ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ გვაუწყა. იმერული გუნდის მაისურს მოირგებს 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია, რომელიც ბოლოს ბათუმის "დინამოში" ასპარეზობდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და როგორც კლუბის სოციალური ქსელით ვიგებთ, ეს სასყიდლიანი ტრანსფერია.

აღსანიშნავია, რომ ფაცაცია ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. მისი გოლი ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან: ჰარი კეინი, კილიან მბაპე და ფედერიკო დიმარკო.

ქუთაისურ გუნდში ჩაირიცხა 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილიც, რომელიც ბოლოს ყაზახური "ჟენისის" მაისურს ირგებდა და მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ინფორმაციისთვის, ეს გარიგებაც სასყიდლიანი გახლავთ.

წლების განმავლობაში "ტორპედოს" ახალწვეული ბათუმის "დინამოს", გორის "დილას" და თბილისის "იბერიას" ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა მუდმივი წევრი.

Levani
შე მართლა ..მის ლადო,ან ზაკო. როდის ნახეთ დაცინვა,ან ფული არ აეღო რა შუაშია? მიპასუხეთ აბა თუ სწორი ბიჭები ხართ. 2034 წლისთვის რაღაც ვისურვე და ვისაც არ გაგეხარდებათ ასეთი მომავალი 13 დისლაიქის ავტორი გამოექანეთ ლიხის ქედიდან.. მე ხაშურის სტადიონზე(სადაც გოლებიც მაქვს გატანილი) აი ცენტრში დაგელოდებით
ქართული ფეხბურთი
კარგი ტრანსფერებია, ამ წელში მოყვენილებიდან იონსენისა და ჟუნიორის შემდეგ ბიძინაშვილიც გაამართლებს ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური 10-იანია და თანაც გამტანი. ფლანგებზე სჭირდება ტორპედოს გაძლიერება, ჯორჯინიო ძალზე არატექნიკური და უსარგებლოა. ყაზახეთიდან შეიძლებოდა ბუღრიძის დაბრუნება მაგრამ დინამოში მიდისო ითქვა და ვინმე კაი უცხოელი თუ არ მოჰყავთ ღუდუშაური მაინც უნდა იყიდონ ბათუმიდან. სხვანაირად ჩემპიონობაც გაუჭირდება ტორპედოს.
კოკო
ბინოკლი შენ დაგჭირდება და უყურე შორიდან ტორპედოს წარმატებას. ქატო იქა ფქვილი აქაა ისე სწორი ფორმა.ზღაპრის წიგნი მაინც გადაშალეთ ხანდახან
Gio
დაგავიწყდა ასე დაგეწყო-ქატო აქა, ფქვილი იქა... რა ჯგუფური ეტაპი, ფაცაცია და ივანიშვილი ბათუმში იყვნენ შარშან, ჯფუფური ეტაპი ბინოკლიდანაც კი არ დაუნახავთ.
ლადო
როდემდე უნდა დასცინოთ გუნდებს? სჯობია სანამ გუნდზე დაიწყებ ქილიკს მანანამდე მის ისტორიას გადახედო ვინც ხარ გირჩევნია. ამით გუნდსაც და გულშემატკივარს რომ დასცინი უნდა ხვდებოდე. ინფორმაციისთვის და მაგალითვისთვის მოგაწვდი პატარა მცირე ინფორმაციას: ხაშურის ივერიაში თამაშონდა მეკარე ნიკა ტოგონიძე, რომელიც შემდგომ ეროვნული ნაკრების მეკარე იყო და იტალისთან გაუვალი კედელი იყო, ასევ თამაშობდა დავით გვარამაძე, რომელიც ახლა ნაკრების მეკარების მწვრთნელია. ბევრი ისტორის მოყვნა შემიძლია ხაშურის ივერიაზე. ასე თუ გაინტერესებს ჩადი ხაშურის სტადიონზე და ნახე რა გულშემატკივრობა იციან.
ზაკო
შემ ალბათ იმ კატეგორიაში, რომლებიც ვენებს იხსნიან და გაჰყვირიან ბიჭებს ფული არ უნდა აეღოთ და არც მადლობა უნდა ეთქვათო, მართლა ჩუჩუნიო ხარ
გენა
ჩუჩუნიოს ნაცვლად ხაშურის ივერიამ კუტუნიო დაიმატა
Levani
2024ქართველი ფეხბურთელები? აგერ კვარას და მამარდას კარგმა თამაშმა გზა გაუხსნა ქართველ ფეხბურთელებს და ევროპული ლიგების შემდეგ უკვე ეროვნულ ლიგაშიც კი გაჩნდა მოთხოვნა. 2034 ხაშურის ივერია რომელიც ეროვნული ლიგა 2ის მოსაგებად იბრძვის იჯარის წესით დატოვა პალმეირასიდან გადმოსულმა ამომავალმა ვარსკვლავმა ჩუჩუნიომ. ჩუჩუნიო:ახლა მე ვერ გავუძელი ლიგა 2-ის თავბრუდამხვევ ტემპს და სათადარიგოებში ჯდომას ვარჩიეთ ცოტა ხნით პრემიერლიგაში "ევერტონში" მეთამაშა. შეგახსენებთ ჩუჩუნიოს შეძენით ადრე ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული ზესტაფონის მარგვეთიც კი იყო დაინტერესებული
რეალობა
ფაცაციას გოლი https://youtu.be/sgW1_c8uU2Q?feature=shared
იბრუხ მართალი
ტორპედო კარგი პროექტია და იმედია გრძელვადიანია ეს წამოწყება. სხვაგვარად რატო დახარჯავდა კერესელიძე ამდენ ფულს გუნდზე თუ სერიოზული შედეგებზე არ ფიქრობს. მეტიც, გონიერი კაცია რადგან ჯგუფურ ეტაპზე გასვლა საკმაოდ სოლიდურ მოგებას მოუტანს და ხვალინდელი ქათამი ურჩევნია დღევანდელ კვერცხს. მე ეს შთაბეჭდილება მრჩება ამ გუნდზე. ღმერთმაც ქნას, გვეყოფა ამდენი უნიათობა საკლუბო ფეხბურთში და ეს წრე სწორედ ამ გუნდმა უნდა გაარღვიოს. რაც შეეხება წლევანდელ ევროსეზონს ცოტა გაჭირდება, ძალიან უნდა გაგვიმართლოს კენჭისყრაში. ტირანას და ომონიას ეჭიდავება კიდე კაცი და მერე რა იქნება ვნახოთ. ასე რომ წელსვე ჩემპიონი უნდა გახდეს ქუთაისი და ლიგის გზით შევა რომელიმე ჯგუფში.
Irakli Apkhaidze
ერთადერთი ქართული კლუბი, რომლის აქტივობები ადეკვატურია და საქმის ცოდნის შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით ევროტურნირების წინ. აი დანარჩენები რას მიედ-მოედებიან თუ იცით ვინმემ?.. კი არა და თვითონ თუ იციცან?...
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ირაკლი ბიძინაშვილმა ლატვიაში პირველი გოლი გაიტანა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ეროვნული ლიგის VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დილა-საბურთალო 0:2 - უწყვეტი ჯაჭვი [VIDEO]
საბურთალო-დინამო(ბთ) 2:0 - "ჯოკერმა" ისევ გაჭრა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ლატვიურმა "ელგავამ" ირაკლი ბიძინაშვილი წარადგინა