Youtube-ზე გადაცემა "ამბასადორი სპორტის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე გახლდათ, რომელმაც ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, "ჯვაროსანთა" მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, ისტორიული შედეგი დააფიქსირა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ნაკრები განვითარების იმ დონეზეა, რომ უფრო მაღალი დონის მწვრთნელი ესაჭიროება.

"თანახმა ვარ, რომ სანიოლი შეცვალონ. არის ვარიანტი, რომ დავიცადოთ და ვნახოთ, თუ რომელი მეტოქეები გვეყოლებიან მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სანიოლის გაშვება მერე არ გამოვა. თუ მან დაიწყო ერთა ლიგა და ნაკრების დამრიგებელი ის იყო, სჯობს, რომ დარჩეს.

3 წლის ბავშვი რომ გყავს და შემდეგ 7 წლის გახდება, ხომ უკვე სხვანაირი მიდგომა უნდა? - ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები გაიზარდა და ძალიან არ მინდა, ნაკრებმა განვითარებით მთავარ მწვრთნელს გაასწროს.

მახსოვს, რომ გვყავდა ისეთი მწვრთნელები, რომლებიც თავიანთი კვალიფიკაციით იმ ფეხბურთელების კლასს ვერ შეესაბამებოდნენ, რომლებიც ნაკრებში გვყავდა და ეს მუდმივად იწვევდა დაპირისპირებას და იყო არასასურველი სიტუაცია. ფეხბურთელები მაშინ კარგავდნენ მთავარი მწვრთნელის ნდობას.

საერთოდ არ მინდა, რომ სანიოლი აქამდე მივიდეს. ამის საფასური მას არაფერი გაუკეთებია და პირიქით, დიდი მადლობები ეკუთვნის. საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებს უფრო მაღალი დონის მწვრთნელი სჭირდება, რადგან ამოცანაც უკვე სხვა გვაქვს", - თქვა ცნობილაძემ.

მარინა
ვილი სანიოლი უნდა დარჩეს. ვისლი ძალიან სჭირდება ბიჭებს. ეს ვინ ბრძანდება ასეთ საკითხში ცხვირი რომ ჩაუყვია. უსმინეთ ამისთანებს და სანანებლად გაგიხდებათ საქმე.
ზურაბ სუხაშვილი
სანიოლმა თავისინ საქმე დიდებულად გააკეთა და ქართველი ერისაგან დიდ მადლობას იმსახურებს, მაგრამ ეს მდგომარეობა ქართული ნაკრებისა მისი მაქსიმუმია, ეს დაფიქსირდა თამაშის სტრატეგიის შეუცვლელობით. მოკლედ თუ საქართველოს უნდა მსოფლიოზე წარმატებული ასპარეზობა, ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონთა ნაკრების მწვრთნელი უნდა ეძებოს და გადაიხადოს.
მამუკა
შენ ფეხბურთი ისე გ ა გ ე გ ე ბ ა , როგორც იაპონური იეროგლიფები ..
კობა
სანიოლი ჯერ კიდევ გვჭირდება. გუნდის შენება ჯერ ისევ მიმდინარეობს და ვილის დაწყებულს მასზე უკეთ ვერავინ გააგრძელებს. მოვა დრო და თვითონვე იტყვის რომ ამოწურა თავის თავი ჩვენს ნაკრებში.
ილია
"ფეხბურთში მაინც არ ვარგიან" ეს ფრაზა ნამდვილად არ ეკუთვნის საქართველოს ნაკრებს! როგორც სამწვრთნელო შტაბმა ასევე ბიჭებმა ჩემი აზრით კარგი შედეგი დადეს და მეტს რას ელოდით ამ წვროპაზე მაგრად მაინტერესებს..ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ სანიოლს დიდი მადლობა გადავუხადოთ და ვეძებოთ რანგით მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი
მოქალაქე
ნუ გადააყოლეთ საქართველოს ბიუჯეტი ამ ფეხბურთის თამაშს. ფეხბურთში მაინც არ ვარგიან და ამდენი მილიონები იხარჯება. ხუთმაგად დააფინანსეთ ისეთი სპორტი რომლის სახეობებშიც გვაქვს წარმატება. მკლავჭიდი, ჭიდაობის სახეობები, ჩოგბურთი, შტანგა, ჭადრაკი, კრივი და ბევრი სხვა რომლების წარმატებებთან ახლოსაც ვერ მივა ჩვენი ფეხბურთელების შედეგები. რამდენსაც უნდათ იმდენ ბურთს გვიტანენ და ჩვენ კიდევ ტაშს ვუკრავთ...........

კალათბურთში იმის მაგივრად, ზუროსზე უფრო სახელიანი და მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი მოეყვანათ, პირიქით გააკეთეს. ჯიკიჩი როდიდანაა განსაკუთრებული კვალიფიკაციის? ახალ ნატურალიზებულ კალათბურთელს კი ისევ ძველი ჯობდა. საერთოდ სად იპოვეს გინდა ერთი გინდა მეორე....
ამატაკი
მადლობა საინტერესო გამოხმაურებისათვის. თქვენი ხედვა ყურადსაღებია. თუ ვსაუბრობთ სანიოლის ღვაწლზე, გეთანხმებით რომ მისი მუშაობა ნაყოფიერი გამოდგა ნაკრებისათვის. მასზე ამბობდნენ ყველაზე გერმანელი ფრანგიაო და ჩვენ ნაკრებს ნამდვილად შესძინა სათამაშო დისციპლინა, რაც ჩვენებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მის შეცვლას, სიმართლე გითხრათ აქ ჩემ პოზიციაზე მთლად მყარად ვერ ვდგევარ ( მის შეცვლას ვემხრობოდი). იქნებ ცოტა მეტი და უფრო სწრაფად მსურს, ვინემ ეს რეალურად შესაძლებელია. ამაში შეიძლება დაგეთანხმოთ. უბრალოდ მგონია რომ ცოტა უფრო მეტად შეიძლებოდა ახალგაზრდა თაობის დიდ ნაკრებთან მიშვება. იგივე დაცვის ხაზის განახლება და კიტეს ალტერნატივა ( რასაც თქვენც უსვამთ ხაზს) იქნებ მეტი მონდომების, გაბედულების ხარჯზე უფრო ეფექტურად მოხერხებულიყო. მხედველობაში მაქვს ამხანაგურ თამაშებზე უფრო მეტად ხომ არ უნდა მისცემოდათ შანსი ახალბედებს. თუ გამოიძებნება (ესეც რათქმაუნდა რისკია) ისეთი მწვრთნელი, რომელიც უკვე არსებულ ფუნდამენტზე რაიმე ახალს დააშენებს, მეტ სტაბილურობას მოგვიტანს, ერთი მხრივ რატომ არ უნდა გვინდოდეს. თუმცა უარესის ალბათობაც არსებობს. რთული საკითხია, მაგრამ სწორედ მისი გადაწყვეტა განსაზღვრავს ნაკრების მენეჯმენტის ხარისხს.
გია
ამის კომენტარი ღა დამოძღვრაღა აკლდა საქართველოს ნაკრებს......
alexandre
სანდრო, იცი რა მოინტერესებს? შენ კომენტარებს ჩანაწერში თუ უყურებ? რა არი ეს აბდაუბდა ლაპარაკი, პაუზა შუა წინადადებაში, მძიმე წერტილი შენ არ იცი - იქ უნდა შესვენება. და კიდევ ეს გაუთავებელი ეეეეეეეეეე.......... აააააააააააა............ და ვილი შენი გაქანების ადამიანისთვის არ არის შესაფასებელი. თუმცა, ალბათ, ჩასაფრებას აპირებ - როგორც კი წააგებს, დაიწყებ: "ხომ ეეეეეეეე ვამბობდიო". მართლაც რომ სირცხვილი შენ.
ABARA
ყველაფერს აქვს ხანდაზმულობა, პოლიტიკაში, სპორტში და სადაც გნებავთ. ადამიანები მოდიან მენეჯერებად, აღწევენ გარკვეულ მიზნებს, ხანდახან დიდად შესაშურსაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამარადჟამოდ უნდა იყვნენ იმ პოსტზე, რომელსაც იკავებენ. არაფერი განსაკუთრებული ამ კაცს არ უთქვამს, მხოლოდ ის თქვა, რომ მეტი გამოცდილების მქონე მესაჭეა ნაკრების თავკაცად საჭირო, რომელსაც როგორც მწვრთნელობის მეტი გამოცდილება, ასევე მდიდარი ტაქტიკური არსენალი ექნება, მიიღებს მაქსიმალურად სწრაფ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს თამაშის მსვლელობისას, რაც სავსებით ნორმალური და გასაგები სურვილია. ერთი ადგილის ტკეპნა არავის სურს და როდესაც რაღაც სიმაღლეზე ახვალ, არა მიღწეულით ტკბობაზე, არამედ განვითარებაზე და სხვა სიმაღლეების დალაშქვრაზე უნდა დაიწყო ფიქრი, რასაც სათანადო გამოცდილების მქონდე სამწვრთნელო შტაბი ჭირდება. გასაგებია ისიც, რომ წელიწადში 200 000 ევროდ ასეთ მწვრთნელს ნაკრებში ვერ მოიყვან, მაგრამ იმის გათვალსწინებით, რომ ნაკრებმა მხოლოდ მერვედფინალურ სტადიაზე გასვლისთვის 12.5 მილიონი ევრო მიიღო, ვფიქრობ საჭიროა თანხის ნაწილის ინვესტირება უფრო ძლიერ და გამოცდილ მწვრთნელში, რომელსაც წელიწადში 2-3 მილიონი დაენიშნება და ნაკრებთან 2 წლიანი ხელშეკრულება დააკავშირებს, რაც 2026 წლის ივლისამდე გაგრძელდება, ანუ მუნდიალის დასრულებამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია, 5-6 მილიონად 2 წლით დაიქირავებს მაღალი დონის პროფესიონალს, რომლის ამოცანა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გაყვანა იქნება. სანიოლს კი დიდი მადლობა იმ მიღწევისთვის, რაც ნაკრებს აქვს, თუმცა უკან არ უნდა ვიყუროთ, თორე შემდეგი დიდი გამარჯვება ისევ დიდი ხნით გადაიდება, როგორც 1981 წლის 13 მაისიდან ვიდრე 2024 წლის 26 მარტამდე. წარსულის მიღწევები უნდა გამოვიყენოთ გამოცდილებად და არ უნდა დავრჩეთ მუდმივ ტკბობასა და ნეტარებაში, ამას კარგი არავისთვის არაფერი მოუტანია და არც ჩვენ მოგვიტანს. პ.ს ვისაც არ გესიამოვნებათ წაკითხული ჯერ კარგად გაიაზრეთ ის და თუ მაინც ვერ გამოიტანთ სათანადო დასკვნებს, ცივი წყალი დალიეთ.
ირაკლი
ვეთანხმები, ეს არის სანიოლის ჭერი, ის მეტს ვერ გაქაჩავს, დაიწყებს ერთი ადგილის ტკეპნას, ახლა გვჭირდება მაღალი, ტოპ მწვრთნელი
xxx
საქართველო ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეცვალა არაა საჭირო. მაგრამ, ქართულ კლუბებში მაღალი დონის მწვრთნელები საჭიროა, რო ნაკრებსავით რაღაცას მივაღწიოთ
კარეკა
-არც 7 წლის ბავშვები იცვლიან მშობლებს, და არც მშობლების შეცვლა ხდება ოჯახის კლასიკური გაგებით, სანდრიკუნა.. კარგ რელსებზე დგას ნაკრები, აქ მეტს ვერ ჩაერევი, თუ ინფრასტუქტურას განავითარებ ბავშვთა ფეხბურთისთვის.. ჩვენი ფეხბურთის რეპუტაციამ ირმის ნახტომი გააკეთა საერთაშორისო დონეზე, დანარჩენს უკვე ჩვენს საქმეს მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება გააკეთებს მისი შიდა ბაზარი, არნახული რაოდების მოთხოვნა წამოვა ჩვენს შიდა საფეხბურთო ბაზარზე ჩვენი ფეხბურთელების მიმართ, კარგი იქნება თუ შიდა ჩემპიონატში დასწრების დონის აწევის მიზნით ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ჩაერთვება კონკრეტული სამინისტროები და დეპარტამენტები მარკეტინგის კუთხით..,
xxx
შენი აზრი ვინმეს არ აინტერესებს. კაცმა ნანატრი ოცნება აგვიხდინა და იქეთ უნდა დაუმატოთ ხელფასი, რომ უფრო მონდომებით გაუძღვეს წინ, დიდი შედეგების მოსაყვანად
ვაი-ს
და შენ მართლა გგონია, რომ სწორი აზრის გამოთქმა მხოლიდ ვილიზე უკეთეს მწვრთნელს შეუძლია? არავის აქვს აქ პრეტენზია მწვრთნელიბაზე, მაგრამ ვინ გითხრა რომ მწვრთნელის სამუშაოს შეფასება არ შეგვიძლია? როგორც ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა - მე ქათამი არ ვარ კვერცხი დავდო, მაგრამ ერბოკვერცხის გემოს შეფასება მშვენივრად შემილიაო.
status quo
ოოო,სანდრო დიდი სპეციალისტია და მის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ფეხბურთის განვითარებაში.მე მის ადგილას,საერთოდ არ გამოვჩნდებოდი ტელევიზიაში, იმ სისულელეების გამო,რაც მას მოუვიდა,წადი ბიჭო,ბანკში იმუშავე კლერკად.
თავადი
სანდრო,ერთ რჩევას მოგცემ. შენ ჯობია მეტყველება გამოასწორო,ხალხის ნერვულ სისტემაზე რომ მანიპულირებ. სანიოლის დავანებოთ თავი,ამ ადამიანმა ისეთი რაიმე გააკეთა,ვინც აქამდე,ვერავინ ვერ შეძლო და შესაძლებელია(ღმერთმა არ ქნას)ვერავინ ვერ შეძლოს.
მიტო
ახალი მწრთვნელი სჯობს ახალი იდეებით სხვა ხედვით ,განვითარებაა საჭიროა სანიოლს მადლობის მეტი რა ეთქმის
დავითი
ამან გუნდების გარჩევა ისწავლა??და ახლა მწვრთნელის პროფესიონალის დონის სხვაობაზეა არა?))ისე შენს ადგილას ჯიგარო სანიოლის პროფესუონალიზმის დონის დაწუნებას არ დავიწყებდი,ისეთი გაქ "ნაჭამი"
დავითი
რა სწორი კომენტარია,ყველას თავი რო პროფესორი გონია,ამას მაინც არ აქ ამოსაღები ხმა!
ვახო
დაიწყო როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ბოღმა და შური.არგვყავდა ვითომ ტოპ მწრთვნელები?ძეგლი უნდა დაუდგად ამ კარგ ადამიანს.შეეშვით თავი დაანებეთ.
ფორინერი
ადამიანი, რომელიც იმდენად არაპროფესიულად უდგება თავის მოვალეობებს, რომ დღისით-მზისით, ისე აქვს ტვინი არეული, რომ საქართველო და პორტუგალია და შავი და თეთრი ფერი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან,მსჯელობს სხვის მაღალი და დაბალი დონის სპეციალისტობაზე. არადა, სამწუხაროდ, რა ბევრია საქართველოში მსგავსი სუბიექტი.
1223
ზოგ ვაი სპორტულ ჟურნალისტს ძაან ეფხანება რა
ეკა
ჯერ თანხები არ დამჯდარა გუნდის ანგარიშზე და დაიწყეს უკვე სვავებმა სანიოლის მოხსნაზე ლაპარაკი. ვინ ხარ რომტლიკინებ
ამაშია საქმე
შეკითხვა ცნობილაძეს.ამ შემადგენლობით გვარდიოლა უკეთეს შედეგს მიაღწევდა? ძაან ეჭვი მეპარება.ასე რომ სანამ გამოსდის საქმე შევირგოთ სანიოლი.
კაირა
სანიოლი გინდა წავიდეს, გინდა დარჩეს მე მაინც არ გეთანხმები. აზაროვის და არაბიძის იქ ყოფნა, შესაძლოა გუნდური სულისთვის დამღუპველი ყოფილიყო. დანარჩენი საერთოდ სიაფანდია. შემცვლელი ვერ მოძებნას, ეს სანიოლის ბრალი არ არის. შენგელია რატომ არ ათამაშა, ეს ბავშვობაა. ეგრე თვლიდა. ორი მცველი არ იყო, არამედ სამი.
რა წაიღეთ ტვინი
ყველაფერში პოლიტიკას და პირად ამბიციებს, როგორ ტენით? ამოვიდა ყელში ეს ეგოიზმი და მავნებლობა! რას მიედ-მოედებით და რასპროფესორ-აკადემიკოსობთ? რას ჭრით და კერავთ საკუთარ გრეხილ სხეულზე თუ ბნელ სულზე? ძლივს რაღაც შედეგია ნაკრების მხრიდან და რას აქოთქოთდით ახლა? შევცვალოთ, შევცვალოთ - თქვენი თავი შეცვალეთ ჯერ უკეთესობისკენ (თუ შეგიძლიათ) და მერე გაიხედეთ სხვისკენ? რა გაგიკეთებიათ ან რისი თავი გაქვთ? რა გინახავთ, გისწავლიათ და რა იცით, რომ ყველას ჭკუას ასწავლით და საერთოდ ვინ ხართ, რომ ერთპიროვნულად მთელი ხალხის სახელით ლაპარაკობთ?
ლევანი
სანიოლს შეიძლება დიდი სამწრთნელო კარიერა ჯერ არ აქვს, მაგრამ დაბალი დონე რა კრიტერიუმით დაუდგინეთ ერთი ეგაა ძალიან საინტერესო, როგორ ყველა ფროფესორობს ხოლმე და დაუსაბუთებლად მსჯელობს. ვერც იმ საფრთხეებს ასაბუთებენ, რაზეც მსჯელობენ.
ლევანი
სანიოლს შეიძლება დიდი სამწრთნელო კარიერა ჯერ არ აწვს, მაგრამ დაბალი დონე რა კრიტერიუმით დაუდგინეთ ერთი ეგაა ძალიან საინტერესო, როგორ ყველა ფროფესორობს ხოლმე და დაუსაბუთებლად მსჯელობს
ჯეჯე
სულ ტყუილად იღლით თავს მსჯელობით. სანიოლი დარჩება. არანაირი წინაპირობა არაა, რომ შეცვალონ. მორჩა.
ქართველი
ნუ ვიცით ხოლმე პროფესორობა და რაღაცეები გვივარდება ხოლმე მერე თავში. რაც არ უნდა ვთქვათ სანიოლზე ფაქტი ერთია დადო შედეგი რაც არასდტოს არავის არ ქონია. გავიხსენოთ ზუროსი კალათბურთიდან,მოგვინდა უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი,მოვიყვანეთ კიდეც და კი ვხედავთ როგორც ვითარდება იქ სიტუაცია.აქაც ეგრე იქნება ასე მგონია. ეს მწვრთნელი მაღალი კვალიფიკაციისაა თუ რაცაა მოერგო გუნდს და ჩვენ სტილს ანახა შედეგი და ვნახოთ ცოტაც კიდევ.
მირზა
არველაძეებისა და ქინქლაძის თაობის ნაკრებს, მამარდაშვილი რომ ჰყოლოდათ, ევროპაზეც ვითამაშებდით და მსოფლიოზეც.ჩვენ წარმატებაში მწვრთნელზე მეტი დამსახურება- მეკარეს აქვს. გაიხსენეთ ბრაზილიის ნაკრები 82 წლის მსოფლიოზე.ჩემი აზრით ბრაზილიის ისტორიაში, ალბათ საუკეთესო შწემადგენლობით, ვერაფერს მიაღწია უხეირო მეკარით.

ხოდა 3 წლის ბავშვს,7 წლის ასაკში სხვა მიდგომით ისევ ის მშობელი ყავს კი არ ცვლიან
ესეიგი რა ))
რა კარგი და ადვილია მარტო ლაპარაკი როა შენი საქმე და პასუხსაც არაფერზე აგებ, საკუთარ ლაპარაკზეც კი...
ბაბუ
ნაკრებში უნდა მოდიოდნენ მომზადებული ფეხბურთელები,რომლებიც მწვრთნელის მიერ მიცემულ დავალებებს შეასრულებენ.ნაკრებში ფეხბურთელს მწვრთნელი ფეხბურთს არ უნდა ასწავლიდეს.
Zura
ეჰ, კაცს ის ვერ გაურჩევია ქართველი რომელია და პორტუგალიელი რომელი და ამოდენა საკითხს არჩევს...
მეტ კორდელი
რამდენი უცხოელი მწვრთნელი გვყავდა და არ გაამართლა, ერთადერთი მწვრთნელია ნაკრების ისტორიაში რომლის დროსაც ნაკრები ბანაკებად არ არის დაყოფილი და ერთ მუშტად შეკრული გუნდია, გინდა უცხოელის დროს და გინდა ქართველის დროს, კითხვები არის და იქნება, ყოველტვის მოიძებნება ფეხბურთელი რომელიც უნდა წაეყვანათ დიდ ფორუმზე და არ წაიყვანეს, ეს ყველგან ხდება და ყოველთვის მოხდება. ახლა არის იდეალური სიტუაცია ნაკრებში, ამ კაცის გაშვება ამ იდილიის დარღვევა და გაფუჭება იქნება. და ჰო ამაზე გამოცდილი მწვრთნელები გვყოლია და არაფერი გამოსვლიათ. ეს ციკლი ვილიმ და ამ ბიჭებმა დაიწყეს და ამათმა უნდა გააგრძელონ. ახალი მწვრთნელის მოსვლა სიტუაციას არევს.
zura ვანოს
მართალი ხართ. რა ახალი მწვრთნელი. როგორც იქნა ნომრალური საღად მოაზროვნე გამოჩნდა გუნდში. ჩემი აზრით ამას მინიმუმ მილიონი უნდა მიეცეს ხელფასი. რატომ? იმიტომ რომ მეტი იმუშაოს. 200კ არაფერია საერთოდ. გახსოვთ? კუპერს ტოპმიოლერს ან ქეძბაისა რამდენი ჰქონდათ? ეს ირთია ნაკლები? დადო შეუძლებელი შედეგი? ხოდა დარჩეს. მეტი იმუშაოს და რაც მთავარია: მომწონს მისი არაორდინალური ტაქტიქები და სწორედ მაგის გამოა რომ უკვე საფუძვლიანად იცის ნაკრების შესაძლებლობები და ეს ტაქტიკები გამოჩნდა ევროზე. ზოგიერთებმა ეს საერთოდ ვერ შეამძნია მაგრამ მაინც. ასე რომ არანაირი წასვლა. მიდი ვილი წინ და წინ წადი. იმედია იმხელა შემოთავაზებას არ გაგიკეთებენ რომ ისევ ბაიორენში წაგიყვანონ. ფედერაციას მივმართავ: მინიმუმ მილიონი დაუნიშნეთ ხელფასი და მეტი აქტიურობა მოთხოვეთ და იზავს კიდეც. ნაკრები შეკრა და რაც მთავარია ნაკრებს ეტყობა რომ ნაკრებია და არა ის დომხალი რაც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში იყო. ვილი არ დაგვტოვო მიაწექი ბოლომდე
ვაი ჩვენს პატრონს
ჰე აბა გამოტყდით ვილიმაგინებლებო - გულში ხომ ფიქრობთ, რომ მასზე უკეთსი მწვრთნლები ბრძანდებით და მასზე მეტი გესმით და მეტი შეგიძლიათ? ასე არ ფიქრობთ? ჰმმ, ფიქრობთ დიახ, ფიქრობთ, აბა არ ფოქრობთ? იმასაც კი ფიქრობთ რომ ვილიმაგინებლები ერთმანეთზე უკეთესი მწვრთელები ბრძანდებით. მეტიც, არ ტყდებით, თორემ თვენს გუნებაში მსიფლიოში პირველი მწვრთელებო ბრძანდებით. დიახ, ბრძანდებით აპა არ ბრაძანებით ყველაზე მაგარი მწვრთნელები? ჰოდა გეთანხმებით, ვილი რარად გვინდა აგერ არ ბრძანდებით მსოფლიოში ერთიმეორეზე უკეთესი მწვრთნელებაი> აბა ჩაუდექით ნაკრებს სათავაში, ან იმ 200000 რას უხდით ვილის, აგერ ამდენი უანფარო პროფესიონალი და მარალკვალიფიციური ფარი ვილიმაგიბელი გვტოლია. წინ პროფესორებო და აკადენიკოსებო, აბ ამ ცნობილ სანდრო ცნობილაძეს რას უსმენთ? თქვენ უფრო მეტი არ იცით? რას ელოდებით?
რატი
ძლივს ვიღაცამ ეს თქვა. სწორია.
Gia
მართალია ეს კაცი. რაგბშიც იგივე დაგვემართა როცა მილტონას კონტრაქტი გავუგრძელეთ.
ჟორა
ისე ესეც კარგი აქტივისტია სპორტის იქით პოლიტიკასაც არ აკლდება
ამატაკი
როგორც ჩანს აქტუალურია სანიოლის ხელფასის საკითხი. მართლაც 200 ათასი მთავარი მწვრთნელისთვის ბევრი არაა, თუმცა 250 ათასის ფარგლებში ევროზე რამდენიმე კარგი მწვრთნელი იყო წარმოდგენილი. მოდი გავიხსენოთ რა სიტუაცია გახლდათ სანიოლის მოსვლისას საქართველოს ნაკრებში. ჩვენთან მოგეხსენებათ კარგა ხნით მუშობდა ვაისი. ის ხელმძღვანელობდა გუნდს, რომლის ღირებულება ტრანსფერმარკეტზე არ გაცდენია 50 მლნ (ეხლანდელი 161 მლნ). ერთა ლიგის ფინალს მანაც მიაღწია და მაშინდელი პერიპეტიები ალბათ გემახსოვრებათ: ცარიელი ტრიბუნა და კვარას გამოკლება ფინალში, ჩვენზე ბევრად ძვირი იმ მომენტში (70 მლნ) ჩრდ. მაკედონია, შედეგად მტკივნეული მარცხი. აი ამ დროს გამოჩნდა სანიოლი. ვილიმ ფეხბურთელობა დაასრულა 31 წლის ასაკში. მოასწრო საფრანგეთის ახალგაზრდულის გაწვრთნა და ერთადერთი კლუბი სადაც იმუშავა იყო ბორდო. სადაც ერთი სეზონი ჩაატარა საშუალო წარმატებით, შემდეგ რასისტულ სკანდალში გაეხვა, სეზონი ჩაუვარდა, გაათავისუფლეს. საფრანგეთში მისთვის იმ პერიოდში სამწვრთნელო კარიერა გამოირიცხა. იყო ანჩელოტის ასისტენტი ერთი სეზონი, მისი წასვლის შემდეგ 10 დღე შეასრულა მთ. მწვრთნელის მოვალეობა. ამით მისი სამწვრთნელო კარიერა დაპაუზდა. საუბარია 2017 წლის ოქტომბერზე. 4 წლის შემდეგ დაინიშნა ჩვენი ნაკრების მწვრთნელად 2021 წელს, სწორედ ვაისის შემდეგ. აქედან გამომდინარე 200 ათასი ხელფასი და ნაკრების მწვრთნელობა , კარიერის რესტარტი და გამოსწორებული იმიჯი, ეხლა უკვე მასზე გაჩენილი მოთხოვნა, იძლევა იმის თქმის საფუძველს რომ, სანიოლისა და ჩვენი ნაკრების თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო აღმოჩნდა, როგორც მინიმუმ. ვინ მეტად იხეირა ამ თანამშრომლობით, ამის გარკვევა ალბათ აზრს მოკლებულია. მთავარია რომ შედეგი აღმოჩნდა ორივე მხარისათვის საკმაოდ კარგი.ჩვენმა ბიჭებმა ნამდვილად ისწავლეს ვილისაგან ბევრი და მწვრთნელმაც მიიღო სასურველი კარიერული გადატვირთვა.
კაი ერთი.
შენ მაგარი აზრი გაქ.გეტყობა პოლიტიკურად მაგარ აზრზე რომ ხარ.და ფეხბურთს ხო ბრდგვნი...ვინა ხარ ან რატომ უნდა გისმინო შენ.ძლივს მწვღთნელი გვყავს.დისციპლინა გუნდში.შედეგი.და წინ კიდევ ბევრი სიხარული.ვილი უნდა დარცეს!!!
სოსო
ყველაფერს თავის დრო აქვს,ამატაკი!ის ლეგენდარული დინამო,1976 წლიდან დაიწყო.ორი ერთწრიანი ჩემპიონატი იყო და ორივეში ბრინჯაოს მედლები ავიღეთ.მანამდე რომ ათეულში ვაი ვაგლახით ვხვდებოდით.რა იყო ამისი მიზეზი?ახალკაცმა დაცვის დალაგებით დაიწყო დინამოში მუშაობა.მთელი გუნდი მონაწილეობდა დაცვით ოპერაციებში და შედეგმაც არ დააყოვნა.პარარელურად,შემადგენლობის წერტილოვანი გაძლიერებაც დაიწყო ახალკაცმა და ნახევარდაცვიდან რიგი ფეხბურთელების დამცველებად გადაკვალიფიცირებით,დააყენა შემადგენლობა,რომელიც დაცვაშიც კარგად თამაშობდა,მაგრამ შეტევაში მონაწილეობაც შეეძლო.1977 წელს,დინამოში უკვე შენგელია,გაბელია და კოსტავაც გამოჩნდნენ,უფრო გვიან კი,თენგიზ სულაქველიძეც.გუნდი დაკომპლექტდა და წარმატებებმაც იმრავლა.ახალკაცი თვლიდა,რომ ქართველმა ფეხბურთელებმა,პირველ რიგში დისციპლინირებული დაცვა უნდა ისწავლონ.თავდასხმაში კი,ტალანტები არასოდეს გვაკლდა და მართლაც ასე გამოვიდა.როცა დაცვა საიმედო გყავს,შეტევაში წასვლაც ადვილდება.სანიოლოც არსებითად ამ გზის დასაწყისშია,რადგან შესარჩევი თამაშების პროცესში,გუნდში თამაშის ცვლილებების დრო არ იყო,მხოლოდ პლეი ოფის თამაშებისათვის შეცვალა დაცვითი სქემები.მანამდე,სანამ დაცვის იმედი არ გვქონდა,შეტევაც ფრაგმენტული და გაუაზრებელი გვქონდა,მაგრამ ამ ჩემპიონატზე უკვე შეტევის რაღაცა სქემებიც გამოჩნდა და გოლებიც ყველა თამაშში გაგვქონდა.ნაკრები უკვე იმ საფეხურზე გადადის,როცა დაცვიდან აქტიური თამაში ვისწავლეთ და წინაც არა შემთხვევითობით,არამედ გააზრებულად ვუტევთ,ცოტას,მაგრამ სახიფათოდ.თანდათან წერტილოვნად ვაძლიერებთ პოზიციებს,ისევე,როგორც მაშინდელ დინამოში.ყველა პოზიციაზე ერთბაშად ცვლილება არც გამოვა და არც გვყავს ფეხბურთელები.ისინი თანდათან უნდა გამოვზარდოთ.ამ ნაკრებში ძალიან ბევრნი იყვნენ,შარშან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნათამაშები ბიჭები.ისინი,გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით იწრთობიან და იკავებენ ლიდერულ პოზიციებს.რაც მალე გამოჩნდებიან ყველა პოზიციაზე ღირსეული შემცვლელები,მით მალე გახდება ჩვენი ნაკრები,შემტევი სტილის.ნუ დავივიწყებთ,რომ მაშინდელი საქართველო,5 მილიონზე მეტი იყო და ნაკრებში აფხაზეთიდან თუ ცხინვალიდან,შესანიშნავი ბიჭები მოდიოდნენ.დღეს სამწუხაროდ გაცილებით ცოტა ახალგაზრდობა გვყავს და მაშინდელივით მაღალხარისხოვანი და მრავალრიცხოვანი შევსება,ძნელად თუ მოხერხდება.კლუბში შემადგენლობის დაყენება და გამოზრდაც გაცილებით იოლია,ვიდრე ნაკრებში,სადაც მწვრთნელი ხუთიოდე დღე თუ ხვდება ფეხბურთელებს.შესაბანმისად დროც მეტი სჭირდება და ღმერთმა ქნას,დროზე გამოვზარდოთ,შესაბამისი სტილის და კლასის ფეხბურთელები.ანზორ მექვაბიშვილი,შესანიშნავად თამაშობდა,ნაკრებში,მაგრამ ხომ აშკარად ჩანდა,რომ კიტეიშვილის ყოფნა,გაცილებით უკეთეს ფეხბურთს უზრუნველჰყოფდა?კიტე ხშირად იღებს ტრავმებს და ნაკრების თამაშიც ძალიან ზარალდება.დაცვის ცენტრშიც უკვე საფიქრალია,ნიჭიერი ახალგაზრდების დაწინაურება,რომლებიც უფრო სწრაფები იქნებიან და თავითაც უკეთესად ითამაშებენ,მაგრამ დღეისათვის გურამ კაშიას ღირსეული შემცვლელი არავინ გვიჩანს.მას ხომ დაცვის და გუნდის ხელმძღვანელობის მშვენიერი ნიჭი აქვს.საყრდენ ზონაში კიტეიშვილის და ქოჩორაშვილის ყოფნის დროს,ჩვენი დაცვის ცენტრიც,საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდა,თუმცა რომელიმე მათგანი იცვლებოდა,ამ ზონიდან შეტევებს ვეღარ ვაკავებდით და დაცვის ცენტრიც დაბალ ეფექტური ხდებოდა.როგორი ტაქტიკითაც ჩვენმა ნაკრებმა ითამაშა,ეს მხოლოდ საბერძნეთთან თამაშიდან დავიწყეთ და რა თქმა უნდა მისი დახვეწის შესაძლებლობებიც გვექნება.ევროპაზე მიღებული გამოცდილება გადასამუშავებელია და უკვე სექტემბერში,ისევ ჩეხეთთან მატჩში გამოჩნდება,რამდენად გამოვასწორებთ,მაშინდელ შეცდომებს.ფაქტია,რომ ამ ევროპაზე წარუმატებლად გამოსული ჩეხები და უკრაინელები,გაორმაგებული ძალით შეეცდებიან ჩვენ გადაჯეგვას.იქვე იქნება ალბანეთის სიმპათიური დაათლეტური ნაკრებიც.განსაკუთებით ჩეხები შეეცდებიან ჩვენთან ვერ მოგებული მატჩისათვის, სამაგიეროს გადახდას. ჩემი აზრით,ვილი სანიოლი უნდა დარჩეს,რადგან ის სწორედ ნოდარ ახალკაცის გზით მიდის და წარმატებებსაც აღწევს.ყოველ შემთხვევაში,დროს ნამდვილად იმსახურებს.აი მეტის მიღწევა კი,ესპანეთის დამარცხებას ნიშნავს და დღეს ამაზე ოცნებაც არ შეგვიძლია.ძალიან დიდია განსხვავება კლასში,რომ ასევე კოლოსალური სხვაობით ჩვენზე წინ მყოფი პორტუგალიის შემდეგ,მათი დამარცხებაც მოგვეხერხებინა.ლივერპულის შემდეგ,ჰამბურგს,მაშინაც ვეღარ მოვერიეთ.
დავითი
თუ პორტუგალია სლოვენიას მატჩს უყურეთ,კარგად შეამჩნევდით,ბალკანელები უკეთ ეთამაშებოდნენ პირენელეების პირველ ნაკრებს,ვიდრე ჩვენ მათ მეორე შემადგენლობას,ეს სწორედ მაღალი პრესინგის,არნახული ინტენსივობის და გუნდური შეთამაშების ხარჯზე ხდება თანამედროვე ფეხბურთში,რაშიც ძალიან მოვიკოჭლებთ ჯერჯერობით.პრობლემა ბავშვთა ფეხბურთში,სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში უნდა ვეძებოთ,თუ მართლა გვინდა დიდ სიმაღლეებს შევწვდეთ,თორემ დიდი მნიშვნელობა არ ექნება ვის მოვიწვევთ,კონტინგენტი უნდა გვყავდეს!
გია_544
ვილის უნდა მადლობა გადავუხადოთ და გამოვცვალოთ (თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებში გადავიყვანოთ) 1. ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად დაურტყა შორიდან. არაბიძე სახლში დატოვა. 2. აზაროვი სახლში დატოვა და აზაროვის ფლანგი ყველაზე მოუწესრიგებელი იყო. თავდასხმელი შენგელიას ჩართვა ფლანგიდან მოიგონა (ანჩელოტის იდეა) და შენგელია არ ათამაშა. 3. კიტეს სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავდა. კანკავა სახლში დატოვა. 4. თამაში მიჰყავდათ კიტე + ქოჩორა + ჩაკვეს და ამ ტრიოს ვერ შეურჩია დუბლიორები. ზურიკოს ჩაკვესთან შედარებით საფეხბურთო ინტელექტი აკლია. 5. თამაში ააწყო ორ ცენტრალური დამცველზე დაყრდნობით. რომლებიც ვერც ფლანგებზე და ვერც საჯარიმოს წინ ვერ სწრებდნენ და სხვებს უნდა დაეზღვიათ კაშია და კვირკველია. თან არც მოძრავები არ არიან და არც პირველ პასს არ აკეთებენ. ამ ორმა გამოიწვია ამათი ფუნქციებით სხვების გადატვირთვა. ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ ორთაბრძოლებში ძლიერები/დაუთმობლები, პასების ქარაგმათი გამოუცნობლები მეტოქისთვის, სწრაფები და გამძლეები. ეს არ იყო მწვრთნელის გუნდი. პირიქით მწვრთნელმა რამდენადმე შეაფერხა ქართული ფერხული მინდოზე. მაინც მადლობა გვეთქმის სანიოლის! და უკეთესი მწვრთნელი უნდათ ამ ახალგაზრდა და მზარდ ტალანტებს.
555
ვანო ბატონო,ფედერაციის მესვეურები მილიონებს ეთამაშებიან და კეთილი ინებონ გამონახონ თანხები ანუ ცოტა მოიკლონ თვითონ.
Alex
იმ პრობლემას, რაც ჩვენს ნაკრებს აქვს ჩემი აზრით მწვრთნელის შეცვლა ვერ უშველის, ზუსტად ამაზე ამბობდა ქეცბაია. ახლა ზოგიერთები წერენ პრესინგის თამაში და პრესინგიდან გამოსვლა უნდა ასწავლოს მწვრთნელმა ფეხბურთელებსო, ამას სწავლა კი არა დიდი ფიზიკური მომზადება და გაძლება უნდა, ჩვენ დღეს პრაქტიკულად არ გყვავს ფეხბურთელი ვინც ამას დინამიკაში 15 წთ მაინც გაუძლებდა. ესპანეთზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ხომ ვნახეთ როგორ დაგვჩაგრეს ჩეხებმა და თურქებმა ფიზიკურად, არადა ტექნიკით და საფეხბურთო აზროვნებით თუ არ ვჯობივართ მაგათზე ნაკლებიც არ ვართ. ამ პრობლემის მოგვარება საფეხბურთო სკოლებიდან უნდა დაიწყოს, მერე უკვე არაფერი ეშველება.
ანიკო
სანიოლიმ აიყვანა ჩვენი ფეხბურთი ამ დონეზე და უფრო მეტიც შეუძლია. მხოლოდ მტერი მოინდომებს მის წასვლას. გუნდი გააერთიანა, თვითდაჯერება შთაუნერგა. ვგრძნობ რომ ერთმანეთს პატივს სცემენ, მათ შორის სანიოლსაც. ანიკო.

ხო სულ შენი და ჩემი ჯიბიდან უხდიან... მოიყვანონ ძლიერი სპეციალისტი ფულის მეტი რა აქვთ????? ბიჭები კარგი გვყავს ეხლა ამათ სჭირდებათ სტაჟიორი მწვრთნელი კიარა გამოცდილი და მცოდნე......ეხლა არ თქვათ ეს ჩემპიონატი ისე ჩაატარა სანიოლმა ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ათამაშაო..????....
სოსო
1975 წელს,საბჭოთა კავშირიდან პირველი გუნდი იყო,კიევის დინამო,რომელმაც ევროპული თასი,თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.მეტოქეები თავზე ესხდნენ,მათი მეკარე,ევგენი რუდაკოვი,სასწაულებს სჩადიოდა,მცველები მატროსოვივით ეფარებოდნენ დარტყმებს,მაგრამ გარბოდნენ კონტრშეტევაზე და თამაშებს იგებდნენ.თასების თასი აიღეს,მერე კი,სუპერთასზე,ჩემპიონთა თასის მფლობელ,მიუნჰენის ბავარიას მოუგეს,ფორმის პიკში მყოფი ფრანც ბეკენბაუერის მეთაურობით.გიორგი სააკაძეს ჰკითხეს,ბრძოლაში რომელი იარაღიაო,საუკეთესო და რომელიც ხელში გიკავიაო,უპასუხა სააკაძემ.ჩვენ ნაკრებს იმისი რესურსი არა აქვს,რომ მთელი თამაში პრესინგში,ან მაღალი ტემპით ითამაშოს.ვერც მაღლა აწეული დაცვით და ვერც შემტევი ტაქტიკით ვაღწევთ წარმატებებს.სანიოლმა მონახა საუკეთესო ვარიანტი,რომლითაც საქართველოს ნაკრები საუკეთესო შედეგს მიაღწევდა.ვინმეს ჰგონია,რომ ჩვენი რესურსის მქონე ნაკრებისათვის ასეთი შედეგის მიღწევა,მხოლოდ ფეხბურთელების დამსახურებაა?ნაკრები თამაშობდა და კარგად იცოდა,რაც უნდა გაეკეთებინა.ასეთი დონის თამაში,რაც საბერძნეთთან და მერე კიდევ უკეთესად,ევროპაზე ვითამაშეთ,ადრე არასოდეს გვითამაშია და ეს ზუსტადაც სანიოლის მუშაობის შედეგია.გუნდი შეკრულია,მწვრთნელს ენდობიან და როგორც ნაკრები,ასევე მწვრთნელიც,ერთდროულად იზრდებიან.არ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება.მწვრთნელები,ჩვეულებრივ მსოფლიოს ჩემპიონატამდე დებენ კონტრაქტებს და მერე,შედეგების მიხედვით მსჯელობენ,მის გაგრძელება დამთავრებაზე.ნაკრებებიც მსოფლიოს ჩემპიონატამდე ინარჩუნებენ ბირთვს და ციკლის დამთავრების შემდეგ იწყებენ,ახალი ნაკრების შეკვრას.საქართველოს ნაკრებს,ვერავითარი ობიექტური წინაპირობით ვერ უნდა გაეღწია,ევროპის ჩემპიონატამდე,მაგრამ გააღწია და იქაც ჯგუფიდან გავიდა.ეს ნიშნავს,რომ მწვრთნელმა მაგრად იმუშავა და სანიოლი ნამდვილად იმსახურებს, ნდობას.
ჟორას
ჩვენ გვყავს საკმაოდ ნორმალური შემადგენლობა. იტალიის შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ავსტრიის წლევანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ერთერთი საუკეთესო მეკარე ევროპაში, ფეხბურთელი რომელმაც ლიგა ერთში დაბრუნების შემდეგ თითქმის ყველა თამაშში გოლი გაიტანა და ევრო24 -ის ერთერთი ბომბარდირია დღემდე, უკრაინის ორი ჩემპიონი, სლოვენიის ორი ჩემპიონი, ირანის საუკეთესო მცველი, ლიგა ორის და მეორე ბუნდესლიგის ფეხბურთელები. ეს შემადგენლიბა რატომაა დაბალი დონე? გასაგებია, არც საფრანგეთია, არც ინგლისი და არც ესპანეთი, მაგრამ სლოვენიაზე და სლოვაკეთზე უკეთესი შემადგენლიბაა, რომლებმაც ჩვენზე უფრო ტაქტიკურად გამართული და მრავალფეროვანი ფეხბურთი ითამაშეს. ნახეთ მათი თამაში პორტუგალიის პირველ ნაკრებთან და ინგლისთან და დარწმუნდებით. არავინ ითხოვს ანჩელოტის ან კლიპს, მაგრამ სანიოლიზე მაღალი კვალიფიკაციის , გამოცდილი მწვრთნელები სავსეა ევროპაში.
ვანო
200000 ევროდ ვინ გიმუშავებთ წელიწადში, აზრზე ხართ? ან ეს სად ნახეს ამ მათხოვრულ ხელფასზე მომუშავე, ამას რატომ არ კითხულობს ვინმე? რასაც ვაძლევთ იმაზე გაცილებით მეტს აკეთებს და გავანებოთ თავი. ამ შემადგენლობით მაქსიმუმი გაკეთდა ვიყოთ ობიექტურები და გავანებოთ ჰაერში ფრენას თავი დავეშვათ მიწაზე!
ნაპოლეონი
იმ მწვრთნელში ჩივაძეს გულისხმობს. . არადა საუკეთესო შედეგი ჩივაძემ დადო მაგრამ მაინც მართალია,მიუხედავად იმისა რომ პირწავარდნილი ნაცია ამ შემთხვევაში მართალს ამბობს.ბატონი საშა გარტყმაში არ იყო მაშინ. . . აი იმ თაობას უნდოდა თავიდანვე უცხოელი მწვრთნელი. . ბურთს ღეჭავდნენ მაგრამ ფეხბურთის თამაშით 70-80იანებში იყვნენ
დათო
ამაშია საქმე,მწვრთნელის მოძიება დაბალ ხელფასად იოლი გონიათ
დათო
ერთი მწვრთნელი მითხარით, რომელზეც გადაჭრით იტყვით, რომ სჯობს სანიოლს? ახლა ანჩელოტი და გვარდიოლა არ გინდათ ოღონდ, აი ისეთი მწვრთნელი რომელიც დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროს ხელფასზე დაგთანხმდება და აქ წამოვა? ასე გადაჭრით ვერაფერს იტყვი და ვინმე ძალიან მაგარიც, რომ იყოს, მერე კიდევ სხვა ფაქტორებია, როგორ შეეწყობა აქაურობას და ა.შ. ასე ადვილი არ არის ეგ საქმე
ქომაგი
ორი ძალიან კარგი, და ოთხი კარგი ფეხბურთელი გვყავს ევროპის საშუალო დონეს მცირედით, რომ აღემატებიან. ექვსი კაცით უნდა ვეთამაშოთ ფრანგებს, გერმანიას, ესპანეთს და მათი კალიბრის გუნდებს ტოლსწორად, მაღალი პრესინგით და შემტევი ფეხბურთი? მაგას სანიოლი კი არა გვარდიოლა და ანჩელოტი ვერ შეძლებს. კარგი იქნება ვინმე სანიოლზე თუნდაც მცირედით უკეთესი, მაგრამ ვინ?ასე,რომ იქნებ დატოვება ჯობდეს?
ვაი რა ეშველება ზოგიერთს
შენ რა მაგრად გესმის ფეხბურთი,კეცბაია არ გახსოვს ეტყობა ავტობუსი რომ ეყენა კარებში.....შეტევაში კარგავენ უაზროდ ბურთს კვარადონები,ადიბასები და წიტა-პელეები და იძულებული ხარ მეტი დაცვა მოგიწიოს..საერთოდ ნუ ჩადგები დაცვაში მაშინ ბრეზენტი გააკარი
არტ
ბევრჯერ დავწერე და გავიმეორებ - სანიოლი პიროვნულად კარგი ტიპია , მწვრთნელად კი პრაქტიკანტი. ამ მომენტში ის საშუალო ევროპული დონის არაა. საშუალო დონისაა მაგალითად სლოვაკეთის მწვრთნელი კალცონა და ნახეთ, როგორ აქვს აწყობილი თავისი ნაკრები. რომელიც შემადგენლობით არანაირად არ გვჯობია. ასევე სლოვენიის ნაკრები, რომელიც შემადგენლობით ჩვენზე ნაკლებია( დაგუგლეთ და ნახავთ რა კლუბებში თამაშობენ.) რასაც ვერ დავუკარგავთ, სანიოლი სწავლიბს. როდის ისწავლის იმდენს, რომ საშუალო ევროპულ დონეზე ავიდეს, უცნობია- შეიძლება მალე, შეიძლება არა. ჩემი ღრმა რწმენით ჩვენი ნაკრები უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელს იმსახურებს. ცხადია ანჩელოტიზე და პეპზე არაა ლაპარაკი. მაგრამ , არის ერთიგარემოება- ვილის თუ გაუშვებენ კაცმა არ იცის ვის მოიყვანს ეს ფედერაცია. ფაქტია, რომ საშუალო ევროპული კვალიფიკაციის მწვრთნელი აქამდე ჳერ თუ არ მოუყვანიათ...ასე რომ უარესის ხელში არ ჩაგვაგდონ თუ ვილის გაუშვებენ.
მათე
ვეთანხმები სანდროს. მადლიერება სანიოლს მაგრამ ნამდვილად უფრო სხვა დონის მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს რომ განვითარება განაგრძოს. ევროპაზე გამოჩნდა რომ როგორც კი ეს გამოცდილი ტაქტიკა 5-3-2 ვეღარ ამართლებდა და შეტევა გვჭირდებოდა ნაკრები ვერაფერს ახერხებდა და პირიქით ყველაფერი ირღვეოდა. არ გვქონდა გეგმა “ბ” რომელსაც საჭიროების დროს გამოვიყენებდით. ახლს გვჭირდება უმაღლესი დონის მწვრთნელი რომელიც შეძლებს თანამედროვე ფეზბურთის რელსებზე დაგვაყენოა მყარად.( ამის ელემენტები კი გვაქვს მარა ცოტა). აი მაგალითად თუ იტალიამ სპალეტი გაათავისუფლა მოვიწვიოდ. პირადად მე ქეცბაიას კანდიდატურაც მესიმპატიურება.
მამუკა
არა რა ცოდნა არ იკარგება, მიდი სანდრო
გიო9
ნუ ათრაკუნებ ვილიც გაიზრდება ნუ ნერვიულობ და ყველაფერი კარგად იქნება მადლობა ეხლა წადი სხვა უნდა მოვიყვანოდ ეგრე არ ხდება და მაგას ვერ ეტყვიან ვერანაირად ვილის.
rigiti
სანიოლის ანტიბოტებს მინდა მივმართო, ამ კონტიგენტით რა რაც ყავს მაქსიმუმი დადო გაიგეთ!!!! შემოევლოთ ჩემი თავი ჩვენს ბიჭებს, ერთ მუშტად შეკრულებმა იომეს, რაც შეეძლოთ იმის მაქსიმუმი დადეს და ამაში უდიდესი წვლილი მწვრთნელისაა!!! აქ ძალიან ხშირად გაისმის სიტყვა "კლასი", ნამდვილად არ ვაკნინებ არავის(ღმერთმა დამიფაროს) მაგრამ რეალურად კლასიანი სულ ორი გვყავს და ვიცი სადაც თამაშობენ მაღალი კლასის ფეხბურთელები! წარმატებამ თავბრუ არ დაგვახვიოს და ისიც ნუ დაგვავიწყდება სად ვართ რეიტინგით
ამატაკი
შეიძლება ამ კაცის მოსაზრება არ იყოს ყველასათვის მისაღები, მაგრამ საჯარო სივრცეში აზრის გამომხატველის მიმართ პატივისცემა მმართებს ნებისმიერს. კლავიატურას ამოფარებით შეურაცყოფის მიყენება ისეთი მდაბიო ქცევაა, საუკეთესო შემთხვევაში ზიზღს თუ გამოიწვევს. რაც შეეხება ჩვენ ნაკრებსა და სანიოლს: მთლიანობაში სანდროს პოზიცია ჩემთვისაც მისაღებია. ამ მომენტისათვის ისეთი სიტუაცია მივიღეთ, რომ ორივე მხარე, საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი უნდა იყოს - ნაკრებმა აჩვენა წინსვლა, სანიოლი ჩამოყალიბდა ანგარიშგასაწევ მწვრთნელად. შედეგებთან მიმართებაში ორივე მხარეს თანაბრად მიუძღვის წვლილი. შეიძლებოდა თუ არა მეტის მიღწევა? ალბათ შეიძლებოდა , ისევე როგორც საწინააღმდეგო ვარიანტიც, ანუ ჩაფლავება. ამ ეტაპზე კი, ნამდვილად ორივესათვის სჯობია განახლება. სანიოლისთვის, მისი ფეხბურთისათვის იდეალურ ვარიანტად მოჩანს - ირლანდიის ნაკრები. ჩვენი ფეხბურთის შემთხვევაში,სწორი მომენტია უფრო გრძელვადიანი გეგმების დასახვისათვის. როგორი უნდა იყოს ქართული ფეხბურთის სახე? რას უნდა დაეფუძნოს ის? თუ მიგვაჩნია რომ ქართული ფეხბურთი არის ის, რასაც უკვე ისტორიად ქცეული ლეგენდარული თბილისის დინამო თამაშობდა, მაშინ ის რადიკალურად განსხვავდება სანიოლისთვის მისაღებ ფეხბურთისაგან. ჩვენ უკვე გვყავს 160 მლნ (რეალურად ცოტათი მეტიც) ღირებული ნაკრები. გვაქვს პოტენციალი ახალგაზრდული ნაკრების სახით. გვჭირდება ტრენერი, რომელიც მოკლე დროში შეძლებს ახალგაზრდების დიდ ნაკრებში ადაპტირებას. გამოიყენებს საზონოვს, აზაროვს, გელაშვილს, გოგლიჩიძეს, კალანდაძეს და სხვებს დაცვაში. შეტევის მიმართულებითაც გვაქვს რესურსი იგივე სიგუას, კვერნაძის,გაგნიძის, არაბიძის და მრავალი სხვა ბიჭების სახით. აუცილებელია ნახევარდაცვაში კიტეს პოზიციაზე ალტერნატივის მოძიება ( რის არქონამაც ძალიან დაგვაზარალა). საბოლოო ჯამში რაც ძალიან მახარებს ისაა, რომ ბოლოსდაბოლოს წამოგვეზარდა თაობა, რომელსაც არა აქვს დამარცხებულის მენტალობა. მათ თავისუფლად, ლაღად თამაშის უნარი შესწევთ. მართალია ჯერ კიდევ მხოლოდ გარკვეულ მომენტებში, მაგრამ ძალიან ამაღელვებელია როცა ხედავ, უკვე როგორ იკვეთება ამ ბიჭების თამაშში ზოგადად ქართული ხასიათი. ჟინი, სილაღე, კრეატივი, სწრაფი და არაორდინალური გადაწყვეტა - ეს ხომ იმ დინამოს, ზოგადად ქართული ფეხბურთის ხასიათია. ჰოდა ჩემო კარგო ხალხო, იქნებ გამოინახოს ვინმე ისეთი, უცხოელი ან ქართველი მწვრთნელი, ვინც ვითარებას ალღოს აუღებს და ისეთი ნაკრების ჩამოყალიბებას მოახერხებს, რომლის თამაშის ხილვისას მაყურებელი მარტივად გაარკვევს - ეს ხომ საქართველოს ნაკრებია?!
დ.დ.
უფროსები გაგვიჯავრდებიან, თორო ჟურნალისტის პროფესიის საერთოდ მოსპობაა საჭირო
QT
ესეიგი ქვემოთ მოყვანილია სანდროს ციტატა სტატიიდან და რა ნამუსით ამბიბს მაგას, მაშინ როცა თვითონ იმ დროს იყო ნაკრებში იმ როდესაც ექტორ რაულ კუპერი გვყვავდა მწვრთნელად და კაცი გააგდეს გუნდიდან. ნუ პორტუალიელები და ქართველები რომ ვერ გაურჩევია ეგეც კარგად გვახაოვს ჩვენ - მახსოვს , რომ გვყავდა ისეთი მწვრთნელები, რომლებიც თავიანთი კვალიფიკაციით იმ ფეხბურთელების კლასს ვერ შეესაბამებოდნენ, რომლებიც ნაკრებში გვყავდა და ეს მუდმივად იწვევდა დაპირისპირებას და იყო არასასურველი სიტუაცია. ფეხბურთელები მაშინ კარგავდნენ მთავარი მწვრთნელის ნდობას.
ვვვ
ზუსტად მიმიხვდი. ლოგიკურო ))
ჟორა
ჩვენ სწორედაც რომ საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები გვყავს და სწორეთ სანიოლის დონის მწვრთნელი გვინდა. გვარდიოლას და მისი დონის მწვრთნელი რომ მოიწვიო ვინ უნდა გააწვრთნევიო? შედეგს ერთი კი არა 11 კვარაცხელია უნდა, შენ კი ერთი გყავს და ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას აპირებ, ასე არ არის. ახლა მოვა ახალი მწვრთნელი ახალი ტაქტიკა, ახალი მიდგომა და მსოფლოს გამოვტოვებთ. მსოფლიოს ციკლი სანიოლმა რომ ჩაატაროს დიდი შანსი გვაქვს მსოფლიოზე ვითამაშოთ. ეს კაცი დაცვიდან იმიტომ ათამაშებს ნაკრებს, რომ ექსტრა კლასისი თავდამსხმელი არ ყავს, გვარდიოლა საიდან მოგიყვანს?
zura
ამას ვამბობ მეც,უნდა წავიდეს,როდემდე უნდა ვიდგეთ დაცვაში 90 წუთი
Master
ჩალის ფასად ამუშავებ კაცს თვეში 20000 ევროდ მუშაობა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში სირცხვილია. დარწმუნებული ვარ ირლანდიელები სულ მცირე მილიონ ნახევარს გადაუხდიან. რომ წავიდეს ვინ უნდა მოვიყვანოთ? ვიცით? ფედერაცია დიდი სიამოვნებით დანიშნავდა სვანაძეს.
Emigranti
ჩემი აზრით ესეთმა ექსპერტებმა დაღუპა ზუსტად საქართველო მუდამ იქ რო ყობენ ცხვირს სადაც არ უნდა ჩაყონ.ესეთი უმადური როგორ უნდა იყო ადამიანი რომ სანიოლის წასვლაზე ლაპარაკობდე კაცმა გუნდი შეკრა რომელმაც ისე გაგვახარა და გაგვაბედნიერა სრულიათ საქ ართველო რომ სიზმარშიც კი ვერ ვნახავდით ამხელა ბედნიერებას.მარა ვიცი ეს ერის დამაქცევრები იმდენს იზამენ გააქცევენ ამ კაცს თავისი უმადური ლაპარაკებით
გიორგი
სანიოლმა აქ ისწავლა მწვრთვნელობა,რომელი თამაში გინახიათ მაგის მოგებული პირველ ნომრად?დაბალი კლასის გუნდებთან გინდა ბულგარეთთან გინდა მაკედონიასთან,ან ბელორუსთან ან ამ ევროზე ვისთან ვფლობდიდ უპირატესობას?უმოტივაციო პორტუგალიამ რომ მოგვცა თამაში?ცოტა დაფიქრდით.ეხლა უკვე მაღალი კლასის გუნდები ამას აღარ გაგვიტარებენ.კონტრშეტევებით ფონს ვეღარ გავალთ,გუნდი პრესინგს ვერ თამაშობს ,ვერ უტევს,ამ მწვრთვნელს მეტი ტაქტიკური სქემა არა აქვს,კატასტროფა გვექნება შემდეგ თამაშებში,ეს სამი წელიც დროის ტყუილი განიავება იქნება.თუ არადა აიღეთ პასუხისმგებლობა ვინც სანიოლის დატოვებას მხარს უჭერთ.ეხლა უფრო ცოტა მაღალი კვალიფიკაციის გამოცდილი მწვრთვნელის მოწვვევაა საჭირო.ეხლა მაიმუნობას თავი დაანებეთ.ანჩელოტი და გვარდიოლა აქ არ მოვა მარა ბევრი მწვრვნელია საშუალო ანაზღაურების ვინ დათანხმდება,ეს სანიოლიოს ბოტებს ეხება რომ ვინ მოვა აქ დაბალი ანაზღაურებითო.სანიოლს მადლობა, თუმცა რა ტაქტიკითაც ათამაშა ნაკრები მე მაგის მოხარული არ ვარ,ეგ ტაქტიკა მხოლოდ დაბალი კლასის გუნდებთან და მაღალი კლასის გუნდებთან გამართლებაზე მუშაობს,ასე რომ ვეთანხმები ცნობილაძეა და საჭიროა პროფესიონალმა ჟურნალისტებმა ხმა ამოიღონ და არა ერთი ადგილის მიმცემებმა,სიმართლე უნდა ითქვას
მამუკა
აბსოლუტურად ვეთანხმები სანდროს. ნაკრები სანიოლისთვის აშკარად გადაიზარდა. სანიოლმა თავისი საქმე კარგად გააკეთა, მაგრამ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჭირდება. სასურველია იყოს უცხოელი, არასასურველი კონტაქტები რომ იმთავითვე გამოირიცხოს და აუცილებლად ავტორიტეტული, ფეხბურთელებმა რომ დაიჯერონ.
Levani
გაასწორო არა ფოთოლა,მაქსიმუმი გამოწერა ტიპმა გუნდიდან და ისეთ გუნდად ჩამოაყალიბა ვისთანაც თამაში მართლა არავის არ უხარია-ესპანელე იც კი ფიქრობდნენ რომ შეგვეძლო გაგვეგო,რომ არა კიტეს ტრავმა ახლოსაც ვიყავით. და გყავდა 3-4 შემცვლელი?ღირსეული შემცვლელი გყავდა? არა ხო? ასე რომ ნუ აბრახუნებთ აზრებს,თუნდაც ვინმე სანიოლზე მაგარი იყოს სანამ ის გუნდს გაიცნობს და თავის ფილოსოფიას მოარგებს მსოფლიოს შესარჩევი გაივლის.
გიო
ვილიმ ევროპაზე გაგვიყვანა ,მერვედფინალში პირიქით არ არის საჭირო ახალი მწვრთნელი. კვეკვეს არ მოუსმინეთ რა თქვა ერთი იჯახი ვართო მთელი გუნდიო თავისი მწვრთნელითო სტაფითო ფედერაციითო იანვრამდე კონტრაქტი აქვს იმედია გააგრძელებს კონტრაქტს კარგათ მიდიან ბიჭები უეჭველი გავალთ მსოფლიოზე და ვისაც არ გჯერათ გაგვატარეთ!!!
გია
1000%!
dato
წლის ბოლომდე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ერთა ლიგა იწყება შემოდგომაზე და ეგ უნდა იყოს მოსამზადებელი შესარჩევისთვის. წლის ბოლოდმე თუ დარჩება სჯობს მსოლფიომნდე დარჩეს მაშინ.
თენგო
მადლობა ბიჭებს, სანიოლს, გუნდს, გულშემატკივარს, მაგრამ მოდი შევაჯამოთ, ოთხი თამაშიდან ორი წავაგეთ, ერთი ფრედ ვითამაშეთ, ერთი მოვიგეთ. ვითამაშეთ დაცვა და გვყავდა მამარდა, წინ შეტევაში რა გავაკეთეთ? თუ დაცვაში გვინდა ვიჯდეთ სულ მაშინ .... თუ შეტევაში თამაში გვინდა მაშინ არ უნდა ვიყვეთ კმაყოფილები. კიდევ ერთხელ მადლობა. (სულ ისე გვემართება, წავაგეთ მარა მოგებულები ვართ)
ana
აუ ახლა გამოფილოსოფდებიან და დაიწყებენ სიტყვების ბრახუნს. შეირგეთ ვინც გყავთ, თქვენი ჭირიმე რა.
საქართველო
შენ და კიდევ ზოგიერთი "ექსპერტი" მანამდეც იძახდით სანიოლზე ეს ვინ ჩამოიყვანეს,მოაშორეთ ეს პრაქტიკანტიო. ხმას როგორ იღებთ საერთოდ ის ხალხი ამ სიტუაციაში რომ სანიოლი უნდა წავიდეს,თავი დახარეთ და ცოტახანი მაინც იყავით ჩუმად.ჩვენმა ბიჭებმა სამწვრთნელო შტაბთან ერთად ზღაპარში გვაცხოვრეს, სანიოლის წასვლას როგორ ითხოვთ,ეს უკვე უმადურობაც აღარაა
ggggg
რა ეცით ამ კაცს! გამოთქვა თავისი აზრი. სანდრო საკმაოდ კომპეტენტური პიროვნებაა. მგონი საკმაოდ კარგად ესმის ფეხბურთი (ვის მოწონს მისი წაყვანილი რეპორტაჟი და ვის არა, ეგ გემოვნების ამბავია). რაღაცა კუთხით შეიძლება სწორსაც იძახის, უბრალოდ უფრო დეტალური გაანალიზებაა საჭირო. სანიოლის პლიუსი ისაა რომ გუნდს და ფეხბურთელებს კარგად იცნობს, შესანიშნავად შეისწავლა თითოეული მათგანი. რა თქმა უნდა მასზე მაღალი დონის მწვრთნელებიც არიან, მთავარია ეხლა ეგეთი მწვრთნელი დათანხმდეს ჩვენი ნაკრების გაწვრთნას (ალბათ ბევრი დათანხმდება, მაგრამ ხელფასს მოითხოვს მაღალს)
გოჩა
4 თამაშში 40 ჯერ რომ დაგირტყამენ კარში, აქედან 3ჯერ მეკარე რომ საუკეთესო გეყოლება რა მწვრთნელობაზეა საერთოდ საუბარი. უნდა წავიდეს, ეს თაობა ბევრად კარგ დამრიგებელს იმსახურებს!
არჩი
ჩვენი ფეხბურთელებისგან გუნდი - ამ სიტყვის ყველა საუკეთესო მნიშვნელობით და თვისებებით ვინ შექმნა? ჟურნალისტებმა და კომენტატორებმა? მაინტერესებს, ფერგიუსონმა და ვენგერმა თავისი მანჩესტერი და არსენალი მაღალ დონეზე რომ აიყვანეს რამდენიმე წელში, რატომ არ შეცვალეს და აცალეს მრავალი წელი მუშაობა? ცნობილაძის ნაირი ჭკვიანი არ იყო ეტყობა ინგლისში არავინ და ასეთი ბრძნული მიგნება ვერ შეძლეს. იმაზე არ ფიქრობენ ჟურნალისტები და კომენტატორები, რომ თავად არ შეეფერებიან საერთოდ დანამედროვე ფეხბურთის დონეს? თუ მადლობა ღმერთს და პოლიტიკურად არ არის ჯურნალისტი ანგაჟირებული, წერის მანერა აქვს პროვინციული და გოიმური ზოგიერთებს. კომენტატორები ნაპოლის და მამარდას ვალენსიას კარში გატანილ გოლებს ჟრიამულით და აღტყინებით აღნიშნავენ და ამას იმით ხსნიან, რომ ობიექტურები და მიუკერძოებლოებლები არიან. სიბრიყვეა - როცა ქართულ გუნდებს ეხება საქმე, სწორედაც მიკერძოებული უნდა იყო. ისე, სანდრო თუ გაითვალისწინებს, რომ კომენტირებისას ხმოვანები არ გაწელოს, კარგი იქნება - ძნელი სასმენია. მოთამაშეების გარჩევა კი ისწავლა - ვალენსიას თამაშების ყურებისას ხშირად მიწევს მისი მოსმენა.
ზურა
სანიოლი იმით არის კარგი რომ დემოკრატიული მიდგომაა აქვს, თორემ ნაკრების ბიჭებმა დონით რომ გაასწრეს ეგ უკვე კარგად ჩანს. არის რისკი უარესი არ მოიყვანონ.
i1i1i1
მაგას სათვალე ვერ უშველის, ის პორტუგალიელი ფეხბურთელი შავკანიანი იყო.
გიო
შენი ლოგიკით, სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს სანიოლი?
Zuku
გიჟები არიან ესენი! ნაკრების დონეს კი არ შეესაბამება მწვრთნელი არამედ ქვეყანაში რა საფეხბურთო დონეა!.....დაანებეთ ნაკრებს თავი! მიხედეთ ეროვნულ ჩემპონატს ბატები რომ ბალახობენ სტადიონებზე!!!
ცნობილაძეს
სანდრიკ! შენ რო იტყვი არა? სანიოლი უნდა დარჩეს!
llcl
ამან ნეტავ ქართველების და პორტუგალიელების გარჩევა თუ ისწავლა?
ლაშა
ვფიქრობ, სანიოლი მინიმუმ წლის ბოლომდე უნდა დარჩეს. პირველი იმიტომ, რომ კარგი, სწორი ჟესტი იქნება, მეორე კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვს და არაფერი დაუშავებია, რომ გაუწყვიტონ და გაუშვან და მესამე იმიტომ, რომ გუნდს უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა ურთიერთობის და თუ რამოდენიმე თამაშს არ ჩავთვლით პრინციპში სანიოლის მიმართ არ არსებობს საბაბი და სასაყვედურო. გაშვება თან ესე მოქმედი კონტრაქტისას მაინც ნიშნავს, რომ რაღაცით უკმაყოფილო ხარ.
გენა
მაღალი დონის მწვრთნელი რთულია ბავია. საქართველოში წამოვა? ხელფასი? შეეგუება ჩვენს მენტალობას? ეს კითხევნი არსებობს. სანიოლი კი მოერგო ამ ყველაფერს. იყოს და მიხედოს საქმეს. მე ვთვლი, რომ ზოგადად მწვრთნელები საშუალო დონიდან და ზემოთ ყველა მეტ-ნაკლებად ერთი დონეა. ანუ წმინდა ტაქტიკურ განსწავლულობის ამბავში. აი ფსიქოლოგიაში კი ნაღდად არის დიდი სხვაობები მწვრთნელებს შორის. სანიოლს კი ეს კომპონენტი სულაც არ უჭირს. ასე რომ, სად ვუშვებთ? იყოს.
Korsava
სანდრო ცნობილაძის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს პირიქით მისი მადლობელი ვარ 90-იან წლებში საქართველოს ხმაზე წაყვანილი რეპორტაჟებისთვის! თუმცა ახლა რასაც ამბობს სისულელეა და მგონია ცოტათი დაუმსახურებელი სანიოლის მიმართ!! თუმცა მისი მოსაზრებაა და პატივი უნდა ვცეთ!
ჟამთააღმწერი
სანიოლი კარგია, მაგრამ უდაოდ მასზე უკეთესს მოიყვენენ, რატომ არ უნდა მინდოდეს! დაახლოებით 8 წლის წინ, როცა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები თამაშობდა, პირველივე წუთზე გაგვიტანეს გოლი და ეს ცნობილაძე სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა - კიტემ გაუტანა მეტოქესო :)) ან გარეგნობა, ან ფორმა ...გვეკუთვნის თუ არა უკეთესი კომენტატორი, ან სხვა ზომის სათვალე მაინც უნდა გაიკეთოს თუ არა?:))
ვვვ
აა, ანუ ბავშვი 7 წლის რომ ხდება, მამას უცვლი? ;)
პლეხანოველი
ჯერ ისეთი კომენტატორები მოვიძიოთ საქართველოს ნაკრების და სხვა ქვეყნის ნაკრებების ფეხბურთელები რომ არ შეეშლებათ და მერე ვეძებოთ სანიოლის შემცვლელი. ს.ც. ნათქვამიდან გამომდინარე "ბავშვს მშობლები რომ 7 წლამდე გაზრდიან" - მერე მშობლები უნდა გამოვუცვალოთ??? - მაგარი ლოგიკაა!!!
სანიოლი: ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს - შემადგენლობაში ცვლილებები და განსხვავებული გეგმა იქნება
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანდრო ცნობილაძე: ქოჩორაშვილის მოვლენა ევროპული მიდგომის შედეგია, რომელიც ჩვენსას სჯობს... [VIDEO]
გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვარ - ინტერვიუ სანდრო ცნობილაძესთან
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
"საუკეთესო კომენტატორია! ჩემზე უკეთესიც" - დიმა ობოლაძის მხარდაჭერა სანდრო ცნობილაძისადმი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
სპორტული ჟურნალისტების სოლიდარობა სანდრო ცნობილაძეს
"კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა" - სანდრო ცნობილაძე სფფ-ის პრეზიდენტის პოსტს ეხმაურება
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია