ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა [VIDEO]

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები, რომელსაც მცირე დისკომფორტის გამო შენგელია ვერ დაეხმარა, რიგაში ლატვიასთან 55:83 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, კორსანტია, ტომასონი, ბითაძე, მამუკელაშვილი. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 17:13 მოიგეს, შემდეგ უპირატესობა გაზარდეს და პირველი ტაიმი 45:24 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები შედარებით უკეთ თამაშობდა, სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა, თუმცა მესამე პერიოდის წინ ტაბლოზე 58:41 დაფიქსირდა, დასკვნით მეოთხედში კი ლატვიელები დომინირებდნენ და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენი გუნდიდან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო. ბითაძემ 7 ქულა ჩააგდო, ხოლო ანდრონიკაშვილმა - 6.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს ფილიპინებთან ჩაატარებს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

• ადამიანი

ყველაფერს მთლად ნუ დავაბრალებთ კალათბურთელებს მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან...წავლენ ბებრები და ახლები საერთოდ არ გვყავს. მაგრამ არის რაღაც რაც მოტივაციის ტოლფასია. ფეხბურთელებმა ევროპის ჯგუფიდან გავიდნენ და ცამდე აიყვანა მედიამ და მთავრობამ.... კალათბურთელებს ოლიმპიადაზე გასვლის რა შანსი აქვთ არ ვიცი მარა ყურადღება და გაზიარება ყურადღება მაინც ჭირდებათ ხალხის გვერდში დგომა...და არავის არ არ ახსოვს კალათბურთი არადადა უფრო მეტის შედეგის დადება შეიძლება....ასე რომ კალათბურთს ვასამარემთ მთლიანად .... მსოფლიოს ჯგუფიდან გავიდნენ და რა ვითომ აქაც არაფერი....იციან თუ არ იციან თამაში მოტივაცია ნული აქვთ... ასე რომ ჩვენც ბევრს ვაშავებთ განსაკუთრებით მედია

• სტუმარი

ესეთი უტვინოები როგორ არიან ფედერაციაში და სამწვრთნელო შტაბში!!! ბოლოს პრაქტიკულად შეეგუენ წაგებას და წააგეს 28 ქულა. მათემატიკა სკოლაში არცერთს არ უსწავლია, ნამდვილი ოროსნები იყვნენ. ლატვიამ თავი არ მოიკლა ფილიპინებთან და 9 ქულა წააგო. ეხლა ჩვენ ფილიპინებს უნდა მოუგოთ 19 ქულა. მეტი არაა ჩემი მტერი. მოკლედ სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია სახლში უნდა წავიდეს. არაფრის მაქნისები არ არიან. ოროსნები! მაგ როგორ ვერ იფიქრეს, რომ ლატვიას ფილიპინებისთვის შეიძლება მიეცა თამაში ან შემთხვევით წაეგო!

• დდდ

19 ქულით უნდა მოვუგოთ იმ ფილიპინებს, რომლებმაც ის ჩაუტარეს ლატვიას, რაც ჩვენ ჩაგვიტარა ლატვიამ...

• dd

გამთამაშებელი არ გვყავს, მსროლელი არ გვყავს. მწვრთნელი ასისტენტი ბოისა და ცენტრი ლონდარიძე. ტაქტიკა - მიეცი ბურთ შენგელიას და როგორც უნდა ისე ჩააგდოს. ტაქტიკა 2 - თუ შენგელია არ არის, მიეცი ბურთ მამუს და როგორც უნდა ისე ჩააგდოს. ტაქტიკა 3 - თუ მამუც არ არის მაშინ დაგვერხა და ეგაა. სასირცხვილო ფედერაციავ, ნეპოტიზმში და კორუფციაში რომ იხრჩობით, მალე მოგეკითხებათ.

• ბაბაიაგა

ოლიმპიური პრინციპი, მთვარია მონაწილეობა

• მწარე სიმართლე

ქართული კალათბურთის აღმავლობის ხანა დამთავრებულია! ამჟამინდელი ნაკრები გადაიქცა საშუალოზე დაბალი კლასის გუნდად, რომელიც არათუ ოლიმპიადის ან მსოფლიოს, არამედ აწი ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზურსაც ვეღარ მოიპოვებს. ამაზე სრულად არიან პასუხისმგებელი ფედერაციის ხელმძღვანელები. ვიქტორ სანიკიძე იმდენად კარგი სპორტსმენი იყო და ისე გვიყვარდა ხალხს, რომ ვერ წარმომედგინა თუკი ასეთი ცუდი მენეჯერი იქნებოდა. ამას დავუმატოთ ფედერაციაში გამეფებული სრული ნეპოტიზმი და დილეტანტიზმი, რაც გამოვლინდა ყოვლად უვარგისი ლეგიონერისა და მწვრთნელის შერჩევაში. ვინც ამ ჯიკიჩზე და ტომასონზე გააკეთა არჩევანი, მათ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ! მასეთნაირები კონა ათ შაურად ყრია არათუ ევროპაში, არამედ საქართველოს ჩემპიონატშიც. და რატომ ვერ მოინახა უკეთესები?! მავანნი იტყვიან რომ მაღალი დონის მწვრთნელი და მოთამაშე ვერ დავითანხმეთო. ჰოდა, ეს ყველაფერი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ კალათბურთის ფედერაციაში არაპროფესიონალები სხედან, რომელთაც არ გააჩნიათ გონივრულად მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარები! შედეგად, მივიღეთ ნაკრების სრული დეგრადაცია, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დანიასთან და სერბეთთან მარცხებით, ხოლო ამ ჯერზე უბრალოდ დადასტურდა. წავიდნენ ვეტერანები (ცინცაძე, ბერიშვილი), ალბათ მალე წავა შერმადინიც და ამ დროს მომავალი როგორია? კიდევ უფრო უარესი! ჰორიზონტზე არავინ არ ჩანს პერსპექტიული (მაქსიმუმ ბახტაძე), ხოლო შენგელიაც რომ წავა, მაშინ ნაკრებს უკვე სუსტი გუნდებიც მოუგებენ (ალბანეთი, პორტუგალია, რუმინეთი და ა.შ.)

• fan1

სასწრაფოდ უნდა მოაცილონ ტომასონი და მწვრთნელი ორივე კატასტროფაა

• დდდ

მართალი ხარ, შენგელიამ დაბლოკა საქართველოს მომავალი, მაგან დაიწყო სამოქალაქო ომი, შეგვიყვანა სნგ-ში და მთელი ტანით ჩადგა ნატოს ღია კარში...

• 4444

100%. მაკფადენი არი ჯორდანი ამ ტიპთან შედარებით.

• თემური

სრულებით ვიზიარებ გულშემატკივართა აღშფოთებას ნაკრების ფიასკოსთან (მეტად მოსალოდნელ!) დაკავშირებით. ამ ვითარების მთავარი "შემოქმედი" არის ფედერაცია, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადადგეს და ასპარეზი მისცეს პიროვნებებს, რომლებსაც ექნებათ კონკრეტული პროგრამა კალათბურთის ხელახალი აღორძინების საქმეში. ამას დავუმატოთ ქალთა ნაკრების კატასტროფული გამოსვლა მცირე ქვეყნების გუნდების ფონზე /როდესაც ჩვენ გვყავდა ასიტაშვილი, ქველიძე, დურმიშიძე, ჯანელიძე, ჯაფარიძე, რუსკინა-კოვზირიძე, მხეიძე!, ამ დროს ანდორაში, სომხეთში, მალტაში და ა.შ. კალათბურთის თამაშს იწყებდნენ/, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს რომ საკალათბურთო მეურნეობაში ყველაფერი მოშლილია. თითქმის 75-წლიანი საგულშემატკივრო სტაჟი გამაჩნია და კარგად მახსოვს, რომ 50-60-იან წლებში საქართველოში რეალურად სულ სამი საკალათბურთო სკოლა არსებობდა - ნორჩი დინამოელი (აბაიშვილი), ე.წ. "ტონო" (კეკელიძე) და ქუთაისში (თორთლაძე) და რა დონის კალათბურთელები გაიზარდა მათ ხელში. ამჟამად მომრავლდა სხვადასხვა აკადემიები, მაგრამ სად არის შედეგი. თუ 90-იან უსინათლო და არეულ წლებში მოხერხდა შემონდ უილიამზის ჩამოყვანა, როგორ დავიჯერო რომ აშშ-ში ან ევროპაში ვერ მოიძებნა კვალიფიციური გამთამაშებლის მოძიება. ჩვენი ძლიერი შემტევი სამეულის პოტენციალი გამოუყენებელი დარჩება, თუ მათ კარგი პირველი ნომერი არ ეყოლებათ. შედარებისთვის, შერმადინი ნაკრებში იმის ნახევარსაც ვერ აჩვენებს რასაც ესპანეთში ახერხებს, სადაც მას ჰყავს უბერებელი უერტასი!მოკლედ საქმე დროზეა მისახედი, თორემ ოლიმპიადა კი არა, ევროპაც სანატრელი გაგვიხდება.

• დდდ

ლონდარიძეს და კორსანტიას დონჩიჩიც რომ ჩაუსვა გუნდში, 10 ქულას ან აიღებს და ან არა ...

• ეჰ

ესენი ზუროსის ხანას სანატრელს გაგვიხდიან. სუყველა გასაყრელია ვინც ნაკრებზე აგებს პასუხს!!!!

• გაიგე ანზორი?

ამ გამოქლიავებული ტომპსონის ჩამომყვანი პასუხისგებაშია მისაცემი ერის შეურაცხყოფისათვის!

ეს არაფერია ძმებო, მარტო კალათბურთი კი არა, ყველა სფერო ესეთი მორღვეულია. იმიტო რომ მარტო ფულის შოვნას ფიქრობენ, საქმე არ კეთდება და ყველას და ყველაფერს ენძრევა. მოღალატე და ცუციკი სანიკიძე არ დაკარგოთ კიდე არსად!

• Maximus

ასეთი სუსტი ნაკრები კარგა ხანია არ გვყოლია, ეს ამერიკელი ვინც მონახა მაგაზე უკეთესი კალათბურთელი არ ენახოს. კაცი მაკაბიში სულ სკამზეა და აქ გახადენ ძირითადის მოთამაშე, რა იქნა ერთი ნორმალური ამერიკელის ჩამოყვანა თორმ ასეთები აქაც მრავლად არიან ჩვენს უძლიერეს ჩემპიონატში.სანიკიძემ პარლამენტში კანონების მიღებას ჯობია კალათბურთს მიხედოს თორმ 2-3 წელიწადში დარჩება კალათბურთის რასაც კალათბურთი ქვია გარეშე... ცალკე თემაა ჯიქიჩის ჩამოყვანა ვის მოუვიდა ეს ბრწყინვალე იდეა, იმას მიკითხვას უგზავნის გულშემატკივარი და საერთოდ რა დროს ლონდარიძე და სანაძეა ხალხო, სანაძის ასეთი დეგრადირება ვერც კი წარმომედგინა(კაცი აჩრდილია დარჩენილი) ნუ სრული კატასტროფაა კალათბურთში და თორნიკეს წასვლის შემდეგ(ნბა-ს ბიჭებს თუ არ ჩავთლით)არავინ ჩანს საერთოდ...

• გიორგი

მადლობა ბიჭებს!! არ დაიდარდოთ-სულ 28 ქულით დავმარცხდით და არა 50-ით, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ვიზეიმებთ, აგერ გუშინ როგორ ბედნიერები ვიყავით ფეხბურთში ევროდან გამოვარდნით-გრანდიოზულად ჩ/კორეიულ სტილში, თუმცა ფეხბურთი რა მოსატანია- 2008-ში სულაც წაგებული ომი გვიზეიმია და კალათბურთელების 28 ქულის წაგება რომ ვიზეიმოთ რა დაშავდება ვითომ....

• kesha

ძაან სუსტი ნაკრები გვყავს!!! რავი ალბად 3-4 კალათბურთელის გარდა არავინ არ უნდა იყოს გამოძახებული.

• irakli

სამარცხვინო თამაში, არც კომბინაცია, არც სამქულიანი, ასე არ შეიძლება

• დინამოელი

ვერ მოიცალა, მეზობლის ბავშვის ნათლობა იყო

• aburjga

აშშ-მ ამ ბოროტების და გარყვნილების იმპერიამ დააქცია საქართველოს კალათბურთი! და ახლა მთელი საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის გაუქმებას ცდილობს!

• Rigiti

კარგით ახლა ნუ გადააყოლეთ ერთ წაგებას გუნდი (მაგისთანებს აგებენ უკვე?), არ ეცალათ ფეხბურთელებს გულშემატკივრობდნენ!!! თანაც გული ყველას პარლამენტისკენ მიუწევთ და ვეღარ იცლიან ვარჯიშისთვის და ზოგადად კალათბურთისთვის(ისე ამ პარლამენტში მე არ მიმიღებენ? მარკშეიდერი ვარ). ეს ჟურნალისტები კიდევ სად არიან, მიდით გამოიკვლიეთ რა თანხები იხარჯება ამათ ფედერაციაში("გამჭვირვალე"-ში), თუნდაც მოსამზადებელი პერიოდი იტალიაში რომ არ ეგულავათ და აქ საჯარიმოებში მაინც ევარჯიშათ არ ჯობდა???? სანიკიძემ რაო? გამჭვირვალობის კანონზე ვმუშაობდი და არ მეცალაო?

• ATP 16

ყველაზე ბნელი და გაუმჭვირვალე ფედერაცია საქართველოში. ყველა ასაკობრივ ნაკრებში ხალხი როგორ ხვდება ეგ გაარკვიეთ. ასაკობრივ ჩემპიონატებდ როგორ ატარებენ, ამ რაოდენობის თამაშებით ვის უნდა მოუგო, ღლაბუცია ჩემპიონატი კი არა. რა ხალხსაც აქვს ჩაბარებული საქმე , ისეც მიდის ყველაფერი, მთავარია ფული გქონდეს და ნაკრებში ისე მოხვდები, არ იდარდებ არაფერზე. ამის შემყურე მართლა ნიჭიერი ბავშვები, უკვე გულაცრუებულები, თავს ანებებენ საერთოდ. ცალკე თემაა ის მწვრთნელები, ვინც ბავშვთა კალათბურთშია დასაქმებული, ვინც ბურთისტარებაც არ იცოდა , ყველამ მწვრთნელობა დაიწყო. მასეა როცა ღირსება არ გაგაჩნია და სხვა არაფერი გადარდებს , მთავარია შენ იყო კარგად.

• სიამაყე

ეს დავივიწყოთ ჯერ, რა ცოტა გვაქვს განა საამაყო, ფეხბურთში ევროზე ვითამაშეთ, ევროკავშირის კანდიდატი გავხდით, უცხო აგენტების კანონი მივიღეთ. ვიამაყოთ და ვიამაყოთ, და მთავარია ბიძინას პარტიას ერთხმად დავუჭიროთ მხარი არჩევნებზე, ქართული ოცნება რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, მერე ნახეთ რამდენი საამაყო გვექნება.

• სოსო

თუ ვინმე ამას კალათბურთს უძახის,ღმერთმა გაუმარჯოს!ჩაგდება კი არა,სროლამდე ბურთის მიტანაც რომ პრობლემა ხდება,ამას რომელი ნაკრების მწვრთნელი უშველის?60 ქულა,კრიტიკულ ზღვრად ითვლება და უკვე სისტემატურად, 60 ქულასაც ვერ ვიღებთ,თამაშში.უკვე რამდენი წელია,რამდენიმე კაცი მიათრევს ნაკრებს,მაგრამ თანდათან ტოვებენ დიდ სპორტს და მათ უკან,არავინ იზრდება.ახალგაზრდა ბიჭების მომზადება,უცხოური კლუბების ანაბარად მიაგდეს და იმათ რაში ვენაღვლებით?ფაჩულიას აკადემიაც უკვე იმდენი ხანი კი მუშაობს,რომ თუ წესიერად მუშაობს,ნაკრებში ვიღაცა უნდა გამოჩენილიყო,მაგრამ გამოჩნდა ვინმე?ისე ჩანს,ორიოდე წელიწადში,ჩვენი ნაკრები,უძირო უფსკრულში ჩაიჩეხება და არც მისი ამოყვანის პერსპექტივა გვექნება.ერთი ამბავი ატეხეს,მოაშორეთო გიორგი ცინცაძე ნაკრებს.მართლაც ვეღარ თამაშობდა ძველებურ დონეზე,მაგრამ წავიდა და გამოჩნდა,რომ არათუ ვინმეს განვითარებას აფერხებდა,არამედ საერთოდ არავინ გვყოლია მის უკან.ამერიკელების გვერდით,ქართველებს და მით უმეტეს ქართველ ახლაგაზრდებსაც თუ არ მივეცით თამაშის და ზრდის საშუალება,საქართველოს ჩემპიონატს,აზრი დაეკარგება.შესაძლოა სავადებულოდ გავხადოთ მოედანზე სავალდებულოდ ერძთი,ან ორი ქართველი ახალგაზრდის მოედანზე ყოფნა.იქნებ ამან მაინც ცოტათი დააჩქაროს ნიჭიერი ბიჭების დაწინაურება.

სანიკიძეს არ გაუზრდია ესენი . ნაცი მწვრთნელების გაზრდილები არიან.

• ეეე

თოკო არ იყო?

• ეეე

ამითაც უნდა ვიამაყოთ?

• Irakli

90 იანებიდან თამაში არ გამომოტოვებია, ასეთი სუსტი ნაკრები მართლა არასოდეს გვყოლია!

• მდაა

ამ მწვრთნელის და იმ ამერიკელის ჩამოყვანის შემდეგ ერთი თამაში მაინც თუ მოვიგეთ ან წაგებასაც ხომ გააჩნია არა …ძაან მიყვარდა სანიკიძე როგორც კალათბურთელი მაგრააამ უკვე ჯერ ორი სკამი მაფიქრებს და მეორე და მთავარი ის არის თუ კი რომელიმე პერსპექტიული ბავშვი ოდნავ ათამაშდა ეგრევე გარბიან ამერიკულ კოლეჯებში სათამაშოდ ( ერთხელ დავთვალე და 10-ზე მეტი იყვნენ და ეგ მთელი ნაკრებია თითქმის) კი მესმის სწავლა აუცილებელია. და მათაც აქვთ იმედი რომ იქედან ნბა-ში მოხვდებიან მაგრამ გადის წლები და მამუს გარდა ნბა-ში თამაში კი არა თუ ვინმეს გაახსენდა და მათზე დაწერა რამე წლობით სტუდენტეთა რაღაც გაუგებარ ლიგებში თამაშობენ და თუნდაც ღმერთმაც ქნას და ყველა ნბა-ში აღმოჩნდნენ ამით რა ხეირი ნაკრებს ახა ჩამოდიან ზაფხულში 4-5 თამაშს თამაშობენ მამუ და ბითაძე და ეგაა…შესარჩევებში ამათგან არაა ხეირი და იმ სტუდენტებიდან მითუმეტეს და როდესაც ეგ ბავშვები ოდნავ თუ ვინმეს ნიჭი აქვს ყველა რომ გარბის მაგიტომაცაა ნაკრება შევსება არ აქვს რამდენი წელიწადია უკვე …ამ ბოლო წლებში მე რატის გარდა ვერ ვიხსენებ ვერავის და ეგებ მოაგვაროთ ეგ პრობლემა რა იყო ევროპაში არაა ნეტავ უნივერსიტეტები და პარალელურად რომ ესპანეთში ან იტალიაში ითამაშონ აქაურ დონესაც გაჭიმავენ არანაკლებ ფულს იშოვნიან და ნაკრებსაც გამოადგებიან …არა რა 1 ან 2 რომ იყოს ეგრე წასული კოლეჯთა ლიგებში ჯანდაბას … ათობით არიან უკვე !!! თხოვნა ვისაც წვდომა აქვს ჩამოთვალეთ რა ვინ და რამდენნი არიან …უკვე გვაქვს კატასტროფა კალათბურთში და 2-3 წელიწადში შერმო შენგელია და სანაძე კიდევ რომ დაბერდებიან აი მერე ვისღა ათამაშებთ

• გია

ასეთი სუსტი ნაკრები არასდროს არ გვყოლია. მწვრთნელი და ლეგიონერი პირველივე რეისით გასაშვებია სახლში. არავითარი კომბინაცია, არც დაცვა. მარტო ბითაძის სიმაღლით და თოკოს და მამუს ჭიდაობით ვერ მოიგებ თამაშს. ეს არაა კალათბურთი რაც ჩვენ ვნახეთ

• ღადაობთ?

ზუროსი და მაკფადენი გაუშვეს და ვინ მოიყვანეს)))

• Walter White

ევროპის ჩემპიონატის გარეშე დავრჩებით თუ ფიბა რაიმე დამატებით ( გვერდიდან ავლის) გზა არ მოიფიქრა- ფეხბურთის არ იყოს.

• მოქალაქე

არ მინდოდა მეთქვა მაგრამ მომავალი თაობა დაბლოკეს შენგელიამბმა სანაძეებმა შერმადინებმა ბურჯანაძეებმა და სხვებმა....სკამი გვყავს ნული და საერთოდ ახალი სახეებით შორს ვერ გავალთ...საქართველოში ძაან დაბალი არის ცოდნა სპორტსმენი როგორ გაზარდო....სპორტსმენში ფულს ხედავენ და იმათაც არასწორად ზრდიან...ძაან დაბალი დონეა ძალიან...

• ვაი სირცხვილო!

ბურთი თავზე კი არ გადაგახიეს, არამედ გადაგაფლითეს. ჰოკეის ან კეგლს მიაწექით. კალათბურთელების გარდა ყველაფერი ხართ!

• ვისტი

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ჩვენი თამაში. კალათბურთელმა თუ იპონით არ დაამარცხა მეტოქე, ფარში ვერ ისვრის - ნულოვანი კომბინაციები მწვრთნელისგან, რომ სასროლზე გავიდეს მოთამაშე. სწორედ ამიტომ 25% ჩავაგდეთ პერიმეტრიდან და ისიც უმეტესობა ბოლო წამებზე იძულებით გადავაგდეთ. მეორეს მხრივ ნაკრებში რომ თამაშობ მწვრთნელიმა საჯარიმოს სროლა არ უნდა გასწავლოს 41% თავისუფალი სროლიდან, მაშინ როცა ლატვია 41%-ით ისვრის 3-იანს და ამითაც დღეს ვერავის გააკვირვებ, ძალიან საშუალო პროცენტია პერიმეტრიდან. რამეზე პრეტენზია თუ გაქვს კომბინაციები და სასროლო სელექცია უნდა დაამუშავო რომ 40%-მდე აწიო პერმიეტრიდან წარმატებული სროლა. გამოვა შენგელია და უფრო მეტ მოწინააღმდეგებს დადებს იპონით, ახანჯლავს საჯარიმოში და 55-ის ნაცვლად ჩავყრით 75 ქულას, მაგრამ ეს ამ უმწვრთნელო და უსტრატეგიო ნაკრებში მაქსიმუმია, არადა რა ბიჭები თამაშობენ შეიძლება წააგო, მაგრამ კალათბურთი მაინც უნდა ითამაშო. ვერ ვზრდით კალათბურთელებს და ეს არის მთავარი პრობლემა. დავიჯერო არ არის პროგრამები, რომლებიც უფრო მეტად ავითარებენ პერიმეტრიდან სროლას? რატომ არ ჩამოყავს ფედერაციას მწვრთნელები, რომ ეს აქილევსის ქუსლი გამოსწორდეს და ვისწავლოთ კალათში სროლა? კალათბუთი ქვია სპორტს ბოლო-ბოლო!

• ფეხბურთის ფანი

შეიძლება დიდი გამოცდილება და ცოდნა არ მაქვს,მარა ვერ გავიგე,რატომ არ იყო შენგელია? კომენტატორი ამბობდა,არ გარისკეს და ვისთვის ინახავენ? ფილიპინებს მოვუგებთ და გავდივართ 1/2 ფინალში,მარა ფინალში ისევ ლატვია შეიძლება შეგხვდეს. ანუ 6 გუნდიდან 1 გადის ოლიმპიადაზე. რაც შეეხება თამაშს,არ ვუყურე ევროს თამაშს,მაინც ჩვენი ნაკრები თამაშობსთქო,ხოდა ეს კალათბურთია რასაც ვთამაშობთ? პერიმეტრიდან ვერ ვესვრით და ჩვენს ფართან პერიმეტრს ვერ ვიცავთ,ფარიდან ბურთს ვერ ვხსნით და ჯარიმასაც ვერ ვესვრით,ხოდა კალათბურთი ქვია ამას? ან ის ნატურალიზებული ვინ არის? რასისტი არ ვარ,მარა ამდენი ზანგია ამერიკაში და ჩვენ ეს ვიპოვეთ? გაუგებარია,რა პრინციპით ჩამოყავთ და თუ ესეთია,საერთოდ რო არ დავიმატოთ,სანქციებს დაგვიწესებს ამერიკა? დილით ნიუსი ვნახე,3 წელში 25 მილიონს აძლევენ ნბაში ბითაძეს,ხოდა თუ არაფერი იცის,რანაირად აძლევენ? ამერიკის ელჩი რო ფულის ხარჯვაზე გვესაუბრება ხოლმე,ამ ფულს ხო არ გულისხმობს? შეიძლება ვცდები და ცოდნა არ მყოფნის,მარა ეს რაც ვნახეთ არ იყო კალათბურთი

• პაატა

ვერ გავიგე ჩვენს კალათბურთში უმაქნისი კალათბურთელების თუ უმაქნისი მწვრთნელების ნაკლებობას განვიცდით??? ოხრად გვყავს ერთიც და მეორეც!!! ამ უგვანო ფედერაციამ რას ჩამოათრიეთ ეს მინუსებში გასული ტომასონი და საერთოდ უჯიგრო, ნაკრებზე ხელჩაქნეული ჯიკიჩი???? ასეთი საბანძეთი ჯერ არ გვქონია…

• ტაგუ

ტომასონი ვისი აღმოჩენაა?

• ზაზა

ეს ლეგიონერი სად იპოვეს ნეტა სანქულიანებს ვერ ისვრის გადაცემებს ვერ აკეთებს ლეგიონერები მოყავთ რო გუნდი გაძლიეროს და ეგეთი მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატში ყოველი მეორეა

• ცოტნე

მინდოდა ბოლომდე არაფერი დამეწერა მაგრამ საზღავრი აქ ყველაფერს… ეს ვინ ლეგიონერი მოიყვანეთ…. არ გრცხვენია სანიკიძე?.. რას დააამსაგვსეთ ნაკრები ეს რა არის რა უბედურებაა…. გული მიკვდება რა ნაკრები გყვავდა და რა ნაკრები გყვავს გრცხვენოდეთ!!!!

• simon pipia

მრავლისმეტყველი სტატიაა, 28 ქულით წავაგეთ თურმე. დაწერეთ, შანსი გვაქვს? ან რატომ წავაგეთ ამდენი ქულით. მწვრთნელია მძღ თუ კლასი არ გვყოფნის. ანგარიში ყველა საიტზე წერია და გავიგებთ ჩვენც. თქვენ რაღაცა დაწერეთ, რატომ უნდა წავაგოთ 28 ქულით. თქვენი აზრი არ გაქვთ?

• Pele

Au ra bandaa

• Რაგბის ფანი

დააბრუნეთ ზუროსი ან კოკოშკოვი

• ჯორჯო ბიძია

ნაკრები კაი არა ჯოგია!!! ნბა არაა კვატი...კლათბურთის მკვლელები ხართ, მოვიდა კამერუნი დაიმალეთ

• ჯიკიჩი

სასწრაფოდ გასაშვებია, თავიდანვე დაეტყო. დაგვტოვებს ევროპის გარეშე, თუ დროზე არ მოვიშორეთ

• დათო

ლატვიასთან კი არა ლატვიასთანაც დამარცხდა ისე როგორც ყველასთან რაცეს იდიოტი მოვიდა! რატომ არ უშვებთ ამ ლენჩ მწვრთნელს სახლში ამდენხანს?!!! თუ მაინცდამაინც უნდა ავჯანჯდეთ გულშემატკივარი.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს ტოპ-10 მატჩში ლატვია-საქართველოს დაპირისპირება შეიყვანეს

ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

გერმანიამ დრამატულ მატჩში ლატვია დაამარცხა

ევრობასკეტი 2017. 1/4 ფინალი: გასოლის გასროლა [VIDEO]

57:82. საქართველოს ნაკრები რიგაში დამარცხდა [VIDEO]

საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება

შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ფილიპინების 19 ქულით დამარცხება სჭირდება

ოლიმპიადაზე გასვლა ოცნებად დაგვრჩა - საქართველოს ნაკრებმა ფილიპინებს მხოლოდ 2 ქულით სძლია [VIDEO]

ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია