რიგაში, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე, ფილიპინებმა ლატვია 89:80 დაამარცხა.

ფილიპინებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, რომელიც 16 ქულით მოიგო, შემდეგ 28 ქულითაც დაწინაურდა, ბოლოს მასპინძლებმა გაიბრძოლეს და საბოლოოდ სხვაობა 9 ქულამდე შეამცირეს.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან 55:83 წააგო, დღეს ფილიპინებს დაუპირისპირდება და ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გასასვლელად 19 ქულით მოგება სჭირდება.

საქართველოსა და ფილიპინების ეროვნული გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

სოსო
რა ჩაძირვაზე ლაპარაკობ,ხომ ნახე,ჩვენი ნაკრები როგორ "თამაშობს"?

მერე მე ვზივარ პარლამენტში? მოითხოვის რამე და გააკეთოს და გააკეთებინოს, მარა მელასავით ცმაცუნობს პირადი გამორჩენის გამო. ვიქტორას დიდი ხანია კიდია კალათბურთის განვითარება
Gio
არავინ არ არის გარიყული, თვითონ ქმნიან ჩაკეტილ წრეს და ასე იყო ოდითგანვე. ფულსაც კარგად შოულობენ და მშვენივრად არიან. ბავშვობიდან მახსოვს კალათბურთზე ვერ მოხვდებოდა, თუ ნაცნობი, თანაც ცნობილი არ გყავდა. იგივე გრძელდება ეხლაც. მაგალითად: ლონდარიძეს ნაკრებში რა უნდა. ანდრონიკაშვილს კაი პატრონი ყავს. ესპანეთში თამაში გაუჩალიჩა "ზამენის" მოთამაშედ. ტიპი უაზროდ აძლევს ბურთს და საქმიანობის ნული პროცენტი. სანამ ეს ჯადოსნური წრე არ გაირკვევა ასე იქნება მუდამ. თანხებს და დაფასება რაც შეეხება არცერთი არ აკლიათ და არც თავს იკლავენ მაგისთვის
fan1
fan1-ს შარშან რომ საოცარი შედეგი დადეს და კარგი მწვრთნელი ყავდათ რასაც მეც ვიზიარებ იმიტომაც ვართ აღშფოთებულები რომ წელს სრულიად დეგრადირებულია ხარისხი. ეს ახალი მწვრთლელი რომ "კარგი" სპეციალისტია შედეგებიდან ჩანს. ჩვენზე უარეს გუნდებს უკეთესი ნატურალიზირებული კალათბურთელები ყავს და "ძნელია" ეგ მიუთითებს ფედერაციის უნარებზე. "ფულს ვერ გადაუხდი მოწვეულ კალათბურთელს." ამაზე კომენტარი ზედმეტია. თქვენ ალბათ ფედერაციის დაცვა გევალებათ ამ საიტზ. კარგად ჩანს ტენდენციურობა. გულშემატკივარი ხედავს კარგ და ცუდ თამაშს.
rrr s
ჩვენი დაუძინებელი მეგობრები.
Rezo
Absoluturad vetanxmebi, vinmem aiyvana xelshi saginashvili, talaxaze, shengelia, moragbeebi, mojidaveebi, judokebi, bazadze, uamravi sportis kidev ufro meti gacilebit warmatebuli sportsmeni akvea chventan da sakartbelostvis aklavs tavs, gorgoze es legenda kaci vinmem daafasa???? Umaduroba da usamartlobaa aseti mokceva, arasworia, yvelas ase ekutvnis mashin da shesabamisi pativi mivagot yvelam. Msoflio ateulebshi gvyavs sportsmenebi an nakrebebi tu pirvelze ara da aseti pativi ar girsebiat dgemde. Mesmis fexburti nomeri pirvelia msoplioshi da akac zalian uyvart mara aseti damokidebuleba zalian didi usamartlobaa sxva sportsmenebisatvis, ar sheizleba ase. Gamixarda zalian warmateba magram zalian sawyenia ase gmirebad da gmertebad warmochena amati roca gacilebit titulovani da warmatebuli nakrebebic gvyavs da sporstmenebic. Kidev ertxel vulocav yvelas pexburtshi istoriis daweras.
rrr
ჩვენ თუ ფილიპინებს, მოუგეთ გამოდის ლატვიამ ძალით წააგო მაგათთან, იმიტომ, რომ ჩვენ ჩაცეძირეთ, თუ ასე მოხდა შემძულდება ეგ ნაცია.
fan1-ს
თუ არ იცით(აშკარად არ იცით), შარშან, როდესაც ქართული გუნდური სპორტის სახეობებში ისტორიაში საუკეთესო შედეგი დადეს და მსოფლიოს(და არა ევროპის, როგორც ფეხბურთელები) 16 საუკეთესოში მოხვდნენ, ეს ფედერაცია და ხელმძღვანელობა იყო. ძალიან კარგი მწვრთნელი(რომელსაც ზოგი უვიცი აკრიტიკებდა) შეიცვალა ასევე საკმაოდ ცნობილი და კარგი სპეციალისტით. მაღალი დონის უცხოელი კალათბურთელის დაინტერესება ძალზე ძნელია, რადგან თანხის მიცემა არ შეიძლება(ფიბა კრძალავს) და სხვა მხრივ საქართველოს ნაკრებში თამაში არდადეგებზე, მომხიბლავი არ არის. სხვა ვერავინ დაითანხმეს. გუნდში თაობათა ცვლაა და დროა საჭირო. ოლიმპიადის შესარჩევში პირველად მონაწილეობენ და გასვლაზე ფიქრიც კი, ფანტასტიკაა. ჯგუფიდან თუ გავლენ, საბოლოოდ ოლიმპიადაზე მოხვედრა მაინც წარმოუდგენელია. ასე რომ, თუ თემაში ვერ ერკვევით, უსაფუძვლო კრიტიკული კომენტარების წერა თქვენს ცუდ აზროვნებაზე მიუთითებს. და ბოლოს, დიდი ანგარიშით დამარცხებული ფეხბურთელების ასე გაფეტიშებამ და სხვების სრულმა იგნორმა კალათბურთელებზე ძალიან ცუდად იმოქმედა.
მამუკა
ფეხბურთელების უზარმაზარი დაფასების(კარგია, მივესალმები) და ბევრად უკეთესი შედეგების მქონე კალათბურთელების სრულიად დაუფასებლობის პირობებში, პირადად მე, ბითაძის, მამუკელაშვილის, ან შენგელიას ადგილზე, ნაკრებში თამაშზე უარს ვიტყოდი. კარგად მახსოვს, შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 საუკეთესოში გასულებს მომავალ მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან მარცხისთვის როგორ აკრიტიკებდნენ. მთავარი მწვრთნელი ზუროსი ისე გაუშვეს, ერთი სერიოზული შეხვედრა და მადლობა არავის უთქვამს. იგივე თედ მაკფადენსაც ეხება. როცა არ გაფასებენ და ხედავ, სხვას 4:1 წაგებაზეც გმირებს უწოდებენ და რაც კი შეიძლება, ყველა სიკეთეს აძლევენ, გული აგიცრუვდება. ვიმეორებ, მე უცხოეთში მოთამაშე ქართველების ადგილზე, სხვის ფონზე ასეთ დაუფასებელ პირობებში, ნაკრებში არ ვითამაშებდი. ანუ, ერთს საერთოდ ყველაფერი და მეორეს, თანაც ბევრად უკეთესს საერთოდ არაფერი?
სოსო-ს
დიახ, როცა ხედავ, რომ წლების განმავლობაში ბევრად უკეთესი შედეგები გაქვს, ვიდრე სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებს, არც არავინ მადლობას გეუბნება, სხვებს კი ბევრად ნაკლები შედეგისთვის მილიონებს და ღირსების ორდენებს ურიგებენ, ზარ-ზეიმით ხვდებიან და ლამის გმირებად აღიარებენ, ღიზიანდები, მოტივაციას ჰკარგავ და "იკიდებ". მე პირადად ეგრე მოვიქცეოდი. 25 მილიონ დოლარიანი კონტრაქტის მქონე ბითაძის ადგილას ნაკრებში არც ვითამაშებდი, რადგან არავინ აფასებს და მხოლოდ გაკრიტიკებას ცდილობენ.
fan1
fan1-ს კომენტარი არ ეხება კალათბურთელებს არამედ ფედერაციას და მათ მიერ მიღებულ კატასტროფულ გადაწყვეტილებებს. მოიყვანეს არაფრის მაქნისი მწვრთნელი და ლეგიონერი და უმაგრესი გუნდი ფაქტიურად გაანადგურეს. ის რომ კალათბურთს მეტი ყურადღება და დაფასება უნდა ეგ არაფერ კავშირშია კრიტიკასთან.
პატრიოტი-ს
გუნდურ სახეობებში კალათბურთს ყველაზე დიდი მიღწევები აქვს და ოლიმპიადის შესარჩევზე თამაშიც ამის მაჩვენებელია. შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდნენ და იქ 16 საუკეთესოში მოხვდნენ, პრეზიდენტი მაშინაც სანიკიძე იყო. რაო, კალათბურთელებს და ფედერაციას ვინმემ მადლობა უთხრა, მილიონები და ღირსების ორდენები ჩამოურიგა, თუ ასიათასიანი დახვედრა მოუწყო? უმადურებს და დაუნახავებს მხოლოდ კრიტიკა შეგიძლიათ.
7898
თუ არ უნდათ თამაში ნუ ითამაშბენ, მაგრამ საქმე ის არის რომ თამაში არ იციან და ის რომ თურმე მოტივაცია არა აქვთ სასაცილოა შენ რომ სპოტსმენი ხარ და გამოდიხარ სათამაშოდ რაც არ უნდა უკმაყოფილო იყო შენი თამაში უნდა ითამაშო ანუ ხელწერა არ უნდა გაიფუჭო და თუ არ თამაშობ ე ი თამაში არ გცოდნია
პატრიოტი
სანიკიძე რომ რუსულ კანონს აწერს ხელს და მონა გახდა, მაშინ გახდა ჩვენი საქმე ცუდად, კარგი ლეგიონერი ვერ იპოვეს,ფულის გადახდა არ ინებეს კარგ ლეგიონერში, ტელევიზიებიდან და მთავრობიდან ნული ყურადღება, ყველა ფეხბურთის მცოდნე გახდა და ვითომ წარმატების მიწერა ყველამ მოინდომა, სრული პაკაზუხობა და პროვინციონალიზმია, კი ბატონო, ფეხბურთი ნომერი 1 სპორტია (ჩემთვისაც), მაგრამ ქართველებს კალათბურთიც გვიყვარს, ხელბურთიც და წყალბურთიც, წარმატებულებიც ვიყავით სპორტის ამ სახეობებში, ყურადღება უნდა მივაქციოთ სპორტის ამ სახეობებსაც
nika
ჩვენი სანაკრებო შტაბის გათვლა - ლატვია მაინც გაიმარჯვებს ფილიპინებთან მოდი ჩვენ დავზოგოთ ძალები, თორნიკეც დავასვენოთ, შედეგი: 55-83. ფილიპინების სანაკრებო შტაბის გათვლა ყველასთან ვიბრძოლოთ ბოლომდე, შედეგი: 89 - 80. აწი საქართველო 19 ქულით მომგები არაა და რა გათვლა აქვთ არ ვიცი.
ლადო
ვიღაცეები კალათბურთელებს აკრიტიკებენ. ის მაინც ნახეთ, ვინმე სადმე თუ ახსენებს კალათბურთს. აი, თუნდაც ამ საიტზე. ფეხბურთზე უამრავი სტატიაა, კალათბურთზე მხოლოდ ერთი. იგივე ხდება მაშინაც, როცა აკალათბურთელები იგებენ, მსოფლიო ჩემპიონატზე გადიან და წარმატებას აღწევენ. ანუ, კალათბურთი არავის ახსოვს, ღირსების ორდენით არავინ აჯილდოვებს, ფულს არავინ აძლევს. ჰოდა, რას სთხოვთ, უცნაურია. თუ მოგებისას არავინ აფასებს, წაგებაზეც ნურაფერს ეუბნებიან, თუ მარტო გასაკრიტიკებლად ხართ მომართული?
ბაჩუკი
19 ქულა რა პრობლემაა? ტომასონი გადაგვარჩენს!
ადამიან-ს
დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან უსუსური არგუმენტია, თურმე მსოფლიოზე ჯგუფიდან გასულან. ჯერ ის გავიხსენოთ, როგორ შემთხვევით აღმოვჩნდით მსოფლიოზე, მერე ის ციდან ჩამოვარდნილი შანციც რომ კინაღამ გავანიავეთ და მგონი ფინეთი იყო, სახლში გადაგვიარა და მგონი 1 ბურთი დააკლდათ მარტო, რომ ჩავეტოვებინეთ და მერე ისიც გაიხსენე, მსოფლიოზე რა ჯგუფში მოვხვდით, იმ ჯგუფიდან ვერგასვლა გაცილებით რთული იყო
ჯაბა-ს
ფეხბურთელების ზედმეტად დაფასებამ და კალათბურთელების ბევრად მეტი მიღწევების სრულიად დაუფასებლობამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა. საერთოდ კალათბურთელებს ინტერესი დაეკარგათ. უკვე იმაზეც საუბრობენ, ნაკრებში არ ვითამაშებთ, მაინც არავინ გვემადლიერებაო. ჰოდა, სავარაუდოდ, მომავალში ნაკრებში მხოლოდ საქართველოსჩემპიონატში მონაწილეები ითამაშებენ.
სოსო
ანუ ბონუსებს თუ არ გაძლევენ, უნდა დაიკიდო ნაკრებში თამაში? მაშინ საერთოდ ნუ ჩამოვლენ ნაკრებში და ითამაშონ იმათ, ვისაც უნდათ, წააგებენ, მაგრამ იბრძოლებენ მაინც და დამიჯერე, მაყურებელი დაუფასებს მაგას და ესეთ უთავმოყვარეო, უჯიგრო გუნდს მაინც აღარ დავინახავთ
გიზოგ
გეთანხმებით ბატონო, ასეთი უპასუხისმგებლო თამაში ნაკრებში? კაცს ნაკრებში გეძახიან და ასეთი მოუმზადებელი როგორ მიდიხარ. სინდისის რაღაც დონე ხომ არსებობს. ფეხბურთელების წარმატების ზეიმი ბოლომდე ჩაგვაშხამეს.
ამბაკოს
ჰოდა თუ ვერ გაიგე, გეტყვი. ფეხბურთელებზე ბევრად წარმატებულ კალათბურთელებს რომ მინიმალური დაფასებაც არ აქვთ., ხედავენ, რომ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ღირსების ორდენები და მილიონები დაურიგეს, 26 მარტს სახალხო ზეიმი მოაწყვეს, მსოფლიო ჩემოიონატზე გასულ და 16 საუკეთესოში მოხვედრილ კალათბურთელებს მადლობაც არ უთხრეს, მოტივი არ და ვერ იარსებებს. როგორც მათ მიუდგებიან, იგივეს პასუხობენ. თუ კალათბურთელებს მხოლოდ წაგების მერე ლანძღავენ და არცერთ მოგებაზე არავინ აფასებს, ხშირად იმ მოგებულზეც აკრიტიკებენ, რაღა მოტივაციაზე ლაპარაკობთ? თავი გაანებეთ, არც თამაშებზე არავინ გულშემატკივრობს.
ლუკა-ს
შარშან რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ და 16 საუკეთესოში გააღწიეს, მაშინ რას ფიქრობდი? დაურიგონ ღირსების ორდენები, მილიონები და კიდევ უკეთეს შედეგს უჩვენებენ. არავინ არაფერს აძლევს. ჰოდა, არც ინტერესი აქვთ. ფეხბურთს უყურეთ.
fan1-ს
შარშან რომ ქართული სპორტის ისტორიაში გუნდური სახეობებიდან საუკეთესო შედეგი აჩვენეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 საუკეთესოში მოხვდნენ, რას ამბობდი, მაშინაც არ მოგწონდა? ფეხბურთელებს რომ ბევრად ნაკლებ შედეგებზე იმდენი რამ მისცეს, ცხოვრების ბოლომდე ეყოფათ, მათ ფონზე, სრულიად დაუფასებელ კალათბურთელებს რომ ნაკრებში თამაშის სუტვილიც დაეკარგათ, ეგ არ გიფიქრია? ჰოდა, ვისაც როგორ აფასებენ, ისე ირჯებიან. თქვენი გადასაწყვეტი არ არის, ვინ სად და როგორ მოიქცევა. გერმანიაში რომ 35 ათასი საქართველოს მოქალაქე ფეხბურთის ბილეთებს ყიდულობს, კალათბურთის ოლიმპიურ შესარჩევზე ბილეთები არავის უყიდია. ხმას ნურავინ იღებს.
david
ჩემს აზრს ვიტყვი. კი ბატონო ფეხბურთი გაცილებით პოპულარული სპორტია მსოფლიოში და მეც ფეხბურთი განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ კალათბურთსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ყველგან და საქართველოშიც. უმაგრესი კალათბურთელები გვყავდა ყოველთვის და ახლა რა ხდება. ნული ყურადღებაა ამ ბიჭებზე მგონია. ოლიმპიადა უმაღლესი ტურნირია ყველასათვის და ასეთი იგნორი. რატომ არ დააორგანიზეს ლატვიაში ბიჭების მხარდაჭერა(ბილეთები, რეისები), მითუმეტეს რომ ფეხბურთთან შედარებით გაცილებით ნაკლები რაოდენობაა საჭირო. ან რა მწვრთნელია ახალი(სულ აგებს), ან ეს ლეგიონერი საიდან მოიყვანეს. ზოგს ფეხბურთი უფრო უყვარს(მათ შორის მეც), ზოგს რაგბი, ზოგს ძიუდო თუ სხვა. რა მნიშვნელობა აქვს თუ ქვეყნის პრესტიჟს ეხება საქმე. ბიჭები რიგაში რატომღაც გარიყულებივით აღმოჩნდნენ ფეხბურთის ჩემპიონატის და ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წარმატებისა და ყურადღების ფონზე. სიმართლე გითხრათ არც სათანადო რეკლამა ყოფილა. მე თვითონ მოვიძიე როდის და ვის ხვდებოდნენ ამ უმნიშვნელოვანეს საკვალიფიკაციოზე. ასე არ შეიძლება: ჩემი პატივისცემა თითოეულ კალთბურთელს. ახალ ამას რომ ვწერ ფილიპინებს უკვე მოგებული აქვთ ლატვიასთან უცნაური და ძალიან საეჭვო მატჩი და ჩვენ 19 ქულით თუ არ მოვიგეთ ვერ გავდივართ ოლიმპიადაზე. ძალიან სამწუხაროა!!!
ლუკა
წარუმატებლობის 3 მთავარი მიზეზია:1. ფედერაცია - თვითდინებაზე არიან, საერთოდ არ ჩანან ახალგაზრდა და პერსპექტიული კალათბურთელები, საერთოდ არ აქვთ პროგრამა, იმის იმედად არიან, ვიღაცამ თავისი კავშირებით და სახსრებით გააღწიოს საზღვარგარეთ, შეიქმნას კარიერა და მერე ის მოიწვიონ ნაკრებში. 2. მწვრთნელი, რომელსაც ხელფასის აღების მეტი არაფერი აინტერესებს. 3. მართალია საუკეთესო შემადგენლობა არ გვყავს, მაგრამ ვინც არიან, ისინიც არ ინდომებენ, ფილიპინების თამაშს უყურეთ? გიჟებივით დარბოდნენ, დავიჯერო ამხელა პრემიებს და ბონუსებს შეპირდნენ? დარწმუნებული ვარ, მთელი ფილიპინების ნაკრები არ იღებს იმდენს, რამდენსაც მარტო ბითაძე. იმ კალათბურთელების უმრავლესობა, ვინც გუშინ ლატვიას გადაუარა, ფილიპინების ჩემპიონატში თამაშობს და ერთი-ორი ლეგიონერი ყავთ იაპონიაში და ირანში, მაგრამ რაც მთავარია, გული და სული ჩადეს და შედეგიც მიიღეს
გაიგე ამბაკო?
ნუ დაგვავიწყდება რომ თევზი თავიდან ყარს! ვინ ჩამოიყვანა ეს მწვრთნელი? რატომ არ ეტყობათ ბიჭებს მონდომება და ცეცხლი თვალებში? რატომ არის ამდენი უაზრო დაკარგვა, გაფუჭებული საჯარიმოები და ხელის კანკალით სამიანის სროლები? ფილიპინებს კი არა, მალე სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ვეღარ მოვუგებთ. სირბილიც კი ეზარებათ, დაცვაში ჩამოსვლასაც კი ვეღარ ასწრებენ. ზუროსი და კოკოშკოვი გაგვიხდა სანატრელი.

ესენი კალათბურთს არ თამაშობენ , არც ( ვერც ) კი ისვრიან .მოჭიდავეები არიან. ვინ უნდა დახვდეთ ან რატომ ? საკუთარი ოჯახის წევრების გარდა. ესაა ლიპარტელიანიდან დაწყებული და დანარჩენების " შრომის " შედეგი. ოქროს თაობა კი 90 იანებში უშუქობასა და გაყინულ დარბაზებში ნავარჯიშები ბიჭები იყვნენ. სირცხვილია, სანიკიძის ბრალი არაა ეს უდონობა, მაგრამ სასწრაფო სიღრმისეული ცვლილებებია გასატარებელი. განვითარების სწორმა პროგრამამ შესაძლებელია 10 წელიწადში ნაყოფი გამოიღოს . ჯიკიჩი კი არაა ცუდი მწვრთნელი, ბავშვთა და ერ. ჩემპიონატის მწვრთნელები არიან არაკვალიფიციურები , ცალკე უბედურებაა ა ლიგაშიც კი 5 დან 2-3 უცხოელი მოედანზე.
ჯაბა
ბითაძე და მამუ მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობენ, საერთოდ არ ითამაშებდნენ, მაგრამ მთლად ეგრეც არ გამოდის და სანამ ვიღაცეები რაღაცეების მტკიცებას დამიწყებთ, ის გუნდი გაიხსენეთ, სანიკიძე, ფაჩულია, მარკოიშვილი, ცინცაძე რომ თამაშობდნენ და როგორი შემართებით თამაშობდნენ
fan1
ასეთ გუნდს ოლიმპიადაზე არაფერი ესაქმება. უნდა გადადგეს მწვრთნელი და ფედერაცის ხელმძღვანელობა.
ადამიანი-ს
ფეხბურთელებს 30 მილიონი და ღირსების ორდენები მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის მისცეს, რაც კალათბურთელებმა 7-ჯერ გააკეთეს და არავის გახსენებია. კიდევ 30 მილიონი ფეხბურთელებმა(ანუ, ჯამში 60 მილიონი) ჯგუფიდან გასვლისთვის მიიღეს. კალათბურთელები შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ და იქ 16 საუკეთესოში მოხვდნენ და არავის გახსენებია(ვითომ გულშემატკივრებსაც). ფეხბურთელებმა მაგდენს რომ მიაღწიონ, ალბათ ძეგლებს დაუდგამენ და ქუჩებს მათ სახელებს დაარქმევენ. ნამდვილად ვიცი, კალათბურთელები ფეხბურთელების გამორჩევის გამო(ღმერთმა შეარგოთ და მეტიც მისცენ) ძალზე გულაცრუებულები არიან. ზოგი საერთოდ, ნაკრებში თამაშზეც დაფიქრდა.
ტარიელი
შეგისწორებთ ტუ არ გეწყინებათ , შანსი არაა (((
ადამიანი
სტიმული და მოტივაცია არა აქვთ და რატო მსოფლიოზე გავიდნენ არანაირი ყურადღება 16გუნდში მოხვდნენ დახვედრა არ მოუწყვეს.არ არაფერს შეპირდნენ პრემიას...ფეხბურთი 30 მილიონი და ასეთი დახვედრა ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო და მართული...კალათბურთი ამ მხრივ ბნელეთშია რას ვითხოვთ ამის ფონზე. მოთამაშეები არ გვყავს მაგრამ მონდომება ხომ უნდა ეტყობოდეთ...მოტივაცია და სტიმული არა აქვთ და შედეგიც სახეზეა.
გიორგი
კალათბურთელებს სპორტის გუნდურ სახეობებში ყველაზე დიდი მიღწევები აქვთ და მადლობა არავის უთქვამს. ევროპის ჩემპიონატზე 7-ჯერ გავიდნენ და თითქოს არაფერი, ეგრეც უნდა ყოფილიყო. შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ, იქ 16 საუკეთესოში მოხვდნენ და ბევრი კიდევ აკრიტიკებდა, მსოფლიოს მომავალ ჩემპიონს, გერმანიას რატომ არ მოუგესო. ახლა, ისტორიაში პირველად, ოლიმპიადაზე გასასვლელ შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს და ქართველ ე.წ. "გულშემატკივრებს" 100 ბილეთიც არ უყიდიათ. ჰოდა, როდესაც სხვა სპორტის ფონზე, სადაც ევროპის ჩემპიონატზე უბრალოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ღირსების ორდენებს და ათეულობით მილიონ ლარს ურიგებენ, ეგრე უპატივცემულოდ ეპყრობიან, ნაკრებში რომ საერთოდ თამაშობენ, ეგეც გასაკვირია. ვინ ხართ რომ აკრიტიკებთ. ფეხბურთზე გერმანიაში მატჩების დასასწრებად საქართველოდან 100 ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა, ლატვიაში კალათბურთელების ოლიმპიადის შესარჩევ მატჩებზე კი ვიმეორებ, 100 ბილეთიც არ გაყიდულა. გუნდი თაობათა ცვლას განიცდის, საუკეთესოები(შერმადინი და შენგელია) ტრავმირებულია, მაღალი კლასის უცხოელი ვერავინ დაითანხმეს(ფულის გადახდა არ შეიძლება) და ისე ლანძღავენ, თითქოს მათ მხარდასაჭერად რაიმე გაეკეთებინოთ. თავი გაანებეთ, იმათ მიხედეთ, ვისაც ღირსების ორდენებს და მილიონებს ჩუქნიან.
ლუკა
ლატვიამ ფილიპინებს თამაში მისცა და საქართველოს "მოტეხვას" ცდილობენ. ტოტალიზატორში ფილიპინების მოგებაზე ფსონი 15 იყო.
რიგითი გულშემატკივარი
19-47 ქულით მოგების შემთხვევაში ფილიპინები ვარდება, ლატვია გადის პირველი ადგილით, ხოლო თუ მოვიგებთ 48 ან მეტი ქულით, მაშინ ჩვენ პირველით და ლატვია მეორე ადგილით გავდივართ. აი ასეთი არარეალური ამოცანის წინაშე დაგვაყენა ჩვენმა გაუაზრებელმა "თოკოს დისკომფორტის გამო თამაშის გამოტოვების" "ბრძნულმა ტაქტიკამ".
გუსანი
ფუჭი მოლოდინები ნუ გექნებათ, მომავალში რა გვეშველება იმაზეა სადარდებელი, თოკო და გიორგი როდემდე გაქაჩავენ? მერე? ბითაძე და მამუ როგორც ვატყობ ვერ ტვირთულობენ ნაკრების ჩაბმას, მინიმუმ ძლიერი ამერიკელი გამთმაშებელი გვჭირდება- ჯეიმსი რომ არის ისეთი კალიბრის რამე შედეგს რომ წავეპოტინოთ....
გუსანი
ეტყობა სიზმარში ხარ..
Ვისტი
ვინც არ უყურა თამაშს მათთვის: მთელი ფილიპინების ნაკრები მოძრაობდა, იხსნებოდნენ, დამუშაებული კომბინაციები ჰქოდათ, სამწამიანში ექსტრა პასებს აკეთებდნენ. თამაშით დაიმსახურეს გამარჯვება, არავის არ უჩუქებია. რაც შეგვეხება ჩვენ, ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, მინიმალური შანსია 19 ქულით ასეთ ნაკრებს მოუგო ჩვენი თამაშით, თორემ შეუსრულებელი მისია არაა.
ელიასი
ლატვიის გავარდნის არანაირი მათემატიკური შანსი არ არსებობს, მას +19 ქულა აქვს. ან ჩვენ გავვარდებით ან ფილიპინები, რომელიც გავარდნის ღირსი არ არის. აქედან გამომდინარე - ვინ არის ღირსი? კი, ბატონო. იმედია, ამათ მაინც არ დავხვდებით სამშობლოში ზარ-ზეიმით.
გია
ქართული კალათბურთის მომავალი ანდრონიკაშვილი სამიანებს კი არა საჯარიმოს ვერ ისვრის, ლეგიონერიც იგივე, ცენტრი არ გვყავს ბითაძის გარდა არავინ ხუთი წუთი რომ შეცვალოს, სამი ნომერი არ გვყავს სროლა რომ იცოდეს, (სანაძე ნულზე დაეშვა),მწვრთნელი ჩვენ არ გვყავს ნორმალური კომბინაცია რომ დახაზოს, რის ხარჯზე ვაპირებთ მოგებას ვერ ვხვდები
მერაბი
სასწრაფოდ გასაშვებია მწვრთნელი, მის ხელში გუნდი დაიშალა!
ქომაგი
რატომ ხართ ასეთი დარწმუნებულები, რომ უნდა მოვუგოთ 19 ქულით გუნდს, რომელმაც ჩვენი გამბითურებელი დაამარცხა, თუნდაც ლატვია მეორე სასტავით ყოფილიყო.
ლაშა
რა შუაშია მოძმე ბალტიისპირელები? ან ბიძაშვილი? რამე უკადრებელი იკადრეს? ოლიმპიასის საგზურია, ამხანაგური თამში ხომარა? ითამაშეს, გვაჯობეს და მოგვიგეს. არა ბიჭო დაგიწვებოდა.
გოჩა
მოძმე???
იმედი
3 ადამიანია ნაკრებში ვისაც შეიძლება რომ კალათბურთელი ეწოდოს - შენგელია, ბითაძე, მამუკელაშვილი. დანარჩენები ძალიან შორს არიან ამათგან, არა იმიტომ რომ არ ინდომებენ, არა, უბრალოდ კლასშია სხვაობა. ეს სისტემური პრობლემაა. ეს მარტო კალათბურთის პრობლემა არაა. ერთადერთი ფედერაცია, რომელიც რეგულარულად ზრდის მომავალ თაობას და შევსებას (ღირსეულ) აძლევს ნაკრებს არის რაგბის ფედერაცია.
rigiti
მწვრთნელი რატომ??? მისი მომყვანი!!!!!!!!!
დდდ
ეგ მხოლოდ პროგრამა მინიმუმია... მაქსიმუმი კი 48 ქულით მოგება და პირველი ადგილით გასვლაა...
თენგო
ჩვენ თუ სასურველი ანგარიშით მოვიგეთ ე ი ლატვია ვარდება. ლატვიის დამმარცხებელი ჩვენ არ ვიყავით. მგონია მეტი შანსი გაგვიჩდა ოლიმპიადაზე გასვლისა. თოკო გვყავდეს ჯანმრთელად
zzz
მაგათ 19 ქულით მარტო ლონდარიძე მოუგებს..)))
ბოკინიო
მოძმე ბალტიისპირელებმა გაგვიჩალიჩეს:( თოკოსთან ერთად თუ ვერ მოვუგეთ ფილიპინებს ეგრევე გააგდეთ მწვრთნელი!!!!!!!!!!
cotne
რისი მომგებენი აროან ტყუილად ნერვები უნდა მოვიშალოთ.. აქეთ მოგვიგებენ 19 ქულით…გამთამაშებელი გვყაბს სამიანს არ ისვრის..)))
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა [VIDEO]
ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს ტოპ-10 მატჩში ლატვია-საქართველოს დაპირისპირება შეიყვანეს
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
გერმანიამ დრამატულ მატჩში ლატვია დაამარცხა
ევრობასკეტი 2017. 1/4 ფინალი: გასოლის გასროლა [VIDEO]
57:82. საქართველოს ნაკრები რიგაში დამარცხდა [VIDEO]
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ოლიმპიადაზე გასვლა ოცნებად დაგვრჩა - საქართველოს ნაკრებმა ფილიპინებს მხოლოდ 2 ქულით სძლია [VIDEO]
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია