თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფორვარდმა შემდეგ კი მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ესპანეთი საქართველოს მატჩის წინ Marca-ს ინტერვიუ მისცა და ევორპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც ირკვევა, მიდიოდა საუბრები, რომ მას შესაძლოა, "ჯვაროსანთა" რიგებში ეთამაშა.

"დინამოში" თამაშის პერიოდში იყო შანსი, რომ საქართველოს ნაკრებში მეთამაშა და ამის შესახებ ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციასთან ვლაპარაკობდი.

საქმე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ქვეყანაში საჭირო წლები არ მქონდა ნათამაშები, რათა ეროვნული ნაკრების ფორმა მომერგო და ეს იდეაც ამიტომ მივატოვეთ.

ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა... ეს მეც და საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც ძალიან წაადგებოდა. საქართველოსთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს.

ფეხბურთელობის პერიოდში მქონდა შესანიშნავი მომენტები, რომელსაც ჩემს თანაგუნდლებთან ერთად ვიზიარებდი და მათთან ურთიერთობა დღემდე მაკავშირებს.

მეორეს მხრივ, როგორც მწვრთნელმა შევძელი, რომ ახალგაზრდა ბიჭებს დავხმარებოდი, რათა გაზრდილიყვნენ და თავიანთი ოცნებებისთვის ებრძოლათ.

თუ ესპანეთი თამაშობს იმ დონეს, რომელიც მას შეუძლია, მაშინ მეტოქეზე გაცილებით აღმატებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

საფრთხეები მეტოქიდან? - საქართველოს ჰყავს ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის შეცვლა ინდივიდუალურ დონეზე. ისინი ფიზიკურად მომზადებულები არიან და აქვთ ტაქტიკური ცოდნა. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ სანიოლმა შეძლო ბალანსის პოვნა ხარისხსა და თავდაცვას შორის.

ისინი ქმნიან ისტორიას, მათთვის ეს თამაში ფინალია. ქართველებს უნდათ, რომ აჩვენონ თავიანთი სიამაყე და ღირებულებები.

მინდა, რომ საქართველო კარგად გამოვიდეს, მაგრამ მე ხომ ესპანელი ვარ...", - თქვა ჩისკომ.

ჯუდო
უჰ შე მოღალატევ!!!უჰ შე მედეა!!!
ჯუდო
ოი გიაურო,აკი ჩისკო განულდაო.ახლა კი მივხვდით მაგრამ რაღადროს
გიო
ვინც ჩვენ წყალბურთი გვათამაშა შოტლანდიაში ქე ვიცით სადაც არიან და ვინც 7-1 ის მერე კიდევ გვებლატავა 3-1 ეგენიც მიუჯდებიან
თემო-ს
ანუ საფეხბურთო სამართალი ჩვენს მხარეზეა თან რომ დაგვჩაგრეს 7-1,3-1 სამაგიერო საჭიროა
აბაროტა
ისე 7-1 და 3-1 ზე რომ კიდევ წაგვებლატავეს უნდა დავსაჯოთ გვეკუთვნის გამარჯვება სულ მაგათი ხო არ უნდა იყოს??! მიდით ლომებო უნდა ვიომოთ და შევჭამოთ ესპანეთი
თემო
ორივე მხარეს აქვს სტატისტიკა ესპანეთს გოლი არ აქვს გაშვებული ჩვენ ყველა თამაშში გავიტანეთ თუ ანტიფეხბურთს არ ითამაშებს ესპანეთი აუცილებლად გავუტანთ გოლებს, ნებისმიერ შემთხვევაში იმარჯვებს კარგი ფეხბურთი ,თუ ბინძურად ითამაშებენ მჯერა მაგაზეც დაისჯებიან!!
იასონას უდარი
მადლობა კარგი სიტყვებისთვის,თუმცა დღეს მეორე მხარეს იქნები და წარმატებას არ გისურვებ. ისე კი,რამდენადაც სასიამოვნო მოსასმენია ეს სიტყვები,ქართველების ქება,იმდენადვე სევდიანია იმაზე დაფიქრება რო საუკეთესო ლეგიონერი ჩისკო იყო ჩვენს პირველობაზე. მეტი ფული ქართულ ფეხბურთში,მეტი გულშემატკივარი სტადიონზე და მეტი ახლაგაზრდა სპორტულ სახეობებში.
კიეზა
ჩემი პატივისცემა ამ ესპანელს..რადგან ქართულ ფეხბურთში რაღაც წვლილი აქვს და კარგს საუბრობს საქართველოზე..რაც შეეხება თამაშს..მჯერა ტოლს არ დავუდებთ ამ მრისხანე გუნდს..ერთადერთი არ მინდა რომ პირველი გოლი ჩვენ გავუშვათ....პორტუგალიასთანაც მათ რომ გაეტანათ სრულიად სხვა თამაში წავიდოდა..ეს თამაში ფინალია და მჯერა ამ ოქროს ბიჭების..წინ არწივებო..დიდება საქართველოს..
ნიკა
ფაქტიურად ნაადრევი ფინალია
ჟორა
ისე ინტერნეტში დაიწერა რომ ესპანელი ფანები დაგვცინიან და 7-1 გამეორებით გვემუქრებიან, უხარიათ რომ ჩვენ შევხვდით
გაიოზი
დღეს მოგების შემთხვევაში, და ასეც იქნება, გავალთ არამარტო 1/4 ფინალში ევროპაზე, არამედ ჩემპიონები გავხდებით პირინეის ნახევაკუნძულის არაოფიციალურ ღია ჩემპიონატში. წარმატებები ბიჭებს!!!!
საბა
და მაინც შენც ჩვენიანი ხარ ჩისკო და იცი ეს გულის სიღრმეში :)
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ბარკოლას მომავალი თითქმის გარკვეულია
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჩისკოს "უოტფორდმა" პრემიერლიგა მოგებით დაიწყო [VIDEO]
ჩისკოს შემდეგ "უოტფორდმა" რანიერი 80 დღეში გადააყენა
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ჩისკო მუნიოსი სამუშაოდ ინგლისში დაბრუნდა
ჩისკოს უარი "ტორპედოს" - ესპანელი საქართველოში მხოლოდ ერთ კლუბს ჩაიბარებს
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა