საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. 2 წაგების შემდეგ გიორგი გოლიაძის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები სომხეთს შეხვდა და 8 ქულით – 81:73 დაამარცხა.

სამწუხაროდ, ეს გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ საქართველო ჯგუფიდან გასულიყო. გათამაშების ფორმატის თანახმად, პლეი-ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო გადიოდა, რომელთა ვინაობაც უკვე საწყისი 2 ტურის შემდეგ გაირკვა. აზერბაიჯანმა და კვიპროსმა 2-2 მატჩი მოიგეს, საქართველომ და სომხეთმა კი – წააგეს და მათ შორის გადაულახავი ზღვარი გაჩნდა. ჯგუფის ბოლო, მესამე ტურს პლეი-ოფში გასვლის თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება, სომხეთთან მოგებას ამ მხრივ ფასი ნამდვილად ჰქონდა.

საქართველო ჯგუფებიდან ვერგასულ კიდევ 3 ნაკრებთან ერთად ბრძოლას მე-5 ადგილისთვის განაგრძობს. A ჯგუფში მე-3 ადგილზე გასული ჩვენი ნაკრები B ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება, რომელიც დიდი ალბათობით, გიბრალტარი იქნება, თუმცა, თუ ამ უკანასკნელმა დარჩენილ მატჩში მოულოდნელად ალბანეთს სძლია, საქართველოს ალბანეთი შეხვდება.

რაც შეეხება სომხეთთან გამარჯვებას, ჩვენს გუნდს 18 ქულით, 13 მოხსნით და 5 ჩაჭრით ნიცა საბადაშვილმა ულიდერა. ბომბარდირი 21 ქულით ანა მესტუმრიშვილი გახდა, 19 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი ელენე ნიგურიანის ანგარიშზეა.

GBF.GE

"ულიდერა"
ლიდერობა (მხოლოდ) მოხსნების რაოდენობით განისაზღვრება ? :)))
G.LA
როდის ოყო სომხები სხვის კალათში რამეს აგდებდნენ? მოუგებდით აბა რაა.
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
U16 გოგონათა ნაკრებმა ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა, ნიცა საბადაშვილი სიმბოლურ ხუთეულში შევიდა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
WU16 | სან-მარინო 4:7 საქართველო
WU16 | ლუქსემბურგი 1:4 საქართველო