ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U20. რა მატჩი! რა ემოციები! - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის მსაჯიანად მოუგო

U20. რა მატჩი! რა ემოციები! - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის მსაჯიანად მოუგო

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ფიჯი 40:36 დაამარცხა.

თამაში მართლაც საინტერესო და ლამაზი სანახავი გამოვიდა: დებიუტში ლაგვილავამ ყვითელი ბარათი მიიღო, მიუხედავად კაცნაკლულობისა ინიციატივას ქართველი მორაგბეები ფლობდნენ და საჯარიმოდან ცირეკიძემ დააწინაურა. შემდეგ მან კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა. ამას მეტოქის სწრაფი კონტრშეტევისას ლამაზი ლელო მოჰყვა, ზუსტადაც გარდასახეს და წინ გავიდნენ. თუმცა, კარგად აგორებული მოლის შედეგად ხახუბიამ ლელო გაიტანა, ცირეკიძემ კი უზადოდ გარდასახა. მერე ცირეკიძემ მორიგი ჯარიმის რეალიზება მოახერხა. ფიჯელები შერკინებაში აშკარად იჩაგრებოდნენ და არბიტრმა ყვითელი ბარათი ნასაუს უჩვენა. მორიგი იერიშისას ლელო ბურთიკაშვილმა დადო, ხოლო ცირეკიძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა. ბოლოს მოწინააღმდეგემ ლელოთი სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმი 21:12 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვიზავი მოგვეძალა, დვალმა ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი „უმცროსი ბორჯღალოსნების“ შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა - კოტორაშვილის გარღვევა გერგედავამ დააგვირგვინა, ცირეკიძემ გარდასახა, თუმცა მეტოქემ ორი ლელოთი და არაზუსტი გარდასახვებით გვიპასუხა. შემდეგ ლომიძის გარღვევას ლელო მოჰყვა, ცირეკიძემ გარდასახა. ამას ფიჯელთა მიერ ლელო-გარდასახვით ანგარიშის შემცირება მოჰყვა. ცოტა ხანში კვესელავამ ლელო დადო, ცირეკიძემ ვერ გარდასახა. ფიჯი იერიშებისას უფრო სწრაფი იყო, ისევ შეამცირა ანგარიში (40:36), შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა, ბოლოს კილასონიას შეგირდებმა შეუტიეს, ქუნთელიამ და კოტორაშვილმა ტრავმები მიიღეს და ვიხილეთ მიკერძოებული მსაჯობა - აგორებული მოლის შედეგად ჭამიაშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ არ ჩათვალეს. გაწითლებულ დროში მეტოქე იერიშზე გადმოვიდა, ცხადაძეს ყვითელი ბარათი უჩვენეს, თუმცა ჩვენმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა.

მე-9-10 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, ირლანდიასთან მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა (16:22), ხოლო იტალიას 28:17 მოუგო.

სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – ფიჯი 40:36

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).

• გია

ამდენი ლელოს გაშვება ისე რომ წინააღმდეგობს საერთოდ ვერ ვუწევდით ლამის დამღუპველი გამოდგა.ნუთუ არ შეიძლებოდა რამე დაგვეპირისპირებინა და ამხელა მოპოვებული უპირატესობა არ გაგვენიავებინა?!მწვრთნელის ხელი(ჭკუა) არ ეტყობა ნაკრებს და მხოლოდ ინსტიქტებით მოქმედებენ.

• სოსო

ძალიან სასიხარულოა,ეს გამარჯვება!გილოცავთ!ბიჭებმა,თანაც ორივე მხრიდან,თავები გადადეს და ყველაფერი აჩვენეს,რაც შეეძლოთ.ძალიან სანახაობრივი და მხიარული მატჩი გამოვიდა,თუმცა ასე ადვილად და უდრტვინველად ლელოების გაშვება,ვერც ერთ მხარეს ვერ ამშვენებს.კი,ფანტასტიკური სილამაზის მარაოებს შლიდნენ ფიჯელები და ასევე ულამაზეს ლელოებს გვიდებდნენ,მაგრამ სისტემატურად რომ გიკეთებენ,ესე იგი,შენ არ უშლი ხელს,თორემ რატომ სხვა ნაკრებებთან ვერ გაჰქონდათ ამდენი?ზუსტად ასევე ჩვენი ლელოებიც.სათამაშო დისციპლინას არც ერთი მხარე არ იცავდა და სწორედ აქედან იყო,ამდენი გარღვევა და რეიდი.გულშემატკივარმა,განსაკუთრებით გამარჯვებული გუნდის გულშემატკივარმა(ჩვენ),ასეთი სანახაობით დიდი სიამოვნება მიიღო,მაგრამ არა მგონია მწვრთნელებიც ასეთივე ნასიამოვნები იყვნენ,თამაშის ხარისხით და დისციპლინით.ისევ იტალიასთან გვიწევს თამაში და ერთ ტურნირზე,ერთი გუნდის ორჯერ დამარცხება,ძალიან ძნელია,მაგრამ თუ გავიმარჯვეთ,ფსიქოლოგიურად ძალიან დავჩაგრავთ და ჩვენი ფსიქოლოგიური უპირატესობაც ძალიან გაიზრდება.სწორედ ამას გისურვებთ,ბიჭებო.

• სოსო

მსაჯებსაც ახალგაზრდებს და პერსპექტიულებს იწვევენ.ასე რომ შეცდომები უფრო ხშირი რომ არის,ბუნებრივია.ვარისთვისაც ძალიან ცოტა კამერებია და ყველაფერს ვერ აფიქსირებენ.რა თქმა უნდა მეც ვთვლი,რომ ბოლოსკენ,მსაჯმა აშკარად მხარე აირჩია.

• G.LA

ყოჩაღ ბიჭებო. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ. გული არ გაიტეხოთ მსაჯების “შეცდომებზე” ამ ტურნირზე თქვენ დაანახეთ ყველას ჩვენი ნაკრების სიძლიერე და მომავალში მსაჯის “შეცდომები” იმედია ხელს აღარ შეგვიდლის 1/2 ფინალში ვიხილოთ ჩვენი ნაკრები. გამარჯვების გზებზე გევლოთ.

• კაკოს

კაკო ჯიგარი ხარ მაგრამ ხანდახან თ რომ იხმარო სიტყვის ბოლოს უფრო დაგმშვენდებოდა!

• კაკო

გულში გენაცვალედ გულში ღმერთმა დაგლოცოდ და გაგაძლიეროდ ბიჭებო ჰერიო აბა თქვენ იცით ეს ერთი და სხვა მრავალი გენაცვალედ გულში ღმერთმა ხელი მოგიმართოდ ამინ ამინ ამინ

• მგელი და კრავი (იგავი) - აკაკი წერეთელი

დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?

• გიორგი

ფულის გარდა, მაშინ ჩვენებმა ბინა სადმე ოკეანიაში უნდა დაიდონ. სხვაგვარად 12-16 საათიანი ფრენის შემდეგ ვერ ითამაშებენ წესიერად. სადმე ახლოს უნდა მოიძებნოს ტურნირი.

• გოგა

1,06 კოეფიციენტი ძლივს წამოვიდა!!!!!

• Pepelu

საიდან მოიგონე ეხლა?!! ყველა გადამწყვეტი თამაში 20 წლამდელებმა მოიგეს!! ზედიზედ 7 ჩემპიონატია ელიტაში ადგილს ინარჩუნებენ!! ამის მიუხედავად ენა გიბრუნდება და ბიჭებს აკრიტიკებ!! ძვალი მართლა არა აქვს!!!

• 555

ძალიან კარგი აზრია,თუმცა ყველაფერი ფულს უკავშირდება.აგრეთვე პრობლემაა ქვეყნებს შორის მანძილი.

• ბათუმელი ექსპერტი

ვამბობდი და ვამბობ, სანამ 6 ერში მიგვიღებენ რაიმე ფორმით(თუ მიგვიღებენ საერთოდ), მანამდე უნდა შევქმნათ შეჯიბრი 6-ი ერის ფორმატისა სადაც ითამაშებენ სამოა, ფიჯი, იაპონია, ტონგა, აშშ და საქართველო. ვფიქრობ არცერთი აქ ჩამოთვლილი ნაკრები არ იტყვის უარს ამ ტურნირის თამაშზე. ეს გაზრდის ყველა აქ ჩამოთვლილი ნაკრების დონეს და ტესტ მატჩებსაც უპრობლემოდ ითამაშებენ ამ ნაკრებებგან ტიერ 1 ის ნაკრებები, იგივე ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა,არგენტინა,ექვსი ერის ნაკრებები და პროგრესი გარანტირებული იქნება. მესმის და გასაგებია რომ ფინანსური უზრუნველყოფა იქნება საჭირო ამ ახალი ტურნირის ორგანიზება-ჩატარებისთვის, მაგრამ ეს უკვე ამ ქვეყნების მესვეურებმა უნდა იზრუნონ.

• გიორგი

სამწუხაროდ მასეა.

• გიორგი

მსაჯმა რო გააფრთხილა, სასტვენის შემდეგ არაო, ფიჯელებმა სულ ცოტა ორჯერ ცინიკურად იუხეშეს გახჩერებულზე. ბუმკერმა ეს "ვერ დაინახა". სამაგიეროდ, დაინახა არარსებული ბლოკი და საკამათო თავზე თამაში. მოკლედ, ფიჯის ქაჩავენ, ჩვენ კი პირიქით.

• შალვა ჯიღაური

მე რიგითი დილეტანტი გულშემატკივარი აზრს გამოვთქვამ,რომ დროა უცხოელი მწვრთნელი მოვიწვიოთ და გეტყვით რატომ: ჩვენი ნაკრებისთვის აქილევსის ქუსლად იქცა ფიჯი და საერთოდ სწრაფი ნაკრებები,(ესეთია ყველა ტიერ 1), ვერასდროს ვერ ვიგებთ გადამწყვეტ მატჩებს, თუ არ ჩავთვლით დღევანდელს, პლიუს ამდენი მსოფლიოს შემდეგ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ, დანარჩენი პროფესიონალს ის განსაჯელია

• რეზო

ეს ფედერაციის წარმომადგენლები რომ იძახიან, რას ამბობთ, რამეზე რომ ევეკამათოთ უფრო დაგვსჯიანო, მართლა ეგრეა? ნუთუ გაუთავებლად თავზე უნდა გვიშვებოდნენ?

• Ვისტი

ულამაზესი თამაში, ძალიამ დინამიური და პროფესიონალიზმის უმაღლესი დონე ჩვენი ბიჭებსგან. აუცილებლად გვჭირდება პროფესიონალი სირბილის მწვრთნელი შტაბში, ცოტა სხვა სპეციფიკაა ფიზმომზადებისგან განსხვავებით - ფაქტია გარბის და ვერ ეწევი.

• შალვა ჯიღაური

მე ვფიქრობ, დილეტანტი ვარ ვაღიარებ, ესეთი დაცვით, ფიჯი გვექცა რაღაც დამსჯელად, ყველა დონეზე, მწვრთელის ნეპოტიზმი აშკარაა, თაობას მენტალობას უმყარებს მხოლოდ მწვრთნელი, თუ ყურადიღებს ფედერაცია, უცხოელი დამრიგებელი გვქირდება. ამდენი წლის განმავლობაში ვერ ვარ ვაღწევთ სტაბილურობას

• გიორგი

მსაჯი კარგი იყო, ბუნკერში იჯდა ვიღაც ახვარი.

• ალექს

ასეთი თამაში დიდი ხანია არ მინახავს. ფიჯელებს ტურბო უყენიათ მგონი და ხელზე წებო უსვიათ, წარმოუდგენელ სიჩქარეებზე ისეთ ოფლოუდებს აკეთებდნენ თვალის მიყოლას ვერ ვასწრებდი,თან ჯერ ბავშვები.. როგორც არ უნდა შევაქოთ ფიჯელები მათ სამივე წინა თამაში დიდი სხვაობით დათმეს და დღევანდელი ჩვენი დაცვის თამაში კრიტიკას ნამდვილად ვერ უძლებდა. მადლობა ბიჭებს რათქმაუნდა, მაგრამ გუნდმა,რომელმაც ინგლისი წააქცია და ირლანდია მიაყოლა კინაღამ ასეთ დაცვას არ უნდა თამაშობდეს.

• beeq.777

ასე არ შეიძლება ესეთი მსაჯობა მსოფლიოზე სამარცხვინოა. ირლანდიასთან მსაობამ წაგვაგებინა და დღესაც იგივე სცენარი იყო რომარა ბიჭების თავდადება. ხმა მოიღოს ფედერაციამ ესეც დოპინგ სკანდალი ხომარაა! ეს აღარაა სპორტი რომარა ირლანდიასთან მსაჯების გამო წაგებული თამაში დღეს პირველ ოთხეულში უნდა გვეთამაშა.

• porto

ესეთი დაძაბული, გაშლილინ, კლასიანი და უშეღავათო რაგბი ძალიან სასიამოვნო საყურებელია!!

U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა

დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს

U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება

"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

U20. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან პირველი ტაიმი 0:5 წააგო

U20. ბრძოლაში ბედნიერნი და გამარჯვებულნი - საქართველოს ნაკრებმა ფიჯის საოცარი მატჩი მოუგო! [VIDEO]

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ფიჯისთან