რამდენიმე წუთის წინ Uefa-მ ჩვენთვის მეტად გასახარი ინფორმაცია გააჟღერა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევრო 2024-ზე ბომბარდირთა დავაში "ოქროს ბუცის" გადაცემის კრიტერიუმები შეცვალა.

დღემდე მოქმედი წესით, თუ ფეხბურთელები თანაბარი რაოდენობის გოლებს დააგროვებდნენ, მაშინ ასისტები და ტურნირზე ჩატარებული წუთები ჩაითვლებოდა, რითაც ესპანელი დანი ოლმო ლიდერობდა.

Uefa-ს ახალი წესის მიხედვით, ტურნირის ბომბარდირი და "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ გოლს გაიტანს.

რა მოხდება, თუ მაინც თანაბარი რაოდენობის გოლებს მივიღებთ? - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ასეთ შემთხვევაში "ოქროს ბუცის" მფლობელად ყველა თანაბარი რაოდენობის გოლის ავტორი ჩაითვლება.

ამრიგად, ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შანსი გიორგი მიქაუტაძეს კიდევ აქვს, რომელსაც დანი ოლმოსთან, კოდი გაკპოსთან, ჰარი კეინთან, ჯამალ მუსიალთან და სლოვაკ ივან შრანცთან ერთად 3 გოლი აქვს შეგდებული.

მოგეხსენებათ, ფინალში ერთმანეთს ინგლისი და ესპანეთი დაუპირისპირდებიან, რისი წყალობითაც კეინსა და ოლმოს ერთპიროვნულად გალიდერება და მარტოს "ოქროს ბუცის" მოპოვება შეუძლიათ.

ამას გარდა, ჯუდ ბელინგემისა და ესპანელი ფაბიან რუისის ანგარიშებზე 2 გოლია. შესაბამისად, შანსი მათაც აქვთ, მინიმუმ იმ 6 ადამიანს შეუერთდნენ, ან ერთპიროვნული ლიდერობა მიიღონ.

შეხსენებისთვის, ფინალური დაპირისპირება 14 ივლისს გაიმართება.

დავით 67
კახა-ს! გეთანხმები
ობიექტური
ხალხო რეებზე ვკამათობთ და ვდაობთ ოლმოს გოლი იყო არ იყო რატო ჩაუთვალეს არ უნდა ჩათვლოდა სამართლიანი ის იქნება ამ ტურნირის ოქროს ბუცის მფლობელი მიქაუტაძე რო გახდეს ან თუნდაც არა კეინი ან თუნდაც არა ოლმო, გუნდები ფინალში არიან გასულები თანაბარის შემთხვევაში არცერთ გამოგდებული გუნდის ფეხბურთელს არ განვიხილავდი კანდიდატურად, წარმატებები ჩვენს გიოს მარა ამ ილუზიებიდან გამოდით იქ ვიღაცამ უეფას წერილს ვწერდიო არ გცხვენიათ საერთოდ. მიქაუტაძის გოლები კეინის და ოლმოს გოლებს რითი ჯობდა ორი პენალი და ერთი მეტრისან რო გაიტანა გოლი? ხარისხს აღარ აქვს მნიშვნელობა ? ან საგოლე პასსს????
სოსო
ვერაფრით დავეთანხმები ამ ცვლილებას.საგოლე პასი,არანაკლებ მნიშვნელოვანია და მისი უგულებელყოფა,არ შეიძლება.როგორც დამატებითი კრიტერიუმი,თანაბარი გოლების შემთხვევაში, მაინც უნდა დარჩენილიყო.ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული,დავტოვებდი გოლს პლიუს პასს,მაგრამ გოლი,მეტი ან ტოლი უნდა ყოფილიყო,პასზე.ეს მოდელი,უპირატესობას უტოვებს მეგოლეს,მაგრამ შანსს აძლევს ცენტრალური თავდამსხმელის უკან მოთამაშე ფეხბურთელებსაც.მოკლე ტურნირებში,ძალიან ხშირად ხდება,როცა რამდენიმე ფეხბურთელს აქვს,თანაბარი გოლები.როგორც ფრის შემთხვევაში,პენალტები ინიშნება,უძლიერესის გამოსავლენად,ასევე ბომბარდირობაშიც,რაღაც დამატებითი კრიტერიუმების არსებობაა საჭირო,საუკეთესოს გამოსავლენად.არ შეიძლება ტურნირს ერთდროულად ორი ჩემპიონი ჰყავდეს და სასურველია,ტურნირს,ერთპიროვნული ბომბარდირი ჰყავდეს.
კახა
*დაარტყავს* არასწორია , არის სიტყვა დარტყმა , სწორი ფორმაა *დაარტყამს*.
jorj
კარს მოგვადგა ოლიმპიადა უდიდესი სპორტული ფორუმი ...... არცერთი სტატია ამ საკითხზე სამწუხაროდ. მარტო ჭორები ჭორები ჭორები ის იქ გადადის ეს აქ გადმოდის ასე შემდეგ......
დავით 67
მთავარია ესპანელებმა პენალტი არ აიკიდონ, რადგან კეინი დაარტყავს. ოლმო ხშირად ვერ იტანს გოლებს.
ტელემაყურებელი
არ ღირს მსჯელობით დაღლა არც შეიცვლება რამე. რაც შეეხება პირველი დამრტყმელის და შემდეგ ამსხლეტის, ყველაფერი ზე მდგომების კომპეტენტურობა-სინდისზეა. ოქროს ბუცის ჩვენს კანდიდატს უსურვებ კონკურენტების რემატიზმებს.
55555
რომ არ ჩაეჭრა ის ბურთი კუნდეს საკუთარ კარში, რთულია ეხლა იმის მტკიცება, პირდაპირ რომ წასულიყო კარში ნამდვილად გავიდოდა თუ არა გოლი.
gel-100
რო არ შეეცვალა მიმართულება მაგ ბურთისთვის რადიკალურად მაშინ რა მოხდებოდა გადადიოდა ბურთიი?? კუნდემ ჩაჭრა დარტყმული გასაგებია მაგრამ რო არ ჩაეჭრა მაინც კარში მიდიოდა და ესაა მთავარი თან დარტყმული მეკარესაც გამცდარი იყო უკვე როცა კუნდემ ჩაჭრა
დინამოელი
როგორც ჩანს იკარდის აღარ შეუძლია უკვე ამდენი ბურთის დამუშავება
თორნიკე
1980 წლის მერე არ ტარდება მატჩი მესამე ადგილზე.
გიორგი
ეგ ,,ახალი წესი" 2012 წლის ჩემპიონატზეც ვრცელდებოდა. სამწუხაროდ წესებს იშვიათად ეცნობიან სპორტული ჟურნალისტები და ფედერაციის თანამშრომლები.
თხილნარელი
ჩაითვალა რომ მაინც გადიოდა გოლიო
პაატა
იმართებოდა მესამე ადგილისთვის მატჩი.1980 წელს ჩატარდა ბოლოს და მერე გააუქმეს
Miriani
მანდ ასეთი პრინციპია და მე ვეთანხმები -- თუ ბურთი თავდამსხმელის დარტყმის შემდეგ კარში მიდიოდა და მცველმა თუნდაც რადიკალურად შეცვალა მიმართულება, გოლი თავდამსხმელს ეთვლება. ამ შემთხვევაში რთული იყო დადგენა მიდიოდა თუ არაო და რადგან რო არ მიდიოდა იმის მტკიცებულება არ იყო, ჩაუთვალეს ოლმოს.
ქუთაისიდან
მესამე ადგილისთვის შეხვედრები ტ ა რ დ ე ბ ო დ ა, თქვენ , ჩემო ქობულეთელო მეგობარო , ალბათ, დაბადებული არ იყავით მაშინ ან პატარა ბრძანდებოდით. მშვენივრად ტარდებოდა მატჩი მესამე ადგილისთვის, უბრალოდ 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზემე მე3 ადგილისთვის მატჩში ჩატარებული "კონცერტის " შემდეგ გააუქმეს . გუგლშიც ქე წერია მაგ ამბავის თაობაზე და დაინტერესებული ქე წაიკითხავს.
ფორინერი
ამ ჩემპიონატს კიდევ შელოცვა და უშედეგო თამაში უნდა? :)) კონკრეტულ ფეხბურთელებზე შევულოცოთ. ;)
ჟორა-ს
მაგ შემთხვევაში, თავდამსხმელი დადგება საჯარიმოს სიახლოვეს პასის მოლოდინში და მოწინააღმდეგე იძულებული ხდება, ორი მცველი მიამაგროს. ანუ, შეტევას მოაკლოს ძალები. რანაირად ხდის აბა ეგ ფეხბურთს უფრო სანახაობრივს და შედეგიანს?
ქობულეთიდან
ევროპის ჩემპიონატზე მატჩი მე-3 ადგილისთვის არ იმართება, არც არასდროს გამართულა ამ ტურნირის არსებობის მანძილზე.
ქობულეთიდან
დღევანდელ დღეს უკვე აღარაფერი გაგაკვირვებს კაცს. დავანებოთ თავი ვარის სისტემას, იქ შესაძლოა სხვადასხვა მსაჯებს 1 კონკრეტულ ეპიზოდზე სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ, მაგრამ ერთი ეს მითხარით, აქ ბევრი ფეხბურთის მართლა მცოდნენი ხართ ( იშვიათი გამონაკლისების გარდა), დანი ოლმოს დარტყმული ბურთი რომ ფრანგმა მცველმა ჩაჭრა კარში და ის გოლი რომ ოლმოს ჩაუთვალა უეფამ, ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? ტიპმა ბურთს რადიკალურად შეუცვალა მიმართულება და შევარდა კარში.
ჟორა
მე ხშირად ვწერ უეფაში და იქნებ შენც შემაწიო ხმა. შესაცვლელი ან გასაუქმებელია თამაშგარე, რომელიც ძალიან ამუხრუჭებს ფეხბურთს და საერთოდ შედეგიანობას. ბოლო-ბოლო შეიძლება მოედნის ცენტრიდან საჯარიმოში მაინც, რომ გადაიტანონ.
ვატა
კეინი, ისეთი ძაღლია... ყველა მხრიდან ურტყამს. ძნელი იქნება წამოღება.
ვატა
მაგაზე, ისეთი ამბავი ავტეხე,უეფას წერილს, წერილზე ვწერდი. ავტო-გოლია თქო! აქ, ყველას ვთხოვე, გადავიდეთ უეფას საიტზე და ამბავი ავტეხოთ,მივაწვეთ და რამე!აქ დამცინეს ტიპებმა,შეპყრობილი ხარო.
ვატა
მაგაზე, ისეთი ამბავი ავტეხე,უეფას წერილს, წერილზე ვწერდი. ავტო-გოლია თქო! აქ, ყველას ვთხოვე, გადავიდეთ უეფას საიტზე და ამბავი ავტეხოთ და რამე!აქ დამცინეს ტიპებმა,შეპყრობილი ხარო.
საინტერესო
3-ე ადგილისთვის მატჩი არ არის ევროპაზე?
გია
ცუდია რომ ასისტს ყურადღება არ ექცევა.გოლის ტოლფასია ზოგი ასისტი
რეალობა
უფრო ლოგიკური იქნებოდა, თუ თანაბარი გატანილი გოლების შემთხვევაში საუკეთესო ბომბარდირი ის ფეხბურთელი გახდებოდა, ვინც ნაკლები ითამაშა - ე.წ. Goals per minute მაჩვენებლის მიხედვით.
უზრდელი ხარ
არცერთს არ გიცნობთ, მაგრამ უზრდელი ხარ აშკარად ვიღაც. ჯერ მზე იხმარე ეხლა ოჯახის წევრებზე გადახვედი. ან ლაწირაკი ხარ კლავიატურის ვირთხა, ან ვიღაც ჩობანი, ბავშვობაში რომ გაჩმორებდნენ
la masia
ვილოცოთ 0-0 ზე? ჰა შეულოცეთ ახლა თუ როგორც არის :)
რეალისტი
ოლმოს ბოლო გოლი წესით რიკოშეტი იყო და არ უნდა ჩათვლოდა, ბურთი მცველს რომ არ მოხვედროდა კარში არ შედიოდა
ვაჟა მასწავლებელი -ს
დაიწყე დაცლა ვაგონის?ოჯახის წევრები დაიხმარე,მარტო ცოდო ხარ მას
ვაჟა მასწავლებელი -ს
შენისთანა მასწავლებლებზე ერთი ვაგონი ,,მზე" არის ჩამომდგარი.
სიმართლე
10 წუტი კი მერე ოლმოს მიაკუტნეს
ნოდო
თუ შეოძლება ამდენს ერტად მისცე რობერტასტვის პანდემიის გამო გაიქმებული მეორე წელს იმ წლის და წინა წლის გამარჯცებულებისტვის ერტად რო მიგეცატ ღმერტი გიწყებდათ? რაც შეეხება ამ წესს რაც არ უნდა ქარტველი ძალიან გვიყვარდეს ბევრი ასისტის ავტორის უფრო მეტი %ით არის გოლში მისი წვვლილი ვიდრე გოლოს გამტანი იგივე ლივერის და სიტის მეკარეების ასისტები
ვაჟა მასწავლებელი
ოლმოს ბოლო გოლი ავტოგოლი არ იყო?
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"ლივერპულში" გადასვლამდე სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაკპო ინგლისში ჩავიდა
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"მანჩესტერს" გაკპოს შეძენა უნდა - ტენ ჰაგს "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი ნიდერლანდელი მიჰყავს?
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ოფიციალურად - დანი ოლმო "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
"მანჩესტერ სიტი" დანი ოლმოს გადაბირებას მეორედ ეცდება
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა
ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე მორიგი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა
მამარდაშვილის დადებითი შეფასებები - მასზე მაღალი ქულები "ლივერპულის" მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსის" 4 სამიზნე დასახელდა
"ლაიფციგმა" ოლმოს შემცვლელი საფრანგეთში მოძებნა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა ნუსამ დანი ოლმო უნდა შეცვალოს
"ბეტისთან" მატჩში დანი ოლმომ კბილი დაკარგა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს