნიგდე ნე კანჩაეტსაო... ისემც თქვენი! რა გეშველებათ მართლა.. თუმცა რატომ უნდა გეშველოთ, დარჩით ღამურებად, თქვენი პრობლემაა ბოლო-ბოლო.
TGK
რუსეთის ნაკრებში თამაშობდა
aburjga
კი, არის კანჩელსკი რუსი! რუსია, რუსი! და ყველა ლიტველი, რომელიც თავს ლიტველად თვლის არის რუსი! ახლა ამას აქ ვერ აგიხსნით, მაგრამ ინტერნეტშიც იპოვით ცხად პასუხს, რომ ეს ასეა!
sektantebo
სექტანტები შემოვარდებიან და დაიწყებენ წერას რუსი,რუსთ. რეალშიც ესე რომ ისაუბროთ კარგი იქნება, მარტო აქ რომ წერთ.
ტიჯანი პაპა
ნუ გადამრიეთ რა. რანაირად არის კანჩელსკისი რუსი? ჩივაძეც თამაშობდა სსრკ ნაკრებში და გამოდის რომ რუსი ფეხბურთელია? ისწავლეთ რა ამ გვარების და ეროვნებების გარჩევა.
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"რაც მალე წავა ხვიჩა "ევერტონში", მით უკეთესი - ეს შესაძლებელია" - კოლოსკოვი და კანჩელსკისი მომავალ ტრანსფერზე
კანჩელსკისი: მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთს ყველა მატჩი ნაყიდი ჰქონდა
კანჩელსკისი: რუსეთის სასჯელის ვადა ექვსი წელია
"რუსეთს უბედურება ეწვია - 30 წელი ვერსად ვითამაშებთ" - კანჩელსკისი
კანჩელსკისი: რუსულ ფეხბურთში 90% თაღლითი და ვიგინდარაა
"კვარაცხელია მარადონას სტადიონზე ფანტასტიკაა" - კანჩელსკისი