ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ოლიმპიადაზე გასვლა ოცნებად დაგვრჩა - საქართველოს ნაკრებმა ფილიპინებს მხოლოდ 2 ქულით სძლია [VIDEO]

ოლიმპიადაზე გასვლა ოცნებად დაგვრჩა - საქართველოს ნაკრებმა ფილიპინებს მხოლოდ 2 ქულით სძლია [VIDEO]

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა რიგაში ფილიპინები 96:94 დაამარცხა, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გასასვლელად ჩვენს გუნდს მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რაც მისი მოკლე სათადარიგო სკამიმიდან გამომდინარე, ძალიან რთული ამოცანა იყო.

საქართველოს ნაკრებს კაპიტანი შენგელია დაუბრუნდა, რომელმაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ტომასონი, ანდრონიკაშვილი, შენგელია, მამუკელაშვილი, ბითაძე. ქართველ კალათბურთელებს სტარტი კარგი გამოუვიდათ, 8:0 დაწინაურდნენ და მეტოქე იძულებული გახდა წუთშესვენება აეღო, რის შემდეგაც ქართველებმა უპირატესობა გაზარდეს (16:0). პირველი ქულები მოწინააღმდეგემ მხოლოდ მეექვსე წუთზე ორი სამქულიანით მოიპოვა, თანდათან სხვაობა შეამცირა და პირველი მეოთხედი 28:17 დასრულდა.

ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, ფარზე დომინირებდა, ვიზავის შეცდომების დაშვებას აიძულებდა, შეტევაში ბითაძე და მამუკელაშვილი შესანიშნავად ირჯებოდნენ, შენგელია შეუჩერებელი იყო, ტომასონსაც სროლები წაუვიდა და 40:20 გავედით წინ. მერე ფილიპინებმა 11-ქულიანი გაქცევა მოახერხა, პირველი ტაიმი კი 55:43 მოვიგეთ.

დიდი შესვენების მერე ჩვენმა გუნდმა კატასტროფულად ითამაშა, ფილიპინები პირველად მატჩში წინ გავიდა, დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე ფრე, 74:74, ხოლო საბოლოოდ საქართველოს ნაკრების 2-ქულიანი გამარჯვება დაფიქსირდა.

ჩვენი გუნდიდან 26 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო (7 მოხსნა), 19 ქულა ბითაძემ ჩააგდო (9 მოხსნა), 17 შენგელიამ (7 პასი), 14 ტომასონმა, 13 სანაძემ, 5 ანდრონიკაშვილმა. ფილიპინელთაგან საუკეთესო ბრაუნი გახლდათ - 26 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი.

შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ფილიპინების 19 ქულით დამარცხება სჭირდება

• gri

da shen ra gagiketebia mazgach

• გურამას

მიუხედავად იმისა რომ ასაკი მიწყობს ხელს, მე ვეძებე და ბოისას ჩაგდებული ინტერნეტშიც ვერ ვნახე. იქნება შენ მაჩვენო?

• გურამას

ასაკი არ გიწყობს ხელს ცოტა დიდი ბიჭი რომ იყო ნახავდი ინტერნეტში ნახე

• guram

ბოისა რას აკეთებს ნაკრებში ვინმემ იცით? ან რას აკეთებდა როცა თამაშობდა, მაგის ჩაგდებული გინახავთ?

• ხუტა

ღმერთო მაპატიე და გარეგნულადაც ყოველნაირად არასიმპატიურია ჩვენი მწვრთვნელი.

• evropidan

შენ რომ ჭკუა არ გაქვს ის ლატვიელების ბრალია?)))))

• ხასანა ძია

ესეიგი რომ ვერ გავედით ლატვიელების ბრალია?ვინც ლატვიელებს აბრალებს ან ბრმაა ანაც საერთოდ არ ესმის კალათბურთი,28 ქულით რომ წააგო გუნდმა ვის აბრალებთ ნაცებს თუ ქოცებს წესები თუ არ იცით ინტერნეტში მაინც მოძებნეთ და მერე გაიგებთ ლატვიამ გაგწირა თუ შენი ბრალია ეს ყველაფერი

• Rezo

უნამუსო ლატვიამ გაგვწირა. მარა ჯსეეს ტრენერუ და ლწგიონერი მეორადებში იშოვეს?

• fani

უფრო ზუსტად, ასე უნდა დაგეწერა: "ერთი ლონდარიძის პირსახოცის ქნევის იმედიღა მაქვს"

• სიმართლე

ქართული კალათბურთის აღმავლობის ხანა დამთავრებულია! ამჟამინდელი ნაკრები გადაიქცა საშუალოზე დაბალი კლასის გუნდად, რომელიც არათუ ოლიმპიადის ან მსოფლიოს, არამედ აწი ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზურსაც ვეღარ მოიპოვებს. ამაზე სრულად არიან პასუხისმგებელი ფედერაციის ხელმძღვანელები. ვიქტორ სანიკიძე იმდენად კარგი სპორტსმენი იყო და ისე გვიყვარდა ხალხს, რომ ვერ წარმომედგინა თუკი ასეთი ცუდი მენეჯერი იქნებოდა. ამას დავუმატოთ ფედერაციაში გამეფებული სრული ნეპოტიზმი და დილეტანტიზმი, რაც გამოვლინდა ყოვლად უვარგისი ლეგიონერისა და მწვრთნელის შერჩევაში. ვინც ამ ჯიკიჩზე და ტომასონზე გააკეთა არჩევანი, მათ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ! მასეთნაირები კონა ათ შაურად ყრია არათუ ევროპაში, არამედ საქართველოს ჩემპიონატშიც. და რატომ ვერ მოინახა უკეთესები?! მავანნი იტყვიან რომ მაღალი დონის მწვრთნელი და მოთამაშე ვერ დავითანხმეთო. ჰოდა, ეს ყველაფერი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ კალათბურთის ფედერაციაში არაპროფესიონალები სხედან, რომელთაც არ გააჩნიათ გონივრულად მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარები! შედეგად, მივიღეთ ნაკრების სრული დეგრადაცია, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დანიასთან და სერბეთთან მარცხებით, ხოლო ამ ჯერზე უბრალოდ დადასტურდა. უბედურება ისაა რომ ე.წ. ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეთა (ლონდარიძე, ფევაძე, კორსანტია, ოჩხიკიძე და სხვ.) დონე 0-ის ტოლია! მგონი ევროპაში არცერთ ნაკრებს არ ჰყავს ასეთი ცუდი სათადარიგო სკამი. ამასობაში წავიდნენ ვეტერანები (ცინცაძე, ბერიშვილი), მალე წავა შერმადინიც, ხოლო მომავალი როგორია? კიდევ უფრო უარესი! ჰორიზონტზე არავინ არ ჩანს პერსპექტიული (მაქსიმუმ ბახტაძე), ხოლო შენგელიაც რომ წავა, მაშინ ნაკრებს უკვე სუსტი გუნდებიც მოუგებენ

• სიმართლე

რთული იქნებოდა მაგრამ რომც გავსულიყავით ჯგუფიდან... ერთი რამ ფაქტია მოიყვანეს უვარგისი ლეგიონერი მერედა ლატვიასთან დაასვენეს თოკო ფილიპინებს მოუგებთო და გავალთ ლატვიის დახმარებითო.. ეეე მანდ გადააგდეს გლანდებში ჩვენს სამწვრთნელო შტაბს

• dd

სამწვრთნელო სტაფთან 1 რჩევა მაქვს. თუ შენგელია ან მამუ დაიღალა ძალიან გთხოვთ მათ მაგივრად ლონდარიძეს ნუ შემოუშვებთ. ჯობია 4 კაცით ვითამაშოთ.

• asa

უარესი წინ გველოდება. თითქმის სამი წელი გაჩერებული იყო ყველა საკალათბურთო ტურნირი კოვიდის მიზეზით. მაშინ როცა ყველა დარბაზის სახეობაში ტარდებოდა ტურნირები კოვიდ წესების დაცვით. ესენი კიდევ არაფრის კეთებაში იღებდნენ ხელფასებს, ჩვენი ხალხის ფულს. უამრავი ბავშვი გავიდა მაგ დროს კალათბურთიდან, უდიდესი წყვეტა გვექნება და გვაქვს კიდეც. სამწუხაროდ რამოდენიმე წელი ევროზე მოხვედრაც ძალიან გაგვიჭირდება, თაობა აღარ მოდის ამათი დაუდევრობის გამო.

• დათო

მწვრთნელის გაშვებაზე განცხადება კიდევ არ გაუკეთებია ფედერაციას?!

• Maximus

ვინმემ თუ დაინახა რაიმე კომბინაცია? სამი კაცი თამაშობს დანარჩენი უყურებს, ზოგჯერ ხელსაც უშლიან ასე შედეგი არ დაიდება... მწვრთნელი არ ჩანს ამერიკელი არ ჩანს, ფედერაციაში კი ხელფასებს ხომ იღებენ რაც მთავარია. ამათ ხელში 2-3 წელიწადში ისევ დავეშვებით ლუქსემბურგის და რუმინეთის დონეზე, საიდანც უფსკრული(ანდორა, სომხეთი)ჩანს.მოკლედ სანიკიძემ ვერ გაამართლა და ახლა რაც გინდათ ის იფიქრეთ ფედერაციის გამპრავებლებმა. ისტორიას ფაქტები ქმნიან და არა მოსალოდნელი ვარიანტები, ფაქტი კი ის არის, ვართ ღრმა ერთ ადგილში და გამოსავალი არ ჩანს. ძაან მინდა რომ ვცდებოდე...

• Degraf

netav ar mazgachobde da sisuleles ar cerde

• როდის?

ბურჯანაძე რატომ არ გამოიძახეს, გადაკეტავდა ფილიპინელების ხაზს. ბურჯას მსგავსი მარგალიტები NBA-საც დაამშვენებდა

• ილია

სანიკიძე რამდენი გადაიხადა ამ ამერიკელმა პასპორტი რომ მიეცი? ეს მწვრთნელი სად ნახე? სანიკიძე შენ ოჯახს შესცა მთელმა საქართველომ შე ბიძინას ბოზო

• ზვიადი

შარშან ფეხბურთელები დაიღალნენ, წრეულს კი კალათბურტელები, ისე ოლიმპიადაზე გასასვლელად ერთა ლიგა არაა კალათბურთში?

• თემური

დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდში მხოლოდ 3 მაღალი კლასის კალათბურთელია, მათ იქით კი სრული სიცარიელეა. გამარჯვებაც მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ ამ სამეულმა გათამაშებაც თავის თავზე აიღო - თოკოს 7 პასი რაღაცას ნიშნავს უფლეიმეიკერო გუნდში (სანდროსაც და გოგას ჯამში ალბათ 6 პასი დაუგრობდათ). ყველანი ვთანხმდებით, რომ ნაკრებში შექმნილი კრიზისული ვითარება დარგის მესვეურების არაპროფესიონალიზმში და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებაში მდგომარეობს - არც მწვრთნელების, განსაკუთრებით კი საბავშვო დონეზე, კვალიფიკაციის შეფასება და ამაღლება, არც ფიზმომზადების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა, არც სელექციური საქმიანობა და ა.შ. მაგალითისთვის, თუ კი მე, 80 წლის ასაკში სისტემატურად თვალს ვადევნებ აშშ-ს სტუდენტურ კალათბურთს და იქ მონაწილე ქართველი ბიჭების გამოსვლებს, რატომ არ უნდა სცოდნოდა ჩვენ სელექციონერებს, რომ მაგალითად სევანი ტაიგერსში წარმატებით ასპარეზობს ლუკა ავალიანი, რომელიც ამპლუით დამცველია, თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მაზიაშვილზე-ოჩხიკიძეზე ნაკლები დონის მოთამაშე ნამდვილად არ არის. /ჩემი მოკრძალებული აზრით, აშშ-ს კოლეჯების პირველობა კლასით საქართველოს ჩემპიონატს აღემატება/. და კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა - თოკოს, ისევე როგორც შერმადინს, წლები ემატება და თუ 3-4 წლის წინ მას შესწევდა ძალა თუნდაც 40 წუთი ეთამაშა, ამჟამად კი მაგის ნახევარიც უჭირს. ეს კი კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს გუნდში. ჩემი აზრით, თოკოს ნბა-ში დამკვიდრებას ხელი შეუშალა მისმა არასტაბილურმა სამიანებმა, თორემ სხვა დანარჩენი მას წესრიგში ჰქონდა. ჯეისონ კიდი უდიდესი კალათბურთელი იყო, თავდაპირველად ქულებს იგი გასვლებისა და საშუალო მანძილიდან სროლებით აგროვებდა. დაახლოებით 33-34 წლის ასაკში (თოკოს დღევანდელი ასაკი) ტრავმების გამო მას შესვლების შესრულება გაუჭირდა და მოუწია პერიმეტრიდან სროლებზე გადასვლა, რაც დაუღალავი ვარჯიშის ხარჯზე წარმატებით მოახერხა. აშკარაა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები ამ კომპონენტზე (თავისუფალი სროლებზე რომ არაფერი ვთქვათ!) საკმარისად არ მუშაობენ, ამას კი არც მწვრთნელი და არც ფედერაცია არ სჭირდება. კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ პოსტი ისედაც გამიგრძელდა. ფედერაცია - გაიღვიძე!

• მოქალაქე

რატო და ავსტრიის მოქალაქეა და არცეთ ასაკობივრივში არ გამოიძახეს როცა ბეჟანიშვილი დრაფტზე აიყვანეს მავერკსმა გ ლიგაში მაშინ დაიწყეს იმ დროინდელმა გურასპაულმა ფიქრი იქნებ ნაკრებში ითამაშოსო.აი რატომ არ მოდის თვითონ აქით.ავსტრიის ნაკრებში ითამაშებს როცა დრო მოვა და დაგვახევს ბურთს თავზე

• სტუმარი

მოკლედ მაგარი ბარდაგია და სანამ საბოლოოდ დაუღუპიათ ეს სპორტი, სასწრაფოდ საშველია. ფედერაცია გადადგეს, ჯიკიჩი სახლში, მოვიდეს ფედერაციაში წესიერი მენეჯმენტი და არა კალათბურთ ნათამაშები გაუნათლებელი ოროსნები. მიეხედოს ძალიან მკაცრად ბავშვთა კალათბურთს და არა ისე, როგორც ფაჩულიას ვითომ აკადემიაშია- 1 საათიანი ვარჯიშები ყოველგვარი შედეგის გარეშე (ფულის საჭრელი დაზგა).

• დდდ

არ მიუციათ, უბრალოდ, მაგათ ზედიზედ მოუწიათ თამაში და მეორე თამაში ორივემ ჩააგდო... ჩვენ კი ვერ გამოვიყენეთ კალენდრის უპირატესობა - ერთდღიანი დასვენება და ორივე თამაშის მეორე ტაიმებში სულს ვღაფავდით...

• ბუდუ

გიორგი ბეჟანიშვილის რატომ არ იძახებთ ნაკრებში... გვარებს აღარ დავასახელებ და ათი თავით ჯობია მაგათ

• ვისტი

ბითაძე რა მაგარ რაღაცას აკეთებდა ბოლო წუთზე, ბრავო! ჩემ თვალში ეს იყო სიმბოლური მომენტი, სადაც გამოჩნდა ყველაფერი რაც ხდება დღეს ქართულ კალათბურთში: მწვრთნელი ჩაგვიდეს, მოწვეული მოთამაშე ჩაგვიდეს, კალათბურთის მენეჯმენტი ჩაგვიდეს. იმ დონემდე რომ მიგყავს საქმე, მოედანზე მოსაგებად გასულ შენს კალათბურთელს საკუთარ ფარში ჩაგდების იქით გზა არ რჩება, რომ მოგების შანსი შეინარჩუნოს - ამაზე უფრო მეტად საქმე როგორ უნდა გაფუჭდეს?

• გიო-გოლი

ეს ლატვიელები რა ჩათლახები ყოფილან განსაკუთრებით ბაგაცკისი

• მანფრედ კალცი

ნიშნის მოგებით არ ვკითხულობ: 10 წლის წინ ფაჩულიას 1 ლარად რომ გადაეცა დიდუბის უზარმაზარი სპორტული კომპლექსი და იქ მერე საკალათბურთო აკადემია რომ გაკეთდა (ბევრი ბავშვი დიდი ფასის გამო ვერ გაეკარა იქაურობას), ამან რამე შედეგი გამოიღო?

• რომა

ხალხო შენგელიას,ბითაძეს და მამუკელაშვილს რატომ ემადლიერებით,კი იმ ტურიტებს სჯობიან ჩვენ,რომ ვიცით,მაგრამ ეტყობეთ რამე ბითაძეს და მამუკელასვილს,რომ ნბა-ს მოთამაშეები არიან,მეტიც მე მგონია ისინი რომელიღაც ეროპის მეორეხარისხოვან კლუბებში თამაშობენ და არა ამერიკაში.

• იკა

კალათბურთში დიდი დეპრესიის პერიოდი დაიწყო, ვინც გვყავდა უკვე ვეტერანები არიან და მათი შემცვლელები არ გვყავს. ძალიან ცუდი პერიოდი უდგას ნაკრებს; ფეხბურთის ფონზე კალათბურთი მარტოსულივით დარჩა. მოკლედ გულშემატკივრის გარეშე - იმ გულშემატკივრის რომლებმაც მთელი სული და გული ჩავდეთ ევროპაზე და იქამდე ფლეოფებზე, არც ფეხბურთის ნაკრებს და არც კალათბურთის ნაკრებს შანსი არ აქვს

• ვისტი

გული რომ გტკივა, სათქმელი რომ ბევრია და აზრი არ აქვს რას იტყვი. გამოაკელი ამ გუნდს ბითაძე, შენგელია, მამუ და შეიძლება საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ვერ მოუგონ კალათბურთი მითუმეტეს ამ მწვრთნელით.

• იასონას უდარი

ჩაგვიარა ქორივით ოლიმპიადამ,თუმცა რატო გვქონდა პრეტენზია იქ გვეთამაშა ვერ გავიგე. არ ვარ კარგად ჩახედული ამ სპორტში,თუმცა მეც კი ვხდები რო მაგარი ბარდაგია. აი,ასე ხდება,როცა არასწორ შეფასებას ვუკეთებთ რაღაცას და აგერ ბატონო შედეგი იმისა,რომ მსოფლიოზე ნორმალური გამოსვლა ჩავთვალეთ ამ სპორტის აღმავლობად.თუმცა შიდა ჩემპიონატი ერთი პერიოდი არც ტარდებოდა და პრობლემები იყო,მერე რაღაცნაირად მოგვარდა და ვერთობით ცოტას,აბა ამას კალათბურთი არ ქვია. ფეხბურთშიც ასე რო არ იყოს,სწორი დასკვნების გამოტანა არის საჭირო და ეიფორიას მოეშვით. თოკო ითამაშებს,კვარა ითამაშებს არ არის პრგრესი,ეს არის გუნდური სახეობა და გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს კარგი. არაადეკვატური ხალხი ვართქო სულ ვამბობ და ბევრს წყინს,მარა ვინც არ არის კახაბერი,მე ვერ ვიტყვი კახაბერად. ეს დავით გურამიშვილმა თქვა და მე ვერ ვუღალატებ იმ კარგ კაცს. ისიც ქე თქვა,ქართლელების აღმა ხნული,კახელებმა დაბლა ფარცხესო,მარა გამგონი ყავს ვინმე? თავის დროზე არ გაიგონეს და რუსული ჩექმა მოგვხვდა თავპირში,არც ახლა არ ვიგნებთ,მარა რუსული ჩექმა კი არა,ან ზანგის მოგხვდება ან რუსული რაკეტა. გონს დროულად უნდა მოვეგოთ,მოვუსმინოთ ერთმანეთს და მტერი არ ვეძახოთ ერთმანეთს. ყველას გვიყვარს ეს ქვეყანა(იმედია რო ასეა) და საქმე ერთად უნდა ვაკეთოთ. კალათბურთელები ან ფეხბურთელები აქ არ იბადებიან,რაც ქვეყანა არის,ის ანარეკლია ნაკრებებში. უამრავი პრობლემა არის ფეხბურთშიც და კალათბურთშიც,რაღაც მიღწევა უნდა გამოიყენო პროგრესისთვის და არ უნდა მიიღო ისეთი სახე,თითქოს ყველაფერი კრგად არის და განცხრომას არ უნდა მიეცე. შედეგი დაიდო კალათბურთში,ეიფორიამ მოიცვა ქვეყანა და ერთი თეთრით მეტი არ წასულა ამ სპორტში,იფიქრეს რო თოკო ჩამოვა და ჩააგდებს,ხოდა შედეგიც სახეზეა. ასე იქნება ფეხბურთშიც,შედეგი არის და ახლა არის საჭირო მეტი მუშაობა რო ეს შედეგი არ იყოს გავარდნა. ამას როცა ვამბობ,იმდენ ანლაიქს მიწერენ,თითქოს მე ცავაგდე ქართული ფეხბურთი ამ დღეში ან მე შემიძლია მარტომ ვუშველო. ჯერ არველაძეების კლანი აჯდა ფეხბურთს,ახლა კალაძის კლანი აზის და ნუ მოტყუვდებით ამ შედეგით. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება,ეს არის სიმართლე და საერთოდ არ მადარდებს ვისი პარტიის წევრია ან მხარდამჭერი ფაჩულია ან კალაძე. საქმეს კეთება უნდა და არა ერთამენთისთვის იარლიყების მიკვრა. მოაშორეთ ეს სულ გაყიდული ყოფილი დინამოელები თუ სხვა ვეტერანები ფეხბურთსაც და კალათბურთაც,მიეცით ახალგაზრდობას გზა ფართო. ეგ ხალხი არის კომფორმისტი,ფული გადაუხადეთ და ნებისმიერ რამეს იზავენ. არაპოპულარული აზრია,მარა რა ვქნა,ვიღაცას არ ეწყინოს ამბებით საქმე არ კეთდება.ხო კიდევ,არც ჟურნალისტები აკლებენ,მოაშორეთ ბანანაშვილები,ბაციკაძეები და სალუქვაძეები,ნუ უსმენთ ასეთ ხალხს და საქმეც გაკეთდება. ლევანა სალუქვაძე მაგალითად ნებისმიერს გაყიდის,თუ ჰაინკესი ან ჰიუნესი სურათის გადაღებას დაპირდება. მესმიმ რო უთხრას ბაციკაძეს "ფეჩი" ხარ,ბოლს გამოუშვებს უეჭველად.

• Რაგბის ფანი

ლატვიელებიც კაი უნამუსოები არიან. ჩვენთან 30 ქულიანიბუპირატესობა ჰქონდათ და ბოლო წუთამდე თავს იკლავდნენ. ფილიპინებს კი თამაში მიცეს.

• rigiti

ეს გამჭვირვალობის კანონი ამათ ფედერაციაზე არ მოქმედებს ნეტავ?!!!!რაში ხარჯავენ კი არა რაში ფლანგავენ ამდენ ფულს იცით ვინმემ? ერთი მსროლელი როგორ ვერ გავზარდეთ ან როგორ ვერ მოვიყვანეთ ამდენი ხანი??? და კიდევ მწვრთნელი არაფერ შუაშია, ნება იბოძონ და პასუხისმგებლობა აიღონ ვისაც ეკუთვნით. ჟურნალისტებო გადმოერთეთ კალათბურთისკენაც სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია!!!!

• გიგი

სანიკიძე,მიხედე რაა კალათბურთს!!შეეშვი ამ ვითომ პოლიტიკოსობას,ხო ხედავ არც ერთი არ გამოგდის ნორმალურად!!

• გიორგი

აქ კომენტირება ადვილია საქართველოში კალათბურთი გარდაიცვალა!მორორჩა კინო! ევრო ბასკეტზე რომ საკუთარ კედლებში სადაც ყველა მატჩში ფავორიტები ვიყავით და სუყველაში დავმარცხდით ჩემთვის უკვე იყო ნიშანი რომ მალე დადგებოდა ეს დღე.

• მათე

ვფიქრობ სანამ დროა ნაკრებს ახალი მწვრთნელი უნდა მოუძებნონ. არ არი საჭირო კალათბურთის ღრმა ცოდნა იმისთვის რო მიხვდე ეს მწვრთნელი კარგს ვეეაფერს მოუტანს ჩვენს გუნდს

• ბაჩუკი

ვფიქრობ წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი მაინც საერთაშორისო დონის, ნორმალური გამთამაშებლის ნაკლებობაა. ამიტომ ტომასონის მაგიერ ჯობდა კარგი პირველი ნომერი აგვეყვანა. მერე ვიფიქროთ თან ვინ გავზარდოთ ამ პოზიციაზე, ან იქნებ არსებულებმა მოუმატონ (მაგრამ ძალია, ძალიან ბევრი შრომა დასჭირდებათ ამისთვის). მწყრთნელს და ფედერაციასაც ძალიან ნუ ვუსაყვედურებთ - არსებულების იმედი ჰქონდათ როგორც ჩანს და იმიტომ არ აიყვანეს, მაგრამ :( .

• ადამიანი

საქართველოში არც ერთი აკადემიას არ ყავს გამოცდილი ფიზ მომზადების თუ სპორტული ექიმი და რატო დავწერ 208 სიმაღლის ბავშვი იყო ბოლონიაში კემპეზე და რომ ნახეს სიმაღლე გაუხარდათ მაგრამ ფიზიკურად სუსტი რომ იყო გაუკვირდათ გაუკვირდათ რატო რ გავარჯიშეს ფიზიკურად.ბავშვმა უთხრა სიმაღლეში აღარ გაიზრდებიო ასე მითხრეს და არ მავარჯიშებდნენო არა სწორად მოგიდგენო ზრდას ფიზიკური ვარჯიში არ აჩერებსო ასე უთხრეს. ამის ფონზე რა ოლიმპიადაზეა საუბარი.ერთ ერთი აკადემიის სპორტულმა დირექტორმა მშობელს უთხრა ბავშვები რატო უნდა ვავარჯიშოთ ტურნირები არა ტარდებაო. ამის ფონზე რა ოლიმპიადაზეა საუბარი.

• გიორგი

გადადგომა ნორმალურ ქვეყანაში მოსულა, სადაც ღირსების და პსუხისმგებლობის გრძნობა არსებობს საქმეზე. ორი კაპიკის ქურდებში არ მოსულა.

• აბგდ

სანაძეზე მგონი პეტიციას ხელი უნდა მოვაწეროთ მთელმა საქართველომ რომ ნაკრებში არ გამოიძახონ!რანაირსდ დარბის ან რა ბაგაბაღის ბავშვის დრიბლინგია ნაკრებში ხარ ბოლობოლო!ან მსროლელი რატოა ეს კაცი პოზიციით არ უტყდებაა????ანდრონიკაშვილი დღითიდღე რეგრესირებს.ოჩხიკიძის ფუნქცია რა არის?უბრალოდ ბურთი გადაიტანოს და მორჩაა?გამთამაშებელი ხარ შვილო!მეტი ფანტაზია!ლონდარიძე?რა ჯანდაბა ხდება საერთოდ?ოეეე სანიკიძე!თავში არ აგივარდეს ძმიუს!!!

• Garnet

კარგით რა,რა კორსანტია და ლონდარიძე,ღადაობთ ბოლო ბოლო?ახალგაზრდებში ვინმე ნორმალური არ არის რომ მოტივაციისთვის და გამოცდილებისთვის წაიყვანონ?ხო ჯინჭარაძე კიდე.....

• გიორგი

ამათზე ჩაშვებული ფედერაცია საქართველოში არ არის.

• გოგას

ანდრონიკაშვილი სანიკიძემ გაზარდა ? 23 მილიონი ესპანეთში სანიკიძემ გადარიცხა, რის შედეგადაც 1 რატი მივიღეთ ? თანაც ესპანეთში წასვლამდე უკეთესი იყო, ახლა ნულია. არც სროლა, არც დაცვა. ვეჩნი დუდა ხომ ცალკე თემაა. ასაკობრივები იშვიათი გამონაკლისის გარდა სულ ცუდ შედეგს აჩვენებდნენ. შიდა ჩეპიონატებიც საშინელება. ერთდერთი 90 იანებში გაზრდილი კარგი თაობის ხარჯზე ვქაჩავდით. სანიკიძე დამნაშავე იქნება მაშინ, თუკი არ გარდაქმნის ამ საშინელ სისტემას , რომელიც დამკვიდრდა ლიპარტელიანიდან. ნიჭიერ და თავდაუზოგავ ქართული კალათბურთის სიამაყეებს ბითაძეს, შენგელიას და მამუკელაშვილს მადლობა. მაგრამ რას ვიზამთ კალათბურთი გუნდური თამაშია და მარტო ცენტრი არ თამაშობს. მაგარი ზურგი სჭირდება. მაგარ ზურგს კი -- მაგარი მწვრთნელი ბავშვობაში.

• garegin meore

ეს ლონდარიძე რა გახდა რა კალათბურთელია ასეთ რომ ვერავინ ვერ ელევა? არ ვუყურებ შიდა ჩემპიონატს და თამაშობს რამეს? წაყვეს გულშემატკივრის რანგში . ტიპი სახეზე ცე ჰეპატიტიან შშმ პირს გავს . უკაცრავად შშმ პირებთან .

• ელიასი

ჩემი პერსონალური ჯილაა ლონდარიძე. სულმთლად ხოაკინ ფენიქსს, რასაკვირველია, ვერ გაუტოლდება შეშლილი კლოუნის როლში, თუმცა არც ძალიან ჩამოუვარდება. გამოვიდა, 15 წამში 2 ფოლი აიღო, მსაჯს შეაგინა და დაჯდა. მთელი დანარჩენი დრო ანუ 39წთ45წმ იჯღანებოდა და თავში ხელებს იშენდა. კაი გართობაა, ჩემმა მზემ! გუნდში 3½ მოთამაშეა და მათ შორის არცერთი არ არის თუნდაც ¼ლებრონი ან ¼ბრაიანტი, დანარჩემი 8½, ისევე როგორც ფელინის ფილმში, უბრალოდ მანეკენები არიან და თუ ღმერთი გწამთ, გამაგებინეთ, როგორ უნდა მოიგონ ამ საცოდავებმა რომელიმე სერიოზული თამაში? წაგება - კი, ბატონო: ისლანდიასთან საშინაო მატჩში სააფთიაქო სიზუსტით 3 ქულა წააგეს და არა თუნდაც დამღუპველი 3½, რაც მატჩის შემდგომ ძლიერ შთამბეჭდავად იზეიმეს. მოგილოცავთ, უსაფუძვლო ზეიმების პლანეტარული რეკორდი უკვე ჩვენია, ვაშა-ურაააა!!!!!

• ღადაობთ?

პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხო უნდა აიღოს?? ლონდარიძე, კორსანტია, ჟინჭარაძე და კიდე უამრავი ქომაგი ტურისტად რო დაყავთ აქეთ იქით.. შედეგი მივიღეთ 0

• z

ეეჰ, წავედით დაბლა, ვატყობ დიდხანს პერსპექტივა აღარ გვექნება, ერთი ლონდარიძის იმედი-ღა მაქვს...))

• დავითი

უბრალიდ,ლეგიტიმური კითხვა ისმის__ბ-ნი ჯიკიჩი ვინ მოიყვანა ნაკრებში?..ამ სერბის რამე წარმატების ნასახს თუ ხედავს ვინმე?!..ფედერაცია და ხელმძღვანელობა არიან ამ ყოველივეზე პასუხისმგებელნი?

• ადამიანი

თუ ნამუსი აქვთ ფედერაციაგადადგება საფუძვლიანად და დაიწყება ახალი სახეების ძებნა ჟურნალისტებმა მოიკვლიეთ 2003 2004 2005 2006 წელში დაბადებული კალათბურთელები 208 სმ რომელია. მე გეტყვით არავინ. უპატრონო უფულო ბავშვები იჩაგრებიან და მამიკოს ბიჭები წინ წამოიწევიან შედეგიც სახეზეა სკამი ნული გვყავს.20 წლამდელების კრახი 18 წლამდელების კრახი 16 წლამდელები წარმატებას აღწევენ და შემდეგ წელს მამიკოები ერევიან და პერსპექტიული ბავშვები უკან რჩებიან.ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს ისე კი არა რომ აკადემიაში 208 ბავშვი რომ გაიზრდება და ეტყვიან სუსტი ხარო ხომ ცოტა უცნაურია. ფედერაცია უნდა შეიცვალოს ძირფესვიანად რომ წარმატებას მივაღწიოთ. ნამუსი თუ აქვთ ფედერაცია გადადგება

• გოგა

წინა ხაზი როცა უკეთ ისვრის სამიანებს, ვიდრე უკანა ხაზი, უბრალოდ სირცხვილია ასევე სანამ კალათბურთის ფედერაცია ხელს უწყობს ნეპოტიზმის და კორუფციას ბავშვთა კალათბურთში, შედეგიც ეს არის ასაკობრივი ნაკრებების შედეგებს შეხედეთ სანიკიძე სამწუხაროდ ვერ უძღვრება ფედერაციას კარგად და ჯობია გადადგეს

• დდდ

მხოლოდ გოგა ბითაძეს ეყო ჭკუა და ვაჟკაცობა, რომ საკუთარ კალათში ჩაგდებით ოვერტაიმში გადაეყვანა თამაში, მაგრამ სამწვრთნელო შტაბს გული გაუსკდა - სარეიტინგო ქულებსაც დავკარგავთო და იქვე მდგომმა მამუმ დამატება ვეღარ გაბედა... რათქმაუნდა, ოვერტაიმში, ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა, მაგრამ ცდა ხომ შეიძლებოდა?!...

• ნოდო

რაის ჯიკიჩი მეორე მეოთხედში 20 ქულით რო ვიყავით წინ მეც რო ვყოფილიყავი მწვრთნელი მარტივად გავტეხავდი ფსიქოლოგიურად

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა [VIDEO]

ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს ტოპ-10 მატჩში ლატვია-საქართველოს დაპირისპირება შეიყვანეს

ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

გერმანიამ დრამატულ მატჩში ლატვია დაამარცხა

ევრობასკეტი 2017. 1/4 ფინალი: გასოლის გასროლა [VIDEO]

57:82. საქართველოს ნაკრები რიგაში დამარცხდა [VIDEO]

საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება

შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ფილიპინების 19 ქულით დამარცხება სჭირდება

ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია