საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

11 ივლისს ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში მატჩის მასპინძელ სტადიონზე, "მიხეილ მესხი 2"-ზე გამართა. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და თათია გაბუნიამ ისაუბრეს. შეკრების მიმდინარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა 16 წლის დებიუტანმა სოფი ხელაშვილმა, რომელიც აშშ-ში, "ოჰაიო პრემიერში" თამაშობს.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას ჯგუფში მეორე პოზიციაზე ვხვდებით. გვაქვს შანსი, რომ ქულების მოპოვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სხვა ჯგუფის შედეგებზეც არის დამოკიდებული.

ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ საკუთარ კედლებში, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შეგვიძლია სასურველი შედეგის მიღწევა. თუ მოთამაშეები ტაქტიკურ დავალებებს კარგად შეასრულებენ, გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ".

თათია გაბუნია (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "ეს სტადიონი ჩვენთვის თილისმად იქცა. ბელარუსთან წინა მატჩიდან გამომდინარე, მარტივი თამაში არ გველოდება. სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, გადამწყვეტი თამაშია ჩვენთვის და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჯგუფიდან გავიდეთ.

მოსამზადებელი ეტაპით ძალიან კმაყოფილი ვარ. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს აკეთებს. თამაშის ბედს არა მხოლოდ მოედანზე მყოფი 11 მოთამაშე გადაწყვეტს, არამედ მთელი გუნდი და სტაფი".

სოფი ხელაშვილი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "ვფიქრობ, მოგების კარგი შანსი გვაქვს. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვმუშაობდით ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან საინტერესო იყო".

საქართველოს და ბელარუსის ქალთა ნაკრები გუნდების შეხვედრა 12 ივლისს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხი 2"-ზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

nakrebi.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა [VIDEO]
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საბერძნეთთან მარცხით დაიწყო
ბელარუსი-საქართველო | ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან მატჩისთვის ემზადება
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან დასანანი მარცხი განიცადა, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]
ირის ანტმანი: ჩვენი მიზანია, ქულები მომდევნო თამაშებში მოვიპოვოთ
"ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით" - რა ითქვა ბელარუსთან მატჩის შემდეგ