ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ

"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" გასვლაზე "მორნართან" 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ადგილობრივ RTCG-სთან მონტენეგროული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზორან დურაშკოვიჩმა გააკეთა, რომელიც სიხარულსა და სიამაყეს ვერ მალავდა.

როგორი ამბავია, "მონრარი" თავისი 101-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად გავიდა ევროტურნირებზე და სადებიუტო შეხვედრაში ეგრევე გამარჯვებას მიაღწია.

"სადღაც მზადების შუაში ვართ, ვიცით, რომ ევროპული თამაშისთვის ბოლომდე მზად არ ვიყავით, მაგრამ მონტენეგროს ფეხბურთს სახე გავუბრწყინეთ - ქართულ გიგანტთან ვითამაშეთ!

ვიცოდით, რომ "დინამომ" თავისი ქვეყნის ჩემპიონატი 19-ჯერ, ხოლო თასი 12-ჯერ მოიგო. მათი ბიუჯეტი 25 მილიონ ევროს შეადგენს, რაც 50-ჯერ მეტია ჩვენსაზე!

2:0 რომ დარჩენილიყო, განმეორებით მატჩამდე დიდი იმედით ვიქნებოდი, მაგრამ ანგარიშში მაინც წინ ვართ. კონცენტრაცია დავკარგეთ და დამატებით დროში გოლი გავუშვით.

ჩვენ ნამდვილ ფეხბურთს ვთამაშობდით, ისევე, როგორც გასულ სეზონში. ბედნიერი ვარ ამ სამოთხეში ყოფნით. უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს მონტენეგროშიც თამაშობენ!

განმეორებითი მატჩი? იმედი მაქვს, რომ მიდგომა მეორე თამაშშიც იგივე იქნება. დღევანდელ დაპირისპირებაში პირველ ტაიმში უკეთესები ვიყავით. თუ დღევანდელის მსგავსად ვითამაშებთ, გათამაშებიდან "დინამოს" გამოთიშვის შანსი გვექნება.

ფეხბურთი უცნაური თამაშია, გასულ სეზონში დიდი სასწაულები მოვახერხეთ, ვიცე-ჩემპიონები გავხდით. 25 მაისს კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის უფლება ოფიციალურად მოვიპოვეთ. უბრალოდ, უნდა ვისიამოვნოთ ამ მომენტით და არ ვინერვიულოთ იმაზე, თუ რა იქნება. მოხდეს ის, რაც მოსახდენია", - თქვა დურაშკოვიჩმა.

ინფორმაციისთვის, თბილისში საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს ჩატარდება.

• ქომაგი.....

მონრო რო მოგიგებს ხმამაღლა შეგვიძლია რო ვთქვათ რო ჩამოშლილია დინამო გუნდს აღარ გავს დისციპლინა 0 ქომაგებსაც კარგავენ რა გჩირთ რა არის ბოლო ბოლო რით ვერ გაძეხით იყიდეთ ვინმე ნორმალური 200 მილიონი კლუბი გირს და ვიგაც გაურკვევწლი სასტავი ყოველთვის დინამოს თამაშებს უყურებ ძან დაბალ დონეზე თამაში მიდისს რაგაც ფეგბურტელები ვერ არიან ხოდზე ალბათ არუფასებს კლუბი ფეგბურტწლებს და მაგიტომაცა ხან ონროსტან და ხან რაგაც კონგოს სოფლის გუნდტან რო ვაგებტ

• გურულო

ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგეთ,ვიღაცაზე მეტი ბიუჯეტი გვქონია.

• zola

გაყიდეს თამაში უეჭველი…

• დათო

თუ იცით ვინმემ რამდენია საშუალო ხელფასი დინამოში? თქვენც იკითხეთ და მიხვდებით რო სავსებით შესაძლებელია მართლაც შეადგენდე 25

• Levani

ამან ეტყობა შეგვისწავლა 1981 წლის კადრებს უყურა და დაასკვნა გიგანტის ვეთამაშებიო. არადა საფეხბურთო აკადემია დინამოს ეთამაშა+ ერთი-ორი გზააბნეული უცხოელი

• Master

როგორ მოვუგებთ, როგორც შარშან ვინმე ბატონ ჰამრუნს მოვუგეთ სტუმრად წაგებული 1-2-ის მერე?

• Star lord

უთავმოყვარეო გუნდი მთელი თავისი სტაფით. დინამოს ვგულისხმობ რა თქმა უნდა

• მწარე

ეს უაზრო წაგებები შემთხვევით არ ხდება. გუნდი თამაშობს 50 წლის წინანდელი სტილით. რას ნიშნავს აქ მოვუგებთ? არაფერს, ან მოუგებ ან არა. შეეშვით ბაქა ბუქს. ფაქტია წავაგეთ. როცა მოვიგებთ, მერე იბლატავეთ.

• გენა

ეს მორნარის მწვრთნელიც თავის გულშემატკივარს ატყუებს გრანდი დავამარცხეთო. დინამო რისი გრანდია. ბანდაა ჩვეულებრივი.

• დათო

რა 25 მილიონო ეს ხომ არ უბერავს მაგდენი ყველა კუბის ბიუჯეტი არა საქრთველოში

• სიმართლეს

მადლობა. თქვენც გილოცავთ, მაგრამ.. "ფეღბურთი" ძალიან ცუდათ მხვდება თვალში რაა. თანაც ორჯერ გიწერიათ. მესმის საუბრის დროს დავუშვათ ეგ შეცდომა, მეც დამიშვია და ალბათ ბევრს კიდევ, მაგრამ წერის დროს უკვე მეტისმეტია. ფეხბურთი!!!

• გორი

მორნარმა მიგვამორნარა

• bd

ფიფიას ხელში ამ გუნდს წარმატება არასდროს ექნება. რაც შეეხება აკადემიას დააასახელეთ წლები დინამოელებით არიყო ნაკრებ?ი ფიფიამდე წლებს ვგულისხმობ!! აფერისტია ეგ ადამიანი. ბრენდს იყენებს ბავშვების მიყვანით ესაა მისი ბიზნესი. იგივე შეუძლია საშუალო გუნდითაც გააკეთოს აკადემია. მაგრამ დაბრენდილი თუ არიქნება კლუბი იმ რაოდენობის ბავშვის მიყვანა გაუჭირდებაა რამდენიც მარტივად მიყავს დინამოში ეგაა და ეგ მაგ კაცის მოცილება სახემწიფო სტრუკტურების გარეშე შეუძლებელია

• roma bejanidze

ამან ალბათ 25 მილიონი ლარი თქვეს. თორემ 25 მილიონ დოლარად 3 ჯერ უკეთეს გუნდს შეკრიბავ

• დათი

პირველი ქულა ყაზახეთის ნაკრებმა თავის ისტორიაში აიღო თბილისში (დაახლოებით 10 - 15 წლის წინ); ევროტურნირებზე ფარერულმა კლუბმა დიდი ანგარიშით პირველად მოიგო თბილისის დინამოსთან (3-4 წლის წინ 1:6-ი); მორნარი პირველად გავიდა ევროტურნირზე და პირველივე ისტორიული მატჩი მოუგო ქართული ფეხბურთის ფლაგმანს; -მოკლედ სხვებისთვის ისტორიის წერაში ჩემპიონები ვართ!

• გიზოგ

ფეხბურთის შეფასებაში გეთანხმებით, მაგრამ არც ქოცობა და არც ნაცობა არ ნიშნავს, რომ იმ საკითხზე ვიმსჯელოდ ყოვლად არაპროფესიანულად, რომელიც არ გვესმის, რადგან ამით უფრო მეტი ზარალი შეიძლება მიაყენო ქვეყანას, სახელმწიფოს ვიდრე ქოცობით ან ნაცობით.

• დდდ

თუ ეგეთი დაბალბიუჯეტიანი გუნდია, გაყარეთ დინამოდან ასდოლარიანი ზანგები და ეგ ჯურიშიჩი წამოიყვანეთ - ფაქტობრივად, მაგ ერთმა კაცმა დაამარცხა ქართული გიგანტი და ბაყბაყდევი...

• გენა

ასეთ ნახევრადსამოყვარულო მორნართან თუ რაღაცაა არ უნდა წაეგო დინამოს. თბილისში დარწმუნებული ვარ მოუგებენ კარგა ბლომად, მაგრამ მაინც ცუდია კიდევერთ ევროპულ მაჩანჩალას ისტორია რომ შევუქმენით. აქამდე იყო პაიდე ესტონური, სადაც ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობენ, უფრო მანამდე ფარერების რაღაც ბანდა .. ეეჰ. ვხედავ მეცხვარეეეეს, ჯოხით მხარზედააა..

• სიმართლე

ყველას გილოცავთ პეტრე პავლობას!!!ამათზე კომენტარიც კი ზედმეტია...აზრზე არარიან და ფიფია ვაფშე ჩამოსაშორებელია ფეღბურთიდან განადგურა ქართული ფეღბურთის ფლაგმანი..იყო დრო მაგარი გუნდი იყო მაგრამ დრონი მეფობენ და არა მეფენი....

• 35

დინამოს ფასი 5.25 წერია ტრანსფერმარკეტზე არ დაკვირდა ალბათდა 25 წარმოიდგინა მანცდამაინც

• მწარე

ამაზრზენია დინამოს გამოსვლა ევროტურნირებზე, რაც სამწუხაროდ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე უკვე ერთგვარ სევდიან ტრადიციად იქცა და ყველაზე ცუდი ისაა, რომ გუნდი წლიდან წლამდე დეგრადირებს. ესაა "მამიკოს ბიჭების" მიწვევის შედეგი, როცა ასობით და ათასობით ნიჭიერ ახალგაზრდას სრულიად უსამართლოდ ეკეტება გზა დიდი სარბიელისკენ. სამართლიანობა სანამ არ აღგება ფეხბურთში , იქნება მაჩანჩალა გუნდები და აქ დიდი ფულის ინვესტირებას ნურავინ მოიყვანს კოჭლ არგუმენტად, მსხვილ ბიზნესებს თუნდაც 0.5% რომ გაუწიონ შეღავათი გადასახადებზე და ვალდებულება დააკისრონ აღნიშნული დანაზოგი ფეხბურთს მოხმარდეს, ხოლო გუნდების მიერ მიღებული შემოსავალი (ევროტურნირების ეტაპზე გასვლა, ფეხბურთელის გაყიდვა) ამ ბიზნესებისა იყოს, ვფიქრობ ყველა კმაყოფილი დარჩებოდა. ქვეყანა წლიდან წლამდე ბიუჯეტში გაწერილი ასობით მილიონი ლარის გახარჯვას ვერ ახერხებს და ფული ხაზინაში ბრუნდება...რა გახდა ამ თანხების სწორად განაწილების პოლიტიკის შემუშავება?! როგორ შეიძლება ჩვენი ყაიდის ქვეყანაში ფული გაუხარჯავი რჩებოდეს, როცა ათობით, თუ არა ასობით სფეროს სტიმულირება ჭირდება. განსჯა მკითხველისთვის მომინდია, პ.ს არც ქოცი ვარ და არც ნაცი, მეტიც ...პოლიტიკა სულ ცალ #$%-ზე მკიდია, მარტივ ჭეშმარიტებასა და სამართლიანობაზეა აქ საუბარი.

• გიო

25 მილიონი ერთად არ აქვს საქართველოს ეროვნული ლიგის ყველა გუნდს. მარა უნდა მოგვეგო.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!

თბილისის "დინამოს" 44 წლის ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს

ოფიციალურად: თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ბელგიური გუნდი ჩაიბარა

"ვფიქრობ, ჩემზე არჩევანი ამიტომ გააკეთეს... ეს სტილი ამ გუნდს ძალიან მოუხდება" - "დინამოს" მწვრთნელის პირველი კომენტარი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ [VIDEO]

"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან

"დედა მო***ნით "დინამოს", დაანგრიეთ გუნდი და კიდევ აქეთ იჯგიმებით" - "მონრართან" შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, "დინამოს" ფანებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

"აქ სტუმართმოყვარეობისა და ფეარ-პლეის შესახებ არაფერი იციან... თბილისში ასეთი პირობები გვქონდა..." - "მონრარის" მწვრთნელი საქართველოდან ძალიან გაბრაზებული წავიდა

"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა

"უნიჭიერეს გუნდში მოვხვდი, სადაც ყველაფერი მაღალი დონისაა, "დინამოში" კი ასე აღმოვჩნდი..." - ინტერვიუ "თბილისელთა ავსტრიელ მეკარესთან

წულუკიძეს და გაგნიძეს რუსეთიდან წამოსვლა შეეძლებათ - ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დროებით დატოვების ნებართვა გაუხანგრძლივა

"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება

ფერდინანდ ფელდჰოფერი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია